შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა [თავი 3]


20-12-2019, 23:33
ავტორი მარამელი
ნანახია 1 083

უცებ ჩაიკითხა თვალმა ტექსტი, რომელსაც გონება შუა ნაწილამდე ძლივს მიჰყვა. მეორედაც გადავიკითხე. რამე ხომ არ მეშლება მეთქი. მერე კონვერტი შევათვალიერე. შეთვალიერებით ვერაფერი რომ აღმოვაჩინე, უფრო საგულდაგულოდ დავუწყე შემოწმება. არანაირი კვალი აჩნდა, არავითარი განსხვავება საიმისოდ, რომ ეს კონვერტი მე არ მეკუთვნოდა.
გაკვირვებამ გამაშეშა. ვიჯექი საწოლზე და იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, საერთოდ ვსუნთქავდი თუ არა. კითხვათა ახალი ტალღები ჩნდებოდნენ, რომელიც იყვნენ ძალიან მძიმე და ძლიერები. გონების ზღუდეს, ზღვის ნაპირებზე ჯებირებივით გაჭიმულს, აქტიურად აწყდებოდნენ კითხვები და საფრთხეს უქმნიდნენ მის სიჯანსაღეს.
და უცებ დავიჭირე კითხვა, რომელიც ეგომ გააჟღერა და გონებამ შეიცნო. კითხვა, რომელზე პასუხიც ასე ცხადად არასდროს დამჭირვებია: „ვინ იყო დედაჩემი?“.
მამა, რომელსაც ერთხელაც არ შევხვედრივარ ცხოვრებაში, მთელი ბავშვობა წარმოადგენდა ჩემთვის ფიქრის საგანს. რამდენჯერ მინატრია მასთან შეხვედრა და მამაშვილური საუბარი; რამდენჯერ გამიფიქრია: „იქნებ შევხვდი უკვე მამაჩემს და ვერ მივხვდიო?“; რამდენჯერ დამიწყია მეტროში უცხო კაცების თვალთვალი იმ იმედით, რომ ვინმეს საკუთარ სახებას მივამსგავსებდი. მამაჩემი არ არსებობდა, მაგრამ მაინც ყოველთვის იყო ინტერესის ობიექტი. მაგრამ დედა, რომელიც ასე ცხადად ანათებდა ჩემს ბავშვობას, არასდროს გამხდარა ინტერესის საგანი. არასდროს შემიხედავს დედას ცხოვრებისთვის განსხვავებულად, მაშასადამე, არასდროს დამისვამს კითხვა, რომელზე პასუხიც თურმე არაცნობიერად სულს მიჭამდა, თუმცა არასდროს ვაძლევდი გამჟღავნების საშუალებას. მე ვიცნობდი დედაჩემს და ისიც ვიცი, რითი ვგავდი ან არ ვგავდი მას. ყველაზე მეტად თვალები მიმიგავდა დედას. მასსავით მეტყველი, დიდი მწვანე თვალები მაქვს. ქუჩაში რომ ჩავივლიდით ხოლმე და დედას ნაცნობი შეხვდებოდა, ყველა იმას იძახდა: „ეს ბავშვი სადმე შემთხვევით რომ მენახა, უეჭველად მივხვდებოდი, შენი შვილი რომააო“. თითებიც დედასი მქონდა - გრძელი და თხელი. სხვა ყველაფერი, ალბათ, მამამ დამანათლა, რომელსაც არასდროს შევხვედრივარ, როგორც უკვე გითხარით.
მაგრამ ყველაზე მთავარი, ყველაზე საკვანძო საკითხი, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას ახლა რამე სხვანაირად წარმომედგინა და რამეზე სხვანაირად მეფიქრა, ის დედაჩემი იყო, რომლის გარეგნობის ყველა დეტალს საკუთარზე უკეთ ვიცნობდი, მაგრამ მის საქმიანობასა და ცხოვრების ჩემ მიღმა დარჩენილ დეტალებს არათუ არ ვცნობდი, არამედ არც კი ვკითხულობდი, არც კი მოვითხოვდი პასუხებს არაცნობიერში არსებულ ყველა კითხვაზე.
თუმცა პრობლემა ის კი არ იყო, კითხვებს რომ არ ვსვამდი, არამედ ის, რომ ამ კითხვებზე პასუხის გამცემი არავინ იყო. არა მხოლოდ დედა დამეკარგა, არამედ ბებიაც, რომელიც უკანასკნელი კვანძი იყო ამ ჩახლართულ ამბავში. სხვა არავინ ჰყავდა დედას. ისიც ჩემსავით მარტოსული იყო. ყველას იცნობდა, ყველა აქებდა დედაჩემს, სკოლაში ყურადღებას მარტო მისი შვილობით ვიქცევდი უფროსებისას, თუმცაღა მეგობარი არასდროს ჰყოლია. ნათესავების ფუფუნებას კი რომ მოკლებული ვიყავით, ეს ცხადზე უფრო ცხადი იყო ჩემთვის მუდამ.
ბებიას სიტყვებს ატრიალებდა გონება გაფუჭებული კასეტასავით:
„დედაშენი ძალიან ცუდ დროს მუშაობდა ძალიან საშიშ სამსახურში. უდიდესმა ძალამ მოკლა ის. მათ კიდევ აქვთ ძალაუფლება და ეცადე, თვალში ზედმეტად არ მოხვდეო“.
რა ძალაზე იყო საუბარი? რატომ ეშინოდა და გაურბოდა ამაზე საუბარს მაშინაც კი, როცა სიკვდილის პირისპირ იდგა, როცა სიკვდილის მიღმა ისეც აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი? დედაჩემი, რომელიც პოლიციაში უბრალო მიმღების ფუნქციას ასრულებდა, რამდენადაც მე ვიცოდი, როგორ გახდა ჯერ ობიექტი, რაც იმ უცნობ კაცთან საუბარმა მიმახვედრა, და მერე მსხვერპლი, როგორც ბებია გამომიტყდა? ან როგორ შეიძლება სახლიდან დილით გასული ქალი აღარ დაბრუნებულიყო სახლში და დღისით ისე აღგვილიყო მისი არსებობა სხვისი ხელით, როგორც გზაზე გადამავალ ტარაკანას რომ გაიტანს მანქანა და სულიერი არ ეყოლება მომკითხველი იმ ბედკრულ არსებას, სწორედ მაშინ რომ გადაწყვიტა გზაზე გადარბენა.
გადავწყვიტე, რომ ყველაფერი უნდა გამეგო და ამ გადაწყვეტილებამ თითქოს გაიმარჯვა შიშზე.
- როგორ, ნუთუ ამაზე მაღლა არ ვდგავარ? ვერ ვდგავარ? - ჩავილაპარაკე და წამოვდექი.
შემდეგი გაჩერება დედას ოთახი იყო.
მივდიოდი ამ ნაცნობ და ცარიელ კედლებს მიღმა, ნაცნობი ხმაურით მომყვებოდა იატაკი, მაგრამ ყოველი ნაბიჯი გაცნობიერება იყო იმის, რომ არაფერს ვიცნობდი, რომ არაფერი ვიცოდი. დედას ოთახში, ალბათ, საუკუნე გასულიყო მას მერე, რაც ბოლოს შევიხედე. ყველაფერი ისე იყო, როგორც ბებიამ დატოვა. ბებიას გარდაცვალებამდე მის სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემი ბავშვობის სახლის ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო და გაურკვეველი მიზიდულობისაც, აქეთ დავბრუნდი. ბებიამ რომ ბოლოს დედას ოთახი დაალაგა, მას მერე სულიერი არ შემოსულა აქ. ნელა შევაღე კარი. რამდენიმე წუთის წინაც კი, როცა შიში ყველა ძვალს მიხმაურებდა, ამ ოთახის გარდა, ყველაფერი დაზუსტებით შევამოწმე. აქ უბრალოდ შემოვიხედე. ხმაურით გაიღო ჟანგსაყოლილი კარი და გაუცნობიერებლად აღმოვჩნდი ოთახში, რომელიც, ჯანდაბა, საშინლად სავსე იყო დედას სუნით. ბავშვობამ კვლავ დაიწყო გონებაში კადრების გაცვლა და თვალები ცრემლით ამევსო. „ამის დრო არ არის!“ - გავიფიქრე და სასწრაფოდ ამოვიშრე წყალი თვალებიდან.
ოთახის შუაში დიდი საწოლი იდგა. მახსოვს, ძალიან რომ შემაწუხებდა მარტოობა, შემოვუღებდი კარს დედას, ეშმაკურად ჩავიცინებდი და ერთიანი ძალით გავექანებოდი, დავხტებოდი საწოლზე და თითქოს ჩემთვის გამზადებულ მეორე ცარიელ საბანს ამოვაფარებდი ხოლმე სხეულს. ერთი უზარმაზარი კარადა და კომოდი, რომელშიც ყველაფერს ინახავდა დედა, ამ ავეჯის შემდეგ კი საწერი მაგიდა, ძველი, სქელ მტვრის ფენაში გახვეული, იდგა. სულ ეს იყო. კაბინეტის სტილში მოწყობილ საძინებელში თითქოს არაფერი გამოიყურებოდა უცნაურად.
მახსოვს, ბავშვობაში, ოთახი მუდმივად ფურცლების ზღვაში იძირებოდა ხოლმე. ყველგან საქაღალდეები ჰქონდა დედას, თითოეულ ფურცელზე რაღაც იყო დატანილი. თითქოს სამუშაო კომფორტს ყველგან პოულობდა დედა - ქალი, რომელიც ჩემთვის იყო იდეალური. ახლა აღარსად ეყარა ფურცლები და საქაღალდეები. დედას სუნი კი განელებულიყო ოთახში, რომელიც ბებიას გარდაცვალების შემდეგ აღარასდროს განიავებულა. სწორედ ესაა სიკვდილი, ალბათ, ნელი გაქრობა. არარსებობა, რომელიც ხანდახან არსებობაზე ბევრად მეტია.
სამუშაო მაგიდასთან მივედი, სკამი გამოვწიე და დავჯექი. გული ისე მიცემდა, მეგონა სამამდე დაითვლიდა და გასკდებოდა. „თავს მოერიე! შიში დაძლიე!“ - უყვიროდა ეგო აკანკალებულ არსებას. საფრთხის რეალურად არარსებობა და მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში ფეთქვა იწვევდა იმას, რომ ნელ-ნელა არსება მშვიდდებოდა. ვალაგებდი დედას ფურცლებს, ადრე მთელ ოთახში მიმოფანტულს, ახლა კი საწერ მაგიდაზე უზადოდ დალაგებულს. ვკითხულობდი ნელა, აუჩქარებლად. იყო საბუთები. საბუთებზე დატანილი გვარები და სახელები, ფოტოსურათები და აღწერები. არ იყო რთული გასარჩევი, რომ პატიმართა საქმეებს ინახავდა ეს თეთრი ფურცლები, რომელთაც ოდესღაც არც კი წარმოედგინათ, ამ სახის და ზომა-წონის ინფორმაციის მფლობელნი თუ გახდებოდნენ. უინტერესოდ ვკითხულობდი თითოეულ მათგანს და გვერდზე ვაწყობდი. ფურცლებში განსაკუთრებული არაფერი იყო. არაფერი, რაც რიგით პოლიციის თანამშრომელს არ ექნებოდა. მერე მაგიდის უჯრები გადმოვქექე. საეჭვო ვერც იქ ვიპოვე ვერაფერი; იარაღიც კი, რომელიც სხვა პოლიციელს უეჭველად ექნებოდა. უჯრებიდან თაროებზე გადავედი. რაღაც წიგნები იყო, რომელთაც ვატრიალებდი და ფურცლებს ვუსინჯავდი, იქნებ სადმე, რომელიმე გვერდზე რაიმე უმნიშვნელო მაინც წერებულიყო. არაფერი.
გავბრაზდი. ალმურმა სახეზე ამკრა და სიბრაზემ მთელ სხეულში შფოთის მდგომარეობა გამოიწვია. ანაზდად, თითქოს საკუთარი აზრებისა და განზრახვებისგან დამოუკიდებლად, ფეხი გავიქნიე და მაგიდის ქვეშ მუხლი რაღაცას უსიამოვნოდ მიეჯახა. სხვა დროს ამ უსიამოვნებას არანაირ კითხვებს არ დავუსვამდი, მაგრამ ახლა ფაქტობრივად უგამოსავლოდ დარჩენილს, კითხვების დასმა უზარმაზარ ლაბირინთში ერთადერთ მინიშნებად მიმაჩნდა. ტელეფონი ამოვაძვრინე ჯიბიდან, რომელიც არც კი მეგონა, იქ თუ მქონდა და დავიხარე. სასიამოვნო