შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოწახურის კანფეტები VIII (დასასრული)


10-02-2021, 00:52
ავტორი Marry Amm
ნანახია 3 820

სამსახურიდან გამოსულმა თავისი ანგარიში შეამოწმა და გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა.
- მე შენ გაჩვენებ... - ჩაილაპარაკა გულმოსულმა. - მაინც შემომტენე არა, იმ უსულოს ფული... ახლა ნახავ.
სამზარეულოს უკანა კარს რომ მიადგა ღრმად ჩაისუნთქა. გაახსენდა როგორ მოვიდა აქ პირველად და ჩაეღიმა. თმიდან პატარა, ძლივსშესამჩნევი რკინის ჩხირები ამოაძვრინა და გამბედაობა მოიკრიბა...
ახალ ლარნაკს ღიმილით ჩაუარა, მისაღებში არავინ იყო და ამიტომ კიბეებს ლევანის ოთახამდე ნარნარით აუყვა...
სახლში ბედნიერი დაბრუნდა, კარი შეხსნა და...

- სად იყავი ამდენ ხანს? - კატომ გაოცებული მზერა მიაპყრო ჯერ ლევანს, შემდეგ დედას, რებეკას, დემეტრეს და მათ გვერდით ინვალიდის ეტლში მჯდომ შუა ხნის მამაკაცს...
ვიქტორია თითქმის ყოველ დღე მიდიოდა ზურაბთან, ექიმები კარგს არაფერს ამბობდნენ. მისი გული საშინლად დასუსტდა, წამლებსაც ვეღარ იტანდა. მამაკაცი სულ უფრო გახდა, ფოთოლივით ჩამოჭკნა, სილურჯე შეეპარა.
- კიდევ აქ ხარ? - გადმოხედა ცოლს ღიმილით.
- თუ არ მოგწონს წავალ.
- რუსი და ასეთი ერთგული... თუ გსიამოვნებს ჩემი ამ მდგობარეობაში ყურება?
- არცერთია საღ აზრს მოკლებული.
- მალე წავალ არა? - ამოიოხრა კაცმა.
- ალბათ...
- როგორ მამშვიდებ.
- მე რომ მანდ ვიწვე ვისურვებდი სიმართლე მცოდნოდა.
ზურაბი ერთხანს ჩუმად იყო, ვიქტორიამ შეამჩნია მოციმციმე ეკრანზე როგორ იმატა გულისცემამ. რამდენიმე წუთი ინანა კიდეც მომაკვდავს ასე რომ ელაპარაკებოდა.
- პირველად რომ დაგინახე, ძალიან მომეწონე ვიკი, ძალიან... შენი თვალები, კულულები... - იხსენებდა და იღიმოდა. - ისინი ასხივებდნენ სინათლეს, რომელიც ჩემ ცხოვრებას ასე აკლდა. მაგრამ რომ გაიცინე, მაშინ ყველაფერი დამავიწყდა, სწორად მაშინ შემიყვარდი, ისე ძლიერად, ისე ეგოისტურად რომ ვერ ავიტანე ბედისწერის ასეთი მწარე დაცინვა... ის ზუსტად იქ მირტყავდა, სადაც ყველაზე მეტად მტკიოდა... მე ყველა მიცნობდა, ვამაყობდი ჩემი თავით, ჩემი ავტორიტეტით, ეგოთი, როგორც შენ ამბობ... მან კი ზუსტად იმის ნგრევა დაიწყო, რასაც მთელი ცხოვრება ვაშენებდი, თანაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილის სახით... მე ვნანობდი ვიქტორია, ყოველ ჩემს მოქმედებას, რაც შენი მიმართულებით ჩავიდინე. გადაწყვეტილებას ვიღებდი და წინასწარ მტკიოდა შენ მაგივრად... მე ყველაფერი შევწირე ჩემს სახელს... და რა გამოვიდა ბოლოს? არაფერი... ტყუილად მიცხოვრია, - ამოიოხრა კვლავ. - ხომ ხედავ, შვილიც კი არ მოდის ჩემს სანახავად?
- ლაშა რთულ ასაკშია...
- როცა მშობელი კვდება, რა აზრი აქვს ასაკს? მაგრამ არ ვამტყუნებ, ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი მის მაგივრად... შენ რას მეტყვი ვიკი?
- რაზე?
- შენი ცხოვრება რომ მივითვისე...
- ამისთვის ღმერთი მოგთხოვს პასუხს.
- ვიქტორია, - გაიცინა კაცმა. - მე ღმერთამდე ვინ მიმიშვებს? ის არ მოინდომებს ამპარტავანი შვილის ნახვას..
- და მაინც, რას ეტყვი რომ ნახავ?
- უბრალოდ გავიღიმებ თუ სახე მექნება და ვეტყვი რომ ვერ შევცვალე რაც მინდოდა...
- შენ არჩევანი სულ გქონდა.
- არა ვიკი, სხვას ალბათ შეეძლო, მაგრამ მე... მე ძალიან ვწუხვარ, იმის გამო რაც გაგიკეთე და კიდევ უფრო იმიტომ, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებდი და ვერ შევცვლიდი ვერაფერს...
- ღმერთმა გაპატიოს... - ჩაილაპარაკა ქალმა სრულიად ცივი, უმეტყველო სახით და სრაფი ნაბიჯებით დატოვა პალატა. გრძნობდა, რომ ეს მათი უკანასკნელი საუბარი იყო და ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში პალატას კიდევ ჰყავდა უცნაური სტუმარი. მაგრამ ზურაბმა როგორც კი დაინახა მაშინვე იცნო. თავი არ უმართლია. მხოლოდ ეს თქვა.
- დამანებეთ თავი ყველამ, მე ღმერთთან ვაგებ პასუხს!
- ასე გეჩქარება? - მოღრუბლული იჯდა მამაკაცი, თეთრ წვერს ნიკაპზე ხელით ისწორებდა მუდამ.
- აღარ მინდა აქ წოლა... გამორთე ეს რაღაც თუ ღმერთი გწამს!
- მე ის მიკვირს, შენ რომ გწამს...
ზურაბს აღარაფერი უთქვამს. თავი გვერდზე გადააგდო და თვალები დახუჭა.
- შემომხედე ზურაბ, - თქვა მამაკაცმა მკაცრი, მაღალი ხმით. - შემომხედე და კარგად დაიმახსოვრე, ღმერთი მოწყალეა, მაგრამ არც იმდენად, რომ ამდენი შვილის გამწარება გაპატიოს, ტყუილად გექნება იმედი. გინდა აპარატი გამოვრთო? იცი რომ ამასაც უნდა დამსახურება? არა, შენ მაგის ღირსიც არ ხარ რომ ჩემი ხელიდან მოკვდე, რისი ღირსიც ხარ, მაგას მალე ნახავ! ვიქტორიას...
- შენ ვიქტორიას როგორ ახსენებ? - დაიღრიალა ზურაბმა. - მოგიკითხავს ერთხელ მაინც რაც საქართველოში ჩამოვიდა?
- მე მითხრეს, რომ გათხოვდა.
- და მორჩა დაიჯერე და დაივიწყე არა? მე თუ არ ვიმსახურებ მის თავს, შენ მისი სახელის ხსენებასაც ვერ უნდა ბედავდე, მე ვიბრძოლე მაინც მისთვის, შენ კი უბრალოდ საცოდავი ხარ, ჩაჯექი მაგ ეტლში და დასტირი საკუთარ თავს! - აპარატმა წრიპინი დაიწყო, წნევამ და გულისცემამ ერთდროულად იმატა. - მე რომ მის გვერდით გავატარე ცხოვრება, მაგითაც კმაყოფილი ვარ, შენ კი უაზრო და საცოდავი ხეიბარი ხარ, გგონია შენ გიყვარდა? მე უფრო მეტად მიყვარდა ყოველთვის ვიდრე სხვა თქვენთაგანს, მიყვარდა... ახლაც მიყვარს... ჩემებურად მიყვარს... - უკვე აღარ ყვიროდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვავდა სიტყვებს. - ჩემთვის, ეგოისტურად...
და აპარატმაც მის სუნთქვასთან ერთად წრიპინი შეწყვიტა...
- განმეორებითი ინფაქტი, დაემატა ინსულტიც, სიკვდილის დრო ოცი საათი და ორმოცდაშვიდი წუთი. - ჩაინიშნა ექიმმა...

