შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსამართლობა


23-01-2024, 02:01
ავტორი Tsikaradze nika
ნანახია 752

როცა ოჯახში სიყვარული აღარ გჩვევია,
როცა ქმარი ცოლს მიატოვებს ასაკის გამო,
როცა ვნებები უკვე ცოლში აღარ გიგრძვნია,
დატოვებ ოჯახს უკეთესი სხვა ტანის გამო.

როცა კაცობას კაცობაში ვეღარ მოიყვან,
როცა გაჰყიდი სიყვარულსაც ოქრო და ვერცხლზე,
როცა ბოროტი სიკეთის გზის მხრიდან გაგიყვანს,
მოდი დაიქცეს ეს ცხოვრება ვულკანის
ალზე.

როცა მორწმუნემ დაიბრალა მორწმუნეობა,
და ეკლესია აგებულა ოქროს კედელით,
სადღაც მახლობლად უსახლკარო მშიერი კვდება,
სიცოცხლის ბოლოს დარჩენილი ღმერთის იმედით.

როცა მდიდარში სიხარბეა გამეფებული,
ხოლო ღარიბის სულის ფასი ბევრად მეტია,
მაგრამ ცხოვრებას არ ადარდებს ღირსების ფასი,
და დაფასებით მხოლოდ უღირსნი შეფასდებიან.



№1 სტუმარი gio

leqsshi cxovrebaa gadmocemuli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent