შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი სამყარო შენ ხარ.


15-04-2017, 00:05
ავტორი BvBArMy
ნანახია 12 302

“კრიტიკულ მომენტში ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის და არა გარემოებას. ასეთ მომენტში ხვდები, რომ შენ იზრდები და მთელი სამყარო შენ ხარ.”

მთელი სამყარო შენ ხარ.


“ერთხელ მითხრეს, რომ „დრო“ მტაცებელია და ჩვენზე ნადირობს, მაგრამ მე უფრო მჯერა რომ დრო ჩვენი თანამგზავრია, რომელიც მოგზაურობისას თან გვახლავს და გვახსენებს, რომ დავაფასოთ ყოველი წუთი, რადგან ის აღარასდროს განმეორდება.“

მთელი სამყარო შენ ხარ.


ჩვენ გვჭირდება, ვიღაცას ვუყვარდეთ. გვჭირდება ვიღაც ჩვენით აღფრთოვანებული იყოს და გარკვეული დროის შემდეგ ამიტომ გვიჩნდება სურვილი ახალი ადამიანების მოძებნისა. ეს ეგოისტური თვითუკმარობა, წარსულში დაკარგული სიყვარულის რევანშის წყურვილით კვდება ჩვენში და გვაიძულებს ჩვენი გრძნობები დავუკავშიროთ ისეთ ადამიანს რომელიც რეალურად არ გვიყვარს… დრო და დრო ჩვენ ვხდებით საკუთარი თავის ეგოისტური მარწუხების რევანშის მსხვერპლნი… და ამას კარგად ვხდებით… თუმცა არა! მაინც ისეთი ეგოისტები ვართ, რომ მოგვწონს ვუყუროთ, თუ როგორ აღვაფრთოვანებთ ხალხს, ადამიანებს, ახალ ნაცნობებს ჩვენი ახალი ვითომ “სიყვარულით”, ახალი პარტნიორით, ჩვენი ახალი ურთოერთობების ვითომ ხასიათით და ვითომ თვისებებით. ჰო, თანდათან იმდენად ამორალურები ვხდებით, რომ ეს ყველაფერი თვითშეფასების კოეფიციენტს საგრძნობლად მაღლა გვიწევს და ჩვენც უმალ თვითკმაყოფილებითა და თავდაჯერებულობით ვივსებით. მაგრამ ამით რა..?! აი იქ, შენს შიგნით, გულის სიღრმეში, წარსულში დაკარგული სიყვარულის და იმ წარსულში დაკარგული ადამიანის მიმართ მიჩქმალულ გრძნობებს რომ ვერ მოატყუებ ეს ხომ შენც კარგად იცი…?! რომ ვერ გააბრიყვებ საკუთარ თავს იმდენად რომ ის ნამდვილი სიყვარული ჩაანაცვლო რაღაც იაფასიანი ასლების შექმნით, ესეც ხომ კარგად იცი?? იცი, იცი… ამას უკვე დიდი ხანია გრძნობ, მაგრამ არ იმჩნევ… ეს შენს სულში მწუხარებით გამოწვეული ლოთობაა, რომელიც თავს არ განებებს.. რომელიც უკვე არარსებულ საზღვრებს გადადის… თუმცა, ამას ვერავინ მიხვდება.. ჰო..! ვერავინ მიხვდება რა ბრძოლების გადატანა გიხდება შენ თავთან.. ან რა ქარიშხალი ტრიალებს შენში, ყოველ დილით გაღვიძებისას ან რას გრძნობ დაწოლიდან დაძინებამდე, მაშინ როცა ყველაზე ახლოს ხარ საკუთარ თავთან… ეგოისტები ვართ ჩვენ ადამიანები. ეგოისტები..

მთელი სამყარო შენ ხარ.


მოვლენ ხოლმე ადამიანები, შემოვლენ შენს ცხოვრებაში, იხმაურებენ, შეეხებიან ყველაფერს, იცოცხლებენ შენს სივრცეში. მერე კი ადგებიან და წავლენ. გაიხურავენ კარს ისე, ვითომც არაფერი და დარჩები არეული სახლივით. ხედავ, არცერთი ნივთი თავის ადგილას აღარ დევს და აღარ იცი საიდან დაიწყო დალაგება…

მთელი სამყარო შენ ხარ.


წლები გავა, ვერავინ გაიგებს რა ფასი აქვთ გოგონებს, რომელებმაც ღამეები სიმარტოვესთან და ბინძურ რეალობასთან გაათენეს. ბევრი ცისარტყელის ფერი დაიმსხვრევა ქალაქის თავზე, ბევრი ამინდი შეიცვლება. გოგონები წიგნებით ხელში, დაუმსახურებელი წარსულით და მძინარე სევდით თვალებში მუდამ იდგებიან ნამდვილი ქალის სახელის უკან. ვერცერთ გადაჭრილ ვენას ვერ გაამთელებენ ბრმა მშობლები, ვერც მიზეზს გაიგებენ ოდესმე.


მთელი სამყარო შენ ხარ.

მივხვდი, რომ რამდენადაც შენ დააფასებ საკუთარ თავს, იმდენად დაგაფასებენ სხვებიც. მივხვდი, რომ არ ღირს ადამიანების გაიდეალება, ასეთები არ არსებობენ, თავიდანვე ვიტყუებთ თავს.მივხვდი, რომ არ ღირს ყველას ენდო, მხოლოდ ერთეულების ნდობა შეიძლება. მივხვდი, რომ მილიონ ”მეგობარს” ერთი ნამდვილი და უკვე გამოცდილი მეგობარი ჯობია. მივხვდი, რომ ყველას ფეხებზე კიდია ყველა, გარდა საკუთარი თავისა. მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესია მეტი კეთილსინდისიერება და ნაკლები წარმატება, ვიდრე პირიქით. მივხვდი, რომ თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ, შეუძლებელსაც. მივხვდი, რომ შური და ბოღმა ბრაზილიურ სერიალებში არ მოუგონიათ და რეალურადაც არსებობს. მივხვდი, რომ არ ღირს უანგაროდ ადამიანებს თუნდაც ერთი წამი დავახარჯოთ, მერე ვალდებულად გთვლიან. მივხვდი, რომ პრინციპულობა კარგია, მაგრამ რაღაც-რაღაცების გამო მისი დათმობა მაინც ღირს. მივხვდი, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს და ხანდახან მათი ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია.მივხვდი, რომ ადამიანებს ისე უნდა მოექცე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ისე მოგექცევიან, როგორც მათ უნდათ. მივხვდი, რომ ბედისწერა არ არსებობს და ყველაფერი კარგი თუ ცუდი ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ჩვენი დამსახურებით ხდება. მივხვდი, რომ საყვარელ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ და არ დავკარგოთ, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. მივხვდი და დავრწმუნდი, რომ თვალთმაქცობას ვერასდროს შევეგუები. მივხვდი, რომ ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა უარყოფს ამას. მივხვდი, რომ ცუდი ადამიანები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე კარგები, მაგრამ ასეთები ნამდვილად არსებობენ და არც ისე ცოტა, როგორც წარმოგვიდგენია. მივხვდი, რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია. მივხვდი, რომ ყველაფრის პატიება შეგიძლია, თუ ძალიან გიყვარს ადამიანი, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას შენთან მიმართებაში..

მთელი სამყარო შენ ხარ.


დეპრესია ყოველთვის არ ნიშნავს ლამაზ გოგოებსა და ბიჭებს რომლებიც მაჯებს ისერავენ, დიდებულ და გმირულ ბრძოლას გონებრივი წონასწორობისთვის, ან დედებს რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ შანსი ეთქვათ ნახვამდის. ზოგჯერ დეპრესია ნიშნავს სამი დღე საწოლში გადაბმულად წოლას რადგან შენს ფეხებს არ სჯერათ რომ ისინი არ გაცამტვერდებიან როგორც კი იატაკს შეახებ ზოგჯერ დეპრესია ნიშნავს იმის გაცნობიერებას რომ ძალების მოკრება და ქვემოთ ჩასვლა ჭუჭყიანი ტანსაცმლის გასარეცხად კვირის განმავლობაში შენი უდიდესი მიღწევაა ზოგჯერ დეპრესია საწოლში წოლას და საათობით ჭერის ყურებას ნიშნავს რადგან არ შეგიძლია დაარწმუნო შენი სხეული რომ მას მოძრაობის უნარი აქვს ზოგჯერ დეპრესია ნიშნავს ვერ წერდე კვირების განმავლობაში რადგან სიტყვები რომლებიც შეგიძლია მსოფლიოს შესთავაზო დატყვევებულია და იხრჩობა ზოგჯერ დეპრესია ნიშნავს ძვლების საშინელ ტკივილს რომლის მიუხედავადაც იძულებული ხარ თავს მოერიო რადგან სამსახურს ვერ გააცდენ დეპრესიის მომიზეზებით ზოგჯერ დეპრესია ნიშნავს დააიგნორო ყველა შემოსული ზარი მთელი თვის განმავლობაში რადგან დიახ, ისინი სხვაგან არ მოხვედრილან მაგრამ შენ აღარ ხარ ადამიანი რომელსაც ეძებენ.



№1  offline წევრი მარიამი მ.ბ

Ripiti
ბავშვებო, თქვენი დახმარება მჭირდება.3 წლის წინანდელ ისტორიას ვეძებ. ზუსტად სათაური არ მახსოვს,არც მწერალი. "ბურდული" გვარი მახსოვს მარტო, მაგათაც ვერ მივაგენი,რადგან ბევრს უდევს ისტორია სადაც ეს გვარია ნახსენები. რომელიმე ასეთი ისტორია გაგახსენდეთ იქნებ <3

ქმედება ოცნების ნაცვლად- ასე ქვია ძალიან მაგარია კეკე კუჭავასია

 


№2 სტუმარი ketusi

აუ ძაან მაგარია მართლა heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

როგო თბილა აქ

 


№5  offline წევრი boikaaa

ძალიან სიტბო იგრძნობა swrafi sesxebi ყვლაზე მაგარი საიტია ... <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩვენ გვჭირდება, ვიღაცას ვუყვარდეთ. გვჭირდება ვიღაც ჩვენით აღფრთოვანებული იყოს და გარკვეული დროის შემდეგ ამიტომ გვიჩნდება სურვილი ახალი ადამიანების მოძებნისა. ეს ეგოისტური თვითუკმარობა, წარსულში დაკარგული სიყვარულის რევანშის წყურვილით კვდება ჩვენში და გვაიძულებს ჩვენი გრძნობები დავუკავშიროთ ისეთ ადამიანს რომელიც რეალურად არ გვიყვარს…
რამდენი ხანი ვეძებდი ამ სიტყვებს

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩვენ გვჭირდება, ვიღაცას ვუყვარდეთ. გვჭირდება ვიღაც ჩვენით აღფრთოვანებული იყოს და გარკვეული დროის შემდეგ ამიტომ გვიჩნდება სურვილი ახალი ადამიანების მოძებნისა. ეს ეგოისტური თვითუკმარო



მოვლენ ხოლმე ადამიანები, შემოვლენ შენს ცხოვრებაში, იხმაურებენ, შეეხებიან ყველაფერს, იცოცხლებენ შენს სივრცეში. მერე კი ადგებიან და წავლენ. გაიხურავენ კარს ისე, ვითომც არაფერი და დარჩები არეული სახლივით. ხედავ, არცერთი ნივთი თავის ადგილას აღარ დევს და აღარ იცი საიდან დაიწყო დალაგება…

 


№8  offline წევრი ერემეევიტი

ერთხელ მითხრეს რომ დრო მთაცებელია და ჩვენზე ნადირობს,მაგრამ მე უფრო მჯერა რომ დრო ჩვენი თანამგზავრია, რომელიც მოგზაურობისას თან გვახლავს და გვახსენებს, რომ დავაფასოთ ყოველი წუთი, რადგან ის აღარ განმეორდება heart_eyes ეს სიტყვები ძალიან მომწონს

 


№9  offline მოდერი Marry Amm

Kargia dzaan

 


№10  offline წევრი mariam m.k

huuuu kargia sinaze igrznoba

 


№11  offline მოდერი Mary Drey

.........................................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent