შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ვქნა, ასეთი ვარ (სრულად)


21-10-2017, 01:38
ავტორი Kristy
ნანახია 2 694

სიტყვები დაობდა ფურცლებზე ნაწერი, როგორც წარმოსახვის მკვდარი არტერია,
სულზე გაჩენილი პატარა ნაკერი ხდება უსასრულოდ ბნელი მატერია,
წამი ვეღარ ხდება უეცრად ჟღერადი, როცა იღიმიან ძველი სურვილები,
რადგან შემოაჭკნათ გრძნობებს ის ფერადი ნაზად გამოზრდილი გრძნობის ყვავილები,

ამიტომ მორჩილი და ფრთებშეკეცილი ვხედავ ანგელოზებს როგორ ვეცოდები,
ჩემსავე სხეულში ჩუმად შეკეტილი კვლავ რომ ბოროტების ზეიმს ველოდები
და როგორც ფანტელი, მედება ნაღველი, ვიგებ უჩინარი გრძნობის წამოძახილს,
იხსნება ტკივილის მუდმივი ნაკერი, რომელიც მახსენებს სიტყვის გამოძახილს,

ამიტომ გაშალეს გრძნობებმა ხელები, წამიერ ერთჯერად სისუსტეს ვაბრალებ,
თითქოს გადავცვალე ერთგული ფერები ვალებზე, ახლა კი დარჩენილს ვაბარებ,
სიტყვებმა დაკარგეს ძველებური ფერი და კვლავ ნაცრისფერი გამითენდა დილა,
როგორც ბანაკებად დაყოფილი ერი, ისევ მერიდება უშენობის ხილვა,

რა ვქნა, ასეთი ვარ - გრძნობით მიყვარდება, ჩვევები იძენენ უჩვეულო ძალას,
როცა წამის ძახილს გრძნობა ესარჩლება და დრო წამოიწყებს უსასრულო თამაშს,
მაგრამ თუ პასუხად მხოლოდ დუმილს ვიღებ სწრაფად იფანტება წარმოსახვის ხიბლი,
თითქოს საიდუმლო დამწერლობას ვიგებ, რითაც შემიძლია ვიცნო უცხო ხილი,

რადგან ასე გავჩნდი - მგრძნობიარე გულით და ბავშვური წყენით ჩემს თავს ვებუტები,
როცა ლმობიერი, გულუბრყვილო სულით ამიფრინდებიან ოცნების ბუშტები,
როგორც ცისარტყელა ფერებად დაშლილი ისე მიმზიდველნი და თან სათუთები,
გრძნობის კიდეებთან ღრუბლებად აშლილი ქარებს აყოლილი ციდა ბურთულები,

რასაც წარმოსახვის კალთა ეფარება, როცა იღვიძებენ უსიტყვო ცნებები,
მერე მოგონების ქსელში იკარგება ძალით ნაშენები ძველი ოცნებები
და თითქოს სამყაროც - მათით გაჟღენთილი უფერო ოცნების ბუშტუკს ემსგავსება,
უხმო რეალობის ფარსში ჩაღვენთილი მცირე იმედიც კი სევდას ეძალება,

ამიტომ თანდათან ფიქრებთან დამალვას წინსვლას ვამჯობინებ ოცნების კვალდაკვალ,
სურვილებს ვაშენებ, რომ ავცდე დაკარგვას ან შემრჩეს ძალა, რომ გადავრჩე სადაც ვარ,
რადგან უაზროა წამზომის ყურება, როცა შენს ხელშია დროზე ბატონობა,
არ ღირს ეჭვებისგან სიმაგრის შენება, თითქოს გადაშალე წარსულის მონობა,

რადგან გავიზარდე თითქოს სიმაღლეში, როცა ავიშენე ოცნების გალია,
დღემდე მასში ვზივარ, როგორც სიმაგრეში და თითქოს შიგნიდან საკმაოდ მყარია,
მაგრამ გარე ძალებს ვერსად ვემალები, რომლებიც ორივეს გვიტევენ თანაბრად,
თითქოს უსათუო მარცხში ვიკარგები, თუმცა არ მტოვებენ გზები შენს ანაბრად,

მე კი ისევ ისე - ძველი შემართებით ვიწყებ წარმოსახვის თავიდან შენებას,
ფიქრებს ვემალები დროსთან შეფარებით, აღარ ველოდები გრძნობების შექებას,
რადგან უსაზღვროა სიმართლის ლოდინი, სიმებს ააჟღერებს როცა მოგონება
და წამს შეაკვდება შენი მოლოდინი, როცა გამიღიმებს ნათელი გონება,

სურვილის წიაღში ჩამითრევს ფერადი ლაღადაწყობილი თამამი სიტყვები,
რომელსაც ვერასდროს ეწვევა ჟღერადი, მუდამ მომღიმარი დღეების სხივები,
ამიტომ ჯიუტად ისევ იმ უნიჭო ფიქრებად აწყობილ სცენებს ველოდები,
როცა მოლოდინი გახდება უსიტყვო და წამს აატოკებს გულწრფელი ლოცვები!



№1 სტუმარი სტუმარი sesi

ამხელა და ასეთი მაგარი ლექსი რამ დაგაწერინა უბრალოოდ არ მესმიის, ნამდვილად ნიჭიერი გოგო ხარ, თან ძალიან ძააალიან ნიჭიერიიი

 


№2  offline მოდერი bla.ell

ჩემი უსაყვარლესი პოეტი რომელსაც მემგინი ვერავინ შევედრებით საიტზე❤უკარგესი და უნიჭიერესი ადამიანი ხარ!

 


№3  offline წევრი Kristy

bla.ell
ჩემი უსაყვარლესი პოეტი რომელსაც მემგინი ვერავინ შევედრებით საიტზე❤უკარგესი და უნიჭიერესი ადამიანი ხარ!


ყოველთვის ისეთ სიტყვებს მჩუქნი, ჩემი თავი მიყვარდება... ჩემი ერთ-ერთი მოტივატორი ხარ, მადლობა ამისთვის ❤

სტუმარი sesi
ამხელა და ასეთი მაგარი ლექსი რამ დაგაწერინა უბრალოოდ არ მესმიის, ნამდვილად ნიჭიერი გოგო ხარ, თან ძალიან ძააალიან ნიჭიერიიი


დიდი მადლობა, გაიხარე ❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

სიტყვები დაობდა ფურცლებზე ნაწერი, როგორც წარმოსახვის მკვდარი არტერია,
სულზე გაჩენილი პატარა ნაკერი ხდება უსასრულოდ ბნელი მატერია,
წამი ვეღარ ხდება უეცრად ჟღერადი, როცა იღიმიან ძველი სურვილები,
რადგან შემოაჭკნათ გრძნობებს ის ფერადი ნაზად გამოზრდილი გრძნობის ყვავილები,

 


№5  offline მოდერი bla.ell

მიხარია თუ ასე ფიქრობ და ჩემი სიტყვები მოტივაციას გაძლევს წერო და წერო რადგან ეს შენი სფეროა სადაც უნდა იარსებო❤

 


№6  offline წევრი Kristy

terooo
სიტყვები დაობდა ფურცლებზე ნაწერი, როგორც წარმოსახვის მკვდარი არტერია,
სულზე გაჩენილი პატარა ნაკერი ხდება უსასრულოდ ბნელი მატერია,
წამი ვეღარ ხდება უეცრად ჟღერადი, როცა იღიმიან ძველი სურვილები,
რადგან შემოაჭკნათ გრძნობებს ის ფერადი ნაზად გამოზრდილი გრძნობის ყვავილები,


kissing_heart

bla.ell
მიხარია თუ ასე ფიქრობ და ჩემი სიტყვები მოტივაციას გაძლევს წერო და წერო რადგან ეს შენი სფეროა სადაც უნდა იარსებო❤


მადლობა შენ ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი sesi

მარტლა რაა ძალიან კარგად წერ ლექსებს, ყველაზე ყველაზე მეტად მომწონს შენები

 


№8 სტუმარი ლტ9

შეიძლება ლექსის წაკითხვის უფლება მივიღო??

 


№9  offline წევრი Kristy

სტუმარი sesi
მარტლა რაა ძალიან კარგად წერ ლექსებს, ყველაზე ყველაზე მეტად მომწონს შენები


დიდი დიდი მადლობა სესი kissing_heart

ლტ9
შეიძლება ლექსის წაკითხვის უფლება მივიღო??


შეიძლება kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent