შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემო მოჩვენება


4-12-2023, 23:02
ავტორი Mariami777
ნანახია 1 800

ოთახის წყვდიადში ღამით ხმა მესმა
გული შეკრთა და დაგიწყო ძებნა
შენ მეგონეო როგორც ყოველღამ
მომჩვენებია, არსად არა ხარ!

თვალებგაბადრულს შენი მოძებნა
ცუდ ჩვევასავით ამეკვიატა
ხვდები? ვგიჟდები, შენ კი არ გჯერა
სულ მეკითხები, რატომ გიყვარვარ

დიახ, გპასუხობ დიდი ტკივილით
ძნელია ამაოდ სულ შენი ძებნა
ვიცოდე არ ხარ და მაინც ჩემთვის
გხედავდეს ყველგან ჩემი გონება

გიჟია-მეთქი, იმწამს ვიფიქრე
ღამეებს როგორ ათენებს ფიქრში
ან არ აწუხებს თუნდაც სიცივე?
ოთახსაც ავსებდა ნოემბრის ნისლი

შენთვის უნახავს, ფიცი დამიდე
ანგელოზი ხარ ჩემი მფარველი
იქნებ ცოტა ხანს კიდევ დაფიქრდე?
იქნებ სულ არ ვარ შენი მნახველი?

არა და კარგი! ჯანდაბას მაშინ
და თუ არ იშლი ჩემს ნახვას მაინც
მოვალ შენთან და დავჯდები შენს წინ
თვალებით გაიგებ ჩემს უთქმელ ფიქრს

დრო რომ გავიდა, ისევ იქ დავრჩი
ბავშვობის უცნაურ ძველ სიყვარულში
ფიცი დაგიდე, შენ ხარ ის ვაჟი
შენა ხარ ჩემი აწ დასასრული

მტკივა და ვუძლებ
შენი ხელები
მითბობენ ნაწილს

მე შენ გპირდები
აღარ გაგიშვებ
სანამ არ დავლევ წყურვილის წადილს

შენ რომ მწყურიხარ
და როგორც უფრო
ვფიქრობ წავიღებ სურვილს მარადის!

მიყვარხარ მეთქი ბევრჯერ რომ მითქვამს
ტკივილები სულ ბაირამობდნენ
შენ ურყევი ხარ, გული რას გიზამს?
სიკვდილის პირას შენს სახელს ნაზად გავიმეორებ.

მე ქოხი მინდა, პატარა სახლი
გარშემო ტყე რომ ფარავდეს ცასაც
ამ ქოხში პატარა ცეცხლი, ბუხარი
გოგონას უწნიდე ოქროსფერ თმასაც

ქოხთან პატარა ბაღი გავაწყოთ
ყვავილები რომ ყვაოდნენ მუდამ
დილის პირველ სხივს ჩვენს სასთუმალთან
გაგაოცებდეს- "ერთი გვაქვს სუნთქვა"!

დიდი ხანი რომ ველოდით ამ დღეს
ოცნებებიც ხომ ასრულებულა
ხოდა შენც გწამდეს, არ დაიხიო
მიხვდები უცებ დრო რომ გასულა

ამ ფიქრებს თავს როცა ვეღარ დავაღწევ
რომ ჩამოწვება ღამე წყვდიადი
ამოანათებს მთვარე და ისევ
ვეტყვი ყოველთვის როგორც მიყვარდი

ნაწილ დარდებს ის რომ წამართმევს
ისიც მეტყვის თუ როგორ გიყვარდი
ვემშვიდობები ჩვენს იმ "შესაყარს"
სადაც ბუდე აქვთ ფიქრებს ტიალი.

შენს ჩახუტებას რომ ვოცნებობდი
შენზე გავიგე შენთან მოდისო
საწოლს გითბობდი ხელის მტევნებით
მინდა სულ თბილი კერა გვეფინოს.

აი, მეც აქ ვარ...ისევ მოვედი
ისევ შენთან და შენი- დავბრუნდი!
ნაიარევი შესაჩივლებლად
მოგიტანე და ბავშვივით გავჩუმდი

ჩამეხუტე და არ გამიშვა, აღარასოდეს გთხოვ
ნურც იმას მკითხავ ისევ გიყვარვარ?
შენს გამო სიცოცხლეს ვთმობ

გკოცნი იქამდე სანამ არ მეტყვი
დრო რომ მოვიდა, ისევ მიდიხარ
თვალზე მომდგარი ისევ ის ცრემლი
და უწინდებურად კვლავ "მოჩვენება".



№1 სტუმარი უცნობი გატეხილი გულიᲗ

ეს ლექსი... Შედევრია.... მან Ჩემს გულს, Ჩემს გრᲫნობებს Შეეხო... ცრემლიც დავᲦვარე... რამოდენიმე... მაგრამ გკივილიᲗ სავსე. ვერ ვხვდები ამ ლექსს ასე ცუტა მოწონება რატო აქვს, რადგან ეს ლექლი Ძალიან ლამაზია... ისეᲗი ლექსია რომელიც Შენს გრᲫლობებს Შეეხება.. დიდი მადლობა ავტორს ამ ლექსისᲗვის... აუცილებლად ამოვიწერ

 


№2  offline წევრი I belive u

უმაგრესია მართლა
--------------------
L.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent