შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ილაპარაკო თავი 1


გუშინ, 12:39
ავტორი mariam mwituri
ნანახია 2

ქოლდვოთერი, მენი.
დღევანდელი დღე

ბიოლოგიის კაბინეტში შევედი და ყბა ჩამომვარდა. დაფაზე, ჩემთვის გაურკვეველი მიზნით, ბარბის და კენის სათამაშოები მიეკრათ. ფიგურებისთვის ხელები შეეტყუპებინათ და ტანსაცმელი გაეხადათ. მხოლოდ შესაბამის ადგილებზე მიემაგრებინათ
ხელოვნური ფოთლები. მათ თავზე კი ვარდისფერი ცარცით ეწერა:
„თქვენ წინაშეა ადამიანთა გამრავლების განყოფილება (სექსი)“
ჩემ გვერდით მდგომმა ვი სქაიმ თქვა:
- აი, სწორედ ამიტომ იკრძალება სკოლაში კამერიანი ტელეფონები, თორემ ამ ყველაფრის ფოტომასალა რომ განათლების სამინისტროსთვის მიმეწვდინა, საკმარისი იქნებოდა სკოლაში ბიოლოგიის ასაკრძალად. გამოთავისუფლებელ დროს კი უფრო პროდუქტიულად
დავხარჯავდით, მაგალითად, უფროსკლასელებთან ინდივიდუალურ გაკვეთილებში.
- კარგი რა,- ვუთხარი მე.
- დარწმუნებული ვარ, მთელი წელი ამ გაკვეთილს ელოდი.
ვიმ წამწამები დახარა და ეშმაკურად გაიღიმა.
- აქ ისეთს ვერაფერს მასწავლიან, რაც უკვე არ ვიცი.
- ნუთუ?- ამას ამბობს ვი - თვით უბიწოება?
- ჩუმად! - თვალი ჩამიკრა და ამ დროს ზარის ხმაც გაისმა.ორივენი ჩვენ-ჩვენი ადგილებისკენ გავემართეთ, მე და ივი
გვერდიგვერდ ვისხედით.
მასწავლებელმა, მისტერ მაკკონაჰმა, მკერდზე დაკიდებულ სასტვენს ჩაჰბერა.
- ადგილებზე!
ყველამ ვიცოდით, რომ მისთვის მეათეკლასელებისთვის
ბიოლოგიის სწავლება კალათბურთის მწვრთნელობის პარალელური საქმიანობა იყო.
- შესაძლოა, თქვენთვის ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სექსი ბევრად მეტია, ვიდრე მანქანის უკანა სავარძელზე გატარებული თხუთმეტი წუთი. სექსი - ეს არის მეცნიერება, ხოლო მეცნიერება - ეს არის...?
- მოსაწყენი,- წამოიძახა ერთ-ერთმა ბავშვმა ოთახის ბოლოდან.
- ერთადერთი საგანი, რაშიც ვიჭრები,- თქვა მეორემ.
მასწავლებელმა თვალებით მე მომძებნა წინა მერხზე.
- ნორა!
- რაიმეს სწავლება,- ვთქვი დაბნეულად.
ჩემ წინ გაიარ-გამოიარა და საჩვენებელი თითი მერხს დაადო.
- კიდევ!
- კიდევ... ცოდნა.
- გარკვეული ექსპერიმენტებისა და დაკვირვების შედეგად მიღებული.
მშვენიერია. ისე ვმეტყველებდი, თითქოს აუდიოწიგნის ჩანაწერს ვაკეთებდი.
- თქვენი სიტყვებით...
ზედა ტუჩს ენის წვერით შევეხე და შევეცადე სინონიმი მომეძებნა.
- სამეცნიერო გამოძიება.- შეკითხვასავით გაიჟღერა ჩემმა ნათქვამმა.
- სამეცნიერო გამოძიება,- გაიმეორა მასწავლებელმა და ხელები შეაერთა
- გამოძიება კი ჩვენს ჯაშუშებად გარდაქმნას მო-
ითხოვს.
საკითხის ამ კუთხით დანახვა მოცემულ თემას საინტერესოდაც წარმოაჩენდა. თუმცა ამ კაცთან სწავლის საკმაო გამოცდილება მქონდა საიმისოდ, რომ მსგავსი იმედები არ გამჩენოდა.
- კარგი მაძებრობისთვის კი აუცილებელია პრაქტიკა,- განაგრძო მან.
- ისევე, როგორც სექსში,
- გაისმა მორიგი წამოძახილი საკლასო ოთახის ბოლოდან. მცირეოდენი სიცილის შემდეგ
მწვრთნელმა ოხუნჯი ბავშვისკენ გაიშვირა თითი.
- დღევანდელ საშინაო დავალებაში ეგ არ შედის. შემდეგ ყურადღება კვლავ ჩემკენ გადმოიტანა.
- ნორა, სასწავლო წლის
დასაწყისიდან დღემდე შენ ერთი ადამიანის გვერდით ზიხარ...
თავი დავუქნიე, თუმცა საუბრის მიმართულებამ, ცოტა არ იყოს, შემაშინა.
- სკოლაში ორივენი ერთად სწავლობთ. ისევ
დავაქნიე თავი.
- შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ იცით.
ვიმ მაგიდის ქვეშ ფეხი მომარტყა. ვიცოდი, რასაც ფიქრობდა. სინამდვილეში, მასწავლებელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რამდენი რამ ვიცოდით მე და ვიმ ერთმანეთის შესახებ. და
აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ დღიურებში დამარხულ საიდუმლოებებს. ის, პრაქტიკულად, ჩემი საპირისპირო ტყუპისცალი
იყო, მწვანეთვალება, ღია ფერის თმით და ჩემზე ოდნავ პუტკუნა. მე კი მუქი თვალები, შავგვრემანი და ისეთი ხვეული თმა
მაქვს, როგორსაც ვერც ერთი უთო ვერ მოერევა. თანაც, ფეხები
ბარის გრძელ სკამს მიმიგავს. მიუხედავად ყველაფრისა, ორივენი დარწმუნებული ვართ და შეგვიძლია დავიფიცოთ კიდეც,
რომ დაბადებიდან მოყოლებული, რაღაც უხილავი ძაფით ვართ დაკავშირებული და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.
მასწავლებელმა კლასს გადახედა.
- სინამდვილეში არც ერთ
თქვენგანს არ აურჩევია გვერდით მჯდომი შემთხვევით. არსებობდა ამის გარკვეული მიზეზი. სიახლოვე? შესაძლოა. თუმცა მაძებრების უმეტესობა სიახლოვეს გაურბის, თვლიან, რომ ეს
გამოძიების ინსტინქტს ახშობს. ჩვენ კი, აქ ახალ წესებს ვადგენთ!
პირი გავაღე და გაპროტესტება დავაპირე, თუმცა ვიმ დამასწრო.
- რა სისულელეა? ახლა ხომ აპრილია, რა დროს ასეთი ექსპერიმენტებია?
მასწავლებელმა ჩაიცინა.
- წელიწადის ნებისმიერ დროს შემიძლია გავაკეთო ეს. თუნდაც ეს წლის ბოლო სასწავლო დღე
იყოს. და თუ ჩემს საგანს ვერ ჩააბარებ, ამ ყველაფრის მოსმენა მომავალ წელსაც მოგიწევს, ისევ აქ, ამ მერხთან.
ვიმ ბრაზით შეხედა, ყველამ კარგად იცოდა მისი ამბავი,
თუმცა როგორც ჩანს, ასეთი მოსწავლეების მიმართ მასწავლებელს იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული. მან ტუჩებთან კიდევ
ერთხელ მიიტანა სასტვენი და ჩვენთვის უკვე ყველაფერი ნათელი გახდა.
- თითოეული მარცხნივ მჯდომი პარტნიორი წინა მერხზე ჯდება, თქვენ კი... დიახ, შენც, ვი, თქვენ, მარჯვნივ მჯდომებმა, უკან
გადაინაცვლეთ.
