შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელ რაბი ალი და მათემატიკა


26-08-2023, 20:30
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 774

დაუსრულებელი ისტორია ელ რაბი ალიზე რომელმაც კოსმოსში ისწავლა ფიზიკა და რომელსაც მოვყვები ოდესმემდე, თუ კბილის ტკივილი გამივლის




სამი რამ მიტრიალებს ტვინში,სამი რამ მაგიჟებს
პირველად იყო სიტყვა,
ვიშ იუ ვეა ჰეა
და ოღევუაღ, შოშანნაა!
ჩვენ მხოლოდ ის გვევალება აღვიქვათ, რომ როგორღაც ისინი ერთი და იმავე რეალობაში არსებობენ,
ჩვენთან.

დღევანდელი დღის მონაცემები კი ასეთია
კბილი მტკივა,
უეცარი და დაუძლეველი სურვილი მიპყრობს დავიწყო მათემატიკის შესწავლა,
და შემიყვარდა ხუთი დეკადის წინ გარდაცვლილი მამაკაცი.

დღეს შემიძლია ყველაფერზე ვწერო, მაგრამ მირჩევნია მოვყვე ელ რაბი ალის ისტორია, რომელიც ღიად დატოვებულ ფანჯარაში მზის მთვარეგამოვლილ სხივებს შემოჰყვა და ასე აღმოჩნდა ჩემს საძინებელში. რაბი ალი ერთ დროს მექაში ცხოვრობდა და არც ბედნიერი კაცი იყო, არც უბედური, ასე აღწერს თავის მეტაფიზიკურ მდგომარეობას, მენტალური მდგომარეობა კი, რომ ჰკითხო, საერთოდ არა აქვს. მისი უფროსი ძმა ტიმე ვენახში მუშაობდა, როცა რაბი ალიმ გამოუცხადა, მეცნიერი უნდა გავხდეო.
ტიმემ უპასუხა, შენ რომ მეცნიერი იყო, გიჟი იქნებოდიო. გიჟ მეცნიერებს ხო იცი რასაც უშვებიან, საკუთარ ქაღალდებზე წვავენო
ან რა უნდა აღმოაჩინოო?
სიკვდილიო.
ეე, სიკვდილი...სიკვდილი რა, სიცოცხლეში ცოტაა აღმოსაჩენი?
შენო, ტიმე, ცას რომ უყურებ რას ხედავო, შენს თვალში ზეცა რაა ფერიაო?
რას ვხედავ და მზის საღებავებით დასველებულ ღრუბლებს, ზოგჯერ იმ საღებავების წვიმასაც, როცა ღრუბლები სიმძიმეს ვერ უძლებენ...ვხედავ მთვარეს, მასზე სატრფოს სახეს და ვარსკვლვებს, როგროც ფიქრთა საგანს. მზეს კი საერთოდ ვერა ვხედავ, თვალებში მიჭყიტინებს, მაგრამ მათბობს და ამისთვის დიდი მადლობელი ვარ მისი!
ჰოო, შენო იმ მზეს ვერ ხედავო რომელიც წვავს და იმიტო ხარ მადლობელიო. ჩემს თვალში კი ზეცას სულაც არააქვს ფერიო, მე ცას რომ ვუყურებ იცი რას ვხედავო? სიბნელეს. საშინელ,გიგანტურ კოსმოურ სიბნელეს, რომელსაც მზის სხივები აფერმკრთალებენ და ღრუბლებს, შენ ასე ლამაზები და ფუმფულები რომ გგონია, რომლებიც საერთდ არ არსებობენ. ეგ ცა არ არსებობს, ეგ მთვარე არ ანათებს და ეგ ვარკსვლავები არ ციმციმებენ, არამედ სასიკვდილოთ იწვიან. გვატყუებენ, ტიმე, ეს ყველაფერი ლამაზი და ადვილად დასაჯერებლი ტყუილია, შენ საძინებელში იაგოს ''კუზიანის ვნებანივით'' ჩამოკიდებულია ეს ცა ზემოდან, ყველა ეზოს თავისი ნაგლეჯი აქვს. მე ვერ ვხედავ ცას, ტიმე, როგორც შენ ხედავ და ალბათ ამის გამო შენზე ცოტა უბედური ვარ. შენ რომ სენტიმენტალური ოცნებებით უყურებ მას და ფიქრობ, ნეტავ ხელი შემახებიო, ნეტავ მასზე ჩემი სატრფოს სახე დამახატინაო, ეჰ ღმერთო სადა ხარ ეს ცა თავზე არ ჩამოგვექცესო... შენ რომ ღუბლების ყურება თვალებს გიღებავს და მოგწონს შეწითლებული ცის კიდე, ეგ ცა ჩემთვის საერთდ არ არსებობსო...
უბედური კაცი ყოფილხარ, მეტი რა გითხრაო. მარა აბა რა მათემტიკაო, გიყვარს კარგიაო, დედაშენი რომ გეტყოდა წადი წიგნი აიღეო ტყეში გარობოდი და მდინაარის პირას იმალებოდიო, მაშინ კი გიყვარდა მაგ ცის ყრუება ახლა რომ ვერ ხედავო,
საქმეც მაგაშია, სანამ ბავშვი ვიყავი და ჩემი სამოთხე მქონდა არავინ დამანება ღრუბლების ყურება, არაფერში გარგიაო...
ტიმე კიდე როგორც უფროსი ძმა არიგებდა, გიყვარს რა ქალი კი არარის მოიტაცოო, მაგის დრო გაფრინდაო. კი იქნებოდი, როგორ არ იქნებოდი, ნიჭიერი კაცი ხარ, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არისო.
აბა რისი დროაო ელ რაბი ალიმ ღიმილით კითხა...
ოჯახი შექმენიო. ერთს ერთი მიუმატე და ეგეც შენი მეცნიერებაო. მერე ეგ ერთნი ორნი და სამნი გახდებიან და შენც ბედნიერი იქნებიო...
ეგაა ბედნიერებაო?
ეგაა მა რა არისო?!
შენ თუ იციო, ტიმე, ფარდობითობის კანონიო?
არაო და არც მაწუხებს მაგის არცოდნაო!
ჰოდა არც ამის ცოდნა შეგაწუხებს. ფარდობითობის კანონი ამბობს, რომ ბედნიერება შეფარდებითია. ესეიგი გააჩნია, შენ რომ უყურებ იმ კუთხიდან, ეს ბედნიერება არის თუ არაო. და ახლა შენც მიხვდები, რომ ეგ ბედნიერება ყველა კაცისთვის ვერ იქნება.
მერე რაღა შენ გამოდექი ეგ კაცი, შე კეთილშობილნაშობო. პოეტის სული გაქვს,ეგ შენი უეცარი წამოწყების სურვილიც მაგაზე მეტყველებს, ლექსები მაინც წერე, რაღა განტოლებები ამოხსნა გინდაო.
მე ვგრძნობო მათში რაღაც არაამქვეყნიურს, რაც მაინც ყველაზე ამქვეყნიურია. ეს არის ენა, რომლითაც სამყაროს ვესაუბრები ოღონდ ცალმხრივად კი არა, მჯერა ისიც მიპასუხებსო.
და რომც გიპასუხს სამყარომ ამით რას მიაღწევო?
იმას, ტიმე, რომ რეალობა ჩემს თვალწინ დაიშლება და გავთავისუფლდებიო.
ამის მერე დიალოგი არ გაგრძელებულა რადგან ტიმემ ვერ გაიგო ძმის ნათქვამი, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ ძმა დაკარგა. იმას ვერა, რომ ის მისი ძმა არც არასდროს ყოფილა.

ელ რაბი ალი ჩემს ოთახში ცხოვრობდა ცოტახანს. ხის ჯვართან, რომელიც ერთ დროს მამაჩემმა გამოთალა როცა ჯერ კიდევ ეუფლებოდა ხეზე მუშაობას, ის ხან საწოლის თავზე მედო ხან მატრასის წინ, აი იმ ჯვართან ზოგჯერ როცა წამოუვლიდა ლოცულობდა:
მამაო ჩუენო,
რომელი ხარ?
იყავ - მოვედი ნება ქუეყანასა დღეს;
მომიტევე მივუტევებთ ამინ.

მეთქი რაბი ალი, მისმინე...თუ ქრისტე არ მიუტევებს იმ კაცს, დღეს რომ იმრუშა, იმ კაცს, დღეს რომ თავის მტრებს არ მიუტევა, ის ჩემთვის ქრისტე აღარ იქნება, არამედ კიდევ ერთი ბოროტი ღმერთი,
ამიტო გეუბნები ქრისტე, იარსებე, მხოლოდ ჩემთვის მიანც, რომ მეც არ დავიღუპო კი არა, ჩემში არ დაიღუპო შენ.
თორე მერე მოვა ლუ, აი ის სულ რომ იცინის, ჩამოიდებს მუხლებზე იდაყვებს, ხელებზე ყბას და ...
ნეტა შემეძლოს ის ყბა მოვუნგრიო, მარა ტიპი არ არსებობს.
შენ 404 ხარ, მე 502, ელ რაბი ალი, არც ქალი ვარ, არც კაცი ვარ, არც შენ ხარ ვინმე.

მამაო ჩუენო,
ვინა ვარ მე?
ჩემი ცხოვრება ამის ძიებაა, მგრამ დღეს არა
დღეს მე კბილი მტკივა ისე საშინლად, ელ რაბი ალი კი არა ჩემს ალტერ ეგოს ვეღარ ვლანდავ,
იმასაც ვეღარ ვგრძნობ, რომ მე ვარსკვლავური მტვერისგან შევდგები, რაც უეჭველად ადასტურებს ჩემს ვარკსვლავობას ჩემი წითელი გიგანტის ფაზაში,
დღეს მე კბილი მტკივა და პირველად ვგრძნობ, რომ კბილები მაქვს, რადგან არავის ძლიერ მუშტს ისინი არ ჩამოულეწია შემთვის,
პირველად ვგრძნობ როგორ მყარად არიან ღრძილებში ჩაზრდილი, როცა ნერვების ყოველი პულსარივით ფეთქვა მანდომებს საკუთარი ხელით ამოვიგლიჯო ქვედა ყბიდან,
რამხელა სიამოვნებას მომანიჭებდა მერე მისი ამოგლეჯით მონიჭებული ტკივილი, შენ ხომ არ იცი...
გაგრილდებოდა ჩახუთულ, მფეთქავ ღრძილში ნერვების ხლართვა, ვიგრძნობდი ტკივილს რომლის შეგრძნებაც ბედნიერებას მომანიჭებდა, რადგან მე შეიგრძნობდი მას მისი გადავლის იმედით,
სისხლით შეიღებებოდა ჩემი პირის ღრუ, მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ნერვების ასეთ ბორგვას ისევ სუფთა ტკივილი სჯობს, როცა ვეღარ შეგერჭობა დამპალი ნერვები, არამედ კბილზე იკონწიალებს,
მე დღეს კბილი მტკივა, ელ რაბი ალი კი სადღაც არარსებობიდან მიყვება თავის ისტორიას,

ამ ცხოვრების ნახევარგზაზე, იმიტომ, რომ ხომ შეიძლება და სრულიადაც შესაძლებელია, მეტიც, სრულიად ბუნებრივიც კია, რომ 30 წლამდეც ვერ მიმეღწიაო, ამიტომაც დიახ, ნახევარგზაზე, როცა სკოლას ვამთავრებდი, მივხვდი, რომ მაინტერესებდა ფიზიკა. მიტაცებდა ფოტონები და ატომები, კოსმოსიც, მათემატიკა ხომ მიყვარდა და მიყვარდა. მოკლედ ამაში უცაური არაფერი იქნებოდა, და მე ვამბობ, არც არაფერი იყო, მაგრამ ერთი შეხედეთ, მე რომანტიკოსი კაცის სახელი მქონდა გვარდნილი, კაცის, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და ტიმეს თქმით მათემატიკაშიც იმდენი მესმოდა, რამდენიც იმ ხეს, მან რომ მიუკაკუნა ამის თქმისას და დაამატა, ეს არ შეგეწინააღმდეგება მაინცო. წინაღმდეგობა! შემეცნების ნმდვილი წყურვილი! ტიმე, მახსოვს, როცა პტარა ვიყავი, ამაოდ ცდილობდა ჩემთვის გამრავლების ტაბულა დაეზეპირებინებინებინებინა... მაგრამ ნება - ნებაა და მათემატიკასთანაც ყოველთვის უცნაური დამოკიდებულება მქონდა, რადგან არა მარტო მათემატიკასთან მქონდა ასეთი წმინდა ცნობისმოყვარეობა, რაც ჭეშმარიტად გეუბნებით, მასწვლებლებს არ უყვართ! და როცა რაღაცის გაგებისას მასში ჩაწვდომას ვცდილობდი, გონების მოქნილობით მოსინვას, ეს ფიქრის გარეშე არ შემეძლო და ცხადია ყოვლად უწყინარი კითხვისა - რატომ, რაც ყოველთვის ისე გაიჟრერებდა, თითქოს წინააღმდეგობა ვწევდი, არადა მე ხომ უბრალოდ მსურდა მომესმინა, თუ რატომ, მაგრამ ვაი რომ პასუხი არავინ იცოდა და კიდევ უფრო ვაი, რომ ამის აღიარებაც არავის სურდა... აქსიომებს კი თურმე ზედმეტი ფიქრი არ სჭირდებოდა და მეც, ტერმინებსა და რიცხვებში დაკარგული, მათი ამოხსნის შუა პროცესში შემაჩერეს და მითხრეს, რომ ეს უბრალოდ უნდა მივიღო და არა ვეცადო გავიგო რატომ. მეთქი რასქვია კაცო! ეეე... მაინც როგორ გავდა ამით სამყარო მათემატიკას, ჩემი სკეპტიკოსი მასწავლებელი კი ხალხს, რომლებიც ჩამძახოდა რომ ცხოვრება რთულია. მე ვსვავ ასეთ კითხვას: რატომ ირთულებ? არა, მართლა...შენ ყოველ წამს ბედნიერი შეიძლება იყო, იმავწამს როცა მიხვდები, რომ ხარ. გამორთე ტელევიზორი, უსარგებლო ხალხის რჩევები, წამოწექი ნაპირად რეალობის... ეეე, მართლა ფილოსოფოსის სული მქონდა, მაგრამ ფილოსოფიასაც რომ ვერ ვიტანდი? ეს რით განსხვავდებოდა მათემატიკისგან, ესეც ფარდობითობა იყო: გინდ ფურცელზე უყურე რიცხვებს, გინდ დოგმატურ იდეებს მეტაფიზიკაში. წადი შენი არისტოტელე, სოკრატე, პლატონ შენიც, გეუბნებით, სიტყვა არ გამიგია თქვენი! არც მანდააქვთ ფიქრებს დიდი გასაქანი. არც ამ მაღალგანვითარებული ქრსიტიანების მწამდა რამე, თავმომწონე დანანებით რომ იტყოდნენ, ღმერთო, შენ რომ სიკეთე მოგვიტანე, შენ რომ სიყვარული გვაჩვენე ეგ ჩვენთვის არ იყოო; პათოსური აღიარება, რომ თავისუფალი ნების ჩვენთვის მონიჭება შეცდომა იყო, რომ ვერ დავაფასეთ... მე კი გეკითხები, შენ თუ ამას ხვდები, როგორ ცხოვრობ ისე, რომ ბრბოს წინაშე ამ მოჩვენებითი მაღალფარდოვნების ქადაგებით კი არა, საკუთარ თავშივე გამოსწორებით არ აცოცხლებ ღმერთს, რომ შენთვითონ არ ხდები ის, ვინც მოკვდა და შენ ეს ფრაზა ასეთ ფილოსოფიურ ორგაზმში გაგდებს... და უარს ამბობ აღიარო, რომ სამყარო იწყება შენგან... ეს პოზიტიური სიახლე კი არა, ჭეშმარიტებაა.

რაბი ალი, მეთქი ბოდიში რომ გაწყვეტინებ, მაგრამ აქ მათემატიკა რა შუაშია?

გეტყვიო, აბა რას ვიზამო,
უსასრულოდ მცირეთა რიცხვით სისტემებში უსასრულოდ მცირეს შებრუნებული რიცხვი არის უსასრულობა, ანუ რიცხვი, რომელიც მეტია ნებისმიერ ნამდვილ რიცხვებზე... ნამდვილ რიცხვებზეო!
დიდი აფეთქება ეს ნათელია, მთელი ეს სამყარო კი - დაე იქმნას ორივე... ორივეო!
მერე ის წერტილი, აი ის წერტილი ნული იყოო! უსასრულოდ ფარდოვდებოდა, ახლაც ფართოვდება და მისი ბედი ყველამ ვიცით, ისევ იმ წერტილში დაბრუნდება... მინუს უსასრულობის გავლითო!
ჩვენ უსასრულოდ მცირენი ვართ, გატეხილნი და გადაგდებულნი, საბრალონი და შეყვარებულნი, მაგრამ ესეც არჩევანიაო.
განტოლებაში ვარ დაკარგული, მე ვარ ადამიანი იქსი, არ ვიცი მოცემულობა და ცდები, თუ ფიქრობ, რომ შარშან ნასწავლი მისი ფორმულები მახსოვს. ყველაფერი ნათელია ჩემთვის, უბრალოდ დილეტანტობაში ვიწვი. ეს იმის ბრალია, რომ ოცნებები დამიმახინჯეთ, ერთ დროს ხომ მინდოდა გიჟი მეცნიერი ვყოფილიყავი, ან მეშინია ვაღიარო რომ მოცალეობის გრძნობამ დამამარცხა.
მაგრამ ეს ყველაფერი ვიცი, მე მათემატიკა კოსმოსში ვისწავლეო...
ამასაც მოგიყვები, სხვა რა საქმე მაქვსო...

კბილი მტკივა ელ რაბი ალი, არ მაქვს შენი თავი
ვეღარ დავწერ შენს ისტორიას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent