შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეძღვნება ყველა უტაქტოდ მივიწყებულ მეგობარს


24-11-2018, 15:30
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 808

როგორ მინდა მჯეროდეს,
ის რაც ერთად ვაშენეთ,
არ გამქრალა უკვალოდ,
და კვლავ შენს თავს მახსენებს..

ვიძირები სიზმრებში,
იქაც არ მომასვენეს,
გულის ჯიბით ვატარებ,
ატირებულ ქართველებს..

ვერ შევიგრძნობ შეხებით,
თუმც იღიმის ჩემ წინა,
ვეღარ ვითვლი.. მეგობრებს,
იმდენი რამ ეწყინათ...

აღარაფერს არ მოაქვს ,
ჩემთან თაფლის სურნელი,
მოგონებებს ვეხვევი,
წვიმასავით სულელი...

ილევიან ფერები..
სიჩუმეში დნებიან..
ახლა "უცხოელები",
როგორ მენატრებიან..

ვერ ვიხსენებ ვერაფერს,
ნეტავ რა დრო გავიდა,
ვებუტები ყველაფერს,
რომ ვერ ვიწყებ თავიდან..

ვერც გულახდილს გამიგეს,
სიმართლე თუ ერწყილათ,
როცა ვერ გავიხსენე..
მერამდენე.. ეწყინათ...

ადუღებულ გრძნობებში,
გული აღარ ეტევა,
რად არ მოსდის, ვერ ვხვდები,
სიყვარულის შეტევა..

მიფრინავენ გედები,
სადღაც ყელს მოიღერებს,
მე კი.. მარტო ვბერდები..
ახლა ვინღა მიმღერებს?!

როგორ მინდა მჯეროდეს,
რომ ეგ სუნთქვა გამათბობს,
რად სჩანს, როგორც ჰეროდეს,
ჩვილთა სისხლი.. არ მახსოვს?!

წუხელ ძილში დაგხედე,
სახეს ბინდი ეფარა,
ბინდი უყვართ თავხედებს,
სილამაზეს - შენ, არა..

ჩამოვგლიჯე ერდოსქვეშ,
თოკით ყველა ფიცარი,
სიკვდილმაც კი უარმყო,
შენც რომ ვეღარ გიცანი..

აღარ ვითვლი წამსვლელებს,
რადგან წასვლა მეც მინდა,
ვერ შემიცნო ვერავინ
ვერავინ და.. მეწყინა...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

უცნაური მე
0
ლაზოს გამოჩენა ნიშნავს ბედნიერების რამდენიმე წუთს, ლექსის წაკითხვის და გაანალიზების რამდენიმე ბედნიერი წუთი. მერე ისევ დაიკარგები ხოლმე, მერე ისევ გამოჩნდები..:) მიყვარს მე შენი ლექსები <3


დიდი მადლობა რომ ყოველთვის მელოდები... :) ვცდილობ სულ აქ ვიყო, მაგრამ მავიწყდება ხოლმე რომ არაფერი დამიდია და...
მეც მიყვარს შენი კომენტარები :)

 


№2  offline წევრი ჯულა

აღარ ვითვლი წამსვლელებს,
რადგან წასვლა მეც მინდა,
ვერ შემიცნო ვერავინ
ვერავინ და.. მეწყინა...


აი ეს სიტყვები..... ჩემეულია, ძალიან კარგია.

 


№3  offline წევრი luana

“ჩამოვგლიჯე ერდოსქვეშ,
თოკით ყველა ფიცარი,
სიკვდილმაც კი უარმყო,
შენც რომ ვეღარ გიცანი.”

წასვლა გვინდა, სულ ყველას,
ისე ძლიერი გრძნობით,
თავს თოკის ქვეშაც კი ვყოფთ
იქ წასვლაზე ოცნეიბით.
იქ წასული მინახავს,
მოსული კი არავინ.
იქნებ არც იქ გველიან
იქნებ ჩვენთვის არ არის
არც ადგილი, არც სითბო,
და არც ის მეგობრები,
აქ რომ გული გვატკინეს,
აქ რომ ვეღარ იცანი.
თუ სულ მარტო მოგიწევს
ყოფნა იქ სამუდამოდ?
მაშინ აქაც მარტო ხარ
თავს რად იკლავ, რას წვალობ?

ის ერთი რომ ვერ იცან,
იქნებ იმის ბრალია,
მწერლობაში გართულმა
ატკენინე ძალიან.
იქნებ ვერ შეამჩნიე,
როგორ ძლიერ ცდილობდა,
შენთან რომ ყოფილიყო,
შენ რომ დაგემახსოვრა.
ალბათ რამე იხუმრე,
ვერ გაიგო თავიდან,
კითხვა ვერ გაგიბედა
და წავიდა თავისთან.
იქნებ ჯობდეს მიხვიდე,
ჩამოთვალოთ წყენები,
თუ დათვლა გაგიჭირდათ,
მოიშველეთ ხელები.
გულიდან ამოიღეთ,
ყველაფერი რაც იყო,
და ისიც კი უთხარი,
რაც უნდა ყოფილიყო.
მოაშორე სახიდან
ის ბინდი რომ მოედო,
და დაიწყეთ იქიდან
წყენა სადაც დაიწყო.

რა თქმე უნდა, გათვალისწინებას არ გთხოვ, შენი გადასაწყვეტია მიხვალ თუ არა.
პ.ს შენ ლექსებზე რომ ვაფანატებ ეგ იცი უკვე.

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჯულა
აღარ ვითვლი წამსვლელებს,
რადგან წასვლა მეც მინდა,
ვერ შემიცნო ვერავინ
ვერავინ და.. მეწყინა...


აი ეს სიტყვები..... ჩემეულია, ძალიან კარგია.


ძალიან მიხარია რაღაც შენეულიც რომ ვიპოვნე heart_eyes ვეცდები მეტის პოვნას

luana
“ჩამოვგლიჯე ერდოსქვეშ,
თოკით ყველა ფიცარი,
სიკვდილმაც კი უარმყო,
შენც რომ ვეღარ გიცანი.”

წასვლა გვინდა, სულ ყველას,
ისე ძლიერი გრძნობით,
თავს თოკის ქვეშაც კი ვყოფთ
იქ წასვლაზე ოცნეიბით.
იქ წასული მინახავს,
მოსული კი არავინ.
იქნებ არც იქ გველიან
იქნებ ჩვენთვის არ არის
არც ადგილი, არც სითბო,
და არც ის მეგობრები,
აქ რომ გული გვატკინეს,
აქ რომ ვეღარ იცანი.
თუ სულ მარტო მოგიწევს
ყოფნა იქ სამუდამოდ?
მაშინ აქაც მარტო ხარ
თავს რად იკლავ, რას წვალობ?

ის ერთი რომ ვერ იცან,
იქნებ იმის ბრალია,
მწერლობაში გართულმა
ატკენინე ძალიან.
იქნებ ვერ შეამჩნიე,
როგორ ძლიერ ცდილობდა,
შენთან რომ ყოფილიყო,
შენ რომ დაგემახსოვრა.
ალბათ რამე იხუმრე,
ვერ გაიგო თავიდან,
კითხვა ვერ გაგიბედა
და წავიდა თავისთან.
იქნებ ჯობდეს მიხვიდე,
ჩამოთვალოთ წყენები,
თუ დათვლა გაგიჭირდათ,
მოიშველეთ ხელები.
გულიდან ამოიღეთ,
ყველაფერი რაც იყო,
და ისიც კი უთხარი,
რაც უნდა ყოფილიყო.
მოაშორე სახიდან
ის ბინდი რომ მოედო,
და დაიწყეთ იქიდან
წყენა სადაც დაიწყო.

რა თქმე უნდა, გათვალისწინებას არ გთხოვ, შენი გადასაწყვეტია მიხვალ თუ არა.
პ.ს შენ ლექსებზე რომ ვაფანატებ ეგ იცი უკვე.


მოსული თუ არ გინახავს,
შენ ხომ ნახე იგი ლოდი,
რამაც შექმნა ლაზარე და
შემდეგ მთელი კამელოტი..

ლურჯად მფეთქავ ტაძრის გუმბათს
კართან ეჯდა ანგელოზი
მე მოვბრუნდი შორეთიდან
თუმც არავინ არ მელოდით..

მე მინახავს ის სიცოცხე
სიკვდილს იქით.. სადღაც იქ.. სხვა..
და მეტია მინდა გითხრა
შავ სიკვდილში ვიდრე რისხვა..

ვიდრე წყევლა კაცთა მოდგმის..
იქ შვებაა.. იქ ლხინია..
არ იციან დღეს ხალხებმა
იქ მკვდრებს რისთვის მისტირიან..

არავინ მყავს სიკვდილს აქეთ
როცა იქით ყველა მელის,
ცხოვრება მაქვს იქით სავსე
ცარიელი აქეთ ქვევრი..

რის ჩაფვლა და რა ხუმრობა,
როცა ფაქტი მიდევს წინა
მეგობარი ვერ ვიცანი
და რა გიკვირს რომ ეწყინა..

რომ ვერ მეცნე.. განა გულში
თუნდაც მცირე.. შავი ლაქა,
შიგ ბუნაგს არ დაიდებდა,
რადგან არ სწამს რაც ვერ ნახა..

ვერ ვიხსენებ.. ყოველ ღამით,
გახსენებას ვფიცავ, ვცდილობ,
არ გამომდის დავამტკიცო
ვარდისფერი რომ ვარ სპილო..

განა ეგრე ახლოს ვიცნობ
როგორ შევხვდე, რომ არც ვიცი,
თუ მინახავს ვერ ვიხსენებ,
როგორ ვიცნო რაც არ ვიცი?!

გულღია ვარ რჩევისათვის,
თანაც როგორ გამახარე,
უგზოუკვლო ქცევისათვის
არ გამიწყრე, გულს ვახარებ..

წერის მუზა მომივიდა,
ვერ მოგწერდი პასუხს განა,
მაგრამ ლექსად დასაწერის,
სიტყვებით თქმა დამენანა..

გაიხარე მეგობრული
და საჭირო რჩევისათვის,
თუ ისურვებს მეგობრობას
ისევ.. მზად ვარ შეხვედრისთვის...
heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი luana

ლაზარე 13
ჯულა
აღარ ვითვლი წამსვლელებს,
რადგან წასვლა მეც მინდა,
ვერ შემიცნო ვერავინ
ვერავინ და.. მეწყინა...


აი ეს სიტყვები..... ჩემეულია, ძალიან კარგია.


ძალიან მიხარია რაღაც შენეულიც რომ ვიპოვნე heart_eyes ვეცდები მეტის პოვნას

luana
“ჩამოვგლიჯე ერდოსქვეშ,
თოკით ყველა ფიცარი,
სიკვდილმაც კი უარმყო,
შენც რომ ვეღარ გიცანი.”

წასვლა გვინდა, სულ ყველას,
ისე ძლიერი გრძნობით,
თავს თოკის ქვეშაც კი ვყოფთ
იქ წასვლაზე ოცნეიბით.
იქ წასული მინახავს,
მოსული კი არავინ.
იქნებ არც იქ გველიან
იქნებ ჩვენთვის არ არის
არც ადგილი, არც სითბო,
და არც ის მეგობრები,
აქ რომ გული გვატკინეს,
აქ რომ ვეღარ იცანი.
თუ სულ მარტო მოგიწევს
ყოფნა იქ სამუდამოდ?
მაშინ აქაც მარტო ხარ
თავს რად იკლავ, რას წვალობ?

ის ერთი რომ ვერ იცან,
იქნებ იმის ბრალია,
მწერლობაში გართულმა
ატკენინე ძალიან.
იქნებ ვერ შეამჩნიე,
როგორ ძლიერ ცდილობდა,
შენთან რომ ყოფილიყო,
შენ რომ დაგემახსოვრა.
ალბათ რამე იხუმრე,
ვერ გაიგო თავიდან,
კითხვა ვერ გაგიბედა
და წავიდა თავისთან.
იქნებ ჯობდეს მიხვიდე,
ჩამოთვალოთ წყენები,
თუ დათვლა გაგიჭირდათ,
მოიშველეთ ხელები.
გულიდან ამოიღეთ,
ყველაფერი რაც იყო,
და ისიც კი უთხარი,
რაც უნდა ყოფილიყო.
მოაშორე სახიდან
ის ბინდი რომ მოედო,
და დაიწყეთ იქიდან
წყენა სადაც დაიწყო.

რა თქმე უნდა, გათვალისწინებას არ გთხოვ, შენი გადასაწყვეტია მიხვალ თუ არა.
პ.ს შენ ლექსებზე რომ ვაფანატებ ეგ იცი უკვე.


მოსული თუ არ გინახავს,
შენ ხომ ნახე იგი ლოდი,
რამაც შექმნა ლაზარე და
შემდეგ მთელი კამელოტი..

ლურჯად მფეთქავ ტაძრის გუმბათს
კართან ეჯდა ანგელოზი
მე მოვბრუნდი შორეთიდან
თუმც არავინ არ მელოდით..

მე მინახავს ის სიცოცხე
სიკვდილს იქით.. სადღაც იქ.. სხვა..
და მეტია მინდა გითხრა
შავ სიკვდილში ვიდრე რისხვა..

ვიდრე წყევლა კაცთა მოდგმის..
იქ შვებაა.. იქ ლხინია..
არ იციან დღეს ხალხებმა
იქ მკვდრებს რისთვის მისტირიან..

არავინ მყავს სიკვდილს აქეთ
როცა იქით ყველა მელის,
ცხოვრება მაქვს იქით სავსე
ცარიელი აქეთ ქვევრი..

რის ჩაფვლა და რა ხუმრობა,
როცა ფაქტი მიდევს წინა
მეგობარი ვერ ვიცანი
და რა გიკვირს რომ ეწყინა..

რომ ვერ მეცნე.. განა გულში
თუნდაც მცირე.. შავი ლაქა,
შიგ ბუნაგს არ დაიდებდა,
რადგან არ სწამს რაც ვერ ნახა..

ვერ ვიხსენებ.. ყოველ ღამით,
გახსენებას ვფიცავ, ვცდილობ,
არ გამომდის დავამტკიცო
ვარდისფერი რომ ვარ სპილო..

განა ეგრე ახლოს ვიცნობ
როგორ შევხვდე, რომ არც ვიცი,
თუ მინახავს ვერ ვიხსენებ,
როგორ ვიცნო რაც არ ვიცი?!

გულღია ვარ რჩევისათვის,
თანაც როგორ გამახარე,
უგზოუკვლო ქცევისათვის
არ გამიწყრე, გულს ვახარებ..

წერის მუზა მომივიდა,
ვერ მოგწერდი პასუხს განა,
მაგრამ ლექსად დასაწერის,
სიტყვებით თქმა დამენანა..

გაიხარე მეგობრული
და საჭირო რჩევისათვის,
თუ ისურვებს მეგობრობას
ისევ.. მზად ვარ შეხვედრისთვის...
heart_eyes heart_eyes


შენთან მეგობრობას განა ვინმე არ ისურვებს? ❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
ლაზარე 13
ჯულა
აღარ ვითვლი წამსვლელებს,
რადგან წასვლა მეც მინდა,
ვერ შემიცნო ვერავინ
ვერავინ და.. მეწყინა...


აი ეს სიტყვები..... ჩემეულია, ძალიან კარგია.


ძალიან მიხარია რაღაც შენეულიც რომ ვიპოვნე heart_eyes ვეცდები მეტის პოვნას

luana
“ჩამოვგლიჯე ერდოსქვეშ,
თოკით ყველა ფიცარი,
სიკვდილმაც კი უარმყო,
შენც რომ ვეღარ გიცანი.”

წასვლა გვინდა, სულ ყველას,
ისე ძლიერი გრძნობით,
თავს თოკის ქვეშაც კი ვყოფთ
იქ წასვლაზე ოცნეიბით.
იქ წასული მინახავს,
მოსული კი არავინ.
იქნებ არც იქ გველიან
იქნებ ჩვენთვის არ არის
არც ადგილი, არც სითბო,
და არც ის მეგობრები,
აქ რომ გული გვატკინეს,
აქ რომ ვეღარ იცანი.
თუ სულ მარტო მოგიწევს
ყოფნა იქ სამუდამოდ?
მაშინ აქაც მარტო ხარ
თავს რად იკლავ, რას წვალობ?

ის ერთი რომ ვერ იცან,
იქნებ იმის ბრალია,
მწერლობაში გართულმა
ატკენინე ძალიან.
იქნებ ვერ შეამჩნიე,
როგორ ძლიერ ცდილობდა,
შენთან რომ ყოფილიყო,
შენ რომ დაგემახსოვრა.
ალბათ რამე იხუმრე,
ვერ გაიგო თავიდან,
კითხვა ვერ გაგიბედა
და წავიდა თავისთან.
იქნებ ჯობდეს მიხვიდე,
ჩამოთვალოთ წყენები,
თუ დათვლა გაგიჭირდათ,
მოიშველეთ ხელები.
გულიდან ამოიღეთ,
ყველაფერი რაც იყო,
და ისიც კი უთხარი,
რაც უნდა ყოფილიყო.
მოაშორე სახიდან
ის ბინდი რომ მოედო,
და დაიწყეთ იქიდან
წყენა სადაც დაიწყო.

რა თქმე უნდა, გათვალისწინებას არ გთხოვ, შენი გადასაწყვეტია მიხვალ თუ არა.
პ.ს შენ ლექსებზე რომ ვაფანატებ ეგ იცი უკვე.


მოსული თუ არ გინახავს,
შენ ხომ ნახე იგი ლოდი,
რამაც შექმნა ლაზარე და
შემდეგ მთელი კამელოტი..

ლურჯად მფეთქავ ტაძრის გუმბათს
კართან ეჯდა ანგელოზი
მე მოვბრუნდი შორეთიდან
თუმც არავინ არ მელოდით..

მე მინახავს ის სიცოცხე
სიკვდილს იქით.. სადღაც იქ.. სხვა..
და მეტია მინდა გითხრა
შავ სიკვდილში ვიდრე რისხვა..

ვიდრე წყევლა კაცთა მოდგმის..
იქ შვებაა.. იქ ლხინია..
არ იციან დღეს ხალხებმა
იქ მკვდრებს რისთვის მისტირიან..

არავინ მყავს სიკვდილს აქეთ
როცა იქით ყველა მელის,
ცხოვრება მაქვს იქით სავსე
ცარიელი აქეთ ქვევრი..

რის ჩაფვლა და რა ხუმრობა,
როცა ფაქტი მიდევს წინა
მეგობარი ვერ ვიცანი
და რა გიკვირს რომ ეწყინა..

რომ ვერ მეცნე.. განა გულში
თუნდაც მცირე.. შავი ლაქა,
შიგ ბუნაგს არ დაიდებდა,
რადგან არ სწამს რაც ვერ ნახა..

ვერ ვიხსენებ.. ყოველ ღამით,
გახსენებას ვფიცავ, ვცდილობ,
არ გამომდის დავამტკიცო
ვარდისფერი რომ ვარ სპილო..

განა ეგრე ახლოს ვიცნობ
როგორ შევხვდე, რომ არც ვიცი,
თუ მინახავს ვერ ვიხსენებ,
როგორ ვიცნო რაც არ ვიცი?!

გულღია ვარ რჩევისათვის,
თანაც როგორ გამახარე,
უგზოუკვლო ქცევისათვის
არ გამიწყრე, გულს ვახარებ..

წერის მუზა მომივიდა,
ვერ მოგწერდი პასუხს განა,
მაგრამ ლექსად დასაწერის,
სიტყვებით თქმა დამენანა..

გაიხარე მეგობრული
და საჭირო რჩევისათვის,
თუ ისურვებს მეგობრობას
ისევ.. მზად ვარ შეხვედრისთვის...
heart_eyes heart_eyes


შენთან მეგობრობას განა ვინმე არ ისურვებს? ❤️


ისე, მათი რიცხვი, ვინც არ ისურვებდა არცთუ ცოტაა laughing

 


№7  offline მოდერი bla.ell

ამ ლექსზე ჩემი აზრიც და პასუხიც იცი უკვე heart_eyesთუმცა არმიყვარს შენი ლექსები ჩემი კომენტარების გარეშე როცა მათ გვერდზე ვხედავbowtie

 


№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
ამ ლექსზე ჩემი აზრიც და პასუხიც იცი უკვე heart_eyesთუმცა არმიყვარს შენი ლექსები ჩემი კომენტარების გარეშე როცა მათ გვერდზე ვხედავbowtie


ქი ქი ქი, მეც მიყვარს შენი კომენტარები

 


№9  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

i want
აუუ ძალიან კარგი იყოო

გული სიხარულით მევსება როცა ვხედავ რომ გახსოვთ ჩემი ლექსები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent