შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 მიზეზი იმისა,რატომ უნდა დააფასოთ მოძულეები,ანუ “ჰეითერები”


28-11-2018, 11:03
ავტორი Alice76
ნანახია 3 145

10 მიზეზი იმისა,რატომ უნდა დააფასოთ თქვენი “ჰეითერები”

მოგეხსენებათ,ყველა იმ ადამიანს,რომელიც საჯაროდ ეწევა ამა თუ იმ საქმიანობას,ხშირად უწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა(შეფეთება),რომლებიც თავიანთ სათქმელს ხშირად ზედმეტად ნეგატიურად(ხანდახან სრულიად უმიზეზოდ) გამოხატავენ .
ჩვენს საიტზე განსაკუთრებით ცუდ დღეში არიან პოპულარული მწერლები,რომელთა ნაწარმოებებსაც დიდი გამოხმაურება აქვს და შესაბამისად,ნეგატიური კომენტარებიც მეტია,სხვა მწერლებთან შედარებით.
ვიღაცას არ მოსწონს პერსონაჟი,ვიღაცას ჟანრი,ვიღაცას კი უბრალოდ ავტორის სტილი ან თავად ავტორი...
მთავარია გააზრება,რომ მოძულეები(შემდგომში,ჰეითერები,ვინაიდან ეს სიტყვა კარგად აღწერს იმ შემთხვევას,რომელზეც ვსაუბრობ) თქვენივე წისქვილზე ასხამენ წყალს და ნეგატიური გამოხმაურებები არანაირად არ უნდა შეიქმნას თქვენი შემოქმედების დამაბრკოლებელ მიზეზად.
აქვე ჩამოვთვლი იმ ათ მიზეზს,რის გამოც ჰეითერები უნდა დააფასოთ და მათზე არ უნდა გაბრაზდეთ.

1.ეს ნიშნავს იმას,რომ თქვენ სწორად აკეთებთ იმას,რასაც აკეთებთ.

“ჰეითერების” მობილიზება თქვენს გარშემო ნიშნავს იმას,რომ უკვე მიაღწიეთ წარმატების გარკვეულ საფეხურს.
თუ არაფერი მნიშვნელოვანი არ გაგიკეთებიათ აქამდე,არც არავინ გამოვა თქვენს გასაკრიტიკებლად.
როდესაც ხალხი თქვენს მიმართ სიძულვილს ან უკმაყოფილებას გამოხატავს,ეს მიიღეთ იმის ნიშნად,რომ მართლაც მიაღწიეთ წარმატებას.გამოიყენეთ ეს,როგორც მოტივაცია,რათა კვლავ განაგრძოთ წარმატებისკენ სვლა.

2.ისწავლეთ მათგან,რომ იყოთ მეტად შემწყნარებლები სხვათა მიმართ.

როდესაც ხედავთ,რომ უმიზეზოდ გახვევენ ნეგატივს,მაშინ,როცა შეუძლიათ,თავიანთი სათქმელი ზრდილობიანად დააფიქსირომ,იაზრებთ,რომ თავად არასდროს უნდა მოექცეთ სხვას მსგავსად.

3. გამოიყენეთ ისინი,რათა შეიცნოთ საკუთარი თავი.

მართალია,ნეგატიურ კომენტართა უმრავლესობა შურის,ანდა უბრალოდ ვერ გააზრების ბრალია,არის შემთხვევები,როდესაც ეს ადამიანები მართალია უხეშად,მაგრამ მაინც გვითითებენ იმაზე,რაც რეალურად ჩვენი ხარვეზია,ამიტომაც სიბრაზის მიღმა,უნდა გამოვიყენოთ მათი მითითებები და ჩვენი თავი კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ.
ეს რა თქმა უნდა,არ ნიშნავს “შეკვეთით წერას” ან რაიმე მსგავსს,უბრალოდ ყველას აქვს რაიმე უარყოფითი თვისება და მის გამოსწორებაზე ზრუნვა სულაც არ ნიშნავს პიროვნულობის დაკარგვას.

4. ვისწავლოთ თავმდაბლობა, თავშეკავებულობა.

