მანათობელი გრძნობა - თავი 1
იმ დღეს ჩვეულებრივზე ბევრად ადრე გამეღვიძა. არაფერი განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ჩემი თავისუფალი გრაფიკის გამო სამსახურში წასასვლელი არ ვიყავი და მეც მზიანი დღე რომ დავინახე, გადავწყვიტე, აუცილებლად ქალაქში უნდა გავსულიყავი. ჩემი ახალი მანქანით, რომელიც მამაჩემმა დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მიყიდა, ქალაქში დავსეირნობდი. მოვიარე ყველა ჩემი საყვარელი ადგილი: რიყე, მთაწმინდა და ბოლოს ლისზე წავედი ჩემი მეგობარი ჯაბას სანახავად. ჯაბა ჩემი თანაკლასელი იყო და სკოლიდან მოყოლებული კარგი ურთიერთობა გქვონდა. ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს და საკმაოდ ახლოსაც ვიყავით. ჯაბას ლისზე კაფე-ბარი ჰქონდა გახსნილი და თავადაც იქვე მუშაობდა ბარმენად. ჩემთვის სასმელს ყოველთვის უფასოდ ამზადებდა და მეც, ამით გათამამებული, ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე. იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის, მასთან შეხვედრა თერაპიას ჰგავდა... ყოველთვის გამოსდიოდა ჩემი გამხიარულება და მაგრძნობინებდა მისთვის მნიშვნელოვანი რომ ვიყავი. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მანქანით მივსულიყავი და მისთვისაც მეჩვენებინა. - ლიკა! - ბარიდანვე დამიქნია ხელი და მის წინ მჯდომ თანამშრომელს რაღაც გადაულაპარაკა. - სალამი! - მივესალმე მასაც და უცნობსაც, რომელიც მალევე გაეცალა იქაურობას. - რატომ დამეკარგე? - საყვედურივით მითხრა და ჩამეხუტა. - არ დავკარგულვარ, უბრალოდ ბოლო ღონისძიების საქმეები გამეწელა. - ბარს მივუჯექი. - კარგი, რაც არის. - შემობრუნდა და წინ მაღალი, გამჭირვალე ჭიქით ცივი სასმელი დამიდგა - როგორც ყოველთვის! - თვალი ჩამიკრა და შემდეგ დარეცხილი ჭიქების მშრალებას შეუდგა. - ვახოს ქორწილში ხომ მოდიხარ? - გამახსენდა მოულოდნელად. - ხომ იცი, ასეთ საღამოებზე არ დავდივარ, თანაც არც ისე ახლოს ვართ ქორწილში რომ წამოვიდე... - ჩაილაპარაკა - თქვენი სამეგობროდან ისედაც ყველა მოდის, მეტი რა გინდა? - ჰო, გამახსენდა, რომ ასეთი რაღაცები არ გიყვარს, კარგი! - სასმელი მოვსვი და ჩამეღიმა, როცა კიდევ ერთხელ ვიგრძენი ნაცნობი და ცოტათი მონატრებული გემო. არ ვიცოდი როგორ გამოსდიოდა, მაგრამ ამ სასმელს ყოველთვის ერთი და იგივე გემო ჰქონდა. ყოველ ჯერზე ვხვდებოდი, როგორ უყვარდა საკუთარი საქმე ჯაბას და რამდენად დაოსტატებული იყო მასში. - მომნატრებია - გავუღიმე. - ვიცი. - შუბლზე მაკოცა - გემრიელად მიირთვი. - ძალიან მაინტერესებს ვახოს და ელენეს თუ მოეწონებათ საქორწილო სივრცე. იმდენ ხანს ვფიქრობდი მორთულობაზე, მეგონა თავი ამიფეთქდებოდა. - საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება? - ბარს დაეყრდნო - სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემს გაკვირვებას ყოველ ჯერზე ახერხებ და ეს ძალიან კარგია. - მართალია, ჯაბა ჩემს ღონისძიებებს ხშირად არ ესწრებოდა, თუმცა ყველა მათგანის შესახებ იცოდა და საქმის კურსში იყო, როგორც ჩემი მრჩეველი. - მიხარია. - თუ გინდა, შემიძლია ქორწილში დაგტოვო. - არა, მე ჩემი მანქანით ვიქნები - მივუგე თავდაჯერებულმა. - ამას დამიხედეთ! მერე დალევას არ აპირებ? - ჯერ არ ვიცი, ვნახოთ... - ჩაცლილი ჭიქა მივაწოდე - თან ხომ იცი, ტრადიციული ქორწილი არ იქნება, ალაფურშეტი და მსგავსი რაღაცები! - გავუღიმე. - ძალიან კარგია, მე თუ მკითხავ. - ახლა წავალ, თორემ მალე პიკის საათი დაიწყება და არ მინდა ჩემი მანქანა პირველივე დღეს პროფილაქტიკაში აღმოჩნდეს. - მიდი - კვლავ გადამეხვია და მეც მალევე წამოვედი. ნაადრევმა სიხარულმა მომიცვა. სიხარულმა, რომ ამდენი ხნის შემდეგ მანქანის მართვა არ გამჭირვებია, თანაც თბილისში. ყოველთვის მეშინოდა და ვფიქრობდი, რომ თბილისში მანქანით მოძრაობა საშინელება იქნებოდა და თითქმის დავრწმუნდი კიდეც, რომ ვცდებოდი. თუმცა მერე მოულოდნელად ყველაფერი აირია. ავარია. სამანქანო ზოლში კატა შევნიშნე და იმდენად დავიბენი, გაუაზრებლად დავამუხრუჭე. გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ უკნიდან დაბალი შავი სედანი შეენარცხა ჩემს მანქანას და გაბმული სიგნალი ატეხა. ჩემი მანქანის უკანა ნაწილი დამსხვრეული იყო, მინა — გაბზარული, მარცხენა ფარი კი აღარაფრად ვარგოდა. ყველაზე დიდი უსიამუვნება კი ჩემ უკან მომავალი მანქანის იდიოტი მფლობელი იყო. - ჯანდაბა! - აკანკალებულმა შევიხსენი ღვედი და მანქანიდან გადავედი. ის იყო მის სახეს თვალი შევავლე და ისტერიკა უნდა გამემართა, რაღაც ბარათი მომაწოდა, შეგიძალია თანხა აქ ჩამირიცხოო, მერე სწარაფად აუქცია ჩემს მანქანას გვერდი და წამში გაუჩინარდა. იმდენად სწრაფად მოხდა ეს, რომ მისი მანქანის ნომრის დამახსოვრებაც ვერ შევძელი. არ ვიცოდი ამ ტიპს რამდენად მივაგნებდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი სახე არასდროს დამავიწყდებოდა. გამომეტყველებაზევე ეტყობოდა, თვითკმაყოფილი იდიოტი რომ იყო და არც გამკვირვებია ასე რომ გაუჩინარდა. ალბათ ის უფრო მოულოდნელი იქნებოდა, მანქანიდან რომ გადმოსულიყო და დაინტერესებულიყო, რამე ხომ არ მეტკინა ან რაიმე მსგავსი. სასწრაფოდ გიორგის დავურეკე, ჩემს ბავშვობის მეგობარს. მას ყოველთვის გამოსდიოდა ასეთი სიტუაციებიდან თავის დაძვრენა - ჭკვიანიც იყო და სწრაფიც. თუმცა მან ყველაფერი ისე გააზვიადა, რომ პროფილაქტიკის ნაცვლად საავადმყოფოში აღმოვჩნდი და ამას გაგიჟებული თამოც დაემატა. - გაგიჟდი? რამე სერიოზული რომ დაგმართნოდა მერე რას აპირებდი? რატომ არასდროს ფიქრობ რა შეიძლება მოხდეს?! - მიყვიროდა ტელეფონში. - არაფერი სერიოზული არ მომხდარა, მადლობა ღმერთს! რა საჭიროა ასე გაზვიადება? - ხო, მაგრამ რომ მომხდარიყო? ან როგორ აპირებ ეს ყველაფერი მამაშენს აუხსნა? რომ გაიგებს, ნამდვილად მოგიწევს მაგ ჯერ არ გამომცხვარ და უკვე დამტვრეულ მანქანას დაემშვიდობო! - ვერ გაიგებს, ორი მარტივი მიზეზის გამო.. პირველი იმიტომ, რომ დიდად არ ვაინტერესებ და ეს ფორმალური საჩუქარია და მეორე იმიტომ, რომ ზარალს ის დეგენერატი აანაზღაურებს! გიორგი დამპირდა, მე მოგიგვარებო და ველოდები. - რა იცი, რომ აუცილებლად აანაზღაურებს? - სხვა გზა არც ექნება, ფაქტიურად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. - არ ვიცი, არ ვიცი...ფრთხილად იყავი, მე გავიქეცი! - დამემშვიდობა და მალევე გათიშა. გიორგიმ უბნის კამერების წყალობით ჯერ მანქანის ნომერი იპოვა, შემდეგ მფლობელის ვინაობა და საკონტაქტოც გაარკვია. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, გეგმა ისე მაინც არ წავიდა, როგორც ვვარაუდობდი. მე ხომ ჯიუტი ვიყავი და ის კიდევ უაერესი აღმოჩნდა. გიორგის არ დავუჯერე, ცოტა მომეცადა და როგორც კი საკონტაქტო გავიგე, დაუყოვნებლივ მივწერე ზარალის ანაზღაურების თაობაზე. - რა ზარალის ანაზღაურებაზეა საუბარი? - მომწერა. - ახსნა მჭირდება? შენ დამეჯახე და ზარალიც შენ უნდა აანაზღაურო. ჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა! - დაგეჯახე არა? და რატომ? იმიტომ, რომ ცხვირწინ დამიმუხრუჭე! და ახლა ორივე მანქანის გაკეთებას მე მტენი? - იუკადრისა. - რას ჰქვია, გტენი? კატა გადმომიხტა წინ და რა მექნა? გადამევლო? თან წესს არღევევდი! ასე ახლოს რომ არ გევლო, არაფერიც არ მოხდებოდა! - ჩემი პრობლემა არაა ვინ ან რა გადმოგიხტა! მთელი ცხოვრებაა ასე დავდივარ და ჯერ პრობლემა არ შემქმნია, აშკარად შენი ბრალი იყო! - აი ახლა ჩემს მძღოლობასაც შეეხო! მოკლედ, ფულის ჩარიცხვა მომთხოვა საღამოსთვის, ორ დღეში ვიღაცის ქორწილში მიდიოდა და მანქანის შეკეთება უნდა მოესწრო. ორ დღეში ვახოს ქორწილიც იყო და მეც მინდოდა, ახალი მანქანით წავსულიყავი! მაგრამ როგორც ყოველთვის, ყველაფერი ისევ ცუდად წავიდა. - ერთ მეტიჩარა გოგოს ქორწილში ხომ ვერ წაიყვან? - იმ დღესვე მივწერე ჯაბას. დაღამებამდე თამოს დავურეკე და ქალაქში გავედით ქორწილისთვის რაღაცების საყიდლად. დიდად გამოწყობას არ ვაპირებდი, ამიტომ საყიდლები ბოლოსთვის მოვიტოვე. - მოიცა, რა თქვი?! - იკითხა გასახდელთან ატუზულმა თამომ. - ხო, რა გაგიკვირდა? მხოლოდ ჩემი ბრალი არ ყოფილა ეს ავარია, ასე რომ, ფულს ვერ მიიღებს. არაფრის ჩარიცხვის ღირსი არაა, ხეპრე! - ძალზე დამშვიდებულად ვუთხარი და სარკეში ჩემს ანარეკლს შევავლე თვალი. - მერე, რომ გიჩივლოს? - ვერ მიჩივლებს, წესს არღვევდა და თან, ადგილიდან მიიმალა. ასე რომ, ხელები შეკრული აქვს. - ჩავილაპარაკე - მიხდება ჰო? - ვკითხე ბოლოს მორგებულ კაბაზე. - კი, კარგია, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია... - ნიკაპზე მოისვა ხელი. - მარგალიტის მძივი! - ორივემ ერთად ჩავილაპარაკეთ. გაეცინა. - ისე, ნეტა რა რეაქცია ექნება რომ გაიგებს, ფულს არ ურიცხავ? - დღეს საღამოს გაიგებს მაგას, მაგრამ პასუხს ორ დღეში მომთხოვს, თავისი ტრაბახებით, დამუქრებებით და მთელი ამბებით. - ჩემეცინა. - რა? - ასე მითხრა, ქორწილში მივდივარო. ეგ ქორწილი მაინცდამაინც ზეგ არის, მაინცდამაინც ვერაზე, თან იმ კონკრეტულ რესტორანში, რომელიც მე ქორწილისთვის მოვამზადე და რა დიდი გამოცნობა იმას უნდა, რომ იმავე ქორწილში მოდის, სადაც ჩვენ? - ისე ჩავაწიკწიკე, თავბრუ დამეხვა. - მერე, რას აპირებ? - არაფერს. ისე მოვიქცევი, თითქოს არ ვიცოდი. კაბა ძალიან მომეწონა და ვიყიდე. ზუსტად ჩემი სტილის იყო. სწორედ ისეთი, როგორსაც ვეძებდი. კიდევ ბევრი ვიარეთ, ბოლოს ვივახშმეთ და დავიშალეთ. საკმაოდ გვიანი იყო და კარგად გადავაცილე იმ ტიპის მიერ მოცემულ დროს. ბოლოს, კი, როგორც ველოდი, დარეკა. - ჩარიცხვა იგივიანებს, თუ შენ აგვიანებ? - ძალიან კარგი ხმა ჰქონდა, თუმცა ეტყობოდა არ ესიამუვნა. - არც ჩარიცხვა იგვიანებს და არც მე, საერთოდ არ ვაპირებ არაფრის ჩარიცხვას. - ბატონო? - გაუკვირდა. - ხო, რას იზამ? მიჩივლებ? მინდა გითხრა, ვერ გაბედავ, რადგან იცი, რომ დამნაშავე ხარ. ასე რომ, შენ შენს მანქანას გააკეთებ, მე ჩემსას. პრობლემა მოგვარებულია. ნახვამდის. - გირჩევნია მეორედ აღარ გადამეყა... - აღარ დავამთავრებინე ისე გავუთიშე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



