შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი


25-07-2023, 22:42
ავტორი mari22
ნანახია 740

ნატიფია ის სულთა ფრენა, რომლითაც მე შენამდე ვაღწევ. და, თუ ცხოვრება ის სანუკვარი არსებობაა, რომელშიც ჩვენი სულის უკვდავობის დიადი კანონი იმალება, მაინტერესებს რატომ ხდება ისე, რომ სულის გაურკვეველი არსი ჯერაც შესასწავლია? ცხოვრება ყოფიერების მარაგთა ის ღირსშესანიშნავი ნაწილია, რომლითაც ადამიანი თავად იქმნის მოცულობითი რკალის შემოსაზღვრის უფლებას. ჩემი აზრით, აურათა “დაბინძურება” მარტივი საქმეა, ხოლო რაც შეეხება მათ ძირფესვიანად “გასუფთავებას” (განსპეტაკებას), აი, ის კი ძალზე რთული რამ უნდა იყოს. სულის საბოლოო გაცისკროვნება მხოლოდ უფალთან მიახლოებით არის შესაძლებელი. და, თუ გარდამავალ რაიმეს ყოველთვის თან სდევს გარდაუვლობა, რატომ არის ხშირად ისე, რომ ჩვენს “წიაღში” არსებული ფიქრები კარგავენ თავიანთ სიმყარეს? ეს ასე, ალბათ, იმიტომაა, რომ ადამიანის სიღრმისეული აზრები მუდმივად მისი საზრდოობის მიზეზია. თითოეული მოვლენა დაუსრულებელი შედეგია, ადამიანი კი ჯერაც შეუსრულებელი ცხოვრებისეული “მისიაა”, რომლის გასუფთავებული არსი ჯერაც დაუმთავრებელი მოცემულობაა. საინტერესოა, მომცემდი კი უფლებას, რომ შენს იდუმალებით მოცულ სამყაროში შემეღწია? ადამიანი სწორედ მაშინ არის “სრულყოფისაკენ” მიდრეკილი ქმნილება, როდესაც მასში ის მოქმედი ძალა აღწევს, რომლისთვისაც სულისადმი არაზედაპირული დამოკიდებულებაა დამახასიათებელი. თითოეული ადამიანი ჯერაც შეუსწავლელი არსებაა. რა არის ადამიანის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა? ინდივიდის ზოგადი მზაობა ის არის, რომ მან თავის თავში მუდმივად უფლისაკენ მიმავალი სწორი გზა ეძიოს. და, თუ ყოველი რწმენით გაჟღენთილი იდეა თავის თავში უფალს მოიაზრებს, რატომ ხდება ისე, რომ განმსჭვალულები მხოლოდ უფლის მიმართ არ ვართ?! ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი წმინდა არსი მხოლოდ ღვთისადმი არსებული ღრმა სათნოებით არ შემოიფარგლება. და, თუ თითოეული აზრს მოკლებული რეალობა ისევ და ისევ იმისკენ მიილტვის, რომ მან რაიმე საზრისი იპოვოს, საინტერესოა, თუ რატომ არ ვეძებთ იმ გზებს, რომლებიც “ჭეშმარიტებისეულ” სიდიადეებს გვაზიარებს? ადამიანი იმ ღირებულებათა მატარებელი არსებაა, რომელიც, ჩემი აზრით, მხოლოდ მაშინ აღწევს თავის დამცირებულ, დამახინჯებულ აურას თავს, როდესაც მასში რწმენის ოდნავი ნაპერწკალი ჩნდება. შეუძლებელია, ინდივიდმა საკუთარი სულის ნახევრის ამოცნობის შემდეგ იგი საბოლოოდ გააქროს გონებიდან. ადამიანები სხვათა ცხოვრებაში ვჩნდებით და ხშირად ვქრებით, თუმცა გაქრობის შედეგად დატოვებული მოგონებები იმდენად “სრულფასოვანი” და ღირებულია, რომ ისინი დავიწყებას რთულად თუ მიეცემა. შეიძლება ბედისწერის ადამიანი ვიპოვოთ, თუმცაღა დავკარგოთ კიდეც, თუმცა მოგონებათა მიმალვა არ იქნება სამუდამო, არამედ იქნება დროებითი, რადგან შეუძლებელია ასეთი ადამიანის გონებიდან სრულად ამოშლა, მისი სულისაგან გაუცხოება…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent