შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფაუსტი


17-01-2021, 17:18
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 694

თავი მესამე
მოხუცო მისანო

განათდა კერა, აღბუზღუნდა ისევ ბუხარი,
ღია ფანჯრებში უცაბედად დაიწყო თოვა
სავარძლები და ცხელი კერძი მიართვეს სტუმრებს
რათა დაეწყო მოხუცს ყრმისთვის ზღაპრების თხრობა..

მისჩერებოდა სიხარულით ანცი ყმაწვილი
და გაგონებას კიდევ ბევრი ამბის ფიქრობდა,
მოხუცი მამა, თხრობისაგან ნიშატგაცლილი,
ავი ღიმილით სამსახურად მათად ვიდოდა..

ფეხზე გახადეს უძვირფასეს ღამეულ სტუმრებს
და ცეცხლთან ახლოს ჩაათბუნეს, ჩააცვეს წინდა,
ბევრი ნუგბარი ტკბილეული იქვე აახლეს,
-მიირთვი, შვილო, ნურას ფრთხილობ, ვიცი რომ გინდა..

თბილად დაუთმო დაშაქრული თხილი მოხუცმა,
ნუ გეშინია, სტუმრის მოკვლა წესად არ გვადევს,
და რომც ვერ შეძლოს იმ ზღაპრების თხრობა მოხუცმა,
მსჯავრს ჩვენ კი არა ეგ პატარა ბიჭი დაგადებთ..

მაგრამ პატარას აინუნშიც არ მოსდიოდა,
არ გაეგონოს თითქოს ირგვლივ სიტყვა არცერთი,
უნდა დაწყო თხრობა, რადგან დრო მიდიოდა,
და ამ რისხვისგან ვერ იხსნიდა ამჯერად ღმერთი..

დიდი ხნის წინათ, მუქთაჰილის ველურ მხარეში
ვინმე იდნესმა გააშენა დიდი ქალაქი,
და რაც შეემთხვა ერთ გლეხს იმავ არემარეში,
მასზე იქნება ეს პატარა იგავ- არაკი..

***

ორმოცდა ხუთი ათასი წლის წინ,
ვინმე იდნესი ქვეყნად ცხოვრობდა,
მან გააშენა იგივ ქალაქი, სადაც
ხელმწიფედ დაჯდა.. ცხოვრობდა..

და ამ იდნესის მეშვიდე ვაჟმა,
ნახა სიზმარი გასაოცარი,
რომ ამ ქალაქის კარს მოსდგომოდა
მოხუცის სახით მძლე ჯადოქარი..

ესალმებოდნენ უცნობს ჩიტები,
ბრძენი გველები თავებს უკრავდნენ
ულამაზესი მარგალიტები
მოხუცის ყელზე მწკრივად სუნთქავდნენ

ხელზე ეკეთა ოქროს ბეჭედი,
განა უბრალო, ლომის თავისა,
ფაფარსა შლიდა სულშთაბერილი
თანაც თვალები ჰქონდა ლალისა..

უნდა შეეშვათ ქალაქში ბრძენი,
რათა სამეფოს ბედი გაეგოთ,
მასვე ხელთ ეპყრა ხელმწიფის ბედი,
და ლამაზმანი მისი საბედოც..

პრნცმა იდუმალ ბრძანება გასცა..
რაჟამს მოადგეს, კარს იდუმალად,
სამეფო სუფრა შემოსთავაზონ,
დაასახელა თავის მოძღვარად..

ისიადესის მეოთხე თვეში..
მოადგა კარებს ყარიბი ბერი,
იფნის არგანი ეკავა ხელში,
მცველს ლომის თავმა აღუძრა გეში..

შეიპატიჟეს მდიდრულ კარავში,
და გაუშალეს სამეფო სუფრა,
სხვა არ შეუშვეს შიგნით არავინ
მხოლოდ იმ პრინცის მსახური ულხან..

გლეხი იყო ეს ულხანი
მგლის ბაგაზე გამოზრდილი,
მეფის შვილმა ბავშვობიდან
შეიყვარა, შეითვისა..

როგორც მისი ერთგული და
მეგობარი გამოცდილი,
პრინცის ნაცვლად დიდი მისნის
სამსახურად ის შევიდა..

მოილხინეს, ინადიმეს, მოეკიდა ღამეს რული
ჯადოქარმა მსახურს ასვა ჩუმად ღვინო დაბანგული,
სუფრაზევე ჩაეძინა, ვინ აღირსა სასთაული,
პირველ ღამეს ვერ იხილა კარს მომდგარი სასწაული..

იხმო დილით უფლისწულმა, ნამსახური მოიკითხა,
ქეიფის და ნადიმისა ყოვლი წვრილად გამოკითხა,
ვერ იპოვა რა მიზეზი, იმ ძილისა არ იკითხნა,
ფრიად გაწყრა, სახე კუშტი უქეიფოდ რა შეიქმნა..

შემდეგ ღამეს გადაცმული თვით ეწვია ჯადო სტუმარს
ბერმა ისიც მიაძინა, მიანება რბილ სასთუმალს,
ყვინჩილებმა რა იყივლეს.. ჟამი იგრძნო მისმა სულმა
გაჰქრა ჯადო, გაიღვიძა, შელოცვიდან გამოსულმან..

სირცხვილეულ-არეულმა მთელი დილა თავში იცა,
დაიყარა, თუ რამ ჰპოვა, მარგალიტი, ლარი, მიწა..
ვით გაიგოს თვისი ბედნი, ანუ ვისსა ხელში მისცა
ნუთუ ცოცხალს არ გაუმხელს ღვთის ჩანაფიქრს დედამიწა?!

რა მსახურმან ბატონისა მწუხარება იგი ნახა,
მისი შველა მეგობარმან გულში მტკიცედ ჩაისახა
ლოცვით შევა მის კარავსა შინა უმძიმს რომე ნახვად
ჰცნა რა ბერმან ლოცვა მისი, თვით ბაგენი არ განახვნა..

არ აწყინა მეგობარი მეგობრისა გულის ხიდად,
არ ულოცა, ძილ ქუშ არ სცა, თვალნი მისცა ასახილად,
როცა მთვარემ შუაღამით ორნივ თვალნი გაახილა,
სახლს მნათობმა მოატანა, გრძნება მისი გაამხილა..

თვალნათელმან სამჯერ რიდით დაუძახა მან ვარსკვლავმან,
მან მსახურმა თვალი ჰკიდა შიშისაგან ლამის მკვდარმან,
ბერმა თვალი გაახილა და შეჰმოსა მადლით ცამან,
გააღიმა ბედის მაცნის უმნიშვნელო სათხოვარმა..

მოხუცო მისანო, დიდო ჯადოქარო - უწევდა ვარსკვლავი ხმას
დილით რომ იშვება მეფის ყრმა პაწია, ბედი რას უმზადებს მას?!
თუმც გულში ჩაუდევთ გაგება უთქმელის, კეთილი გული აქვს მეფეს,
იქნება დღეგრძელი, ლამაზი, მზეგრძელი ტახტის მომავალი მეფე..

გაშორდა ვარსკვლავი ბედგადაწყვეტილი
მოხუცმა ცოტა ხანს ჩათვლიმა,
ისევ კარს მოადგა ციდან მოწყვეტილი,
ვარსკვლავი.. მუდარა აწვიმა..

მოხუცო მისანო, დიდო ჯადოქარო,
დამინდე.. ძილი არ გაბედო..
მოკვდება დარდისგან ამ ბედის პატრონი
აჩუქე ნანატრი საბედო..

აჰხედა "მძინარე" ფერწასულს ღიმილით,
მისანმა.. წყალობა ინება..
დე მისი ტკივილის დადგეს დასასრული..
დალილა ხვალ მისი იქნება..

დალილა?! სამხრეთის მზისფერი ასული?!
მსახურმა გონება დაკარგა,
მის ულევ სიხარულს არ აჩნდა საზღვრული
ფიქრების ულევი არმადა..

და სანამ ეძინა.. მესამე ვარსკვლავი
მოადგა კარავის კარიბჭეს..
რით დავაჯილდოვოთ მეგობრის ერთგული
სანამ სასახლიდან გამიშვეს?!

პრინცმა და მსახურმა თითქმის ერთიანად
ერთ დროს გაახილეს თვალები..
მდიდრულ სამოსელში საძილედ მიწოლილს
აცმევდნენ მხევალი ქალები..

შევარდნენ მცველები მეფისა ყმაწვილთან
ახალი ამბავი აახლეს,
მეზობელ მთის წვერზე თითქოს არსაიდან
გაჩნდა ქალაქი და სასახლე..

თვით პრინცი ამალით დიდძალით წაბრძანდა
გაეცნო ახალი მეტოქე..
რას მოიფიქრებდა, თუ ცოცხალს ნახავდა
თავისი ბავშვობის მეგობარს..

უამბო მსახურმა რა ნახა სიზმარში,
სიზმარი ეგონა ნამდვილად,
იმავე საღამოს სამეფო დარბაზში,
შეუღლდნენ პრინცი და დალილა..



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
სიტყვები არ მყოფნის ლაზი.საოცარი ტექსტი და რითმაა...დიდი მომავალი აქვს ამ ნაწარმოებს❤️


გაიხარე heart_eyes ბოდიში ნაგვიანევი პასუხისთვის, ისე მიხარია რომ კითხულობ და ასე მოგეწონა, შემოსვლას ვერ ვახერხებ ხშირად და relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent