შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ, სადაც შენ ხარ


8-04-2020, 19:38
ნანახია 1 631

როცა სოფელში ცხოვრობ, დილით მზის ამოსვლასთან ერთად რა უნდა გესმოდეს თუ არა წყლის ჩუხჩუხი, ჩიტების ჭიკჭიკი, მგლებისა და ტურების ყმუილი, ძაღლების ყეფვა და მამლის ყივილი რომელიც გვამცნობს რომ უკვე გათენდა, მზე მთებს ამოსცდა და დროა რომ ჩვენს საწოლებსა და სიზმრების სამყაროს მოვწყდეთ. ნუ ჩემს თავზე ვერ ვიტყვი საწოლსა და სიზმრების სამყაროს მოვცდე მეთქი, რადგან რეალურად არც მძინებია. მთელი ღამე ვერ მოვისვენე, როგორ არ ვცადე დაძინება, თუნდაც მუსიკით, თუნდაც თავის მოტყუებით რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. მაგრამ ვერა, ვერაფერმა მაიძულა რომ ღამით დამეძინა. ამიტომ როცა ფანჯარაში მზის პატარა სხივები შევნიშნე საწოლს მოვშორდი და აივანზე გამოვედი. აღმოსავლეთიდან მზის სხივებს ერთი სული ჰქონდათ გამოსცილებულიყვნენ კავკასიონის უზარმაზარ მთებს რაც საბოლოოდ მოახერხეს. დიდი ხანია მზის ამოსვლა არ მინახავს რადგან სკოლის პერიოდში ასე ვთქვათ განრიგში ვერ ვჯდები. შაბათ-კვირას გამოძინებას ვცდილობ და ა.შ უამრავი უაზეო მიზეზით სულ დავივიწყე ჩემი საყვარელი სანახაობა. ასეთი რამ არასდროს მომსვლია, ვერ ვიტყვი რომ მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს. მაგრამ ცხოვრებაში პირველად მოხდა ისე რომ მთელი ღამის განმავლობაში თვალი ვერ მოვხუჭე. რა სისულელე არ გამიკეთებია ცხოვრების განმავლობაში, რა შეცდომა არ დამიშვია რითაც რათქმაუნდა ძალიან არ ვამაყობ მაგრამ მაინც არასდროს არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ მთელი ღამე თვალი არ მომეხუჭოს. გასული კვირის განმავლობაში ყოველდღე ვხედავდი ადამიანს რომელიც ადრე მომწონდა მაგრამ ესეც არ გამხდარაჩემი უძილობის მიზეზი.
არ ვიცი რა ხდება ახლა ჩემს თავს მაგრამ უკვე რვა საათია რაც იმას ნიშნავს რომ სკოლისათვის უნდა მოვემზადო. ვისაუზმე, ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და სახლიდან გავედი. სკოლა ჩემი სახლიდან ერთ კილომეტრშიც არ არის ამიტომ ზუსტად შვიდი წუთი მჭირდება სახლიდან თუ რათქმაუნდა მეგობრების ლოდინში არ დავყავი ნახევარი საათი. ჯერ გიორგის ვეძახი, ის მეუბნება რომ წავიდე და გზაში დამეწევა. მერე ჩემი ნათლულის, ნინიკოს ჯერია, ის ჯერ ახლახანს მოვიდა სკოლაში და როცა ვეძახი ყოველთვის მზად მხვდება. რა გასაკვირია რომ ჯერ ეხალისება სკოლა. ნინიკო მიმყავს, ანუკას და მარიმს, ნინის დებს ვკოცნი და მერე ნოდარის ვეძახი. ისიც მალევე გამოდი სახლიდან და ბოლოს. მარი. ჩემი დილის კოშმარი, ჩემი დეიდაშვილი რომელსაც ყოველ დილით დაახლოები 15 წუთი მაინც ველოდებით და აი ისევ მის ლოდინში გიორგიც მოგვეწია. როგორც იქნა მარიმაც თავი დააღწია სახლს და ყველამ ერთად აღვმართეთ ხელები და ღმერთს მადლობა გადავუხადეთ რომ მის გამო ისევ არ დავიგვიანებდით. მაგრამ მაინც ხუთივეს სირბილი მოგვიწია მთელი გზა იმიტომ რომ ნინის არ დაეგვიანა.
სკოლის შესასვლელში ჯერ მანქანა გავატარეთ და მერე შევედით. მე შავი შარვალი მეცვა, თეთრი მაისური, წითელ "კლეჩატი საროჩკა", და შავ-თეთრი ბოტასები. თან ერთ მხარზე გადაკიდული სამხედრო და მეორე მხარზე მოგდებული ვარდისფერი ჩანთები მამშვენებდა. მარცხენა ხელი მჭიდროდ გადახვული. თმა მაღლა, ცხენის კუდად აჭიმული. სკოლის ეზოში შევედი და აივანზე გამოჭიმული ჩემი ყოფილი ქრაში დავინახე. დიდი სისულელე გავაკეთე მასთან მიმართებაში მაგრამ რას ვიზამთ, წარსულს უკან ვერ დავაბრუნებთ. შევამჩნიე სკოლის ეზოდან კიბემდე როგორ მიყურებდა. ნინიკო კლასში შევაცილე მასწავლებელს და მის თანაკლასელებს დავემშვიდობე და ჩემს კლასში ავედი. ჩემი კლასელიც სირბილითვე შემომყვა. ანა, ჩემი ერთერთი მეგობარი. კლასში ყველაზე უფრო კარგად, მზიკოსთან, ლიზისთან და მეორე ანასთან ვარ. ეს ანა საშუალო სიმაღლისაა, საყვარლად პუტკუნა და არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ წიგნის ჭიაა, მჭერმეტყველი და რაც მთავარია კარგი მწერალი, ასევე კარგი დამრიგებელი და რავიცი. მოკლედ ძალიან კარგი ადამიანია.
- უუf ძლივს არ გიპოვნე? სად იყავი? მთელი სკოლა შემოვირბინე. კაი დაივიწყე, ის ნახე?- ერთმანეთს ამოსუნთქვის გარეშე მიაყარა თან საწვიმარს იხდიდა.
- კაი ჰო დაწყნარდი რა იყო.
- ნახე მეთქი?
- ჰო აივანზე დავინახე. სკოლაში რომ შემოვედი მგონი მე მიყურებდა.
- მგონი?! დებილი ხო არ ხარ. ბაღში ვიყავი დედაჩემთან და სკოლაში შემოვდიოდი ჰოდა შენ რომ შემოხვედი სკოლის ეზოში ის გადიოდა აივნიდან და უკან მობრუნდა.
-მერე? იქნება სხვა ვინმე ვეგონე.
- ოო კაი რა. შენ სხვა როგორ უნდა გონებოდი? სკოლაში შენზე მაღალი და განსხვავებული ჩაცმულობის არავინ დადის. ჯარის ჩანთით ხო საერთოდ. ჰო მართლა კარგად გამოიყურები.
- მადლობა- სიცილი ვერ შევიკავე.- შენც.
- კაი ეხლა თემა ნუ გადაგაქვს. ჰოდა შენ რო ამოხვედი კიბეზე ისიც გამოვიდა აივნიდან და ისე ჩანდა თითქოს შენ უნდა გნახოსო. აუ რა ბატია რაა. მეკიდე გამიხარდა მეთქი ახალი კარგი ამბებია თქო. უკვე ქორწილის დაგეგმვა დავიწყე. - ტუჩემი მობუშტა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
- ვუაიმეე ჩემი მზრუნველიიი. რა იყო ბებიაშენის ნათქვამს ამართლებ?- ბოლო ხმაზე ვიცინოდი, თან მაგრად ჩავეხუტე.
-რომელ ნათქვამს?
- ა ხო შენ არ იყავი იმ დღეს. მოკლედ ბებიაშენმა, და ჩვენმა გალინა მასწმა სკოლის პირველ დღეს შემითქვა რომ კლასიდან პირველი მე გავთხოვდებოდი.- ახლა უფრო ხმამაღლა ვიცინოდი.
- ვა საღოლ ბებიაჩემს, რა მკითხაობა სცოდნია.-ანაც ამყვა და სიცილით გავედით კლასიდან.
ჩვენი სკოლა ფართობით და მოსწავლეების სიმრავლით არ გამოირჩევა ამიტომ როგორ ძალიანაც უნდა მინდოდეს ჩემი ყოფილი ქრაშისგან თავს ფაქტიურად ვერ ვაღწევ. აივანზე გავედი და იქ დამხვდა. ამიტომ სწრაფად მოვტრიალდი და კიბეზე დავეშვი. საუბედუროდ ზარი დაირეკა და პირდაპირ ყურებში ჩამყვირა.
-ააააა- ბოლო ხმაზე ვიყვირე და ყურებზე ხელი ავიფარე.- ჯანდაბა რაღა მაშინ იცით ამ მასწავლებლებმა ზარის დარეკვა როცა კიბეზე ჩავდივარ.
პირველმა გაკვეთილმა მშვიდობით ჩაიარა. ბავშვების უმეტესობამ დაიგვიანეს მაგრამ მაინც მოვიდნენ.
მესამე გაკვეთილი დამთავრდა და მთელი სკოლა კიბეზე დაეშვა. როგორც იქნა ყველასათვის ასეთი სასურველი დიდი დასვენება დადგა. კიბეზე ჩემთვის წყნარად ჩავდიოდი როცა ბავშვები ზურგიდან დამეტაკნენ და დავგორდი. ჯანდაბა ძალიან მტკივნეული იყო. თანაც ხელიც გადახვეული მქონდა და მტკიოდა.
-აუ, აუჩ. ღმერთო......- ამეების ძახილში წამებში ხირს აღმოვჩნდი.
ვერც კი წარმოიდგენთ სწრაფადვე ვინ მომიახლოვდა. რათქმაუნდა გამოიცნობთ. რა ძალიან რთული კიდე ესაა. წამებში რატი ჩემს თავთან იჯდა და ჩემი თავი მუხლებზე ედო.
- ღმერთო! კარგად ხარ? ხმა გამეცი.- ბოლო სიტყვები უკვე კარგად აღარ მესმოდა რადგან გონება დავკარგე. თვალები რომ გავახილე სკოლის ექიმის ოთახში ვიყავი. ყველაფერი მტკიოდა და ძლივს წამოვჯექი.
- რა მოხდა?
- ძლივს.-მომიახლოვდა ლალი ექიმი.- რა მოხდა და კიბიდან დაგორდი. რატიმ მოგიყვანა და თვითონ კლასში გავაბრუნე. ღმერთო რა ჯიუტია რუსული მაქვს და გავაცდენ არაა პრობლემა დავრჩებიო. რომ გაიღვიძებს მარტო უხერხულად იქნებაო. ჩხუბობდა და არ მიდიოდა. უნდა დავრჩეო. ძლივს მერე სანამ კლასის ხელმძღვანლს არ გავაგებინე არ გავიდა.
- დიდი ხანია აქ ვარ?
-50 წუთია. მალე მეოთხე გაკვეთილი დამთავრდება.
- ხუმრობთ? ამდენი ხანია გათიშული ვარ?
- არა, გამოიღვიძე აქ მოყვანიდან 7 წუთში და მერე ღრმად ჩაგეძინა.
- გასაგებია.- ძლივს ამოვილუღლუღე და თავზე ხელი მივიჭირე. - თავი მტკივა. რაიმე მძიმე ტრამვა არა მგონია მქონდეს არა?.
- არა. უბრალოდ რამდენიმე დაჟეჟილობა.
- შეიძლება წავიდე?
- კი, მაგრამ მგონი აჯობებს თუ კიდევ ცოტა ხანს დარჩები. მაინც რა იცი რა ხდება.
- მგონი მართლა აჯობებს.
- სახლში ვინმე არის რომ გავაგებინოთ და წაგიყვანონ?
- არა. დედა და მამა სამსახურში არიან, ბებო თავის დასთანაა.
- გასაგებია მაშინ შენს რომელიმე მეგობარს ვეტყვით რომ სახლში წაგიყვანონ და და შენთან გაჩერდნენ. მაგალითად მარის. ის ხომ შენი დეიდაშვილია.
- კარგით.
ლალი ექიმი მარის კლასში ავიდა. მარი და რატი კლასელები არიან ამიტომ ლალის კლასში შევლისას რატი, ჩაფიქრებული წამებში გამოფხიზლდა.
პირველ რიგში ისტორიის მასწავლებელს მიუბრუნდა და სიტუაცია ჩუმად აუხსნა, მანაც წყნარად თანხმობიდ ნიშნად თავი დაუქნია და ექიმს ლაპარაკი აცადა.
- მარი შეგიძლია გვანცა სახლში წაიყვანო და მასთან გაჩერდე ცოტა ხნით?
- კი მაგრამ ამის მერე ბიოლოგია გვაქვს და მასწავლებელი შეიძლება გაბრაზდეს რომ წავიდე. თანაც წინა გაკვეთილებიც გავაცდინე. ღმერთო.
კარგით წავიყვან.
- სხვამ რომ წაიყვანოს არ შეიძლება?-თავი წამოყო რატიმ.
-სხვამ?- დაეჭვებით იკითხა ლალი ექიმმა.
- დიახ, მაგალითად ვინმე ისეთმა ვინც ადვილად შეძლებს იზრუბოს მასზე და საჭირო შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება.
- როგორც ვიცი ასეთები დედები არიან, მაგრამ გვანცამ განაცხადა რომ დღეს სახლში სულ მარტოა.
- მე შემიძლია დავეხმარო. თანაც მარი ისეთია რომ უბრალოდ ღრმად თუ დაეძინება საწყალს მოკლავს ჯანჯყარით გაიღვიძე არ მოკვდეო. თან მარი გაკვეთილებს დაესწრება და მერე მოვა გვანცასთან.
- შეიძლება. ვფიქრობ პრობლემა არ უნდა იყოს.-თავი დაუქნია ლალიმ.
შემდეგ კლასიდან გამობრუნდა და დაბლა, ექიმის ოთახში ჩამოვიდა რატისთან ერთად.
-გვანცა მარი ვერა, მაგრამ რატი მოახერხებს იზრუნოს შენზე ცოტა ხნით.
-რა?!.- ვითომ წამოვიყვირე მაგრამ ხმა ჩამიწყდა.
- ხო, ცოტა ხნით მე მომიწევს შენზე ვიზრუნო.- კარებში შემოვიდა რატი, რომელსაც ჩემი ჩანთა ჰქონდა მოკიდებული.
-გასაგებია.-წავიჩურჩულე თითქოსდა ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონოდა ამას მაგრამ.
-მოდი წამოდგომაში დაგეხმარები.- ახლოს მოვიდა და წამოდგომაში მომეხმარა. ჩემი ერთი ხელი კისერზე გადაიდო და თავისი ხელით დაიჭირა, მეორე კი წელზე შემომხვია და სიარულში მომეშველა.
ლალი ექიმს დავემშვიდობეთ და სკოლიდან გავედით. სკოლას უკვე საკმაოდ დიდ მანძილზე ვიყავით გაცდენილები როცა ხმა ამოიღო.
- კარგად ხარ?
- კი.
-მართლა?
-კი.
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-არა.
- მაშინ ნორმალურად რატომ არ მელაპარაკები?
- ალბათ იმიტომ რომ ერთი საათის წინ კინიდან დავგორდი.
- გასაგებია.
ცოტა ხანი ხმა აღარ ამოუღია. მართალია დიდი მანძილის გავლა არ გვჭირდებოდა მაგრამ ჩემი დაჟეჟილობების გამო ძალიან ნელა მივდიოდით.
- ხიფათს იზიდავ რა.-ხმა ამოიღო და გაიცინა.
- სიმართლე თუ გაინტერესებს დიდად არც მე არ მეხალისება გამუდმებით ტრამვირებულს ან დაჟეჟილს სიარული.
-მართლა ხან რა გჭირს ხან რა.- ახლა უფრო ახარხარდა.
- მოვედით. შეგიძლია წახვიდე ახლა ჩემს თავს თავად მოვუვლი. მადლობა რომ მომაცილე.
- მარტო ვერ დაგტოვებ.
- არაფერი მომივა.
- სიფრთხილეს თავი არ სტკივა, თანაც მარის მოსვლამდე გავჩერდები მხოლოდ.
- მაგრამ..
- არანაირი მაგრამ -სიტყვის დამთავრება არ მაცადა რომ გამაწყვეტინა.
- როგორც გინდა.- იმდენად დასუსტებული ვიყავი რომ შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა ამიტომ მეტად აღარ გავაგრძელე.
- ძალიან კარგი.
ჩემს ოთახში შევედი და ლოგინზე ფრთხილად წამოვწექი, დახმარება სცადა მაგრამ მიხვდა რომ ასე ვერ დამეხმარებოდა და გვერძე გაიწია. ჩემს საწოლთან მდგარ კრესლოში ჩაჯდა და შემომხედა.
-რამე ხომ არ გინდა რომ მოგიტანო?
- არა, მადლობა. მაგრამ შენ თუ გინდა რაიმე შეგიძლია სამზარეულოში გახვიდე და რაც გინდა აიღო. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
- გავითვალისწინებ, მადლობა.ისე საკმაოდ საყვარელი ოთახი გაქვს.
-კარგი რა, ვერ ვიტან ამ ოთახს, რადგან შპალიერი ყვავილებიანია.
- აბა შენ როგორი ოთახი გინდა.
- შავი, ან ძალიან მუქი ლურჯი რომელიც მთლიანად დაწერტილი იქნება თეთრად. და სქელი შავი ფარდები რომელიც ოთახში სინათლეს არ შემოუშვებს.
- ვოუ რაღაც ძალიან დეპრესიული ფერებია.
-დეპრესიული არ არის, უბრალოდ წყნარი ფერებია.
- ჰოო ალბათ.
ცოტა ხნით ისევ გავჩუმდით, მე კი თვალები დავხუჭე და ისე ვუთხარი:
- რატომ?
- რა, რატომ?
- რატომ მომატყუე. რატომ მომატყუე რომ გიყვარდი.
- მე. მე არ მიდოდა რომ შენ გამენაწყენებინე.
- ო კარგი რა, კარგად იცოდი მაგ საქციელით რასაც აკეთებდი, შედეგებიც კარგად იცოდი, მაგრამ მაინც გააკეთე. თანაც დღეს ჩემზე ასეთი ზრუნვა, გგონია დანაშაულს ასე გამოასწორებ?
- მე არ მგონია რომ დანაშაულს რამეთი გამოვასწორებ. უბრალოდ დღეს მართლა ძალიან შემეშინდა.
-ნუთუ?
-დიახ.
- კარგი ხმას აღარ ვიღებ.
- სჯობს დაიძინო.
- არ მეძინება.
- მაინც დაიძინე.
-მაინც არ მეძინება.
-კარგი წავალ ლიმნიან ჩაის მაინც გაგიკეთებ.- და ფეხზე წამოდგა.
-არაა საჭირო.
- მაგრამ მე მინდა რომ გავაკეთო.
- კარგი როგორც გინდა.
ოთახიდან გავიდა და 20 წუთში სინით ხელში შემოვიდა. სინზე მურაბა, ორი გინჯანი ჩაი და ორცხობილები იყო.
- მოკლედ რაა, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ.-სიცილით ვუთხარი და საწოლიდან წამოვჯექი.
-მწყევლი?- ისიც ამყვა სიცილში და სინი მაგიდაზე დადო.
- რომელი საათია?
- ორი დაიწყო.
- კარგი, მადლობა.- მაგიდასთან მოვთავსდი და ჩაის ჭიქა ავიღე.-რა თბილიაა.- ჭიქას ხელი მჭიდროდ მოვუჭირე და თვალები დავხუჭე.
-მართლაც. მალე ალბათ მარიც მოვა და მერე უკვე მე წავალ.
-ჰოომ.
-ისე...-დუმილი დიდხანს გაუგრძელდა.
-ისე?
- ისე სულელურად არ უნდა მოვქცეულიყავი.
-ჰოო არ უნდა მოქცეულიყავი, მაგრამ მოიქეცი.
-ვწუხვარ.
-სამწუხაროა, რომ წუხილით ვერაფერს გავხდებით.
-.....
- გვაანც, მოვედიიიით.-მარი ისეთი განწირული ყვირით შემოვარდა რომ ჭიქა ხელიდან გამივარდა.
-რა გაყვირებს შე დეგენერატო?!
-რავი.....
-რა რავი გოგო გარეკე? ლამის მდუღარე ჩაი გადავისხი.
- უიმეეე, კაი ხო ბოდიში.
ხმა აღარ ამომიღია მაგრამ არაუშავს სახით გადავხედე და იცის მიხვდა რომ ვაპატიე და ხასიათი კვლავ გამოუკეთდა.
-როგორ ხარ- ოთახში ანა და მზიკოც შემოვიდნენ
-უკეთესადაც ვყოფილვარ - ვუთხარი მაგრამ შევნიშნე რომ პასუხი არ გაუგია რადგან გაშტერებული იყურებოდა, ვერ გარკვეულიყო რახდებოდა, რატომ იყო რატი ჩემს ოთახში მაგრამ გამომეტყველებით ვანიშნე არაფერი ხდებათქო და ისიც დამშვიდდა.
- კარგი რახან შენი სასტავი მოვიდა მე წავალ. -ფეხზე წამოდგა რატი.
-ოო მოიცა სად მიდიხარ- მარი გამოხტა.
- სახლში წავალ ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ გოგოებს მარტო დაგტოვებთ.
- კარგი თუ არ იშლი მაშინ ორი წუთით დამელოდე. -ფეხზე ავდექი და ხელიდან სახვევის მოხსნა დავიწყე.
-რას აკეთებ შენ ხომ ხელი გტკივა.
-ვიცი რასაც ვაკეთებ.
სახვევი მოვიხსენი და ხელი გავამოძრავე, მესიამოვნა ხელის გაშლა მაგრამ მწვავე ტკივილმა დამიარა იმ ნაწილში სადაც ორი დღის წინ ტატუს სახით შუქურა დავიხატე. თუმცა ამ ტკივილმა წამშივე გაიარა და ახლა მხოლოდ ჩემს გარშემო არსებული ხალხის გაოგნებულ სახეებს ვუყურებდი, იმდენად გაოგნებული და დაბნეულები იყვნენ რომ ხმას ვერ იღებდნენ.
- რა იყოთ?
- ღადაობ? - მზიკომ ხმა ძლივს ამოიღო.- მართლა გაიკეთე?
- კი გავიკეთე - ისეთი სახე მქონდა თითქოს დიდი არაფერი.
-მამაშენი?
-მამაჩემმა არ იცის... კარგი ორი წუთით აქ დამელოდე და ახლავე მოვალ.- ისევ რატის მივუბრუნდი რომელიც გაოგნებისაგან ხმასაც ვერ იღებდა.
ხო მართლა თქვენთვის იმის თქმა დამავიწყდა, რომ მამიკოს გათამამებული და ვარდისფერებში გამოწყობილი გოგო არასდროს ვყოფილვარ ამიტომაც სულ ცოტა ხნის წინ მამაჩემს ვთხოვე რომ ჩემთვის მოტოციკლი ეყიდა, არა მოპედი, არამედ მოტოციკლი. მამამაც უარი არ მითხრა იმიტომ, რომ მან კარგად იცის, მე ჩემი დებისგან ძალიან განვსხვავდები და მაქსიმალურად ცდილობს რომ ყველა სურვილი ამისრულოს. სანაცნობოში ბევრი მეგობარი მყავს რომლებიც მოტოციკლს ატარებენ და ზაფხულის განმავლობაში მასწავლეს ტარება. მამას რომ ვთხოვე რომ მოტოციკლი ეყიდა, მეორე დღესვე შავი ფერის ულამაზესი და უდახვეწილესი მოტოციკლი მიყიდა. ჩემი მეგობრებისთვის არაფერი მითქვამს.
მეორე სართულზე ავედი და გამოვიცვალე, ბაიკერისათვის შესაფერისი ტყავის ქურთუკი და ტყავის ელასტიკი ჩავიცვი, ასევე შავი მაიკა და ფეხსაცმელი, შავი ფერის ჩაფხუტი ავიღე და დაბლა ჩავედი, არავინ იცოდა ჩემი მოტოციკლის შესახებ, მარიმაც კი ამიტომ ყველასათვის უფრო დიდი შოკი იყო როცა ასეთ ჩაცმულობაში დამინახეს.
-რა ხდება? ჯერ ტატუ, ახლა ეს ჩაცმულობა, გვანცა მართლა კარგად ხარ? -მარი ძალიან დაიბნა მეკი ღიმილით ვუპასუხე.
-ყველაფერი უბრალოდ არაჩვეულებრივადაა.... -წამოდი მე წაგიყვან.- რატის მივუბრუნდი რომელიც ახლა კიდევ უფრო გაოგნებული იყო.
ეზოში გავედი და ავტოფარეხის კარი გავაღე, მოტოციკლს მოვაჯექი და ჩაფხუტი დავიხურე.
-მოდიხარ? -ვკითხე რატის.
-ის შენია?
- კი ჩემია.
-სერიოზულად...
-სრული სერიოზულობით. ახლა კი წამოდი მეც საქმეები მაქვს.
- დარწმუნებული ხარ რომ მის მართვას შეძლებ? შენ ხომ...
- ვიცი რომ ცოტა ხნისწინ კიბიდან დავგორდი. -სიტყვა შუაში გავაწყვეტინე- მაგრამ ახლა კარგად ვარ და შემიძლია შენი წაყვანა.
-კარგი.- ხმის ამოუღებლად მოვიდა და მოტოციკლს მოაჯდა.
გასაღები გადვწიე და დავქოქე, ღმერთო ისეთი საოცარი ხმა ჰქონდა სწრაფად გავიყვანე ავტოფარეხიდან და სულ მალე ლაგოდეხის ცენტრში ვიყავით,
-ერთი წუთით დამელოდე ახლავე მოვალ.-ვუთხარი რატის და ჩაფხუტი მოვიხსენი.
-კარგი. -პატარა ბავშვივით თქვა და მოტოციკლიდან გადმოვიდა.
მე, მოტოციკლთან რამდენიმე მეტრაში მდაგ სკამს მივუახლოვდი რომელზე ბევრისთვის უცნობი, ჩენთვის კი საკმაოდ ნაცნობი და საყვარელი პიროვნება იჯდა. ჩუმად მივეპარე სკამს და თვალებზე ხელი ავაფარე.
- აბა ვინ ვარ.
-ჰმმმმ. ხატია?
-არა -სიცილით ვუპასუხე.
-ნინი?
-არააა- კვლავ სიცილით
-ნათია? -და აი ახსენა ეს სახელი და მაშინვე წამეშალა ღიმილი. ხელებიც სწრაფადვე მოვაშორე და მოვშორდი.
-სერიოზულად? ხომ გთხოვე რომ მისი სახელი ჩემთან აღარ გეხსენებინა.
- კარგი რა იყო. -მოტრიალდა და გაოგნებული დარჩა ჩემი გარეგნობით.
-ეს რა გაცვია? რომელი დიდი ბაიკერი შენ მყავხარ ჩემო ლოყება.
-უკაცრავად...- ვუთხარი ნიშნისმოგებით და მოტოციკლისკენ ვანიშნე რომელთან ახლოსაც რატი იდგა.
-არააა. სერიოზულად?
- კი სრული სერიოზულობით.
-აუ რა ძაან მაგარია- მოტოციკლთან ახლოს მივიდა და წრე დაარტყა.
-ვიცი.
-ხო გამაკატავებ - სიცილი დაიწყო.
-აბა რას ვიზამ, აბა ისე როგორ.
- მეც ავყევი სიცილში.
მოტოციკლზე კიდევ ერთი წრის დარტყმის შემდეგ მოვიდა, ხელში ამიტაცა, დამაბზრიალა, მითხრა გილოცავო და მაკოცა.
მე სწრაფადვე მოვშორდი გაჩერდი ვინმე დაგვინახავს მეთქი და იმასაც აღარ გაუჭინაურებია.
-უი ხო მართლა რატი ეს თაზოა, თაზო ეს რატი, ჩემი კლასელის ძმა რომელმაც დღეს დიდი დახმარება გამიწია.
-სასიამუვნოა- უთხრა თაზომ რომელიც ეჭვისთვალით უყურებდა.
-ასევე. - უთხრა რატიმაც და ხელი ჩამოართვა

- კარგი, ჩემო ლოყება, რატის წავიყვან და მალე დავბრუნდები კაი?
-კაი. - კიდევ ერთხელ მაკოცა და რატის ეჭვისთვალით გადახედა.
რატი სახლში მივიყვანე და უკან გამოვბრუნდი, შემდეგ მარის დავურეკე და ვუთხარი რომ ცოტა დამაგვიანდებოდა რადგან რაღაც საქმეები მქონდა მანაც კარგიო და ტელეფონი გავუთიშე. ისევ ცენტრში დავბრუნდი, მაგრამ როცა მიმოვიხედე თაზო ვეღარ დავინახე. ცოტა გული დამწყდა მაგრამ უკნიდან ვიღაც მოვიდა და თვალზე ხელი ამაფარა
-აბა ვინ ვარ?- სიცილით მითხრა და თავისი ხმაც გამოამჟღავნა.
-ჰმმმ......- ვფიქრობ სამაგიეროს გადახდის დროა.(ჩემი გველური ფიქრები) - ლუკა?
-არააა- ისევ იცინის.
- საბა?
-არაა
- შოთო
- არაა
და აი ისიც შურისძიების გემო????
- რატი?
სიცილი შეახმა და ხელებიც სასწრაფოდ გამიშვა, მე კი მისი სახის დანახვაზე სიცილი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავხარხარდი.
-უი თაზო შენ იყავი? - და კიდევ უფრო ავხარხარდი.- კაი რააა რა გჭირს. რა სახე გაქვს
-არაფერი
- ო კარგი რა ერთი წუთის წინ მასე არ იყავი.
-არაფერია.
- ოო ღმერთო ჩემო -კიდევ უფრო გავიცინე- შენ რა რატიზე იეჭვიანე?
-არა საიდან მოიტანე- თვალი ამარიდა - უბრალიდ არ მესიამუვნა მოტოციკლზე შენთან ერთად რომ იჯდა.
-კარგი რა ჩემო ლოყება.- ლოყებზე მოვუჭირე და ჩავეხუტე.- როგორ შეგიძლია მასზე იეჭვიანო.
-ეს ის არის? აფენში რომ მკითხე იცნობო?
- კი ეგ არის - რაღაცნაირი ხმით ვთქვი რაც მეც ცუდად მომხვდა.
-და შენ მოტოციკლით აკატავე?
- კატაობა არ ყოფილა, უბრალოდ დღეს დიდი დახმარება გამიწია და მადლობის ნიშნად სახლში მივიყვანე.
- მაინც რა დახმარება.
- არ აქვს მნიშვნელობა.
-მითხარი რა
-სკოლაში კიბიდან დავგორდი მან კი დახმარება გამიწია, გაკვეთილები გააცდინა და სახლში წამიყვანა, მერე ცოტა ხნით ჩემზე ზრუნავდა სანამ ცოტა უკეთ არ გავხდი.
-ანუ ის ზრუნავდა შენზე?
- კი სანამ უკეთ არ გავხდი და სანამ ჩემი დეიდაშვილი არ მოვიდა.
- ანუ შენს სახლში იყო?
- თაზო ვერ ვხდები რა გაინტერესებს?
ნუთუ მასზე ეჭვიანობ?
-არ ვეჭვიანობ, უბრალიდ არ მსიამუვნებს რომ ვიღაც ბიჭი შენს სახლში შენთან ერთად მარტოა და თანაც შემდეგ უკვე მას მოტოციკლით ატარებ. ხელები წელზე ჰქონდა შემოხვეული?
- სერიოზულად?- აი აქ კი ავენთე და წამოვხტი.- არ მჯერა. მე გითხარი სკოლაში კიბიდან დავგორდი თქო და შენ კი ეჭვიანობ ადამიანზე რომელიც დამეხმარა. და არა, თაზო, არ ჰქონია წელზე შემოხვეული ხელები. მოსაჭიდზე ჰქონდა მოკიდებული.
ჩაფხუტს ხელი დავტაცე და მოტოციკლს სწრაფად მოვაჯექი.
-ბოდიში.- მითხრა თაზომ, მე კი ნაწყენმა და გულნატკენმა მოტოციკლი დავქოქე და ადგილს სწრაფად გავეცალე.
გზაში ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკა მაღალ ხმაზე ჩავრთე, იმდენად მაღალ ხმაზე რომ ქვეყნიერებას საერთოდ მოვწყდი, მოვწყდი მაგრამ ნაწყენი... უზომოდ განაწყენებული და გულნატკენი... უბრალოდ არ მჯეროდა როგორ შეეძლო თაზოს რატიზე ეეჭვიანა. გზად თავისი, უფროსწორად მამამისის მანქანით მომეწია და როცა მანქანა გამისწორა ჯერ ძახილი დამიწყო შემდეგ კი რეკვას არ წყვეტდა. ბოლოს უკვე ნერვები რომ ძალიან მომეშალა ვუპასუხე
-რა გინდა.
- გთხოვ გააჩერე, ძალიან ჩქარა მიდიხარ
- და შენ რა? მე რომ ჩქარა მივდივარ.
- გთხოვ გააჩერე ან უბრალოდ შეანელე, შეიძლება შენ თავს ავნო.
-მერე ჩემ თავს ვავნებ შენ ხომ არა?
- ჯანდაბა გვანცა, უბრალოდ გააჩერე ეს წყეული მოტოციკლი სალაპარაკო მაქვს.
-მე შენთან არ მაქვს სალაპარაკო!
ტელეფონი დავუკიდე და უფრო მოვუმატე სიჩქარეს მინდოდა რაც სეიძლება შორს წავსულიყავი მისგან, თან გზად ცრემლრბს ვიწმენდდი რომელთა დენაც არ წყდებოდა.
სახლში რომ მივედი მარი იქ აღარ დამხვდა, ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე მივესვენე ფეხზე ადგომაც კი აღარ მინდოდა იმდენად დაღლილი ვიყავი და ჩამთვლიმა კიდეც. დაახლოვებით ორი საათის შემდეგ ტელეფონზე ბებიაჩემი მირეკავდა
-ხო ბა- ვუპასუხე ნამძინარევი ხმით.
-ბებო რას შვებით აბა როგორ ხართ, მამა მოვიდა სახლში?
-არა ბა, ჯერ არ მოსულა.
- რანაირი ხმა გაქვს ყველაფერი რიგზეა?
-კი ბა, პროსტა მეძინა და ახლახანს გავირვიძე.
- კარგი ბებო კარგი, მიდი დაიძინე და მერე კიდევ შეგეხმიანები.
-კაი.
მობილური ტუმბოზე დავაბრუნე და ისევ დასაძინებლად მოვემზადე თუმცა შენც არ მომიკვდე რა. ვერაფრით ვერ მოვისვენე, ხან იქით გავატრიალდი, ხან აქეთ, ხან ზურგზე დავწექი, ხან მუცელზე მაგრამ ძილი არაფრით აღარ გამეკარა. ამიტომ ავდექი ტელევიზორი ჩავრთე და ბატიბუტი დავამზადე. ფილმიც გამოსახულების მიხედვით ავარჩიე და საყურებლად დივანზე მოვკალათდი. შუა ფილმის ყურებაში ვიყავი რომ თაზო მირეკავდა. არ ვუპასუხე. შემდეგ ტელეფონს დავხედე და თაზოსგან უამრავი გამიტოვებული ზარი იყო, ამასთანავე უამრავი ესემესიც რომლებიც არ გამიხსნია ისე წავშალე. ცოტა არ იყოს გამიჭირდა ამ ესემესების წაშლა რადგან აქ ჩვენი მოგონებების რაღაც ნაწილი იყო თუმცა მაინც წავშალე. მინდოდა მასთან დაკავშირებული ყველა მოგონება უბრალოდ დამევიწყებინა მაგრამ ვერ შევძელი. ტელეფონს ხმა გავუთიშე და კვლავ განვაგრძე ფილმის ყურება. ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ ვიცი, როგორ მაგრამ ეს ფილმი დრამა აღმოჩნდა და იმ მომენტში როცა ფილმი "happy end"- ით დასრულდა პირთან მიტანილი ბატიბუტით ხელში უბრალოდ გავშეშდი. მოგონებებში ჩავიძირე ისე, რომ ვერც კი გავაანალიზე. გამახსენდა ჩემი და თაზოს პირველი შეხვედრა, არ ვიცი რატომ მაგრამ მასზე ფიქრს მაინც ვერ ვწყვეტდი.
ის დღე გამახსენდა როცა ახალგაზრდა რეინჯერის პროგრამიდან ტყეში გავედით მის შესასწავლად, მე კი იქ არავის ვიცნობდი ამიტომ ჩემთვის მარტო მივაბიჯებდი და არასწორ ბილიკს დავადექი. გაგიკვირდებათ მაგრამ გეტყვით რომ ყველა მე გამომყვა, მიუხედავად იმისა, რომ არავინ მიცნობდა მაინც ყველა მე გამომყვა შემდეგ გავარკვიეთ სწორი გზა და კვლავ ბილიკს დავუბრუნდით, ხოლო როცა შესვენების დრო მოვიდა, მე ისევ პირველი ავედი დანიშნულების ადგილზე, შემდეგ კი ბიჭები მოვიდნენ და მათ შემდეგ, კარგა ხნის შემდეგ გოგონებიც ამობობღდნენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ბიჭებმა მათზე ღადაობა დაიწყეს და თაზო პირველი იყო ვინც ხმა ამოიღო.
- აუ ძაან ტეხავს როცა გოგო ხარ.-თქვა მან და ის იდიოტი ბიჭებიც მას აჰყვნენ
- ვითომ რატო ტეხავს? - წამირეად წამოვენთე და დავიწყე იმ გოგონების დაცვა ვისაც არც კი ვიცნობდი.
- რატომ და ამ ელემენტარულ გზებზე რომ ვერ დადიხართ აი ამიტომ.-ამაყი ღიმილით ჩამაშტერდა თვალებში რაზეც მეც იმავეთი ვუპასუხე.
- უკაცრავად მაგრამ შეგახსენებთ რომ მე ვიყავი ის გოგო რომელიც პირველი ამოვიდა დანიშნულების ადგილზე, და მე ვიყავი ის გოგო რომელსაც მთელი გუნდი გაჰყევით არასწორი გზით, ბიჭებიც კი. - ამაზე ხმა ვეღარ ამოიღო. უნდა ვაღიარო, ცოტა მეტ წინააღმდეგობას ველოდი მისგან, მაგრამ იმედები გამიცრუვდა.
ამ ფიქრებში ვიყავი როცა გამოვერკვიე და თვალებიდან ცრემლები მოვიშორე. ტელეფონს დავხედე და მამაჩემი რეკავდა.
- ხო მა
- გვანცა სახლში ხარ?
-ხო რა არის
- ბებო და დედა?
- დედა დღეს სმენაშია, ბებო თამარასთან წავიდა და ამღამ იქ დარჩება. შენ მალე მოხვალ?
- მე დღეს შეიძლება ვერ მოვიდე და დეიდაშენთან გადი დასარჩენად.
-რა მინდა დეიდაჩემთან, სახლში დავრჩები.
-მარტოს არ შეგეშინდება?
-კაი რა, შენი შვილი ვარ. მე დედალი მგლისაც კი არ მეშინია.
- კაი მა მაშინ მერე დაგირეკავ ეხლა სამუშაო მაქვს.
- კაი მა მიდი
ტელეფონი დავდე და დივანზე მივეყრდენი არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ავდექი და წიგნი ავიღე, თუმცა ერთი აბზაციც კი ვერ წავიკითხე. შემდეგ დაძინება ვცადე. არც ეს არ გამოვიდა. მერე მუსიკა ჩვართე და ვფიქრობ რომ ამან ცოტა მიშველა. ტელეფონი ავიღე და ფეისბუქის "სქროლვა" დავიწყე სადაც შემთხვევით აისიუს შესავსები აპლიკაცია ამომიგდო, უნდა შეგევსო იმ შემთხვევაში თუკი ამ ორგანიზაციის მენეჯერობა გსურდა. მეც ვიფიქრე რატომაც არა თქო და მოწყენილმა აპლიკაცია იმდენად კარგად შევავსე, რომ თავადაც აღფრთოვანებული დავრჩი, ისეთი სამოტივაციო წერილი დავწერე.
აპლიკაციაში მითითებული იყო რომ ერთი კვირის განმავლობაში მივიღებდით პასუხებს ამიტომ მეც იძულებული გავხდი დავლოდებოდი.

ოთხი დღე გავიდა ისე რომ ჩემი მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, არც თანაკლასელების ან მეგობრებისთვის. მეხუთე დღეს სკოლიდან მოვდიოდი და ყურსამენები მეკეთა როდესაც ტელეფონზე დამირეკეს და უცხო ნომერს მოწიწებით ვუპასუხე
- დიახ?
- გამარჯობა. გვანცა ტკაჩენკო მინდოდა.
-დიახ მე ვარ.
- გამარჯობა, გვანცა გვინდა გითხრათ, რომ თქვენ ამიერიდან ოფიციალურად ბრძანდებით არასამთავრობო ორგანიზაცია აისიუს მენეჯერი.
- ვოუ, ძალიან დიდი მადლობა, მე მართლა არ მოველოდი ამას.
- რას ბრძანებთ. გვინდა, რომ ხვალ 15 საათზე ლაგოდეხში აისიუს ოფისში მობრძანდეთ რათა კონტრაქტს მოაწეროთ ხელი და მუშაობას შეუდგეთ.
- კარგით, ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად მოვალ.
ცოტა უფრო რთული მეგონა ეს ყველაფერი, მეგონა ჯერ უამრავ გასაუბრებაზე მომიწევდა წასვლა, შემდეგ შეხვედრებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ასე უბრალოდ აღმოვჩნდი აისიუს მენეჯერი.
მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ საერთოდ არ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, ამ ოთხი დღის განმავლობაში ერთხელაც კი არ მიფიქრია აისიუზე, არც სწავლაზე, არც გაკვეთილებზე, არც მეგობრებზე და საერთოდ არაფერზე, გარდა ერთი ვინმესი. თაზოს გარდა საერთოდ არაფერზე მიფიქრია. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ რომ რაღაც მჭირდა, მაგრამ ჩემი პასუხი სულ ის იყო რომ კარგად ვიყავი, მაშინ როცა მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე საშინლად ვიყავი. ამ დღეების განმავლობაში ჩემს ტელეფონზე თაზოსგან შემომავალი ზარები არ წყდებოდა. ხან თავისი ტელეფონით მირეკავდა, ხან სხვისით მაგრამ არცერთ უცხო ნომერზე არ მიპასუხია.
არც სახლიდან გავდიოდი, რომ არსად შემხვედროდა. ჩემი ეს უხასიათობა და სახლიდან გაუსვლელობა დედაჩემმაც შენიშნა და მკითხა
- ყველაფერი რიგზეა?
- კი.
- ვითომ? ხომ იცი რომ შეგიძლია ყველაფერი მითხრა?
- ყველაფერი რიგზეა.
- ვიცი, რომ არ არის. გთხოვ მომიყევი.
მოულოდნელად ტირილი დავიწყე და დედას ავეკარი, პატარა ბავშვივით ვტიროდი მის კალთაში ის კი თავზე ხელს მისმევდა და მეუბნებოდა
-დამშვიდდი და ყველაფერი მომიყევი.
- იმდღეს სკოლაში პატარა ბავშვები კიბეზე დამეჯახნენ და დავგორდი, მერე მარის კლასელი დამეხმარა სახლში მოსვლაში მე, კი მადლობის ნიშნად სახლში მივიყვანე, მერე თაზოს შევხვდი მან კი იეჭვიანა და რაღაცეები დაიწყო, არ მომწონს რომ შენზე სხვა ზრუნავსო და ა.შ მე კი ძალიან გავრაზდი და წამოვედი, იმის მერე არც მის ზარებს ვპასუხობ და არც ესემესებს.
-რას ქვია კიბიდან დაგორდი? ახლა კარგად ხარ? რატომ არ მითხარი!, სულ გაგიჟდი?!
-დე კარგად ვარ, არაფერი საგანგაშო არ ყოფილა ამიტომ არ გითხარი.
-მართლა?
-კი.
-კარგი... ახლა კი რაც შეეხება იმ თემას, იმას ვინ კითხავს შენზე ვინ ზრუნავს და ვინ არა. თუ არ სიამუვნებს რომ შენზე სხვამ იზრუნოს მაშინ თავად რატომ არ იზრუნებს? მაგას ხომ არ უნდა რომ ავკუწო და მისგან ხინკალი გავაკეთო?
-და აი ისიც ჩემი ხევსურის ქალი-გავიცინე და დედას მოვეხვიე.- დე მადლობა რომ არსებობ, უშენოდ არ ვიცი რა მეშველებოდა.
- ჩემი ბარტყი, დედას ბარკალა - ეს მითხრა და ორივემ სიცილი დავიწყეთ-წამოდი გინდა შავი პოლეფსონი გავაკეთოთ? თან მარტო მე და შენ ვართ და სულ ჩვენ შევჭამოთ - ჩემი თანატოლივით წამკრა ხელი და თვალი ჩამიკრა.
- უუ როგორ მიყვარს შენი ბავშვურობა, კაი წავედით- უცებ წამოვხტი საწოლიდან და მე და დედა სამზარეულოში გავედით.
დედამ მთელი სამზარეულო მოიარა შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და მითხრა
-პრობლემა გვაქვს.
-რა არის?
-ფქვილის გარდა არაფერი გვაქვს.
-რა გვინდა რო?
-კვერცხი, მაწონი, კაკაო და ვანილი.
-მერე? ტრანსპორტი კიდე გვყავს.
-გყავს* - დაუყოვნებლივ შემისწორა- ამიტომ შენ წახვალ ამ ყველაფრის საყიდლად.
-არა, არა, არა, შანსი არაა. შენც წამოდი თორე არ წავალ.
-სად წამოვიდე? შენ გგონია მე მაგაზე დავჯდები?
-აბა რაა
-შანსი არაა
-დიახაც არის.
-არა, არ არის.
-ოო კარგი რა მე რომ მარტი წავიდე ვაიდა სადმე თაზო გადამეყაროს? მერე?
- არაუშავს რამეს მოახერხებ.
-არა, არ წავალ თუ შენც არ წამოხვალ.
დიდი კამათის შემდეგ ძლივს დავითანხმე და დედა მოტოციკლით ლაგოდეხში წავიყვანე, ის ორ ნაბიჯში შევიდა მე კი ჩაფხუტი მოვიხსენი და ტელეფონი ავიღე, ვერაფერი საინტერესო რომ ვერ ვნახე ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავიდე და მაღაზიისკენ გავიხედე, დედა სალაროსთან რიგში იდგა ამიტომ ისევ გზას გავხედე და რას ვხედავ ჩემკენ თაზოს ძმაკაცები მოდიან. გიორგი და ლუკა.
გიორგი ტელეფონზე ლაპარაკობდა და ცოტა რომ მომიახლოვდნენ დაახლოვებით გავარჩიე საუბარი.
-ორ ნაბიჯთანაა... კაი ვეცდები შევაყოვნოთ.- და ტელეფონი გათიშა. ამასობაში მომიახლოვდნენ კიდეც მე კი ისევ მაღაზიისკენ გავიხედე სადაც დედაჩემი ჯერ ისევ რიგში იდგა.
-გაუმარჯოს.-მითხრა გიორგიმ
-პრივეტ- მეც ვუთხარი და ორივე გადავკოცნე.
-როგორ ხარ- ისევ გიორგიმ მითხრა.
-არამიშავს შენ?
- რავი მეც მასე რა, აქ რა გინდა.
- დედაჩემს ველოდები.
- აა გასაგებია.
- შენ და თაზომ იჩხუბეთ?- უცებ წამოაყრანტალა ლუკამ.
- ვინ გითხრა?
- ჩიტმა მომიტანა ამბავი. ვინ გვეტყოდა. სამი დღეა გვანცას გარდა არაფერი აკერია პირზე.
-აა... გასაგებია
-ანუ იჩხუბეთ.
-დაახლივებით.
-ის არ გვიყვება და შენ მაინც გვეტყვი?
- მოდით ამას ჩემსა და თაზოს შორის დავტოვებ კარგით? - ეს ვუთხარი და დედაჩემიც გამოვიდა მაღაზიიდან.
- უი! გამარჯობა ბავშვებო.- თქვა დედამ და ბიჭებს მიესალმა.
- გამარჯობა- ისინიც ერთად მიესალმნენ და ცოტა დაბნეულებიც ჩანდნენ
- დე ესენი ჩემი მეგობრები არიან, გიორგი და ლუკა, ბიჭებო ეს დედაჩემია, ლია.
- სასიამუვნოა- მიმართა დედამ და თბილად გაუღიმა.
- ჩვენთვისაც-უთხრა ლუკამ.
-დე ვსიო? წავედით? -დედას მივუბრუნდი.
-კი წავედით.
-კაით ბიჭებო შეხვედრამდე.-მათ დავემშვიდობე და ჩაფხუტი მოვირგე. როცა წინ გავიხედე თაზო დავინახე რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა. დედას სწრაფად ვანიშნე და ისიც მალევე მოკალთდა მოტოციკლზე, ამიტომ ადგილიდან წამოვედით ისე რომ თაზოსთან ლაპარაკი არ მომიწია.
სახლში მისულებმა ნამცხვარი გამოვაცხვეთ და გემრიელადაც მივირთვით, სამწუხაროდ ნახევარი ნამცხვარი დაგვრჩა, ისე რომ ვეღარ მოვერიეთ.
როცა გავაანალიზე რომ უკვე მენეჯერის სტატუსი და სამსახური მქონდა მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ ეს ჩემი მშობლებისთვისაც უნდა მეთქვა. სახლში რომ მივედი გაოგნებული დავრჩი რადგან ჩემი დები თავიანთი მეუღლეებით და ბავშვებით ჩამოსულიყვნენ, შესვლისთანავე ჯერ დემეტრე და ლილე მოვისიყვარულე, მერე ჩემი დები, ბოლოს კი სიძეები ვნახე.
სუფრასთან ვისხედით უკვე, როცა ფეხზე წამოვდექი და დავიწყე.
- მოკლედ. ვნიმანიე, ვნიმანიე პაჟალუსტა.
- შენ რუსულს ვენაცვალე -თავი წამოყო ეკამ და ყველამ გავიცინეთ.
-შეგშურდეს ჩემი რუსულის. - თავი ავწიე და გავაგრძელე.- მოკლედ ხალხო ახალი ამბავი მაქვს.
-აბა გისმენთ, ახლა რას ბრძანებთ.- წარმოთქვა მამაჩემმა ირონიულად. რას წარმოიდგენდა რას ვეტყოდი.
-ესეიგი ამიერიდან თუ შეიძლება უსაქმურ ადამიანად ნუ ჩამთვლით რა, ვინაიდან ამ ასაკში უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია აისიუს მენეჯერი ვარ, რომელსაც ხელფასი 700 ლარი აქვს.- და ამაყად გავიჯგიმე.
- კი, როგორ არა, -წამოიწყო მაკამ და სიცილით დემტრეს მიუბრუნდა.
-ჰა ჰა- უხეშად გავუცინე- დიახ ზუსტადაც, ოთხი დღის წინ განაცხადი შევიტანე და დღეს დამირეკეს. ხვალ უნდა მივიდე კონტრაქტზე ხელის მოსაწერად.
- სერიოზულად.-მკითხა მამამ.
-სრული სერიოზულობით.-ვუთხარი ამაყად და გავუცინე.
- მაშინ აღსანიშნავი ამბავი ყოფილა. არ გინდა შენი ღვინო რომ გავხსნათ?
- ეჰ.. არადა შენახვას ვაპირებდი-თავი ჩავხარე ვითომ დანანებით -მა გრამ რას ვიზამთ, აღსანიშნავი ამბავი ხომ უნდა ავღნიშნოთ? - სიცილით გავიქეცი და ჩემი პირადი ღვინის კოლექციიდან 4 წლის რაჭული ხვანჭკარა გამოვიტანე. მისი გახსნის პატივი მე მერგო, ამიტომაც დიდი სიამაყით მოვხსენი ბოთლს თავი.
ღვინო ყველას დავუსხი, ყველამ მადღეგრძელა, მეც ერთი ჭიქით ყველას მადლობა გადავუხადე და იქაურობას გავეცალე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent