შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ან დასასრულს შესავალი რაღად უნდა?!


3-02-2024, 20:57
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 614

იდგა ღამე.. შიში, მწველი როგორც ვეფხვი..
წყვდიადისფერ ქარში ქროდა თმები შელლის,
მოგენატრე.. მომელოდი.. მაგრამ ვერ თქვი,
უჩემობას სხვადასხვებით რომ ვერ შველი..

ვერ ელევი ქარში დათვლილ შელლის თითებს,
შველის თითებს.. მტევან მტევან იკონებდი,
შევერიე შენს ფიქრებში სხვებზე მითებს,
მითებს.. ჩემთვის გზადაგზა რომ იგონებდი..

გვიანია წყვდიადისფერ ქარში მოთქმა,
ის რაც მოკვდა, ვეღარასდროს დაბრუნდება,
შევეჩვიე, თითქოს ძილში შენზე ბოდვას,
ეს კოშმარი, ვიცი, აღარც დასრულდება..

ვერ დასრულდი ჩემს ფიქრებში ჩემო ღამევ,
ჩამქრალი მზის გათენებას ველოდები..
მე არასდროს მითხოვია შენგან რამე,
თვით შენს გარდა და სიზმარშიც ვმეორდები..

ეს სიზმრები.. შავბნელი და შელლისფერი,
შენს ტუჩებზე ღრუბლებად რომ გადმოდიან,
უსტვენს ქარი.. ესეც თითქოს შენ გიმღერის,
ჯოჯოხეთის იწერება რაფსოდია..

მთვარეული, უსახელო პოეტი ვარ,
და უსივრცოს დედამიწა მაინც მიტევს,
შენ არ იცი, მე საიდან მოვედი და,
არც მე ვიცი, ესე როგორ დამივიწყე..

წყვდიადისფერ ქარიშხლებში ასეც ხდება,
ბინდისფერი როცა ხდება ყველაფერი..
სიყვარული - უკვდავია, გული კვდება,
და ტაძარი აღარ მრჩება მე შენფერი..

ამიტომაც სხვის ბურანში დააბიჯებ,
ვერ მიპოვი, სხვებში, მეძებ, ვიცი, თუმცა,
დაგითვლიან ოცნებები ჩუმ ნაბიჯებს,
ან დასასრულს შესავალი რაღად უნდა?!



№1 სტუმარი სტუმარი Bla.ell

აღიარება უნდა იმას, რომ თანამედროვე პოეტებში იშვიათია ასე ნაწერი ლექსი თავისი ხასიათით, მშვენიერი რითმითა და განსხვავებულობით, არც რითმია თანამედროვე და ტიპური და არც სიტყვები. ყველაფერი ინდივიდუალური საკუთარი გონებითა და გულითაა შესრულებული თითქოს ლექსი კიარა ნახატია ან მოკლემეტრაჟიანი ფილმი რომელსაც უცქერ...იცი ამ საიტს რააკლია?! ვფიქრობ კითხვას მელოდიაც უხდება, აი ეს... ჰოდა ასეა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Bla.ell
აღიარება უნდა იმას, რომ თანამედროვე პოეტებში იშვიათია ასე ნაწერი ლექსი თავისი ხასიათით, მშვენიერი რითმითა და განსხვავებულობით, არც რითმია თანამედროვე და ტიპური და არც სიტყვები. ყველაფერი ინდივიდუალური საკუთარი გონებითა და გულითაა შესრულებული თითქოს ლექსი კიარა ნახატია ან მოკლემეტრაჟიანი ფილმი რომელსაც უცქერ...იცი ამ საიტს რააკლია?! ვფიქრობ კითხვას მელოდიაც უხდება, აი ეს... ჰოდა ასეა


ელლ, ძალიან გამიხარდი..
მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის, იმდენი ხანია არავის დაუკომენტარებია, მეგონა აღარც კითხულობდნენ და გვიან ვნახე საკმაოდ, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent