შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი შენი ბრალია!


30-09-2017, 23:54
ავტორი ერკე
ნანახია 2 774

მე შენ მიყვარხარ და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია
ჩემმა ოცნებამ უშენობით სული დალია,
ჩემი ოცნება უშენობით მუდამ მთვრალია
და უოცნებოდ, ჩემი გული ვერ გამძღარია.

თავისუფლება მეც მწყურია, როგორც გარბიან
ბავშვები სადღაც, სიბნელისკენ, ნახონ ნარნია
ჩემი გრძნობები უშენობით იკარგებიან
მე შემიყვარდი და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია.

სულის აკვანში ჩაკარგული, რკინის გალია
უძირო თვალთა პატრონი, ლამაზი ქალია
გარბის დღეები, მე კი ვფიქრობ ერთი წამია,
ჩემმა ოცნებამ მის გარეშე სული დალია.

ისეთი რაღაც, რომ გატყვევებს, და ხსნა არც გინდა
მარტო ყოფნით კი, ჩემი ფიქრები უფრო დამძიმდა
ამ დროს სიკვდილი თან მინდა და თან კი არც მინდა,
მზე რომ კარგ ამინდს გვიქადდეს, თუმც მაინც გაწვიმდა.

მე შემიყვარდი გამეტებით, სულში ქარია
ქარიშხალმაც კი კვლავ ფიქრები ისევ არია,
ურთიერთობა ჩვენი გრძნობების ღია კარია,
და გრძნობები კი დაკარგულნი ჯერ არ არიან.

ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია,
გრძნობების გარეშე ადამიანი ხეიბარია,
მე სიყვარული სრულიად მმართავს, ნაგიჟარია,
თავდავიწყებით ჩემში მოისხა - შენი მადლია.

რისთვის შეგვქმნეს თუ არ გამოვცადეთ, რაც კი გვწადია
ეს ერთადერთი მომენტი და ბოლო შანსია,
ბედნიერება ყოველ საათში, წუთში, წამშია
გულისხმიერი ემოციების წითელ ზღვაშია.

მოდი ჩვენც დავტკბეთ, თუნდაც იმით, რაც გვაბადია,
ვისროლოთ ბადე ოკეანეში, თითქოს ნავში ვართ,
ამ სამყაროში სამოთხეს თუ გრძნობ აი რაშია
ულევ ღიმილში, თანაგრძნობის აკლდამაშია.

საშვი ყველას აქვს, ჩვენს წიაღში საძებარია
მე გპირდები ჩვენ ვიპოვით იქ, სადაც შარია
ჩემი ოცნება უშენობით ისევ მთვრალია,
მე შემიყვარდი, რაც ჩემი არა! - შენი ბრალია!
ე.მ.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ჩემი ოცნება უშენობით ისევ მთვრალია,
მე შემიყვარდი, რაც ჩემი არა! - შენი ბრალია! ❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ენატრები დეიდდულას

ამ სამყაროში სამოთხეს თუ გრძნობ აი რაშია
ულევ ღიმილში, თანაგრძნობის აკლდამაშია.

 


№3 სტუმარი cdckvh

მე რა შუაში ვარ, შენ შეგიყვარდი

 


№4  offline წევრი Merri

როცა საქმე სიყვარულს ეხება იქ უკვე ყველაფერი თბილი,ტკბილი და ბედნიერია.❤❤ძალიან მაგარი ლექსია...
ჩემი ოცნება უშენობით ისევ მთვრალია,
მე შემიყვარდი, რაც ჩემი არა! - შენი ბრალია!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent