შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსურდების სასაფლაო.


28-09-2025, 05:30
ნანახია 70

არის ყვავილებით სავსე გემი და მომღერალი ფრინველები.
ფერადი პეპლები, ყვებიან ზღაპრებს და ფიქრობენ ჩაის სმაზე.

ფორთოხლისფერ თმიანი გოგო ლამაზ სიტყვებს კრეფს ხიდან და ნაქსოვ კალათში აწყობს,მერე ამ სიტყვებს უცნობებს დაურიგებს და იმათ ბედნიერ ღიმილებს სახლში წაიღებს რომ ძილის წინ უყუროს.
აქ ზღვას არ მოაქვს სევდა და ნიჟარები თავად ეძებენ ახალ პატრონებს.
ფერია,ალერსი,საუნჯე,ნატვრა,ოცნება,ხსოვნა,ფერფლი,ყაყაჩო,ციმციმა,წკარუნი,სული,მტრედი,ფრთა,სკივრი,ათი-ნათი,ვარსკვლავი,დილა,აისი,სხივი,გარდაქმნა,სხვა,ჭორი,ბედკრული,ემოცია
...ეს და სხვა სიტყვები წერია საფლავის ქვებზე.
ერთ-ერთ საფლავზე ისევ არის იასამნის ხე და ისევ მღერის ქალზე რომლის სახელიც არავინ იცის. ხე ჯერ არსად მიდის,ჯერ წასასვლელი არ აქვს.
აქ, მხოლოდ მატარებელი თუ მოგიყვანს,ლიანდაგები ქვიშაზეა და ჰაერში არის მარილის სუნი
აქ,ყველაფერი მხოლოდ ზღვამ იცის და მხოლოდ ზღვა ითვლის.
ტელეფონი რეკავს ყოველთვის,საღამოს რვა საათზე და ყოველ დღე ერთიდაიგივე კითხვას სვამს -ვინ ხარ შენ?
პასუხებიც აქ არის,სადღაც...
ღრუბლებს ტიტების ფორმა აქვთ ტბა ლოტუსის ყვავილებით არის სავსე.
ლოტუსის ყვავილს თუ შეჭამ ყველაფერი დაგავიწყდება.
ლოტუსის ყვავილი აქედან წაგიყვანს,თუმცა შენ აქ ყოფნას ირჩევ.
საფლავის ქვებს კითხულობ,
საკუთარ თავს ეძებ,თუმცა შენ ჯერ ცოცხალი ხარ.
რა ერქვა იმ ქალს? ვისზე მღერის იასამნის ხე? რატომ არ მიდის იასამნის ხე?
აქ მხოლოდ მატარებელს მოჰყავხარ.
აქ როცა წვიმს ზღვა საბანს იფარებს,რომ უცხო წვეთები არ შეერიოს მის ნაცნობ ტალღებს.
რვა საათზე დარეკავს ტელეფონი და კითხვაზე პასუხი ისევ არავის ექნება.
მთვარეს ეტლით მოიყვანენ რომ გაანათოს.
ღამდება…
შენ საფლავის ქვებზე დაწერილ სიტყვებში ეძებ საკუთარ თავს.
არის ყვავილებით სავსე გემი და მომღერალი ფრინველები.
აბსურდების სასაფლაოზე არის,გემი მატარებელი და მომღერალი ხე,
პეპლები ყოველთვის ყვებიან ზღაპრებს და ფიქრობენ ჩაის სმაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent