უხილავი ძაფის თეორია (მე-3 ნაწილი)
… დაიწყო ვაჟას ბარში სიარულის სეზონი. რატომ ვეძახით ამ კონკრეტულ ბარს ვაჟას ბარს? ვაჟაც აღნიშნული საძმაკაცოს ნაწილია, რომელიც ერთადერთი მორალურად გამართული ადამიანია მაგ სამეგობროში. ნუ ეს ცოტა გაბუქებულად გამომივიდა, მაგრამ მთავარი იდეა აქ ის არის, რომ პიროვნულად ვაჟა ყველაზე მეტად მოსაწონია. ალბათ, გახსოვთ რომ საახალწლოდ ვერ ჩამოვედი. სწორედ, ახალ წელს იყვნენს ვაჟას ბარში ყველანი ერთად გასულები და ამ პერიოდიდან ქაუნთერის ბირჟა, ვაჟას ბარის ბირჟამ ჩაანაცვლა. რა ადგილია ვაჟას ბარი? ფაბრიკის გაყოლებაზე არსებული მყუდრო ღვინის ბარია, სადაც ვაჟა ხუთშაბათსა და შაბათს მუშაობდა. მართალია, ვაჟასთან იმ პერიოდში ახლოს არ ვიყავი, მაგრამ მაშომ, როგორც სოციალურმა პეპელამ, ეგ ბარიერიც ჩახსნა და შესაბამისად, ყოველ ხუთსაბათს და შაბათს ბარში ვიყავით. ხან რას ვაკეთებდით, ხან რას. იყო დღეები, როდესაც მარტო მე და მაშო ვიყავით ვაჟასთან და საკმაოდ ვერთობოდით კიდეც. სხვა დღეებში ბიჭებიც მოდიოდნენ. მოკლედ, ძალიან საყვარელი პერიოდი იყო. მგონი ერთადერთი დრო, როდესაც ამ საძმკაცოსთან შეხმატკბილებულად ვარსებობდი. როგორც კი სხვებმაც გაიგეს, რომ მე და მაშომ ბარში სტაბილურად სიარული დავიწყეთ, დანარჩენებიც მუდამ იქ იყვნენ. ჩვენი მეილ ლიდიც ხშირად მოდიოდა ხოლმე. აქ ჯერ არ ვიცოდი ცკპდ-ში რომ დაიწყო მუშაობა, მაგრამ უკვე თანამდებობის ბიჭუნა იყო, თან ახალი მანქანაც ყავდა ნაყიდი. ნუ მოკლედ, გლოუ აფი და მისი ჯანი. სხვათაშორის, გარეგნულადაც უკეთ გამოიყურებოდა ან მე დავბრმავდი (ეს უკანასკნელი უფრო რეალურია). ვინაიდან აქ გატარებული დღეების უმეტესობა უფრო ბუნდოვნად მახსოვს, იმ შემთხვევებზე მოგიყვებით, რომლებიც დღემდე კარგად მახსოვს. … ხუთშაბათი საღამოა. პრაღიდან ახალი დაბრუნებული ვარ და ჯერ კიდევ აღტაცებულია მთელი უბანი ჩემი სიახლოვით (ჯერ კიდევ ინაზებიან და ბოლომდე არ გაქაჯებულან). მაშო თავის კურსელებთან ერთად მიდიოდა ვაჟასთან ბარში. მე ჯერ უნიში ვიყავი და მხოლოდ სემინარების შემდეგ ვაპირებდი გასვლას. როგორც კი ბოლო სემინარი დასრულდა, დავტაცე ჩემს ნივთებს ხელი, გამოვედი მეორე კორპუსიდან და ფეხით ჩავუყევი ბარისკენ გზას. სულ რაღაც 5-10 წუთის სავალია, არც კი. როცა მივედი, მაშოს ჯგუფელების გარდა კიდევ ძალიან ბევრი ხალხი დამხვდა იქ. ნუ რა თქმა უნდა ანდრო და დიტოც იქ იყვნენ, ცოტა ნასვამები. მახსოვს, როგორც კი კიბეზე ჩავედი, დიტომ გამომხედა და მთხოვა: - დღეს კარგ ხასიათზე ვარ და შემარგე რა. კარგი-თქო ვუპასუხე, მაგრამ რამდენად შემიწყო ხელი მაგაში, ეგ კიდევ ცალკე საკითხია და ცოტა ხანში აშკარად დაინახავთ, რატომ არ ღირს მისთვის ასეთი შანსების მიცემა. ყველას მივესალმე და მაშოს მივუჯექი. მისი ჯგუფელებიც გადავკოცნე და საუბარი დავიწყეთ. ცოტა ხანში, მაშო და მისი ჯგუფელები მაღაზიაში გავიდნენ, ხოლო მე მარტო დავრჩი სვავების ბუდეში. როგორც კი მარტო დამიგულეს, შემომისხდნენ ბიჭები გარშემო და საძიძგნად მოემზადნენ. მე უკან ვიჯექი, ჩემგან მარცხნივ გოგა იჯდა, წინ დიტო მეჯდა, რომელსაც თავზე ანდრო ედგა, ვაჟა - ბართა, ხოლო დანარჩენები გადანაწილებულები იყვნენ უკანა ფონზე. არ ვიცი რა მოელანდა დიტოს, მაგრამ დამიწყო დაკითხვა რა არ მოგწონს ჩემშიო: ასე კონკრეტულად რა უნდა დაგიწუნო, მშვენიერი ბიჭი ხარ, უბრალოდ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები, - გულწრფელად ვუპასუხე მე, მაგრამ ჩემმა პასუხმა აშკარად გაანაწყენა. ეგო შეუქანდა ბიჭს, შესაბამისად, უფრო აქტიურად განაგრძო პარადი. შემდეგი კითხვა ჩემს გემოვნებას ეხებოდა. მაძალებდნენ დამეხასიათებინა ისეთი ტიპის ბიჭები, როგორებიც მომწონდა. მეც თავის დასაძვრენად ყველაფერზე დიტოს გარეგნობის საწინააღმდეგოს ვამბობდი: მაღალი, ქერა, ქარიზმატული, ჭკვიანი, განათლებული და სხვ. მართალია, ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს თავადაც აკმაყოფილებდა, მაგრამ დავა მაინც შეიძლებოდა. უნდა გადავუხვიო ისტორიას და ახლა მივხვდი, რომ ამ მახასიათებლებს, იმ მომენტში ზედმიწევნით შეესაბამებოდა ვაჟა (ამას პლუს ერთი გარემოება, რომელსაც მოგვაინებით შეიტყობთ) და ახლა გასაგებია რატომ აქვთ ვიღაც-ვიღაცებს ისეთი წარმოდგენა, რომ მე ვაჟა მომწონდა. დიტო მაინც არ ნებდებოდა. ნამიოკად ისიც კი ჩააგდო ფეისბუკზე რომ დავამატე, მაგრამ მე მაგისთვის მზად ვიყავი. ისიც კი მოვუყევი რა და როგორ დამემართა და მტკიცებულებად მაშოსთვის ჩაგდებული ხმოვანი ჩანაწერი ვახსენე. ამაზე კი პასუხი გამცა, რა ანდრიასავით იცავ თავსო (ტექსტი დაახლოებით ის იყო, რომ იმას როგორ აკეთებ, რასაც ანდრო იზამდა ასეთ სიტუაციაშიო). მახსოვს, ისიც ვუთხარი, მეგონა აქამდე ამომადენდი ყელში მაგ დამატებას-თქო და მაგაზე მიპასუხა აქამდეც გავაკეთე მაგაზე კომენტარიო. ხვდებით რატო განვიცადე ეგრე ძაან ეგ დამატება? იმას ვნატროდი ნეტა ანდრო დამემატებინა ეგრე შემთხვევით-თქო. ნუ მოკლედ, ამით არ დასრულებულა ყველაფერი. საკუთარი თავის შემოსასაღებლად ახალი გასართობი იპოვა და დაიწყო თამაში - ვინ მერჩივნა დიტო თუ სხვა ნებისმიერი, ოღონდ დეფექტით. ჯერ ვაჟათი დავიწყეთ. კითხვები შემდეგნაირი იყო: დიტო თუ ვაჟა? დიტო თუ ბრმა ვაჟა? დიტო თუ კოჭლი ვაჟა? და ა.შ. შემდეგ სხვებმა ჩაანაცვლეს და ანდრიას ჯერიც მოვიდა. ორ-წამიანი პაუზის მერე ისევ ანდრია ავირჩიე (მგონი ამოისუნთქა). ბოლოს თამაში ირაკლითი დასრულდა. არ ვიცი, რა მომერია, მაგრამ, როცა შესადარებელ წყვილში ირაკლი მოვიდა, დაუფიქრებლად დიტო ავირჩიე. ყველას გაეცინა და ის კომენტარი გააკეთეს, ბიჭი როგორ არ ევასებაო, დიტომ კი თამაში დაასრულა. უკვე მაშოც დაბრუნდა, მაგრამ მარტო იყო. ამ სიტუაციის მხოლოდ ბოლო ნაწილს შეესწრო და როგორც კი თამაში დასრულდა, ეს თქვა: - აქედან ლიზას ვინმე თუ მოეწონება, ეს ვაჟაა. დანარჩენები ტყუილად ირჯებით. გეფიცებით, ტემპერატურის და ხასიათების ცვლილება ერთდროულად ვიგრძენი. დიტოს არც დავკვირვებივარ, მაგრამ ვაჟას ქცევებში ცოტა ცვლილება შევამჩნიე. აშკარად, ესიამოვნა მაშოს კომენტარი და ის ფაქტი რომ ჰიპოთეტური რჩეული იყო. აი ხედავთ რატომ შეიძლება გონებოდა საძმაკაცოს რომ მე ვაჟა მომწონს? არ ვიცოდი მაშო როგორ დამეხრჩო იმ მომენტში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იმ საღამოსვე ვაჟამ ინსტაგრამზე დამამატა და რამდენჯერმე მოწერაც სცადა. მე რომ უდიდესი გოიმი ვარ ასეთ საკითხებში და ვერც კი მიხვდი მის მცდელობებს, არ უნდა გაგიკვირდეთ. დამიჯერეთ, მომავალში უფრო საოცრებები ვქენი და უფრო დიდი სულელი გამოვდექი. გარდა ვაჟასი, ცვლილება ანდრიას ხასიათშიც შევამჩნიე. რაღაცნაირად არააქტიური გახდა და დღის ბოლომდე ბევრიც აღარაფერი უთქვამს. ძაან რაღაცნაირად ჩაჯდა სკამში და ფრჩხილების კვნეტა დაიწყო. ამ დღეს პირველად შევამჩნიე ეს ჩვევა რომ ჰქონდა. არ ვიცი მე ვინ მეკითხებოდა მაგრამ ჟესტებით ვაჩვენე ხელი გამოიღე-თქო და სხვათაშორის, დამმორჩილდა, რაც საკმაოდ მესიამოვნა და არც ველოდი. ახლა გამოცნობანას ვთამაშობდით. პირველი ანდრომ დახუჭა თვალები და გამოსაცნობ მოთამაშედ მე ამირჩიეს, არ ვიცი რატომ (არადა მე ნიშნად მეჩვენა - დელულუ). დაიწყო კითხები: - რა ფერია? - იკითხა ანდრიამ და მე გამომხედა. - ყვითელი, - უპასუხა ვაჟამ. ძალიან გამიხარდა ეგეთ სანშაინ ვაიბებს თუ ვუტოვებდი ვიღაცას და მივუბრუნდი: - ჰო, არა? მეც ეგრე ვფიქრობ, ნამდვილად ყვითელია. - აღტაცებით გამოვეხმაურე ვაჟას. ამის მერე კიდევ რამდენიმე შეკითხვა დასვა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თავიდანვე იცოდა მე რომ ამირჩიეს. ბოლოს იკითხა რა მანქანააო და დიტომ უპასუხა ტიდაო თუ რაღაც მსგავსი მოდელი, რაზეც შევუღრინე კიდეც როგორ მადარებ-თქო, მაგრამ ეს იმის მერე ანდრომ რომ გამოიცნო ლიზიაო. ნუ მოკლედ, ჩამოვუარეთ ყველას და ბოლოს დიტოს ჯერიც დადგა, ოღონდ ისე გავაკეთეთ რომ საკუთარი თავი უნდა გამოეცნო. პირველ რამდენიმე კითხვას არც გამოვხმაურებივარ. ერთი ის იკითხრა რა მცენარეო და სარეველა-თქო წავისისინე. ყველას გაეცინა, მჯერა მიხვდა მასზე რომ ვამბობდი. ახლა რომ ვუფიქრდები, მომავლის თვალსაზრისით ეკალი ან ხიჭვი უფროა. ერთი-ორი კითხვა დასვა, ბოლოს კი გამოიცნო თავად რომ იყო შეურჩეული მოთამაშე. თამაში რომ დავასრულეთ ისიც აღნიშნა: - ლიზიმ სარეველაო რომ მიპასუხა, კი ვიფიქრე მე არ ვიყო თქო, მაგრამ აღარ გავახმოვანე. - აშკარად იცის საკუთარი ადგილი (ზედმეტად ბოროტული კომენტარი იყო ჩემგან). თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამის შემდეგ მასშტაბური აღარაფერი მომხდარა ამ დღეს. … კიდევ ერთი საღამოს ვაჟას ბარში. დღის დეტალები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბევრნი ვიყავით. აქ საყურადღებო ანდრიას აქტიურობა უფრო იყო, ვიდრე დანარჩენი სხვა. მინდა საკუთარი თავი და ჩემი აზროვნება შევაფასო იმ პერიოდში, რასაც სიტუაციის მოყოლის შემდეგ გავაკეთებ. ბართან ვისხედით და რაღაცას ვთამაშობდით, როგორც ყოველთვის. ანდრია მემატრაკვეცებოდა და ხშირად მახსენებდა. იმ მომენტში ყურადღება არც მიმიქცევია, მხოლოდ ძალიან გვიან გავიაზრე, როგორც ყველაფერი სხვა. ცოტა ხანში მაგიდასთან გადავედით და ისე მოხდა რომ მე და ანდრო გვერდი-გვერდ მოვხვდით. Თუ სწორად მახსოვს თვითონ მომიდგნა მარჯვნიდან. ჯენგას თამაშობდნენ. თავიდან მხოლოდ მაყურებლის ფორმატში ვიყავი, მოგვიანებით კი მეც შევუერთდი ჩემპიონატს. პროცესში ანდრიამ სულის შებერვა და თმაზე თამაში დამიწყო. არ ვიცი, რა დონის იდიოტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე ადამიანი გეპრანჭება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მივხდი. მე კი მსიამოვნებდა, მაგრამ სხვების დასანახად ვეუბნებოდი კაი ნუ მატრაკვეცობ-თქო. რატომღაც მეგონა, რომ თუ ანდრიას იმის უფლებას მივცემდი, რასაც სხვებს ვუშლიდი, საკმარისად გასაგები უნდა ყოფილო ჩემი ინტერესი ანდროსთვის, თან მაინც შეფარული იქნებოდა დანარჩენებისთვის. მაგრამ როგორც იმ მომენტში მე ვერ ვხვდებოდი, რომ მეპრანჭებოდა, მჯერა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რომ განსაკუთრებულად ვეპყრობოდი. ლიზა მაჩაბელი, როგორ მინდა დაგახრჩო ვერ წარმოიდგენ. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ მგონი ელენე უფრო თბილად და მეგობრულად მექცეოდა. მგონი ეგეც ნიშანი იყო და მე, როგორც ყოველთვის, იდიოტი ვიყავი. ამ დღეს იყო გაბედულება შემომაწვა და ანდროსთან ძალიან ახლოს მივედი, როცა ტელეფონით დიტოს სიმაღლეს ზომავდა. მახსოვს, თავიც კი დავადე მხარზე და მგონი ცოტა ხანი სუნთქვაც შეწყვიტა. ძალიან საყვარელი მომენტი იყო: - მგონი ცოტა ტელეფონი უნდა გაასწორო - გვერდით მივუდექი ანდრიას. - Ჰა? - დაბნეულად მიპასუხა, გამომხედა და ისევ დიტოს გაზომვას შეუდგა. - ტელეფონი გაასწორე-თქო - ხელზე შევეხე და გავასწორებინე - აი ასე - და მომაჯადოვებლად გავუღიმე. Აშკარად დაიბნა. მჯერა ჩემი უეცარი ფერიცვალების შემხედვარეს ეგზისტენციალური კრიზისი დაეწყო. - დიტო 1.72 ხარ - ხუმრობანარევი ტონით გადასძახა ანდრომ, მაგრამ დაძაბულობა ჯერ კიდევ ეტყობოდა - მგონი ამდენი ხანი გვატყუებდა. - მისი ეგოს სიმაღლე უფროა - ჩავისისინე ჩემთვის და გამოვედი. აშკარად შესამჩნევი იყო ეს მოულოდნელი სიახლოვე ყველასთვის და მეორე მხარეს გადავედი. Ნეტა ოდესმე თუ მოვიშლი დისტანცირების მეთოდებს, რათა არავინ შეამჩნიოს ჩემი ინტერესი ბიჭში. (სპოილერი - არა). … კიდევ ერთი საინტერესო ინტერაქცია რაც გვქონდა უკვე გაზაფხულზე იყო, არ ვიცი, რა ხდებოდა, მაგრამ ბარში ძალიან ბევრი ხალხი იყო. როცა მივედი, ბიჭები უკვე ნასვამები იყვნენ. სხვათაშორის, დიტო კარგად გამოიყურებოდა. მშვიდად გადავკოცნე და სასმელზე დამპატიჟა, მაგრამ უარი ვუთხარი. კიდე იმას გავუხდიდი სალაპარანდროდ, რომ მასთან ერთად დავლიე. თვალებით ანდრიას ვეძებდი, მაგრამ არსად ჩანდა. ამასობაში, რეზი მოვიდა, ისიც ძალიან ნასვამი იყო, გადამეხვია და დალოცვა დამიწყო. “შენ ვერ წარმოგიდგენია, შენ და მაშო როგორ მიყვარხართ”-ო. ცოტა მოულდნელი კი იყო, მაგრამ სწერვა რეზისგან ნამდვილად მესიამოვნა მსგავის ყურადღება და ამის მერე მოვლბი კიდეც მის მიმართ. გამოჩნდა ჩვენი პრინციც. თეთრი მაისური და ლურჯი ჯინსები ეცვა. ვერ ვიტან, ყველაფერი რომ მომწონს ამ ბიჭზე, რაც არ უნდა სხვაზე უგემოვნოდ მივიჩნევდე. როგორც სჩვეოდა ხოლმე, მრავლისმთქმელი მოშტერებით დამაჯილდოვა. გამარჯობაც მითხრა, მაგრამ აღარ გაგვიგრძელებია. მე ხომ რაც არ უნდა მასთან საუბარი მდომებოდა, შანსი არ იყო რამე ინიციატივა გამომეჩინა, იმის შიშით, რომ ყველაფერი აშკარა იქნებოდა. მგონი, შარშან შემოდგომაზე ბუთხომ რომ მითხრა ძალიან გეტყობა რომ მოგწონსო, მაგის მერე დავიხიე ძალიან უკან და კიდევ უფრო ვცდილობდი ჩემი გრძნობების სიძულვილით და უკმაყოფილებით შენიღბვას. ესეც, პატარა ბავშვივით, რომელმაც არ იცის მოწონება როგორ გამოხატოს, ხან რა სიავეს მეტყოდა, ხან რას, ოღონდ ჩემგან რაიმე რეაქცია მიეღო. ამ დღესაც, მავნებლური კომენტარი მითხრა. წამოწოლილი იყო სკამზე, აშკარად დაბნეული მზერა ჰქონდა სასმლისგან. მახსოვს, ბართან ვიდექი, ყვითელი ზედა და შავი ფართო შარვალი მეცვა, თავზე კი ჭრელი შარფი მქონდა გაკეთებული. დიდი ხანი მიყურებდა ქვემოდან. მის მზერას კი ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ბოლოს, ყურადღება ვერანაირად რომ ვერ მიიპყრო, მითხრა: - ვაიმე, ლიზი, ღიპი გაქვს?! - და გამოიწია ხელის შესახებად. მეც ინსტიქტურად გავიწიე, თან შევუღრინე, რამდენს ბედავ-თქო. ამ მომენტიდან მალევე წამოვედით მე და მაშო ბარიდან და ფაბრიკაში გადავედით ჩემს მეგობრებთან. ძალიან კი მინდოდა იქ დარჩენა, მაგრამ, ვინაიდან არ ვაღიარებდი ჩემს გრძნობებს, დარჩენის მიზეზიც არ მქონდა. ამ დღის მერე, ვაჟას ბარში რაიმე მასშტაბურის მოგონება აღარ მაქვს. მგონი მალევე წამოვიდა ვაჟა ბარიდან და შესაბამისად, უბნის ხალხთან ინტერაქციების დოზაც შემცირდა. … უკვე ივნისია. მგონი უბნის ხალხი დიდი ხანია აღარ მინახავს. ხან რატო ვიყავი გადარბენაზე, ხან რატო. ივნისის ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, გადავწყვიტე, რომ თმა რიჟად შემეღება. Არავისთვის მითქვამს და ყველას შოკი ჰქონდა, როცა წითური გამოვეცხადე. თმა ორი-სამი დღის შეღებილი მაქვს. უნიში უნდა მივსულიყავი თათბირზე, ახალი გაგებული მაქვს რომ ჩემს ფაკულტეტზე თავმჯდომარედ ვინიშნები. თათბირზე ძალიან გამოპრანჭული მივედი. როცა იქიდან წამოვედი, კოკას შეუვარე საავადმყოფოში. კარგი შეყვარებულებივით ტელეფონით ვსაუბრობდით, ის კი ზემოდან მიყურებდა. მართლა საყვარელი ინტერაქცია იყო, მაგრამ კოკამ მგონი არასწორად აღიქვა. ნახევარ-საათიანი საუბრისა და კისრის მოღრეცის შემდეგ წამოვედი და უბნისკენ წავედი, სადაც მაშო მეგულებოდა. მისულზე მარტო მაშო კი არა, მთელი უბანი იქ დამხვდა. მათ შორის ჩვენი ვაჟბატონიც. ყველა აღფრთოვანებული იყო უეცარი ცვლილებით, მაგრამ უმეტესობას აშკარად ჩემი ქერა თმა უფრო მოსწონდა. მახსოვს ლევანმა მითხრა: - ვუი, ძაან გიხდება, მაგრამ … - ქერა უფრო მიხდებოდა? - მის ნაცვლად დავასრულე წინადადება - დაახლოებით. მაგრამ ესეც მართლა ძაან გიხდება. - სიტუციიდან გამოძრომა სცადა. - მადლობა - შეუდრეკელად ვუპასუხე მე. თითქმის არასდროს ვუგდებ ხოლმე ყურს სხვის აზრს, როცა საქმე გარეგნობას ან სტილს ეხება, ამიტომ ლევანის კომენტარსაც არ გავუნაწყენებივარ. მაშო გვერდითა სკამზე იჯდა. მასთან ლუკა, ელენე და ანდრიაც იყვნენ, სხვებთან ერთად. მგონი მაშომაც არ იცოდა თმა რომ შევიღებე. სხვების რეაქციას არ დავკვირვებივარ, მაგრამ ანდრო მონუსხულივით მიყურებდა. მახსოვს, ამ დღეს ძალიან ბევრი მელაპარაკა. ერთი წლის წინ რომ გეკითხათ რაზე ისაბურეთო, მძიმე-წერტილიანად მოგიყვებოდით მთელს საღამოს, მაგრამ ახლა მსგავსი დეტალები აღარ მახსოვს. … Რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ უბანში გადავეყარე. არ ვიცი, რა მომერია, მაგრამ თეთრი კაბით ჩავედი, თმა დავარცხნილი. ნუ მოკლედ, ისევ ძალიან გამოპრანჭული. პირველი დიტო შემხვდა, რომ დამინახა “გამარჯობა, პრინცესა”-ო. მიუხედავად იმისა, რომ დიტო არ მევასებოდა, მაინც ახერხებდა ხოლმე, რომ მცირე კომენტარენით საკუთარი თავი სხვა კუთხითაც დაენახებინა. ეს რომ მითხრა, გულში სითბო ჩამეღვარა, მაგრამ არასწორად ნუ გაიგებთ - დიტოს რაც არ უნდა ექნა, არ მომეწონებოდა. მალევე ანდროც მოვიდა. შორტები ეცვა და შოკი მქონდა რა გამხდარი და ლამაზი წვივები ჰქონდა. გოგოსაც კი შეშურდებოდა. ცოტა მოშორებით იდგა, როცა მე და მაშო მის წვივებს განვიხილავდით, თან ძალიან აშკარად ვუყურებდი. გამომხედა და მითხრა: - ჩემზე ჭორაობთ? - კი - სარკაზმნარევი ტონით ვუთხარი. - ჩემი წვივების გშურთ, არა? - გამომეპასუხა ირონიით. იყო რაღაც სიმართლე მის მიგნებაში. რა თქმა უნდა-თქო ვუპასუხე. ცოტა ხანში განმეორდა მსაგვსი ინტერაქცია და ხელით ვაჩვენე მოდი თქო. ისეთი გაჯგიმული წამოვიდა, გამეცინა. უკვე აშკარად ბევრი ნიშანი იყო გარშემო, რომ ჩვენს შორის რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ხომ დებილიზმი მიპყრობს ასეთ სიტუაციებში, როცა ბიჭი გულწრფელად მომწონს. მცირე, მაგრამ საყვარელი ინტერაქცია გვქონდა. მე კი ამითაც ბედნეირი ვიყავი. … კვლავ რამდენიმე დღე გადის. ისევ უბანში გადავეჩეხე. ახლა უკვე დაბალწელიანი იოგის შარვალი და ლურჯი ბრეტელიანი ზედა მეცვა. ანდროს ნამდვილად არ მახოვს რა ეცვა, მაგრამ ინტერაქციები უფრო ცოცხლად მაგონდება. თავზე დამტრიალებდა. ამ დღეს გამაცნო ერთ-ერთი თავისი ძმაკაცი ხიჯა, რომელსაც რეალურად გიორგი ქვია. გაცნობისას რატომღაც გავიგე, რომ კანდრო ერქვა. ცოტა უცნაურად კი მეჩვენა ძმაკაცებს კანდრო და ანდრია რომ ერქვათ, მაგრამ კომენტარი აღარ გამიკეთებია. სხვათაშორის ამ ბიჭზე ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა. შაკო დამსდევდა და მეუბნებოდა პარიზიდან პსჟ-ის ფორმა ჩამომიტანეო. მოგვიანებით, ხან რა დამაბარა, ხან რა. ამ ინტერაქციების შემსწრე ხიჯამ მკითხა: - Ბარიგა ხარ? - Ბატონო? - შეცბუნებული ჩავეკითხე. - არა, უბრალოდ ყველა რაღაცის ჩამოტანას რომ გავალებს, მაგიტო გკითხე - თითქოს ამით ნათელი მოეფინებოდა და უფრო შესაფერისი გახდებოდა მისი ხუმრობა. პასუხი დავუიგნორე და გადავწყვიტე, რომ ამ დღიდან ხიჯა არ მევასებოდა. ამ კომენტარს ანდრია აჰყვა და დამიწყო თურქზე უნდა გაგათხოვოო. თურქი რად მინდა, ვინმე ფრანგ გრაფს გავყვები პარიზში რომ ჩავალ-თქო გავეცი პასუხი. ამაზე მიდიოდა სიტყვა-პასუხი და ბოლოს იმით დაასრულა შენ რატო მოგიყვანს ფრანგი გრაფიო და რატომაც არა-თქო გავეცი პასუხი. ამ საკითხიდან, არსაიდან, მარველზე გადავედით და მკითხა თუ ვინ იყო ჩემი საყვარელი სუპერგმირი. Არ ვიცი რა მოელანდა. Რკინის კაცი-თქო გავეცი პასუხი. არა, ადამიანი ობობა მოგწონსო. შევედავე, რკინის კაცია ჩემი საყვარელი პერსონაჟი თქო. დავა იქამდე გამიგრძელა სანამ ალტერნატივად ვანდა არ შევთავაზე. როგორც კი, ვთქვი ვანდა მომწონს-თქო, დავა მაშინვე შეწყვიტა. ეს რა გამონათება იყო ვერ მიხვდი. იმ მომენტში ვიფიქრე, ალბათ, ადამიანი ობობა მისი საყვარელი პერსონაჟია-თქო, მაგრამ რატომ ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, რომ ჩემიც ყოფილიყო? Არ ვიცი, ვერ გეტყვით. ამის მერე გვერდით მომიდგა და ისე უსინდისოდ ამათვალიერ-ჩამათვალიერა ორჯერ, გავიფიქრე ხელს ხომ არ გიშლი-თქო და მრავლისმთქმელი მზერით გავხედე. აშკარად საკმარისი აღმოჩნდა, ვინაიდან ჩემს თმაზე გადაიტანა ყურადღება. ტელეფონის ფანარი მომანათა და გადაამოწმო თმის ფერი. Მეც ასეთი ფერის თმა მქონდა - მოჩვენებითი სევდით მეუბნება მაშინ, ჯერ კიდევ თავზე თმა რომ ამოგდიოდა - დამცინავად ვუპასუხე. ჩემს ენაკვიმატობაზე გაეცინა, მაგრამ პასუხი აღარ გაუცია. კიდევ, ბევრი წვრილმანი ინტერაქცია გვქონდა და მთლიანობაში საინტერესო საღამო იყო. ყოველ შემთხვევაში, მე კლმაყოფილი ვიყავი. … შემდეგი მნიშვნელოვანი ინტერაქცია რაც ანდროსთან მახსენდება, 9 აგვისტოს იყო. შეკრების ადგილი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ახლა უკვე დიტოს კორპუსთან იკრიბებოდნენ. როგორც ერთი წლის შემდეგ აღმოვაჩინე, უბანში დიდი ჩხუბი ყოფილა. ჩემებს უფროს თაობსთან უჩხუბიათ და ეს დაძაბულობა დღემდე გრძელდება. დღისით, სტუმრად ვიყავი დედაჩემთან, ლელასთან და გიოსთან (ბიძაშვილი) ერთად, გიოს ნათლიასთან, რუსეთიდან იყვნენ ჩამოსულები. იქიდან მაშოსთან წავედი, საიდანაც უბანში გადავედით. სტუმრად რომ ვიყავით, უფრო მოკრძალებულად მეცვა - შეკრული პერანგი, თმაც შეკრული. როცა უბანში წავედი, პერანგი გავიხსენი, ჰალსტუხი და სხვა აქსესუარებიც გავიკეთე და ძალიან ქულ ვიდზე დავდექი. მახსოვს, გვიკვირდა მე და მაშოს, რატომ აღარ გამოდიოდა არავინ ქვედა უბანში. როცა გავიგეთ, რომ დიტოს კორპუსთან გადაიტანეს შეკრებები, დიტოს ეგოისტობას ვაბრალებდით და ვლანძღავდით. წუწუნით და ლანძღვით ავედით ლონდონის ბაღთან და მთელი საზოგადოება იქ დაგხვდა. ანდრო ელენესთან ერთად სკამზე იჯდა. დანარჩენები იდგნენ. ნაწილი გადავკოცნე, ვისთანაც ეგეთი ახლო ურთიერთობა მქონდა, დანარჩენებს ხელი დავუქნიე. დანარჩენებში ანდრიაც მოხვდა. არ ვიცი, რა ეტაკა, მაგრამ ერთი სამჯერ მითხრა ლიზი გადამკოცნეო. თავიდან ყური არც კი შევიბერტყე მის რეპლიკაზე, მაგრამ, ვინაიდან ჯიუტად მოითხოვდა, რომ გადამეკოცნა, ასეც მოვიქეცი, ოღონდ ჯერ ელენე გადავკოცნე, ანდრიას კი მხოლოდ ლოყა მივადე. არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობდა. ამასობაში, დიტოც ჩამოვიდა, მომესალმა და კევა მთხოვა. მეგონა ლელა დამიძახა. კევა გავუწოდე და ვუთხარი: - ლელა არა, ლიზი - ჩავისისინე და კევა გავუწოდე. - ლიზი დაგიძახე - ცოტა ნაწყენი კილოთი მიპასუხა დიტომ. ამასობაში ანდრო მოვიდა ჩვენთან და ჩაერთო საუბარში. Მეკითხება: - სად იყავი? სანამ პასუხს გავცემდი, მოიცა-ო მითხრა შეტრიალდა, შემოტრიალდა და მითხრა: - ეს რა გაცვია?! Პატიოსანი გოგო ასე რომ ჩაიცვამს - მეუბნება ხუმრობით. კი გამეცინა მის იდიოტურ ხუმრობაზე, მაგრამ გარეგნულად მხოლოდ შევუბღვირე. ეს რომ მითხრა, მალევე ელენეს დაუძახა წავედითო და გავიდნენ. გული კი დამწყდა, მაგრამ რა გაეწყობოდა. თან შეყვარებულიან გოგოზე ხომ არ ვიეჭვიანებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.