შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის ანდერძი


8-10-2017, 02:13
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 427

ღამის ნისლში გავეხვევი უთვალავის მნახველი,
წყვდიადია ამას იქით მხოლოდ ჩემი სახელი,
საფარს მივცემ ომში დევნილ ელს და ირანელს,
შენ კი ჩემო მადევარო, რომ მომძებნი, ინანებ.

უკვდავების ბურუსისფერ მოვიხურავ ფარაჯას,
და სიყვარულს აღარ მივცემ თავის კუთვნილ ხარაჯას,
ომში გულმკერდმოღეღილი დავეცემი მიწას მე,
თავს კალთაში ჩამიდებ ამ მძინარეს და იწამებ.

სამსჯავროზე დასაცავად არ მოვითხოვ არავის,
დე იცოდნენ, ქურდიც ვიყავ, მრუშიც, ფლიდიც მპარავიც..
არაერთხელ დამიმონა უკუღმართმა გულისთქმამ,
და სხვის სისხლში ჩამოვახრჩვე საკუთარი სულის ხმა.

დე იცოდნენ, იცინოდნენ, კრთოდნენ შიშით ფარულით,
გველი ვიყავ, მორიელი, მკვლელი ვიყავ მალული,
შარა გზაზე პურს ვატანდი ათრთოლებულ ნიავ ქარს,
თუთის ხესთან ღამღამობით ვმკურნალობდი თიაქარს.

ბევრი მოვკალ, ბევრი ვტანჯე, არ ვაღირსე საფლავი,
ბევრსაც აღარ დაუტოვე შინ არავინ დამფლავი,
სანამ ყორანივით ვიყავ, მეც ყრანტალი მიყვარდა,
და ჰადესთან ცოდვილები ორ მონეტად მიმყავდა.

აგონია ვიყავ ბედის, არც არავის დამრიდე,
სანამ მაგრად გამთოკეს და მერე მონად გამყიდეს,
სანამ ჩემი სისხლით მორწყეს ძველი რომის კედლები,
მსოფლიო არ დაიღალა არსებობის ყვედრებით.

დამატარებს წინ და უკან, მიცვლის საუკუნეებს,
მათ რომელიც მძულს და მძულდა წინ მიხვედრებს უვნებლებს,
ტყვია რაა, ცხრა ათასი მკერდს ატყვია იარა,
ეშმამ სხვები წინ გარეკა, მე გვერდზე ჩამიარა.

არ ჩამაგდო მითთა მეფემ ფეხრთა მტვერი სინდისათ,
და ზევესმა ვერცხლის მეხით სალამინზე მიმსრისა.
გავატყავე ჰელესპონტი ბეჭზე ცემით მათრახის,
დიდი საქმე საინჟინრო საქმედ დამხვდა საძრახის.

დღეს სიკვდილმა არ მიყიდა, გუშინ ბედმა დამცინა,
სიყვარულმა მერვაასეთ თუ ამიგდო საცინლად,
ცად მოყვასი ავიყვანე, დამიგორდა ისიც ქვე,
ბედისწერის მთის ძირშიც კი ჩემზე ხუმრობს სიზიფე.

ხომ როგორი უბედური გავცდი ბებერ სოვდაგარს,
ღლაპმა გლობალიზაციამ ყელზე თოკი მომაბა.
გადათქერეს ჩემი გული მერის ლურჯა ცხენებმა,
საკურთხევლის ზარებს ელის, გამცეს ცუდმა ენებმა,

შენც დაიწერ ჯვარს, იმ ღამეს, გალონივით მოვკვდები,
ახლაც თაფლის ბალონივით ვაგდივარ და ვობდები,
გამქრალია ბედისმწერლის წიგნში ჩემი სახელი,
სირცხვილით თუ დაიწვება ჩემს საფლავთან სანთელი.

მაგრამ თუკი საფლავიდან ავდექ, ღმერთმა ინება,
მსოფლიოსთვის ჩემი ლექსი საგანძური იქნება.
ლაზარეა მკვდრეთით აღმდგარ მესაფლავის სახელი,
აი მაშინ მალე გნახავთ ღმერთი, ბევრის მნახველი.



№1  offline მოდერი bla.ell

რა მაგარია დამაჟრიალა ბოლოს რაღაც მკაცრი ნათქვამი როა იმაზე...
კარგი სიტყვები შემხვდა უამრავი...მაგარი ბიჭი ხარ აკუნა❤❤ჩემი საყვარელი პოეტი❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
რა მაგარია დამაჟრიალა ბოლოს რაღაც მკაცრი ნათქვამი როა იმაზე...
კარგი სიტყვები შემხვდა უამრავი...მაგარი ბიჭი ხარ აკუნა❤❤ჩემი საყვარელი პოეტი❤


laughing laughing ოჰ, რა ხარ რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent