შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათვალე (2,3 და 4)


30-01-2017, 22:42
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 012

2

გულში ჩაგროვილი ყველა ემოცია სადმე რომ არ გადამეტანა ალბათ მოვკვდებოდი. თავს საოცრად ვგრძნობდი, არვიცი რატომ გამახარა იმ ფაქტმა რომ წუხელ სამმა ბიჭმა გამძარცვა. თუმცა აღიარე ანასტასია, ნაძარცვი უკან დაგიბრუნეს. ამისთვის მადლობა მას. რა მადლობა? სულ გადაირიე?. ყოველთვის რატომ ცდილობს ჩემი მეორე მე სხვა აზრის წარმოთქვას გამაგებინეთ. მიშხამავს ყველაფერს. უცებ მუზამ კარზე მომიკაკუნა. ოჰ ისევ კაკუნი. ჩემთვის ჩავიცინე და ლეპტოპს ხელი დავავლე. მოდით შევუდგეთ წერას. თითებმა თავისთვის დაიწყეს კლავიატურაზე მონაცვლეობით სირბილი. 15 წეთი და უკვე 3 ფურცელი, ნეტა კარგი შინაარსის მაინც იყოს. ჩეთვის ისტორიების წერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი იმდენად მამშვიდებს და გულს მიჩქარებს რომ მთელი ემოციებით ვაქსოვ ჩემს გრძნობებს თითოეულ სიტყვაში. ჩემი ნაწერით კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ, შესაძლოა მომწონდა რაღაც ის, თუნდაც წერტილი, მაგრამ რაცარუნდა ყოფილიყო მაინც ვიპოვიდი რამე მნიშვნელოვან შეცდომას და მერე მთელი დღე ამაზე ვწუწუნებდი. ყოველთვის მქონდა ერთი დიდი ოცნება, დამეწერა წგნი რომელიც იქნებოდა ჩემეული. ჯერ მთლად ასეთ დონეზეც არვარ, თუმცა რაღაც ჩანაწერებს ვაკეთებ მოყვარულის დონეზე. ოქსფორდის, ინგლისური ლიტერატურის პროფესორი სერ რელეიზე ამბობდა „მე არ შემიძლია წიგნის შექსპირის დონეზე დაწერა, მაგრამ მე შემიძლია ჩემი საკუთარი წიგნის დაწერა“. არავის ძალუძს შეედაროს იმ დიდებულ მწერლებს, მათნაირი პიესები, ნაწარმოებები და რომანები წერონ, მაგრამ შეუძლიათ დაწერონ ის რაც მათ გულებშია ჩაქსოვილი, აი სწორედ მაშინ შეძლებენ მკითხველი სწორედ რომ დი მწერლების დონეზე მოხიბლონ. დიდად გაიწელა ეს წერის პროცესი, შოკოლადიც თითქმის ჩამოდნა. დედაჩემთან დარეკვაც დავაპირე და იმდენი მელაპარაკა ლაზარეზე რომ ტვინი გამიბურღა. ცოტახანში ჩემი საუკეთესო მეგობრისგან მომივიდა მესიჯი. 1 საათში ჩემთან მოდიოდა, მეც ავდექი და მაცივარში შევიჭყიტე. მხოლოდ ყავა მქონდა რომ გავმასპინძლებოდი, შემდეგ ჩემს საფულეში ჩავიჭყიტე. 20 ლარიანი მიმზერდა, თანკი მეუბნებოდა წადი და დამხარჯეო. კანდაბა კარგი.თავი გადავატრიალე და მაღაზიაში ჩავირბინე.პადიეზდში ბიჭები დამხვდნენ.თავისთვის რაღაცას ბუტბუებდნენ და თან თვალს მადევნებდნენ. ჩემი გამოჩენისას საუბარი შეწყდა. უბრალოდ მეზობლის ბავშვებივით ივნენ აყუდებულები კედელზე და მე შემომცქეროდნენ. ანდრონიკე ვერსად დავინახე.. გულიც კი დამწყდა, მაგრამ არაუშავს. მაღაზიაში 2 ლარის „ბამბუკები“ ვიყიდე და ერთი პური. სირბილით გავფრატუნდი ჩემი სადარბაზოსკენ და ლიფტში წამებში შევძვერი. კარი დაკეტვას აპირებდა როცა უცებ ვიღაც შემოძვრა. თავიდან შემეშინდა, ბოლოს სახეზე რომ შევხედე ანდრონიკე ამოვიცანი. თავი ძლივს შევიკავე რომ არ ჩავბჟირებულიყავიი, მაგრამ რატომ? ნეტავ რა მაცინებდა? კაცმაარიცის.ჩემს წინ იყო ატუზული და მიღიმოდა. ასე ვიყავით დიდიხანი როცა ხმა ამოიღო.
-გამარჯობა.საყვარლად აწია ხელი ვითომ შორს ვყოფილიყავი.
-გაგიმარჯოს.შევეცადე სერიოზულად მეპასუხა.
-მოგეწონა შოკოლადი?.გულოო! გაჩერდი გთხოვვ.
-კი კი ძალიან.თავი დავუქნიე და ცალყბად გავუღიმე.
-ვიფიქრე ხომ არ შევუაროთქო.ვაიდედიკო.
-სტუმარს ველოდები.მორცხვად გავუღიმე.
-გოგოს თუ ბიჭს?.მოიცა ახლა ეს რაიყო?.
-მეგობარს.მოკლედ მოვუჭერი და გვერდით გავწიე, ჩემს სართულზე ჩავედი და გასაღები მოვიმარჯვე.
-გოგოს თუ ბიჭს?.უკნიდან მისი ხმა მომესმა.
-რაშენისაქმეა.უცებ გავგულიანდი.
-მაინტერესებს ძმაკაცი წამოვიყოლო თუ დაქალი.სიმწრისგან კბილებსშორის გამოსცრა.
-არავინ არ წამოიყოლო.საკეტი გადავატრიალე და კარი შევაღე.
-მაგას მე გადავწყვეტ ვინ წამოვიყოლო და ვინ არა.მაჯაში ხელი მომკიდა, გარეთ გამომიყვანა და კედელზე ამაკრო.
-თავი გამანებე.ხელის განთავისუფლება ვცადე მაგრამ ამაოდ.
-გოგოს თუ ბიჭს?.ამან რა ჩაიხვია?.
-გოგოს გოგოს.ბოლოს მივაყარე და მანაც ხელი გამიშვა.
-ანუ ძმაკაცს წამოვიყოლებ.ირონიულად ჩაიღიმა და წვერზე ხელი გადაისვა.
-არავინ არ წამოიყოლო და შენც არ მოადგა ჩემს სახლში ფეხი.კატეგორიულად გავაბრთხილე და საჩვენებელი თითი წინ ავუფრიალე.
-მაგას მე გადავწყვეტ რა გავაკეთო და რა არა.
-მომწყდი თავიდან.ხელი ავიქნიე სახლში შევარდი და კარი გადავკეტე.-ტუტუცი.ჩემთვის ჩავიბურტყუნე და სამზარეულოში გავედი. დიდხანს დავდიოდი წინ და უკან. ველოდებოდი ერთი საათის გასვლას, ლალიკო კი არსად ჩანდა. ბოლოს როგორც იქნა ტელეფონზე ზარის ხმა გავიგე. სწრაფად დავწვდი მობილურს და გავაგონე.
-რომელია შენი კორპუსი? ის ხოარაა დიდი ზვირთხივით წამოყუდებული ბიჭები რო დგანან და შესასვლელთან ჟიზნ ვარამ რომ აწერია.სიცილით ჩამჭყავის ტელეფონში.
-ხო აი ეგაა, იმედია სართულიც არ დაგავიწყდა.
-თარსი სართული.
-გაგათარსებ ახლა შენ.მალევე კარზე კაკუნის ხმა გავიგე. ვიცოდი რომ ლალიკო იყო მაგრამ გულმა მაინც სწრაფად ძგერა დაიწყო. ყოველ დაკაკუნებაზე ასე გულისპრანჭვები თუ დამწეყო კარგად ყოფილა ჩემი საქმე.
-ტასუნიაა.სწრაფად შემომაფრინდა და ბზრიალით პირდაპირ მისაღებისკენ გამაქანა.
-ლალიკო, ჩემო ლალიკო როოგრ მომენტარეე.ხელები ძლიერად მოვხვიე და ხალიჩაზე გავაგორე.-მოიცა კარი ჩავკეტო.ძლივს მოვშორდდი ჩეს დაქალს, სწრაფად წავედი კარისკენ და გადავკეტე.
-ნახე დედიკომ ბლინჩიკები გამოაცხო და შენთან გამომატანა.დიდი პარკიდან კონტეინერი ამოიღო და წინ დამიდო.-კიდევ მჟავე კიტრი ხვალ პახმელიაზე გვესიამოვნება.დიდი ბანკაც ამოაყოლა.
-მოიცა რა პახმელია.თვალები გამიფართოვდა რადგან ფხიზელი ვიყავი.
-აი ეს არაყი კი მამიკომ.არყის ბოთლი გვერდით მიუდგა და ამაზე სულ ახარხარდა.
-მოიცა ახლა უნდა დავლიოთ?.
-მაშ.
-რახდება რო?.
-რახდებადა.საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო და დაფიქრდა.- მოდი ამ დღეს დავარქვათ ტასუნას და ლალიკოს დღე.
-ტალიკო დავარქვათ.
-ტალიკოობას გილოცავ.გახარებულმა შეჰყვირა და ხელები მომხვია.
-შენც გილოცავვ.მეც გახარებულმა შევძახე და ამაზე ავხარხარდით.
-შენებს ძალიან დიდი მადლობა გადაეცი, არიყო საჭირო.
-რასქვია არიყო საჭირო, ბებიაშენი რომ რძეს და ყველს მიგზავნის ხოლმე ახლა ჩემებსაც უნდათ თავისი ლუკმა გაგიზიარონ.
-შენები ისედაც როგორ მეხმარებიან.
-რა გეხმარებით კაცო გააჩუმე ენა თორე ამოგაძიძგნი.
-მუშაობა დამაწყებინეთ, რაღაცეებს მჩუქნით.
-ყველაფერი შენი შრომით გაქვს გამომუშავებული დაიკო.
-ვაიმე როგორ მიყვარს დაიკოს რომ მეძახიხოლმე.
-მეც დაიკოო.
ასე დიდიხანი ვიყავით ერთმანეთზე ჩაფსკვნილები, თან ხმამაღლა ვიცინოდით. რაღაც პატარა სუფრაც გავშალეთ. ნინო დეიდას ბლინჩიკები, შემწვარი კვერცხი და კარტოფილი, ზაზა ბიძიას არაყი ამას კი პლიუს კოკაკოლა, ჩემი და ლალიკოს საყვარელი კოკაკოლა.დიდი ვერაფერი მარა მაინც გემრიელობა იყო, მამაპაპურად ჩავუჯექით და ქეიფი დავიწყეთ. ჯერ როგორც ყოველთვის უფლის სადიდებელი, მერე ჩვენი სადღეგრძელო მერე წასულები და ბოლოს ხან 3 ჩ ხანკი 4. კისკისით ვურტყავდით საშინლად გრადუსიან სითხეს თან კი შესაფერის მომენტს ვეძებდი რომ გუშინდელი ამბავი მომეყოლა. ბოლოს როგორც იქნა ბოლომდე შევაპარე შემდეგ კი რეაქციას დაველოდე. თავიდან ჩუმად იყო, მიყურა მიყურა, მერე თავი გვერდი გადააქნია და ჩაიცინა.
-ეგეც შენი ხიფათი, დატკბი ახლა.
-ხო ხიფათი, მინდა ისეთი რამ გადამხდეს თავს რომ ჩემს შვილიშვილებს მოვუყვე და ამაზე წიგნი დავწერო.
-ხოდა, თუ ბედმა ლიმონი გარგუნათ, შეეცადეთ მისგან ლიმონათი გააკეთოთ.
-აბა ლიმონი?.ქვედა ტუჩი მოვბრიცე და ტრავოლტას პაროდია გავაკეთე.
-ანდრონიკეა ლიმონი, ხოდა ახლა ლიმონათი გამოწურე.
-როგორ საწურში დავწურო?.
-ხო აიღე, ჯერ დააბლენდერე მერე კი საწურში ჩაასხი სუფთა წვენი რომ გამოვიდეს.
-რანაირად გამოვწურო მაგისგან ლიმონათი მერე მე.
-ხელი მოუჭირრე და არ გაუშვა, ვგრძნობ რომ თქვენს შორის რაღაც ცეცხლია.
-ცეცხლი არა მარა ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად იყო.
-მორჩი სისულელეებს.აივანზე გავიდა და გარეთ გადაიხედა.-აბა რომელია?.
-აქედან რას დაინახავ ეხლა.
-ეს შენ შეიძლება ვერ დაინახო თორე მე კი მაქვს არწივის თვალები.
-აი ის შავ მანქანასთან რომ დგას, შავი ქურთუკი რომ აცვია, ხელში ტელეფონი რომ უჭირავს, შავი ქუდი რომ აფარია და რომ იცინის.
-მე კიარა შენ გქონია არწივის თვალი.
-აი ამოიხედა.ტანში დამცრა როცა მივხვდი რომ ჩვენს მიმართულებით იყურებოდა.
-ვსო კრიმინალზე ხარ შეყვარებული.
-რა შეყვარებული, ხოხარ ნორალური.
-კაი ხო ჯერ არხარ შეყვარებული.
-არც არასდროს შემიყვარდება.
-აგერ დაგინახავ.
-კაი.
-ცუდი ბიჭები მოგწონს ცუნცულლ.
-გადი გამასწარი ახლა აქედან.
ასე ტინგიცში დაგვაღამდა. ღამის 11 საათი იყო როცა ცეკვას მოვრჩით.ძირს გართხმულები ღრმად ვსუნთქავდით და ჩვენს ნაცეკვ ტანგოს სასაცილოდ ვიგდებდით. უცბად შუქი ჩაქვრა. მუსიკა გაითიშა და მხოლოდ მთვარის შუქმა შემოაჭყიტა ოთახში.ფეხზე სწრაფად წამოვხტით და რასაც ყველა ქართველი აკეთებს შუქის ჩაქრობისას ისე გავაკეთეთ.ფანჯარაში გავიხედეთ და მოპირდაპირე კორპუსს გავხედეთ. იქაც ჩაბნელებული იყო ყველა სახლი. ფანჯრებში მხოლოდ ტელეფონის შუქი მოჩანდა.შემდეგ აივანზე გავარდით და ხალხის ჩოჩქოლს მოვკარით თვალი.
-რახდება?.ხმამაღლა შესძახეს ჩემმა მეზობლებმა ერთმანეთს.
-დაბლა ბიჭები არიან მგონი იმათმა გააფუჭეს რაღაც.გამოსძახა მეორემ.
-გიორგი შვილო რახდება?.
-წინა უბნიდან გადმოვიდნენ და რაღაც კაბელები გადაჭრეს.
-დედაა, მერე როდის ჩაგვერთება შუქი?.
-ხვალ საღამომდე ასე იქნება ქეთი დეიდა.
-დედა იმ სასიკვდილეებს პატრონი არყავთ.ამის შემდეგ წავიდა წყევლა კრულვა. მე და ლალიკო უკან შევბრუნდით და სახლი სანთლებით გავაჩახჩახეთ.
-აუ მოდი სული გამოვიძახოთ.უცბად დააბრეხვა ლალიკომ.
-გაგიჟდი გოგოო? რა სული.
-გეშინია არა?.
-მეშინია? მეე? ღადაობ ხო.
-აბა რატო აკანკალდი.
-ვინ აკანკალდა გოგო ხოხარ ნორმალური.
-მაშინ გამოვიძახოთ.
-ხო კაი გამოვიძახოთ.ბოლოს მაინც დავთანხმდით და სასტუმრო ოთახის შუაგულში ჩავჯექით.ირგვლივ სანთლები შემოვილაგეთ და ხელები ერთმანეთს ჩავკიდეთ.-ვინ გამოვიძახოთ?.
-მოდი ნოდარა პაპა გამოვიძახოთ.
-რა ნოდარა პაპა ქალო ხოარ გაგიჟდი?!.
-აუ მოდი რაა, ამ ერთხელ და ვსო.
-კაი ჯანდაბას.
-ნოდარა პაპა გიხმობთ.თვალები დავხუჭეთ ლაპარაკი კი ლალიკომ დაიწყო.-თუ ჩვენს შორის ხარ ნიშანი მოგვეცი, ოღონდ ძაანაც ნუ შეგვაშინებ.
-არგვიწყინო ნოდარა ბაბუ.ჩუმად ამოვიჩურჩულა და ასე გავშეშდი 5 წუთი.-ეგეც შენი ნოდარა პაპა.
-ნოდარი პაპა, ვიცი რომ აქ ხართ, უბრალოდ ნიშანი მოგვეცით.ცოტახანში ფარდებმა ფრიალი დაიწყეს.ორივემ სწრაფად გავიხედეთ დაკეტილი აივნისკენ და თვალები ვჭყიტეთ.-რამე უფრო რეალური რომ იყოს არა?.ასე გაყურსულები ველოდებოდით ნიშანს როცა კარზე კაკუნის ხმა გაისმა.სწრაფად შევყვირეთ ორივემ და ერთმანეთს ავეკარით.
-ვაიმე ნოდარი ბაბუ თუ ახლა თქვენ გვიკაკუნებთ კარებზე გეხვეწებით უკან წადით.კანკალმა ამიტანა, მართლა ძალიან შემეშინდა.ცოტახანში ისევ გასიმა კაკუნის ხმა.ამაზე კიდევ ერთხელ წამოვიკივლეთ, თუმცა გამბედაობა მოვიკრიბე,ლალიკოსთან ერთად სამზარეულოში გავედი და ხელი დიდ დანას დავავლე.აი ზუსტად იმ დანას ანდრონიკესთვის რომ მქონდა განკუთვნილი.-შენ ეს აიღე.ლალიკოს ჩაქუჩი შევაჩეჩე და წინ გავიჭერი.
-ღმერთო ოღონდ ნუმომკლავ და ნოდარა პაპას კიარა თვით მაიკლ ჯექსონსაც აღარ გამოვიძახებ.სასაცილოდ ბურტყუნებდა ჩემი დაქალი და ჩემს გვერდით ჩაფსკვნილი გადიოდა კარისკენ მიმავალ გზას. ჭუჭრუტანაში გავეხედე მაგრამ სიბნელე იყო, ვერავინ დავინახე.
-სიბნელეა.ჩუმად ვუჩურჩულე.
-ეხლა მანდ რომ ნოდარი იდგეს ხო დაანათებდა ზეციური სინათლე თავზე.
-იქნებ ჯოჯოხეთშიადა სიბნელიდან გამოჩნდა.
-უიმეე.
-კაი სამ თვლაზე ვაღებ შენ კი ჩაქუჩს იმარჯვებ.ხელი სახელურს დავავლე და ტელეფონის ფანარი ჩავრთე.-სამი ორი ერთი.სწრაფად დავიკივლე, კარი გავაღე და ფანარი ნოდარა პაპას მივუშვირე.ხმამაღლა ავკივლდით როცა ანდრონიკე დავინახეთ.ალბათ რა სასაცილო დასანახები ვიქნებოდით. მე ფანარით და დანით ლალიკო კი ჩაქუჩით.
-გაწიეთ ეგ რაღაცა.ჩვენს დანახვაზე უკან გაიწია და ხელები თვალებზე აიფარა შუქმა შეაწუხა და ამიტომ.
-ვაიმე გული გამიხეთქე.შვებისგან ამოვისუნთქე და თავი უკან გადავაქნიე.
-ეხლა შეიძლება შემოვიდეთ?.კართან აიზუტა ანდრონიკე და მისი ერთი ძმაკაცი.
-არა.ცალი წარბი მაღლა ავწიე და თვალი ალმაცერად შევავლე ორ საოცრად სიმპათიურ მამაკაცს.
-ნახე ლადო რა თავაზიანები არიან სახლში შეგვიპატიჟეს.ხელი გაკრა გვერძე მდგომს და სახლში დაუკითხავად შემოვიდა შემდეგ კი კარი მიხურა.
-ამ ჩაქუჩს ხედავ?.ხელში ააფრიალა მძიმე ჩაქუჩი ლალიკომ.
-ხო ვხედავ, ამისნაირი ბრუციანი არვარ.ჩემზე მიუთითა და ჩაიცინა.
-ხოდა ახლა ამაზე ბრუციანი იქნები.
-გაწიე ცხვირშიი არ გაირტყა შემთხვევით.ხელიდან გამოაცალა ლადომ და გვერდით მიაგდო.
-აბა აქ რამმდენხანს უნდა ვიდგეთ?.
-კარგით შემოდით.განზე გავდექი და ლალიკოს აბრიალებულ თვალებს ყურადღება არ მივაქციე.
-უკვე შემოსულები ვართ.წინ გაიჭრნენ და მისაღებში შევიდნენ.-არმითხრათ რომ რაღაც სექტის წევრები ხართ.
-არა ნოდარა პაპს სულის გამოძახება გვინდოდა.
-ჩვენი მეზობლის? ნაირას ქმრის?.
-ზუსტად.
-მერე გამოგივიდათ?.
-შენ თუ ნოდარა პაპა ხარ მაშინ კი.
-ამას შენ ასწავლე ხუმრობა?.მე მომიტრიალდა ანდრონიკე.
-დენი რატომ არაა?.
-მოპირდაპირე ქუჩის ბიჭებმა ჩაგვიჭრეს.
-რატო?.
-წინა დღეს ვიჩხუბეთ.
-ოჰ როდისღა მოასწარით.
-იმედია ყავა გაქვს.
-ყავახანა კიარაა გენაცვალე აქ.ვითომ გაკაპასებულმა შევუღრინე.
-უი მართლა?.
-მოორჩით რა ახლა.
ასე ყაყანში გავატარეთ ორი საათი. ჯერ გენდერლ უთანასწორობაზე მოგვივიდა შერკინება, მერე ძველ ბჭობაზე ბოლოს კი კაცობის დაკარგვაზე.ბოლოს ისევ ყავაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, სხვა გზა რომ არ მქონდა სამზარეულოში გავარდი და მოდუღება დავიწყე. გაზქურასთან ვიდექი და თან კოვზით ვურევდი რომ უგემური არ გამოსულიყო. სიჩუმეში ნაბიჯების ხმა გაისმა, გულმა მიგრძნო რომ ანდრონიკე იყო, ამიტომ არ შევიმჩნიე. წამებში ჩემს წელზე ხელები შეასრიალა და უკნიდან მომეხუტა. ტანში სულ ეკლებმა დამაყარა. არვიცოდი სად წავსულიყავი ან საერთოდ რა გამეკეთებინა, მაგრამ უბრალოდ ვიდექი მეტი არაფერი.სახე ყელთან მომიტანა და შუბლი მარჯვენა მხარზე ჩამოდო.ასე იდგა რამდენიმე წამით, შემდეგ მისკენ მიმატრიალა და სახე ამაწევინა. დიდხანს მიყურა თვალებში და ბოლოს წარბები მოჭმუხნა.
-ეს რაღაც ხელს მიშლის.სათვალე მომხსნა და გვერდით გადადო.ვსო ანასტასია ახლა გაიგე რანაირად გიყურებს.ვერაფერს ვერ ვხედავდი. ყველაფერი ისეთი ბუნდოვანი იყო ჩემთვის. ერთადერთი რაც ყველაზე მკვეთრად მოჩანდა მისი თვალები იყო. ზუსტად ისე ღელავდა როგორც მაშინ. კვლავ უამრავ ტალღას ქმნიდა და იქითაქეთ დახტოდა. თითქოს ვერაფერი ვიგრძენი, სათვალის გარეშე საერთოდ არაფერს წარმოადგენდა ანდრონიკე ჩემთვის. რადენიმე წამში ისევ მომარგო თვალებზე და გამიცინა.-აჭკარიკა.ღიმილით მიჩურჩულა და თეთრი კბილები სააშკარაოზე გამოიტანა. ახლა სულ გავთბი. მგონი ეს სათვალეა ყველაფრის თავი და თავი. აბა წეღან უბრალოდ უფერული არსება რატომ იყო. ახლა კი ის, ის რატომღაც ჩემი მგონია. თითებს ნელნელა ასრიალებდა ლოყებზე და ბოლოს ტუჩებთან შეაჩერა.ნელნელა ახლოს მოიწია, ტუჩები ახლოს მომიტანა და კოცნისთვის მომამზადა. მეც დებილივით მისწინ ვიდექი და ველოდებოდი როდის შემეხებოდა ბაგეებზე, ეს დრო საუკუნედ გაიწელა, ისეთი მტანჯველი და ამავდროულად ამაღელვებელი იყო რომ გარესამყაროს მოვწყდი და სადღაც სხვაგან გადავიკარგე.მთლიანად მასზე ვიყავი დამოკიდებული და მზად ვიყავი ხელებში ჩავდნობოდი.ასე გახევებული ვიდექი მის წინ როცა ტუჩები ყურთან მომიტანა და მიჩურჩულა.-ყავას მიხედე თორემ უკვე გადმოვიდა.ირონიულად ჩაილაპარაკა და შემდეგ სიბნელეში დაიკარგა.იმ მომენტში არვიცი რა დამემართა. დებილივით ვიღიმოდი და რატომღაც საერთოდ არ ვბრაზობდი, არადა გასაბრაზებელი იყო მისი საქციელი.სწრაფად მივტრიალდი ყავისკენ და გაზი გამოვრთე შემდეგ კი ღრმად ამოვისუნთქე. არსებობს ძველებური ანდაზა, რომ სულელიაა ის, ვისაც გაბრაზება არ შეუძლია, მაგრამ ბრძენია ის, ვისაც არ უნდა, რომ იყოს გაბრაზებული. გაიგე ეხლა სულელი ვარ თუ ბრძენი.

მეორე დღეს ადრიანად გამეღვიძა. ბიჭები ღამის 3 საათზე დაიშალნენ ამიტომ მე და ლალიკოს მოგვიწია ღამის შიშში გათენება. ერთმანეთზე გადაწოლილები მთელს ხმაზე ვიცინოდით და გუშინდელ ამბავს ვიხსენებდით. ბოლოს საათს რომ დავხედეთ გაგვახსენდა რომ კაფეში წაასასვლელები ვიყავით. სწრაფად წამოვფრინდით ფეხზე მოვემზადეთ და სახლიდან გავარდით. სადარბაზოში რომ გავედით ბიჭები დავინახეთ. რაღაცაზე საუბრობდნენ, ჩვენს გასვლისას გაჩუმდნენ და ხელისაწევით მოგვესალმენ. უცებ ჩვენი მეზობელი ნაირა მოვლანდეთ, დიდი ოვაციებით ყვებოდა რაღაცეებს და ჩვენ რომ დაგვინახა სწრაფად წამოვიდა.
-დედა გოგოებო გუშინ ჩემი ქმარი, ცხონებული ნოდარი დამესიზმრა, საწყალს თვალები ქონდა სულ ჩაშავებული, ასე მოდიოდა ვითომ და კარზე მიკაკუნებდა, ნაირა შენი წამოსვლის დრო არისო.თავზე ხელებს ირტყავდა საწყალი ქალი და დიდი ვაი ვაგლახით გველაპარაკებოდა. მერე უცებ სხვა მეზობლები დაინახა და სწრაფად შევარდა სადარბაზოში. მე და ლალიკომ ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილისგან ძირს ჩავიკეცეთ. ანდრონიკე და ლადოც ხარხარებდნენ და თითს გვიქნევდნენ.
-ეგეც ჩვენი ნიშანი, ნოდარა პაპა მართლა გამოგვიძახია.
-ნოდარა პაპა კიარა ჩქარა კაფე გვაქვს გასაღემი.ხელი ჩავკიდე და ავტობულის გაჩერებაზე მივიყვანე.

3

თაროებზე ჩამწკრივებულ ფერად-ფერად წიგნებს თითს ვაყოლებ და ვარჩევ. ყველა ვინც ამ კაფეში შემოდის ჩემი არჩევანით კითხულობს წიგნებს. მეუბნებიან კარგი გემოვნება გაქვსო და მეც ამაყად ვივლი უამრავ ოთახებს რომ რამე მადიანი ნაწერი შევამჩნიო. ამჯერად ჩემნაირი, სათვალიანი გოგონა შემოვიდა, თავზე ორი ნაწნავი დაჰყვებოდა და ძალიან თავისუფლად ეცვა. ასე 16-18 წლის იქნებოდა და მეკითხებოდა თუ რა მოუხდებოდა ამ ამინდს და ჩემს საფირმო ყავას. ჩემს გამჭრიახ თვალს რავუთხარი. იმწამსვე მოვლანდე მერი ლუს ლეგენდა. მისი ასაკისთვის ზედგამოჭრილი იყო. ისე არც მე მაწყენს ისევ გადავიკითხო.მახსოვს როცა წავიკითხე ბოლო წუთას ტირილისგან გავსკდი, როდესაც დეის ძმას ჯონს კლავდნენ. ყველა პერსონაჟი თავისებურად მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მეტიასი იყო ჩემი უდიდესი ტკივილი, ისევე როგორც ჯუნის. ამ წიგნზე საუბარი შორს წამიყვანს ასერომ ბრთხილად გადმოვუღე თითქმის ნაწილებად დაშლილი წიგნი და გოგონას გავუწოდე. თავაზიანად გამიღიმა და მადლობა გადამიხადა, შემდეგ კი ჩემს წინ პუფში ჩაჯდა. ყავაც მალევე მოვადუღე და დაბალ შუშის მაგიდაზე დავუდგი. ბევრი ხალხი იყო რატომღაც დღეს და ამათგან ნახევარზე მეტი მე მეკითხებოდა თუ რა წაეკითხა.მნახეს აქ წიგნის ჭია. რათქმაუნდა დამღლელი იყო ჯერ მათი ხასიათის გამოცნობა შემდეგ წიგნის პოვნა და ბოლოს შინაარსის ახსნა, მაგრამ მაინც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ყველაზე მეტად კი ის მიხაროდა რომ უამრავი ახალგაზრდა ირეოდა და დიდი მონდომებით ეძებდა ისეთი ცნობილი შემოქმედების წიგნებს როგორიცაა ფამუქი, ზიუსკინდი და შაფაქი. ყველანი დასაქმდნენ თავისი საქმით, მეკი უბრალოდ ჩამოვჯექი და მუსიკები ჩავრთე. უცებ მეორე სართულიდან ლალიკომ ჩამომძახა სირბილით ავარდი ხის დაძველებულ კიბეებზე და კექსის ფორმიდან ამოღებაში მივეხმარე. 10 წუთში კვლავ უკან ჩავბრუნდი და რასვხედავ, დახლზე წითელი ვარდი, გაბადრული სახით შევათვალიერე სურნელოვანი ყვავილი და ირგვლივ მიმოვიხედე. ხალხიც გაღიმებული მიყურებდა და თვალებით მანიშნებდა რომ სულ სხვა იყო მისი მომტანი. ოჰ ფურცელიც დაუტოვებია.“ამ ვარდძე ნაზიხარ პატარავ“.გულმა ათასგვრად დაიწყო ფეთქვა. სახეზე უამრავმა ემოციამ გადამირბინა და სიხარულისგან გამაბრწყინა. თავი ასე სრულყოფილად არასოდეს მიგრძვნია. ეს ყურადღება, ისე მესიამოვნა რომ წამიერად ფიქრებშიც ჩავარდი. წარმოდგენაც არ მქონდა ვინ უნდა ყოფილიყო, ასე არასოდეს მომხვდარა ჩემთან მიმართებაში ახლაკი ასე უცებ გამოანათა რაღაცამ ან ვიღაცამ. უცნაურია მაგრამ არაუშავს იმედია აწი სულ ასე გამანებირვებს უცნობი თაყვანისცემელი. საქმეს სასიამოვნოდ შევუდექი, წაკითხული წიგნები კან დავიბრუნე და კიდევ უამრავი გავეცი. შესვენების დრო რომ დადგა დედაჩემმა დამირეკა:
-ხო დედიკო.თბილად ვუპასუხე და წითელ ვარდს დავაკვირდი.
-დღეს რატოარშემეხმიანე შვილო, როგორხარ?.
-რავი დე ვეღარ მოვახერხე, ისე კარგად ვარ შენ?.
-მეც კარგად ვარ დედიკო რამიჭირს, ლაზარე წამოვიდა, სადღაც 2 საათში თბილისში იქნება და დახვდი რაიქნება.
-უი მართლაა? კი დავხვდები აბა რასვიზავ.
-ხო შენი ნომერი იცის დედიკო და რო მოვა მცხეთაში დაგირეკავს, შენ მერე გადი და დახვდი გამოვატანეთ რაღაც პროდუქტი შენთვის.
-კარგი დედუნი დავხვდები.
-კაი აბა ჰე მიდი, არდააკავო ტელეფონი უცებ რომ დაგირეკოს და ვერ უპასუხო სირცხვილია.
-კარგი დედიკო კარგი დავხვდები და ტელეფონსაც არ დავაკავებ.ვითომ მობეზრებულად ამოვიბურტყუნე და ტელეფონი გავთიშე. ცოტახანში ლალიკოც ჩამოვიდა, აშკარად კმაყოფილი დარჩა თავისი საქმიანობით, ვირტინაში სწრაფად მოათავსა მრავალფრად გადაფორმილი კექსი და ამაყად დაუწყო ყურება, შემდეგ ჩემს ვარდს შეხედა და გამომცდელი თვალებით ამომხედა.
-ჰა ვინგაჩუქა თქვი.
-არვიცი, შენთან რომ ამოვედი და მერე ჩამოვედი აქ დამხვდა ასე, თან ეს წერილი იყო.
-პატარავოოო? უყურე ერთი მაგას.
-ნეტა ვინდადო.
-არგაგიგია?.
-არა რანაირად უნდა გამეგო კაცო.
-მოიცა გაგიგებ.ერთხელ შეძახა და წინ გაიჭრა.-მეგობრებო შემთხვევით ხომარდაგინახიათ ეს ვარდი აქ ვინ დადო?.ხმამაღლა შეჰყვირა და ყველას ყურადღება მიიქცია.
-ვიღაც ბიჭი იყო შემოსული, შავები ეცვა დადო და სწრაფად გავიდა.
-შემთხვევით ანდრონიკე ხოარ მქვიაო?.
-არა მარა მაღალი იყო, შავი ქუდი ეფარა და ხელზე რაღაც ტატუ ჰქონდა.
-მადლობა დახმარებისთვის.თავი დაუკრა და ჩემთან მოვიდა.-ანდონიკე ყოფილა.
-კაი მართლა?.
-ხო ხო მართლა.
-აუ ლალიკო, ლაზარე ჩამოდის და ცოტა ადრე რომ გავიდე შეიძლება?.
-არა არ შეიძლება.მკაცრად მითხრა და ისევ თავის კექს გადახედა.
-კარგი.თავი დავხარე და გაოცება ძლივს დავმალე.
-დაიჯერა.ხმამაღლა აკაკანდა ჩემი სახე რომ დაინახა.-წადი ქალო რას მეკითხები.
-უიმეე მადლობა.ხელები მოვხვიე და მასთან ერთად გავიცინე.
ერთ საათში ლაზარემ დამირეკა და მითხრა რომ მალე თბილისში შემოვიდოდა. ისიც მითხრა ნუ შეწუხდები მე გამოგიტანო მაგრამ რა შეწუხებაათქო თავი ჩვეულად გადავიქნიე და ქურთუკი მოვიცვი. სწრაფად გავაჩერე მარშუტი და დიდუბეში ჩამოვედი. ოკრიბაში სულ ვაივაგლახით შევედი და მარშუტს დაველოდე. სულ 10 წუთი ველოდე და ხან საჩხერეში შემომთავაზეს წასვლა ხან ჭიათურაში ხან კი ქუთაისში. ბოლოს მეთქი შუბლზე ავიკრავ ველოდებითქო ისე მომეშალა ნერვები. მარშუტმაც მალე შემოაღწია და უამრავი ხალხი ჩამოიცალა.ჯერ 2 ქალი ჩამოვიდა მერე 4 ბავშვი, მერე ვიღაც კაცი, ისევ ქალი და ვიღაც საოცრად სიმპათიური მამაკაცი, მას უკან ისევ ქალი მოყვა და ეს ვერ გავარჩიე გოგოა თუ ბიჭი მიკვირს ეს ადამიანი დახვრეტას რომ გადაარჩინეს. ლაზარე სადღაა ნეტა. მარშუტში ვიჭყიტებოდი თუმცა ამაოდ. ირგვლივ მიმოვიხედე მაგრამ ვერავინ დავინახე. მოიცა ის სიმპათიურ ბიჭი რატომ მიყურებს. უკან მივიდეხე არავინ იყო, გამოდის მე მომაშტერდა, ახლა კი მიღიმის ვინჯანდაბაა? მანიაკია?.გულში ვიწყევლი ჩემს თავს და ლაზაესაც ვლნანძღავ ზრდილობის ფარგლებში. ბოლოს ტელეფონი ამოვიღე და დავურეკე. ოჰ იმ ბიჭსაც დაურეკეს.
-ალო.ბოხი ხმა მომწვდა ყურთ.
-ლაზარე სხვაგან ჩამოხვედი?.მომთხოვნი ხმით ვკითხე.
-კარგს იზავ თუ ნორმალურად დამაკვირდები. ამას იმეორებს ის ბიჭი და პირს ვაღებ.
-აარსებობს.გაოგნებისგან რა გამეკეთებინა არვიცოდი, ის სიმპათიური არსება სწორედ რომ ლაზარე იყო.-ლაზაზო ეს შენხარ?.სწრაფად წავედი მისკენ და გადავეხვიე.
-დავიჯერო ასე შევიცვალე?.მანაც სწრაფად გამახვია მაგის ტორებში და ახარხარდა.
-შეიცვალე კიარა შეეიიცცვვაალლეე. სიტყვა სასაცილოდ გავწელე და ისევ პირდაღებულმა გავხედე.-შე სიმპათიურო როგორ გამოიჩიტე.
-შენც ძალიან გალამაზდი ტასუნია.ცალი ხელით დამაბზრიალა და გამიცინა.
-ჰმ ეჭვი გეპარებოდა?.ალმაცერად გავხედე და გვერდით მივუდექი.
-ეს ვარდი მე?.ჩემი ვარდისკენ მიმითითა.
-არა მე.გვერდით გავწიე თიქოს მართმევდეს.
-ვინგაჩუქა?.წარბები ათამაშა და ეშმაკურად შემავლო თვალი.
-არავინ მეგობარმა.მხარი გავკარი და მორცხვად ჩავიღიმე.
-ხო აი ესენი გამომატანა ბებიაშენმა.ხელში უზარმაზარი პარკი მომაჩეჩა.
-მთელი სოფელი?.
-კიდე აპირებდა რაღაცეების გამოტანებას მაგრამ მარშუტის მძღოლმა ვეღარსად ვატევთო.
-გადამრევს ეს ქალი რაა, მოიცა ახლა სად მიდიხარ?.
-რავი დედაჩემის აქაურ მეზობელთან.
-იქ უნდა იცხოვრო?.
-ხო სანამ ბინას არ ვიქირავებ.
-ჩემთან წამოდი მაინც მარტო ვცხოვრობ.
-არა რასამბობ ტასუნა.
-რატო ვითომ?.
-მაგაზე შეგაწუხებ ახლა შენ?.
-შემაწუხებ? გაგიჟდი ბიჭო? შენ რა უნდა შემაწუხო.
-მერე რამე რომ თქვან მაინც ერთად რომ ვიქნებით, არიცი ეს ხალხი რა ჭორიკანაა?.
-შენ ჩემთან წამოსვლა თუარგინდა პირდაპირ მითხარი.
-არა ტო რასამბობ შენთან როგორ არა მარა არმნდა შენზე რამე თქვან.
-ჯერ ეს ერთი არაფერსაც არ იტყვიან და მერე მეორე საერთოდ არ მადარდებს.
-კარგი მაშინ წამოვალ, მაგრამ თუ შეგაწუხებ მითხარი.
-თუ შემაწუხებ მეცამეტე სართულიდან გადაგისვრი.სიცილით გავკარი მხარზე ხელი და პარკს დავწვდი.
-მოცა ამას მე წამოგაღებინებ.სწრაფად ასწია ჩემსიმძიმე პარკი იქვე ტაქსში მოათავსა და კარი გამიღო, ჯერ მე ჩამსვა უკან და თვითონ წინ დაუჯდა. მისამართი რომ ვუკარნახეთ მანქანაც დაიძრა და სახლში წაგვიყვანა.მალევე მივედით ჩემს კორპუსთან და ვაიმე. ბიჭები ერთად შეკრებილიყვნენ, მათთან ერთად ანდრონიკეც იყო.სწრაფად გადმოვხტით მანქანიდან, ტვირთი გადმოვიტანეთ და სადარბაზოსთან დავდექით. მერეღა გამახსენდა რომ გუშინ ნაყიდი პური სულ შევჭამეთ მე და ლალიკომ და ამიტომ ლაზარეს მივუბრუნდი.
-ლაზაზო, ესეიგი შენ ახლა ადი მეცამეტე სართულზე, რკინის ნაცრისფერი კარია და ის გააღე, სახელური ჯერ კარგად გამოწიე შენსკენ და მერე გადაატრიალეე ორჯერ მე ახლავე მოვალ.გასაღები გავუწოდე.
-ნუგეშინია ტასუნა კარს როგორმე გავაღებ.სიცილით გამომართვა და სადარბაზოში შევიდა.ხელში ის ვარდი მეჭირა, ანდრონიკემ რომ დამინახა გაეცინა მაგრამ სიბრაზეც გადაჰკრა, ნუ რა გასაკვირია მეხომ ლაზარესთან ერთად ვიდექი და ვიცინოდი. სწრაფად გავირბინე მაღაზიისკენ და გზად დედაჩემს დავურეკე.
-დედა ვნახე ლაზარე.სწრაფად ჩავყვირე ტელეფონში.
-მერე გამოართვი?.
-ხო, მაგრამ თურმე ვიღაც მეზობელთან მიდიოდა და მეთქი მე მარტო ვცხოვრობ სახლშითქო ადგილიც მაქვს და სანამ ბინას იშოვი გადმოდითქო.სულ კანკალით მოვუყევი ამის შესახებ. კანკალით იმიტომ რომ ხალხისთვის ჯერკიდევ მიუღებელია ორი საპირისპირო სქესის წარმომადგენლის ერთ სახლში მარტო ცხვორება.
-ყოჩაღ დედიკო, თავიდან არგითხარი, მაინტერესებდა შენ თუ მოტვინავდი ამდენს.სხვათაშორის დედაჩემი შედარებით გამოსული ქალბატონია და ეს საქციელიც მომიწონა.
-ხო მარა მანდ მეზობლებს არუთხრა თუარა ატეხენ ამბებს.
-კაი შენ მაგაზე არიჯავრო, წადი ახლა მიხედე ბიჭს.სწრაფად შევირბინე მაღაზიაში და 3 პური ვიყიდე. ამდენი ბოლოს როდის ვიყიდე ჩემთვის არმახსოვს, ჩემთვის ჩავიცინე და ვარდთან ერთად გავაბიჯე სადარბაზოში. ლიფტის „კნოპკას“ თითი მივაჭირე და დაველოდე, ამასობაში არც მეტი არც ნაკლები ანდრონიკე მოვლანდე ჩემს გვერდით..
-გამარჯობა.გამიღიმა და წინ გაიხედა.
-გაგიმარჯოს.ოხ ეს სულელური მისალმება.
-ეგ ვარდი ვინ გაჩუქა?.
-არვიცი.მხრები ავიჩეჩე და გაღიმებულმა გავხედე.
-უცნობი თაყვანისცემელი და რამე?.
-არა არამგონია, ასე იმდენი მჩუქნის ვარდებს, ალბათ ვიღაც ჩვენი კაფის ერთგული კლიენტი იქნებოდა.ეშმაკურად ჩამეცინა ჩემს საუბარზე.
-რაიცი იქნებ სულ სხვა ვინმემ გაჩუქა.ჩემს ნათქვამზე ოდნავ განაწყენდა.
-რავიცი რავიცი.მხრები ავიჩეჩე.
-იმ ბიჭმა ხომარ გაჩუქა და მატყუებ?.
-იმ ბიჭმა? არაა.
-ისე ვინაა? აქამდე არმინახავს.
-მეგობარია.
-მერე აქ რაუნდა?.
-ცოტახნით ჩემთან უნდა იცხოვროს.
-იცხოვროს?.თვალები გაუფართოვდა.
-ხო.მისკენ მივტრიალდი და თვალები ავახამხამე.
-აქ რაღაც გაქვს.ხელი ლოყასთან მომიტანა და ცერა თითი ღაწვებზე ნელა გადამატარა.თვალებმა სწრაფად შენიშნეს ხელზე მოელვარე ტატუ. რაღაც ეწერა მაგრამ ვერ ამოვიკითხე რა. იმწუთასვე მეცა ვარდის სუნი. ჩინური ანდაზა ამბობს რომ, ვარდების მჩუქებელ ხელს ყოველვის ვარდების სურნელობა ასდის. მართლაც ასეა. როცა მისი ხელი ლოყასთან მომიტანა იმწამსვე მივხვდი რომ მისი ნაჩუქარი იყო. არა კი ვიცოდი თუმცა ახლა სრულებით დავრწმუნდი. ჩემთვის ჩამეღიმა, მერე ლიფტი მოვიდა და მეცამეტე სართულამდე ამიყოლა.

4

დილით სუნთქვაშეკრული ვიღვიძებ. ჰაერს ღრმად ვსუნთქავ და გულზე ხელს ვიდებ. ქვედაყბისკანკალით ვიწმენდ ჩამოგორებულ ცრემლებს და თავს დაბლა ვხრი. სიზმრები, თურმე როგორი გამანადგურებელია. ყოველი თვალის დახუჭვაზე, გზისპირას ვდგავარ, გაშლილ ხელს წინ ვიშვერ და ვკივი.ჩემი ხმა სადღაც სიბნელეში ექოსავით ისმის. მანქანის დამუხრუჭება და ბუმ. ყველაფერი წყდება, იდეალური სიჩუმე დგას. იქით-აქეთ ვტრიალებ და დახმარებას ვითხოვ. გულისცემა მესმის, ჩემი არა. კუთხეში ნათდება რაღაც, სწრაფად მივდივარ და მამაჩემს ვხედავ. სისხლის გუბე იმდენად დიდია რომ ჩემს ფეხებს ფარავს. გულისცემა ნელდება, სისხლი კი უფრო სწრაფად იწყებს ჭრილობიდან დენას. „რატომ არ მიშველე, შვილო“ მამაჩემის კვნესა დართვის გულისცემას, მისკენ ვიხრები რომ ხელი მოვკიდო მაგრამ ვერა, სადღაც ქრება, სადღაც იკარგება, მუხლებში ძალა მეცლება, გულზე კი რაღაც ხავსისმაგვარი მედება. თავს მუხლებში ვრგავ, ხმამაღლა ვკივი მაგრამ არც ჩემი ხმა ისმის. ყელში რაღაც მაღრჩობს, ყოველ ჩასუნთქვაზე რაღაც მკლავს, ათასობით სასიკვდილო ჭია იკლაკნება მმთელს სხეულზე, ხელებიდან ფეხებამდე საშინელი ტკივილი მივლის, ვერაფერს ვაკეთებ.
-ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემი.ჩუმად ვბუტბუტებ და თვალებს ვახელ.ამდაგვარი სიზმრები მუდამ მესიზმრება, სულს მიკრავს, გონებას მიწამლავს, ძალას მართმევს.ხმამაღლა ვხვნეში, ფეხზე ვდგები და ადგილს ვერ ვპოულობ. ბოლთას ვცემ ისედაც 2 კვადრატულ ოთახში და ხელფეხს ვაკანკალებ. როგორ მკლავს ეს ტკივილი, როგორ მანადგურებს. არშემიძლია მეტის ატანა.თავზე ხელებს ვიჭერ და ხმადუხშილი ვკივი. კარზე კაკუნის ხმა ისმის, მეკი კედელთან ვიკეცები და ვტირი.
-ანასტასია კარგადხარ?.ლაზარეს ხმა მესმის,ვკრთები, შიში მიბყრობს. არვიცი რატომ მაგრამ არმინდა ასე მნახოს.-ანასტასია ხმა გამეცი.ვერაფერს ვერ ვამბობ, პირზე ხელს ვიდებ და ცერა თითს კბილებს მაგრად ვუჭერ.ამ ტკივილს მოვყავარ აზრზე, თუმცა მაინც ვერ ვიაზრებ რას ვაკეთებ-ანასტასია შემოვდივარ...სამი, ორი ერთი.იძახის ხმამაღლა და ოთახის საკეტს ატირალებს. შემოდის თუარა თვალებს იქით-აქეთ აცეცებს და ბოლოს ჩემსკენ მორბის. სწრაფად იმუხლება ჩემს წინ და თავზე ხელებს მკიდებს.მის შეხებაზე უფრო ვცახცახებ, ამღვრეულ თვალებს მისკენ ვაპაებ და ბუნდოვან სილუეტს ვუყურებ.სათვალე არმეკეთა, შესაბამისად საერთოდ ვერ ვხედავ მის ნაკვთებს, თან ეს ცრემლებიც თავისას შვება.
-ჩემი ბრალია ლაზარე, ხელი არუნდა გამეშვა.ხმაგატეხილი ვბურტყუნებ და ტუჩებს ვბურცავ.
-მოდი ჩემთან, ყველაფერი რიგზეა.მისკენ მიმწია და გულზე ამიკრა.თავზე ხელი ნელა გადამისვა და ცხვირის წვერი ოდნავ გამიხახუნა.
-მეტი აღარ შემიძლია, ცუდადვარ.მის ნალაპარაკებს ყურადღებას არ ვაქცევ და კვლავ ჩემსას ვამბობ.ხელ-ფხის კანკალს ვერ ვაჩერებ, სული მეხუთება, მუცლის არეში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, თან ეს ბრუსჰალტერიც თავისას შვება, ვგრძნობ რომ ისე მიჭერს რომ ძვლებში მამტვრევს. სახე ამიხურდა, გონება დამებინდა. ცხელმა ტალღამ ერთიანად გადამიარა ტანზე შემდეგ კი სიცივე ვიგრძენი.-მცივა, ძალიან მცივა, ხელიარგამიშვა.
-მოდი აქ ჩაწექი.საწოლთან ხელშიაყვანილი მიმიყვანა და ჩამაწვინა.საბანი გვერდებში ამომიგო და შუბლზე ტუჩები მომაკრო.სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში მისი შეხებისას, თვალები ნელნელა მივლულე და წამიერად გავიღიმე.-სიცხე გაქვს.დაასკვნა ბებიაჩემივით. ისიც ზუსტად ასე ადგენს რომ სიცხე მაქვს.
-სამსახურში უნდა წავიდე.ხვნეშით ვამბობ და წამოჯდომას ვცდილობ.
-რა სამსახური, სიცხე გაქვს დაწექი ცოტახნით.სწრაფად გარბის და თერმომეტრით ხელში მორბის.საღამურის ღილებს ნელნელა მიხსნის და ჩემს მოშიშვლლებულ მკერდს თვალს ავლებს. სწრაფად მიწევს ხელს და თერმომეტს თავის ადგილას ათავსებს. 5 წუთი ასე ვწევარ, ის თავთან დგას და არცკივიცი როგორი სახით მიყურებს. მალე თერმომეტრს დახედა, თვაები გაუფართოვდა.ეს აშკარად დავინახე.-40 გაქვს სიცხე.ნერვიულად ამბობს და თავზე ხელს ისვავს.
-ტელეფონი და სათვალე მომეცი გთხოვ.სუსტი ხმით ვესაუბრები და ხელს კამუდისკენ ვწევ.ისიც სწრაფად მაწვდის ორივეს და ნაცნობ ნომერს ვკრიფავ.-ლალიკო.ხმაჩამწყდარი ვეუბნები.
-რამოგივიდა ქალო?.გაოცებისგან კივის ტელეფონში.
-დღეს...დღეს ვერმოვალ,ცუდადვარ.
-რაგჭირს გამაგებინე ამოვალ და მიგხედავ, ეხლავე ჩავიცმევ.
-სიცხე მაქვს,არგინდა მოსვლა ლაზარეა ჩემთან.
-ვინ?.
-ლაზარე ლალიკო.
-ლაზარე თუ მაზარე არვიცი მე, მე უნდა მოგხედო.
-არგინდა, წადი კაფე გააღე მე გამოვკეთდები.
-იცოდე თუ რამეა ზარი ჩემთან და ვსო.
-კარგი ლალიკო.ტელეფონს ვთიშავ და ბალიშზე ვაგდებ.
-ახლავე მოგხედავ.სწრაფად გარბის ლაზარე და რამდენიმე წუთში სველი საფენებით მოდის. ერთს შუბლზე მადებს, შემდეგ მაისურს მიწევს და გვერდებზე მიფენს.შიშველ წენზე ისე სათუთად დაასრიალებდა ხელებს რომ ჟრუანტელი მივლიდა. მის შეხებაზე ვთრთოდი, გული სწრაფად მიცემდა. არვიცი ასე რატომ ვიყავი, ალბათ სიცხის ბრალი იყო. ასე მედგა თავთან 2 საათი, სიცხე არ მიწევდა, წამლებიც დალელული მქონდა მაგრამ ამოდ.თვალები მიმელულა, სუნთქვა შემეკვრა, ხელფეხს ვერ ვამოძრავებდი, მეგონა ვკვდებოდი. ლაზარე სწრაფად მირტყავს სახეზე ხელებს, თავს იქით-აქეთ ვაქანებ და ურეაგიროდ თვალებით შველას ვთხოვ.-მორჩა სასწრაფოში ვრეკავ.ხელში ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს.-ნუ გეშინია ტასიკო, ყველაფერი კარგად იქნება.მზრუნველი ხმით მიჩურჩულებს ყურში და საფენებს მიცვლის. 15 წუთში კარზე კაკუნის ხმა მესმის ოღონდ დახშულად.წამიერად გამახსენდა ანდრონიკე და თავი სხვანაირად ვიგრძენი. ოთახში ორი სამედიცინო მუშაკი შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. ერთმე ისევ სიცხე გამიზომა მეორემ წნევისაპარატი ამოიღო და ხელზე მომარგო.
-საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ.მესმის ქალის უხეში ხმა.-საკაცე ამოიტანეთ.რაციაში გადასცემს როცა ლაზარე აკავებს.
-მე წამოვიყვან, არ არის საჭირო საკაცე.
-კარგით.ყველანი წამოიშალნენ.და გარეთგავიდნენ, ლაზარე ჩემთან მოვიდა, ხელი ხელზე დამადო და შუბლზე კვლავ გავარვარებული ბაგეები მომაკრო. ამჯერად მისი ბაგეები უფრო ცხელი იყო ვიდრე ჩემი შუბლი.სწრაფად გამოიღო კარადიდან დიდი სვიტერი და ჩემთან მოვიდა.
-ანასტასია.ჩემსკენ მოიწევს თბილი ტონით.-ეს საღამური უნდა გაგხადო რომ ეს ჩაგაცვა.უხერხულად იშმუშნება.
-კარგი.თავი დავუქნიე და ისიც სწრაფად ეცა ჩემს პერანგს, ღილები ნელნელა შემიხსნა და მთლიანად გამხადა.ვუყურებდი მის სახეს და მეღიმებოდა, ისეთი თვალებით დამყურებდა თითქოს მსოფლიოს შვიდი საოცრებათაგან ერთ-ერთი ვყოფილიყავი. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ღრმად ჩაისუნთქა და სვიტერი გადამაცვა.შარვალი არ გაუხდია, საბანი უცებ გადამხადა ხელში ამიტაცა და გარეთ გამიყვანა. ხელები კისერზე შემოვაწყე და თავი მხარზე დავადე.სადარბაზოში გასულები გზას უთავისუფლებდნენ ლაზარეს.გარეთ უამრავი ხალხი მოვლანდე, მათ შორის ანდრონიკე. გაოცებული სახით მიყურებდა და ლაზარეს დანახვაზე ძარღვები ებერებოდა. თავი მისკენ მივატრიალე და გავუღიმეე. ვგრძნობდი რომ მის მიართ რაღაცას ვგრძნობდი. მოწონებაზე უფრო დიდს მაგრამ ახლა ამის თავი არმქონდა. სწრაფად დამაწვინეს საკაცეზე და საავადმყფოში გამაქანეს. არაფერი მახსოვს ლაზარეს გარდა.გვერდით იჯდა და ხელზე ხელს მკიდებდა.თან კი თითებს მიკოცნიდა.თვალცრემლიანი ვიყურებოდი მაღლა და გულში ვიმეორებდი „მოვდივარ მამა“. თავს ისე ცუდად ვგრძნობდი რომ მეგონა სასიკვდილოდ ვიყავი განწირული.ახლა ყველაზე ბედნიერი ვიყავი რადგან მე მასთან მივდიოდი. იმ დანაშაულის გრძნობას მხოლოდ სიკვდილით თუ მოვუღებდი ბოლოს. ბედნიერებისგან სახეგაბადრული ვადევნებდი თეთრ შუქს თვალს. სირენების ხმა თითქოს შორიდან ჩამესმოდა.ამას პლიუს ლაზარეს შეძახილები.“გამაგრდი საყვარელი, ყველაფერი კარგად იქნება“.გავითიშე.
სიბნელე.
არაული ხმები.
ტკივილი.
თვალი გავახილე და ფეხზე წამოვხტი.გახშირებული ვსუნთქავდი,თვალებს იქით-აქეთ ვაცეცებდი.სახეზე ხელი რომ ავიფარე მაჯა ამტკივდა.ხელზე დავიხედე, გადასხმას მიკეთებდნენ თურმე.თავბრუ დამეხვა, საწოლზე დავარდი და თავი გვერდით გადავწიე.მდივანზე ლაზარე მოვლანდე, ეძინა, თან ისე საყვარლად.ხმამაღლა ჩავახველე და მანაც კუსა თვალები.სწრაფად მოვიდა ჩემთან და ხელი ხელზე დამადო.
-როგორხარ ანასტასია?.ისეთი თბილი ხმით მთხრა კინაღამ დამადნო.
-ცოტა თავი მტკივა და თავბრუ მეხვევა.
-ბუნებრივია, სიცხე ძლივს დაგიგდეს.
-რამდენიხანია აქ ვარ?.
-5 საათია.
-აუ ამდენიხანიი.თავი გადავატრიალე და წვეთოვანს გავხედე.
-წავალ ექიმს დავუძახებ.სწრაფად წამოდგა ფეხზე და გარეთ გავიდა.მალე ექიმთანერთად შემოვიდა.დიდი მსუქანი ხალათიანი კაცი წინ მედგა და ფურცლებს ავლებდა თვალს.
-ანასტასია ჯიშკარიანი,სვანი ხართ?.გაღიმებულმა გადმომხედა.
-დიახ.თავი დავუქნიე.
-გოგონა ამდენი ნერვიულობა და სტრესი ნაოჭებს გაგიჩენთ.
-რა ნერვიულობა? სიცხე არ მქონდა?.
-სწორედაც რომ სიცხე გქონდა, მაგრამ რატომ?.
-ხო და რატომ?.
-შვილო მომისმინე.გვერდით მომიჯდა ხალათი გაისწორა და ზევიდან გადმომხედა.
-ეს სიცხე განვითარდა ნერვიულობის ფონზე, თქვენი ტვინი იმდენად დასტრესილია რომ ეს ყოველივე ფსიქოსომატური იყო, ასე არ შეიძლება, ახალგაზრდა გოგოხარ, თავს გაუბრთხილდი, ამ ნერვიულობისგან ვერხედავ სიცხემ აგიწია.
-მე უბრალოდ მე მე.თავი რომ ვერ შევიკავე ავფსლუკუნდი.
-დაწყნარდი ჩემო კარგო,2 საათში გაგწერთ და დაისვენეთ,ცრემლები კი არ დავინახო შენს სახეზე, ასე მგონია რომ სიცილი უფრო გიხდება.
-კარგით.მკრთალად გავუთიმე და ცრემლებ მოვიწმინდე.
-სასურველია ამ კვირაში ფსიქოლოგთან წახვიდეთ და რამდენიმე სეანსი ჩაატაროთ.
-კარგით.თავი დავუქნიე,ისიც ადგა და გარეთ გავიდა.
-ტასუნა რა დაგემართა, რაზე ინერვიულე?.ახლაღა შემომესმა ლაზარეს ხმა.
-არაფერი.თავი გვერდით გადავწიე რომ ჩემი ცრემლები არ შეემჩნია.
-ანასტასია, ასე ნუინახავ გულში ნურაფერს, მითხარი რაგჭირს იქნებ დაგეხმარო.
-დახმარება არ მჭირდება.უხეშად ვითხარი,მანაც უკან დაიხია და ფანჯარაში გაიხედა.ძალიანცუდად გამომივიდა, თავი საშინლად ვიგრძენი.დამეხმარა, აქ მომიყვანა ჩემზე იზრუნა მეკი ასე ვეუხეშე.ყოჩაღ ანასტასია საიდან ასეთი ზრდილობა!-მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ხშირად ვხედავ სიზმრებს.დავიწყე ხმადაბლა საუბარი. ლაზარე ჩემსკენ მოტრიალდა და ერთი ნაბიჯთ მომიახლოვდა.-ვხედავ თითქოს სისხლის გუბეში წევს და მეუბნება,რატომ არ მიშველე შვილო, მკლავს ეს სიზმარი, სულს მიხუთავს, სიგიჟემდე მენატრება.ნელნელა ცრემლებმაც დაიწყეს გზის გაკვალვა.-ვერდავეხმარე მამაჩემს, მერომ დროზე მივსულიყავი მასთან,ისხომ ახლა ცოცხალი იქნებოდა,მეკი უბრალოდ ვერმივედი, ნეტავ მის მაგიივრად მე დამტაკებოდა მანქანა.
-დაწყნარდი ანასტასია, თავს ნუ იდანაშაულებ, შენი ბრალი არ არის.ჩემსკენ მოიწია ხელით თმა გადამიყო და ბაკეები კვლავ მომაკრო.
-არვიმჩნევ მაგრამ მაინც მტკივა, ნეტავ იცოდე რა დიდი ტკივილია როცა არგყავს მამა, ვიცი მას არვუყვარდი,მეტიც, საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, მისგან სულ მაკლდა მამობრივი მზრუნველოდა სიყვარული, ერთგულება მაგრამ რავქნა ის მაინც მიყვარდა, ადრე რომ ვხედავდი მხოლოდ ეს მხდიდა ბედნიერს მაგრამ ახლა? ახლა საერთოდ ვეღარსად ვკრავ თვალს, ყოველთვის მინდოდა მოსულიყო ჩემთვის შუბლზე ეკოცნა და ეთქვა მიყვარხარ, ახლაც ეს მინდა, მისი ერთი ჩახუტებაც კი კმარა რომ ეს მძიმე ლოდი მოვიხსნა.
-მევარ შენთან, არასოდეს დაგტოვებ, ვერგეტყვი რომ მამაშენი ვიქნებითქო მაგრამ მე მუდამ ვიქნები შენთან და ყველანაირად შევეცდები დანაკლისი შეგიმსუბუქდეს.
-სახლში მინდა ძალიან.ხელი სახესთან მივუტანე და ცერა თითი შემთხვევით ტუჩებზე გადავუსვი.-ლაზარე შენრომარა.
-გაჩუმდი და დაისვენე ცოტახაში წავალთ სახლში.თვალები ნელნელა მიმელულა, თავბრუსხვევამ იმატა და შავი ფონი მკვეთრად გამოიკვეთა.

რომ გავიღვიძე ტაქსში ვიჯექი. ფეხებიმასზე მქონდა გადადებული და თავი გულზე დადებული. აღარ მციოდა, პირიქით მთელი ტანი მიხურდა, მხოლოდ ხელფეხი მეყინებიდა. თავი მაღლა ავწიე და თვალები ლაზარეს გამოკვეთილ ყბას მივანათე.ნერწყვს მთელი მოთმინებით ყლაპავდა და ჩამოხედვას ლამობდა.ბოლოს როგორც იქნა ჩამომხედა, თაფლისფერი, ღრმა თვალები მომანათა და გამიღიმა. საოარი ღიმილი ჰქონია. მთელიგზა ასე შევცქეროდით ერთმანეთს, ბოლოს თავი რომ დამეღალა მხარზე გადამიწვინა და ოცდათორმეტივე კბილი წინ გადმომიყარა.რაკარგი კბილები ჰქონია ამ ოხერს. ნაცნობ კორპუსთან რომ შევუხვიეთ მძღოლი გადმოყვანაში მოგვეხმარა.კვლავ ხელში ამიტაცა და ხელები კისერზე შემომახვევინა.
-ჩემითაც წამოვალ.ყურთან ვუჩურჩულე და კუთხეში მოქაქანე ქალებს გავხედე, მთელი გულისყურით რომ ისმენდნენ ჩემს ფრუტუნს.
-ხმა! შენ დასვენება გჭირდება.ოჰ გამაჩუმა ბიჭმა.სიცილით მივედით სადარბაზომდე და კვლავ ნაცნობი სახე მოვლანდე.ისეთი სახით მიყურებდა ანდრონიკე თითქოს შეურაწყოფა მიმეყენოს ჩემი საქციელით.ეჭვიანობს? არვიცი, საერთოდ არაფერი ვიცი.გონს უნდა მოვეგო, 50%-ით ეჭვიანობს 50%-ით კი არვიცი. რა სიზუსტეა, გადაირევა კაცი. მეზობლის ქალები თავისი მზერით მბურღავდნენ,ერთმანეთს რაღაცეებს ეფრუტუნებოდნენ და დარწმუნებულლი ვარ უმსგავსო დანაშაულში მდებდენ ბრალს.ლაზარე სრული სერიოზულობით მიემართება წინ და ლიფტში შევყავარ. სახლში მისულებმა მე საწოლში შემაწვინა თვითონ კი სადღაც დაიკარგა.ტელეფონის ხმამ გამომარკვია, ეკრანს რომ დავხედე დედაჩემის ნომერი ამოვიცანი.
-ალო.მისუსტებული ხმით გავაგონე.
-დედა ჩემი სიკვდილი, ეს რა ხმა გაქვს შვილო!.იმწუთასვე ყვირის დედაჩემი.
-კარგად ვარ დედა.
-რასქვია კარგად ხარ შვილო! შენი ასეთი ხმის მოსმენა...წამებში ტირილს იწყებს.
-დედა რაგატირებს, სიცხემ დამიწია და ახლა ვწევარ.
-ლაზარემ მითხრა, მე და ბებიაშენი მოვდიოდით მაგრამ ლაზარემ არქნა მივხედავო.
-ხო ლაზარე ძალიან კარგად მივლის.
-გამაგებინე დედიკო როგორ იქნები.
-კარგი დედა წავედი.ტელეფონს ვთიშავ და ლალიკოს ვპასუხობ.-გისმენ ლალიკო.
-სადგაქვს ტელეფონი?! ვიღაც ბიჭმა გამაგონა მგონი ლაზარე იყო, მერე ტელეფონი გამეთიშა და ვეღარ დავრეკე.ნერვიულად მელაპარაკებოდა თან კი ქოშინებდა.
-ახლა არდაიწყო შენებურები, საავადმყოფოში ვიყავი გადასხმა გამიკეთეს და გამომიშვეს.
-გადასხმა? რათგინდოდა გადასხმა?.
-გამიკეთეს და ანუ საჭირო იყო.
-ახლავე მოვდივარ, კაფეში მაინც არაა ხალხი.სწრაფად გათიშა ტელეფონი და ალბათ კაფიდან გამოვარდა.ლაზარემ შემომირბინა, წამლები დამალევინა და კვლავ უკან დაბრუნდა.აშკარად დაიღალა, ამდენიხანი ვალოდინე საავადმყოფოში.თავს დამნაშავედ ვგრძნობდი თუმცა რამექნა შესაფერის მომენტს ვერ ვპოულობდი.და აი ისევ შემოანათა ლაზარემ.
-სტუმარი გყავს ტას.თბილად გამიღიმა.
-კარგი შემოუშვი.ალბათ ლალიკოა, ბურდღუნით ავიღე ტელეფონი და მესიჯი გავაგზავნე.-ეხლა არ დამიწყო ლაზარეზე არაფერი გეხვეწები, ხალხმა რაც უნდათ ის თქვან ლაზარე სახლიდან არ წავა, ჩემთან უნდა იცხოვროს და არც არასოდეს გავუშვებ.შესავალი გავუკეთე ჩემი და ლალიკოს საუბარს და მაღლა ავიხედე.ამას აქ რა უნდა?.თვალები გავაფართოვე.-ანდრონიკე...ხმადაბლა ამოვიფრუტუნე და ტელეფონი გვერდით გადავდე.
-გამარჯობა ანა.თავი დამიკრა და გვერდით მომიჯდა.-როგორ ხარ?.
-უკეთ.უხერხულად შევიშმუშნე და საბანი კარგად ავიფარე.
-რადაგემართა?.
-სიცხე მქონდა.
-აბა ეხლა დამენახე.ხელი შუბლზე მომადო, შემდეგ ლოყებზე და ჩაიღიმა.-ახლა აღარ გაქვს.
-ხო ვიცი.წამოვჯექი და ბალიში კედელზე ავაყუდე.
-ლაზარემ გითხრა ხო?.
-რაზე მეუბნები?.
-ლაზარემ გითხრა სიხცე რომ აღარ გავქსმეთქი.ირონიულად იცინოდა და კბილებს აჭრაჭუნებდა.
-ხო ლაზარემაც და ექიმებმაც, კიდევ სიცხე გავიზომე და თერმომეტრმაც.
-ანუ რაცარუნდა გითხრან ლაზარემ შენთან უნდა იცხოვროს?.ჩემსკენ იწევა, მეც უკან ვწევ თავს.
-ხოო...სიტყვას უაზროდ ვწელავ და შიშისგან თუ ნერვიულობისგან არვიცი ვკანკალებ.
-მე რომ გითხრა სახლიდან გააგდეთქო არ გააგდებ?.
-არა...
-რომ გიბრძანო?.
-მაინც არ გავაგდებ.
-და რომ დაგემუქრო.
-მაშინ ცხვირს გაგიტეხავ.
-ახლა მომისმინე.სწრაფად მკიდებს მკლავში ხელს, საწოლზე მაწვენს,მეორე ხელს ყელზე მიჭერ,მეც მთელი ძალით თავს მაღლა ვწევ რომ შედარებით კარგად ვისუნთქო.-სულ ფეხებზე მ**დია შენ რა გინდა! ამ *ირს შენს სახლში აღარ გააჩერებ!.ტუჩები ყურთან მოაქვს და ისე მემუქრება.
-შენ არავინ გეკითხება ჩემს სახლში ვინ იცხოვრებს.ხმაჩამწყდარი ვქირქილებ.
-შენ ჩემიხარ! გაიგეე ჩემი!.
-ამ 3 დღეში რანაირადვარ შენი.
-აი ასე უბრალოდ ჩემიხარ!.
-გამანებე თავი! წადი ჩემი სახლიდან თორემ ვიკივლებ.
-ახლაც?.ყელზე ხელს უფრო ძლიერად მიჭერს და ხველება მიტყდება.
-გაეთრიე.ხმაწასული ვწივივარ.
-მე ჩემი გითხარი დანარჩენი შენიცი.ხელს მიშვებს,ტუჩები შუბლთან მოაქვს და მკოცნის.ტანში ვერვხვდები სასიამოვნო თუ უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის. მაგრამ ერთი კი ვიცი, სადაცაა გავგიჟდები.ოთახიდან უცებ გადის, ისე რომ ვერ ვასწრებ გონზე მოსვლას.წუთიც არაა გასული ლალიკო მორბის და თავზე მახტება.მთელი 3 საათი მეხუტებოდა და ხელს არ მიშვებდა.
-ცოცხალივარ.ბოლოსს ძლივს ამოვიფრუტუნე გაჭ....ტილმა.
-ვიცი.ბუტყუნებს ჩემს ყელთან.
-დასაბეგვი ხორცივით რატომ მექცევი?.
-ხო კაი ვდგები.როგორც იქნა წამოეყუდა.გვერდით მომიწვა და ჩემი თმები ულვაშებად დაიდო.
-ანდრონიკე იყო ამოსული.
-ხო ვიცი შემხვდა გზაში.
-დამემუქრა.
-რაქნა?.
-ახლა ჩემიხარო და ლაზარე გააგდეო.
-ბებიაშენისამთქო ვერუთხარი?.
-გავიფიქრე.
-მარტო გაფიქრება არ კმარა.
-რავიცი.
-რაუნდაქნა?.
-რაუნდავქნა? არც არაფერი ლაზარემ რაც პატივიმცა, წამლები ყველაფერი იმან იყიდა, მეკი მივიდე და ვუთხრა სახლიდან წადითქო?.
-არა ანდრონიკეს კაპრიზეები არ შეასრულო.
-არა არცც ვიზავ არაფერს.
-ისე ლაზარეს უყურე ერთი რა ბიჭია, სოფელში ასეთი საოცრება როგორ არ გააკერპეს მიკვირს.
-გააკერპეს არა კვახი კიდე, ძეგლიც ხოარ დაედგათ და კატები ხოარ შეეწირათ მაგის სილამაზისთვის.
-არა ისე სოფელში მაცხოვრებელი რა ზმანზეაა, მიმიქარავს საბურთალოზე რო დადიან გაბრენდებული თოჯინები.
-ეს სულ ასე იყო, ბავშვობაში ჩვენ რომ ტალახით ვთამაშობდით ეს სუნამოებით თამაშობდა, გამოწკეპილი დადიოდა თმები სულ გადავარცხნილი, საროჩკა სულ დაუთოვებული და ადრე სკოლაში რო დავდიოდით ნაკეციანი შარვლები ეცვა, ნეტა დაგანახა როგორი დადიოდა.
-ასეთი ბომბი იყო ადრეც?.
-ადრე არცისე, მარა ეხლა ეს რა გამხდარა.
-ხოარ გევასა?.
-არა ქალო რა მევასა.
-ამასთან ერთად რომ ვცხოვრობდე უკვე არაქალიშვილი ვიქნებოდი.კისკისებს ბოლო ხმაზე მეკიდევ პირზე ხელს ვაფარებ.
-გარყვნილო, რეებზე ფიქრობ.
-ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები ჩემი ფიქრების გამმო.ეშმაკური ხმით მეუბნება და თავს ბალიშზე დებს.2 სააათში ისიც წავიდა სახლიდან და დავრჩით მე და ლაზაზო.ასე წოლით მობეზრებული ავდექი და მისაღბში გავფოფხდი.პლედშემოფარებული ვწრიალებდი და ლაზარეს ვეძებდი.უი ჩასძინებია.საყვარლად იყო მიწოლილი მდივანზე და ფშვინავდა. ჩემი პლედი გვერდით მოვისროლე კარადიდან ახალი გამოვიღე და გადავაფარე. სამზარეულო ჩემს ხელში იყო. საჭმელების გაკეთებას შევუდექი და ჩემი მზარეულობით კმაყოფილი მისაღებში დავბრუნდი.მზე ცოტაზე იყო ამოწვერილი და ჩასვლას ლამობდა. რამოდენიმე სხივმა მკაფიოდ გაიკვალეს გზა ლაზარეს სახეზე და არასასიამოვნო სიტოაციაში ჩააგდეს.სწრაფად მივედი, ნაცრისფერი სქელი ფარდა ჩამოვაფარე და ოთახი ჩავაბნელე.სასიამოვნოდ გაეღიმა და ბალიშს ჩაეკონა. წამიერად იმ ბალიშის ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე. ვიგრძენიი როგორ მხვევდა მის თბილ ხელებს სხეულზე და როგორ მივსებდა სიცარიელეს. თვალები რომ გავახილე მის მზერას წავაწყდი. ჩემს გაბაადრულ სახეს უყურებდა და იღიმოდა.ხელით მანიშნა რომ მასთან მივსულიყავი.მეც უსიტყვოდ დავემორჩილე და გვერდით მივუსკუოდი.პლედი მეც მომაფარა, თვითონაც დაიტოვა.თავი მხარზე დავადე და გავირინდე.
-შეგიძლია მითხრა რა გაწუხებს, მე ყოველთვის მოგისმენ.ბაგეებს წყდება მისი ხავერდოვანი ხმა და მეღიმება.
-ყველაფერი მაწუხებს ხოლმე.
-მამის გარეშე ყოფნა გაწუხებს არა?.
-მთელს ცხოვრებას მიშხამავს.
-მელაპარაკე რას გრძნობ.
-როცა ჩემს გვერდით იყო ვიცოდი რომ არ ვუყვარდი, მოვალეობის მოხდის მიზნით მხვევდა ხალხში ხელს და ჩემი შვილიაო იძახდა, ეს შენც კარგად იცი, მხოლოდ ქეიფზე ვუყვარდი, მერე წავიდა, დაიღუპა, თითქოს ჩემი ისედაცც ცარიელი ნაწილი უფრო დააცარიელა და მხოლოდ ტკივილი ჩამიტოვა. იცი როგორ მენატრება? წასულია, არც ვუყვარდი მაგრამ მენატრება, ყოველთვის მინდოდა მეგობრებში მამაჩემით მეამაყა, მეთქვა მამამ მიყიდა, მამაჩემი არმიშვებს, მამაჩემმა რომ გაიგოს,იცი ერთხელ მახსოვს მე მამაჩემი და დედაჩემი სადღაც მივდიოდით, მარჯვნივ დედას ხელი მეჭიირა მარცხნივ კი მამას ხელი, ისეთი ბედნიერები ვიყავი. ორი კიკინა მქონდა გაკეთებული და გახსოვს ადრე დუბლიონკები რომ იყო, აი ზუსტად ეგ მეცვა, ზუსტად არ მახსოვს ექიმთან მივდიოდი თუ მუშტაეტში მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ქონდა, მთავარია მათთან ერთად ვიყავი ლაღი და ბედნიერი.ცრემლები ნელა იკვალავენ გზას ღაწვებზე,სიმწრისგან მეღიმება,არვიცი რა ხდებოდა ჩემსთავს, მტკიოდა მაგრამ ეს მოყოლა შვებას მგვრიდა.-იცი როცა გარეთ გავდივარ და მამაშვილს ვხედავ, განსაკუთრებით კი როცა შვილი გოგოა, ერთმანეთს სიყვარულით რომ უყურებენ და ბედნიერებას რომ ასხივებდნენ, მათი დანახვისას თითო ნეკნი მტყდება, ტკივილი მთელს ტანში ატანს და სულს მიყინავს, იცი მშურს მათი, ძალიან ძალიან მშურს, მაგრამ რასვიზავთ ამას შევეჩვიე. დროდადრო ვისვენებდი და ვხვნეშოდი.
-წარსულს ნუ მისტირი, მომავალს შეხედე ნათელი ფერებით, შენთუ თავი ასე იტანჯე მერე რააღა ეღირება შენი ცხოვრება, დაფიქრდი, ღირს კი მთელი ცხოვრება მწუხარებაში გაატარო? მართალიხარ მე იმას ვერ დაგიმტკიცებ რომ ოდესმე განიკუნება ეს საშინელი შეგრძნება მაგრამ დრო არ კურნავს, ის გაიძულებს შეეგუო!.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent