შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანაწერი


26-12-2020, 12:45
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 817

შენ ხარ ადამიანი,რომელიც ჩემს ყველა წამშია.შეიძლება ფიზიკურად არა,მაგრამ შენი სულის ნაწილი ყოველთვის ჩემთანაა.
თბილისიდან არც თუ ისე შორს არის პატარა დასახლება.თუ დასახლებაში მოხვედრისას ტყის სიღმეს შეუყვებით დაინახავთ პატარა სახლს,ხის სახლს სადაც მუდამ სიყვარულია,სადაც ორი მონათესავე სული გაქცევია ცხოვრების სიდუხჭირეს და თავისთვის პატარა სამოთხე მოუწყიათ.
დილით,როდესაც თვალს ვახელე,შენს მაისურს ვიცვამ,რომელიც ძალიან დიდი მაქვს,მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს რადგან მას შენი სურნელი ასდის რომელიც ასე ძალიან მიყვარს.ვაღებ სახლის კარს ფეხშიშველი გამოვდივარ ეზოში და ვუერთდები სამყაროს,ჩვენს სამყაროს.ფეხშიშველი გამოვდივარ რადგან ბალახზე დაბიჯებისას მათი სუნთქვა შევიგრძნო,ვშეშდები და ღიმილიანი სახით გაკვირდები,შენ უკვე დიდი ხანია გღვიძავს,როგორც გჩვევია ხოლმე ხელში ფინჯანი ყავა გიჭირავს და ჩვენი ხელით გაშენებულ ბაღში,რომელსაც ჩვენს სამოთხეს ეძახი,ჩვეული სიდინჯითა და სიმშვიდით დააბიჯებ,პერიოდულად ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიგაქვს მგძნებარედ ეხები მას პატარ-პატარა ყლუპებად სვამ თვალებს ხუჭავ და მის არომატს მთლიანად შეიგრძნობ.შემდეგ ტრიალდები,მხედავ,იღიმი,თვალები გეჭუტება,ტუჩები კიდევ უფრო გიპატარავდება,მიყურებ და გეცინება რადგან შენს მაისურში ძალიან სასაცილოდ გამოვიყურები,ხელებს შლი და მანიშნებ რომ მზად ხარ შენში ჩემი ნაწილი გააღვიძო,მეც უმალ შენთან ვჩნდები ძალიან მაგრად გეხუტები იმდენად მაგრად რომ შენს გულის ცემას ვგრძნობ.აი ზუსტად ამ დროს ვაანალიზებ იმას რომ შენ გარდა არავინ მჭირდება.ყავის ფინჯანს ხელიდან გართმევ მასზე შენი ტუჩების ანაბეჭდს დავეძებ ვპოულობ და ზუსტად იმ ადგილიდან ვსვამ,შევიგრძნობ შენი ტუჩების გემოს რომელიც ყავის არომატს ერევა.ეს არის ჩემი სამოთხე,შენ და ჩვენი პატარა სახლი.

პ.სმოგესალმებით ყველას ეს არის პატარა ჩანაწერი ჩემი რომანიდან თუ მოგეწონებათ თავებად შემოგთავაზებთ გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში დამიფიქსიროთ უღრმესი მადლობა წინასწარ????????



№1 სტუმარი სტუმარი მარუ

ძალიან თბილი და საყვარელია

 


№2  offline წევრი Sikete gadamdebia

სტუმარი მარუ
ძალიან თბილი და საყვარელია

მადლობა დიდი????????
--------------------
ნ.ჩობანიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent