ორმაგი თამაში.. (The End)
ცრემლი ღაპა-ღუპით მდიოდია და მლაშე სითხით ვუსველებდი ერეკლეს პიჯაკს. ვერც ვჩერდებოდი. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ასეთი სენტიმენტალური მომენტების, გამოგიტყდებით და ზედმეტად ხელოვნურადაც მიმაჩნდა მაგრამ იმ წამს მსგავსი არაფერი მიფიქრია, პირიქით ყველაფერი რეალური და ბუნებრივი იყო. ეს ცრემლები სიხარულის და უსაზღვრო ბედნიერების გამოხატულება იყო. რეალობაში ძაღლის ყეფისხმამ დამაბრუნა, სწრაფად მოვშორდი ერეკლეს და გაკვირვებული მივაშტერდი ერთ-ერთ კუთხეში მდგარ ლამაზ დაბანტულ ყუთს, რომელიც ყეფის ხმას გამოსცემდა და თან ადგილზე დახტუნაობდა. კითხვითი ნიშნით გადავხედე ერეკლეს მან მხოლოდ გამიღიმა და ხელით ყუთისკენ მიბიძგა. მეც დაპროგრამებულივით წავედი, ჩავიმუხლე და ყუთს დავაკვირდი. ლამაზად იყო დაბანტული ვარდისფერი ლენტით, შიგ მყოფი არსება კი რაც შეიძლება სწრაფად ამ ყუთის დატოვებას ლამობდა. მეც ლენტი შევხსენი და იქიდან ელვის უსწრაფესად ამოხტა პატარა ლეკვი, და კალთაში ჩამიხტა. აღტკინებული შევცქეროდი ლეკვსა და ერეკლეს მონაცვლეობით და რიტმულად ლეკვს ვეფერებოდი ზურგზე. გონჩი იყო ! წამსვე თავში ერეკლეს სიტყვებმა გამიელვა, სიღნაღში რომ მითხრა: ,, -გიყვარს ძაღლები? -ძალიან! -ყველაზე მეტად რომელი ჯიში? -რავი ყველა მაგრამ განსაკუთრებით გონჩები. -ჰმმ.. შენსავით პატარები მაგრამ ძლიერები ხომ? -რავიცი აბა.“ კიდევ ერთხელ პირდაღებული დამტოვა თავისი დაკვირვებისა და ყურადღებიანობის უნივერსალური უნარით. ნელა წამოვდექი ფეხზე ლეკვი იქვე ყუთთან დავსვი და ერეკლეს რაცშემეძლო ძლიერად ჩავეხუტე. -ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია გული არ გამისკდეს ! -მე შენთან ვარ ! -ამდენი ბედნიერების დატევა ამ პაწაწა გულში ნუთუ შესაძლებელია ? -შესაძლებელია. მითხრა და ყელში ცხელი კოცნის კვალი დამიტოვა. -აღარ მინდა აქედან წასვლა. -მერე რა პრობლემაა ? დარჩი, ეს ხომ შენი სახლია. -ვრჩები. ვუთხარი და ვნებამორეულმა მის ტუჩებს დავეწაფე, მან ხელი წელზე შემიცურა და წამით ჰაერში აღმოვჩნდი, შემდეგ კი ოთახში შემიყვანა, სავარაუდოდ ჩვენ მომავალ საძინებელ ოთახში და ლოგინზე ფრთხილად დამაწვინა. -დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა? მითხრა და თვალებში ჩამხედა. -მთელი არსებით. ვუთხარი ვნებით გაჟღენთილი ხმით და მის ქმედებას დაველოდე. თითქოს ამას ელოდაო, ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩებზე დამაცხრა. იმ წამს რომ გეკითხათ რა გქვია და საერთოდ ვინ ხარო ალბათ ვერ გიპასუხებდით, რადგან მოზღვავებულმა ენერგიამ აზროვნების უნარი წამართვა. ვხვდებოდი როგორ ვიძირებოდი ნელა-ნელა ვნებების ბურუსში და ამ ბურუსიდან თავის დაღწევის უკვე აღარც ძალა და მითუმეტეს არც სურვილი გამაჩნდა. ცხელი ხელები მონოტორულად დასრიალებდნენ ხერხემალზე და ლავიწის ძვლებზე. ბიუსჰალტერის შეხსნა ბოლო წვეთი იყო, და მე ვნებების უსუსასრულობაში დავიკარგე. დილით უსიამოვნო შეგრძნებამ გამაღვიძა, და ლოგინზე წამოვჯექი. მთელი სხეული მეწვოდა, მივხვდი რომ ახლა ცხელი შხაპი მისწრება იყო ამიტომ ნელა წამოვდექი ლოგინიდან, ზიზღით შევხედე თეთრეულზე მოელვარე წითელ ლაქას და აბაზანას მივაშურე. ცხელმა შხაპმა თითქოს ყველანაირი, დაძაბულობა, გადაღლილობა, შინაგანი მოთეთნთილობა სადღაც უსასრულობაში გასტყორცნა და ხელში მხოლოდ ვნებიანი ღამე და უსაზღვრო ბედნიერება დამიტოვა. პირსახოც შემოხვეული დავბრუნდი ოთახში ერეკლე უკვე გაღვიძებული იყო და დიდი მოლოდინით ელოდებოდა ჩემ გამოჩენას. -რომ გავიღვიძე და საწოლში არ დამხვდი, მეგონა რომ ინანე და წახვედი. მითხრა და საფირმო ღიმილით დამაჯილდოვა. -ამას არასდროს გავაკეთებდი. არასდროს წავალ შენი ცხოვრებიდან მანამ სანამ ამას თვითონ არ მოინდომებ. -თუ ასეა მთელი ცხოვრების ჩემთან გატარება მოგიწევს ძვირფასო, ახლა კი აქ მოდი, დღეს გვიან მივდივარ სამსახურში, მანამდე მინდა მოგეფერო. მეც მისი ბრძანება შევასრულე და ლოგინში შევწექი. # # # შუადღის ორ საათზე ძვლივს დავტოვეთ ბინა, მე ჩემი ლეკვი წამოვიყვანე რომელსაც ბობი დავარქვი. ერეკლემ სახლში მიმიყვანა თვითონ კი სამსახურში წავიდა. სახლში გახარებულმა შევედი. -ოჰჰ ჩვენი გოგოც მოსულა. მითხრა მამამ კარებში შესვლისთანავე და შუბლზე მაკოცა. -მთელი სახე გიბრწყინავს შვილო ! მამას დედაც აჰყვა. -სიხარულისგან ღრუბლებში დავფრინავ.! -რა მოხდა ასეთი? მკითხა დედამ და გამომცდელი მზერა შემავლო. -ერეკლემ ჩვენ ახალ სახლში წამიყვანა, იცი რა ლამაზია? სინამდვილეში კი სახლი და მისი სილამაზე არაფერ შუაში იყო, მაგრამ დედაჩემთან გუშინდელ ღამეზე ლაპარაკს არ ვაპირებდი, ამიტომ ჩემი ბედნიერების მიზეზი სახლს და მატერიალურს გადავაბრალე. -ეს ძაღლიც მაჩუქა ! ვუთხარი და მხოლოდ ახლახანს შეამჩნიეს ჩემს ხელებში მონებივრე პატარა ლეკვი. -თან გონჩია ! აღნიშნა მამამ და ლეკვს წაეთამაშა. -ხო. თქვენის ნებართვით მე ჩემ ოთახში გავალ ! -მიდი შვილო, დაისვენე! მეც მორჩილად წავედი ჩემი ოთახისკენ და უძალიანმაგრესად დაღლილი ჩემ ერთადერთ მხსნელს ლოგინს მივაშურე. # # # -გისმეეენთ ! ძილბურანიდან ველაპარაკებოდი მერის ! -გოგო შენ გძინავს ?! ხოარ დაგავიწყდა რომ ხვალ შენი ქორწილია ?! -არა არ დამვიწყებია ! ვუთხარი, გონებაში უამრავი გეგმა ამომიტივტივდა და მოვიღუშე. -დღეს თავისუფლებასთან გამოსათხოვებელ წვეულებას ვმართავთ, ჩვენ კლუბში და იცოდე. -აუუუ მეზარებაა ძაან ! თან ასე კატეგორიულად რატომ ?! ვინ გითხრათ რომ თავისუფლებასთან გამომშვიდობებას ვაპირებ? -ოოო კარგი რა ტას. ეგ სახელი პირობითია ! იცოდე მაგრად გამიტყდება მთელი დღეა მაგისთვის ვემზადებით გოგონები ! -და ჩემთვის რომ გეკითხათ არა? -არა ! და მორჩა ზედმეტი ტლიკინი, ადექი ჩაიცვი, მოწესრიგდი და საღამოს გამოგივლი ! -თქვენ ხომ კაცს დასვენებას არ შეარგებთ რა ! -დასვენება მერეც გეყოფა. მითხრა და ჩაიხითხითა. -ხო კარგი, საღამოს გამომიარე ახლა დავიძინო უნდა დავიღალე ძაან ! -რამ დაგღალა ? -გუშინ ქარიშხლიანი ღამე მქონდა ! -არ არსებობს !!! წამოიყვირა მერიმ, და იმ წამს მისი სახე რომ წარმოვიდგინე გულიანად გამეცინა. -არსებობს ! ამიტომ ძალიან საპატიო მიზეზი მაქვს და საღამომდე ნუ შემაწუხებთ.! -ხო ეგ ძაან საპატიო მიზეზია ხომ იცი ! მითხრა და ახითხითდა. -წააავეეედიიი მეეეე ! რაც შემეძლო გავწელე და ტელეფონი გავთიშე. საღამოს ექვსი საათი იყო, რომ გამომეღვიძა, წამსვე გამიელვა გონებაში მერის სიტყვებმა გამიელვა, სწრაფად მოვწესრიგდი, სპორტულად გამოვეწყვე და სამზარეულოში გავედი. სახლში სამარისებული სიწყნარე იყო. -როგორც ჩანს სახლში არავინაა ! ჩავილაპარაკე ჩემთის და ყავა ჩამოვასხი. მალე ტელეფონიც აწკრიალდა. -გოგო მზად ხარ? -კი, ამო ყავა დავლიოთ და წავიდეთ. -რა ყავა ? ისედაც ვაგვიანებთ, ჩამო ქვემოთ სწრაფად გელოდები. -ხო კაი მოვდივარ. ვუთხარი, ყავა მაგიდაზე დავდგი და ქვემოთ ჩავედი. ნახევარ საათში უკვე კლუბში ვიყავით. -იცოდე დღეს კარგად უნდა გამოვთრეთ. -ხვალ რომ ჩემი ქორწილიაა და დილით ადრე, რომ ვართ ასადგომი არაუშავს ? -უშავს მაგრამ, თორმეტამდე ჯერ კიდევ ხუთი საათია და როგორმე ვიმყოფინებთ. მითხრა და წარბები მაცდურად აათამაშა. -იცოდე თორმეტზე სახლში უნდა ვიყოთ ! -ვიცი ვიცი, მაგას რა დამავიწყებს ხვალ მეჯვარე ვარ ! იმ ღამეს მართლა ძალიან ბევრი დავლიე იმდენად ბევრი რომ უკვე ნირმალურადაც ვერ ვადგამდი ფეხს. მალე ჩვენ მაგიდას ნიკა მოუახლოვდა და დიდი მეგობარსავით მომიკითხა. -შეგიძლია წამით გამომყვე! მითხრა და თბილად გამიღიმა. -კი ნიკუშ რა პროლემაა! ვუთხარი და ძვლივს-ძვლიობით ავდექი ფეხზე. -მოხდა რამე ? -ხვალ თხოვდები? -ხო ვთხოვდები ! -არ გათხოვდე რა, გთხოვ ვიცი რომ გიყვარვარ და წავიდეთ, ვაფშე ყველაფერი დავიკიდოთ და წავიდეთ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნასვამი ვიყავი ეს საღად აზროვნებაში ხელს არ მიშლიდა. -შენ ნორმალური ხარ ? რეებს ბოდავ ? -ვიცი რომ გიყვარვარ და გეუბნები წავიდეთ მეთქი, დავიკიდოთ ყველა ! -რა მიყვარხარ, შენ საღად აზროვნებ ? არ მიყვარხარ და არსად წასვლას არ ვაპირებ მითუმეტეს შენთან ერთად ! -კარგი რა ანასტასია, გთხოვ ! მითხრა და ჩემ ტუჩებს დაეწაფა. გაკვირვებული ვიყავი, კოცნაში არ ავყოლილვარ მაგრამ არც მოშორება მიცდია. ბოლოს თვითონ ჩამომცილდა. არვიცი იმ წამს რა მოხდა, დავინახე როგორ დაარტყეს ნიკას და როგორ დავარდა იგი მიწაზე. შემდეგ როგორ ჩამავლეს ხელი მკლავში და უმისამართოდ გამაქანეს. აზრზე რომ მოვედი ერეკლეს მანქანაში ვიყავი, ის კი მე შემომცქეროდა. -აქ რა გინდა? -მაგას რა მნიშვნელობა აქ ! რას აკეთებ ? ხვალ ჩვენი ქორწილია ანასტასია რას აკეთებ გეკითხები ! დაიგვირგვინა მანქანაში ბარათაშვილის ხმამ და შიშისგან შევხტი. -მეე... მე ისა.. არაფერს არ ვაკეთებდი. -არაფრის კეთება გგონია ვიღაც ბიჭთან კოცნა ფართის გამართვა ? -ასე ნუ მელაპარაკები ! ვუთხარი და ჩემდა უნებურად თვალები მლაშე სითხით ამევსო ! ,,ოღონდ ახლა არ იტირო“ ! ვაფრთხილებდი საკუთარ თავს ! მაგრამ დამიჯერა ვინმემ? -იცოდე ცრემლები არ მჭირდება ! გესმის შენი ცრემლები არაფრად მჭირდება ! მითხრა და ხელი საჭეს დაჰკრა. წამით მეგონა რომ საჭე მოტყდა მეთქი ისე ძლიერი იყო დარტყმა. -მე შენ გენდე გესმის ! მე შენ ჩემ მეგზურად აგირჩიე ! ნუთუ შენგან ასეთ საქციელს ვიმსახურებდი ?! -არ იყო ასე, შენ არ გესმის ! -ხო მე არ მესმის და შენ გესმის ხო ? მითხრა და ცინიკური მზერა ამავლო. -შენ გამო საკუთარ პრინციპეპს გადავაბიჯე ! გენდე ! გენდეე გესმის ?! ჰმმ.. და სანაცვლოდ რა მივიღე. ნაბიჭვარსავით მომექეცი. მისმა სიტყვებმა გული დამწყვიტა, იქ შიგნით რაღაც ძალიან მეტკინა. -გთხოვ მომისმინე ! გემუდარები აგიხსნი ! ვბუტბუტებდი ჩემთვის. -არა, არ მჭირდება შენი ფუჭი სიტყვები, ყველაფერი დამთავრდა ! ბეჭედი შეგიძლია შენთვის დაიტოვო. ახლა კი გადადი ჩემი მანქანიდან. მელაპარაკებოდა ისე, რომ არც კი მიყურებდა. მე კი გავქვავდი. გავქვავდი რადგან მივხვდი სამყარო თავზე მემხობოდა და მე ვერაფერს ვცლიდი. -არ შემიძლია ვერ წავალ ! ასე ვერ მომექცევი. -უკვე მოგექეცი ! შენი სიტყვები გახსოვს შენი ცხოვრებიდან მაშინ წავალ როცა ამას შენ მოისურვებო. გახსოვს? -მახსოვს ! -ხოდა მოვისურვე. მინდა ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე ! წადი ! მისი ხმა ძალიან მშვიდი იყო, მე კი ყველანაირი სიმშვიდე, თავდაჯერებულობა, გამიქრა და მეტყველების უნარი დავკარგე. -ახლავე წადი ! ჩემ მოთმინებას ნუ ცდი ანასტასია ეს კარგად არ დამთავრდება ! მითხრა და ხელი მომუშტა. განადგურებულმა ჩამოვწიე საკეტი, მანქანის კარები გავაღე და გადმოვედი. კარების მიკეტვა არ დამცალდა ისე მოსწყდა მანქანა ადგილს მე კი ასე გახევებული დამტოვა. ვხედავდი როგორ მშორდებოდა მანქანა, და თან რაღაც იდუმალი მიჰქონდა. ვიცოდი ახლა თუ გავუშვებდი, ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, მუხლები მომეკვეთა, და გონება დავკარგე. დილით, რომ გავიღვიძე ჩემ ოთახში ვიყავი, წამით მეგონა ყველაფერი დამესიზმრა მეთქი მაგრამ როცა მერის განადგურებულ სახეს გადავაწყდი, ამ დაუნდობელ რეალობასთან თვალის გასწორება დამჭირდა. მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი ! -როგორ ხარ ? მე ისევ ვერ ვიღებდი ხმას ! -როგორ ხარ? ანასტასია ხმა გამეცი, ნუ მაშინებ. -ჩემი ბრალია ყველაფერი, რატომ ავიჩემე ეს საღამო რა ჯანდაბად მინდოდა ?! -შენ არაფერს შუაში ხარ ! დავიჩურჩულე ჩემთვის და ლოგინიდან წამოვდექი. -უნდა დაველაპარაკო, ასე ადვილად ვერ დავკარგავ. მის გარეშე არაფერი ვარ ! -დარწმუნებული ხარ რომ მოგისმენს ? -მანამდე არ წამოვალ სანამ არ მომისმენს. ვუთხარი მტკიცედ და წამოვდექი. მალე მოვწესრიგრდი და ოფისში წავედი. გაკვირვებული სახეები დავაიგნორე და ერეკლეს კაბინეტს მივაშურე. არც მდივნისთვის მიმიქცევია ყურადღება. -ბატონი ერეკლე დაკავებულია ! ვითომ არც გამიგონია მეთქი დაუკაკუნებლად შევაბიჯე ერეკლეს კაინეტში და გავხევდი როცა ერეკლეს მუხლებზე შემომჯდარი ნინო დავინახე. ერეკლემ წამსვე შემამჩნია და უსიამოვნოდ გააქნია თავი, რითაც ნინოს ანიშნა ადექიო, ისიც დაემორჩილა. -ერეკლე უნდა ვილაპარაკოთ! -სალაპარაკო არაფერია ! -ერეკლეე... გთხოვ ! ვუთხარი და მუდარისთვალით ავხედე. მანაც უხმოდ გადახედა ნინოს და ნინო ოთახიდან გავიდა. -უნდა ვილაპარაკოთ. -გისმენ. მითხრა და უემოციოდ გადმომხედა. მეც ბოლო ძალები მოვიკრიბე და დავიწყე. -იმ ღამეს მართლა ბევრი დავლიე, მაგრამ არა იმდენად რომ საღი აზრი არ შემრჩენოდა. ნიკა თავისით მოვიდა და მაკოცა, მე არაფერ შუაში ვარ დამიჯერე გთხოვ. -ჰმმ.. ესეიგი თავისით ხომ ? -ხო ! -მოდი, მოვრჩეთ ამ მასკარადს ანასტასია ! მისი ხმა ისეთი ირონიული იყო, რომ ტანში არასასიამოვნოდ გამცრა. -არ მჯერა შენი ! შენი ასეთი საქციელით, ყველაფერი რაც ჩვენ შორის იყო გაანადგურე, და რადგან ასე მოხდა ეს ლაპარაკი სხვა არაფერია თუარა წყლის ნაყვა. -შენ ტყუი, შეუძლებელია ასე გამქრალიყო ყველაფერი ! -ვიცი, არც გამქრალა. სიყვარული დარჩა, ალბათ ვერც გაქრება მაგრამ პატივისცემა დაიკარგა და იქ სადაც არ არის პატივისცემა, ურთიერთობას თეთრის ფასი აქვს. -ასე ნუ ლაპარაკობ გთხოვ ! გულს ნუ მტკენ ! -ჰმმ.. შენ რა გგონიაა მე არ მტკივა ? შენ რა გგონია ქვა მიდევს ? დაიგვირგვინა ბარათაშვილმა ! -არა ძვირფასო შენ ცდები ! მე შენზე ძვირი რამ მიდევს ! ეს კი არის ღირსება. ჩემი ცხოვრება პრინციპებზეა აგებული, იმის შემდეგ რაც მშობლები დავკარგე ბრძოლა გამოვუცხადე ყველას და ყველაფერს. შენ რა გგონია თავიდანვე ასეთი მდიდარი ვიყავი ? არა ძვირფასო, იყო დრო როცა მე და ჩემ ძმას საჭმლის ფულიც არ გვქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი გადავიტანეთ, არავის ვენდობოდი არავის ! ერთადერთი შენ გენდე და რა მოვიგე? გამანადგურე ანასტასია, და შენი სიტყვებით ამ წამსაც მანადგურებ. სამსახურში შეგიძლია ჩვეულერივად იარო, მე არასდროს ვუკავშირებდი პირად ცხოვრებას სამუშაოს და არც ახლა შეგექმნება პრობლემა. -არ შემიძლია, თუ წავალ მაშინ აქედანაც უნდა წავიდე. -მაშინ წადი ! მივხვდი, რომ აქ ვეღარ გავჩერდებოდი, სული მეხუთებოდა, მივხვდი რომ ყველაფერი დამთავრდა, უნდა წავსულიყავი და ყვეალფერი ასე დამეტოვებინა. -მიყვარხარ ! -მეც. -აბა რატომ აღარ ვართ ერთად? -დრომ მოიტანა. -როგორც მოიტანა ისე წაიღოს. -ვეღარ წაიღებს. -რატომ? -ასეა საჭირო. -ანუ მათავრდა... -ყველაფერი. -მოგონებები ხომ დარჩება. -სულ გვემახსოვრება. -ჩაგეხუტები... ვუთხარი და მისკენ გავემართე. მანაც მიმიშვა და გულზე მიმიხუტა. -მაკლიხარ! -ჩუმად. -მომენატრები. ჩემი სიტყვა უპასუხოდ დატოვა, მე კიჩამოვცილდი, ჩანთა ავიღე და დავტოვე. დავტოვე ფირმა... დავტოვე სახლი... დავტოვე საქართველოც... და დღეს მისგან მრავალი კილომეტრების დაშორებით, ჩემი გული მაინც მისი სიყვარულით ძგერს. ჩემი ცხოვრება გრძელდება, სავარაუდოდ ალბათ მისიც. ჩვენი ორმაგი ცხოვრება, ერთმანეთის გარეშე, უმისამართოდ, უმიზნოდ, მიერეკება. ესეც დასასრული ! არ ჩამქოლოთ, არ მომკლათ მე გაგაფრთხილეთ მალე სიტუაცია დაიძაბება მეთქი იმედიაა მოგეწონებათ მადლობა კომენტარებისთვის, იმედია არც ახლა დაიშურებთ თუ ძაან გეწყინათ ასეთი დასასრული, შესაძლოა გაგრძელებაზე ვიფიქრო პ.ს მიყვარხართ ყველა, შორეს, მარგოს და კნუწიკს დიდი, დიდი მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.