ვიმ თავისი რვეული ზურგჩანთაში ჩააგდო და ელვით შეკრა. ტუჩზე ვიკბინე და გამოსამშვიდობებლად ხელი დავუქნიე. შემდეგ უკან შევბრუნდი და კლასელებს გადავხედე. თითქმის ყველას ვიცნობდი, ერთი ახალი ბიჭის გარდა. მასწავლებელს ის
არასდროს გამოუძახებია და როგორც ჩანს, ამით თვითონაც
კმაყოფილი იყო. შავი თვალებით მუდამ წინ იყურებოდა. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ გამუდმებით რაღაც მნიშვნელოვანზე
ფიქრობდა, რაც არ უნდა მცოდნოდა.
თავისი ბიოლოგიის წიგნი მაგიდაზე დადო და ვის სკამზე გადმოჯდა. გავუღიმე,
- გამარჯობა, მე ნორა მქვია. შავი თვალებით მიმზერდა, ტუჩის ღარი ოდნავ შეეხსნა, გულში უსიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი და ამ მომენტში ჩემ გვერდით უკუნი სიბნელის აჩრდილი ჩამოწვა. ეს ფიქრი მალევე განვდევნე, თუმცა
კვლავ მას ვუცქერდი. მის ღიმილს მეგობრული არ ეთქმოდა. პირიქით, იყო მასში რაღაც ავის მომასწავებელი. ყურადღება დაფისკენ გადავიტანე. ბარბი და კენი სიტუაციისთვის შეუსაბამო
ღიმილით გვიყურებდნენ.
მასწავლებელმა დაიწყო: „ადამიანთა გამრავლება რთული თემაა...“
- ფუუ! - ერთხმად აღმოხდა მოსწავლეთა ერთ ნაწილს.
- ყოველივე ეს მეთოდურ მიდგომას მოითხოვს, ისევე, როგორც მეცნიერების ყოველი დარგი. ამის საუკეთესო გზა კი სწორედ მაძებრობაა. შემდეგი გაკვეთილისთვის თქვენი დავალება
იქნება - გამოიკვლიოთ და შეისწავლოთ თქვენი ახალი პარტნიორი. მე მჭირდება მაქსიმალურად მეტი წერილობითი ცნობა
თქვენი აღმოჩენების შესახებ. მე ინგლისურ ლიტერატურას არ
გასწავლით და ამიტომ გახსოვდეთ, აქ გულწრფელობას ვამოწმებ და არა თქვენს შემოქმედებით უნარს. ამიტომ, ისტორიების
შეთხზვისაგან თავი შეიკავეთ. მის ნათქვამში იგრძნობოდა მუქარის შემცველი ლოგიკური გაგრძელება -„თორემ...“
მშვიდად ვიჯექი. ბურთი აშკარად ჩემი „პარტნიორის“ ჩათვლის მოედანზე იყო. გავუღიმე, ცხვირი ავპრიხე და შევეცადე
გამერკვია, რისი სურნელი ასდიოდა. სიგარეტი არ უნდა ყოფილიყო, რაღაც უფრო მძაფრის სურნელი იყო.
სიგარის.
კედლის საათს გავხედე და წამის ისრების ხმას ფანქრის კაკუნით ავყევი. იდაყვი მაგიდაზე დავდე, ნიკაპი კი შეკრულ მუშტს
დავაყრდენი.დიდებულია, ამ დავალებას ნამდვილად ჩავაფლავებ.
პირდაპირ ვიყურებოდი, მაგრამ მხოლოდ მისი კალმის ხმა მესმოდა. რაღაცას წერდა. მინდოდა გამეგო - რას. არა მგონია, იმ ათი წუთის განმავლობაში, რაც გვერდიგვერდ გავატარეთ,
იმდენი გაეგო ჩემ შესახებ, რომ ეს ფურცელზე გადაეტანა. რაც შემეძლო წინ გადავიხარე და შევამჩნიე, რომ უკვე საკმაოდ
ბლომად დაეწერა და არც გაჩერებას აპირებდა.
- რას წერ? - ვკითხე მე.
-...და ის ინგლისურად ლაპარაკობს,- თქვა და კიდევ რაღაც
დაწერა. მისი ხელის თითოეული მოძრაობა ერთდროულად
მოქნილიც იყო და ზანტიც.
რაც შემეძლო გადავიხარე და შევეცადე მისი ნაწერი წამეკითხა, თუმცა მალევე გადაკეცა ფურცელი.
-რა დაწერე? - უფრო მკაცრად დავუსვი შეკითხვა.
ჩემკენ გადმოიხარა, ჩემი სუფთა ფურცელი აიღო, დაკუჭა,ბურთის ფორმა მისცა და სანამ შეწინააღმდეგებას მოვასწრებდი, პირდაპირ მასწავლებლის გვერდით მდგარ ნაგვის ურნაში
მოისროლა. სროლა ზუსტი გამოდგა.
ჯერ ურნას მივაშტერდი, ბრაზსა და გაუბედაობას შორის ვიყავი გაჭედილი, შემდეგ რვეული სუფთა ფურცელზე გადავშალე
და დავიწყე:
- რა გქვია? - ვკითხე და ფანქარი საწერად მოვიმარჯვე.
წამით შევხედე და ეს საკმარისი აღმოჩნდა, მისგან კიდევ ერთი შავბნელი მზერით რომ დავჯილდოებულიყავი. არადა, იმედი
მქონდა, მის შესახებ რაიმეს მაინც გავიგებდი.
- შენი სახელი? - გავუმეორე და საკუთარი თავი დავარწმუნე,
რომ ჩემს ხმაში შეპარული სისუსტე მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო.
- პაჩი დამიძახე. სერიოზულად, პაჩი.- თქვა და თვალი ჩამიკრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დამცინოდა.
- რას აკეთებ თავისუფალ დროს? - დავუსვი შემდეგი შეკითხვა.
- თავისუფალი დრო არ მაქვს.
- დავალებას ვავსებ, იქნებ, პატივი დამდო და მიპასუხო?
სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელები კეფაზე შემოიწყო.
- რა პატივი?
მივხვდი, რომ ეს ერთგვარი მინიშნება იყო და ამიტომ, შევეცადე საუბრის თემა შემეცვალა.
- თავისუფალ დროს,- გაიმეორა ჩაფიქრებულმა,
- თავისუფალ დროს ფოტოებს ვიღებ.
ფოტოგრაფია - ჩავწერე ფურცელზე.
- მოიცა, არ დამიმთავრებია, ჩემს კოლექციაში ბევრ საინტერესო ნიმუშს შეხვდები. ასე, მაგალითად, სასკოლო ჟურნალის მიმომხილველს, რომელსაც სჯერა, რომ ჭეშმარიტება ორგანული საკვების მიღებაშია, რომელიც ჩუმად ლექსებსაც წერს და
ძალიან უჭირს არჩევანის გაკეთება სტენფორდს, იელსა და იმას შორის... რა ჰქვია... ჰ-ზე რომ იწყება.
გაოცებულმა შევხედე, ყველაფერი ზუსტად გამოიცნო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა და უნდა გამეგო, როგორ მიხვდა ამ ყოველივეს.
- მაგრამ საბოლოოდ არც ერთ მაგ უნივერსიტეტში არ მოხვდები.
- ვითომ რატომ? - ვკითხე დაუფიქრებლად.
უეცრად თითები ჩემს სკამს ამოსდო და მისკენ მიმწია. არ ვიცოდი, შიშისგან უნდა წამოვმხტარიყავი თუ დამყოლი გოგოს
როლი მომერგო და ადგილზე დავრჩენილიყავი. საბოლოოდ
მეორე ვარჩიე.
დაიწყო: „მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანში წარმატებას მიაღწევდი, მათზე მაინც უარს იტყვი, რადგან ფიქრობ, რომ
ეს მხოლოდ „წარმატებული ადამიანის“ სტერეოტიპია. პრინციპულობა, შენი მესამე ყველაზე დიდი სისუსტეა.“
- და მეორე? - უკვე საკმაოდ ვბრაზობდი. ეს ყველაფერი წარუმატებელ ხუმრობას ჰგავდა. ვინ იყო ეს ბიჭი?!
- არ იცი, როგორ ენდო ადამიანებს. უფრო სწორად, ყოველთვის „არასწორ“ ადამიანებს ენდობი.
- პირველი? - უკვე მოთხოვნის ტონით მივმართე.
- ცხოვრება ზედმეტად პატარა საბელით გიჭირავს.
- ეგ რაღას ნიშნავს?
- გეშინია იმის, რასაც ვერ აკონტროლებ.
თმა ყალყზე დამიდგა. ოთახში ტემპერატურა თითქოს ერთიორად გაიზარდა. სხვა დროს აუცილებლად ავდგებოდი და
მასწავლებელს პარტნიორის გამოცვლას ვთხოვდი, მაგრამ ამჯერად ასე არ მოვიქეცი. არ მივცემდი უფლებას ამ ვიღაც „პაჩს“,
საკუთარი თავისთვის ჩემი შეშინების ნება მიეცა. უეცრად არარაციონალური გადაწყვეტილება მივიღე ბოლომდე უნდა ვმდგარიყავი.
- შიშველს გძინავს?
ყბა კინაღამ ჩამომივარდა, მაგრამ თავი შევიკავე.
- აი, შენ ნამდვილად არ გეტყვი მაგას.
- ოდესმე ფსიქიატრთან თუ ყოფილხარ?
- არა,
- აქ მოვიტყუე, ერთხელ სკოლის ფსიქოლოგთან, დოქტორ ჰენდრიქსონთან ვიყავი მისული. თუმცა, ეს ჩემი ნებით არ
მომხდარა და არც ამაზე საუბარი მსურდა.
- ოდესმე კანონი თუ დაგირღვევია?
- არა. მანქანით სვლის სიჩქარის გადაჭარბება ხომ არ ითვლება. კი მაგრამ, ნორმალურ შეკითხვებს რატომ არ მისვამ?მაგალითად... ჩემი საყვარელი მუსიკის ჟანრი.
- არ გკითხავ იმას, რაც თავადაც შემიძლია გამოვიცნო.
- ჩემი მუსიკალური გემოვნების შესახებ არაფერი გეცოდინება.
- ბაროკო. გიყვარს, როცა ყველაფერი წესრიგშია. სანაძლეოს დავდებ, უკრავ... მმ, ჩელოზე?
ბოლო სიტყვა ისე თქვა, თითქოს სწორი პასუხი ცხვირწინ,ჰაერში ეკიდა. ვინ იყო ეს ბიჭი? მან ჩემი ჩელოს შესახებ იცოდა.საინტერესოა, კიდევ რა ინფორმაციას ფლობდა ჩემზე?
- ეს რა არის? - კალმით მაჯაზე მიმანიშნა. ინსტინქტურად, მისი ხელი გავწიე.
- ხალი.
- თითქოს ნაიარევია. სუიციდისტი ხარ, ნორა?
მისი თვალები ჩემსას შეხვდა, ვგრძნობდი, რომ გულში იცინოდა.
- მშობლები ერთად არიან თუ დაშორდნენ?
- დედასთან ვცხოვრობ.
- მამა სად არის?
- შარშან გარდაიცვალა.
- როგორ?
შევკრთი.
- მოკლეს. ეს ძალიან პირადული საკითხია.წინააღმდეგი
არ იქნები...
სიჩუმე ჩამოწვა და პაჩის თვალებმაც თითქოს ელვარება დაკარგეს.
- ალბათ ძალიან ძნელია.
მის ხმაში გულწრფელობა იგრძნობოდა.
ამასობაში ზარიც დაირეკა. პაჩი წამოდგა და კარისკენ
გაემართა.
- მოიცა! - გავძახე და გავეკიდე. არ მობრუნებულა.
- უკაცრავად!
უკვე კარში გასულიყო.
- პაჩ! მე შენ შესახებ ვერაფერი გავიგე.
შემობრუნდა და ჩემკენ წამოვიდა, შემდეგ ხელი მომკიდა და ხელისგულზე რაღაც დამაწერა. დავხედე და შვიდციფრიანი ნომერი დავინახე. მინდოდა მეთქვა, რომ ამაღამ არავითარ შემთხვევაში არ დავურეკავდი. მინდოდა მეთქვა, რომ მისი ბრალი
იყო, მთელი დრო ჩემ შესახებ ლაპარაკში რომ დავკარგეთ და
რომ საგანში ჩაჭრა მემუქრებოდა. კიდევ ბევრი რამ მინდოდა,
მაგრამ სიტყვას ვერ ვძრავდი. ბოლოს, როგორც იქნა, ამოვღერღე.
- ამაღამ არ მცალია.
- არც მე.- გამიღიმა და წავიდა.
იატაკზე დაჭედებულივით ვიდექი. ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ვცდილობდი, მომხდარი გადამეხარშა. ნუთუ სპეციალურად
დამისვა ამდენი კითხვა, რომ მე დრო აღარ დამრჩენოდა? ნუთუ ჩემი ჩაჭრა სურდა? და ეგონა, რომ ერთი მოჩვენებითი ღიმილით ამ ყველაფერს გადაწონიდა? კი, ნამდვილად ასე ეგონა.
- არ დავრეკავ! - მივაძახე ბოლოს.- არასოდეს!
- უკვე დაწერე მიმოხილვა ხვალინდელი ჟურნალისთვის? - ეს უკვე ვის ხმა იყო. გვერდით მედგა და თან თავის ბლოკნოტში ჩანაწერებს აკეთებდა.
- მე დღევანდელი წყვილების გადანაწილების უსამართლობის შესახებ უნდა დავწერო. წარმოგიდგენია? ვიჯექი გოგოსთან,
რომელმაც დღეს დილით დაასრულა ტილებისგან მკურნალობის კურსი.
- ჩემი ახალი პარტნიორი,- ვთქვი და დერეფანში მიმავალი
პაჩისკენ თითი გავიშვირე. გამაღიზიანებლად თავდაჯერებული სიარულის მანერა ჰქონდა. ისეთი, როგორიც ძირითადად, კოვბოისქუდიან და გახუნებულმაისურიან ბიჭებს ახასიათებთ. თუმცა, პაჩის არც ერთი არ ჰქონდა. ის უფრო შავი ლევი’ს-შავი ჰენლი-შავი ჩექმა ტიპის ბიჭებს წააგავდა.
- ჩარჩენილი? როგორც ჩანს, პირველ წელს სწავლით თავი არ მოუკლავს, ალბათ არც მეორეში იზამს რამეს.
ვიმ ეშმაკური ღიმილით შემომხედა.
- ღმერთი სამობითაა.
- უცნაურია. მან იცოდა ჩემი საყვარელი მუსიკის შესახებ. ყოველგვარი ეჭვის გარეშე თქვა, „ბაროკო“,-შევეცადე პაჩის ბოხი
ხმისთვის მიმებაძა.
- ალბათ გაარტყა?
- სხვა რამეც იცოდა.
- მაგალითად?
ღრმად ამოვისუნთქე.
- მან იცოდა ისეთი ამბები, რის შესახებ
საუბარიც კი არ მსიამოვნებს.
- მაგალითად, როგორ ამაღელვოს,- ვუთხარი ბოლოს.
- მას წავლებელს უნდა ვუთხრა, რომ პარტნიორები შეგვიცვალოს.
- კი ბატონო. მე კი ამის შესახებ სტატიას დავწერდი: „მეათეკლასელის საპასუხო დარტყმა“. ან, „ალიყური მერხების განლაგებას“. ჰმ... კარგი იქნებოდა.
დღის ბოლოს, ერთადერთი, ვისაც ალიყური მოხვდა მე ვიყავი. მასწავლებელმა მოთხოვნა არ დამიკმაყოფილა და როგორც ჩანს, პაჩთან ერთად დიდი ხნით გავიჭედე.
ასეა, ჯერჯერობით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent