შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანი-ხატება ღვთისა


14-03-2019, 01:34
ავტორი mariam gholijashvili
ნანახია 2 410

ღვთის ნებაა, ყველაზე სრული და მართებული კანონი თუ დადგინდება და ვერავინ ეტყვის შემოქმედს, თუ რატომ შექმენი ამგვარიო, რადგან მექოთნესაც კი შეუძლია თავისი მოზელილი თიხით სხვადასხვა ღირსების ჭურჭელი შექმნას, რათა ამით თავისი ოსტატობა და გონიერება გამოაჩინოს.
ამრიგად, ღმერთი თავისი ხელით ქმნის ადამიანს მსგავსად და ხატად ღვთისად. მიწისაგან ღმერთმა გამოსახა სხეული კაცისა, ხოლო გონიერი და მოაზროვნე სული თვით შთაბერა, რასაც ვუწოდებთ ხატებას ღვთისას, რადგან გამოთქმა ,,ხატებისაებრ’’ მიუთითებს ადამიანური ბუნების უნარზე გონიერ და თავისუფალ არსებად ყოფნისა. სიტყვა ,,მსგავსებისაებრ’’ ნიშნავს ღმერთის მსგავსებას სიკეთეში, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის.
ღმერთმა ადამიანი შექმნა უბიწო, მართალი, სიკეთის მოყვარული, თავისუფალი საზრუნავისგან, შემკული ყოველგვარი სიკეთითა და სათნოებით. შექმნა მეუფედ და მთავრად ყოველივე იმისა, რაც არის დედამიწაზე, მაგრამ შექმნა მაღლა მდგომ ძალაუფლებაზე დაქვემდებარებული. შექმნა მიწიერად და ზეციურად, წარმავალად და უკვდავად, ერთდროულად სულის მქონედაც და სხეულისაც. სულისა-მადლის მიერ, რათა ადამიანი უკვდავი დარჩენილიყო და თავისი კეთილისმყოფელი მარად განედიდებინა, სხეულის მქონედ კი იმისთვის, რომ ვნებულიყო და ეტანჯა და ამის ძალით მარად ხსომებოდა-ვინც არის და რადაც შეიქმნა, ხოლო ამპარტავნობით შეპყრობილი გონს მოსულიყო და განეგდო იგი.
ღმერთმა შექმნა ადამიანი ცოცხალ არსებად, რომელიც აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, როგორღაც წარიმართება და შემდეგ სხვა ადგილას, ანუ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში, გადასახლდება და შექმნა იგი აღჭურვილი ღმრთისკენ სწრაფვის უნარით, ანუ იმგვარ არსებად, რომელსაც ძალუძს განღმრთობა ღვთაებრივი გაცისკროვნებისა და ღმერთთან ზიარების გზით.
ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შექმნა. უცოდველი იმიტომ კიარა, თითქოს არ იყო მიდრეკილი ცოდვისაკენ-მხოლოდ უფალია მიუწვდომელი ცოდვას,- არამედ იმიტომ, რომ შესაძლებლობა თვით ადამიანის ბუნებაში კი არ იყო, არამედ მისი თავისუფალი ნებიდან გამომდინრეობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნით ადამიანს შეეძლო, თუკი ისურვებდა, მარად სიკეთეში ყოფილიყო და სათნოებაში წარმატებულიყო, მაგრამ ამავე დროს, თავისი თავისუფალი ნების ძალით და ღმერთზე მინდობით, ასევე შეეძლო განშორებოდა სიკეთეს და ბოროტებაში დარჩენილიყო, რადგან სათნოება როდია ის, რაც გარედან, იძულებით კეთდება, ის უნდა გულიდან მოდიოდეს, დიდი სურვილით.
ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და დარად და თავისი არსით არის შემოქმედი. შემოქმედი საკუთარი სამყაროსი, რომელსაც ჩვენ ვქმნით ჩვენი აზრებით, გრძნობებითა და ემოციები. ჩვენი ქმედებები განისაზღვრება არა სიტყვით ან ქცევებით, არამედ-აზრებით. აზრი-ენერგიის უნივერსალური ფორმაა და მისი ძალა კოლოსალურია. ჩვენ თვითონ ვქმნით იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს უნიკალურ რეალობაში, უფრო სწორად, რეალობის საკუთარ, უნიკალურ მოდელში, რომელიც ეფუძნება საკუთარ და წინაპრების გამოცდილებას.
ყველაფერი ამ სამყაროში, აბსოლუტურად ყველაფერი, არის ანარეკლი და ტრანსფორმაცია ჩვენი აზრების, გრძნობებისა და ემოციების. აქედან კი გამომდინარეობს გენიალური მტკიცებულება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჰარმონიულ, სამართლიან სამყაროში, სადაც ყველას მიეზღვება საკუთარი აზრებისამებრ და ვინაიდან, ჩვენ თვითონვე ვქმნით საკუთარ სამყაროს, რომელშიც ასე თუ ისე დარღვეულია ღვთის პრინციპები, შესაბამისად თავიდანვე შეგვიძლია შევცვალოთ ის.
ადამიანი მიწიერ ქმნილებათა კიბის უმაღლეს საფეხურზე დგას და თავისი მდგომარეობით ყოველ მიწიერ არსებაზე მეუფობს, ნიჭით კი ზეციურ არსებებს უახლოვდება.
მოსე წინასწარმეტყველი ადამიანის შექმნას ამგვარად აღწერს: მას შემდეგ, რაც მიწიერი არსებები შექმნა, ,,თქუა ღმერთმან: ვქმნათ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და ფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქვეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა... და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი“.1 ეს ფაქტი ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი დედამიწაზე განსაკუთრებული, გამორჩეული, აღმატებული და უსრულყოფილესი, სამყაროში უმაღლესი დანიშნულების მქონე ქმნილება უნდა ყოფილიყო.
ღვთის ხატის არსებობა ადამიანში ადასტურებს, რომ მის სულიერ ბუნებაში თავად საღვთო თვისებები აისახება. შესაქმის მეორე თავში ადამის შექმნის ერთგავრად, ზედმიწევნით გადმოცემა, კიდევ ერთხელ


1 ადამიანი-გვირგვინი შესაქმისა (დაბ. 1.27)
წარმოაჩენს ადამიანის ბუნების გამორჩეულ უპირატესობებს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყნისგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაი და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“.1 აქ განირჩევა ორგვარი ქმედება ან ქმედების ორი მხარე, რომლებიც, უნდა ვიფიქროთ, რომ ერთდროულად მიმდინარეობდნენ: ესენია-სხეულის შექმნა და მისი განცხოველება. შესაქმის წიგნის მიხედვით, ღმერთი ადამიანს სრულიად განსაკუთრებულად, უკვე არსებული მიწისა და სტიქიონთა საწყისებიდან ქმნის. ამას ახორციელებს თავისი უშუალო ქმედებით და არა ოდენ ბრძანებით, ან სიტყვით, როგორც ეს სხვა არსებათა შესაქმის დროს მოხდა. ამით ხდება მინიშნება, რომ თავისი სხეულებრივი ორგანიზაციით ადამიანი შექმნიდანვე არის ყველა ქმნილებაზე აღმატებული არსება. ხატოვანი გამოთქმით, თავად ღვთიურ ბაგეთაგან სიცოცხლის სულის მიმღები ადამინი არის მიწიერისა და ზეციურის, მატერიალურისა და სულიერის ცხოველი ნაზავი.
ამიტომ უთმობს წმინდა წერილი ადამიანის სხეულის მნიშვნელობას განსაკუთრებულ ყურადღებას. სხეული


1 ძვ. აღთქმა-წიგნი დაბადებისა (შესაქ. 1,26-27)
სულის თანამგზავრი, მისი ორგანო და თანამშრომელიც კი უნდა იყოს. თავად სულზეა დამოკიდებული, დამდაბლდეს თუ სხეულის მონა გახდეს, თუ ნათელმოსილ სულს დაუქვემდებაროს მორჩილი შემსრულებლად და თანაშემწედ ქცეული სხეული. სულის წყალობით შეიძლება სხეული უწმინდურებისა და სიბილწის ცოდვის ჭურჭელი შეიქმნას, ან მასთან ერთად ღვთის განდიდების თანამონაწილე გახდეს. ამას გვასწავლის წმინდა წერილი. ხორციელი სიკვდილით ადამიანის სულსა და სხეულს შორის კავშირი საბოლოოდ არ წყდება. ოდესმე დადგება ჟამი და ადამიანთა სხეულები აღდგებიან, მიიღებენ ჩვეულ სახეს და სამუდამოდ შეუერთდებიან თავიანთ სულებს, რათა მარადიულ ნეტარებას ან ტანჯვას ეზიარონ იმისდა მიხედვით, თუ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში რა მოიმოქმედეს ადამიანებმა-სიკეთე თუ ბოროტება.
ნუთუ ოდესღაც ადამიანი იყო კეთილი, თუკი მან შეძლო ქრისტეს ჯვარცმა? როგორ შეეძლო ღვთის მიერ შექმნილ ადამიანს ქრისტესთვის სიკვდილის მისჯა? ცისა და მიწის ისტორიაში ეს იყო უდიდესი ამბოხება, ცისა და მიწის ისტორიაში ეს იყო უდიდესი ცოდვა. ასეთი რამ არ ჩაუდენიათ თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი. მაშინ მოხდა ღვთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული. არასდროს დაუცინიათ უფლისთვის ასე საშინლად. მაშინ მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლებულიყო ადამიანში და დასცინოდა უფალს და ყოველივე ღვთაებრივს. დასცინოდნენ მას, ვისაც არასდროს გაუცინია. ამბობენ, რომ უფალი იესო ქრისტე არასოდეს იცინოდა, პირიქით, ხშირად ხედავდნენ მას მტირალს. დაამცირეს ის, ვინც მოსულიყო ჩვენს განსადიდებლად. დატანჯეს ის, ვინც მოსულიყო ტანჯვისაგან ჩვენს გასათავისუფლებლად. სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.
კეთროვანი კეთრისაგან განწმინდა, ბრმას თვალი აუხილა, მკვდარი ცხედრისაგან აღადგინა და ჩვენ კი სანაცვლოდ ასეთი სამარცხვინო ,,მადლობა’’ მივუძღენით მას, უტკბილეს იესო ქრისტეს, რომელმაც კეთილი უწყებებით დაატკბო ჩვენი ცხოვრების მწარე საიდუმლო.
დღეს არც ეშმაკებს, არც ცხოველებს, არც ტურებს დაუწნავთ ეკლის გვირგვინი და არ დაუდგამთ ქრისტესთვის თავზე, ეს გააკეთეს ადამიანებმა. ეკლის გვირგვინით შეამკეს ის, ვინც ადამიანი შეამკო უკვდავებით. კაცობრიობამ ეკლის გვირგვინი დაადგა თავზე მას, ვინც დედამიწას ვარსკვლავების გვირგვინი დაადგა! ეკლის გვირგვინს დავადგამთ ქრისტეს ყველა, თუ კი ვერცხლისმოყვარენი ვართ, თუკი ვჭორაობთ, თუკი ვლოთობთ, თუკი არა ვართ გულმოწყალენი, თუკი ვართ მრისხანენი, თუკი ცოდვილი აზრები გვიტრიალებს თავში, თუკი არაწმინდა ზრახვები გვაქვს, თუკი არა გვაქვს რწმენა და სიყვარული. თითოეული ჩვენი ცოდვა ეკალია და იმ ეკლის გვირგვინს ვამატებთ, რომელსაც კაცობრიობა დაუცხრომლად წნავს უფალ იესო ქრისტეს თავზე დასადგმელად.
უნდა დავდუმდეთ ჩვენ, ადამიანები, ვინაიდან ვერავინ ვიამაყებთ ადამიანობით, რადგან კაცობრიობა თავის გულში ვერ გუობს ღმერთს, რადგან მაშინ, როცა ადამიანებმა დაამთავრეს ღმრთის დაცინვა და მიწყნარდნენ, სამყარო ალაპარაკდა. ქვები ალაპარაკდნენ და უფრო მეტი თანაგრძნობა გამოხატეს ქრისტეს ტკივილის მიმართ, ვიდრე ადამიანებმა. მზეც კი ალაპარაკდა, ნათება დააბნელა, ალბათ, სინათლეს შერცხვა იმისა, რაც ახარხარებდათ ადამიანებს. მკვდრებმა საფლავებში გაიგონეს ქრისტეს გმინვა და გაიღვიძეს, საფლავებიდან წამოდგნენ მაშინ, როცა ჯვრის ქვეშ იდგნენ ადამიანები, რომელთაც სხეულებში ჰქონდათ მკვდარი სულები.
განიცდიდა ყოველი ქმნილება. ყველაფერი თანაუგრძნობდა ჯვარცმულ უფალს, ყველფერი-ადამიანის გარდა. ჯერ კიდევ ჯვარზე მყოფ ქრისტეში შეიცნო ყოველგვარმა ქმნილებამ ღმერთი და აღიარა ის,
როგორც უფალი.
ქრისტემ ჯვარზე ყოფნისასაც გამოავლინა თავისი ღვთაებრიობა, თავისი მტრებისადმი ლოცვით: ,,მამაო, შეუნდე, რამეთუ არ იციან, თუ რასა იქმნან’’.1 ჯვარზე მყოფი უფალი ხალხზე ფიქრობდა იმას, რაც შეიძლება იფიქროს სიყვარულისა და სიმდაბლის ღმერთმა.
მას, შემოქმედსა და ღმერთს აფურთხებდნენ და სცემდნენ, ის კი სულგრძელობდა და დუმილით იტანდა ყოველივეს. შევძლებთ კი ჩვენ თავის მართლებას, როცა ყოველგვარ შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ვპასუხობთ? ყოველგვარ ბოროტებას-ბოროტებით? ვწყევლით მაშინ, როცა გვწყევლიან და გვძულს მაშინ, როცა ვძულვართ? როცა ბოროტებას ვპასუხობთ ბოროტებით? მაშინ უფალ იესო ქრისტეს ვაფურთხებთ, როცა გვძულს ის, ვისაც ვძულვართ. ქრისტეს ვცემთ და ვტანჯავთ, როცა შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვპასუბოთ. უფალ იესო ქრისტეს ვამცირებთ, რადგან მას არასდროს ჩაუდენია ასეთი რამ.
დღესაც საშინელია ქრისტეს ხვედრი ამ წუთიოფელში. თითოეული ჩვენი ცოდვა მისთვის წითელი პარასკევია.


1 ახალი აღთქმა-ლუკას სახარება (თავი 23)
ყოველი ჩვენი ცოდვა, მისთვის გაცილებით დიდი ტანჯვაა, ვიდრე ჩვენთვის. ცოდვების ჩადენით მას დღესაც ჯვარზე ვაცვავთ. თითოეული უწმინდური აზრი, თითოეული ავხორცული გულისთქმა ყვირის და ღრიალებს: ჯვარს აცვით, ჯვარს აცვით! განა მთელი ჩვენი ცხოვრება ამ წუთისოფელში იესო ქრისტესთვის დაუსრულებელი წითელი პარასკევი არ არის? თითოეული ჩემი ცოდვა სამსჭვალია, რომელსაც მდაბალი უფლის ხელებზე ვაჭედებთ, თითოეული ჩემი ვნება ეკალია, მთელი ჩემი ვნებანი კი ეკლის გვირგვინი, რომელსაც ქრისტეს ვადგამთ თავზე. დამნაშავეა, ყველა ის ქრისტიანი, რომელსაც მხოლოდ სახელად ჰქვია ქრისტიანი.
როგორ დაუცხრომლად ვდევნით აღდგომილ ქრისტეს ჩვენ, ღვთის ხატად შექმნილი ადამიანები. ჩვენ ქრისტეს ვდევნით, მაშინ, როცა მათხოვარს ვდევნით, რადგან ქრისტე ის არის, ვინც მათხოვრის სახით გვთხოვს. ჩვენ ვდენით ქრისტეს, როცა შიშველს არ ვმოსავთ, რამეთუ შიშველის სახით ქრისტეა შიშველი. ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა მშიერს არ ვაჭმევთ, რამეთუ მშიერის სახით ქრისტე გვეცხადება. ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა ავადმყოფს არ ვმკურნალობთ, რამეთუ უძლურის სახით ქრისტეა უძლური. თითოეული ტანჯულის სახით უფალი იესო ქრისტე იტანჯება, თითოეული მწუხარის სახით უფალი იესო ქრისტე წუხს. ადამიანებისადმი ღვთის განუზომელი სიყვარულის გამო ის განუწყვეტლივ გვევლინება ყველა მშიერის, ყველა ავადმყოფის, ყველა მწყურვალის, ყველა მწუხრის, ყველა უბედურის, ყველა მოძულებულის, ყველა გალანძღულის, ყველა დამცირებულის, ყველა შეურაცხყოფილის, ყველა შიშველის, ყველა დევნილის სახით. ის განუწყვეტლივ იმოსება ადამიანური სხეულით, მასთან ერთად იტანჯება, მასთან ერთად ეწამება, წუხს მის გამო. ქრისტე ხორცშესხმულია თითოეული ქრისტიანის სახით. ის ამბობს: „რას მდევი მე? რამეთუ, თუკი დევნი მას, ვისაც ჩემი სწამს, მე მაფურთხებ, თუკი აწამებ მას, ვისაც ჩემი სწამს, მე მაწამებ“.1
არა მარტო უფლისთვის, არამედ თითოეული ქრისტიანისთვის ამ წუთისოფლის ცხოვრება დაუსრულებელი წითელი პარასკევია. რაც უფრო მეტია შენში ქრისტე, მით უფრო მეტად ივნები. თუკი ქრისტე ხარ, ჩათვალე შენი თავი მიწის მტვრად, რომელსაც ყველა ისე თელავს, როგორც თელავდნენ ქრისტეს. როცა გწყევლიან, დალოცე. როცა გცემენ, მიუტევე. როცა სძულხარ, გიყვარდეს. მოთმინებით დაამარცხე შენი

1 მოციქულთა სქმენი (თავი 9)
მტანჯველნი, როგორც უფალმა დაამარცხა. ბოროტებას სიკეთით უპასუხე. იბრძოლე ისე, როგორც იესო ქრისტე იბრძოდა. ამპარტავნობას ებრძოლე სიმდაბლით, მრისხანებას ებრძოლე სიმშვიდით, სიძულვილს ებრძოლე სიყვარულით, შეურაცხყოფას ებრძოლე შენდობით, ცილისწამებას ებრძოლე ლოცვით. ეს არის გამარჯვების გზა. გზა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაგვიკაფა უფალმა იესომ. მას ტანჯვით მივყავართ აღდგომამდე. ჩვენ ვადგავართ ამ გზას, რომელიც მთავრდება აღდგომით, თუკი ვლოცავთ მათ, ვინც ჩვენ გვწყევლის, თუკი სიკეთეს ვუკეთებთ მათ, ვისაც ჩვენ ვძულვართ, თუკი ჩვენი მტრები გვიყვარს, თუკი არ ვრისხდებით და ვლოცულობთ, როცა გვაგინებენ, თუკი ლოცვით ვიტანთ, როცა გვაფურთხებენ. ჩვენ ვადგავართ იმ გზას, რომელიც მთავრდება სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვებით, თუკი მაშინაც კი, როცა ჯვარზე გვაკრავენ, ქრისტეს მსგავსად, ვლოცულობთ ჩვენი მტანჯველისთვის: მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმნან! ამინ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent