შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა ვარ კარგად


28-01-2018, 12:20
ავტორი anka anuka
ნანახია 3 315

არა ვარ კარგად,გეფიცები, კარგად არა ვარ
და როგორ მინდა მიფათურო სულში ხელები
რომ იქნებ რამე დაალაგო არევის ნაცვლად
რომ დაინახო საკუთარ თავს როგორ ვეცლები...
ისევ გწერ ხედავ? აღარა მაქვს თავს ზემოთ ძალა,
მინდა მოგიყვე შენ ან ჩემს თავს რას ვერ ვპატიობ,
მე აღარ ვსუნთქავ, მაგრამ ვრჩები ცოცხალი რადგან
ჩემი სიკვდილიც ვერ გაბედავს რამე გატკინოს..
ჩემს გულის კედლებს შენი შიგნით ყოფნის სუნი აქვთ
ცივა ჩემს ხელებს, ცივათ თვალებს, ცივა გარეთაც...
და მენატრები მთელი ძალით ისე სრულიად,
რომ საკუთარი სხეულიდან ვცდილობ გაქცევას...
არა ვარ კარგად, გეფიცები, კარგად არა ვარ,
დღეები გამყავს, შიგნით მე ვარ, გარეთ მარტია,
ვიცინი ისევ მეგობრებთან დაუღალავად
და მეტირება მაშინათვე როცა მარტო ვარ...
ვფიქრობ, ჩვენ ორზე და ვიხსენებ როგორ გიყვარდი,
ვფიქრობ, შენს ზურგზე ჩემს მაგივრად სხვა რომ გეხვევა,
და ვხდები ცუდად, უფრო ცუდად, ვიდრე ვიყავი,
და ჩემი სისხლი ჩემს ძარღვებში იმტვრევს ხერხემალს..
არა ვარ კარგად და ტკივილებს არ უჩანს ბოლო,
და სანამ ჩემი ნერვებივე გადამოყოლებს,
მიმყოფე კარგად,ამასა გთხოვ, უფალო, მხოლოდ,
ჩემით, უჩემოთ, სულ ერთია, ოღონდ მიმყოფე...



№1  offline წევრი ქეთიtaisia

მომეწონა????❤ კარგად წერ ????❤ წარმატებები ❤

 


№2  offline წევრი geo877

სულში ჩამწვდომი ,ძალიან კარგია heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილია

ეს გახლვთ ჩემი უსაყვარლესი პოეტის თემო შენგელაიას "არა ვარ კარგად" და ძალიან გთხოვთ მიაწეროთ ხოლმე ავტორი

 


№4  offline მოდერი bla.ell

სტუმარი ლილია
ეს გახლვთ ჩემი უსაყვარლესი პოეტის თემო შენგელაიას "არა ვარ კარგად" და ძალიან გთხოვთ მიაწეროთ ხოლმე ავტორი

რა კარგია მეც ამის თქმას ვაპირებდი❤❤

ძალიან კარგად წერს თემო...უმაგრწსი პოეტი❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent