ამას ლოგიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა. (სრულიად)
ეს იგივე ისტორიია რომელიც პირველი ოთხი თავიც უკვე განვათავსე საიტზე სახელით "შვიდი ვალენტინობა" ბოდიშით რომ სახელი შევუცვალე მოთხრობას. სხვანაირად ვაპირებდი რომ დამეწერა უბრალოდ გულმა მიკარნახა ასე განმევითარებინა ყველაფერი, ზედმეტი ტრაგიზმის და ფუჭი სიტყვების გარეშე. დიდი იმედი მაქვს წაიკითხავთ და მეტყვით რას ფიქრობთ. ------------------------------------------ „თუ გსურს შეცვალო სამყარო, ჯერ შენ თავადვე უნდა შეიცვალო“ ცხრა წლის ვიყავი როცა დედამ ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი მაჩუქა დაბადების დღეზე, შვიდივე მალე წავიკითხე და სულმოუთქმელად ველოდებოდი როდის გავხდებოდი თერთმეტი წლის რადგან ვიცოდი ფოსტით აუცილებლად მოვიდოდა ჩემთან წერილი სადაც ეწერებოდა, რომ ჰოგვარტსში მიმიღეს. თუმცაღა ლოდინი უშედეგო აღმოჩნდა, ისე გავხდი 12 წლის შემდეგ 13 წლის, რომ არც ელ ფოსტაზე და არც სახლში ქაღალდზე დაწერილი წერილი არ მიმიღია მინევრა მაკგონაგელის ხელმოწერით. შემდეგ ველოდებოდი თხუთმეტი წლის როდის გავხდებოდი, იმედი მქონდა ქერათმიანი ტყავის შარვალში ჩაცმული სიმპათიური ბიჭი როგორ მიხნიდა დემონის თავდასხმისგან და მეტყოდა, რომ აჩრდილებზე მონადირე ვიყავი. ეს ლოდინიც უშედეგო იყო. მისტერ როჩესტერსაც ძალიან დიდიხანი ველოდებოდი. ყველა ქალაქში სადაც კი ფეხს დავადგამდი ჰოლდენ კოლფილდს ვეძებდი. ზამთარში ქუჩებში ადამიანის ქუდებს ვაკვირდებოდი, მხოლოდ იმას ვოცნებობდი სადმე წითელი მონადირის ქუდით მოხეტიალე ჰოლდენი შემხვედროდა. არ გამიმართლა, ჰოლდენი დღემდე ვერ ვიპოვე. ლოლიტასაც ვეძებდი, ძალიან დიდი ხანი, უამრავი კითხვა მქონდა მისდამი. მინდოდა მეკითხა რატომ აგიჟებდა ჰუმბერტს? მაგრამ... მას შემდეგ რაც გავაცნობიერე, რომ ვერასდროს ვნახავდი წიგნის პერსონაჟებს, ან მათ ავტორებს ვერასდროს გავიცნობდი და საკუთარ ცნობისმოყვარეობას ვერასდროს გავიკმაყოფილებდი გული მეტკინა. მეგონა მიღალატეს. რეალობას პირველად მეათე კლასში შევეჯახე, როცა პატარა ყვითლადშეღებილ კედლებიან ოთახში ვიჯექი, ნაცრისფრად შეღებილ მერხზე და „სიამაყეს და ცრურწმენას“ ვკითხულობდი. სკოლაში ვიყავი, ბიჭები გარეთ იყვნენ გასულები, მაშინ პირველად მოთოვა იმ ზამთარს, მაგრამ როგორც ჩვენს ქალაქს ჩვევია საშინელი თოვლი იყო, სველი და ჭყაპუნა. მე გამათბობელთან მობუზული კი მისტერ დარსის და ელიზაბეთის ისტორიას ვკითხულობდი -რას კითხულობ? - ჩემი კლასელი სალი წინ დამიდგა და წიგნს შეაშტერდა რომელსაც საკმაოდ დიდი ასოებით ეწერა „სიამაყე და ცრურწმენა“ მაგრამ სალის ესეთი ჩვევა ჰქონდა, როცა დამინახავდა შესვენებაზე რამეს ვკითხულობდი მაშინვე მეკითხებოდა თუ რას? მიუხედავად იმისა, რომ ავტორი და წიგნის სახელი გარკვევით ეწერა ყდაზე -სიამაყე და ცრურწმენა. ვერ ხედავ სალი? თუ კითხვა დაგავიწყდა? - წიგნი ავწიე, ყდა რომ კარგად დაენახა -წაკითხული მაქვს - ვითომ ჩემი ცინიზმი ვერ შეამჩნიაო ისე მითხრა -მერე? მოგეწონა? - უემოციოდ გადავუგდე კითხვა და სიმართლე გითხრათ მხოლოდ ის მინდოდა მალე დაენებებინა თავი, რომ მალე დავბრუნებოდი ელიზაბეთს და დარსის -არა - პასუხმა გამაოცა და წიგნი დროებით დავხურე -რატომ? - გაკვირვებულმა ვიკითხე და წიგნს ხელი გადავუსვი, თითქოს მას ყურები ჰქონოდა და არ მინდოდა ეს უხეში პასუხი მას გაეგონა. -ეგეთი პერსონაჟები მხოლოდ წიგნებში არსებობენ - მითხრა და შებრუნებას აპირებდა როცა გაბრაზებული ფეხზე წამოვხტი -მისტერ დარსი რეალური პერსონაჟია -დარწმუნებული ხარ? - გაიცინა სალიმ და საშინლად მომინდა მისთვის მეყვირა, მაგრამ დედა ყოველთვის მაფრთხილებდა, კარგად აღზრდილი გოგონები არასდროს ყვირიან და მით უმეტეს არასდროს ჩხუბობენო. მეც მაქსიმალურად შევიკავე თავი და ხმა დავადაბლე როცა პასუხის გაცემა დავაპირე -რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ. -დამიჯერე, მისტერ დარსი მხოლოდ ამ წიგნში არსებობს - და მისი ვარდისფრად შეღებილი გრძელი ფრჩხილი ჩემს წინს დაადო - და რაც უფრო მალე გაითავისებ ამას მით ურო უმტკივნეულო იქნება შენთვის რეალობასთან შეგუება - ამ ფრაზას არ გავუბრაზებუვარ, თითქოს უფრო დამაფიქრა, სალიმ კი უბრალოდ გამიღიმა და თავისი მერხისკენ წავიდა. შევხედე არითმეტიკის მასწავლებელი როგორ შემოვიდა კაბინეტში მაგრამ სიმართლე გითხრათ არცერთი მისის სიტყვა არ მახსოვს მისი იმ გაკვეთილიდან. არც იმ გაკვეთილიდან და საერთოდ არითმეტიკიდან. მას შემდეგ დავიწყე რეალობაში ცხოვრება და მას მერე აღარ მომიძებნია ქუჩაში არც ჰოლდენი, არც ლოლიტა, არც დარსი, არც ჰარი, არც დორიანი, არც, არც, არც.... მას შემდეგ რაც რეალურ ცხოვრებაში წიგნის პერსონაჟების ძიება შევწყვიტე და მივხვდი, რომ ისინი მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არსებობენ დავიწყე რეალობისთვის თვალის გასწორება რამაც სკეპტიკოსი გამხადა. ვერ ვიტყვი, რომ ეს თავიდან მომწონდა, ზოგჯერ პესიმიზმიც კი მიპყრობდა, ეს უფრო მაშინ როცა თინეიჯერი ვიყავი, მეგონა გარშემო კარგი არავინ იყო დარჩენილი და მხოლოდ გულცივი ადამიანები შემორჩა დედამიწასთქო. ბოლოს გამახსენდა ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე კეთილი და კარგია მათ შორის ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ბანალური იქნება ალბათ როცა ვიტყვი ვისზე ვლაპარაკობ მაგრამ რა ვქნა ეს მართლაც ასეა, სწორედ მისმა ადამიანობამ დამანახა, რომ კარგი ადამიანებიც შემორჩენილა მსოფლიოში. ყველა გოგო მგონი თავიდან მხოლოდ იმას გაიძახის, რომ მისი პრინცი არის მამამისი, რომ სწორედ ისეთი მეწყვილე უნდა გვერდით, როგორიც მისი მამაა. მე კიდე ბავშვობიდან მხოლოდ იას ვიძახდი, რომ ჩემი გმირი დედა იყო და მინდოდა მას დავმსგავსებოდი როცა გავიზრდებოდი. მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი მამაჩემზე რადგან მას წესიერად არც ვიცნობ. ის ჩვენთან არ ცხოვრობს, მე კი დედამ გამზარდა, ჩემს სკეპტიკოსობაში და ცოტა პესიმიზმშიც შეიძლება მამაც დავადანაშაულოთ. პატარა ვიყავი მაგრამ ნათლად მახსოვს, მამაჩემს დედა ძალიან უყვარდა. მახსოვს როგორ მოჰქონდა საღამოობით ყვავილები და როგორ უხაროდა ეს დედას. მახსოვს როგორ ცეკვავდნენ ისინი მისაღებში ედით პიაფის სიმღერების თანხლებით. ეს ყველაფერი იმენად იდეალური იყო მაშინ 6 წლის ასაკშიც კი ოდნავ ეჭვის თვალით ვუყურებდი ეს მართლა ბუნებრივია თუ უბრალოდ თამაშობენ დედა და მამა, რომ მე გამახარონ თქო. როცა უკვე ჩვეულებრივი გახდა ჩემთვის მათი ეს განუზომელი სიყვარული ერთმანეთისადმი, როცა მიჩვეული ვიყავი საღამოობით მამას დანახვას ხელში ვარდებით და შოკოლადებით, სწორედ მაშინ დაინგრა იდილია. არ ვიცოდი რა მოხდა, ეს თემა ტაბუდადებული იყო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენს ოჯახში. დედამ შეძლო, რომ საყვარელი მამის განშორება მძიმედ არ გადამეტანა. თავიდან ვიცოდი, რომ მამა სხვა ქვეყანაში წავიდა, იმის გამო, რომ ჩვენ კარგად გვეცხოვრა. თუმცა კი ჩემამდე არასდროს დადიოდა, რატომ არ შეიძლებოდა მამაჩემს ეცხოვრა ჩვენთან ერთად და ამ ქვეყანაში მოეძია სამსახური. ასე გადიოდა წლები, მე ყოველ კვირაში ვღებულობდი მამასგან წერილებს და მეც ყოველთვის ვპასუხობდი მათ. ჩემი წერილის ბოლოს ყოველთვის ერთი ფრაზა იყო „მალე დაბრუნდი რა მამა.“ ის კი მის წერილს „ძალიან მალე დავბრუნდები მამი.“ ფრაზით ასრულებდა. დაახლოებით წელიწადი და სამი თვე ასე გრძელდებოდა, შემდეგ წერილები ყოველ ორ კვირაში მოდიოდა, შემდეგ თვეში ერთხელ, ბოლო წერილი 15 წლის ასაკში მივიღე. არაფერი განსაკუთრებული არ ეწერა, როგორც ყოველთვის ამბები მის შესახებ, როგორ მუშაობდა და როგორ უნდოდა ჩემი ნახვა, ვენატრებოდი მე მაგრამ ერთი სიტყვაც არ იყო დედას მიმართ. თითქოს ვხვდებოდი რაც ხდებოდა მაგრამ არ მინდოდა ეს მეღიარებინა, ყველა ბავშვისთვის რთულია აღიაროს, გაითავისოს ის, რომ მამამ მიატოვა. ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე მამასგან საჩუქარი არ მიმიღია. დედამ მოიმიზეზა ფოსტა აგვვიანებს ალბათო მე კი მივხვდი არც ფოსტა აგვიანებდა და არც მამაჩემს გამოუგზავნია ჩემთვის არანაირი საჩუქარი. არც გამკვირვებია, ალბათ გულის სიღრმეში ველოდი, რომ ასე მოხდებოდა, ველოდებოდი, რომ ერთ დღეს წერილებიც აღარ მოვიდოდა ჩემს მისამართზე და საერთოდ მამაჩემი გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან, დარჩებოდა კარგ სიზმრად, მამაჩემი სიზმარი იყო, კარგი სიზმარი. ნუ შემიცოდებთ, მე სულაც არ ვთვლი, რომ უმამობის გამო რამე დამკლებია, ზედმეტად კარგი დედა მყავდა იმის გამო, რომ მეორე მშობლის არ არსებობა მეგრძნო. ჩვენ ძველ თბილისში ვცხოვრობთ, ვერცხლის უბანში, იტალიური ეზოს ერთ-ერთ პატარა ორ ოთახიან შუშაბანდით დაფარულ სახლში. ჩემს სახლში მუდამ წესრიგია, ეს კი რა თქმა უნდა დედას დამსახურებაა, ერთადერთი ადგილი სადაც მისი ძალა არ მოქმედებს ეს ჩემი ოთახია, ჩემი პატარა სამფლობელო, გარედან კარს რომ შეხედოთ დიდი ვერაფერი, შიგნითაც არაფერია ისეთი რამაც შეიძლება აღგაფრთოვანოდ, ძალიან უბრალო ხის ყავისფრად შეღებილი კარის მიღმა, რომელიც ძველებური მოჩუქურთმებული სახელურებითაა დამშვენებული, ახალი ფაფუკი თეთრი ფერის შპალერზე ჩრდილოეთიტ ბიტლზის დიდი პოსტერი გავაკარი როცა ჩვიდმეტი წლის ვიყავი და პირველად აღმოვაჩინე რომ ხოჭოების მუსიკის გარეშე ვერაფერს ვაკეთებდი. ამავე კედელთან დგას რკინის სათავიანი საწოლი, ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი მთელს მსოფლიოში, რომელზეც უამრავი დედას მიერ მოქარგული ბალიში აწყვია. საწოლის გვერდით პატარა ორკარიანი ხის კარადა მიდგას, სადაც ჩემი ჭრელაჭრულა ტანისსამოსი მაქვს შენახული, საწოლის მოპირდაპირე მხარეს ჩემი საწერი მაგიდაა რომელზეც მუდამ არეულობაა, წიგნები ერთმანეთშია გადახლართული შუაში კი ჩემი ნაცრისფერი მაკბუკი დევს ზემოდან კი თეთრი ყურსასმენები, კალმების და ფანქრების რამდენიმე ჩასადები სავსეა ფერადი საწერებით, პატარა წითელ საფერფლეში კი მუდამ სიგარეტის ნამწვავია, მაგიდის გვერდით ტუმბოზე კი ორი კოლოფი მარლბორო და სამი შავი სანთებელა აწყვია, მოკლედ როგორც ყველა ჩემი ასაკის ადამიანს შეეფერაბა წესრიგს შეხამებული უწესრიგობა სუფევს პატარა ოთახში, რამდენიმე ყავის ფინჯანი უადგილო ადგილას, თეთრი ფარდა თავიდან ბოლომდე ფარავს ორფრთიან ფანჯარას და ჭერზე დედას გემოვნებით ნაყიდი ჭაღი ანათებს ხოლმე საღამოობით. უკვე მოგეწყინათ არა? არაფერი საინტერესო არ მომიყოლია, მოდით ერთ რამეს გეტყვით. ჩემს სახელს, მგონი ცოტა უტაქტობაა ამდენი ხანი გაიძულებთ იკითხოთ ჩემი ცხოვრებიდან რამე რუმეები და სახელსაც კი არ გეუბნებით. მეტად უცნაური ქალია დედაჩემი, ახალგაზრდობაშიც ასეთი ყოფილა, ოცი წლის იყო როცა მე გამაჩინა, სანამ სახელს დამარქმევდა თურმე ორი დღე ფიქრობდა, ებრაული სახელები მოწონდა, თავიდან უნდოდა ალისა დაერქმია, მაგრამ მისი მეგობრის ნინოს შვილს ალისა ერქვა, თანაც ალისა მისი ნათლული იყო ამიტომაც გადაიფიქრა, შემდეგ კი შემთხვევით გაახსენდა ერთი სახელი რომელიც გაიგონა ტრანსპორტში, ერთ ძალიან ლამაზ გოგონას დაუძახეს თურმე, ჩემთვის შემოუხედავს და როცა ჩემი პატარა სახე, ცასავით ლურჯი თვალები და წითელი ტუჩები დაუნახავს ყურში ჩამჩურჩულა შენ ხარ ჩემი იდა. უკვე ოცდამეერთე წელია ამ სახელს დიდის თავმომწონებით ვატარებ და ვფიქრობ, რომ მიხდება კიდეც. ბევრს უკითხავს ასეთი უცნაური სახელი რატომ დაგარქვესო მაგრამ სულაც არ ვფიქრობ რომ უცნაური სახელი მქვია, უბრალოდ ის გამორჩეულია და ორიგინალური, როგორიც მისი შემრჩევი. თავი 2 22 დეკემბერი, გარეთ თოვლი, სახლში სითბო, გულში სიცარიელე, მაგიდაზე უამრავი კონსპექტი და საფერფლეში ანთებული სიგარეტი. ერთი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული კვირა დღე იყო, მე 21 წლის იდა ვიჯექი ჩემს ოთახში და გამალებით ვემზადებოდი უნივერსიტეტის შუალედური გამოცდებისთვის როცა, ჩემი ოთახის კარი მთელი ძალით შემოაღო ერთმა პიროვნებამ, უფრო კონკრეტულად კი ჩემმა საუკეთესო მეგობარმა და დედაჩემის ნათლულმა ალისამ. თვალებმოჭუტულმა შემომხედა და ბოლოს ჩემსკენ წამოვიდა -მთელი კვირა მეცადინეობას აპირებ? - საყვედურის ხმით მითხრა და გრძელი ჟღალი თმა ერთ მხარზე გადაიწია, საწოლზე დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო -აბა რა გავაკეთო ამ სიცივეში სხვა? - სიცილით ვუთხარი და საფერფლედან სიგარეტი ამოვიღე -ნუ ეწევი რა ჩემთან ხოიცი არ მიყვარს ეს სუნი - მითხრა და ცხვირი აიბზუა მე კი მის გასაბრაებლად პირდაპირ სახეში შევაფრქვიე კვამლი. ჩემს სიფრიფანა პრინცესა ალისასაც იმწამსვე ხველება აუტყდა -გეყოს იდა - ორივემ სიცილი დავიწყეთ - მოკლედ ეხლა ადექი ჩაიცვი და მივდივართ -ირინე არ გამომიშვებს -დედაშენს უკვე ვუთხარი გიშვებს -სად? -ეგ მე ვიცი - მითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა -საათს შეხედე? -კი თითქმის თერთმეტი საათია -მერე ამ შუა ღამეს სად უნდა წამოვიდე? -ადექი და წავიდეთ - არ ნებდებოდა ალისა -ხომ იცი არ მიყვარს ეს წვეულებები და კლუბებში სიარული - საცოდავად წამოვიძახე იმის იმედით, რომ ჩემი საყვარელი მეგობარი თავს დამანებებდა -არ მაინტერესებს. მთელი წელია „გასართობად“ ბიბლიოთეკებში და სამკითხველო დარბაზების გარდა არსად დადიხარ, ეხლა კი ადგები, ლამაზად ჩაიცმევ და მე წამომყვები კლუბში, თანაც იცი რა სიმპათიური ბიჭები უნდა გაგაცნო, იქნებ რომელიმე შენი მომაავალი ქმარიც კი გახდეს - გადაიკისკისა -ხომ იცი ბიჭები არ მაინტერესებს, 21 წლის ასაკში არავითარი რომანტიკული ურთიერთობის გაჩაღებას არ ვაპირებ, ყველაფერს თავისი დრო აქვს -არავითარ შემთხვევაში,როცა გისმენ მგონია 90 წლის მოხუცი ლაპარაკობს. მალე, ადექი! - ბოლოჯერ მითხრა და მეც უკვე მომბეზრდა იმის ხვეწნა, რომ ჩემთვის თავი დაენებებია. ფეხზე ავდექი და კარადა გამოვაღე -მაშინ ერთი პირობით ხმას არ ამოიღებ, რასაც ჩავიცმევ იმას არ გააპროტესტებ თორემ არსად არ წამოვალ გასაგებია? -ოღონდ წამოდი და თუ გინდა ეგ პიჟამა გეცვას - მითხრა და ჩემს პიჟამას შეხედა რომელზეც მომღიმარი პანდები იყო გამოსახული. მეც მშვიდად გამოვიღე კარადიდან ჯინსები თბილი სვიტერი და დაბალყელიანი ჩექმები, სარკეში ჩავიხედე და თმები საშინელ მდგომარეობაში მქონდა, ამიტომ თავზე ქუდი დავიმხვე და ალისასკენ შევტრიალდი -რას იტყვი? -ისე გამოიყურები ვითონ ყველაზე საშინელი საგნის გამოცდაზე მიდიოდე. კარგი მაინც ლამაზი ხარ, წავიდეთ. მაგ სვიტერში კიდე დაგცხება - სიცილით მითხრა და თავის სიფრიფანა კაბაზე შავი პალტო მოიცვა, ჩემი დუტის ქურთუკი კი მე მესროლა, ჩანთა მხარზე გადავიკიდე, ტელეფონი ხელში დავიჭირე და მისაღებში გავედი. დედა ტელევიზორს უყურებდა -ქალბატონი ირინე არ გეცოდებით ამ საშიშ არსებასთან ერთად რომ მიშევბთ ღამით კლუბში? იქნებ მომიტაცოს და ჩემზე ექსპერიმენტები ჩაატაროს - მუხლებთან მივუცუცქდი დედას და შევეცადე რაც შეიძლება საწყალი სახე მიმეღო -დაითანხმე? - გაიცინა დედამ და პულტი ჟურნალების მაგიდაზე დადო - 21 წლის გოგოს რატომ გინდა 70 წლის იყო? ტანაც ვიცი იქ სანდროც იქნება ამიტომ საშიში არაფერია, დარწმუნებული ვარ ალისა შენზე ექსპერიმენტების ჩატარებას არ აპირებს - მითხრა და შუბლზე მაკოცა -შენ არ იცი ირინე რამდენი ძალისხმევა დამჭირდა - გაიცინა ალისამ და თავი მხარზე დამადო -მალე მოდი იდა გესმის? - მომაძახა როცა კიბეებზე ჩავდიოდით -ხომ იცით ნახევარ საათში სახლში გამოიქცევა - გაიცინა ლისამ როცა დანიშნულების ადგილას მივედით უკვე ვნანობდი ჩემს გადაწყვეტილებას. ალისა ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ მისი სამეგობრო არასდროს მხიბლავდა, მშობლებისგან განებივრებული გოგო ბიჭები რომლებიც მამიკოების ფულის ხარჯვის მეტს არაფერს აკეთებდნენ. მე მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი არ ვიყავი რაც ყველაზე მეტად მახარებდა, ყოველთვის ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა, საკმარისად, არც მეტი არც ნაკლები. გარშემო მიმოვიხედე, ღმერთო ჩემო სად ვარ, მთელი ქუჩა ხალხითაა სავსე, ბეწვის ქურქებსა და ლამაზ პალტოებში გამოწყობილ გოგონებს გვერდს შავებში ჩაცმული ბიჭები უმშვენებენ, ჩემს წინ კი უზარმაზარი რკინის კარია რომლის წინ საშინელი რიგია, ვლოცულობ, რომ რიგში დგომით არ მოვკვდე, ალისა კი უცებ ხელს მკიდებს და შესასვლელისკენ მიმათრევს -ლისა აქ ხალხი დგას, რიგია -კი რიგია, მაგრამ ჩვენთვის არა - კარებთან მივიდა, დაცვას პირადობა აჩვენა და მანაც უხმოდ გაგვიღო დაწესებულების კარი. ჩემგან განსხვავებით ლისა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. თანაც როგორც რამდენიმე წუთის მერე გავიგე ეს კლუბი მისი ძმის ყოფილა. მოკლედ, რომ ვთქვათ ლისაც მდიდარი მამიკოს გნებივრებული შვილი იყო, თუმცა კი ის მე ძალიან მიყვარდა. შიგნით შევედით, ჩემს თვალებს მსგავსი არაფერი უნახავს და დამიჯერეთ ჩემთვის ეს ყველაზე უსიამოვნო გრძნობა იყო რაც კი განმიცდია. თვალები დამიბნელდა იმდენნაირი შუქი ანათებდა გარშემო. -ლისა ძალიან ბნელა - ამ დროს უბრალოდ გადავწყვიტე მეგობარს მივნდობოდი და მასზე ხელჩაკიდებულმა თვალები დავხუწე და წინ წავედი. სანამ მაგიდამდე მივაღწიეთ ვიგრძენი რამდენიმე მუჯლუგუნი, ორჯერ დამაბიჯეს კედებზე და ჩემი ქუდი თითქმის გადამძვრა. როცა სავარძელში ჩავჯექი თვალები გავახილე და გარემოს აღქმა დავიწყე. მრგვალი მაგიდის გარშემო როგორც დავაკვირდი და თუ სწორად აღვიქვი სამი ბიჭი და ოთხი გოგო იჯდა, გოგონები ვიცანი, ალისას მეგობრები, ერთი ანა იყო რომელიც წამდაუწუმ იმას იმეორებდა ანკა დამიძახეთო, ერთი კატო რომელიც მუდამ მის თეთრ აიფონში იყო ჩაჩერებული, ერთიც სალომე რომელსაც ჩემს გარდა ყველა სალის ეძახდა და ბოლოს ჩემი ალისა ან როგორც მე ვეძახი უბრალოდ ლისა. ბიჭების სახეები კარგად ვერ გავარჩიე, მხოლოდ ის ტიპი შევათვალიერე რომელიც გვერდით მეჯდა, ეტყობა მაღალი იქნებოდა, ვერ გვარკვიე შავგვრემანი იყო თუ ქერა მაგრამ ძალიან ლამაზი ხელები ჰქონდა ეს დავინახე, და თვალები რომელიც ყოველი გამოხედვაც ენას მიბამდა. -ბავშვებო გაიცანით ეს ჩემი მეგობარია იდა - თავისი წვრილი კისკისა ხმით თქვა ჩემი სახელი ლისამ - ანკას, კატოს და სალის იცნობ, ესენი კიდე ჩემი ძმის მეგობრები არიან, ანდრო, საბა და გეგა - ხელის მოძრაობით მივხვდი, რომ ჩემს გვერდით მჯდომს გეგა ერქვა. აზრზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მეთქვა ამიტომ უბრალოდ ხელი ავწიე. უცებ კი შევამჩნიე, გოგონებიდან არცერთს არ შემოუხედავს მაგრამ ბიჭების მზერა კი ვიგრძენი. ასე უხერხულად თავი არასდროს არ მიგრძვნია, მინდოდა ავმდგარიყავი და გავქცეულიყავი, ყველა იცინოდა, ბევრმა საცეკვაოდ გასწია მეკი კოლას ვწრუპავდი და შეშინებული აქეთ-იქეთ ვიყურებოდი. საატს დავხედე და უკვე ღამის პირველი იყო, დედაჩემისგან არცერთი ზარი და შეტყობინება არ მიმიღია, ანუ ჯერ სახლში წასვლის მიზეზი არ მქონდა, რაც ნერვებს მიშლიდა, როცა ყველაზე მეტად მიდნოდა დედას დაერეკა და სახლში გამოვეძახებინე ის უბრალოდ არ მირეკავდა. ჩემთვის მოულოდნელად გვერდით მჯდომმა პირველად ამოიღო ხმა მთელი საღამოს განმავლობაში -მე უნდა წავიდე - უცებ წამოდგა - ვინმე ძველ უბანში ხომ არ მოდიხართ? - ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთას იმ მაგიდასთან როცა ჩემი უბნის სახელი გავიგონე -მე, მე მოვდივარ - ვთქვი და ფეხზე წამოვხტი -არა იდა, შენ არსადაც არ მიდიხარ - საყვედურის ხმით მითხრა ლისამ და ხელზე მომქაჩა -უნდა წავიდე ლისა, ხვალისთვის ბევრი საქმე მაქვს -ყველაზე უჟმური გოგო ხარ ვისაც კი ვიცნობ - უკმაყოფილოდ ჩამჩურჩულა ყურში და დამემშვიდობა. გასასვლელისთვის რომ მიმეგნო უცნობის ზურგს ვუყურებდი და მას მივყვებოდი. რამდენიმე მუჯლუგუნის, ყვირილის, ფეხზე დაბიჯების შემდეგ კი როგორც იქნა ჩემმა ფილტვებმა სუფთა ჰაერის ჩანუსთქვის საშუალება მიიღეს. -როგორც იქნა - ჩავილაპარაკე და ქუდი გავისწორე -ანუ ძველ უბანში მოდიხარ - გვერდიდან გავიგონე უცნობი ბიჭის ხმა რომლის სახელიც ჩემმა მეხსიერებამ ვერ შემოინახა -დიახ, ტაქსები იქ დგანან - ქუჩის მეორე მხარეს ვანიშნე ბიჭს - მე წავალ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა - ვუთხარი მაგრამ უცებ მისმა ხელმა შემაჩერა -მეც იქეთ მოვდივარ, ერთად ხომ არ ჯობია წავიდეთ? - შემომხედა და გაიცინა. მეც სხვა რა გზა მქონდა და თავი დავუქნიე - ფეხით გავიაროთ არ გინდა? მგონი შიგნით ძალიან ჩახუთულობა და დაძაბულობა იყო -არ ვიცი აქ როგორ ერთობით, უფრო სწორად ვერ ვხვდები - გავიცინე -მე აქ პირველად ვიყავი. უბრალოდ ბიჭებმა მთხოვეს -მეც ძალით წამომიყვანა ლისამ -ანუ იდა?! -ჰო იდა. ბოდიში ალბათ ცოტა უტაქტოდ გამომივა მაგრამ შენს სახელს ვერ შემახსენებ? - ქვემოდან ავხედე დამნაშავის თვალებით ის კი წინ იყურებოდა და იცინოდა -გეგა, გეგა ლომიძე თქვენს სამსახურში მიგულეთ - ჩემი გაყინული ხელი აიღო და ნაზად მაკოცა, ვიგრძენი როგორ გამიწითლდა ლოყები, მაგრამ კიდევ კარგი ღამე იყო და ის ვერ დაინახავდა -იდა არჩვაძე - უხერხულად გავიცინე და ხელი ჯიბეში ჩავიდე -ლიზასთან ერთად სწავლობ? -ჰო, ჩემიკურსელია. შენ? -მე უკვე დავამთავრე სწავლა და ეხლა ვმუშაობ -ჰოო? სად? -სტაჟიორი ვარ ცენტრალურ სამშობიაროში - ამაყად გამომხედა -სამშობიაროში? -ჰო, პედიატრი ვარ. უცნაურია? - ორივეს გაგვეცინა -არა. მართალია მე არასდროს მიოცნებია ექიმობაზე მაგრამ ექიმებს პატივს ვცემ, კარგ საქმეს აკეთებენ. ის შენი სამეგობრო წრეა? - ვკითხე და მიხვდა რაზეც ვეკითხებოდი -სიმართლე გითხრა იქედან მხოლოდ ანდროა ჩემი მეგობარი, დანარჩენები პირველად ვნახე-ამის გაგონებამ საშინლად მასიამოვნა. -ანუ თავს იმ წრის წარმომადგენლად არ მიიჩნევ ვინც მამიკოს ფულების ფლანგვით ერთობა? -არა, მე ჩემი ფულის ხარჯვით ვერთობი - ორივეს გაგვეცინა უცებ კი, ყველაზე შეუფერებელ მომენტში ჩემი ტელეფონი ამღერდა -ჰო დედა, უკვე გზაში ვარ, ტაქსს დავიჭერ და მოვალ - ჩემი გაჯეტი ჯიბეში ჩავიდე და გეგას შევხედე -მგონი დროა ტაქსი დავიჭიროთ თორემ სახლში უსიამოვნება შემხვდება. იმ ღამეს კარგა ხანს არ დავიძინე, თუმცა კი თავს ძლივს ვწევდი ზემოთ ისე მინდოდა ჩემს ბალიშთან ჩახუტება, უბრალოდ მეორე დღეს სემინარი მქონდა და ვინც ყველაზე კარგად გააკეთებდა პრეზენტაციას ჩვენი პროფესორი თავისთან წაიყვანდა და რომელიმე საქმეს მისცემდა დამოუკიდებლად გასაკეთებლად. მეც სულ ამაზე ვოცნებობდი და მეორე კურსზე თუ უკვე ერთი საქმე მექნებოდა გახსნილი ეს ძალიან დიდი პლიუსი იქნებოდა ჩემს კარიერაში. დილით ექვსს საათზე მაღვიძარამ გამალებით დაიწყო წრიპინი, მეც რაც კი ძალა მქონდა მოვიშველიე და მაღვიძარა გამოვრთე, თავი ავწიე და ჩემს ირგვლივ საწოლზე მიმობნეული ფურცლები და წიგნები დავინახე, შიშით მოვნახე საქაღალდე რომელშიც რეფერატი მქონდა შენახული და ამოვისუნტქე როცა ფურცლები უვნებელი დამხვდა. ნახევარ საათში აბაზანიდან გამოვედი, ტანსაცმელი უცებ ჩავიცვი და სამზარეულოში ჩანთა გადაკიდებული გავედი. დედას უკვე მომზადებული ქონდა ჩემთვის ყავა და მეც ერთი ჩასუნთქვით რამდენიმე დიდი ყლუპი ჩავუშვი სხეულში და მთელი კისერი ჩამეწვა -ეგრე უცებ რომ იცი არაყივით ყავის გადაკვრა იმიტო გაქ ხმა ჩახლეჩილი - მითხრა დედაჩემმა და ჩემი ქურთუკის ჯიბეებს ეჭვის თვალით შეხედა. იმან რომ ოთახის კარი მუდამ დაკეტილი მოქნდა და ფანჯარა მუდმივად ღია დედაჩემს ეჭვი გაუჩინა, შემთხვევით ცუდ რამეს ხომ არ ვაკეთებდი და სიგარეტს ხომ არ მივეჩვიე. ამიტომ მან დაიწყო ოთახში დაუკაკუნებლად შემოსვლა, სახლში ჩუმად შემოპარვა, ჩემი ქურთუკის ჯიიბეების დათვალიერება და ტანსაცმლის ყნოსვა. ამიტომ ბოლოს მე თვითონ ვაღიარე, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მწეველი ვიყავი და მისი გული სამუდამოდ დავტეხე ნაწილებად. მაგრამ მისი გული მალე შეწებდა და მეც მაპატია ცუდი ჩვევის აკიდება. უნივერსიტეტში მივედი, გარშემო ბავშვები შევათვალიერე და ჟღალთმიანი ალისა, რომ დავინახე სიხარულით გავიქეცი მისკენ -როგორხარ? - უკნიდან ვუთხარი და ის შეშინებული შეხტა -რატომ აკეთებ ამას სულ? - სიცილით მითხრა და გადამეხვია. შევამჩნიე, რომ მარტო იდგა რაც ძალიან გამიკვირდა, ლისა ხალხის იმ კატეგორიას მიეკუთვნება რომლებიც მარტო არასდროს რჩებიან. -წავიდეთ, ლექციაზე გვაგვიანდება - ვუთხარი და ხელკავი გამოვდე. მე ჩქარა მივდიოდი აუდიტორიისკენ ის კი ზლაზვნით მომყვებოდა უკან. ლისა არ იყო ცუდი სტუდენტი მაგრამ სწალაზე გიჟდებოდა თქო ამასაც ვერ ვიტყვით, განსაკუთრებით სამართლის ლექცია არ უყვარდა, უფრო სწორად კი მისი ლექტორი, ბატონი გია. რატომ? არვიცი, ბატონი გია საშუალო სიმაღლის ოდნავ მოსული მამაკაცი იყო, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი ქალაქში და გავლენიანი მამაკაციც, თუმცა არც ისე კარგი ფიზიკური მონაცემებით, სავარაუდოდ ლიზას უარყოფითი დამოკიდებულება მისი ფიზიკურობით იყო გამოწვეული, თანაც ბატონ გიას ულამაზესი ცოლი ჰყავდა რაც ჩემს გაკვირვებას იწვევდა. აუდიტორიაში დაგვიანებით შევედით და როგორც მოსალოდნელი იყო 90-მა კაცმა ჩვენ შემოგვხედა მათ შორის კი ბატონმა გიამაც რომელმაც მისი ოთხკუთხედი სათვალე ცხვირზე ოდნავ ჩამოიწია და ეჭვის თვალით შემათვალიერა, ეტყობა აქტიური სტუდენტი მიცნო და მაშინვე ორივეს ადგილებისკენ მიგვითითა. ჩემი რეფერატი ამოვიღე, და საშინლად ვნერვიულობდი სანამ ჩემი გვარი არ გამოცხადდა, მეგონა ჩემი ნაწერი უნდა წამეკითხა ამიტომ ჩახველებით ხმა ჩაიწმინდე, მაგრამ ამის ნაცვლად ბატონმა გიამ საქაღალდე გამომართვა და ნაშრომის ჩუმად კითხვა დაიწო, სიმართლე გითხრათ გულზე მომეშვა, სულაც არ მხიბლავდა აზრი იმის შესახებ, რომ ჩემი ათ გვერდიანი ნაწერი ოთხმოცდაათი კაცის წინაშე უნდა წამეკითხა. ბოლოს ბატონმა გიამ სათვალე მოიხსნა და როგორც ჩვევია ხოლმე შემათვალიერა ბოლოს კი ჩახრენწილი ხმთ დაიწყო ლაპარაკი -კარგი ნაშრომია ისა, კონკრეტიკაც არის და ზუსტად დასმული კითხვებიც მხიბლავს. ერთ-ერთი თქვენ ხართ იმ ხუთ კანდიდატს შორის ვისაც შეიძლება საქმე მივცე. - მითხრა და ისევ ისეთი გაუცინარი, უხეში სახით გამისტუმრა ადგილისკენ. ეს კაცი არასდროს იღიმოდა, ორი წლის განმავლობაში არცერთხელ არ შემიხედავს, რომ ბატონ გიას გაეღიმოს. მისი საქმის განხილვას რამდენიმეჯერ დავესწარი და სულ იგებდა, მოგების დროსაც კი არ გაუღიმია. სიმართლე გითხრათ ეს მომწონდა ამ კაცში, არა არ გეგონოთ ის სტუდენტი ვიყო რომელიც ლექტორზეა შეყვარებული, არა უბრალოდ მე მისნაირი ადვოკატი მინდოდა ვყოფილიყავი, მიზანდასახული, ცოტათი გულცივი და პროფესიონალი. ლექცია დამთავრდა, ლიზას ნაშორიმი მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილად შერაცხა ჩვენმა უგულო პროფესორმა და ჩემი საუკეთესო მეგობარი უამრავი საყვედურით გამოისტუმრა. ლიზას კი ეს რბილად რომ ვთქვათ არ აინტერესებდა, და ბევრიც არ უდარდია შენიშვნებზე. დღეს მხოლოდ სამართლის ლექცია გვქონდა ამიტომ რთული დილის შემდეგ ჩემს თავს ნება მივეცი ლიზასთან ერთად ყავა დამელია და შემდეგ სანაყინეში წავსულიყავი. -შედეგები როდის იქნებაო? - ყავის სახლში შეადგა თუ არა ფეხი მაშინვე მკითხა ლიზამ. იცით ჩემს საყვარელ მეგობარს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, არ უყვარდა ქუჩაში ლაპარაკი, საათობით შეეძლო ენა არ გაეჩერებინა მაგრამ ქუჩაში არასდროს არ ლაპარაკობდა. -ხვალო, არ იცი როგორ ვნერვიულობ. როგორ გავათენებ ამ ღამეს არვიცი - ჩემი ქურთუკი საკიდზე დავკიდე და ლიზას კვალს გავყევი რომელმაც იმ მაგიდასთან მიმიყვანა სადაც უკე ორი ადამიანი იჯდა - ეს დაკავებულია ლიზა - ვუთხარი და თავი ავწიე, ამ დროს ნაცნობი სახე შემეჩეხა წინ, ლამაზი მუქი მწვანე თვალები მომაშტერდა, დიდი წითელი ტუჩები გაიხსნა და ქათქათა თეთრი კბილები გამოჩნდა -ჩვენები არიან - ისე ბუნებრივად მომეჩვენა ლიზას ეს ნათქვამი ერთი წამით გონებაშიც კი არ შევწინააღმდეგებივარ მას, თითქოს ეს ბიჭებიც ჩვენი საუკეთესო მეგობრები ყოფილიყვნენ თმცა კი მე მათგან მხოლოდ ერთს ვიცნობდი და არც ისე კარგად. გეგა ლომიძე თვალს არ მაშორებდა და სიმართლეს გეტყვით, არც მე მინდოდა, რომ თვალი მოეშორებინა ჩემთვის. მეორე ბიჭს კი როგორც შემდეგ გავიგე ირაკლი ერქვა და როგორც შემდეგ შევატყვე ლიზა მასში მომდევნო საკბილოს ხედავდა, ანუ ახლავე უნდა მეფიქრა ირაკლი მალე ლიზას სიყვარულს აუხსნიდა. ერთი ჭიქა ესპრესოს და ერთი ნაჭერი ნამცხვრის შემდეგ საათს დავხედე და მივხვდი ამდენი დასვენების უფლებაც არ მქონდა. -მაგვიანდება - უცებ წამოვიძახე და ფეხზე წამოვხტი. სამივემ მე შემომხედა -საინტერესოა სად გეჩქარება? - გაბრაზებულმა მითხრა ლიზამ -სახლში, ხვალ ტესტი გვაქვს დაგავიწყდა? -გინდა გაგიყვანო? - როცა წამოდგა მეგონა დიდი დევი მადგა თავზე იმ სიმაღლე იყო გეგა. თან მიღიმოდა, სიმართლე გითხრათ მაღალი და ნავარჯიშევი ტიპების ყოველთვის მეშინოდა, არც გეგა იყო გამონაკლისი და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი. როგორც მაშინებდა ისევე მიზიდავდა დევი. გონებაზე გვერდის ავლით გულმა პირდაპირ წამოიძახა „კარგი წავიდეთ“ რამდენიმე წუთში გეგას არც თუ ისე ახალ მანქანაში აღმოვჩნდით და როცა მისი პატარა მოსიარულე არსება შევეთვალიერე მივხვდი, ჩვენი გეგა არც ისე ფულიანი ტიპია და ამის გამო დევი უკვე აღარ იყო ისეთი საშიში როგორიც ერთი შეხედვით. არვიცი რატომ მაგრამ საშინელი შეიძლება ითქვას ალერგია მქონდა ყოველთვის მდიდარ ტიპებზე, ლიზას გარდა. ყოველთვის მეგონა მდიდრებს გული არ ჰქონდათ. სულელური შეხედულებაა არა? ვიცი. ამაში მეც მალე დავრწმუნდი. გეგას მანქანაში ჩავჯექით და ხუთ წუთში ისეთ საცობში გავიწედეთ ოდესმე აქედან თუ გავაღწევდით არ მეგონა. -მგონი დიდიხანი მოგვიწევს აქ დგომა. ჯობია ვილაპარაკოთ - დიდხნიანი დუმილის შემდეგ სიჩუმე გეგამ დაართვია. ჩემსკენ შემოტრიალდა და დაუფიქრებლად მკითხა - შენს შესახებ მომყევი -რა მოგიყვე? -რაც გინდა - გაიცინა მე კი ვიგრძენი ლოყები როგორ ამიწითლდა -21 წლის ვარ, იურიდიულზე ვსწავლობ. მყავს დედა. მინდა კარგი ადვოკატი ვიყო. ლიზა ჩემი საუკეთესო მეგობარია. შეყვარებული არ მყავს, სიმაღლეში 1.66 ვარ და 49 კილო. სინამდვილეში წაბლისფერი თმები მაქვს მაგრამ მუქად ვიღებავ. მუქთმიანი და ცისფერთვალება უხდება მგონი ერთმანეთს - ვცადე ხუმრობა მეთქვა, აშკარად არ გამომივიდა რადგან როგორც იტყვიან პოკერფეისით მიყურებდა. -ეს არის სულ? - ცოტა იმედგაცრუება დაეტყო სახეზე - მეგონა უფრო დიდი შინაგანი სამყარო გქონდა -მაქვს, უბრალოდ ჯერ შენ არ იცი -არ შეიძლება გავიგო? -შეიძლება, და გაიგებ. როცა მე მომინდება. - ვუთხარი ოდნავ გაბრაზებულმა და წინ გავიხედე. თუმცა კი გაბრაზებამ მალევე გადამიარა. გაბრაზებამ გადამიარა ეს საშიში დევი კი უფრო და უფრო უწყინარი ჩანდა ჩემს თვალში. როცა ვნერვიულობ სულ ჩანთისკენ გამირბის ხელი სადაც სიგარეტის კოლოფი მეგულება, ეხლაც ჩავაცურე ჩანთის წინა ჯიბეში ხელი და წითელი სიგარეტის კოლოფტან ერთად შავი სანთებელაც ამოვიღე. -არა, არა, არა - უცებ მითხრა და გაბრაზებულმა შემომხედა - შენ რა გინდა მითხრა რომ ამით იფუჭებ მთელ ცხოვრებას? თუ იცი საერთოდ რას აკეთებ? იცი როგორ შეუძლია ამას დაგინდგრიოს ორგანიზმი - მისი მკაცრი ტონი უკვე ნერვებზე მოქმედებდა მაგრამ ისიც მომწონდა რომ ჩემზე ზრუნავდა -ძალიან გთხოვ ლექციას ნუ ჩამიტარებ, ზედმეტად დიდი ვარ იმისთვის, რომ სიგარეტის მავნებლობის შესახებ ინფორმაცია არ მქონდეს. - ვუთხარი და ამაყად მოვუკიდე ღერს ცეცხლი, სახეზე შევატყვე როგორ გაბრაზდა მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ორივე ფანჯარა ჩამოწია. გამეცინა და არაფერი ვუპასუხე, სახლამდე მიმიყვანა და როცა კარო უნდა გამეღო ხელით დამიჭირა და მისკენ შემატრიალა -დამპირდი, რომ შეეცდები მოწევას თავი დაანებო - მუდარის ხმით მითხრა და დაღონებული თვალებით შემომხედა -რატომ ზრუნავ ჩემზე? - ცინიზმით გავხედე -იმიტომ რომ... - თავი დახარა და ჩემი თითები მისაში მოიქცია - იმიტომ, რომ ექიმი ვარ და ადამიანებზე ზრუნვა ჩემი ვალია - მისმ სიტყვებმა ჩემდა გასაკვირად იმედი გამიცრუა -მე შენი პაციენტი არ ვარ გეგა -მაგრამ შეგიძლია ჩემი ცოლი გახდე - თავი ისე ჰქონდა დახრილი სახეზე ვერ შევხედე ის კი დავინახე სახეზე როგორ წამოწითლდა, ნუთუ ყველასთან ასეთი მორცხვი იყო? მისი ხასიათის ეს თავისებურება ძალიან მომეწონა და როცა გავიაზრე რა მითხრა სიცილი ვერ შევიკავე და გულიანად ავკისკისდი მასაც გაეცინა და ნელა აწია თავი -რა ხუმარა ყოფილხარ ბატონო გეგა -შენ რომ იცოდე ეხლა რა სერიოზული ვიყავი გაოცდები -მადლობა რომ მომიყვანე - მხოლოდ ეს ვუთხარი და მანქანიდან გადავედი ეს არ იყო ერთი ნახვით სიყვარული, არც მოწონება, საერთოდ ისიც კი ვერ გავიაზრე როგორ გახდა გეგა ჩემი ნაწილი. მთელი ცხოვრება იმის მჯეროდა, რომ სიყვარული ერთი ნახვით მოდიოდა, მჯეროდა, რომ შენი სატრფოს დანახვას შენთვის მუცელში პეპლები უნდა აეფარფატებინა. უხეშ ადვოკატობას ვაპირებდი გულის სიღრმეში კი ძალიან რომანტიკოსი ვიყავი, გეგასგანაც მოველოდი მსგავსს, ყოველ დღე როცა მის სანახავად მივდიოდი ველოდებოდი, რომ ან თეატრში წამიყვანდა, ან კინოში, ან ერთი ცალი ვარდით დამხვდებოდა უნივერსიტეტის გასასვლელთან. მაგრამ მისგან ამას ვერ ვღებულობდი. ხანდახან ვბრაზდებოდი კიდეც მასზე, მაგრამ მისი მწვანე თვალები გაბრაზებას წამსვე მავიწყებდა. ბოლოს უბრალოდ მივხვდი, სიყვარული არ ყოფილა მუცელში პეპლების დატრიალება, არც სუნთქვის შეკვრა როცა გეტყოდა, რომ უყვარხარ. თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც გეგა გავიცანი, მას კი ჯერ არც ყვავილი მოუტანია ჩემთვის და არც ის უთქვამს რომ ვუყვარვარ, თუმცა კი ჩვენ უკვე წყვილი ვიყავით. ალისას ეს ამბავი ძალიან ახარებდა, სულ იმას იმეორებდა ჩემს ძმას სანდროს გეგაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავსო. სიგარეტს თავი ვერ დავანებე მაგრამ გეგა ამასაც შეეჩვია. ერთ საღამოს როცა ჩემს დავალებას ვასრულებდი ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, ალისა მირეკავდა -ჰო ლისა - მოწყენილმა ვუპასუხე -ხვალ რა დღეა? -სამშაბათი -არა, რა რიცხვია? -ცამეტი -ჰო ანუ ცამეტის შემდეგ მოდის თოთხმეტი, ეხლა კიდე თებერვალია, და შენ არ იცი რა ხდება თოთხმეტ თებერვალს? - ალისას ყოველთვის უყვარდა შორიდან შემოვლა და სანამ რამე კონკრეტულს შეგეკითხებოდა მანამ მილიონ რამეს გკითხავდა ან იტყოდა -უი ვალენტინობა - გონებიდან სულ ამომივარდა ეს ჩემთვის უმნიშვნელო დღე და ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა გეგას ვალენტინობას ეჩუქებინა რამე ან ეთქვა რომ ვუყვარვარ. ზედმეტად ბანალური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის -ჰო, ანუ გეგა რამეს მოიმოქმედებს - კისკისით მითხრა ლისამ -კარგი რა ლიზუ ხოიცი არ მიყვარს ეგ დღე თვითონ გეგასთვის იქნება უმჯობესი არაფერი გააკეთოს -შენ ჩუ რა. ხვალ შენ საყვარელ ბატონ გიას ვიღაც ტიპი მოყავს წეღან გავიგე, ადვოკატი ყოფილა თურმე და რაღაც ლექციებს ჩაგვიტარებს იმედია ცოტა ლმობიერი ტიპი იქნება -და სიმპათიური? - ვიცოდი ლიზას სულ უნდოდა სიმპათიური ლექტორი გვყოლოდა მაგრამ ჯერჯერობით მისი ოცნება არ სრულდებოდა და ან ქალები გვიკითხავდნენ ლექციებს ან ბატონი გია -არა ჩემო დაო სიმპათიური ლექტორი არ ეღირსება ალისა რევიას - მითხრა და ვითომ ტირილი დავიწყეო აქვითინდა -კარგი ლისუ წავედი მე მეორე დილით როცა უნივერსიტეტში მივდიოდი საოცრად მქონდა გული აჩქარებული, არვიცი რაღაც საოცარ აღელვებას ვგრძნობდი, თითქოს სადაცაა გული გადაიღლებოდა და ცემას შეწყვეტდა, არც ალისას და არც გეგას ზარებზე არ ვუპასუხე, აღელვებას აფორიაქება დაემატა, გონებაში ყველაფერი გადავიანგარიშე და აღმოვაჩინე არც რაიმე დავალების დაწერა დამვიწყებია და არც მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა რომელიც შეიძლებოდა დამვიწყებოდა, თავად ვერ გამეგო რა ხდებოდა, მილიონჯერ დავუსვი საკუთარ თავს კითხვა თუ რა მჭირდა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ცივი ოფლი მასხამდა და ვერაფრით ვახერხებდი დაწყნარებას, ერთი ფიქრი ისიც ვიციფრე, რომ მოვიწამლე ან სიცხე მქონდა მაგრამ არა, მე საოცრად აღელვებული ვიყავი და არა მოწამლული. რა მჭირდა? რამემართებოდა? სადარდებელი არაფერი მქონდა. მაგრამ უცნაური წინათგრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო რაც ყველაფერს შეცვლიდა. წინათგრძნობის არასდროს მჯეროდა მაგრამ ეხლა ეს რაღაც თავს არ მანებებდა. რამდენიმე ადამიანს დავეჯახე როცა ტრანსპორტიდან ჩამოვდიოდი, ფეხი ქვას წამოვკარი და კინაღამ დავეცი, დაძაბულობას, აფორიაქებას ეხლა უკვე შიშიც დაემატა. როგორც იქნა აუდიტორიის კარს მივაგენი და შიგნით სუნთქვა გახშირებული შევედი, ჯერ ალისას ძებნა დავიწყე შემდეგ კი ჯერ მისი გაბრაზებული ბოლოს კი დაბნეული სახე დავინახე -რა მოგივიდა? - შეშინებულმა მკითხა როცა ასეთ მდგომარეობაში დამინახა -არვიცი -სახეზე ფერი არ გადევს. ცუდად ხარ? გინდა გიას ვეტყვი და გაგვიშვებს -არა, არა, უკვე კარგად ვარ - ნელა ვიგრძენი როგორ მინელდებოდა გულის ცემა რამდენიმე წამში კი სრულიად დავმშვიდდი. როცა უკვე საღად აზროვნება დავიწყე, როცა შიშმა და აფორიაქებამ საბოლოოდ დამტოვეს მაშინ უკვე გარშემო მიმოვიხედე და შევამჩნიე რომ ჩვენი პროფესორი ჯერ არ მოსულიყო -სად არის გია? -წეღან იყო შემოსული და გვითხრა იმ ადვოკატს მოვიყვანო რომელმაც ლექციები უნდა წაგვიკითხოს და ალბათ მალე მოვა - მითხრა ალისამ და თავის ტელეფონში ქექვას დაუბრუნდა. მეც ჩემი კონსპექტები წინ დავიწყვე და ქვედა ტუჩის კვნეტა დავიწყე. ამ უეცარმა აღლევება აფორიაქებამ საშინლად მომანდომა მოწევა მაგრამ ახლა აუდიტორიიდან ვერ გავიდოდი და ეს უკვე ნერვებზე მოქმედებდა. ამ ფიქრებში გართული უცებ აუდიტორიის კარის გაღების ხმა გავიგონე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე რომ გარემო რეალურად და კარგად აღმექვა. ჩვენი დაბალი ლექტორ ადვოკატი შემობაჯბაჯდა აუდიტორიაში და ოთხკუთხედი სათვალე ცხვირზე გაისწორა. კარისკენ გავიხედე და ველოდებოდი მას მისი მსგავსი მეორე ადვოკატი როდის შემოყვებოდა მაგრამ არავინ შემოსულა -გამარჯობათ - ჩვეული უემოციო ხმით გვითხრა დამსწრეებს გიამ და თავისი შავი პაპკა მაგიდაზე ხმაურიანად დადო - ე.ი. მე ამ კათედრას ვტოვებ და სხვაგან გადავდივარ, ალბათ ეს უკვე იცით, დღეიდან ჩემი შემცვლელი იქნება ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი ევროპაში მაქს ანდრეევი. - უცნობის სახელი გავიგონე თუ არა ფანქარს ისეთი სიძლიერით მოვუჭირე ხელი რომ ვერც შევამჩნიე ხელში როგორ შემომატყდა - ის საქართველოში დაიბადა და გაიზარდა წარმოშობით უკრაინიდან არის მაგრამ მისი ოჯახის სამი თაობა უკვე საქართველოში ცხოვრობს. ძალიან გაგვიმართლა რომ მან ამ შემოთავაზებაზე უარი არ გვითხრა და იმედი მაქვს მას თქვენც არ გაუცრუებთ იმედებს. მაქს შემოდით - დაუძახა გიამ და კარს იქეთ გაიხედა, იქედან კი მხოლოდ ყრუ ლაპარაკის ხმა ისმოდა, რამდნიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ფიქრებში გადავეშვი და დინჯმა ფეხის ხმამ გამომაფხიზლა. კარისკენ გავიხედე და უცებ ვიგრძენი ვეღარ ვსუნთქავდი. ნაცრისფერი შარვალ კოსტუმი ისე უხდებოდა მის ნავარჯიშებ სხეულს თვალს ვერ ვწყვეტდი, თეთრი იდეალურად გაუთოვებული პერანგი ტანზე ოდნავ შემოსჭეროდა, ყელზე კი შავი ჰალსტუხი ისე ჰქონდა დავარდნილი გეგონებოდათ მიხატული აქვსო. ოდნავ მოზრდილი თმები უკან გადავარხნილი ჰქონდა, სახეზე კი მკაცრი გამომეტყველება გადაჰკვროდა, მეგონა ბატონი გია ყველაზე ცივი და ყველაზე სერიოზული ადამიანი იყო მაგრამ როცა მას შევხედე ეს აზრი სამუდამოდ გადავხაზე. მისი სახე ისეთი ცივი იყო, ისეთი საშიში. საოცრად შემეშინდა მისი მაგრამ ამავე დროს სურვილი მკლავდა მისი იდეალური სახის ნაკვთებს შევხებოდი. როგორ შეცვლილა, ასეთი უხეში, ასეთი ცივი გამოხედვა მის თვალებში? ადამიანი გამოცვალეს? როგორ შეიძლება ის სხეულის გამნგმირავი მზერა ასე შეცვლილიყო? გაყინული სახით მოავლო აუდიტორიას თვალი და მზერა ჩემზე შეაჩერა, სულ რამდენიმე წამით, არა უფრო ცოტა, წამის მეასედით მის სახეზე გაოცება დავიჭირე, შემდეგ კი ისევ გაეყინა ნაკვთები. -მადლობ გია ასეთი წარდგენისთვის მაგრამ მგონი აჭარბებ - ხმაც სხვანაირი ჰქონდა, საოცრად დაბოხებული და გამკაცრებული -კარგი მაქს მაშინ მე დაგტოვებ. ნახვამდის ახალგარდებო -ნახვამდის - ყველა ერთხმად დაემშვიდობა ბატონ გიას ჩემს გარდა. რადგან ყველა უნარი დაქვეითებული მქონდა. -თქვენი სახელების ცოდნა არ მაწყენდა. - თქვა და პირველ მერხზე მჯდომ ჩემ კურსელ მარის მიაშტერდა -მარი, მარი ვაშაყმაძე - სიცილ შერეულმა უპასუხა მარიმ თან ფეხზე წამოდგა -ილია, სალი, თეკო.....-სახელების და გვარების ჩამოთვლა უსასრულოდ გრძელდებოდა რადგან აუდიტორიაში 82 სტუდენტი ვიყავით. ბოლოს კი ის წამიც მოვიდა რომლის ყველაზე მეტად მეშინოდა იმ მომენტში. ხმა უნდა ამომეღო. ლისამ მუჯლუგუნით გამომაღვიზა -თქვენზე რას მეტყვით? - მითხრა და ლურჯი თვალებით მომაშტერდა -მე...-სიტყვა შუა გზაში გამიწყდა - მე იდა მქვია - გაჭირვებით ამოვილუღლუღე -გვარი არ გაქვთ იდა? - პირველად მომმართა თქვენობით და ამან გულში თითქოს რაღაც ჩამწყვიტა -არჩვაძე - ვუთხარი და ნანატრ ადგილს დავუბრუნდი. რამდენიმე წუთის შემდეგ სახელების გამოკითხვა დასრულდა და ჩვენმა ახალმა ადვოკატმა ძლიერად ცაახველა, პიჯაკის ღილი შეიხსნა და მაგიდას მიეყრდნო ზურგით -რატომ ჩააბარეთ იურიდიულზე? - იკითხა და მზერა მოგვავლო -იმიტომ, რომ ადამიანების უფლებები დაგვეცვა - თქვა წინა რიგში მჯდომმა შავთმიანმა სტუდენტმა -არასწორი პასუხია. კიდევ ვცადოთ, იდა - მეხის გავარდნასავით გაისმა ჩემი ხმა აუდიტორიაში - თქვენ რას მეტყვით. რატომ გადაწყვიტეთ იურიდიულზე ჩაბარება? -იმიტომ, რომ ნაძირლები კანონის ძალით ციხეში გამესტუმრებინა - ბრაზი მიპყრობდა და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი მას -პასუხი ისევ არასწორია - თვითონაც გაბრაზდა, ფეხზე წამოდგა და პირველ მერხს ხელებით დაეყრდნო -მაშ თქვენ გვითხარით სწორი პასუხი - ჩემდა უნებურად წამომცდა -სიამოვნებით - მითხრა ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს - ფული. ერთადერთი მიზეზი რატომაც ადვოკატობა მოგინდათ. ნურავინ მეტყვით რომ სამართლიანობისთვის მებრძოლი პიროვნება ხართ. ორი სახის ადვოკატები არსებობენ კარგები და ცუდები. იცით როგორია ცუდი ადვოკატი? რომელიც მხოლოდ სიმართლეს იცავს - გული შემეკუმშა, არ მჯეროდა რომ ამას ასეთ საშინელ სიტყვებს ის პიროვნება ამბობდა რომელსაც ეხლა ვუყურებდი -რას გულისხმობთ? - ჩაეძია ილია -ერთ რჩევას მოგცემთ. თუ გსურთ კარგი ადვოკატი იყოთ არ უნდა გაინტერესებდეთ თქვენი კლიენტი დამნაშავეა თუ არა. კარგი ადვოკატი მაშინ ხარ როცა მტყუანს გაამართლებ და არა მართალს. მართალი ისედაც გამართლდება. -ფული რატომ ახსენეთ? - ისევ შეეპასუხა ილია -იმიტომ, რომ ამ ბინძურ მსოფლიოს არც სიყვარული ატრიალებს, არც მეგობრობა და არც ოჯახი. ერთადერთი რაც მას მართავს ფულია და თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ მაშინ ჯობია ამ პროფესიის ათვისებას შეეშვათ რადგან თქვენგან არასდროს დადგება კარგი ადვოკატი. - ეს თქვა გასწორდა პიჯაკი შეიკრა და საათს დახედა. ერთ წამში კი ზარის ხმაც გავიგონეთ. ძეგლივით იდგა იმავე ადგილას და გასვლას არ აპირებდა. მეც ვერ მოვიკრიბე ძალა რომ ავმდგარიყავი, ყველა გადიოდა აუდიტორიიდან მეც ლისამ გამომაფხიზმა და კართან მივედი როცა მისი ხმა გავიგონე ისევ -შენ დარჩი - უკან მივიხედე და ისევ ისე იდგა. ძეგლივით, ვიცი, უხეში, უემოციო ძეგლივით. -იდა მოდიხარ? - დაიძახა ლისამ -შენ წადი მე მალე მოვალ - ეს ვუთხარი და ადგილიდან არ დავძრილვარ სანამ უკანასკნელმა სტუდენტმა აუდიტორია არ დატოვა. -საერთოდ არ შეცვლილხარ - მითხრა და ჩემსკენ შემობრუნდა -შენ კი ძალიან შეიცვალე - ოდნავ ჩაეღიმა და თლილი თითები სრიალა თმაში შეიცურა -რატომ შევიცვალე? -მე ასეთს არ გიცნობდი -როგორს? -უხეშს -უხეში ვარ? - მაცდურად შემომხედა და ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა -სად იყავი? - კითხვას კითხვითვე ვუპასუხე და მისი თვალებისთვის მზერა არ მომიშორებია როცა ჩემს წინ აისვეტა -ვმუშაობდი -სამი წელი? -ჰო, სამი წელი. კარგი ადვოკატი მინდოდა ვყოფილიყავი - ნიშნისმოგებით მითხრა და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიყო -კარგში მორალდაკარგულს და ნამუსის გარეშე დარჩენილს გულისხმობ? -ენა გაგმწარებია იდა. რატომ მელაპარაკები ეგრე? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?! -ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ მაქს. -ჰო, ჩვენ გაცილებით მეტი ვიყავით ვიდრე მეგობრები - კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, უკვე ერთმანეთის სუნთქვასაც კი ვგრძნობდით ისე ახლოს ვიდექით ერთმანეთთან მე კი მოძრაობის უნარდაკარგული ერთ ადგილზე გავიყინე. უცებ მარჯვენა ხელი ჯიბიდან ამოაცურა და ჩემს თმებს თითები ჩაავლო, მისი ბოლოები სახესთა მიიტანა და სურნელი ხარბად შეიხვრიპა - მომენატრე - თვალები ცრემლებით ამევსო როცა მისი ძველი სახე დავინახე, ისევ ისეთი თბილი, ლმობიერი, ადამიანური, სახე რომელზეც აშკარად ვკითხულობდი, რომ ჩემს წინ კეთილი სულგრძელი ადამიანი იყო და არა ის მონსტრი რომელიც რამდენიმე წუთის წინ გვეუბნებოდა რომ ამ ქვეყანაზე ფულია ყველაფერი -მეც - გააზრებულად ვუთხარი და მის სახეს გაყინული თითებით შევეხე, საჩვენებელი თითი ტუჩზე გადავუსვი როცა პირი გააღო და თითზე მიკბინა. ორივეს გაგვეცინა. -როგორ გაზრდილხარ - მეორე ხელი მხრებზე ამომიცურა და ჩემი პატარა სახე ხელებში მოიქცია - რა ლამაზი ხარ -მე შეყვარებული მყავს მაქს - წამში გაქრა ჩემი კეთილი სულის მქონე მეგობარი და ისევ ის უემოციო ადვოკატი დავინახე. ხელები ჩამომაცილა და თვალები ბრაზისგან გაუფართოვდა, მის ლურჯ თვალებში ზღვა ბობოქრობდა -სისხლის სამართალი გინდა ისწავლო თუ სამოქალაქო? - თითქოს ვერ გაიგონა ჩემი ნათქვამიო ისე შემეკითხა. -სისხლის -ვერ შეძლებ - მაგიდას ზურგით მიეყრდნო და დაჟინებით მომაშტერდა -რატომ? - საშინლად გავბრაზდი, მან ყველაზე კარგად იცოდა ჩემი ხასიათი -ზედმეტად კეთილი ხარ სისხლის სამართლისთვის. ისინი შენ ცოცხლად შეგჭამენ. შენ არ იცი სასამართლო დაბრაზებში რა ხდება, შენ არ დასწრებიხარ ნამდვილ პროცესს და დამიჯერე ამის ხილვა არ ღირს. მე არ მინდა გახდე ისეთი როგორიც მე ვარ. შენ არ უნდა გადაიქცე ჩემნაირად - სწრაფად მომიახლობდა და მხრებზე ხელები მაგრად მომჭიდა, მერე თმები უკან გადამიწია და სახე ხელებით დამიჭირა - არ გინდა -რატომ წახვედი? - ვიგრძენი გახურებული სახე ცრემლმა როგორ დამისველა -არ გინდა -რატომ წახვედი? შენთვის ის თვეები მხოლოდ ზაფხულის გასართობი იყო? რა თქმა უნდა - სიმწრისგან გამეცინა და მისი ხელები სახიდან მოვიცილე - სულელი 18 წლის გოგო, ზაფხულზე გაიცანი და მასთან გართობა გადაწყვიტე, შემდეგ კი ისე გაიქეცი მისთვის არაფერი აგიხსნია. რა სულელი ვიყავი, მე კი მილიონ მიზეზს ვიგონებდი რომ გამემართლებინე, ისიც კი ვიფიქრე ალბათ მოკვდა ისე მე მაქსი არ მიმატოვებდა თქო - ატირებული ბოლთას ვცემდი აუდიტორიაში და ღაპაღუპით წამოსულ ცრემლებს ცარიელი, ცივი ხელებით ვიმშრალებდი -შენ არ იცი რა მოხდა -რა მოხდა? ამიხსენი. მიდი ამიხსენი რა მოხდა?! არა მე გეტყვი რაც იყო. მოგბეზრდი, ზედმეტად იოლად დავნებდი შენც შარმს და სიიძლიერეს. შენ რაში გჭირდებოდა პატარა სულელი გოგონა გვერდით. - ჩანთა გავისწორე და კარისკენ გავვარდი როცა მკლავზე ხელი ჩამჭიდა, დამიჭირა და მისკენ შემომატრიალა. -რაც არ იცი იმას ნუ ლაპარაკობ - ხმამაღლა მითხრა თითქმის დამიყვირა, მთელი ძალით მოვიშორე მისი ხელებიმხრებიდან და ცრემლები თვალებიდან. აუდიტორია დავტოვე და მხოლოდ ის მინდოდა ცოტახნით გავთიშულიყავი თავი 4 გარეთ გამოვედი თუ არა ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შევძელი და პირდაპირ აუდიტორიის კართან ჩავიმუხლე, გული ისე ძალიან მიფეთქავდა უკვე მკერდი მტკიოდა. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი თითქოს მათში ძალა გამომაცალესო, ხელები კი ისე მიკანკალებდა ტელეფონიც კი ვერ ავიღე რომელიც გაუჩერებლად რეკავდა. ტირილი მინდოდა, უზარმაზარი ბურთი პირდაპირ ყელში მქონდა გაჩხერილი მაგრამ ეხლა ვერ ვიტირებდი, ამდენი ხალხის თანდასწრებით ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას თვალებიდან ცრემლები წამომსვლოდა. ტელეფონმა ისევ დაიწყო რეკვა, მეც თავი ხელში ავიყვანე და ვუპასუხე, თუმცა კი განერვიულება ხმაში მაინც მეტყობოდა. არც დამიხედია ვინ იყო როცა ვუპასუხე ხმაზე ვიცანი გეგა -რა გჭირს? - მაშინვე მკითხა როცა ჩემი აკანალებული ხმა გაიგონა. დერეფანში საშინელი ხმაური იყო, არაფერი მესმოდა მისი ნათქვამი ამიტომ გაუაზრებლად გამოვაღე იმ აუდიტორიის კარი სადაც მაქსი იყო და შევედი. გაოცებული თვალებით შემომხედა როცა ისევ დამინახა და ოდნაც ჩაეღიმა კიდეც. -არა არაფერი არ მჭირს - გეგასთან საუბარი გავაგრძელე და თვალს არ ვაცილებდი პირდაპირ მდგომს -დაგიმთავრდა ლექციები? სადმე გავიდეთ ყავა დავლიოთ ან რამე ვჭამოთ არ გინდა? - ამ წამს ვიცოდი მხოლოდ გეგა თუ მიშველიდა, მხოლოდ ის თუ დამავიწყებდა დღევანდელს და სხვა რამეზე გადამატანინებდა ყურადღებას -რატომაც არა - ვუთხარი და მანაც ყურმილში ჩაიხითხითა -კარგი მაშინ გამოდი უკვე გარეთ გელოდები - მესიამოვნა მისი ყურადღება, მისმა ხმამაც დამამშვიდა და თითქოს აფორიაქებამ უცებ გადამიარა. ტელეფონი ჩანთაში დავაბრუნე და მაქსს შევხედე -ის იყო? - გამომცდელი მზერა მომაპყრო და ვერცხლისფერი აიფონი თითებსი აათამაშა -შენი საქმე არ არის - აკანკალებული ხმით ვუთხარი და კარისკენ შევბრუნდი. სახელურს მოვეჭიდე როცა მისი ხელი ჩემს მაკაზე ვიგრძენი, სწრაფად შემომატრიალა მისკენ და თვალებში მომაშტერდა - გამიშვი მაქვს - მკაცრი ხმით ვუთხარი -შენ რომ იცოდე... - საჩვენებელი თითით სახეზე კონტური მომიხაზა და შუბლზე ჩამოყრილი რამდენიმე ღერი თმა უკან გადამიწია - შენ რომ იცოდე - კიდევ გაიმეორა მაგრამ წინადადება არ დაუსრულებია, წამებში ჩამომშორდა და აუდიტორიიდან გაქრა მხოლოდ მისი თავბრუდამხვევი სუნამოს სუნი შერჩა ოთახს. ვიგრძენი თვალები როგორ დამისველდა, თავი გავაქნიე და ცრემლები მუჭებით მოვიწმინდე, ღრმად ჩავისუნთქე და გარეთ გავედი როცა ალისა შემეჩეხა -რა უნდოდა ამ კაცს? - გაოცებულმა მკითხა და გვერდით დამიდგა -არაფერი. მე გეგას ველაპარაკებოდი ის კიდე რაღაც საქმეს აკეთებდა ამიტომ აღმოვჩნდით ერთად აუდიტორიაში. გარეთ მელოდება და გინდა ჩვენთან ერთად წამოდი რამე ვჭამოთ -არა იყოს, სახლში მირჩევნია წავიდე, ძალიან დავიღალე დღეს - ეჭვის თვალით ამხედ ჩამხედა და კიბეებზე დაეშვა. როგორც კი გეგას პატარა ვერცხლისფერ მანქანაში მოვკალათდი უკვე მივხვდი რომ კარგად ვიყავი. არ ვიცი ეს ბიჭი რას მიკეთებდა მაგრამ მისი უბრალოდ ახლოს ყოფნაც კი მამშვიდებდა და კარგ ხასიათზე მაყენებდა. რამდენიმე წუთში ჩვენს საყვარელ კაფეში შევედით და ის ადგილი დავიკავეთ რომელიც ორივეს გვიყვარდა. ოფიციანტი მალე მოვიდა, ლამაზი საშუალო სიმაღლის შავთვალწარბა გოგო თეთრი კბილებით. გაგვიღიმა და პატარა ბლოკნოდი მარჯვედ დაიჭირა ხელში -რას ინებებთ? -მე შოკოლადის ნამცხვარი და რძიანი ყავა - ვუთხარი და ტელეფონს დავხედე, ისევ ნერვიულობა დამეწყო, ხელების კანკალი ამიტყდა. გეგამ ხელზე ხელი დამადო და ოდნავ წარბშეკრულმა შემომხედა -კარგად ხარ? -კი -თქვენ რას მიირთმევთ? - საუბარში ჩაგვერთო მიმტანი გოგონა -მეც იგივე - უპასუხა ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია -გეგა - რაღაცის თქმა დავაპირე როცა მან შემაწყვეტინა -მე შენ მიყვარხარ - იმდენად მოულოდნელი იყო მისი ეს სიტყვები ჩემთვის, თანაც ამ სიტუაციაში არც კი ვიცოდი რა მეთქვა ან რა რეაქცია მქონოდა - ეს უნდა იცოდე და გახსოვდეს მე შენი მეგობარიც ვიქნები, შეყვარებულიც და მესაიდუმლეც თუ შენ ეს გენდომება - ისედაც აღელვებულს ხელები უფრო მეტად ამიკანკალდა, მხოლოდ ის მოვახერხე ჩემი თხელი მკლავები მის კისერზე შემომეხვია. რამდენიმე წუთი მის მკერდზე მქონდა თავი მდებული და არაფერზე ვფიქრობდი. უკვე აღარ მახსოვდა არც მაქსი და არც დანარჩენი მსოფლიო. იდილია ტელეფონის ზარმა დამირღვია. არასდროს მიყვარდა ვინმესთან ერთად ტელეფონზე ლაპარაკი, თუნდაც ეს ვინმე დედაჩემი ყოფილიყო, ამიტომ ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი. -გისმენთ - უხეშად ვუპასუხე უცხო ნომერს -უნდა დამეხმარო - მაქსის ხმის გაგონებისას თითქოს ფეხები მომეკვეცა და კაფეში შესასვლელი კიბეების მოაჯირს რომ არ დავყრდნობოდი აშკარად წავიქცეოდი -რა...რაგინდა? - საფეხურზე ჩამოვჯექი და სახეზე ხელი მოვისვი გამოსაფხიზლებლად -უნდა დამეხმარო იდა. საუკეთესო სტუდენტი ხარ ფაკულტეტზე, მეკი ვინმე სანდოს დახმარება მჭირდება... საქმის მოგებაში უნდა დამეხმარო - მეჩვენება თუ მართლა მასთან ერთად მუშაობა შემომთავაზა? ეს რა მეხუმრება? როგორ ბედავს? საერთოდ გამარჯობასაც ვერ უნდა მეუბნებოდეს იმის მერე რაც მოულოდნელად გამომეცხადა წელიწადნახევრის გაუჩინარების შემდეგ -ეხლა ვერ გელაპარაკები მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ -არამგონია შენ ბიჭთან შეხვედრამ ვერ მოიცადოს. უთხარი რომ დედაშენთან მიდიხარ მე კი ზუსტად იმ კაფის პირდაპირ ვზივარ რენჯ როვერში რომელშიც შენ და შენი სატრფო ერთმანეთს ეხუტებოდით რამდენიმე წუთის წინ -მანიაკი ხარ - დამცინავი ტონი არ შევარჩინე და ვეცადე რაც შეიძლებოდა ცივად გამომსვლოდა -გელოდები. - ესღა მითხრა და გამითიშა. რა თქმა უნდა არ ვაპირებდი გეგა მომეტყუებინა და მეთქვა რომ დედაჩემთან ვაპირებდი წასვლას. კაფეს პირდაპირ მანქანების პარკინგი მოვათვალიერე და შავი რენჯ როვერი დავნახე, გული ამიჩქარდა მაგრამ ამოციების მოთოქვა როგორღაც შევძელი. კაფეში მშვიდად შევედი და გეგას გვერდით დავჯექი -ვინ იყო? - თითქოს ხელებმა თავად დაიწყეს მოძრაობაო, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და ფეხზე წამოვდექი -დედაჩემი იყო. გეგა უნდა წავიდე, რაღაც საქმე მაქვსო სასწრაფო - რას ვამბობდი? რატომ ვატყუებდი ჩემს შეყვარებულს? ამას რატომ ვაკეთებდი? ნუთუ ისევ ისეთი ძალა აქვს ჩემზე როგორ ადრე? რა მემართება? -მე გაგიყვან - მოულოდნელად მითხრა და მე სიტყვა პირზე შემაშრა -არა გეგა თვითონ წავალ ცოტა დავიძაბე დღეს და მინდა ფეხითაც გავიარო, არ გეწყინოს კარგი? - ვუთხარი და ის ხელი რომელიც ჩანთაზე არ მქონდა გადაკიდებული მის კისერზე შემოვხვიე -კარგი როგორც გინდა - მოწყენილი სახით მითხრა და ცხელი ტუჩები კისერზე მომადო, ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და ჩამეღიმა -დაგირეკავ. - ესღა ვუთხარი და კაფე დავტოვე. ტელეფონი ამოვიღე და იმ ნომერზე გადავრეკე რომლიდანაც მაქსი მირეკავდა -ცოტა აქეთ გამიყვანე მანქანა, არ მინდა გეგამ დამინახოს - მოკლედ ვუთხარი პასუხს არ დაველოდე და გზა გავარგძელე. დაახლოებით ორმოცდაათი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან გავიხედე და შავი რენჯი დავინახე რომელიც ფეხდაფეხ მომყვებოდა. გაბრაზებულმა შევიხედე მანქანაში საიდანაც უემოციო სახიტ მიყურებდა მაქსი. სწრაფად მოვკალათდი მძღოლის გერდით და ღვედი შევიკარი. -რა გინდოდა? -ჯერ სადმე წავიდეთ -არა მანქანაში მითხარი და მერე წავალ - სურვილი მკლავდა მისთვის ერთხელ მაინც შემეხედა მაგრამ ჩემს თავზე როგორღაც ვახდენდი ზემოქმედებას და მხოლოდ პირდაპირ ვიყურებოდი -იდა - ამ ხმამ, ამ ტონმა, ამ თბილმა და ჟღერადმა ბარიტინმა მაიძულა მისთვის შემეხედა, აწყლიანებული თვალებით მიყურებდა. მანქანა სადღაც კუთხეში დააყენა და ღვედი რომელიც ტყვესავით აბამდა თავიდან მოიშორა - იდა... - იმეორებდა ჩემს სახელს და თან ნელა მოჰქონდა სახესთან ხელი -მითხარი რა საქმე გქონდა - თვალებიდან დაუკითხავად წამოსული ცრემლები თავიდან მოვიცილე -მინდოდა შენთვის ისევ შემეხედა. -ანუ საქმე არ გქონია? მომატყუე? - ბრაზი მომერია, ვიგრძენი მთელ სახეზე როგორ წამოვწითლდი სახელურს წავეპოტინე რომ გამომეღო და მან უცებ დამაკავა -მოვკვდები ეხლა რომ წახვიდე - სახელურს ხელი გავუშვი და მან მომენტალურად მოიქცია ჩემი თითები მის დიდ და ძლიერ ხელებში -რატომ წახვედი? - წამსვე ტირილი დავიწყე, მისი სახისთვის მზერა არ მომიშორებია და შევხედე მასაც როგორ მოერია ცრემლები -მაპატიე. ყველაზე დიდი ნაძირალა ვარ შენ რომ დაგტოვე, ვიცი იდა. უბრალოდ არ შემეძლო არ წავსულიყავი. - აიტებული მანქანიდან გადავედი და მის წინ დავდექი. წასვლას არ სად ვაპირებდი. შუა ქუჩაში წვიმასავით მომდიოდა ცრემლები. მალე ისიც გადმოვიდა მანქანიდან და ჩემს წინ აისვეტა -მაქს - ჩახლეჩილი ხმით ამოვიხრიალე -ჰო -მომეხვიე - წამსვე შემომაჭდო მისი დიდი მკლავები და მიწას ოდნავ ამაცილა, ფეხები ჰაერში მქონდა ის კი ისე მეხუტებოდა რომ მინდოდა ეს წამი არასდროს გაგრძელებულიყო და სამუდამოდ მასზე მიკრული ვყოფილიყავი. - მე ისევ შენ მიყვარხარ - ტირილს ვუმატე და უკვე ისტერიკა მეწყებოდა, რაც შემეძლო მაგრად ვუჭერდი კისერზე ხელებს, მეგონა თუ გავუშვებდი სამუდამოდ წავიდოდა. ასე კი მას ვაკავებდი. -მეც... მეც ჩემო პატარა ქალბატონო ....................................................................... იმ ზაფხულს გადავწყვიტე სარფში დეიდაჩემ ინგასთან წავსულიყავი. დედას არასდროს უყვარდა ზღვა, მე კი ვგიჟდებოდი წყალზე. მთელი ზაფხული ვაპირებდი იქ ვყოფილიყავი, დეიდაჩემიც ახალგაზრდა ქალია, ჩემზე მხოლოდ 8 წლით უფროსი და ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ყველა საიდუმლოს მას ვანდობდი. არაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაც ინგამ არ იცოდა ჩემს შესახებ. თბილისიდან 12 ივლისს 15 საათზე გავედი. არც მარშუტები მიზიდავდა არასდროს და არც ავტობუსები. ამიტომ ჩემს საყვარელ მატარებელში მოვკალათდი და ყურსასმენები გავიკეთე. ბუნება ისეთი ლამაზი იყო, ჩამავალი მზის სხივები მთელ ვაგონს ედებოდა. ღიმილი სახიდან არ მომშორებია, ქუთაისს რომ მოვუახლოვდით უკვე ღამე იყო, საახლოებით რვის ნახევარი. ჩქარუსნულ მატარებელზე უარი ვთქვი სიამოვნების განსახანგრძლივებლად და ნელი მატარებელი ავირჩიე ამიტომ შვიდსაათნახევარი გზაში უნდა ვყოფილიყავი ბათუმამდე რომ ჩავსულიყავი, იქედან კი ტაქსით გავეშურებოდი სარფში. ქუთაისს მივუახლოვდით და მატარებელი გაჩერდა, ზოგი ძირს ჩავიდა ზოგის კი ამოვიდა. მე ვაგონის შუაში ვიჯექი, იქ სადაც პატარა მაგიდებია და ოთხი სკამი ერთმანეთის პირისპირ დგას. ორი ჩანთა ზემოთ სათავსოზე მქონდა დადებული ერთიც კი ფეხებში მედო, თითქმის ჩაძინებულმა მაინც შევამჩნი როგორ დაჯდა ვიღაც ჩემს წინ. ზარმაცად გავახილე ცალი თვალი და ველოდებოდი რომ მოკლეთმიან გოგონას შევხედავდი, ამის ნაცვლად კი მაღალი შავგვრემანი ბიჭი დავინახე. იმის გააზრებამ რომ წინ ახალგაზრდა ბიჭი მეჯდა ტავზარი დამცა, წარმომედგინა რა საშინლად გამოვიყურებოდი იმ მომენტში, ნახევრად ჩაძინებული, თმა აწეწილი, უმაკიაჟოდ. ვეცადე მკვეთრი მოძრაობები არ გამეკეთებინა ამიტომ ნელა გავიმართე. გარემო მოვათვალიერე და ვაგონში დააახლოებით ათი ადამიანი იჯდა ჩემი და წინმჯდომი უცნობის ჩათვლით. არ ვიცი მაინც და მაინც აქ რატომ დაჯდა და ეს ადგილი რატომ აირჩია, ასე ძალიან სიამოვნებს აბურძგბულთმიანს რომ მიყურებს? თუ რატომ მომშტერებია ასე თქო ვეკითხებოდი ჩემს თავს. გაუბედავად ამოვასრიალე ზურგჩანთიდან მაკიაჟის ყუთი და პატარა სარკეში ჩავიჭყიდე, ჩემი თმების ასეთ მდგომარეობაში დანახვამ კინაღამ ინფაქტი დამმართა, თვალები დავჭყიტე და შევამჩნიე ამაზე უცნობს როგორ ჩაეცინა. სწრაფად ამოვიღე ისევ ჩემი ზურგჩანთიდან სავარცხალი და ჩემი მაშინ წითლად შეღებილი თმის მარდად დავარცხნას შევუდექი. რამდენიმე წუთის შემდეგ სარკეში ჩახედვის შემდეგ ოდნავ დავწყნარდი რადგან თმა აღარ მქონდა აწეწილი და არც სახე მქონდა ძილისგან დასიებული. უცნობის ხარბმა მზერამ ძალაინ დამაბნია. თავი უხერხულში ვიგრძენი და ვცდილობდი მისკენ არ გამეხედა, ფანჯარას თვალს არ ვწყვეტდი თუმცა კი იქ საინტერესო არაფერი იყო. -მაქსი - დიდი და ლამაზი ხელის მტევანი გამომიწოდა, ისეთი ჟღერადი და თბილი ხმა ჰქონდა უცებ გავინაბე -იდა - გამოწვდილ ხელზე ჩემი სიფრიფანა ხელი ჩავჭიდე და ოდნავ გავუღიმე -საით იდა? - გამეხარდა ჩემს სახელზე ყურადღება რომ არ გაამახვილა -სარფში, თქვენ? -გაგიკვირდება და მეც. მოდი შენობით ვისაუბროთ თუ წინააღმდეგი არ ხართ მადამ - მომნუსხველად გამიღიმა და ოდნავ წინ გადმოიხარა -მადმუაზელ - შევუსწორე ოდნავ დამორცხვებით - გათხოვილი არ ვარ -მე მაპატიეთ მადმუაზელ - იმის დანახვამ რომ ლოყები შეუწითლდა ძალიან გამახალისა. მთელი დარჩენილი გზა გაუჩერებლად ვსაუბრობდით. არასდროს მეგონა უცხო ადამიანს თუ ასე შეეძლო რამდენიმე საათში ისე დაგახლოვებოდა რომ სულ მასთან გდომოდა დროის გატარება. ჩვენ თითქოს პირველი დანახვისთანავე გავუგეთ ერთმანეთს. მახსოვს სუნთქვა როგორ შემეკრა როცა მისი საოცარი თვალები დავინახე, როგორ დამავიწყდა წამსვე ყველაფერი როცა მისი ხმა გავიგონე. არ ვიცი ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო თუ უბრალოდ მოწონება, გატაცება თუ ის უდიდესი გრძნობა რომელზეც გამუდმებით ვკითხულობდი წიგნებში. მაგრამ მივხვდი, მაქსს რაღაც ძალა ჰქონდა რომლითაც მიზიდავდა და უფლებას არ მაძლევდა მასზე თუნდაც ერთი წუთით მაინც არ მეფიქრა. ჩასვლისთანავე მოვუყევი ყველაფერი ინგას. გაოცდა და ჩემთან ერთად დაიწყო შუა ოთახში პატარა ბავშვივით ხტუნვა. მას შემდეგ ყოველდღე ვხედავდი ჩემს პრინცს, მალე ინგასაც გავაცანი, მაგრამ არაფერი მითქვამს მის შესახებ არც ალისასთვის არც დედასთვის. თითქოს თავს ვიზღვევდი, არვიცი ამას რატომ ვაკეთებდი, რატომ ვმალავდი მაქსის არსებობას, ალბათ მოველოდი რომ დღე დადგებოდა როცა ის მომატოვებდა. არვიცი, არვიცი... დაუვიწყარი სამი თვის შემდეგ ყველაფერის აუხსნელად გაქრა, ისე თითქოს არც არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, არც წერილი დაუტოვებია არც ინგასთვის უთქვამს რამე, მისგან მხოლოდ მისი ნაჩუქარი ვერცხლის კულონი დამრჩა, პატარა ოთხკუთხედი კულონი რომელიც იხსნებოდა და შიგნით ლათინური შიფტით ეწერა „Ever Thine Ever Mine Ever Ours.” ყელიდან წამთაც არ მომიხსნია მისი ნაჩუქარი კულონი, სულ თან მქონდა, დედას ვუთხარი თითქოს თავად ვიყიდე როცა საფრში ვიყავი. საოცრად ბედნიერი წასული საოცრად მოწყენილი დავბრუნდი თბილისში. თითქოს მას შემდეგ ფერადი სამყარო გაანაცრისფერეს და შავ-თეთრ ფერებში გადაღებესო მეგონა. თითქოს ის წავიდა და ყველა ფერი რომელიც ჩემს სამყაროში იყო თან წაიღო. მხოლოდ შავი და ნაცრისფერი დამიტოვა. მხოლოდ წუხილი და ცრემლი დამიტოვა. .............................................. -წავიდეთ - მითხრა ისე რომ ხელს არ მიშვებდა -სად? -სადმე სადაც მხოლოდ ჩვენ ვიცით. -არშემძლია - ისტერიკამ თავი დამანება და მალე საღად აზროვნების უნარი დამიბრუნდა, მისი მკლავებისგან თავი დავიღწიე და მანქანაში დავბრუნდი, ისიც მალევე გვერდი მომიჯდა -არ მითხრა რომ ის შენი ვითომ შეყვარებული გიყვარს. -წეღან გითხარი შენ მიყვარხარ მეთქი. როგორ შეიძლება ისიც მიყვარდეს? -მაშ რა გაკავებს? -შენ. შენ მაკავებ მაქს. არაფერი აგიხსნია ჩემთვის რატომ წახვედი. ამდენი ხნის მერე კი ბრუნდები და მთხოვ რომ ისევ მოგცე უფლება ჩემს ცხოვრებაში შემოხვიდე? - ხმას ვერ ვაკონტროლებდი და უკვე ვხვდებოდი როგორ ვყვიროდი -მამაჩემი მოკვდა - მანაც არ დამაკლო ყვირილი და განრისხებული სახით შემომიტრიალდა. - ეს იმ დილით გავიგე როცა გავუჩინარდი. აგონიაში ვიყავი რამდენიმე თვე ჩემი ოჯახის უკანასკნელი ცოცხალი წევრი დავკარგე იდა. როგორი რეაქცია უნდა მქონოდა? -შეგეძლო შემხმიანებოდი -სამი თვე გადაბმულად ვსვამდი. ყველა საქმე ჩემს პარტნიორს გადავაბარე, ალკოჰოლიკი გავხდი იდა. დამიჯერე მირჩევნოდა მკვდარიც კი გგონებოდი ოღონდ იმ მდგომარეობაში არ გენახე. არიცი რად დამიჯდა შემთან შეხვედრისთვის ძლის მოკრება. შენ რა გგონია რომ შენმა გენიოსმა ლექტორმა მოიფიქრა ის რომ მე ჩამეტარებინა შენთვის ლექციები? მე თავად დავუკავშირდი მას. გაყინული თითებით ცრემლები მოვაშორე მისი სახიდან, მოწყურებული დავეწაფე მის ბაგეებს მან კი ძლიერად მიმიკრა მკერდზე. შემდეგ ჩემს კისერზე ვერცლის ჯაჭვს მოკიდა ხელი და კულონი ხელის გულზე დაიდო. ჩაეღიმა. -მიყვარხარ - მშვიდად გაიმეორა -Ever Thine…Ever Mine… Ever Ours - გავიმეორე და მაგრად მოვეხვიე. ამას ლოგიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა რადგან ეს სიყვარულია... პ.ს. არვიცი თქვენ როგორი მოლოდინები გქონდათ ამ ისტორიასთან დაკავშირებით. ზოგს სხვანაირად წარმოედგინა ალბათ ამ ამბის გაგძელება. მაგრამ ეს ის იყო რასაც ვგრძნობდი, ერთი ამოსუნთქვით დავწერე ეს ყველაფერი და დიდი იმედი მაქვს მოგეწონოებათ. ბოდიშით სათაურის შეცვლისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენს მოსაზრებას დამიწერთ. დიდი მადლობა ვინც კი წაიკითხეთ ეს ისტორია. თუნდაც მხოლოდ ერთ ადამიანს წაეკითხა ეს ყველაფერი. არ მაქვს იმაზე პრეტენზია რომ კარგად ვწერ, ეს არის უბრალოდ ის რასაც ვგრძნობ. მადლობთ. ველი შეფასებებს და კრიტიკას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.