მეექვსე გადაშენება დაიწყო!
გახსოვთ, ჯერ კიდევ გუშინ პეპლები ფარფატებდნენ გარეთ, ბეღურები დაფრინავდნენ და ზამთარში ქუჩები თოვლით იყო დაფარული, მაგრამ დღეს პეპლები, ბეღურები თითქოს სადღაც წავიდნენ და თოვლიც დიდ ქალაქებში უკვე იშვიათი მოვლენაა. ყველაფრის მიზეზია - ჰოლოცენის გადაშენება, რომელსაც ასევე ემატება გლობალური დათბობა და მისი შედეგები. შეიძლება, ზოგი უკვე დაიღალა ამ თემის მოსმენით. ან ფიქრობს, რომ მას არ ეხება, მაგრამ მინდა გითხრათ - ეს ყველას ეხება! ჯერ მოდით, ვთქვათ, თუ რა არის ჰოლოცენის გადაშენება, იმ შემთხვევაში, თუ ეს სიტყვა პირველად გესმით. ეს არის მეექვსე მასშტაბური გადაშენება დედამიწაზე. მეხუთეს დროს გადაშენდნენ დინოზავრები, ეს იყო 60 მილიონი წლის წინ, ხოლო მეექვსე ახლა ხდება და მისი მიზეზი ზუსტად ჩვენ ვართ, ადამიანები. და რა არის ყველაზე საინტერესო ამ მეექვსე გადაშენების დროს? მწერები, რადგან ისინი ბოლოს მხოლოდ პერმულ-ტრაისული დროს იყვნენ გადაშენების წინ, რომელიც მოხდა 250 მილიონი წლის წინ და სიცოცხლეს მაშინ მოუნდა დიდი დრო (მილიონი წელი), რომ აღმდგარიყო და ახლა ჩვენ გარშემო მწერების რაოდენობა მკვეთრად მცირდება და ამის მიზეზია ფერმებისთვის უფრო და უფრო მეტი მიწის გამოყოფა და ინსექტიციდების გამოყენება. ზუსტად ინსექტიციდები კლავს მწერებს და თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ამით უფრო მეტი მოსავალი იქნება და არც მწერები შეგაწუხებენ, მაგრამ ძალიან ცდებით. მწერების შემცირებასთან ერთად მცირდება ფრინველების რაოდენობაც, რომლებიც მწერებით იკვებებოდნენ, მერე მცირდება სხვა ძუძუმწოვარების რაოდენობა, რომლებიც იკვებებოდნენ ფრინველებით და ასე დომინოს ეფექტის მიხედვით მცირდება თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმის რაოდენობა დედამიწაზე, არადა უბრალოდ გვინდოდა, უფრო მეტი საჭმელი, რომლის მეოთხედ ნაწილს ისედაც ვყრით, რადგან ზედმეტი მოსავალი მოგვდის ზოგ პერიოდში. კიდევ საინტერესო ის არის, რომ მთელი მოსავლის 75% მიდის საქონლის კვებაზე, ისინი ჰაერში გამოჰყოფენ ზედმეტი რაოდენობით მეთანს და ესეც აბინძურებს ჰაერს მანქანებისა და ქარხნების გამონაბოლქვთან ერთად. მე გლობალურ გათბობაზეც ჯერ კიდევ არ დამიწყია საუბარი და უკვე ჩანს ადამიანის საზიანო გავლენა ბუნებაზე. ჩვენ სულ გვინდა უფრო მეტის აღება და ზოგჯერ ვფიქრობთ არარაციონალურად და ჩვენი ქმედების შედეგებს უგულებელვყობთ. Საბოლოოდ, თუ ასე გაგრძელდება, გარეული ჯიშები გადაშენდება და დარჩება მხოლოდ ჩვენი შინაური ცხოველები, რომლებზეც გარეული ჯიშებთან შედარებით, უფრო ვზრუნავთ, არადა თუ ცხოველებზე ვზრუნავთ, უნდა ვიზრუნოთ ყველაზე. ვაშლი, ყავა, მარწყვი, ატამი, ნესვი, პომიდორი და კიდევ ბევრი სხვა ხილ-ბოსტნეული - ამ ყველა პროდუქტის კარგი ნაყოფი არის ზუსტად მწერების დამსახურება, რადგან ისინი ასრულებენ საფრქვევის როლს და მათ გარეშე მოგვიწევს ხელოვნურად ამ ყველაფრის გაკეთება, რაც ,რასაკვირველია, ბევრად მოუხერხებელი გახდება ფერმერებისთვის და ისინი გაზრდიან ფასებს. GMO პროდუქტები შევა ჩვენს ჩვეულებრივ რაციონში, ხოლო ნატურალური პროდუქტების შეძენა მხოლოდ მდიდრებს შეეძლებათ. თქვენ ,ალბათ, დამისვათ კითხვას: „მაშ რა უნდა ვქნათ ჩვენ?“. უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ ბუნებაზე. სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ, დარგონ ყვავილები და ხეები, რაც უფრო მეტ სასარგებლოს მოუტანს ბუნებს. დაიდოს სანქციები ინსექტიციდების მიმართ. შემცირდეს საქონლის რაოდენობა. გაჩნდეს უფრო მეტი მწვანე ზონა ქალაქებში. რა თქმა უნდა, უნდა შემცირდეს გამობოლქვი, რაც იწვევს გლობალურ დათბობას და ზოგიერთი მწერი, მაგალითად, პეპელაა არის გადაშენების პირას. უნდა შეიქმნას მსოფლიო არაკომერციული ორგანიზაცია ამ ყველა მოთხოვნების გასათვალისწინებლად და თუ რომელიმე სახელმწიფო დაარღვევს ამ პირობებს, უნდა ანიშნოს მას და რაღაც სანქციები დაუნიშნოს. ასე ჩვენ შევძლებთ ზოგიერთი ჯიშის შენარჩუნებას. საბოლოოდ მინდა თქვა, რომ ეს საკმაოდ დიდი თემაა. ახლა, რაც მოგიყევით, მხოლოდ მცირე ნაწილია და უბრალოდ მიმოხილვა გაგიკეთეთ გლობალურ პრობლემებზე. იზრუნეთ ბუნებაზე, ის მადლობას გადაგიხდით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.