სიკვდილის ღმერთი
სიკვდილის ღმერთი შიში გაფანტა უეცრად ქარმა, გულში გაენთო სანთელი მკრთალად, არ შეუშინდა ვაჟკაცი არა, ტყვიების წუილს კვლავაც და კვლავაც. ცაზე აენთო სინათლე ავად, ნისლი ჩამოწვა,სიკვდილის ხმალად, ხმები გაისმა,-ნისლია შხამად, არ ჩაისუნთქოთ არამც და არამც! კაცმა აიღო ნიღაბი ჩქარა, ზედ დააბნია ფილტრები მაგრად, სახეს მოარგო ძლიერად მყარად, და ავტომატი მიმართა შარად. უწინ ბიჭუნა წიგნებით ხელში, ომმა გახადა,სიკვდილის ღმერთი. სასხლეტს გამოჰკრა გავარდა მეხი, ნისლში უეცრად,დაეცა ერთი. კაცმა იფიქრა-მოვკალი მტერი, მივუახლოვდე,ვინ არის ერთი?- ფრთხილად დაიძრა ვაჟკაცი ფეხით, და დაინახა უსულო მტერი. დაეცა მუხლზე,შეძრწუნდა კაცი, უეცრად გულში აენთო ცეცხლი. მისმა თვალება იხილეს მტერი, წითელ თმიანი,ექთანი ცრემლით. ზედ შეშრობოდა,პატარა ცრემლი, ცას შესცქეროდა,ცისფერი მზერით. წითელი ჯვარი,მკერდს მიხატული, სისხლში ცურავდა,ფერმკრთალი გერბი. შიშმა შეიპყრო სიკვდილის ღმერთი, მკერდში უეცრად,ჩაუქრა ცეცხლი, ზეცას ახედა,გულმკვდარი მზერით, კითხვა გაუჩნდა,უეცრად სევდის. -რა დავაშავე მითხარი ერთი? რად მომანიჭე ბოროტი ბედი? მე ხომ სულ სხვა რამ მინდოდა ჩემთვის არ მსურდა დაერქვათ სიკვდილის ღმერთი. სახეს გააძრო ნიღაბი ძველი, ღრმად ჩაისუნთქა ჟანგბადი ხმელი, -აჰა მივდივარ,ვიყავი მტერი, აღარ მსურს,მერქვას სიკვდილის ღმერთი. ცამ მოიღრუბლა,გავარდა მეხი, ნისლი გაფანტა ბოროტი მკვლელი, მთანი შეიძრნენ,შეღონდნენ ზღვები, ხალხმაც იხილა,ორთავეს ბედი. ამბობენ მაშინ დამთავრდა ომი, რომ იმ ადგილას,მოვიდა თოვლი. თეთრად მოფენილ მთაზე ხედავდნენ, თუ როგორ ლაღად,ცეკვავდნენ ორნი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.