შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (მეორე ნაწილი, მეორე თავი)


4-06-2017, 20:34
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 473

-აბა, რომელ ფილმს ვუყუროთ?-მეკითხება გაბრიელი სახლში შესვლისთანავე. კარებს ვხურავ და ვეუბნები:
-არ ვიცი, არ მომიფიქრებია... ავარჩიოთ რა რამე-ვეუბნები და მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს ვრთავ, მას კი სურსათით გავსებული პარკები სამზარეულოში შეაქვს.-გაბრიელ, რომანტიკას ვუყუროთ რა!-ვეუბნები და ხმას ვისაწყ*ლებ, რადგან ვიცი რამდენად არ უყვარს ასეთი ფილმები.
-მეგონა დღეს კომედიას ვუყურებდით-მესმის ბოხი ხმა სამზარეულოდან.
-ბოლოჯერ რა...
-წინაც ბოლო იყო-მეუბნება და ხარხარებს.
-ეს მართლა ბოლოა-ვამბობ მტკიცედ და სამზარეულოში გავდივარ.-შენები სად არიან?
-მამა როგორც ყოველთვის, შეხვედრაზეა. თიკა და მარინა ზოოპარკში წავიდნენ.-მეუბნება და თაფლისფერ თვალებს მანათებს.
-ბატი-ბუტი მოვხალო?-ვეკითხები და ქილიდან სიმინდის მარცვლებს ვიღებ მუჭით.
-ფილმი რომ არ აგვირჩევია ჯერ...-მეკითხება და გვერდში მიდგება.
-„იჩქარე შეიყვარო“-ს ვუყუროთ-ლეკვის თვალებით შევყურებ. ჩემს გამომეტყველებაზე ეცინება და საგრძნობლად მიახლოვდება. ჩემს სახეს ხელებში იქცევს და თვალებში დაჟინებით მაშტერდება. მეც ვუყურებ ჩემთვის ყველაზე ლამაზსა და საყვარელ თვალებს და გულში სითბო მეღვრება. შუბლს შუბლზე მადებს, მეც თვალებს ვხუჭავ, გაგიჟებული გულის ცემას ვერაფერს ვუხერხებ, თუმცა ვცდილობ სუნთქვა არ დამავიწყდეს. დუმილს არც ერთი არ ვარღვევთ. ანდა რა უნდა თქვა ასეთ დროს? არც კი მინდა მომენტი გაფუჭება. რამდენიმე წუთი ასე ვდგავართ, მერე რამდენიმე სანტიმეტრით მაშორებს სახეს და ახლა მზერა ტუჩებზე გადააქვს. საკოცნელად იხრება და ისევ თვალებს ვხუჭავ და მოლოდილში ვირინდები. საეჭვოდ გაწელილი კოცნის ლოდინში გაბრიელის ჩაცინების ხმა მესმის და იმ წამსვე თვალებს ვახელ.
-ძალიან სასაცილოა?!-ვეუბნები და შუბლს ვკრავ. ახლა უკვე ახარხარებულს შევყურებ და ქილიდან სიმინდის მარცვლებს მოსახალად ჯამში ვყრი და ზურგს ვაქცევ-მასხარა ხარ!
-გამიბრაზდა ჩემი პრინცესა?-ჩამეხუტა და მხარზე მაკოცა. ჰგონია ახლა ჩახუტებით გამოისყიდის დანაშაულს?
-მასე ნუ მეძახი-შევუბღვირე და მოცილება ვცადე.
-აბა როგორ დაგიძახო?-სიცილით მეუბნება. შემოსასვლელი კარი იღება და თიკას ხმა ისმის:
-შემდეგში მამიკო და გაბრიელიც წავიყვანოთ კარგი მარინა-კარები როგორ გააღეს ხომ დავკეთ?თუ არა?როგორც ჩანს დამავიწყდა.
-გაბრიელ მომშორდი ახლა თიკა და მარინა შემოვლენ-გეუბნები და გათავისუფლებას ვცდილობ.
-მერე რა?-მეუბნება უდარდელად და მილიმეტრითაც არ მშორდება.
-დაგვინახავენ!
-რამე ცუდს ვაკეთებთ?-ვითომ ვერ ხვდება რას ვეუბნები.
-გთხოვ... სირცხვილია...-ჩურჩულით ვეუბნები.
-გაბრიელ დავბრუნდი-უკვე ახლოს ისმის თიკას ხმა. თავს სწრაფად ვითავისუფლებ და სისწრაფეში შემთხვევით ხელს ცხელ ქვაბს ვადებ.
-ჯანდაბა!-ნატკენ ადგილს დავყურებ.
-მაჩვენე! ძალიან გეტკინა?-ჩემს მაჯას დასწვდა და შეშინებული თვალები მომაპყრო.
-არა, უბრალოდ მეწვის-ამოვიკნავლე. ასე როგორ დაიწვი ეკა, რა დაბდურა ხარ! ამ დროს თიკაც ოთახში შემოვიდა.
-ეკა, შენც აქ ხარ?-მითხრა და გახარებული ჩემკენ გამოიქცა-რა დაგემართა?
-არაფერია, თიკუნა, უბრალოდ ხელი დავიწვი.-ვამბობ და თვალს გაბრიელს ვაყოლებ, რომელსაც უკვე სახლის „აფთიაქიდან“ რაღაც მალამო აეღო და დამწვარ მაჯაზე წასმას ცდილობდა.
-ხომ არ გტკენ?-მეკითხება და საქმეს განაგრძობს. თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ და ახმაურებულ ჯვაბს ვუგდებ ყურს.
-თიკა, გამორთე რა გაზი. როგორც ჩანს ბატი-ბუტი გაკეთდა-ამბობს გაბრიელი.
---- ------- --------------------------
-რომანკიტას ვეღარ ვუყურებთ! რა საწყენია!-მეუბნება ჩურჩულით გაბრიელი და თიკაზე მიმანიშნებს.
-რა ბოროტი ხარ-თავს ვაქნევ ღიმილით.-სამაგიეროდ ანიმაციას ჩავრთავთ.
-კარგი რა... წამო გავისეირნოთ
-თიკა, „პატარა ბოსს“ ვუყუროთ?-პოზიციას არ ვთმობ.
-კიიიიიიიიიიი-სიხარულისგან ხტის. გამარჯვებული სახით ვუყურებ გაბრიელს, ბატი-ბუტი მომაქვს და დივანზე ვკალათდებით სამივე.
-შნ აქ დაჯექი, შენ აქ-გვკარნახობს თიკა და თვითონ შუაში გვისკუპდება. საღამო ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ვგეგმავდიოთ, თუმც არც ეს არის ცუდი.

--------------------------------------------------------------
ესეც ახალი თავი. ძალიან გთხოვთ შემიფასეთ, როდესაც ვშრომობ და თავს 200 ადამიანი კითხულობს და იქიდან მხოლოდ ერთი აკომენტარებს... ეს ძალიან მოსაწყენია... მოტივაცია მეკარგება და ჩემი მუზაც შორს მიფრინავს. ამიტომ თუ გინდათ, რომ განვაგღძო გთხოვთ დატოვეთ კომენტარი. თუნდაც ერთი სიტყვით, მაგრამ მაინც შემიფასეთ. სიყვარულით ავტორი.



№1 სტუმარი Qeti qarchava

Magari istoriaa!!!...

 


№2  offline წევრი niio

პატარა რჩევას მოგცემ და იმედი მაქვს არ გეწყინება

როდესაც მოთხრობაში სრული იდილიაა და არაფერი არ ხდება განსაკუთრებული, მაშინ ის მოსაწყენი ხდება.
ამიტომაც გირჩევ რომ სასწრაფოდ შემოიყვანო ახალი პერსონაჟები, ან ძველზე დაწერო საინტერესო რამე, ოღონდ ეკა და გაბრიელი არ დააშორო რამე ახალი და საინტერესო მოიფიქრეე. kissing_heart

ბექა ბექა ბექა sweat_smile joy joy

 


№3  offline წევრი Elenekakh

აუ ძაან კაია heart_eyes და საინტერესო მალე დადე რა ♥

 


№4  offline წევრი ნეპტუნიელი

niio
პატარა რჩევას მოგცემ და იმედი მაქვს არ გეწყინება

როდესაც მოთხრობაში სრული იდილიაა და არაფერი არ ხდება განსაკუთრებული, მაშინ ის მოსაწყენი ხდება.
ამიტომაც გირჩევ რომ სასწრაფოდ შემოიყვანო ახალი პერსონაჟები, ან ძველზე დაწერო საინტერესო რამე, ოღონდ ეკა და გაბრიელი არ დააშორო რამე ახალი და საინტერესო მოიფიქრეე. kissing_heart

ბექა ბექა ბექა sweat_smile joy joy

მესმის რასაც გულისხმობ... არა რა თქმა უნდა არ მეწყინება... ახალ პერსონაჟებზე ვფიქრობ უხვად ვერ დაგპირდებით, თუმცა იქნებიან. მთავარი გმირებს კი "დიდი გამოცდა" ელით სიყვარულში. ძალიან მინდა ჩანაფიქრი გამომივიდეს. არ გავწელავ უბრალოდ ბექა ტყუილად არ დავაბრუნე...

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Rato mgonia roagaca cuds apirrb da am cudshi beqas gamoyenebas gegmav?
Nu gaafucheb am personajs. Da co axali personajebi gvimdaaaaaaa!!!!:dddd

 


№6  offline წევრი ნეპტუნიელი

nawkas12345
Rato mgonia roagaca cuds apirrb da am cudshi beqas gamoyenebas gegmav?
Nu gaafucheb am personajs. Da co axali personajebi gvimdaaaaaaa!!!!:dddd

ამ ისტორიის მეორე ნაწილს უკვე დიდი ხანია ვგეგმავ. მესმის თქვენი არ გინდათ, რომ ისტორიაში იდილია დაირღვეს, მაგრამ მე მინდა რომ ბექას პერსონაჟიც გავაცნო მკითხველს. ახალი პერსონაჟები იქნებიან, როგორც უკვე ვთქვი. თუმცა ბევრს ვერ დაგპირდებით. სიყვარულით ავტორი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent