ჩემს ცხოვრებას ტკივილი ჰქვია... /სრულად/
ნეტავ ოდესმე ვყოფილვართ ერთნი? ერთი მთლიანობისანი?!- ჩავიფიქრე გულში და მზის უკანასკნელ სხივებს საბოლოო ცრემლი შევაგებე. ზოგჯერ მიკვირს თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანმა ზურგი გაქციოს, რომელზედაც მჭიდროდ იყავი დაყრდნობილი... როგორ შეუძლია ის საძირკველი გვერდიდან გამოგაცალოს, რომელიც სიცოცხლეში მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ზოგადად მართალი ყოფილა... სამი ადამიანის ურთიერთობაში ერთ-ერთი აუცილებლად ზედმეტი ხდება. ბევრჯერ გამიგონია ეს მოსაზრება, თუმცა ყოველთვის საკუთარ სხეულში ვიკლავდი ამ საშინელ შეხედულებას, რომელიც მშვიდ სულს მიმღვრევდა. ძალიან არ მინდა ის ადამიანები ქრებოდნენ ჩემი ცხოვრებიდან, რომლებზედაც დიდ იმედებს ვამყარებ.... როდესაც ფიქრობ, რომ შენ იპოვე ნამდვილი მეგობარი სწორედ მაშინ დაგიშენს ცხოვრება მოუშუშებელ იარებს... საბოლოოდ კი ხვდები... აცნობიერებ, რომ შენს გვერდით მყოფი თითოეული ადამიანი სიყალბის განსახიერებაა, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ურთიერთგაგების უნარი. ყოველი პიროვნება გვიან აცნობიერებს მის ირგვლივ არსებული საზოგადოების რეალურ სახეს... თითქოს დროთა განმავლობაში მათი ფარისევლური მეგობრული მზერაც სამარდება და სრულიად მარტო... სრულიად მარტო რჩები დედიშობილა ამ წყეული სამყაროს წინაშე. ადრე ძალიან მეშინოდა სიკვდილის... ახლა ყალბი ადამიანების გარემოცვაში ყოფნის მზარავს... როგორ მინდა არც ერთი პიროვნება არ მიდიოდეს შენი სამყაროდან, როდესაც ის შენად მიიღე... როგორ არ მინდა ვუყურო ჩემს ჩამოღვენთილ ოცნებებს, რომლებიც მათ უკავშირდებოდათ. თურმე მცდარი ყოფილა და თითოეული ადამიანიც წარმავალი ყოფილა შენს ცხოვრებაში, რომლებიც უდიდეს მოუშუშებელ იარებს გიტოვებელ სულის ნაპრალებში. ახლა ყველაფერი მძულს. საკუთარ თავს იდიოტად აღვიქვამ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მცნების რწმენა დავკარგე, რომელსაც მეგობრობა ჰქვია. აღარ მინდა ტკივილი... მე სიმშვიდე მინდა. აღმოჩნდა, რომ არაფერში არ გამმართლებია. არც მეგობრებში, არც ოჯახში და არც პირად ურთიერთობებში. თითქოს ყოველთვის ბედი ირონიულად მიყურებდა და ყოველთვის ცდილობდა თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე უდიდესი ტყვიები დაეშინა. მე მეშინია ხალხის... მე მეშინია ახალი ურთიერთობების, რომლებიც წარსულს მახსენებს... მე მეშინია იმ სიბნელის, რომელშიც მზის სხივები არ იგრძნობა. მე მეშინია იმ ცხოვრების, სადაც ყოველი დეტალი დნობას, ლპობას იწყებს. მე მეშინია შენი... დიახ შენიც მეშინია, რადგან აღარაფრის მწამს... არ მწამს აღარც სიყვარულითსავსე მზერის, რადგან ვიცი... ადრე თუ გვიან ეს აკიაფებული ვარსკვლავებიც მათში ჩაქვრება და კვლავ ჩემში დარჩება ის ნაკვალევი, რომლებსაც დრო ვერ აქრობს. ყველაფერი წარმავალია... ყველაფერი ეტაპობრივად ნადგურდება და სიგარეტის ღერისავით ფერფლად იქცევა. ჩემს ცხოვრებას ტკივილი ჰქვია და ამ გზის ნაკვალევსაც მეწამულისფერი ელფერი დაჰკრავს. მშვიდობით ჩემო... და ჩემო ერთადერთო „ნამდვილო მეგობრებო“... თქვენი დამსახურებით მე აღარაფრის მწამს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.