* * *
კატომ გაოცებით გადახედა ყველას და მზერა ინვალიდის ეტლში მჯდომ მამაკაცზე შეაჩერა. მსგავსი გამხდარი ფეხები პირველად ნახა ასეთ ბრგე კაცზე. მომენტალურად ეცნო სახე, მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან. ღიმილით შეჰყურებდა გოგონას, მის თვალებში ერთდროულად იკითხებოდა სიხარულიც და სევდაც.
- რა ხდება აქ? - მეტი ვერაფრის თქმა მოახერხა გოგონამ.
- ნიშნობაა, - ყველას დაასწრო ლევანმა.
- რა ნიშნობა, ვისი?
- შენი. - ფეხზე წამოდგა ლევანი და კატოს მიუახლოვდა.
- ჩემი?
- ხო, შენი ხელი უნდა ვითხოვო კატერინა ტურჩოვა. შენ ისეთი ტრადიციული აღმოჩნდი, წინასწარ ვიზრუნე ყველაფერზე, უარი რომ ვეღარ გეთქვა. - იღიმოდა ლევანი. კატო შოკში იყო და ვერაფერს ამბობდა. თვალი სულ ეტლში მჯდომი კაცისკენ გაურბოდა. - მამაშენს მოსკოვშივე ვთხოვე დალოცვა, მაგრამ დაიჟინა მეც უნდა წამოვიდეო და რა მექნა. ასე არაა სიმამრო? - სიცილით გადახედა ალექსანდრეს, რომელსაც ვერაფერი გაეგო ლევანის ქართულისა. - მოკლედ ყველა თანახმაა. - პატარა კოლოფიდან ბეჭედი ამოაძვრინა ლევანმა და გაშტერებულ კატოს თითზე წამოაცვა...
კატომ იმ ღამით თვალი ვერ მოხუჭა. არც იცოდა რომელი კედლისთვის დაერტყა თავი. რას იფიქრებდა, რომ ლევანი ხელს თხოვდა, რომ ფული ამიტომ ჩაურიცხა და საერთოდ, ასე შემობრუნდებოდა ყველაფერი. დროდადრო შიშით გადახედავდა მის უკანასკნელ ნაქურდალს, რომელიც ამჯერად საყვარელი მამაკაცის სახლიდან წამოიღო და საწოლში უაზროდ ტრიალებდა. ,, როგორც კი შეამჩნევს მორჩა, მკვდარი ვარ... იქნებ დავაბრუნო? მაგრამ ასე კიდევ გამიმართლებს?” გამთენიისას ჩაეძინა.
მეორე დღეს სრულიად გამოუძინებელი, მთქნარებით მიადგა სამსახურის ლიფტს და თავში სრული ქაოსი ვერაფრით მოიშორა. ცოტა ხანში ორი ჭიქა ყავა მოამზადა და კაბინეტის კართან შეჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე ღიმილი აიკრა და შევიდა.

- დააგვიანე. - გაუღიმა ლევანმა.
- რით ვერ შეეჩვიეთ შეფ? - ყავა მაგიდაზე დაუდგა და თვალებში ურცხვად შესცინა. თან ამოწმებდა უკვე გაიგო ლევანმა თუ ჯერ არა.
- შენ ყველაფერს მაჩვევ, ნელნელა პატარავ. - წამოდგა მამაკაცი და კატოს დასცხა.
- კიდევ რას?
- არ ვიცი, შენ იცი? - მაგიდაზე მის წინ გვერდულად ჩამოჯდა ლევანი.
- ალბათ ოდნავ შაქრიან ყავას. იცი, უშაქრო ყავა, თან დილით, არც ისე სასარგებლოა.
- მართლა?
- ხო, კიდევ ჯობს რამე ჭამო, სანამ ყავას დალევ.
- ჩემზე როგორ ზრუნავ... ვაფასებ. - იღიმოდა ლევანი და კატოს ნერვებზე უკრავდა.
- სხვა თუ არაფერი გინდა ახლა წავალ. - წამოდგა გოგონა მაგრამ ლევანმა სწრაფად მიიზიდა.
- მინდა. მინდა რომ სიმართლე მითხრა.
- არ ვიცი რაზე ამბობ... - წამოწითლდა კატო.
- კატერინა, შენ ყოველთვის იცი რას რატომ ვამბობ, ასერომ, გისმენ!
- ლევან მართლა არ მესმის...
- მორჩი!
- ეს არ უნდა მექნა... - მოტყდა გოგონა. - ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო. მეგონა სხვა თამაშს მეთამაშებოდი, მეგონა ასე გაგრძელდებოდა და მე... ლევან მაპატიე გთხოვ...
- რა გაპატიო? - წარბები აზიდა მამაკაცმა. - რა შეცდომა დაუშვი?
- აბა შენ რას მეკითხები? - სულ აიბნა კატო.
- უბრალოდ მაინტერესებდა დარწმუნებული იყავი თუ არა შენს თანხმობაში. და შენ რა გეგონა?
- მე? - ტუჩი მოიკვნიტა კატომ. - მე... მთელი ფული დავხარჯე რაც ჩამირიცხე. - ლევანმა გულიანად გაიცინა.
- სულ სულ დახარჯე? - უფრო ახლოს მიუტანა სახე და ტუჩებზე დახედა.
- ბოლომდე.
- და მე როდის დამხარჯქვ ბოლომდე? - ხელი პერანგის ქვეშ შეუცურა მამაკაცმა და ტუჩებზე დასწვდა.
- ლევან...
- გინდა აქვე? - მეორე ხელი ფეხზე ააყოლა და მაგიდაზე შემოსვა გოგონა. - ახლავე...
- გაჩერდი... - გამოერკვა კატო. - უნდა წავიდე.. ქორწილისთვის იცი რამდენი რამე მაქვს გადაკეთებელი?
- და ფული?
- არ მინდა, ყველაფერს თვითონ მივხედავ. - მაგიდიდან სწრაფად ჩამოხტა გოგონა და კარისკენ დაიძრა.
- კატერინა.
- გისმენ? - ისე უპასუხა არც შემობრუნებულა.
- ბეჭედი, ლურჯი თვლით, ვერსად ვნახე, მგონი შენთან უნდა იყოს. დღეს საღამოს დამიბრუნე. დანარჩენი ყველაფერი შეგიძლია დაიტოვო. - იღიმოდა, ძალიან დამცინავად და ბოროტულად იღიმოდა, ვერ ხედავდა მაგრამ ზუსტად იცოდა რა სახეც ჰქონდა ლევანს და თავს იწყევლიდა.
- თუ რამე გინდა მოდი და აიღე. - შებრუნდა ბოლოს. - ერთწამიანი ღიმილით დააჯილდოვა მომცინარი მაკამაცი და ქუსლების კაკუნით დატოვა კაბინეტში.

..........
- საიდან იცოდი?
- რა ვიციდი კატერინა?
- კოწახურის კანფეტებზე. შენ მას სამი ცალი დაუტოვე. საიდან იცოდი?
- არის რამე, რაც არ ვიცი?
- და ერთიც ბრილიანტი. საოცარი მენამიოკე ხარ იცი? - გაეღიმა გოგონას და აივნიდან ოთახში შებრუნდა. ლევანიც უკან მიყვა, წელზე ხელი შემოხვია და გოგონა მკლავებში მოიმწყვდია.
- შენ კი დრო გეწურება, იცი? - სახე ახლოს მიუტანა და ტუჩებზე დახედა.
- არ მადარდებს. - კოცნის მისაღებად გაიწია გოგონამ.
- მთხოვე კატერინა! - აზარტულად გაუღიმა ლევანმა.
- არასოდეს! - ტუჩის კუთხე ჩატეხა ტურჩოვამ და მამაკაცს უკუნით თვალებში ახლა უკვე ძალიან ახლოდან, გაბედულად ჩახედა.
* * *
ორნი იდგნენ საკურთხეველთან, ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და იცოდნენ რას ნიშნავდა მათი ორი, თითქოს უმნიშვნელო სიტყვა, ,,თანახმა ვარ!". რომ იქნებოდნენ ერთად ჭირშიც და ლხინშიც, ბედნიერებასა და უბედურებაში, გაჭირვებასა და სიმდიდრეში და ეყვარებოდათ ერთმანეთი, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ხოო... იმედი მაქვს დასასრულმა მოლოდინი არ გაგიცრუათ, ჭირი იქა, ფქვილი აქა :D ძალიან ძალიან მაგრები ხართ თქვენ ჩემო მკითხველებო, ვინც მასტიმულირებთ და ჩემს გვერდით ხართ ასეთი თბილი კომენტარებით. იმედი მაქვს კიდევ გამოვანათებ და თქვენც აქ დამხვდებით <3



№1  offline წევრი Emisanthropy

შენ სხვა ისტორიებთან ერთად ეს ისტორიაც დავამთავრე. საოცრად განსხვავებული წერის სტილი გაქვს. მოუთმენლად ველი შენი ახალი ისტორიით დაბრუნებას. წარმატებები და მადლობა ამ სასიამოვნო ისტორიისათვის❤️

 


№2  offline მოდერი Marry Amm

Emisanthropy
შენ სხვა ისტორიებთან ერთად ეს ისტორიაც დავამთავრე. საოცრად განსხვავებული წერის სტილი გაქვს. მოუთმენლად ველი შენი ახალი ისტორიით დაბრუნებას. წარმატებები და მადლობა ამ სასიამოვნო ისტორიისათვის❤️

ბევრი დრო რომ მქონდეს სულ დავწერდი და დავწერდი თქვენთვის <3

 


№3  offline წევრი OKI ME

ოჰო, უკვე დაგიდია. ❤️ წავედი, წავიკითხო. ვნახო ერთი, რას შვებიან ჩემი გოგო-ბიჭები :დდ დანარჩენით, ცოტახანში დაგიბრუნდები :დდ

და აი, მეც მოვედი. :დდდ )))))

ისე უცებ ჩავიკითხე :დდ არა, ეს თავი მართლა არ მეყო და რა ვქნა ((( ისე სიამოვნებით წავიკითხავდი კატოს და ლევანის შემდეგ თანაცხოვრებაზე ისტორიას :დდდ მოკლედ, პატარა თავი კი იყო თუმცა, ნამდვილად ვისიამოვნე ❤️❤️❤️

მადლობა შენ, ასეთი კარგი ისტორიისთვის. ყველა ისტორიას დასასრული აავს მაგრამ არის ისეთი ისტორიებიც, რომელთა დასრულებაც არ გინდა. ეჰ, განა არ ვიცი, რომ ასე სამუდამოდ, სიუჟეტს ვერ გაწელავ, სისულელე გამოდის მერე.

ჩემი კატოს და ლევანის ერთად ყოფნა რახან მეღირსა რაღას ვჩივი :დდ ❤️❤️

მადლობა შენ ასეთი საოცრება ისტორიისათვის ❤️❤️ დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით. ეს ისტორია კი ჩემთვის, ერთ-ერთი საყვარელი ისტორია გახდა ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი კატკო

კარგი იყო,გული დამწყდა რომ დამთავრდა

 


№5  offline მოდერი Marry Amm

Megioki
ოჰო, უკვე დაგიდია. ❤️ წავედი, წავიკითხო. ვნახო ერთი, რას შვებიან ჩემი გოგო-ბიჭები :დდ დანარჩენით, ცოტახანში დაგიბრუნდები :დდ

და აი, მეც მოვედი. :დდდ )))))

ისე უცებ ჩავიკითხე :დდ არა, ეს თავი მართლა არ მეყო და რა ვქნა ((( ისე სიამოვნებით წავიკითხავდი კატოს და ლევანის შემდეგ თანაცხოვრებაზე ისტორიას :დდდ მოკლედ, პატარა თავი კი იყო თუმცა, ნამდვილად ვისიამოვნე ❤️❤️❤️

მადლობა შენ, ასეთი კარგი ისტორიისთვის. ყველა ისტორიას დასასრული აავს მაგრამ არის ისეთი ისტორიებიც, რომელთა დასრულებაც არ გინდა. ეჰ, განა არ ვიცი, რომ ასე სამუდამოდ, სიუჟეტს ვერ გაწელავ, სისულელე გამოდის მერე.

ჩემი კატოს და ლევანის ერთად ყოფნა რახან მეღირსა რაღას ვჩივი :დდ ❤️❤️

მადლობა შენ ასეთი საოცრება ისტორიისათვის ❤️❤️ დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით. ეს ისტორია კი ჩემთვის, ერთ-ერთი საყვარელი ისტორია გახდა ❤️❤️❤️
მომენატრები ჩემო მოუთმენელო ჭირვეულო გოგო :დ <3

კატკო
კარგი იყო,გული დამწყდა რომ დამთავრდა

ხო მეც დამწყდა... მაგრამ ვერ გავაგრძელებდი და გავწელავდი <3

 


№6  offline წევრი tamuna.s

დასასრულით იმედგაცრუებული ვარ, თითქოს ერთი სული გქონდა დაგესრულებინა და მიაფუჩეჩე. არადა მშვენიერი ისტორია იყო. ძალიან ზერელე დასასრული ქონდა. ისე დაასრულე რომ მამასა და ტყუპებს შორის გამარჯობაც არ თქმულა, მაშინ რისთვის გამოაჩინე ეს კაცი. მე მგონი ბოლო თავი რომ წაშალო და უფრო დალაგებულად და თანმიმდევრულად დაწერო ჯობია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა კითხვის დროს რომ ერთი მოქმედება შუა გზაში წყდებოდა და უცბათ სულ სხვა მოქმედება იწყებოდა. საწყენად არ ვამბობ, კარგად წერ და ეს ისტორიაც ძალიან მომწონდა და ამიტომ გული დამწყდა ასეთ მშრალ, უემოციო და დაულაგებელ დასასრულზე.

 


№7  offline მოდერი Marry Amm

tamuna.s
დასასრულით იმედგაცრუებული ვარ, თითქოს ერთი სული გქონდა დაგესრულებინა და მიაფუჩეჩე. არადა მშვენიერი ისტორია იყო. ძალიან ზერელე დასასრული ქონდა. ისე დაასრულე რომ მამასა და ტყუპებს შორის გამარჯობაც არ თქმულა, მაშინ რისთვის გამოაჩინე ეს კაცი. მე მგონი ბოლო თავი რომ წაშალო და უფრო დალაგებულად და თანმიმდევრულად დაწერო ჯობია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა კითხვის დროს რომ ერთი მოქმედება შუა გზაში წყდებოდა და უცბათ სულ სხვა მოქმედება იწყებოდა. საწყენად არ ვამბობ, კარგად წერ და ეს ისტორიაც ძალიან მომწონდა და ამიტომ გული დამწყდა ასეთ მშრალ, უემოციო და დაულაგებელ დასასრულზე.

ვიცოდი ვიღაც მაინც დაწერდა ამას ) სულ ასე ვარ დასასრულები არ გამომდის :/ რაღაცნაირად ეს ისტორია კაროზე და ლევანზე იყო და სხვებს ცოტა ცუდად მოვექეცი. თუ ოდესმე შევცვლი დავდებ :დ <3

Life is beautiful
ვაიმეე რა მაგარი იყოო♥️
ძალიან ძალიან მომეწონა♥️
კატერინა ოხ კატერინა რა გოგოა გავგიჟდი♥️დდ ყველაზე მაგარი ♥️

მიხარია რომ მოგეწონაა <3

 


№8  offline წევრი Nobodyelse

საბოლოო ჯამში მომეწონა, კატერინას პერსონაჟი თავის მუხტს ანიჭებდა ისტორიას. დასასრულით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ცოტა რაღაც ე.წ "მარილი" აკლდა თითქოს. მიუხედავად ამისა, სასიამოვნო წასაკითხი იყო მთლიანი ისტორია.

 


№9  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი იყო ძალიან საინტერესო ყველა ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა

 


№10  offline მოდერი Marry Amm

ხო მესმის ბოლო თავს რომ ელოდები და ბანალურად კარგად მთავრდება ცოტა უკმაყოფილობას იწვევს, თუმცა მე ჩემებურად ვწერ სულ, რა ვქნა ვერ ვიტან გაწელვას და უაზრო საუბრებს და აღწერებს. მიყვარს როცა მკითხველი თავისი ფანტაზიით წყვეტს გარკვეულ დეტალებს და სიტუაციებს. ასერომ, მიხარიხართ მე თქვენ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent