მთვარესთან ნაფიქრი
აგვისტოს ცხელი ღამეა. ბაღში ვზივარ სკამზე და მთვარეს ვუსმენ. უჩვეულო სიწყნარეა ზაფხულის ღამისთვის. არსად ისმის ჭრიჭინი. თითქოს ღამის მწვანე ამფორიაქებლებს ქედი მოუდრეკიათ მთვარის დინჯი ბრწყინვალების წინაშე და გასუსულები აცლიან მითხრას თავისი სათქმელი. მთვარე მომითხრობს შორეული ადგილებიდან მოტანილ ამბებს. დედამიწის სხვადასვხა კუთხეში ნანახ უიღბლო სიყვარულზე, ხანმოკლე ბედნიერებაზე, ხანგრძლივ ტკბობასა და შესაშურ მეგობრობაზე. ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ ისეთი გრძნობა მიჩნდება თითქოს რაღაცას მიმალავს ყვიტელი მნათობი. ბოლომდე არ მეუბნება სათქმელს და ცივი გამოხედვით არ მაძლევს საშუალებას კარგად გამოვკითხო. ზურგს მაქცევს და თავისთვის ჩუმად ჩაიბიტბუტებს: "დანარჩენს შენ თვითონ მიხვდები". ჩავფიქრდი... გონებაში უეცრად გამკრა უიღბლო სიყვარულის თემამ. ვფიქრობ: "ვახ, კაცო თუკი სიყვარული ყველაფრის საწყისია, ყველაზე მარადიულია და თავად ღმერთია, როგორ შეიძლება იყოს უიღბლო. შემდეგ კი მივხვდი: სიყვარული უიღბლო მაშინაა, თუკი ადამიანია იმდენად სუსტი და უუნარო რომ ვერ ახერხებს მოძრაობას მხოლოდ წინ, არ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ იყენებს შანსს, რომელიც მას ზეციდან მიეცა. მოდით ამაში უკეთ გარკვევისათვის განვიხილოთ რა არის სიყვარული. ზოგის აზრით სიყვარული, ესაა მარადიული ცეცხლის ალი გულმკერდის არეში. ზოგი თვლის, რომ ეს არაა ცეცხლი გულში, არამედ სისხლში. თუმცა ჩემი აზრით სიყვარული __ ესაა ფრთები. "იგი" ქმნის უკვდავების განცდას. სიყვარული __ როცა "გაზაფხულის მთვარიან ღამეს შემოდგომის სევდა შეერევა". ტყუილად კი არ ამბობენ: "ყველა შეყვარებული ნიჭიერიაო". სიყვარული ესაა __ მშვენიერება, ჯანმრთელობა, სილამაზე, სიკეთე და ბედნიერება. მაგრამ სიყვარული ნაირნაირია. შესაშური კი არა, შესაბრალისია გახრწნილი უსაქმური დონ ჟუანი, რომელიც ათობით, ასობით ქალს იცვლიდა, მაგრამ არც ერთთან არ იყო ბედნიერი. ავანტურისტი კაზანოვი, პირიქით თავგამოდებული თაყვანისმცემელი იყო ქალებისა, რომელთაც შეიყვარებდა. არსებობს გადმოცემა: როცა მისი სამარის მახლობლად ვინმე ახალგაზრდა ქალი ჩაივლიდა, ღობის წნელი გადაიხრებოდა და კაბის კალთას ეჭიდებოდაო. ჩვენ ვიცით ასობით მაგალითი სივარულის ჭეშმარიტი სილამაზისა, ერთადერთი სიყვარულისა, სიკვდილამდე რომ გრძელდება, არა ყოველთვის გაზიარებული, მაგრამ ამაღელვებელი და კეთილშობილური სიყვარულისა: დანტე და მისი ბეატრიჩე, რაფაელი და ფორნარინა, ჰაინე და ამალია, რობ შუმანი და ანა ვიკი და სხვა მრავალი. ჩემი აზრით სიყვარული მაშინ ხდება ერთადერთი, როცა ადამიანს ყოფნის მოთმინება და თავდაუზოგავი შეუპოვრობით მიაღწევს მიზანს და დაიპყრობს თავისი "ერთადერთის" გულს. არასოდეს ვეთანხმებოდი გამონათქვამს: "მეყვარები ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს ერთმანეთს". თუკი სიყვარული მარადიული გრძნობაა, ისეთი პირობითი, სიმბოლური და მკვეთრად "მატერიალური" მცნება, როგორიც სიკვდილია, როგორ შეუშლის ხელს ამ გრძნობას მარადისობაში გადასვალში?..არასოდეს დაფიქრებულხართ, რატომ ტოვებენ ფრინველები აფრიკის მყუდრო, მაძღარ ნაპირებს და მიფრინავენ შორეულ ჩრდილოეთში, სადაც თოვლის გარდა არაფერია? ფრინველები ჩრდილოეთში დიდი წყალდიდობის დროს მიფრინავენ. თოვლის წყალს შესვამენ და ერთი ყლუპი ასეთი წყალი ფრინველებს სიყვარულს უნერგავს... "სიყვარული ეს არის დუმილი ოღონდ ძალზე პირადული. თუმცა თუკი გსურს, რომ "მიაღწიო მიზანს", დუმილი ყველაზე ცუდი გამოსავალია, რაც კი შეიძლება შენთვის არსებობდეს. ნამდვილ სიყავრულს ბედნიერება მოაქვს. ადამიანი თავისი სიცოცხლის ხაზს სხვადასხვაგვარად აყალიბებს. ამ ხაზს სიმბოლურად ბედს ეძახიან. ზოგს რა ხიფათი შეხვდება, ზოგს რა სიამე! მაგრამ არასოდეს არ უნდა დაეცეს სულით. "ყველა შენი საყვედურის სიმწარის მიუხედავად შეინარჩუნე იმის შეგნება, რომ ადამიანი დაბადებულია ბედნიერებისათვის, როგორც ფრინველი ფრენისთვის. მაგრამ ბედნიერების შენარჩუნება, თუნდაც სისხლით და ოფლით იყოს მოპოვებული, შეუძლებელია, თუ ისევ და ისევ გმირობას გმირობა არ მოჰყვა და მუდმივი ბრძოლით, მოქმედებით არ დავიცავით. ბრძოლის გარეშე ნამდვილი ბედნიერება არ არსებობს. მებრძოლი კი ყოველთვის პოულობს ახალ იარაღსა და ახალ გმირობის ძალას. მაგრამ სრული ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია, თუ მთელი ენერგია, მთელი სიცოცხლე არ შევწირეთ ადამიანთა კეთილდღეობას.ძალიან საჭიროა ადამიანებმა ვისწავლოთ სხვისთვის დაუსრულებელი შეწევნა-დახმარება. ოღონდ რომ ეხმარები, ნუღარ მოაგონებ, აუცილებელი არაა, ნუღარ დაამადლი სიკეთეს: ჭრილობასთან შეხება ხომ ტკივილს იწვევს. თუ თვითონ არ ახსოვს სიკეთე, არც ყოფილა ადამიანი და რაღა მნიშვნელობა აქვს მის აზრს? იჩქარე გაახარო ადამიანი. მაქსიმ გორსკი წერდა: "როცა ადამიანზე ვფიქრობ, მკერდში თითქოს მზე ამომდის". ადამიანი ღირსია იმისა, რომ გააბედნიეროთ (ცხადია, არა ყოველი ადამიანი). კარგია, როცა მას აბედნიერებს არა მარტო მზე, არამედ ყურადღება, გულისხმიერება, ღიმილი, ერთგულებაც. რა კარგია, რომ მიხვიდეთ მბჟუტავ ცეცხლთან სადაც გელოდებიან. სხვისი ცხოვრების გალამაზებით, გაილამაზებთ თქვენსასაც... ყველას უნდა ახსოვდეს ეს სიტყვები: "ეძიე იყო და იყავ ადამიანი". ადამიანის უპირველესი სათნოება და ღირსებაა __ ადამიანობა. ცხოვრება __ წიგნია. რასაც ყველა თვითონ წერს. არაფრის წერა არ შეიძლება შავად, ლაქებიანად, უსუფთაოდ: გადაწერას არ დაგაცლიან. წერა ისე უნდა, რომ მერე ცხოვრების წიგნის რომელიმე გვერდის გადაშლა არ ისურვო. და კიდევ ერთი დამატება: როგორ მინდა ყველა კაცს ვუთხრა ეს ხმამაღლა: ქალი რთული ფენომენია. მის ღირსებას წარმოაჩენს არა სილამაზე, ქედმაღლობა, ჩაცმა, არამედ, გრაცია, ქცევა, სიტყვა. მარადიულ-ქალური საწყისია ის ლამპარი, რასაც კაცთა მოდგმა მიჰყვება იმ დღიდან, რაც მყარ ნიადაგზე დადგა ფეხი. ჩვენი ცხოვრების ქვაკუთხედია რწმენა, აქტიური და გამიზნული მოქმედება, შრომა, ოპტიმიზმი, რაოდენ გამოუვალიც არ უნდა იყოს შექმნილი ვითარება. სწორედ ამ რწმენის შთაბეჭდილებით მინდა დაამთავროს მკითხველმა ჩემი "ფიქრების" კითხვა. აკაკი გელოვანის ლექსი გამახსენდა:"ყოველდღიური ჯაფა, ზრუნვა, ნერვების მოშლა, რეგვენთა სიტყვა და სიავეც გავსებდეს ნაღვლით_ მაინც გეჭიროს მუდამ მაღლა ღირსების დროშა, ჩრდილი რას გავნებს __ ცხოველი მზე დაგნათის მაღლით!"შევწყვიტე ფიქრი და გავხედე მთვარეს. გაღიმებული კმაყოფილებით გადმომცქეროდა და თავს მიქნევდა: "როგორც იქნა მიხვდი!
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.