ის ფაქტი,რომ ვინმე კრიტიკულ და ნაკლებად ზრდილ კომენტარს გვიძღვნის,არ ნიშნავს იმას,რომ თავადაც იგივეთი უნდა ვუპასუხოთ.
ამგვარად ვისწავლით თავშეკავებას,სიმშვიდესა და გაწონასწორებულობას,ეს თვისებები კი საჭიროა წარმატებისთვის.
ნებისმიერი ადამიანი,რომელიც რაიმეს აკეთებს,იქნება ეს მწერლობა თუ ჭოკით ხტომა,თავის საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეს,არც გადამეტებული თვითშეფასებით და არც პირიქით.
“ჰეითერების” აგრესიულობისგან კი უნდა ვისწავლოთ,რომ თავადაც მათგვარად არ მოვიქცეთ და უფრო გაწონასწორებული ადამიანები ვიყოთ.
მიენდეთ საკუთარ თავს,ინსტიქტებს და პატივი ეცით როგორც საკუთარ თავს,ასევე იმ მკითხველს,რომელიც თქვენ,როგორც მწერალს,დადებითად გიყურებთ და თქვენგან ღირსეული საქციელი გაცილებით ესიმოვნება,ვიდრე საპასუხო ლანძვა ვინმე არაადეკვატური პირის მიმართ.

5.მათგან ვსწავლობთ,თუ როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები.

კონფლიქტები არსებობს ცხოვრების ყველა მონაკვეთში და არა მხოლოდ საიტზე.
თუ კი ღირსეულად მივუდგებით “ჰეითერებს” და მათ პასუხს ნორმალურად დავუბრუნებთ,ეს დაგვეხმარება,გამოვიწრთვნათ და არა მარტო ინტერნეტში,არამედ კონფლიქტის სხვა სიტუაციებში “მაღალ საფეხურზე” მოვაგვაროთ საქმე.
რა თქმა უნდა,ხანდახან ყველა ბრაზდება და არ სცხელა სიდინჯისთვის,თუმცა ინტერნეტ სივრცე და მისი “ჰეითერები” საუკეთესო საშუალებაა იმისთვის,რომ ვისწავლოთ უარყოფით ემოციებთან გამკლავება.

6.ვისწავლოთ სიბრაზის კონტროლი.

ეს არა მარტო საიტის,არამედ ცხოვრების გამოწვევაა.
თუ კი ნეგატივზე თავადაც გავბრაზდებით,მაშინ ნამდვილად აღმოვჩნდებით”ჰეითერების” მსხვერპლნი.
იმის ნაცვლად,რომ უარყოფით შეფასებებს ჩვენს მიმართ თავადაც უარყოფითად ვუპასუხოთ,ეს ყველაფერი მშვიდად უნდა მივიღოთ.
გვახსოვდეს,რომ ადამიანებს სხვადასხვანაირი აღზრდა,განათლება,ინტერესები და შეხედულებები აქვთ და საკუთარი მშვიდი გარემო იმოს გამო არ უნდა დავარღვიოთ,რომ ვინმეს რამე არ მოსწონს.

7.გამოვიყენოთ ისინი,რათა ვისწავლოთ,როგორ დავაიგნოროთ ნეგატივი.

გარშემო ზედმეტად ბევრი უარყოფითად განწყობილი ადამიანია,თუ მათ აზრს გულთან ახლოს მიუშვებთ,საკუთარ თავს მხოლოდ ცუდს გაუკეთებთ.
ამდენად,”ჰეითერები” საუკეთესო გაკვეთილია იმის გასააზრებლად,რომ რაღაცები საერთოდ არ უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენი ყურადღების მიღმა დავტოვოთ.

8.მათი საშუალებით დამოუკიდებელი აზროვნება კიდევ უფრო განვითარდება.

ძალიანრ თულია,როდესაც ვაწყდებით ისეთ ადამიანებს,რომლებსაც ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. შესაძლებელია მე დეტექტივის კითხვა მომწონდეს,სხვა კი ამას ვერ იტანდეს,თუმცა იმის ნაცვლად,რომ მათმა აზრმა ჩვენზე გავლენა მოახდინოს,უნდა გავითავისოთ,რომ უპირატესი ჩვენი შეხედულებაა,ვინაიდან არავინა ვალდებული,დაეთანხმოს სხვის მოსაზრებებს.
ამდენად,ამგვარი ხალხი გვანახებს,რომ ჩვენი საკუთარი აზრი,მისწრაფებები ჩვენვე გვეკუთვნის და არაა საჭირო,შევცვალოთ,თუ კი ვინმეს არ მოეწონება.

9.გამოიყენეთ ისინი,როგორც მოტივაცია

მართალია,არავისთვის არაფრის დამტკიცება არაა საჭირო,თუმცა საკუთარი თავისთვის-ნამდვილად.
დაუმტკიცეთ თქვენ თავს,რომ ისინი ცდებიან და გააგრძელეთ იმის კეთება,რაც სიამოვნებას განიჭებთ.

10.მათი საშუალებით გაცილებით მეტად დააფასებთ თქვენს მიღწევებს.

მაშინ,როდესაც უარყოფითი კომენტარების მიღმა ნამდვილად გამოგივათ ის,რაც ჩაფიქრებული გქონდათ,ერთი-ორად გაიზრდება თქვენი გამარჯვების სიტკბოება.
უნდა იამაყოთ იმით,რასაც მიაღწიეთ.იქნება ეს წარმატებული ისტორია თუ სულაც წიგნი.
ამ სიამაყეს კი გაცილებით აამაღლებს იმის განცდა,რომ თქვენ,სხვათა სიძულვილის მიუხედავად,მაინც შეძელით ეს.



№1  offline ახალბედა მწერალი Alice76

სალანდერი
ალისა, შენ დამარწმუნე რომ უბედნიერესი ადამიანი ვყოფილვარ, ამდენი ჰეითერის გადამკიდე :დ :დ :დ
ჰო, მადლობა საინტერესო სტატიისთვის ❤

მიხარია,თუ ოდნავ მაინც შეასუსტებს ჰეითერობით გამოწვეულ ნეგატივს ^^♥️ მადლობა შენ ♥️

 


№2  offline მოდერი Mathew

ბევრი არ მყავს,მაგრამ ერთხელ ერთმა დამიწერა,საშინელბა იყო დრო ტყუილად დავკარგეო.
უჰ,რომ იცოდე როგორ გავბრაზდი.
ახლა მეცოდინება რა და როგორ.
მადლობა გენაცვალე :დდ

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

Mathew
ბევრი არ მყავს,მაგრამ ერთხელ ერთმა დამიწერა,საშინელბა იყო დრო ტყუილად დავკარგეო.
უჰ,რომ იცოდე როგორ გავბრაზდი.
ახლა მეცოდინება რა და როგორ.
მადლობა გენაცვალე :დდ

აჰამ,ძალიან რთულია,როდესაც სულ სხვა რამეს წერ და სხვა რამეს კითხულობენ. თუმცა ეგ ჩვენი პრობლემა ნამდვილად არაა♥️ მიხარია,რომ მოგეწონა^^

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

Girl... from the past
ჩემ საყვარელ თემას შეეხე :) კარგი სტატია იყო :) და სწორად მიგნებული.
შესაძლოა აქ და ახლა არ მყავს ბევრი "მტერი-ჰეითერი" :) თუმცა არ განვიცდი არასდროს მათ ნაკლებობას და ერთადერთი "იარაღი" რითაც მათ წინააღმდეგ ვიბრძვი ეს სიმშვიდეა.

შენში ყველაზე მეტად ეს მომწონს ზუსტად ♥️ მიხარია,რომ მოგეწონა♥️

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

უყურე შენ!
ანუ მე რასაც პირდაპირობას და გუოახდილობას მივაწერ, წმინდაწყლის "ჰეითერობა" ყოფილა.
მდაა...

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
უყურე შენ!
ანუ მე რასაც პირდაპირობას და გუოახდილობას მივაწერ, წმინდაწყლის "ჰეითერობა" ყოფილა.
მდაა...

არა გრაფ,აქ აგრესიულ ხალხზეა საუბარი და არა შენნაირ ადამიანზე,რომელიც მშვიდად და სწორად გადმოსცემს აზრს:*
როგორ იფიქრე ეგ საერთოდ :დდ

ჰაიკო
"... წერეთ საკუთარი სიამოვნებისთვის და არა იმისთვის, რომ ვინმეს გემოვნება დააკმაყოფილოთ ან ვინმეს მოეწონოს, ჩადეთ საკუთარი ფანტაზია ნაწარმოებში, გონების თვალით შეეხეთ მოვლენებს და ყველაფერი გამოგივათ! " ჰაიკო. თავი VII, პუნქტი III, შეგიძლიათ ჩაიწეროთ:D:D

ჰეითერებო! ნაძირალებო და სხვათა ნერვების მსახვრალნო, აქეთ, ჩემსკენ! როგორ მიყვარს თქვენთან ურთიერთობა გალესილი ენით და შხამის ფიალით! :D:D

შეგიძლია,მეორე ნაწილი დაწერო თავისუფლად :დდდ ჰეითერებთან ბრძოლის საშუალებანი :დდ

 


№7  offline მოდერი bla.ell

მადლობა ამ სტატიისთვის ძალიან მომეწონა,ამ საიტზე ვისწავლე სხვათაშორის ნეგატივის დაიგნორება,ვისწავლე კრიტიკის სწორად მიღება და გაანალიზება,ამიტომ მადლობა საიტის ყოველ კრიტიკოსს და ჩემი რაიმე სიახლის კარგად შემფასებელსაც...❤❤❤ეს საიტი დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაშიც...მოკლედ ხშირად დადე ასეთი კარგი სტატიები heart_eyesწარმატებას გისურვებ❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

bla.ell
მადლობა ამ სტატიისთვის ძალიან მომეწონა,ამ საიტზე ვისწავლე სხვათაშორის ნეგატივის დაიგნორება,ვისწავლე კრიტიკის სწორად მიღება და გაანალიზება,ამიტომ მადლობა საიტის ყოველ კრიტიკოსს და ჩემი რაიმე სიახლის კარგად შემფასებელსაც...❤❤❤ეს საიტი დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაშიც...მოკლედ ხშირად დადე ასეთი კარგი სტატიები heart_eyesწარმატებას გისურვებ❤

ნამდვილად ,კრიტიკის მიღების უნარი ყველაზე მთვარია.გადარჩევა,რა უნდა მიიტანო გონებასთან ახლოს. მიხარია,რომ მოგეწონა და ჰეითერებსაც უმკლავდები:D♥️

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

თბილი და ლაღი ა'ლ'იჩე!
კი გავიგე ვისთვისაცაა, მაგრამ ბევრ შესწორებას შევიტანდი პუნქტებში. აი, მერე რომ გაქვს გავრცობილი ეგ ძალიან მომეწონა, და გამეცინა.
მაგრამ, იცი რა მაინტერესებს,
შენ რამ მოგაფიქრა ამ სტატიის დაწერა?
მერე მეორე, ჰეითერები ამ საიტზე არავის არ ჰყავს. აი, უბრალოდ სიტყვაზე მენდე. ავტორები თვითონ იწვევენ, მიზანდასახულად. რადგან, არის კატეგორია რომლებიც ამ სხვისი ჰეითერობის გამოვლინებით ტკბებიან. ანუ, შეგნებულად "უჩხიკინებენ" მკითხველს. (ამისთვის საკმარისია კომენტარებს ჩაუჯდე და უკეთ მიხვდები რომ ცამდე და ცის იქით მართალი ვარ :))). ეს იმისთვის არის საჭირო, რომ... ფსიქოლოგიას რომ თავი დავანებოთ, მარკეტინგს გაეცანი ზოგადად და მიხვდები რასაც ვამბობ :)).

მოკვდა, დაიჩეხა, გააუპატიურეს ვიღაც, ათასი უბედურება, ხო დაიცალა ავტორი უარყოფითისგან...და ამ დროს ეს ჰეითერები სულ არ აინტერესებს. მთავარია, რომ ამ დაცლის მერე თავისი რეალური ცხოვრების 5-10 წუთით მაინც ჭრელი ფერებით გაფერადება შეუძლია. და, თუ ვინმე ამ ყველაფრით გაღიზიანებული "უტაქტო კრიტიკოსი" გამოჩნდა შეიძლება მთელი კვირით მოახერხონ აჭრელება.
ამიტომ, ღმერთმა უმრავლოს ავტორებს ჰეითერები.

პ.ს. ის ჰეითერები, რაზეც შენ ამ სტატიაში საუბრობ 1-2 თუ იქნება საიტზე და გოგა ისეა მათზე ჩასაფრებული, რომ ანგრესიას ჩასახვისთანავე სპობს.

 


№10  offline მოდერი bla.ell

Grafo ჩაგეთვალა შენი კომენტარიც ამ საიტის ჰეითერების ამბავს ნამდვილად კარგად ასახავს:დ❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
თბილი და ლაღი ა'ლ'იჩე!
კი გავიგე ვისთვისაცაა, მაგრამ ბევრ შესწორებას შევიტანდი პუნქტებში. აი, მერე რომ გაქვს გავრცობილი ეგ ძალიან მომეწონა, და გამეცინა.
მაგრამ, იცი რა მაინტერესებს,
შენ რამ მოგაფიქრა ამ სტატიის დაწერა?
მერე მეორე, ჰეითერები ამ საიტზე არავის არ ჰყავს. აი, უბრალოდ სიტყვაზე მენდე. ავტორები თვითონ იწვევენ, მიზანდასახულად. რადგან, არის კატეგორია რომლებიც ამ სხვისი ჰეითერობის გამოვლინებით ტკბებიან. ანუ, შეგნებულად "უჩხიკინებენ" ავტორს. (ამისთვის საკმარისია კომენტარებს ჩაუჯდე და უკეთ მიხვდები რომ ცამდე და ცის იქით მართალი ვარ :))). ეს იმისთვის არის საჭირო, რომ... ფსიქოლოგიას რომ თავი დავანებოთ, მარკეტინგს გაეცანი ზოგადად და მიხვდები რასაც ვამბობ :)).

მოკვდა, დაიჩეხა, გააუპატიურეს ვიღაც, ათასი უბედურება, ხო დაიცალა ავტორი უარყოფითისგან...და ამ დროს ეს ჰეითერები სულ არ აინტერესებს. მთავარია, რომ ამ დაცლის მერე თავისი რეალური ცხოვრების 5-10 წუთით მაინც ჭრელი ფერებით გაფერადება შეუძლია. და, თუ ვინმე ამ ყველაფრით გაღიზიანებული "უტაქტო კრიტიკოსი" გამოჩნდა შეიძლება მთელი კვირით მოახერხონ აჭრელება.
ამიტომ, ღმერთმა უმრავლოს ავტორებს ჰეითერები.

პ.ს. ის ჰეითერები, რაზეც შენ ამ სტატიაში საუბრობ 1-2 თუ იქნება საიტზე და გოგა ისეა მათზე ჩასაფრებული, რომ ანგრესიას ჩასახვისთანავე სპობს.

ჩემი გრაფო ხარ რა!
რამ მომაფიქრა და ხშირად გამიგია,რომ განიცდიან ამ ამბავს. თავად მე იშვიათად მხვდება,მაგრამ მაინც არის ხოლმე შემთხვევები,როდეასაც შეუძლიათ,ნაკლებ ნეგატიურად დაწერონ რაიმე აზრი,მაგრამ სპეციალურად წერენ . ხო და,ამით ყველასთვის მინდოდა დამენახებინა,რომ ისე კი არ უნდა გავბრაზდეთ,როგორც შენ აღწერე ნამდვილად სწორად,-აქეთ უარესად გამოლანძღო,არამედ ვისწავლოთ მათგან. (მე-4 პუნქტია)საიტზე გოგა მართლა იშვიათად აჭაჭანებს ასეთ ხალხს,მაგრამ როცა გვხვდებიან,ერთი ამბავი იწევა. ახლა,ვერც ვინმეს ფსიქოლოგიას შევცვლი ამ სტატიით და საერთოდ ბევრ ვერაფერს,მაგრამ მინდა ვინც წაიკითხავს,ერთი წამით დაფიქრდეს,რომ თუ სწავლა შეგვიძლია ვინმესგან,უნდა ვისწავლოთ,თუ არადა შევეშვათ. მე საიტზე არა,მაგრამ სხვაგან იცოცხლე,ბევრად მყავს,ისევე როგორც ყველას და ამ თემაზე სტატიას რომ წავაწყდი,მომინდა მეც დამეწერა♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent