ერკე მიდასი - გაჭედილი
უეცრად წავაწყდი ამ სოფლის სახელწოდებას და კვლავ რამდენიმე უცნაური სოფელსაც გადავაწყდი. მე არ ვიცი რატომ დაერქვა მას გაჭედილი, თუმც ჩემს ინტერპრეტაციას კი გთავაზობთ. ............... სოფელი გაჭედილი მოსახლეობა 1 322 კაცი, 612 ქალი, 201 ბავშვი. ფართობი: ნიკოფსიიდან დარუბანდამდის 94 ჯერ შემცირებული კვ/მ მარტვილის რაიონი. ადრინდელი სახელწოდებით - ზორბა გადარქმეული 1958 წელს. მოძიებული მითი. მოგეხსენებათ იმ ხანად თავადაზნაურობა ძალზედ გავრცელებული წოდება იყო და არც ისე დიდი სიყვარულით ეკიდებოდნენ ამ წოდების მქონეთ... ერთი ზორბა თავადაზნაური გახლდათ, რომელიც ძალზედ ამპარტავანი, ამაყი და შეუდრეკელი კაცი იყო, ქოშიას ეძახდნენ. მთელი სოფლის მოსახლეობას სტანჯავდა და სისხლს უშრობდა. გულს იფხანდა იმით რომ ვიღაცას რამე აუგს უზამდა. ერთხელ კი ერთი გლეხკაცი ეახლა. ღარიბ-ღატაკი კვლავ ქოშიას გამოისობით და დახმარება სთხოვა. იმ ხანად ერთი პატარა ორღობე ჰქონდა ამოჩემებული, კანიონის ტიპის, (ახლა წყალია ჩამდგარი, მაშინ კი ხრიოკი მიწა იყო) სადაც ერთ ადგილს, კლდე ისე ახლოს ეტყუპებოდა ერთმანეთს რომ მცირე ასაკის, მილეული ახალგაზრდაც კი ძლივს რომ გაეტეოდა. როდესაც დახმარების თხოვნით მოდიოდნენ, ახალგაზრდა თუ შუა ხნის, ქალი თუ კაცი ერთი პასუხი ჰქონდა ყველასთვის. ძალზედ აინტერესებდა რა ხდებოდა კანიონის მეორე მხარეს, თავადაც არაერთხელ უცდია გასვლა, თუმც უშედეგოდ დასრულებულა. ყველას დახმარების სანაცვლოდ ავალებდა ამ ვიწრო ორღობეში გამძვრალიყო და ისეთი ხერხი მოეფიქრებინა დაზიანების გარეშე თავადაც როგორ გადავიდოდა მეორე მხარეს. მხარბეჭიან მამაკაცსაც, რომელიც ბოლოს ეახლა ზუსტად იგივე სთხოვა. მიიყვანა, დააყენა ორღობეში და უთხრა: -შენ თუ აქ გაძვრები და მეორე მხარეს გააღწევ ოქროში ჩაგსვამ, ისე აგავსებ სიმდიდრით მთელი ცხოვრებაც ვერ გამოლიო. - თან შორიდან უყურებდა ცხენზე ამხედრებული და წინასწარ ეცინებოდა გულში. გადმოცემით დიდ ხანს უჯახირია გლეხკაცს, ხან პირდაპირ სცადა გასვლა, ხან გაწოლილი, სადაც ოდნავ გაგანიერებული ადგილი ნახა. აცოცებაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ქოშიას ლამის ჩამოეძინა ცხენზე და მთქნარება აუტყდა, უეცრად როდესაც თვალი გაახილა გლეხკაცმა გამოსძახა მეორე მხარიდან. მან შეძლო გასვლა და ახლა დანაპირებს ელოდა თავადაზნაურისგან. ქოშია შედრკა, თვალები მოიფშვნიტა, სახეში შემოირტყა ხომ არ მძინავსო, თუმცა სურათი არ შეცვლილა. იჭვნეულად ჩამოხდა ცხენიდან. გული ეკუმშებოდა. -ვაჰ.-ო - დასძახაგაოგნებულმა და მზერა ალმაცერად დაუწყო. კლდესაც თვალიერება უწყო ხომ არ იეშმაკა და ისე ხომ არ გაძვრაო. -აქ ვერ ახერხებთ გამოძრომას? - ჰკითხა და გული შეიმაგრა. ქოშიას ცუდად ესმინა სიტყვები. გულში ხინჯი ეწვა და თავის თავს შეუძახა, რას ქვიაო! ამ ღლაპმა, ჯერ არ დაბადებულმა ქოფაკმა როგორ უნდა მაჯობოსო, რომელსაც ჯერ ყანის თოხნაც არ ეცოდინება კარგადო და კიდევ უფრო ახლოს მივიდა. კარგად მოზომ-მოსინჯა კედლები და თავადაც სცადა გაძრომა. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ცოტა მოისვენა, მხრები გაასწორა, მაქსიმალურად შეწია დიდრონი ღიპი და წინ გაიჭრა. ეფხაჭებოდა სხეული თუმც მაინც არ ეშვებოდა იდეას რომ წინ წასულიყო. ფიქრი სტანჯავდა, ამ უბადრუკმა როგორ უნდა მაჯობოს, თან ჩემზე დიდრონი მკლავები და ამხელა ბეჭები აქვსო. როდესაც წინ ვეღარ იწევდა, მიხვდა რომ ვეღარც უკან სვლას ახერხებდა. -გავიჭედე. - ჩასძახა გლეხკაცს არწივის მზერით. - გამომიყვანე გავიჭედე. -რაო? ერთი წუთით, დახმარებას მოვიყვან. - უეცრად მიმოავლო თვალი მდელოს. ბორცვზე საძოვარზე ჩრდილს მოჰკრა თვალი, მამაკაცი საქონელს მიერეკებოდა. -დამეხმარეთ! მოიხედეთ, აქ კაცია გაჭედილი! ვერაფერი აგონა და კვლავ უფრო მეტი ხმით გასძახა უცნობს. -აქ კაცია გაჭედილი. -რა ჭედილი? - დაუბრუნდა პასუხი. -რის ჭედილი? - გაოცდა გლეხკაცი. - აქ კაცია გაჭედილი! შეძახილი ექოდ მოედო მთელ კანიონს და მიწისძვრისეულად შექანდა მიწა. კლდემ ნგრევა იწყო, ჩამოიშალა მისი ფერდები და კედლებიდან წყალმა იწყო ჟონვა. ქოშია გათავისუფლდა, შეასრულა თავისი დანაპირები და დახმარება არა მარტო ამ ადამიანს, არამედ მათაც ვისაც აქამდე ამცირებდა და ატყავებდა, ყველას გაუწია. აი ასე დაერქვა ამ სოფელს - გაჭედილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.