შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოეზია – სულის მდგომარეობა


14-12-2015, 14:02
ავტორი Nude
ნანახია 3 801

კითხვაზე, თუ რა არის პოეზია, დღემდე არავის მოუცია ყველასათვის მეტნაკლებად მისაღები პასუხი. პოეზიის აღთქმა-გაგება და სიყვარული უმეტესწილად სუბიექტურია, ამიტომ მისი განმარტებაც ყოველთვის სუბიექტური და არასრული იქნება. ამ შემთხვევაში პოეზია რელიგიას ჰგავს, ისიც რწმენის თავისუფლებაზეა დაფუძნებული.
პოეზიაში ყველა თავის ღმერთებს, კერპებს, ხატებსა და წმინდანებს ირჩევს, როგორც იტყვიან, ყველა თავის რჯულზე სწირავს. ეს არ არის გემოვნებათა აღრევა, ამიტომაც მსჯელობენ და კამათობენ მასზე. მაშასადამე, პოეზია მხატვრული მრწამსისა და გემოვნებისადმი თაყვანისცემაა: მე ეს მწამს, მე ეს მიყვარს. ალბათ ამიტომაც არის ჭეშმარიტ პოეზიაში, როგორც ლოცვა ვედრების, გალობა-ღაღადის, ისე კურთხევა-შეჩვენებისა და ზებუნებრივ ძალებთან მისტერიული ზიარების ელემენტებია. ხოლო თუ უბრალოდ და პირდაპირ ვიტყვით, ყველაფერი ის, რაც გულს შეგვთრთოლებს და ესთეტიკურ ტკბობას მოგვანიჭებს, უკვე პოეზიაა ფართო გაგებით.
პოეზია გულის კულტია, ადამიანის ლამაზი და ამაღლებული სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა, ოღონდ მძაფრებული გამოხატვა. პოეზია სიმახინჯეშიც (არაესთეტიკურშიც) სილამაზეს აღმოაჩენს (აბრეშუმის ჭიიდან ფერებხასხასა პეპელა იჩეკება).
პოეზია ყოველწამიერი პროზაული ერთფეროვნების ჯაჭვიდან ამოვარდნაა, სულის ფრთაშესხმული მდგომარეობაა. ტკივილისა და მწუხარების ამსახველი სტრიქონიც კი შემოქმედებითი სიხარულით იქმნება. ძველი სწავლულები პოეტური შემოქმედების პროცესს “ღვთაებრივ სიშმაგედ”, “ღვთაებრივ ბნედად” ნათლავდნენ, რომლის დროსაც თითქოს წინასწარმეტყველების ზეგარდმო ნიჭიც მჟღავნდებოდა.
პოეზიას სხვაზე ბევრად უფრო მგრძნობიარე ადამიანები ქმნიან. სწორედ ისეთები, რომლებიც სულიერ ღველფს ატარებენ. პოეზია “მოაზროვნე ლერწამის დრტვინვაცაა”, პოეზია ოცნების ფენომენია და მას მეოცნებეები ქმნიან. ოცნების შეჩერება კი შეუძლებელია. ამიტომაც უსწრებს პოეზია თავის დროს, უკვე არსებულსა და დაკანონებულს, მოითხოვს მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, კიდევ უფრო გალამაზებას.”
შოთა ნიშნიანიძე.

* * *
კვლავ გიჟურად აშრიალდა მარტი
ალბათ ხვდები, რაღაც უნდა გთხოვო,
ვერ აგიხსნი რატომ შემიყვარდი
ვერ გავუძლებ, მარტო რომ დამტოვო
შორიდან ვგრძნობ შენს ნისლიან მზერას,
სადღაც ახლოს შენი სუნი მეცა,
უკვე ვისმენ შენი გულის ძგერას
წამი ისევ საუკუნედ მექცა.
დაგიკოცნი მოციმციმე თვალებს
უნებურად თუ გავბედავ კოცნას,
დრო და დრო თუ ეჭვები მაწვალებს,
შენ თვალებმა კვლავ იმედი მომცა,
გამიღვიძა გულში ბრძოლის ჟინი
ის მიმქრალი ცეცხლი გამიღვივა,
მეც მარტივით ამირია ტვინი
შენ და მარტი ერთად მათბობთ მცივანს.

* * *
შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,
მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,
ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ,
ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
“მიყვარს.... არ მიყვარს...” ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება “არ მიყვარს”,
ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი,
მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი,
ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად
და შენზე ფიქრით ნაღალატევი
გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი,
თბილისის კართან შენ თუ შემხვდები,
“არ მიყვარს...” “მიყვარს...” ფოთლებს მივძახი,
მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...

* * *
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით
ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს
და მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს
და არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.
უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.

* * *
ნაღვენთი თაფლის სანთელის შუქზე,
მინდა მოვწყვიტო შენთვის ვარსკვლავი
უკიდეგანო სამყაროს ზღურბლზე,
ეს დედამიწაც მინდა გაჩუქო,
მთებით, ველებით, თუ რამეს ვუმზერ.
მინდა შენს ყოველ ნაკვალევს ვუძღვნა,
სადაც ფეხს შედგამ ამ მიწის გულზე,
ნამით მორთული ნაზი ყვავილი,
უხვად რომ აფრქვევს მათრობელ სურნელს.
მზეც მინდა მოგცე იმისთვის, კარგო,
რომ მოხდენილად გეკეთოს გულზე,
სიმღერა მინდა ისე გიმღერო,
იადონიც და ბულბულიც დუმდეს.
შენი სახელი მინდა ვიყვირო,
რომ ქვეყანაზე სულ ყველგან ქუხდეს,
წვიმის წვეთებიც მინდა შენ გქონდეს,
ოკეანედ რომ იქცევა უცებ,
მერე მინდა, რომ კალმით დაგხატო
აზვირთებული ტალღების ზურგზე,
ცისარტყელებით შენთვის მოვქარგო
ცისა კამარა, ღმერთების ბუდე
და ზედ კი მინდა დიდად დავწერო
- მე მას ვუყვარვარ! სულ ყველას გშურდეთ

* * *
იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მე კი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემიყვარდი,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის ვარდი.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა
და თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი? წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უსიყვარულო ნიავმა,
შენზე ფიქრებიც წაიღო
და რაც არ გინდა ლამაზო,
არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,
ადრე თუ გვიან ინანებ,
იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,
რომ სიყვარული არ იცი,
სიცივე რატომ ჩაიცვი?
ერთი კითხვა მაქვს ,,სიცოცხლევ''
სირცხვილით ხომ არ დაიწვი?
ჩემს გულში თბილად იჯექი,
ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,
ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი,
ახლა კი აღარ მიყვარხარ!

^^^
ალბათ, ხვდებით, თუ როგორ გიჟივით და საოცრად მიყვარს პოეზია. ეს ისაა, რაც მე მჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასე ,,გადარეული'' პოეზიაზე...



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მეც გადარეული ვარ პოეზიაზე და ჩემთვის ჰაერივით არის ^_^ როცა მინდა ან არ მინდა მაინც მეწერინება და მეკითხვინება.
ყველაფერში პოეზიას ვხედავ, ყოველ ქალში თუ კაცში, ყოველ საგანში დანაფერფლებში თუ თავად ღმერთში. ეს იდეალური შერწყმაა სულისა და სხეულის, გონების, რომელიც იწვის და იფერფლება შემოქმედების დროს.
ძალიან მაგარი გრძნობაა love და ლექსებიც რასაკვირველია ძალიან მომეწონა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2 სტუმარი black

Magariaa magaria chemo lamassolovedzaan kai poeziis sagamo gamomivida lesebi...xatva chemtvis ganuyrelia

 


№3 სტუმარი black

Chemo gamura xatva gexerxeba?!

 


№4  offline მოდერი Nude

black
Chemo gamura xatva gexerxeba?!

სამხატვრო აკადემიაში დავდიოდი 1 წელი, ახლა აღარ :)
--------------------
bailey

 


№5 სტუმარი ელიზბარ გაბუნია

მე ძალიან მომეწონა

 


№6 სტუმარი black

ღამურა
black
Chemo gamura xatva gexerxeba?!

სამხატვრო აკადემიაში დავდიოდი 1 წელი, ახლა აღარ :)

aa axa gasagebia sheni pantaziebi saidan modis ase lamazad

 


№7  offline მოდერი Tako Tako_2

მე ძალიან მომეწონა

 


№8 სტუმარი ანჯელინა ჯოლი

დებილობაარ მომწონს გოიმობააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent