შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

love me till the end თავი 10


9-06-2019, 22:54
ავტორი mabby
ნანახია 249

love me till the end თავი 10

ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი სახეზე მეთამაშება, უსიამოვნოდ ვიშმუშნები, გვერდზე ვბრუნდები და ალექსანდრეს ფართე მკერდს ვეკვრი. თავს მის ყელში ვმალავ ,თითქოს წლებია ასე მშვიდად არ მძინებია. მეღიმება და თავს მის სხეულზე უფრო კომფორტულად ვათავსებ.
- მია გაიღვიძე- მხრებზე მის შეხებას ვგრძნობ
- რაიყო- კვლავ უსიამოვნოდ ვიშმუშნები და მის თვალებს ვაკვირდები
- -რა გესიზმრებოდა ?- სრულიად სერიოზული სახით მეკითხება
- -არ მახსოვს, რატომ მეკითხები ?
- არვიცი, უბრალოდ ისე საყვარლად იღიმოდი.. ვინმე სიმპატიური ხომ არ გესიზმრა ?
- სიზმრებზე ეჭვიანობ ?- ცალი წარბი ავწიე და გადავიხარხარე
- -შენ რომ ჩვეულებრივი გოგო იყო, არ ვიეჭვიანებდი, მაგრამ შენ მია ხარ, გოგო რომელსაც სიზმრებთან მჭიდრო კავშირი აქვს , ასე რომ მძინარესაც ვერ გენდობი- მიღიმის და სახეზე ხელს მისვამს
- -გიჟი ხარ -მის ბავშვურობაზე მეცინება - ჩემს სიზმრებში სხვა აღარავინ მოვა, სხვა ალექსანდრე არ არსებობს, შენ ხარ ჩემი სიზმრის ბიჭი
- რა კარგია რომ გიპოვე
- ნუ გავიწყდება , რომ მე გიპოვე - წარბებს ვჭმუხნი და თითს გამაფრთხილებლად ვწევ ზემოთ
- კარგი ჰო, შენ მიპოვე
- ხო და ეგრე, ახლა მაცადე ძილი
- საწოლზე დავემხე და თავი კვლავ მის ყელში ჩავრგე, ბედნიერი ვარ, უზომოდ ბედნიერი და არ მადარდებს ამ ქვეყნად სხვა არაფერი .
- უნდა წავიდე, სამსახურში დამაგვიანდება
- კარგი წადი- ჩავიბურტყუნე
- ვეცდები მალე დავბრუნდე
- დღეს მორიგე ხარ, ხომ არ დაგავიწყდა
- მართალი ხარ დამავიწყდა,მაგრამ შენ რისთვის მყავხარ -მიცინის და ლოყაზე მჩმეტს
- დიახ მაგისთვის გყავარ - ამაყად გავიჯგიმე
- როცა ქმარი სამსახურში მიდის ცოლმა საუზმე უნდა მოუმზადოს - წარბისაწევით მიმითითა სამზარეულოსკენ
- მე შენი ცოლი არ ვარ , ასე რომ შემიძლია ძილი გავაგრძელო- თვალი ჩავუკარი და საბანში გავეხვიე
- ამ პატარა გოგოს რამხელა ენა გაქვს - ჩაიბურტყუნა და ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან

ალექსანდრეს წასვლის შემდეგ უსაქმურობამ შემაწუხა, გადავწყვიტე გოგოებისთვის დამერეკა და სადმე გავსულიყავით სასაუზმოდ, თუმცა ჩემდა გასაკვირად, ყოველთვის უსაქმურ ტასიას და მარიამს, რომელის საჭმლის გამო ყველა საქმეს გადადებს და თუ საჭიროა სულსაც გაყიდის, არ ეცალათ
გადავწყვიტე ალექსანდრეს სახლი საგულდაგულოდ შემესწავლა, პირველ რიგში კედლებზე ჩამოკიდებულ სურათებს დავუწყე თვალიერება. ალექსანდრეს უყვარს მხატვრობა , მის სახლში მრავლადაა სხვადახვა სურათი ლამაზი პეიზაჟითა და ფიგურებით.
სასტუმრო ოთახის კუთხეში კედელზე ჩამოკიდებულ პატარა სურათს წავაწყდი , სადაც ხუთიოდე წლის ბიჭუნა და მწვანეთვალება ქალი არიან. ბიჭუნა ხშირი შავი თმით მივხვდი, რომ ალექსანდრე იყო , მის გვერდით კი მაღალი გამხდარი ქალი იყო, გაფითრებული და უჩვეულოდ სევდიანი სახით. მხოლოდ თვალები ჰქონდა საოცრად ცოცხალი და სილაღით სავსე, ისეთივე ლამაზი, როგორიც ალექსანდრეს აქვს, ალბათ ახალგაზრდობაში მასაც ისევე ეჭუტებოდა ღიმილისას თვალები, როგორ ალექსანდრეს. იქნებ ხშირად არც იცინოდა.
ოთახიდან ოთახში დავდიოდი, სახლი საუცხოოდ გემოვნებით იყო მოწყობილი, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაოცებდა ალექსანდრე. სავარძელზე ჩამოვჯექი, როგორ მინდოდა მამამისის ნახვა, თუმცა ამაოდ, არც ერთი ფოტო არ ჰქოდა მისი. მაინტერესებდა რითი ჰგავდა მამამისს, იქნებ ტუჩებითა, და გამოყვანილი, შუაში ჩაჭრილი ნიკპით, ან გამოკვეთილი ყვრიმალებითა და საფეთქლებით. სხეულში რაღაც ჩხვლეტა ვიგრძენი, ხელი მკერდზე ძლიერად მივიჭირე და თვალები დავხუჭე. ვფიქრობდი ყ ველაფერზე და ამავდროულად არაფერზეც, ვფირობდი ჩემს ცხოვრებაზე ალექსანდრეს გარეშე და მეშინოდა. ახლა, როცა მასთან ვარ უფრო მეტად მეშინია უმისობის, ვიდერე ადრე. ახლა მას მოშორებული უფრო მაწუხებს მარტოობა და არ ვიცი რა ხდება ჩემში. თუმცა ერთი კი ვიცი, სწორი ადამიანი ვიპოვე. საოცარი გრძნობა ყოფილა იმის გაცნობიერება, რომ შენი ადამიანი საუკეთესოა, შენია და უყვარხარ.
კარზე კაკუნი გავიგე, უფროსწორად ბრახუნი, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, წამიერად შიშმა ამიტანა, ხელისკანკალით გავაღე კარები
-ალექსანრე?- გულდამშვიდებულმა ლოცვასავით ამოვიბურტყუნე მისი სახელი რა ხდება, რას ჩამოიღე კარი, როცა შეგიძლია მშვიდად შემოსვლა ?- ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ტონით ვუთხარი
-გამომყევი- სახელოზე დამქაჩა და მანქანისკენ გამაქანა
-ასე მალე რატომ დაბრუნდი - არ ვწყვეტდი კითხვების დასმას
- ცოტახანი ნურაფერს ნუ მკითხავ კარგი ? - ვედრებასავით გაისმა მისი ხმა
- გავჩუმდი და მის სახეს შევხედე, თითქოს მასზე ვცდილობდი რამის ამოკითხვას, რამის რაც ამ გაურკვევლობიდან გამომიყვანდა, თუმც არა.. მისი სახე არანაირ ემოციას არ გამოხატავდა
დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მკვეთრად მოუხვია, ძლიერად დაამუხრუჭა და მანქანა გააჩერა, გამიკვირდა, როცა ნაცნობ შენობას მოვკარი თვალი
-აქ რა გვინდა ?
იცანი ?- ტუჩის კუთხე ჩატეხა და გვერდულად ჩაიღიმა
-რა თქმა უნდა , ეს ის ადგილია, სადაც პირველად გნახე, სიზმრებს თუ არ ჩავთვლით.
შიგნით შევიდეთ, კვლავ გაურკვეველი ხმით მითხრა
მის ნათქვამს უსიტყვოდ დავემორჩილე და გავყევი, უჩვეულო იყო, თუმცა დღის ფონზე შენობაში საკმაოდ ბნელოდა, ალექსანდრეს ხელს ჩავეჭიდე
-არ აირებ გათქვა ჩვენი აქ მოსვლის დიადი მიზანი ?
-გავთქვამ აბა რას ვიზამ - გამიღიმა და ხელი გამაშვებინა - მია გიყვარვარ?
- რა, თქმა უნდა მიყვარხარ
-გამომყვები ცოლად ? -ხელში ბეჭედი შემომაჩეჩა და ვითომც არაფერი ისე მითხრა, თითქოს შოკოლადსა და ნაყინს შორის არჩევნის გაკეთებას მთხოვდეს
- ალექსანდრე, ამ დროს უნდა ჩაიჩოქო მაინც - გადავიხარხარე, როცა ორი მეტრის იქით მდგარ ალექსანდრეს შევხედე, რომელმარ ბეჭედი რასაც ქვია ხელში ჩამიტენა
-ჰე ახლა, სანამ გადავიფიქრე - წარბები ეშმაკურად აათამაშა
- უნდა დავფიქრდე - ხელი ნიკაპთან მივიტანე და გამომეტყველება დავასერიოზულე
- აი მაგისთვის დაგსჯი და სახლში მთვრალი რომ მოვალ ნასკებს გამხდი ხოლმე - თითი გამაფრთხილებლად ამიწია და თვალებში ჭინკები აუთამაშდა
- კარგი, თანახმა ვარ გავხდე სიზმრის ბიჭის ცოლი - ბოლო ხმაზე დავიყვირე
- გილოცაავთ - შუქი აინთო და და დავინახე ჩემსკენ ტყვირილით მომავალი ტასია და მარი
- ესენიც აქ ყოფილან, მე თვქენ გაჩვენებთ როგორ უნდა მეგობრის ზურგს უკან მოქმედება - წარბები შევკარი და მეგობრებს ჩავეხუტე



****
-დემე გაიღვიძე, სკოლაში დაგაგვიანდება, დღეს ალექსანდრე წაგიყვანს.
- კარგი რა დედა, იცი რა კარგს სიზმარს ვხედავდი
-მართლა ? აბა რა ნახე მომიყევი
- ყავისფერთვალება გოგო ვნახე, რბილი თმები ჰქონდა და ძალიან ლამაზი იყო. რო გავიზრდები ვიპოვი და ცოლად მოვიყვან
გამეცინა, ისედაც აჩეჩილი თმები უარესად ავუჩეჩე და ჩავიბურტყუნე
-იპოვი, აუცილებლად იპოვი სიზმრები ნამდვილად ხდება.

-დედასავით ჯიუტი და მიზანდასახულია , - სიცილით გამოგვძახა ალექსანდრემ მეორე ოთახიდან და მწვანეთვალება გოგონას თმის დაწნა გააგრძელა.




მოკლედ არ ვაპირებდი ასე მალე დასრულებას, თმცა შემდეგ გადავიფიქრე. სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ასე თუ ისე, ორივემ ბევრი გადაიტანა. ამიტომ სიუჟეტის გაწელვა, ჩხუბი განშორება და ცრემლის ღვრა სრულიად ბანალურად ჩავთვალე ამ ტექსტისთვის. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ყველა ზღაპარს აქვს კარგი დასასრული, ერთი ადამიანის გამოჩენაც საკმარისია, რომ შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს, ასე მოხდა მიასთან და ალექსანდრესთანაც. ბედნიერება ადამიანებშია, მას თავად ვქმნით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent