ერკე მიდასი - 40 საშობაო ანგელოზი (თავი 3)
მოგესალმებით, სანამ თხრობას დავიწყებდე და თქვენ კითხვას შეუდგეოდეთ ერთი რამ მინდა გითხრათ. აქტიურობითა და ასევე რეიტინგით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ მაინც რადგანაც სხვაგვარად თქვენ კომენტარებს ვერ ვეღირსე, რაღაც მსურს შემოგთავაზოთ და ამით გარკვეულწილად დამეხმარებით კიდეც ამ უცნაური ისტორიის გაგრძელებაში. ვინაიდან და რადგანაც მეოთხე თავიც უკვე დაწერილი მაქვს, ამიტომ გთავაზობთ ასეთ რამეს, დააკომენტარეთ ისტორიაზე, არ აქვს მნიშვნელობა რას დაწერთ, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს აზრიანი რა თქმა უნდა და შეეხებოდეს ჩვენს ნაწარმოებს. შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ როგორ გაგრძელდება, მაგრამ დამერწმუნეთ ეს მეც არ ვიცი... თავში ყოველდღიურად ათასი აზრი მიტრიალებს თუ როგორ განვაგრძო, საბოლოოდ კი წერისას წყდება ეს. კომენტარებიდან ერთ, ან ორი კომენტარის ავტორს ავირჩევ, ვისი სახელითაც შევქმნი პერსონაჟს მეხუთე თავში. შეგიძლიათ დაასახელოთ ფრაზა რომელიც ძალიან გინდათ რომ თქვენმა გმირმა თქვას და შევეცდები მოვარგო სიტუაციას. აბა თქვენ იცით წარმატებებს გისურვებთ. ვიმედოვნებ ვისი სურვილიც დიდი იქნება და ვინც მოინდომებს ის მოხვდება ამ ნაწარმოებშიც ერთ-ერთ მთავარ ან დამხმარე პერსონაჟად. თუ არ იქნება სურვილი, პრობლემა არ იქნება, ისე განვაგრძობ, როგორც ჩაფიქრებული მაქვს, მაგრამ ვფიქრობ თქვენი მხრიდან უფრო საინტერესო უნდა იყოს, როცა მცირე წვლილს მაინც შეიტანთ იმაში, რასაც კითხულობთ და ეს სასიამოვნოდ გაგახსენდებად. რას იტყვით? დავიწყეთ: თავი 3 დაკარგული ბავშვობა -ბავშვებო წამოდით. - ახმაურდა ანთიმოზი, მეტსახელად თიმო. - მკვდარი ციყვი ვიპოვე, წამოდით, კიდე რაღაცას ვნახავთ. აქეთ, აქეთ. ხუთი მოზარდი ტყის სიღრმეში მიიწევდა. ანთიმოზი წინ მიიწევდა, ხოლო ლუკა და მარიამი უკან მიჰყვებოდნენ, ისინი ფარულად შესციცინებდნენ თვალებში და გულები სითბოთი ევსებოდათ, ფიქრობდნენ რომ ჯერ მზად არ იყვნენ მათი ურთიერთობა მეგობრებსაც გაეგოთ. შიო, მეტსახელად დრაკონი მათ ყოველ თვალის ჩაპაჭუნებას უყურებდა და თან საერთოდ არ იმჩნევდა რომ ხედავდა ამას. ჩუმად ჩაიცინებდა ხოლმე და არ აგრძნობინებდა წყვილს ურთიერთობის გამოააშკარავებას. ყველაზე ჩამორჩენილი კი, რომელიც ყოველ ფოთოლსა და ხეს აკვირდებოდა და შეიცნობდა ამ სამყაროს თავისებურებებს, მაგალითად როგორ იზრდება წიფელი, ან რა სიმაღლის იზრდება და საით უფრო აქვს ტოტები მიბრუნებული და რატომ. რა ზომის ბუჩქები ჰყვაოდა და რა კვირტებს მოისხამდა. დილაობით უფრო მკვრივი იყო მათი ყვავილები თუ საღამოობით და ა.შ. ეს ნაილი იყო. გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის გრძნობითა და ასაკით. ბავშვებში ყველაზე დიდი იყო, ცხრამეტი წლის და ყველას არწმუნებდა რომ უშიშარი იყო და ტყეში მარტო დარჩენისაც არ შეეშინდებოდა. წინა ღამით კი, როდესაც ტყეში დაბანაკდნენ და ცეცხლი დაანთეს გასათბობად გამოცდა ვერ ჩააბარა. ჯერ ანთიმოზმა დაიწყო ხელების საშუალებით ჩრდილების ცხოველებისთვის მიმსგავსება, ჯერ ძაღლი, შემდეგ მგელისა და დათვის, ყველაზე დიდი მხეცის ჯუნგლებში. ამაზე რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ლუკამ განაგრძო, ხმების იმიტირება. ყველაზე საშიში ორფეხა მურა დათვის ხმა იყო, რომლის ექოც საზარლად, აუტანლად ჟღერდა. გული შეუქანდა ნაილის და ჩახუტება მოინდომა, შიოსთან მიკვრა, მაგრამ შიომ არც კი მიიკარა, უბრალოდ განაგდო და თან დააყოლა, წავალ რამით მაინც გავერთობიო. შორიახლოს რომ დაიკარგა ბუჩქების შარი-შურით ის დაკავდა და საბოლოოდ გატყდა ნაილიც. -ბიჭებო, გარეული ცხოველების ხმა ისმის, ახლოს არიან, ცეცხლი უნდა ჩავაქროთ. - კარავს მიაშურა, სადაც ყველანი ეგულებოდნენ, მაგრამ არავინ დახვდა. უკნიდან კი ერთხელ კიდევ დიდი შეძახილით გული გაუხეთქეს გოგონას. - ღმერთო... - წამოიყვირა და ზეცამ იელვა, თითქოსდა ღმერთმაც გადმოიხედა, ჩემი სახელი ვინ ახსენაო. -ჩუმად, - შეუძახა კვლავ თიმომ. - მგონი რაღაც ვიპოვე. -ე, ბიჯო, გამოადგით ფეხი! - ჩურჩულით შესძახა შიომ ლუკასა და მარიამს. - დავიტანჯე თქვენი პრანჭია-მანჭიაობით. ან უთხარით ერთმანეთს რასაც გრძნობთ, ან მოკვდეს ბაზარი! - საკუთარი სიტყვების არც შერცხვენია, მხოლოდ ერთად მოსიარულე და ერთმანეთისთვის თვალის ჩაკვრებით დაკავებული წყვილი შეირხა და თავები დახარეს. ლუკას კი შიოსგან ხელი მოხვდა კეფაში რომ გამოცოცხლებულიყო. -წესიერად ე, თორე მაგ სიფათს შეგიკმაზავ... - უთხრა და სიცილით ჩაბჟირდა, თუმცა მალევე შენიშნა, რომ მხოლოდ ის და მარიამი იცინოდნენ, ამიტომ შეჩერდა და ყური ანთიმოზს უგდო. -ბუჩქებს იქით გაიხედეთ, მის თავზე, ჰო...ჰო მანდ. ნახეთ რამხელა ბიზონია. მისი მოკვლა რომ შევძლოთ ჩათვალე მთელი თვე აღარ დაგვჭირდება ნადირობა და მხოლოდ მისი ხორცით ვისიამოვნებთ. -კი, მაგრამ სამაგისო ინვენტარები არ გვაქვს. - დაუცაცხანა ლუკამ. -ჩაიგდე ენა ვირის კუდა. - კვლავ წამოარტყა შიომ და ყველანი ჩაჩუმდნენ. - თუ ანთიმოზი იტყვის, რომ შევძლებთ ესე იგი, შევძლებთ გასაგებია? -ხო, მაგრამ... -არანაირი მაგრამ და წერტილი. ხომ არ გსურს ბიზონის ლუკმად იქცე აქვე და ახლავე? შემიძლია ეს გავაკეთო, თუ ძალიან ბევრს გაატრაკებ. -ბავშვებო, სამყარო იდეალურადაა მოწყობილი, იდეალურადაა ურთიერთკავშირიც, რომელიც ჩვენ გვაქვს მასთან და მას აქვს ჩვენთან. ავიღოთ მაგალითად ჩვენი თავები, რას ვფიქრობთ? რა გვინდა? რა გვსურს? ყველა სხვადასხვა რამეზე ოცნებობს, - დიდი ადამიანივით საუბრობდა თიმო. - ოცნებები კი მხოლოდ მაშინ ხდება თუკი ამას დავიჯერებთ. ერთ არხზე ვუყურებდი ამას წინ, როგორ უნდა მიგვეღწია სასურველი შედეგისთვის და იქ ამბობდნენ, რომ როდესაც რაღაცაზე ფიქრობ, მთელი გულით უნდა ჩაითქვა ეს სურვილი და სამყარო ისე დაიწყებს მოქმედებას რომ ეგ სურვილი აგიხდეს. არ გაქვს საკუთარი ველოსიპედი და არც ფული შესაძენად? ყოველდღე მოინდომე, იფიქრე მასზე და თვითონ გამოჩნდება შესაძლებლობა მისი შეძენის. არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაც ფულიანი ნათესავი გამოგიჩნდება და ის გიყიდის, თუ შენ იწვალებ, იშრომებ და მაინც აისრულებ წადილს, სამყარომ შენი სურვილი შეასრულა. ასეა ყველაფერზე, ახლა ჩვენ მისი მოკვლა გვინდა, თუნდაც შიშველი ხელებით ვიყოთ ჩვენ ამას მოვახერხებთ! -ვინმეს ხომ არ ეშინია? - სითამამით იკითხა შიომ და ხელები გადაიჯვარედინა, აქაოდა მაგარი ტიპი ვარ და ველი პასუხსო. ყველამ თავი გააქნია, ნაილიც ყოყმანობდა თავიდან, ბოლოს მანაც თამამად განაცხადა არაფრის მეშინიაო და დაკვირვება განაგრძო მსხვერპლზე. -თუკი მას უსუსურ მდგომარეობაში ვამყოფებთ, ყველა იმედს გადავუწურავთ და ყველა მხრიდან რაღაც პატარა მახეს დავუგებთ იგი ისე მოიქცევა როგორც ჩვენ გვინდა, იქ წავიყვანთ საითაც გვინდა და ყველაფერი გამოვა. პირველ რიგში ორმო უნდა ამოვთხაროთ. -რა ორმო ნაილი? - ჰკითხეს მას. -ბიზონები ყველაზე მოუქნელებად ხასიათდებიან მთელ ჯუნგლებში. მათ არ შეუძლიათ უკანა ფეხებზე დადგომა და ასევე მისი წონის და სიმაღლის მეხუთედის გადაბიჯება, ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაახლოებით ორმოცდაათი სანტიმეტრის ორმო ამოვთხაროთ და როგორც კი შიგ ჩავარდება არანაირი შანსი აღარ ექნება თავის დაღწევის. - კმაყოფილმა განაცხადა გოგონამ. -ხანდახან მაოცებ ქალბატონო. - შეაქო შიომ და ხელი მისკენ გასწია ლოყაზე რომ მოჰფერებოდა. ნაილი გაწითლდა, უკან დაიხია და ფრთხილად დაიწყო ყურება, არავის შეემჩნია მისი სიხარული. -ხანდახან წიგნიც უნდა იკითხო ვაჟბატონო. - დაუბრუნა პასუხიც და წარბები აუთამაშა, ალმაცერად დაუწყო ყურება, თითქოს მისი უკმეხი საუბრის გამო თავადაც აჭამა სირცხვილი. -ვის რად უნდა წიგნი, ერთი დიდი თავის ტკივილია. დროსტარებაა მთავარი ცხოვრებაში, გართობა. წიგნს რომ კითხულობ რა? რას გაძლევს? რამე გახსოვს წაკითხვის შემდეგ? თუნდაც ერთი ფრაზა რომ დამისახელო ნებისმიერი წიგნიდან, რამეში გადგება? არაფერში. წიგნი მხოლოდ დროის მოსაკლავი და არაფრის მიმწოდებელი არაა ადამიანისთვის. ვიღაცები წერენ, ფულს შოულობენ, სხვები კი ამაში საკუთარ დროს და სახსრებს ხარჯავენ. რომ გავიზრდები ჩემ სახლში ერთი წიგნიც არ უნდა იყოს... არც ერთ თეთრს არ გადავიხდი მის შესაძენად. არც ერთ თეთრს. -მაგიტომ ხარ ჭკუის კოლოფი. - დასცინა მარიამმა და მის ნათქვამზე ყველას გაეცინა თავად შიოს გარდა. -რა თქმა უნდა, ჭკუის კოლოფი ვარ. ისეთი ჭკუის კოლოფი ვარ, ცეცხლი რომ წაუკიდო დენთის კასრივით იფეთქებს და ყველაფერს გადაწვავს ორასი კილომეტრის დიამეტრში. - თავზე ხელი შემოირტყა შიომ, გული შეიმაგრა და კიდევ რაღაცის სათქმელად განეწყო, თუმცა ჯერ უცნაურმა ხმამ გვერდზე გახედვა აიძულა, შემდეგ კი ისეთი რამ დაინახა საერთოდ გაჩუმდა. -ენა გადაყლაპე? - ეკითხებოდნენ ბავშვები, მაგრამ ხმას არ იღებდა, მხოლოდ ხელით ცდილობდა ენიშნებინა, ან თვალებით მათაც მიეხედათ, მაგრამ მისივე ოინები ეგონათ და არ გამოსდიოდა. -ბ...ბიბი...ბი...ბავ...ბავშ...მი...მი...შე... -რას ბურტყუნებ ერთი. წამოდით ის მხეცი დავიჭიროთ. - ძლიერად ჩაუთქვა სამყაროს სურვილი, რომელიც ახდენას საჭიროებდა. მიტრიალდა ბუჩქებიდან ფრთხილად გავიდა, მაგრამ რაღაცას დაეჯახა და უკან გადმოვარდა. ზევით რომ აიხედა წინ დაახლოებით ორი მეტრის ზომის, სქელ კანიანი ბიზონი იდგა. დიდი ღრანჭებითა და უფრო დიდი კბილებით, რომელიც საგანგებოდ გალესილს ჰგავდა. ნამდვილად გამხეცებულს ჰგავდა, ან ძალიან მშიერს და გონებაში უკვე ითვლიდა ნადავლს, ალბათ იმასაც ფიქრობდა ჯერ რომლით დაეწყო, და რომელი გადაენახა სამომავლოდ. შიშის კვალმა გადაურბინა ხუთივეს. ანთიმოზი შეშინებული გამოფოფხებას და წამოდგომას ცდილობდა, როდესაც ეს საზარელი მხეცი მის ფეხებში კბილების ჩავლებას ლამობდა. -გაიიიიიიიიიიიიიიიიიიქეცით. - ღრიალებდა თიმო. ნაილი და ლუკა თიმოს დახმარებას ცდილობდნენ, ხელებში მაგრად მოსჭიდეს და სწრაფად გამოათრიეს. წამიც რომ დაეგვიანებინათ უზარმაზარი მხეცი ბარძაყს ისე მოიქცევდა კბილებში, როგორც ჩვენ ვიგდებთ კარგად შემწვარ ქათმის ბარკალს ხოლმე და მთლიანად გამოგლეჯდა ხორცს. -მიშველეეეთ, მიშველეეთ. - ქალივით გაჰკიოდა შიო, რომელსაც იმწასვე მიეტოვებინა მეგობრები და გაშლილი მინდორისკენ გაქცეულიყო. ეს ტრიალი მინდორი ტყის შუაგულში მდებარეობდა, გარშემო ირგვლივ უღრანი ტყე ერტყა, დაბურული ფიჭვები, ნაძვნარი და სოკოსმაგვარი მოზრდილი ბუჩქები, ადამიანის ზომაზე ოდნავ დიდი. -ღმერთო... - ამოიგმინა ნაილიმ. -რა ხდება? უკვე მესამედ ახსენებ ღვთის სახელს. -შიო. -შიო? მან საკუთარი გზა აირჩია, მიგვატოვა და სჯობს ჩვენც თავებს ვუშველოთ, - ხმამაღლა ამბობდა თიმო და თან რაც ძალა ჰქონდა მირბოდა, ხეებს უკან იმალებოდა, უკან იყურებოდა რათა მტერი დაეზვერა და ცდილობდა გადაერჩინა ბავშვები, ვინც მასთან ერთად იყვნენ. -კი, მაგრამ ბიზონებს გაშლილ მინდორზე უყვართ ყოფნა, ეს საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია. შიო კი ფაქტობრივად მის სამფლობელოშია. ყვირილითაც ყურადღებას მიიქცევს, მარტო ვერ გადაირჩენს თავს, უნდა დავეხმაროთ. -კი, მაგრამ ის ჩვენ მოგვდევს! - უპასუხა ლუკამ და ჩანთიდან ამოღებული სამკაპი პირდაპირ ბიზონს გაუქანა. -უპს, ალბათ შევცდი. - გაურკვევლად წარმოთქვა. -გაიქეცით ბავშვებო, არ გაჩერდეთ გაიქეცით. - თიმო კვლავ გასცემდა განკარგულებებს. - მგონი ჯობია გავიშალოთ, ყველა სხვადასხვა მხარეს გავიქცეთ და დავაბნიოთ. -არ გამოვა, - თქვა ნაილიმ. - მას დაბნევა არ ახასიათებს, უკვე არჩეული ეყოლება სამიზნე, ისევ მას გაეკიდება ვინც თავიდანვე შეარჩია. -ჰოდა გავიგოთ ვინ არის ის ბედოვლათი. გავიყოოოოოოთ! ყველა სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა. თიმო ფერდობისა და დაბალი ბუჩქებისკენ, მარიამმა მაღალი ფიჭვები აირჩია, მეჩხერი ტყე, სადაც ფიქრობდა რომ მხეცი ვერ გაჰყვებოდა. თითქოს გული უგრძნობდა. ლუკას მასთან ყოფნა და მისი დაცვა უნდოდა, ძალიან არ ასცილებია და არც გაჰყოლია, ის რამდენიმე გრადუსით მარცხნივ გაიქცა, სადაც მოუწევდა წითელფოთლა მცენარეების და პატარა მწვანე ბალახების მიღმა გადავლა. ამ მწვანე მცენარეებმა სულ დაუსუსხა ფეხები და როგორც გაირკვა ჭინჭრებზე დარბოდა ის, ხოლო ნაილიმ საუკეთესო გზა გამოთვალა და იქით გაიქცა სადაც ფერდობი მაღლდებოდა და უფრო მეტად მატულობდა ჰაერის ტენიანობა. ლუკა წაიქცა, ფეხები ექავებოდა და ვეღარ დარბოდა ისე სწრაფად, როგორც აქამდე. გრძნობდა ეს მცირე შეფერხება ძვირად დაუჯდებოდა, მაგრამ თავს იმედიანად გრძნობდა ჯერ კიდევ, უფალს ევედრებოდა გადარჩენას და წამოდგომას ცდილობდა. როგორც კი ფეხზე წამოდგა ზურგში აუტანელი ტკივილი იგრძნო, ფეხებს მიწაზე ვეღარ გრძნობდა, ის ჰაერში იწეოდა თანდათანობით და როგორც კი უკან მიიხედა მაშინვე მიხვდა ბიზონის რქებზე რომ იყო წამოგებული და იგი სადღაც მიაქანებდა. რაც საკვირველი იყო, ჯერ ცოცხალი იყო, ფხიზლად იყო და გრძნობდა ყველაფერს, მაგრამ ვერ მოძრაობდა. იმდენად მკვრივად იყო ამ ცხოველზე შეჭდობილი რომ განძრევა უჭირდა, ხერხემალი სულ ჩაშლოდა, ფეხებს მეტად ვეღარ ამოძრავებდა. ყვირილი უნდოდა, მაგრამ არ ამოსდიოდა არც ერთი სიტყვა პირიდან. მარიამმა კივილი მორთო. უნებურად ისიც გაჩერდა, ლუკას ამ დღეში დანახვისას ფეხები არ ემორჩილებოდა რომ გაქცეულიყო. ლუკამ კი დაუყვირა გაქცეულიყო, თავს ეშველა და დაევიწყებინათ მის შესახებ. თუმცა საკმაოდ ჯიუტი გამოდგა ეს გოგონა, რომელმაც სიყვარულის შველა გადაწყვიტა. ჩანთა ზურგიდან გადმოიგდო და სასარგებლო ნივთების ძებნა დაიწყო. ჩანთებში რამდენიმე ცალი ქლიბი, ორიოდე შოკოლადის ფილა, ტუჩსაცხი და სხვა პირადი ჰიგიენის ნივთები აღმოაჩინა. სხვა განყოფილებაში ნაჯახიც ჩაეგდო, პატარა ტარით, სამიოდე ბასრი დანა და ჩაქუჩი. ჯერ ჩაქუჩს დასტაცა ხელი, საზარელი მხეცი უკვე გაჩერებულიყო და ლუკას აქეთ-იქით ისე ათამაშებდა, როგორც თოჯინას, მიწაზე აფორთხიალებდა და ბასრი კბილებით გლეჯდა. მიირბინა მარიამმა და ჩაქუჩი კარგად დაუმიზნა. ესროლა, თუმცა ბიზონს იმის ნაცვლად რომ თვალში მოხვედროდა და გაემწარებინა მის მკვრივ კანს მოხვდა მუცელში. -ჰეი, გამოშტერებულო, გასიებულო! - შესძახა მარიმ. - უტვინო არსებავ მომხედე და შემჭამე, მოდი აქ! -არა, მარი! - დაუყვირა ლუკამ განწირულის ხმით. - გაიქეეე...ცი. მხეცი შეჩერდა. მარიამს შეხედა და კარგ სასუსნავად მოეჩვენა. მაშინვე ანება თავი ლუკას, დაჯიჯგნილსა და დამტვრეულს, რომელიც სისხლისგან სულ დასვრილიყო და წინა ფეხებით ზედ დაადგა. ლუკამ ძლიერად ამოიგმინა, არც იყო გასაკვირი, ბიზონის მთელი მასის ოთხმოცი პროცენტი ხომ მისი სხეულის წინა ნაწილში მოდის. უკანა ფეხები ბალახს რამდენჯერმე გაუსვა, თითქოს სისწრაფეს იკრებსო და მარიამს გაეკიდა. ამასობაში ანთიმოზმა მიირბინა ლუკასთან. -წამოდგომა შეგიძლია? - ძლივს უყურებდა ასეთს. - ღმერთო, რას დაგამსგავსა. - ნეკნები სხეულიდან გამოსვლოდა, რამდენიმე ნეკნი შიგნითაც გაბზარვოდა და ჩატეხვოდა. მთელი ხერხემალი ჩალეწილი და განადგურებული იყო, ხოლო ფეხის და ხელის ძვლები შუაზე გამტყდარი. რამდენიმე ადგილას, სადაც შედარებით რბილი ხორცი ჰქონდა, მთლიანად მოეგლიჯა და ცარიელი ძვლები დაეტოვებინა. სისხლი ჩანჩქერივით ჩქეფდა და საწყალი, დაგლეჯილი ბიჭიც მთლიანად იცლებოდა სისხლისგან. -მეტი აღარ შემიძლია... - სუნთქვა უჭირდა. სწრაფად სუნთქავდა და მოკლე ჩასუნთქ-ამოსუნთქვას აკეთებდა. - აღარ შემიძლია სიცოცხლე. - უღონოდ ამოთქვა ლუკამ. - ვიცი... - შეჩერდა, მაგრამ თავს ძალას ატანდა კიდევ რამე ეთქვა. - ვიცი... მოვკვდები, და გთხოვ... გთხ... ოვ... მარიამს გადაეცი, რაც სიცოცხლეში ვერ ვუთხარი... გადაეცი, რომ... რომ... რომ მიყვარს. -დარწმუნებული ვარ იცის ჩემო მეგობარო. მასაც ძლიერ უყვარხარ დამშვიდდი. ნუ ღელავ. ყველაფერი იცის. როგორც კი ანთიმოზმა დაასრულა სათქმელი ლუკა იმ წამსვე ბედნიერი ღიმილით გარდაიცვალა. მან თვალები დაახუჭვინა მეგობარს და ატირდა, მაგრამ საფრთხემ დიდი ხნის გლოვის საშუალება არ მისცა. მარიამს უკვე ეწეოდა ცხოველი. -ვსო, დაგერხა შენი დედაც! - დაიღრიალა ანთიმოზმა და მარიამს შესძახა კვლავ უკან დაებრუნებინა ის. ბადე გაშალა, ხეზე დაკიდა და კარგად მოჭიმა. ბოლოს მიწაზე პატარა თხელი ძაფით შეკრა და მოსალოდნელ შედეგებს დაელოდა. მარიამს ფეხები აღარ მოჰვებოდა, ძლივს დარბოდა, მაგრამ ლუკასთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი. იპოვა ენერგია საკუთარ სხეულში სირბილისა და უფრო მეტად აუსწრაფა სირბილს. ბიზონიც ძლიერ სწრაფად დარბოდა და მის რქებს მხოლოდ აქეთ-იქით სირბილით თუ იცილებდა, ხან მარცხნივ გაიქცეოდა, ხან მარჯვნივ და სულ არ უსწორდებოდა, რათა არ დასწეოდა. ის იყო უკვე ქანციც გამოეცალა, ძლივს ახერხებდა ფეხების გადადგმას რომ ანთიმოზის დაგებულ მახეს მიაღწია. მარი გადაახტა გადებულ თხელი ქანის ბაწარს, ბიზონს კი ნამდვილად არ შეუმჩნევია და უსწრაფესად აღმოჩნდა იგი იმ ბადეში, რომელსაც იყენებდნენ ხოლმე ირმების, ღორების ან პატარა ცქვიტა ბაჭიების დასაჭერად, მაგრამ ეს ბიზონი იყო. მარიამი ერთი მხრიდან იჭერდა ბადეს, თიმო მეორიდან. მათ ის ორ მუხას შორის მოაქციეს და ცდილობდნენ არ გაეშვათ, საკმაო ძალისხმევა სჭირდებოდათ. ორივემ მოაბა ხეებზე ბადე და ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთი ბადე გადაავლეს ზემოდან. ორ ბადეში გახვეული ბიზონი ხან ერთი ბავშვისკენ იწევდა ხან მეორისკენ. -როგორ არის? - მარიამმა მოწიწებითა და დიდი მონდომებით იკითხა ლუკას ამბავი. -მოდი ჩემთან, - ხელი მოჰხვია მას ბიჭმა. - ვერ გადარჩა, მაგრამ...საბოლოოდ სიტყვა დატოვა, რომ მას ძალიან უყვარხარ. -ო არა, არა, არა... - ხმა აუკანკალდა და წამით მთლიანად ჩაეხლიჩა გოგონას. - არა... რატომ ის... მეც ძალიან მიყვარხარ ლუკა. - ძლიერად ჩაიკრა გულში ანთიმოზი და აცრემლებული სულის დამშვიდებას ცდილობდა. ნაილიც გამოჩნდა, მხეცის მიერ გამძვინვარებულ ქოშინებს ჯერ კიდევ უფრთხოდა, საშინლად შეშინდა და შეხტა მეგობრის მთლიანად გაცამტვერებული სხეულის დანახვაზე და ისიც მათ შეუერთდა. შიო არ გამოჩენილა. -უნდა გავიქცეთ, სანამ დროა და სანამ არ შეუძლია მოგვწდეს. დიდ ხანს ვერ დააყოვნებს. - ამბობდა ნაილი. -არც ვაპირებ დიდ ხანს ვითმინო ამის ოხვრა და ხვნეშა. ანთიმოზი საკუთარი ნივთებისკენ წავიდა. ხელში შუბი აიღო, რომელიც მუხის ხისგან და დანის ბასრი პირებისგან თავად ჰქონდა გაკეთებული და მხეცს თვალებში დაუწყო ყურება. -მოგწონს შენი საქციელი არა? - ბიზონიც უეცრად გაჩერდა, თითქოს უნდა გაიგოს რას ეუბნებიანო. - იცი რა ჩაიდინე ახლა? ჩემი უახლოესი მეგობარი მომიკალი. მართალია ცოტათი შტერი, მორიდებული და ძალიან მორცხვი იყო, ხან თავსაც მაბეზრებდა მაგრამ ჩემი მეგობარი იყო, ჩემი ნაწილი, ვისთვისაც სიცოცხლეს გავწირავდი უყოყმანოდ. დამშვიდდი ანთიმოზ, დამშვიდდი. - თავის თავს შეუძახა ბიჭმა. -იცი ახლა რა ქენი? ხმას აუწია მან. -არა არ იცი! -შენ ის მოკალი. მო-კა-ლი. მე კი ამას არ გაპატიებ. - შუბი მოიქნია და სახე გაუჭრა ცხოველს. მასაც სისხლი წასკდა. ამან გამხეცებული ცხოველი კიდევ უფრო გაამხეცა და კვლავ შეეცადა ბადის გარღვევას. მასალა უკვე იწელებოდა და გახევის ხმასაც გამოსცემდა. რამდენჯერმე ამოატრიალა შუბი ანთიმოზმა, სუპერგმირების და კარატისტების მსგავსად და ბოლოს მისი წვერი მხეცს გულში გაუყარა. სატანამ ძლიერად ამოიგმინა, ჯოჯოხეთურად იღრიალა და ძირს მოწყვეტით დაეცა. კმაყოფილი იერით გოგოებისკენ მიტრიალდა და შუბი მიწაში დაარჭო. გრძნობდა გამარჯვებას, თუმცა გრძნობდა ტკივილს დანაკარგის გამო. მხოლოდ ახლა გაიგო ჩიტების ჭიკჭიკი და დაინახა უშველებელი ცა, რომელიც ასე ლამაზად გადმოსცქეროდათ ზევიდან. - აი ასე, გოგოებო. ასე გვარდება საკითხები. - სცადა დაემალა გრძნობები და კაცურად მოქცეულიყო. - მე მიყვარდა ლუკა, ჩვენ ყველას გვიყვარდა და გვეხსომება ის სიკვდილის კარამდე. -ასეა. - დაეთანხმა ნაილი. -ვერ ვიცოცხლებ. ვეღარ ვიცოცხლებ უმისოდ. -შეიძლება ძალიან უხეშად და უგულოდ გამომდის მარიამ, მაგრამ ადამიანები მიდიან და მოდიან. მის ადგილს სხვა დაიკავებს შენს გვერდით, მაგრამ გულში ადგილს ვერავინ ჩაუნაცვლებს. ცხოვრების გაგრძელებაზე იფიქრე და არა მის მოსპობაზე. გენიალურ საქმეს გააკეთებ თუკი შენს შვილს მის სახელს დაარქმევ და ეს შენი სიყვარულის გამოხატულებად ჩაითვლება მისადმი, ან რაიმე სხვა ხერხს მიმართე ამისთვის. საიდუმლოა გზანი უფლისანი. -მაინც უფალს ამართლებ? მან ახლა ლუკა წაგვართვა! - გონებამიხდილმა იყვირა. -არა, ეს ჩვენი ბრალია. ლუკა ჩვენ მოვკალით მარიამ. ამით ცხოვრება მოგვიწევს. -არ მინდა. არა, არა არ მინდა! არა. - თავს აკანტურებდა და უცერემონიოდ ცდილობდა სიტყვების სროლას. -კი მარიამ! შევძლებთ და ვალდებულნი ვართ რომ ვიცხოვროთ კიდეც... ახლა კი მომეხმარეთ ეს ახმახი მხეცი დავანაკუწოთ და ლუკას სახელზე კარგად ვივახშმოდ, ძალიან დავიღალე, უკვე ბნელდება კიდეც. -ეს რა ხმაა. - დაინტერესდა ნაილი. ყველაზე მახვილი სმენა ჰქონდა და რაღაცას გრძნობდა. ჯანდაბა! სად გაარტყ... ამასობაში მხეცმა აიწყვიტა და მათკენ დიდი სისწრაფით ორმაგი თუ ათმაგი არა, ბავშვებს დაედევნა. ანთიმოზი გადახტა და ბავშვებსაც დაუყვირა დაწოლილიყვნენ, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ვერც ერთმა ვერ მოასწრო აღექვა რა ხდებოდა, თუმცა ბედს შეგუებულნი უკვე წინასწარ იცოდნენ რაც მოხდებოდა. ბიზონი ჯერ კიდევ ჰაერში სწვდა ანთიმოზს და კბილები მაგრად ჩაასო მარცხენა ფეხის ძვალში. შემდეგ თავი სწრაფად გადააქნია მარჯვნივ და ბურთივით მოისროლა იმ მუხის ხისკენ, რაზეც ბადე ჰქონდათ გაბმული. ბიჭი წინა მხრიდან შეასკდა მას და მწარედ ჩამოხოხიალდა მიწის ზედაპირისკენ. ამასობაში, ისე რომ არც შეჩერებულა ჯერ მარიამს გადაუარა, შემდეგ ნაილის დაეჯახა რქებით და ისიც შორიახლო ისროლა. მარიამიც ისევე გათელა, როგორც ლუკა. ზედ რამდენჯერმე გადაუარა, თუმცა იმის გამო რომ სასტიკად გამხდარი იყო და ხორციც არ ჰქონდა მისით არ უსადილია. ნაილის კი მაინც აღმოაჩნდა მისთვის სასურველი გემრიელი ხორცი და იქამდე ძიძგნა, სანამ მისით ყვავებიც არ დაინტერესდნენ. რაც შეეხება შიოს, რომელიც მინდორს გადაღმა შეშინებული ბუჩქებში იმალებოდა და მეგობრებთან აღარ გამოჩენილა, თავი სამშვიდობოს ეგონა. ფიქრობდა მას რომ გამოჩენა სდომოდა აქამდე გამოჩნდებოდაო და სამალავიდან გავიდა. მეგობრების ძებნისგან თავი არც შეიწუხა, პირდაპირ იმ გზას დაადგა რა გზიდანაც მოვიდნენ და როგორც ახსოვდა. რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ წინ დიადი მხეცი აესვეტა, რომელმაც მყისვე წააგლიჯა თავი და ტანი მაშინვე ხეობებში ჩაინთქა. ანთიმოზი ფეხზე წამოდგა. გრძნობდა როგორ მოსტეხოდა სახის ძვალი, ფეხი გაბზაროდა და კიდევ უამრავი პრობლემა ჰქონოდა, მაგრამ მაინც გაბედულად წამოდგა და იქამდე სანამ გზას დაადგებოდა, მეგობრებისთვის მიწის ამოთხრას შეუდგა. რამდენიმე საათიანი დაუღალავი შრომის შედეგად დაკრძალა ისინი, ლოცვაც წაუკითხა და მაშინღა მიხვდა, მარტო მიხვდა კი არა, იგრძნო კიდეც, მთელი სხეულით იგრძნო რომ მისი ბავშვობა დასრულდა, ის ვეღარ იქნებოდა მშვიდად, ვეღარ ითამაშებდა სხვა ბავშვებთან ერთად და ვეღარ გაერთობოდა მათსავით. ბიჭი ამ სამყაროში დაიკარგა, სადღაც სიბნელის მორევში გაუჩინარდა, მისგან კი უკვე დიდი კაცის იერით, შეფიქრიანებული სახითა და ტრავმების რაოდენობით გრძნობებ დალუქული ადამიანის პიროვნებამ იჩინა თავი. შეგეძლო შეგეხედა, თვალებში ჩაგეხედა მისთვის, მაგრამ სრული სიცარიელის გარდა ვერაფერს დაინახავდი. მხოლოდ სიცარიელე და სამყაროზე გაბოროტებული ადამიანის ტკივილი ჩარჩენოდა გულში. პ.ს. ნამდვილად არ ვიცი მოლოდინები გაგიცრუეთ თუ პირიქით, ან საერთოდ რა გადატრიალება მოხდა თქვენში, მაგრამ მთავარი ჯერ წინაა, ეს მხოლოდ დასაწყისია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.