მე მხატვარი ვარ
...მე მხატვარი ვარ, სიტყვებით ვხატავ, რითმებით ვქარგავ და სულსაც ვკარგავ.. როდესაც წავალ, აღმივლენთ მესას, რქიანი კაცი მახვილს ალესავს, შავი ღრუბლები ცასაც გალესავს, რომ დავიშლები მუქ ფრაგმენტებად, ჩემი რითმები - პერგამენტებად, ეს სიტყვები კი გლოვის ლენტებად.. მოღუშულ დღეებს ფიქრებით ვართობ, დამპალ ფიქრებს კი სასმელით ვათრობ, ეკლიან ბილიკს მივყვები მარტო, დარდმა ტკივილი ფიქრად გამანდო, ფიქრმა კი უმალ ბრაზით ამანთო, ჩემს დაშლილ გულში ცეცხლი აანთო.. შემოვიფლეთავ ტკივილის ფარდას, რა გავაკეთო სხვა ამის გარდა? იქნებ მინდა რომ უკვალოდ გავქრე, და როგორც ცეცხლი,ნაცრად რომ ჩავქრე, ჩავქრე - ვით ცეცხლი, ცივი - ვით ვერცხლი! თუ ვერ ამწონეს - ვერც გადამწონეს, თუ ვერ გამიგეს - წესიც ამიგეს, მახეც დამიგეს.. დავხატავ რითმებს, კალამი ითმენს, უფსკრული მითრევს.. გადამარჩინე, დამიგე ხიდი, და მომაშორე ტკივილი დიდი, ფიქრები ფლიდი! არ მისცე ნება წაიღონ სული, მომიკლან გული, ფიქრი წაშალონ, რითმი დაშალონ! არ მისცე ნება, წამგლიჯონ ვნება, ცეცხლი ჩააქრონ, გრძნობა გააქრონ! და თუ შეძლეს და მაინც წამშალეს, მუქ ტბებზე ცრემლებს ვინ შეამშრალებს? დარჩება მხოლოდ მშრალი რითმები, მშრალი რითმებით მე არ ვიქნები, თეთრიდან შავზე გარდავიქმნები.. დარჩება სიტყვა, მშრალი,მზაკვარი: "მე ვარ მხატვარი, სიტყვებით ვხატავ, რითმებით ვქარგავ, და სულსაც ვკარგავ..." [ H ] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.