შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანაწერი


11-03-2022, 09:43
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 9 443

რაზე შეიძლება ფიქრობდეს ცარიელ,ბნელ ოთახში ფანჯარასთან მჯდომი გოგონა,რომლის სახეს გარედან შემომავალი სინათლე კიდევ უფრო სევდიანს აჩენს.გოგონა დათოვლილ ტყეს გასცქერის გვერდით ფინჯნით ცხელი ჩაი უდგას,უფრო სწორად უკვე ცივი.გოგონა იმდენადაა ფიქრებში გართული ფინჯანი ჩაის არსებობა სულ დავიწყებია.
მომენტალურად,გონს მოვდივარ,თვალთან მომდგარ ცრემლს ვიწმენდ,ჩაის ფინჯანს ვიღებ ხელში,რომელიც მხოლოდ ახლაღა გამახსენდა,რომ არსებობდა აზრი აღარ აქვს უკვე გაციებულია,ფინჯანს ვიღებ სამზარეულოს კიბეებს მივუყვები, ახალ ჩაის ვიმზადებ და ვცდილობ ის დარდები გავატანო მას,რომელიც მზადების პოროცესში თან მდევდა ეს ერთადერთი ხელჩასაჭიდია. ოთახში დაბრუნებისას ისევ ფანჯარასთან ვჯდები ფინჯანს ფანჯრის რაფაზე ვდებ,ზუსტად ვიცი,რომ ამჯერადაც დამავიწყდება მისი არსებობა და ისევ გაცივდება ისევ დაკარგავს აზრს მისი დალევის სურვილი.ფანჯრიდან დათოვლილ ქუჩებს გავცქერი და მკლავს ამ თოვლშივე დაკარგვის სურვილი,მინდა რაცშეიძლება ღრმად ჩავეფლო მასში მასსავით სუფთა და ქათქათა გავხდე გავქრე იმ ფიფქებივით,რომლებიც ადამიანის ხელზე მოხვედრისთანავე უკვალოდ იკარგებიან.ხელი უნებლიედ ჩაის ფინჯნისკენ მიმაქვს,ამჯერად მოვასწარი მისი მალევე გახსენება,ისევ ცხელია.დიდ ყლუპს ვსვამ შევიგრძნობ გემოს და ვხვდები როგორი დასანანია დღეში სულ მცირე ხუთჯერ მოდუღებული და ხუთჯერვე გაციებისა და დავიწყების გამო გადაღვრილი ჩაი.თითო ყლუპს ნეტარებით ვსვამ და თითქოს იმ დარდებს ვიბრუნებ უკან რომელიც მისივე მომზადების პროცესში მეგონა მასვე გავატანე.გარეთ ისევ თოვს და მე ისევ საშინლად მკლავს თოვლში დაკარგვის სურვილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent