სულის კვალი
სიბნელეში ჩაფლულიყო ჩუმი ქალაქი. მსუბუქი ხმაც კი მკვეთრი გეგონებოდა. უცაბედად,წვიმის წვეთებმა სვლა დაიწყეს მომრგვალო ქვებით ჩაწყობილ გზაზე. გზა გრძელი და თითქოსდა უსასრულო იყო,ბოლო არ უჩანდა. სიბნელეში იკარგებოდა და ნისლში ირეოდა. წვიმის სურნელს კი,კიდევ უფრო დაედუმებინა უსულო ქალაქი. ის კი,მიაბიჯებდა. თავჩახრილი აკვირდებოდა გზას,ალბათ ფიქრობდა კიდეც. უემოციო,მაგრამ ამავდროულად ბევრისმთქმელი სახით მიაბიჯებდა შავ,გაცვეთილ პალტოში გახვეული,მხარბეჭიანი მამაკაცი. უსველდებოდა მხრები. მის თმაში გზას პოულობდნენ წვიმის წვეთები. არ აწუხებდა. მიდიოდა დინჯი ნაბიჯებით ,მაგრამ სად? თვითონაც არ იცოდა მაგრამ მიდიოდა. ცოტა ინსტიქტით,ცოტაც კი,ჭკუით. მისი თვალები მშვიდი იყო,მაგრამ მათ სიღრმეში სევდა იმალებოდა.ჭაღარებიც ამას ამბობდნენ. ქუთუთოებს ჩამოსძინებოდათ მის თვალებზე. თბილი გამომეტყველება დასდევდა მის სევდას. უეცრად,ქარი ამოვარდა. თითქოს ვიღაცამ ხელი ჰკრა,მაგრამ გარშემო არავინ იყო მისი და მისი ფიქრების გარდა. წაბორძიკდა და თან მძიმედ,ვეღარ შეძლო წამოდგომა და მძიმედ დაენარცხა მიწაზე. თითქოს გულზე ხელი მოუჭირესო,მიეყუდა ნესტიან კედელს. სუნთქვა უჭირდა,თვალები დახუჭა. ხელჯოხზე მყარად მოეჭიდა ხელები. ახედა ცას,ნაცრისფერი ღრუბლებით მორთულს,სევდიანსა და უგულოს. აქვითინდა,დაუსველდა თვალები. ფერი დაჰკარგვოდა ყველაფერს…მისი წასვლის შემდეგ. ტანჯვა შხამივით სწრაფად ედებოდა მის სხეულს. თითქოს შორიდან მისი ხმა მოესმა…სათუთი და სანატრელი. სწრაფად გაიხედა,თვალების გუგები გაუფართოვდა და გული აუჩქარდა..მაგრამ უიმედოდ. ელანდებოდა,ყოველ წამსა თუ წუთს. ყოველ დღესა თუ ღამეს. ელანდებოდა, როგორც უსულო მცენარეს მზის სხივი სიბნელეში. დამიბრუნდი - ბოლო ამოსუნთქვა იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.