გაოგნებამ მომიცვა, როცა მაგიდის ქვეშ კიდევ ერთი უჯრისმაგვარი აღმოვაჩინე, რომელიც, როგორც ჩანს, საიდუმლო უნდა ყოფილიყო. საიდუმლო კი იყო, თუმცა არც გასაღები და არც კოდური სიტყვა არ დასჭირვებია, როგორც ფილმებშია ხოლმე, ჩვეულებისამებრ. მარტივად გამოვაღე და შევნიშნე, რომ რაღაც წიგნისმაგვარი იდო. ამოვიღე და გავსწორდი. წიგნისმაგვარი უცებ გადაიქცა რვეულად. ვიგრძენი, რომ კიდევ ერთი შფოთის ტალღა აგორდა სხეულში და სწრაფად გადავშალე თავფურცელი. მის მიღმა კონვერტი აღმოჩნდა, ზედ გაკრული ხელით მიწერილი წარწერით: „ქეთას - ერთადერთს“. თითები ისე მიკანკალებდა, კონვერტის გახსნის ნაცვლად, ფაქტობრივად, დავხიე. შიგნით წერილი აღმოჩნდა და წერილში კიდევ მიმალულიყო ფოტოსურათი. შავ-თეთრი კადრის მიღმა ქალსა და კაცს შორის მოქცეული ბავშვი იღიმოდა. ქალი დედა იყო, ბავშვი, რაღა თქმა უნდა, მე და ეს კაცი... სურათი ამოვატრიალე. უკან კუთხეში წარწერა ქონდა: „ოჯახი“ და მეტი არაფერი.
ისევ ამოვაბრუნე სურათი და იმ კაცს დავაკვირდი, რომელსაც მეტად მსგავსი სახე ჰქონდა ჩემი. და ღიმილი კი გასაღები აღმოჩნდა. სწორედ ასეთი ღიმილი მაქვს მეც. ცრემლებმა, რომლებიც ჯერ თვალში ჩაგუბდნენ და შემდეგ კალაპოტიდან გადმოსულებმა ღაწვებზე გამოიკვლიეს გზა, წრფელი ემოცია გამოხატეს. მე ვუყურებდი კაცს, რომელიც ასე მაინტერესებდა, რომლის სახესაც ყოველი უცხო მამაკაცის სახეში ვეძებდი.
წერილი გავშალე. ინტერესმა გრძნობები გადაფარა.
„ქეთა, ჩემო ერთადერთო, ვწუხვარ, რომ იპოვნე ეს წერილი, რადგან ვხვდები, უკიდურესი შემთხვევაა, თორემ არ მოძებნიდი.
ქეთა, მაპატიე, რომ შენი ცხოვრება არაა უდარდელი და არც არასდროს ყოფილა. შენ ყველა ბავშვში პოზიტივს ეძებდი, ყველას ბედნიერებით სულდგმულობდი, მაგრამ შენი საკუთარი ბედნიერება არსად გეგულებოდა. იმედია, შეიცვალა ეს და ახლა შენ ხარ უბედნიერესი და ეგ თვალები, მზე რომ გიდგას მათში, ბედნიერებით ციმციმებს და არა შენიღბული უბედურებით.
ქეთ, მე არ ვყოფილვარ საუკეთესო დედა, ვერც ვიქნებოდი, რადგან შენზე წინ საქმეს ვაყენებდი. რომ შემეძლოს, ნეტავ შემეძლოს, რამდენი რამე იქნებოდა ახლა სხვაგვარად...
ალბათ, ყველაზე მეტად მაშინ შევცდი, როცა დავკარგე მამაშენი. მას მერე აღარაფერი იყო წესრიგში, მას მერე ჩვენ ოჯახში ქაოსმა იპოვა ბუდე და აი, დღეს ჩვენზე უკეთ ხარობს. გთხოვ, თუ არ შეცვლილა ეს, შეცვალე.
დედა, მე შენ ბევრი ცუდი გაგიკეთე და ამას ვერასდროს გამოვისყიდი. ახლა მაინც გვიანია. შენ სულში ნისლი დგას, ჩემი სული კი კაცმა არ იცის, სად არის ან არის თუ არა საერთოდ.
წაიკითხე ჩემი დღიური და იყავი ფრთხილად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გიპოვნიან და მერე აღარაფერი აგიციმციმებს მზეჩამდგარ თვალებს.
მიყვარხარ, ქეთა. ამქვეყანაზე თუ რამ არსებობს, ყველაფერს ერთად მირჩევნია შენი ერთი ჩასუნთქვაც კი, დედა“.



№1 სტუმარი barbarra.m

ძალიან საინტერესოა, გააგრძელე და მალ მალე დადე თუ შეძლებ❣ ძალიან მომწონს და წარმატებები❣????????

 


№2  offline წევრი Rania

Vfiqrobdi rom qetas deda ragac ushishroebis magvar dacesebulebashi mushaobdaa. Tumca vfiqrob shevcdii. Zalian magariaa. Moutmenlad veli gagrzelebas. Adre vkitxulobdi istoriass. Madera erqva masac da vatorma shecyvita ceraa. Imedia tqven daasrulebt. Yochagg. Zalian sainteresoaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline ადმინი მარამელი

barbarra.m
ძალიან საინტერესოა, გააგრძელე და მალ მალე დადე თუ შეძლებ❣ ძალიან მომწონს და წარმატებები❣????????

დიდი მადლობა <3

Rania
Vfiqrobdi rom qetas deda ragac ushishroebis magvar dacesebulebashi mushaobdaa. Tumca vfiqrob shevcdii. Zalian magariaa. Moutmenlad veli gagrzelebas. Adre vkitxulobdi istoriass. Madera erqva masac da vatorma shecyvita ceraa. Imedia tqven daasrulebt. Yochagg. Zalian sainteresoaaaa

ის საზიზღარი ავტორი მე ვიყავი grin ვერ დავასრულე და ახალი სიუჟეტით დავიწყე წერა. საბოლოოდ, ის იქნება ამ ისტორიის ფინალი, რაც იქაც მინდოდა, მაგრამ სხვა ყველაფერი სახელწოდების გარდა, შეიცვალა. ხო, მთავარი გმირის სახელიც არ შემიცვლია. მიხარია, რომ მოგწონს და კი, მივიყვან ბოლომდე აუცილებლად! მეც ძალიან მიყვარს ეს რომანი <3
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 


№4 სტუმარი მარიიი

ძალიან მომწონს ველოდები სიუჟეტის განვითარებას ♡♡ მალე დადე ველოდებიი

 


№5  offline ადმინი მარამელი

მარიიი
ძალიან მომწონს ველოდები სიუჟეტის განვითარებას ♡♡ მალე დადე ველოდებიი

მიხარია, მადლობა <3
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent