შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (32)


25-09-2015, 10:36
ავტორი Keke27
ნანახია 13 363

32

ღამე თეთრად გაათია შენგელიას ასულმა.ნერვიულობამ მოსვენება დაუკარგა.
როგორც კი ინათა, ძაღლს თოკი მოაბა კისერზე, თვითონ სპორტული ტანსაცმლით შეიმოსა და გარეთ გავიდა. ლიფტის მოსვლას დაელოდა, კიბეებზე ჩასვლა არ ისურვა. "ვაი თუ თორნიკე შემხვდეს"-ო, ფიქრობდა იგი.
სადარბაზოდან გასულს, მაშინვე ავალიანის მანქანას მოჰკრა თვალი და გული უჩვეულოდ აუჩქარდა. ეს არ იყოს, მხოლოდ სიხარულის განცდა, მასში შიშიც გარეულიყო. შიში, სიყვარული და სიხარული ერთმანეთში არეულიყო და გვანცვასთვის უჩვეულო გულისცემას იწვევდა.
მაშინვე აარიდა მზერა, მოსაცმელის ქუდი წამოიხურა, ყურსასმენები გაიკეთა, მუსიკა ჩართო და გზა განაგრძო.
სარბენ ბილიკს დაადგა. დაახლოებით ორმოცი წუთი ირბინა.მერე ნელი სიარულით გაუყვა გზას. სირბილის მედიტაციამ საგრძნობლად უშველა მის დაძაბულობას.
უფრო მეტი სიმსუბუქე იგრძნო და რაღაცნაირად ხალისი შეემატა.
_ბუსი,- მიმართა ძაღლს,- მებრალება მე ის ქალი. ცოდოა.
ნაღვლიანი გახდომოდა ხმა შენგელიას. ლეკვს ყურადღება არ მიუქცევია პატრონისთვის, ამაყად აეწია კუდი და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
_რა გავაკეთო, ბუსი მირჩიე რაა,- უთხრა წუწუნით ლეკვს და თოკი მსუბუქად მოჰქაჩა. ბუსი შედგა, პატრონს მოუბრუნდა და სასაცილოდ დაჰყეფა.გვანცას გაეცინა.- ნეტა გამაგებინა რას მეუბენბი.
ძაღლს მიეფერა და ისევ ნელი სვლით გაუყვა გზას.

ეზოს რომ მიუახლოვდა, სადარბაზოდან ავალინი გამოიჭრა. შენგელია გაქვავდა, სუნთქვა გაუჩერდა,პულსი აღარ ჰქონდა. მოკვდა იმ წამს.
იმავე დღეში იყო თორნიკეც, მაგრამ არაფერი შეიტყო. გაურკვეველი მზერა ესროლა გოგონას და მანქანაში ჩაჯდა.
არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი. თითქოს მისთვის უცნობი ადამიანი მდგარიყო მის შორი-ახლოს.
მანქანა თვალს რომ მიეფარა, მერეღა გამოერკვა გვანცა. ვერაფერს ხედავდა, რადგან თვალები ცრემლს დაებინდა. ზედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია,თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად შეისუნთქა. ლოყაზე ღარად ჩამოდინდა ცრემლები და ნიკაპთან შეერთნენ, ერთ დიდ და მძიმე წვეთად იქცნენ და ტკივილით დამძიმებულნი მოწყდნენ ნიკაპს.
ფეხათრევით შევიდა სადარბაზოში. სახლში შესულს მშობლები გაღვიძებული დაუხვდა. სწრაფად შეიმშრალა სახე და სამზარეულოში შევიდა, საიადანაც მალხაზის და მანანას ხმა ისმოდა.
_დილა მშიდობის, როგორ ხართ?- მხიარულად მიესალმა დედ-მამას.
_დილა მშვიდობისა შვილო. ძაღლი გაასეირნე?
_ჰო და მეც ვივარჯიშე ცოტა.
_დღეს რა გეგემები გაქვს?- ჰკითხა მალხაზმა.
_დღეს, ბავშვებთან მინდა წასვლა. რა არი რო?
_კარგი, რომ მოხვალ მერე წამყევი, ერთ ადგილას მივდივარ და...
_რა შეთქმულებას ამზადებთ? - იკითხა მანანამ ღიმილით და დოინჯი გაიკეთა.
_მეც არ ვიცი, -გაეცინა გვანცას და ორივე ხელი მაღლა ასწია,- წავალ წყალს გადავივლებ. დე ჩაი გამიმზადე, ხუთ წუთში დავბრუნდები.- წამოდგა, აბაზანაში შევიდა და თბილი შხაპის ქვეშ დადგა. ავალიანზე ფიქრი თავისით წამოიშალა გონებაში შავი კვამლივით, ხვეულები გააკეთა, იტრიალა, იტრიალა და ბოლოს გაიფანტა ისე, როგორც ფეიერვერკი. შენგელია ბანაობას მორჩა. გადაწყვიტა არ დანებებოდა და თორნიკე შემოერიგებინა.თავს იმით აგულიანებდა "თორნიკემ ხომ რამდენჯერ სცადა ჩემი გადარწმუნება, ახლა ჩემი ჯერია"-ო.
თმა გაიშრო, მერე კი ჩაიცვა.
კრემისფერი, გრძელსახელოებიანი მაისური და ლურჯი ჯინსის შარვალი აარჩია. ყავისფერ რემნიანი საათი დაიბნია,თან დრო გადაამოწმა. საათის ფერი ჩანთა აიღო და სერიფერის ჟაკეტიც გამოიღო კარადიდან. ყოველი შემთხვევისთვის,მოღრუბლული ამინდი იყო და საგრძნობლადაც გრილოდა.თმა გაიშალა და მხრებზე დაიფინა. მეტად ლამაზი იყო შენგელიას ასული. ყოველი სახის ყოველი ნაკვთი სილამაზეს აფრქვევდა.თვალები მოლაჟვარდე ცას უგავდა იმ წუთას.ტუჩები კი ღია ვარდისფერი ჰქონდა. კმაყოფილმა და ამავე დროს სევდიანმა ღიმილმა გადაუარა სახეზე გოგონას და ოთახიდან გავიდა.
_თქვი ახლა სად ხარ წასასვლელი.- არ ეშვებოდა მანანა ქმარს.
_მანანა, ნუ გამომჭამე გული.- შეწუხდა მალხაზი.
გვანცას ეღიმებოდა მათი შემხედვარე.
_დე ექიმთან ხვალ ვართ ჩაწერლი,- შეახსენა ექიმთან ვიზიტის დრო.
_მახსოვს ხო დედი. როგორ დავძიმდი, თან როგორი აქტიური გახდა, ღამით საერთოდ არ მასვენებს, სულ ხელ-ფეხს იქნევს,- თქვა ქალმა დაღლილი ხმით და სკამზე ჩამოჯდა.
_ვაიმე ჩემი სიხარული და სიყვარული ბავშვი, როდის დაიბადები ერთი სული მაქვს,- მიეფერა დედას მუცელზე შენგელია.- ნეტა ვინ არის?- თქვა მერე ინტერესით.
_ჯანმრთელი იყოს და არ დავეძებ ვინ არის,- თქვა მალხაზმა და ცოლს ხელზე მოუჭირა მზრუნველად.
_არის კიდეც, ექიმმა ხომ თქვა, რომ ძალიან ჯანმრთელი ნაყოფიაო,თან ძალიან კარგი მატება აქვს, დიდი იქნება.
_დიდი იქნება ხო და ექიმმა საკეისრო არ გჭირდებაო,- აწუწუნდა ქალი და გამობერილ მუცელზე გადაისვა ხელი.- ჩემს ასაკში, საკეისრო როგორ არ მჭირდება.
_დედა! ნუ დაიწყებ ახლა თავიდან, საქართველოში მისნაირი კარგი ექიმი მეორე არ არსებობს, თქვა იმ კაცმა გასაგებად, რომ ჯანმრთელი და ძლიერი ქალი ხარ, როგორც ფიზიკურად ისევე სულიერადაც, შეგიძლია ფიზიოლოგიურად იმშობიაროვო და რატომ გინდა ეს საკეისრო კვეთა, გგონია ადვილია?- აქაქანდა გვანცა.
_შვილო, შენ რა იცი რომელია ადვილი და რომელი რთული?- გაცხარდა მანანა.
_რომ გეუბნები ვიცი, ალბათ. ჯერ ეს ართი, ექიმის მჯერა, მერე მეორე, რამოდენიმე ქალთან მქონდა საუბარი,ირწმუნებიან, რომ ბუნებრივი მშობიარობა უფრო სასარგებლოა ქალისთვისაც და ბავშვისთვისაც. ნიუ-იორკში, ჩემი მეგობარი ემილი, მედდაა ერთ-ერთ ჰოსპიტალში, მასაც ვესაუბრე, ძალიან გაეხარდა შენი ამბავი და მანაც იგივე მითხრა, თუ კი შესაძლებელია და რაიმე "ემერჯენსი" სიტუაცია არ იქნება, აუცილებლად ბუნებრივად იმშობიაროსო.
_მანანა დაუჯერე, რასაც გეუბნება.- უთხრა ცოლს უფროსმა შენგელიამ და ამჯერად თავზე მიეფერა.
_ფიზიოლოგიური მშობიარობისას ნაყოფი ბრძოლისუნარიანი ხდება და თან ადაპტირებას ახდენს გარემოსთან. ხოლო საკეისრო კვეთა ლაქტაციაზეც მოქმედებს. ზოგჯერ დედას ისეთი ძლიერი ტკივილები აქვს, ძუძუს საერთოდ ვერ აწოვებს ახალშობილს, რაც მკერდში რძის შეგუბების რისკებს ზრდის.- თქვა გვანცამ და ფეხზე წამოდგა,მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო, - ორივე შემთხვევაში რისკია, მაგრამ მშობიარობის შემდეგ პერიოდზეც უნდა ვიფიქროთ, დედა.- უთხრა და დედას შუბლზე აკოცა. მერე ჩანთა გადაიკიდა ბეჭზე, ჟაკეტი ხელში დაიკავა და წასასვლელად მოემზადა.
_მალე მოდი რა, მამი.- მიაძახა მალხაზმა.
_შენ ამას უყურე ბავშვი რომ დაიბადება მერე.- თქვა ღიმილით მანანამ, როდესაც გვანცა გარეთ გავიდა.-არ შეუსწავლია მთელი გინეკოლოგია?!
_კარგი შვილი გვყავს ჩვენ მანანა და ეს შენი დამსახურებაა.- უთხრა სიამაყით ცოლს უფროსმა შენგელიამ და უკნიდან მიეხუტა მუცელგაბერილ ქალს. ორივეს სიამაყის და ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე. არაფერია იმაზე სასიამოვნო განცდა, როდესაც ხვდები, რომ შენ კარგი შვილი გყავს.რომ შენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და შედეგი გულს გიხარებს.

* * *
ბავშვთა სახლში ყიჟინით შეხვდენენ გვანცას მისვლას ბავშვები.
გაზრდილი და შეცვლილი ეჩვენა შენგელიას პატარები.
ყველა სათითაოდ ჩაიკრა გულში.

ბავშვები დიდი ენთუზიაზმით უყვებოდნენ სურამში ყოფნის პერიოდს. ძალიან ბედნიერები იყვნენ.
მერე ეზოში ეთამაშა მათ. შუადღისთვის კი პატარების დაბანაში მიეხმარა თამრიკოს და დააძინა კიდეც. უკვე ჩქარობდა, რადგან მალხაზი ელოდა.
ბავშვთა სახლი რომ დატოვა შუადღე გადასული იყო.

_სად ხარ შვილო აქამდე, მოვკვდი კაცი ლოდინით.- საყვედური მიაგება მამამ შვილს.
_მოვედი უკვე. სად მივდივართ?
_მაღაზიაში. პატარასთვის საწოლი მინდა ვიყიდო.- თქვა უფროსმა შენგელიამ სიხარულ ჩამდგარი ხმით.
_რა კარგია!- წამოიძახა გვანცამ და პატარა ბავშვივით შემოკრა ტაში.
_დიზაინის არჩევაში შენ დამეხმარები.
_კარგი და ეტლს მე ვუყიდი, რახან შენ საწოლს ყიდულობ.
_ეტლი რაღად უნდა? - გულწრფელად გაიკვირვა კაცმა.
_როგორ თუ რად უნდა. ეზოში ჩავიყვან, ვასეირნებ სუფთა ჰაერზე.
_ხელით რომ გაიყვანო არა? - გაეცინა მალხაზს.
_არა.მიეჩვევა, თან ხელში ცოდოა ბავშვი და უფრო ცოდოები მერე ჩვენ ვიქნებით რომ წამოიზრდება და დამძიმდება,- გაიცინა უმცროსმა შენგელიამ. წამით წარმოიდგინა უკვე როგორ ასეირნებს მის პატარა დაიკოს თუ ძამიკოს, როგორ უვლის და უცვლის საფენებს, აბანავებს, აცმევს,აჭმევს და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.
მაღაზიაში შევიდნენ. თეთრი ფერის, ლამაზი და კომფორტული საწოლი შეარჩიეს. თეთრეულიც თეთრი იყიდეს. ეს ფერი გოგოსაც შეეფერბა და ბიჭსაცო. საწოლზე დასამაგრებელი მომღერალი სათამაშოებიც შეიძინეს. იქვე, თაროზე ჩვილი ბავშვის, ტანსაცმლის კონპლექტი იდო და ისიც გამოაყოლეს ხელს.აქეთ სავარძელს მოჰკრეს თვალი, რომელიც მეძუძური დედისთვის მეტად კომფორტულია. გვანცა აწრიალდა, ესეც ვიყიდოთ, დედას ძალიან დასჭირდებაო.მაღაზია მხიარულად მოიარეს. შებინდებული იყო უკვე გარეთ რომ გამოვიდნენ. გაუკვირდათ, დროის ასე უცებ გაპარვა. ნაყიდი ნივთები ტაქსიში ჩააწყვეს და სახლისკენ აიღეს გეზი.
სადარბაზოსთან გაჩერდა ტაქსი. მეზობლების ინტერესიანი თვალები და მზერა თითქმის ყველა მხრიდან იგრძნეს შენგელიებმა.
_ჯერ მე ავალ, საწოლს ავიტან და დანარჩენებისთვის ჩამოვალ მერე. დამელოდე აქ,- დაუბარა შვილს მალხაზმა და ძლივს წამოწია დიდი ყუთი ხელში, რომ ლიფტამდე აეტანა.
ორიოდე წუთში ავალიანის მანქანის ფარებმა, შენგელიას თვალი მოჭრეს. გვანცა იძულებული გახდა თვალებზე ხელი აეფარა განათება იმდენად მკვეთრი იყო.
"ეს სულ დაბარებულივით როგორ მეცხადება აქ" გაიფიქრა გვანცამ აჩქარებული გულით და თვალებიდან ხელი მოიცილა, თან ფარები აღარ ანათებდნენ უკვე.
კაცმა მანქანა ჩაკეტა და სადარბაზოსკენ გაემართა. მისი საფირმო სიმშვიდე და ურეაქციობა ჯერ კიდევ მაშინ მოიმარჯვა როდესაც შენგელიას მოჰკრა თვალი. ისე ჩაუარა გვერდით გვანცას, თითქოს იქ არავინ მდგარიყო. შენგელიას ლამის ყბა ჩამოუვარდა. თვალები მოჭუტა და გაბრაზებულმა დაუძახა.
_თორნიკე!
ავალიანს თითქოს არ გაუგია, კიბეებზე ასვლა განაგრძო.
_არ გესმის? შენ გეძახი.- კიდევ უფრო გაცხარდა გოგონა, უკან დაედევნა და მკლავზე დაქაჩა.
_უკაცრავად?!- როგორ იქნა ამოიღო ხმა კაცმა, მაგრამ ამ ნათქვამში იმდენმა ცინიზმმა გაიჟღერა, შენგელიამ ინანა მისი საქციელი.
_რას აკეთებ?- ჰკითხა გვანცამ.სვანმა არაფერი უპასუხა, მკლავზე დაიხედა, სადაც ჯერ კიდევ ჰქონდა გვანცას ხელი ჩაბღაუჭებული. უხმოდ გაინთავისუფლა ხელი და სვლა განაგრძო.
შენგელია სახრტად დარჩა."ნუთუ ეს თორნიკეა?" ფიქრობდა იგი. "როგორ სჩანს ძალიან ვაწყენინე, იმდენად ძალიან, რომ ჩემი დანახვაც არ უნდა.არც კი გამოუხედავს ჩემკენ, ჰმ! რაღაც უნდა ვიღონო"...

სახლში შესულმა გაბრაზებით მოისროლა გასაღები კომოდზე და კარებს მიეყრდნო. მოჩვენებითი სიმშვიდე, რომელიც წუთის წინ ჰქონდა მომარჯვებული, ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა.
სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები და სამზარეულოსკენ გაემართა. მაცივარში ცივი წყალი მოიძია და ხარბად დალია.
_არაფერია,- თქვა მერე ოდნავ რომ დამშვიდდა,- ცოტას კიდევ გაგაწვალებ შენგელიას ასულო და მერე რომ ჩაგკიდებ ხელს, ძალიანაც ბევრი რომ იფართხალო, მაინც არ ვარ შენზე ხელის გამშვები.- კმაყოფილს ჩაეცინა და ისევ მოსვა ცივი წყალი.


მანანამ დიდად გაიხარა ქმარ-შვილის შენაძენი ნივთებით. სახლის ერთ კუთხეში მიუჩინეს ყველა ნივთს დროებით ადგილი.
გვანცას მთელი ღამე წინ ჰქონდა საფიქრელად. ბევრი იფიქრა კიდეც, თუ როგორ შემოერიგებინა თორნიკე და მოიფიქრა. "ამ გეგმამ თუ არ გაამართლა, მე მისკენ გამხედავი არ ვარ, ამის შემდეგ", თქვა კატეგორიულად შენგელიამ და დილის ოთხ საათზე მოუხმო ძილის ფერიებს.
დილით რომ გაიღვიძა,მანანა უკვე ამდგარიყო. ექიმთან ვიზიტის დღე იყო. ერთ საათში დედა-შვილი კლინიკის მისაღებში ისხდნენ და თავიანთ რიგს ელოდნენ.
უამრავი ორსული იჯდა ფოიეში. უმეტესობა ოც წლამდე გოგონები იყვნენ.
_ასე პატარამ როგორ უნდა იმშბიაროს,- შეებრალა მანანას იქ მყოფი ერთ-ერთი ორსული და თვალები აუცრემლიანდა.
გვანცას გაეცინა.
_რა გულჩვილი გახდი მანჩო შენ. შემახსენე შენ რამდენი წლის იყავი მე რომ გამაჩინე?
_თვრამეტის.- თქვა ქალმა და ცრემლი მოიწმინდა.
_კაი გამარჯობა შენი.- ისევ იცინოდა შენგელია.
_დედა რომ ვიცი რაცაა ასე პატარა ასაკში მშობიარობა, მიტომაა რომ მებრალებიან.- იმართლა თავი მანანამ.
_როგორ იცი ხოლმე თქმა? "ნაადრევი ყველაფერი კარგია, სიკვდილის გარდაო" ხო?
_კი, დედა მასეა, ა,რამხელა შვილი მყევხარ ახლა, ხალხს დები ვგონივართ ქუჩაში რომ გავივლით.- სიამაყით აივსო ქალი უცებ და შვილს თმაზე ჩამოუსვა ხელი.
_და წარმოიდგინე, ამ პატარაზე რომ მკითხავენ "შენი შვილია?" და მე რომ ვუპასუხებ არა ჩემი დაა, ან ძმაა. და მათი გამომეტყველება უკვე ვიცი როგორიც იქნება.- სიხარული და აჟიტირება ჩასდგომოდა გვნაცას უკვე.
_რა გადარეული ხარ შვილო. - გაეცინა მანანას.
_შენგელია მანანა!- მათი რიგი მოსულიყო და ეძახდნენ.


გვანცას გეგმა სისრულეში უნდა მოეყვანა, ამიტომ დედა სახლამდე მიაცილა და მოიმიზეზა, რომ მეგობრებთან გასვლას აპირებდა. მაღაზიაში შევიდა. რაც სჭირდებოდა გეგმის განხორციელებისთვის, ყველაფერი შეიძინა და შეუმჩნევლად შევიდა სადარბაზოში. საღამოს ხუთი საათი იყო უკვე. მეორე სართულზე შეჩერდა. ავალიანის კარს მიაყურადა, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მერე სუნთქვა შეიკრა და მთლიანად სადარბაზოს მიაყურადა. სიმშვიდე იყო, მხოლოდ მეშვიდე სართულიდან ისმოდა როკ-მუსიკის ხმა, როგორც ყოველთვის თამილას თინეიჯერი შვილები ხმა მაღლა უსმენდნენ. რომ დარწმუნდა ყველაფერი რიგზეაო, თმიდან ორი სარჭი გამოიძრო და ავალიანის კარის გაღებას გამოცდილი მძარცველივით შეუდგა. რამოდენიმე წუთიც და საკეტი გარაჩხუნდა. კარი გაიღო...



№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Vaimee male dadee axali tavii mainteresebss :*

 


ველი ახალ თავს მოუთმენელი მოთმინებით! ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent