უთარიღო დღეები (10)
ამ თავის ბოლოს სიმღერა დევს, ხოდა ჯერ ბოლოში ჩადით, ჩართეთ ის და მერე წაიკითხეთ ეს. _____ არა და არ დამეძინა. ვუყურებდი ფანჯრიდან ცას და არაფერზე ვფიქრობდი, საერთოდ არაფერზე. ფიქრმაც დამღალა უკვე, სხვა ბევრ რამესთან ერთად. მერე ყურსასმენები გავიკეთე, სალომეს რომ არ გაღვიძებოდა და Jun Miyake - lilies of the valley ჩავრთე. რეალობას გამოვეთიშე. სულ სხვაგან დაფრინავდა ჩემი გონება და სული, სხეულით კი ბაკურიანში ვიყავი. მთელი გალაქტიკა შემოიფრინა ჩემმა სულმა. მერე ისევ სხეულს დაუბრუნდა და არარეალური რაღაცები დამიდგა თვალწინ. მე და დადეშელი ვცეკვავდით ამ სიმღერის ფონზე. მუხლებამდე სიგრძის, ყვავილებიანი კაბა მეცვა. ვცეკვავდით დაუღალავად... მთელი გრძნობითა და გულით. ხანდახან ფიქრებში მაინცაა ადამიანი ბედნიერი... მაგალითად, მე ამ შემთხვევაში. ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. თავზე დამათენდა ლამის, მაგრამ მაინც არ ჩამეძინა. ისევ სალომეს კომპიუტერს მივუჯექი და სოციალურ ქსელში დავიწყე ბოდიალი. ისე, რას არ წააწყდება კაცი აქ. ლანძღვა-გინებით დაწყებული, წყევლა-კრულვით დამთავრებული და მათ შირის, ლოცვა და ნათესავების მოკითხვა, პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. ა, აგერ, ნახეთ ახლა, როგორ მოარგეს facebook-ს „სტუმარ-მასპინძელი“ : ზვიადაური is eating კეთილი ჯიხვის ხორცი with ჯოყოლა at Joyola’s sweet home. ა, აგერ, კიდევ, „აუუ რაა, რა უაზრობაა ცხოვრებაა, სურათი ვეღარ დამიპოსტავს ეს შურიანი გოგოები რომ არ გამოხტეეეთ“. უკომენტაროდ დავტოვებ. „აუ შენი ჩახუტება ყველაფერს მირჩევნიაააა, ტკივილამდე მენატრები და შენთან მინდააა“ - პოსტავს ჩემი შორეულზე შორეული ნათესავი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები - 11 წლისაა. თავის სათამაშო დათუნიას გულოსხმობს, ალბათ,არა?! ა, კიდევ, ვაკანსიაო. „ფუუ ზამთარს ვერ ვიტაან“. მოიცა, მოიცა, ვაკანსიაო?! რა არის აბა ერთი ვნახო?! ძიძას ეძებენ 3 წლის ბავშვისთვის. აქ რომ არ დაეპოსტათ, ისე ვერა?! მოიცა, მოიცა, ძიძაო?! იქნებ მივიდე გასაუბრებაზე? რავიცი, ამ ერთხელ მაინც რომ გამიმართლოს და ამიყვანონ... არა, არა, ამის ოცნების უფლება არ მაქვს მე. ჯერ მივიდე და თუ ამიყვანეს და ამიყვანეს მერე. ნომერი ამოვიწერე, მისამართიც და მოუთმენლად გავიხედე ფანჯარაში. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, რომ დამერეკა და გამეგო აიყვანეს უკვე ძიძა, თუ არა. ძალიან ავღელვდი. ან მეშველელებოდა, ან არა. ფანჯრის რაფაზე დავჯექი, წვიმისა და პიანინოს შესანიშნავი ხმების, შესანიშნავი ნაზავის, შესანიშნავი მელოდია ჩავრთე და სივრცეს გავუშტერე თვალი. არ ამომდიოდა თავიდან ფიქრები, რომ უკვე ამიყვანეს და გახარებული ვიყავი. ვერ ვერეოდი თავს, არ მეფიქრა ასეთი რაღაცები, რადგან თუ არ გამიმართლებდა, მერე უფრო მტკივნეული იქნებოდა რეალობასთან შეგუება, რომ მე ისევ უმუშევარი და უფულო ვარ. შემდეგ კონტროლზე საავადმყოფოში წასასვლელი ფული არ მქონდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ბინის ქირა იანვრის გადასახდელი მქონდა, სტუდენტობის სტატუსი შემიჩერდ. მაგარია ძალიან. იდეოლოგია, რომლითაც ბევრი მოძრაობს, მაგრამ სინამდვილეში, მას სულაც არ არსრულებენ: „ეძიე ყველაფერში კარგი“. ფიქრის დაწყებისთანავე ჩამმშხამდა. ვერც კი შევამჩნიე, როგორ გავიდა დრო. კარები რიჟვაძემ რომ შემოაღო, მერე გამოვერკვიე ფიქრებიდან. თითქმის 9 საათი ოყო. -დაყრუვდი? - შემომიბღვირა. -უკაცრავად?! - :სწერვამე: -რომ ვაკაკუნებ კარებზე საათ ნახევარია, არ უნდა გამიღო, თუ არ გძინავს? - თვალები გადაატრიალა. -მუსიკებს ვუსმენდი, თუ არ დაბრმავებულხარ და ვერ ხედავ. - არც მე დავაკელი. - რა გინდოდა? -რა მინდა და წამოდით სასაუზმოდ, მერე კი სათხილამუროდ, ძილისთვის ჩამოვედით აქ?! -ეს გააღვიძე და წაიყვანე. მე საქმე მაქვს. -საქმე? - თვალები მოჭუტა. -შენ ნაკლებად გეხება ეს. - თვალი ჩავუკარი გაღიმებულმა. ჩაიცინა. სალომე ისე ძლიერად შეარყია, დაფეთებული წამოხტა საწყალი, რა მოხდაო. არც გამოფხიზლებულა ნორმალურად, გაბრიელმა ოთახიდან რომ წათრია და მალე ჩამოდიო, დამიბარეს. კონტაქტებში მარიამის ნომერი მოვძებნე, ასე იყო მითითებული სახელი, შვილისთვის ვეძებ ძიძასო და შესაბამისად, ბავშვის დედა მარიამია. რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მიპასუხა. -დილამშვიდობისა. - მიპასუხა სასიამოვნო ტემბრის მქონე ალბათ უფრო გოგონამ, ვიდრე - ქალმა. -გამარჯობა, ბოდიშს გიხდით, ასე ადრიანად რომ გირეკავთ. მაინტერესებს, ძიძა ხომ არ აიყვანეთ უკვე? -არაუშავს. არა, ჯერ ვერა. - შექუხებული იყო ამ საკითხით, ეტყობოდა. ბავშვის ტირილიც მალევე მომესმა ტელეფონში. -გასაუბრებაზე მინდა მოსვლა... -დიახ, მობრძანდით. როდის გცალიათ თქვენ? -დღეს, საღამოს საათებში. რას იტყვით? -არაა პრობლემა. გელით. მაგარია! ძიძა ჯერ არ აუყვანიათ! პატარა,მ აგრამ მაინც ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი მიზანს. თუნ ვაკანსია ისევ თავისუფალია, შანსი ნამდვილადაა, რომ ამიყვანონ. აი, პოზიტივი. აღარ ვარ ისეთი წუწუნის მასტერი, ადრე რომ ვიყავი, მგონი, ხომ?! სწრაფად ჩავალაგე ბარგი. კოტეჯში იქნებიან-მეთქი და პირდაპირ იქ ჩავაჭერი. მართლაც, ჭამდნენ გამწარებულები. გამეცინა მათ დანახვაზე. თითო-თითო ბოთლი ნაბეღლავი ედოთ გვერდზე და ისე სვამდნენ, თითქოს საუკუნის მწყურვალები ყოფილიყვნენ. -მოიცა, ეგ ჩანთა რას ნიშნავს? - ჩემ დანახვაზე ჭამას თავი დაანება სალომემ და ფეხზე წამოდგა. -თბილისში მივიდვარ. -რაო? - ყურებს არ დაუჯერა. თვალები დამიქაჩა და გაბრიელსა და თავის შეყვარებულ-მეგობარს გახედა გაოცებულმა. -ასეთი მოსაწყენები ვართ, ერთი დღე ძლივს რომ გაჩერდი და ახლა გარბიხარ? - წარბები ასწია რიჟვაძემ. -ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ საქმე მაქვს აუცილებელი. -რა საქმე გამოგიჩნდა ამ დილაუთენია? -არ ცხრებოდა სალომე. -გასაუბრებაზე უნდა მივიდე. -რაის გასაუბრებაზე, გადაირიე? დღეს შაბათია და გასაუბრების დროა ახლა? -საქმეც ისაა, რომ შაბათია და დღეს სცალიათ. ძიძობას ვაპირებ, თუ ამიყვანეს. გაბრიელმა გადაიხარხარა. გაბრაზებულმა შევხედე. დამცინის ახლა ეს, თუ რას შვრება?! -ორშაბათს რომ მიხვიდე? - მოწყენილმა შემომხედა სალომ. -მანამდე რომ ვინმე აიყვანონ, ხომ გავაფრენ მერე? -კარგი, რა გაეწყობა. - დივანზე დაეშვა მოღუშული სახით და ტუჩები გამობურცა განაწყენებულმა. -კარგად იყავით და კარგ დასვენებას გისურვებთ. - ღიმილით გადავხედე სამივეს, ხელი დავუქნიე და გარეთ გამოვედი. ორ კოტეჯს ვიყავი გამცდარი, გაბრიელი რომ დამეწია, ჩანთან გამომართვა და მე წაგიყვანპ, მითხრა. ნამდვილად არ მოველოდი, ამას თუ იზამდა. სიტყვა „გაოცება“ ვერ გამოხატავს იმას, რაც მე ვიგრძენი. ეს გაოცებაზე გაასმაგებული რამ იყო. სალომემ გამოაგდო, ალბათ, თორე აბა თვითონ არ მოიფიქრებდა და.. -სალომემ დაგაშინა? - გადავიკისკისე. -რა თქვი? - ახლა თვითონ გაუკვირდა. -სალომემ დაგაშინა, რომ წაგეყვანე?! ძალით გაიცინა. ეს ირონიულობა დარუპავს ხალხს, თან შორის, მეც. მანქანაში ჩააწყო ბარგი. მთელი გზა გაბრიელის სიმღერებს ვუსმენდით. პირდაპირი მნიშვნელობით არა, რა თქმა უნდა, მისი გემოვნებით, უბრალოდ. თბილისამდე გზის ნახევარი გვექნებოდა გავლილი, მანქანა რომ გააჩერა გზის პირზე მდგარ რესტორანთან. წამოდი, ვჭამოთ, არაფერი გიჭამია დღეს შენო. - გასცა განკარგულება და გადავიდა. არადა, რომ ვიცი, რომ მგზავრობის დროს, როდესაც ვჭამ, ცუდად ვხდები მერე?! მოდი და უხსენი ახლა ამას, შენთვისვე და შენივე მანქანისთვისვე სჯობს, თუ არაფერს შევჭამთქო. როგორი სათქმელია?! თუ არა და, მცხეთაში ყოფნის არ იყოს, თავისი ხელით რომ გადმომიღო საჭმელი თეფშზე, ისე რომ ქნას ახლაც?! არა, მართლა შარში ვარ მე. -გაბრიელ, არ მშია მე! - გავძახე მანქანიდან. მობრუნდა, ერთი მანიშნა წამოდიო და გზა განაგრძო. ღმერთო, ასეთი შეუგნებელი რატომაა? ის ცალკე გაჯიუტდა, მე - ცალკე. ბოლოს იმაზე დავითანხმე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ყავას დავლევდი. მერე არც თვითონ არაფერი შეჭამა. პატარა ბავშვივით არაა?! გაგაცინებს კაცს. მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი, კარი რიჟვაძემ გამიღო, შემომხედა, თმა ამიჩეჩა და სიცილით შემოუარა მანქანას მეორე მხრიდან. რა ურთიერთსაპირისპირო ქცევები აქვს. მართალია, რამდენჯერმე მყავს ნანახი, მაგრამ მაინც ვერ ჩამოვაყალიბე მასზე რაიმე სახის კონკრეტული აზრი, ძალიან ამოუცნობი და ცვალებადი ხასიათის პიროვნებაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. დუმილში გავლიეთ დარჩენილი გზა თბილისამდე. მხოლოდ თბილისში რომ ვიყავით მერე მკითხა, თუ სად წავეყვანე. სახლში-მეთქი ვუთხარი და ისევ დავდუმდი. კორპუსის წინ გააჩერა მანქანა. დამშვიდობებისას ლოყაზე ვაკოცე, მადლობა გადავუხარე რომ ჩამომიყვანა და გადმოვედი. თვალი ჩამიკრა. გამეღიმა. მანქანა დაქოქა და წავიდა. გასაღები კარებს მოვარგე, მაგრამ ვერ გავაღე. როგორც ჩანს, დადეშელს საკეტში დაეტოვებინა გასაღები. ზარი დავრეკე. მალევე გამომხედა. მესიამოვნა მისი დანახვა, თუმცა არაფერი შევიმჩნიე. ჩვეულებრივად მივესალმე და სახლში შევედი. შხაპი მივიღე და გასაუბრებაზე წასასვლელად მზარება დავიწყე. კარზე დააკაკუნა დადეშელმა. სწრაფად შევიკარი ხალათი და კარი გავაღე. -მშია. - არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ მითხრა სათქმელი. ღმერთმანი, გულიანად კი გამეცინა. -კარგი, მალე მოვალ და მოვამზადებ რამეს. -ჩქარა, თორემ ამომხდა სული მშიერს. - ისეთი საცოდავი გამოხედვა ჰქონდა, ლამის ნახევრად შიშველი გავსულიყავი საჭმლის მოსამზადებლად. კარი ცხვირწინ მივუხურე, სწრაფად ჩავიცვი და სველი თმით გავედი სამზარეულოში. ამის გაშრობის დრო არ მქონდა, არც დადეშელი დამაცდიდა და არც მე ვიყავი ასეთუ უნამუსო, კიდევ მეცდევინებინა მისთვის. ლაპარაკის უნარი წამერთვა, სამზარეულოში გაშლილ მაგიდას რომ გადავხედე. მეგონა მართლა შიოდა, არადა თვითონ მოუმზადებია რაღაცები და აქეთ დამიძახა საჭმელად. არა, ერთვარი ირონიაა ამ ყველაფერში, შენ არაფერს აკეთებ, გოგო ხარ და მე ვაკეთებო. სიცილით გადავხედე კარებთან გაჯგიმულ დადეშელს, სიამაყით რომ გვიმზერდა მე და თავის მიერ გაშლილ მაგიდას ერთდროულად. სასაცილო სიტუაცია იყო და უხერხულიც, ამავდროულად. შებოჭილი ვიყავი და არც თუ ისე კარგად ვგრძნობდი თავს. -რატომ არაფერს ჭამ? ასე საშინელი გემო აქვს ჩემ მიერ შემწვარ ხინკალს? - მოღუშულმა გადმომხედა. მუცელში, ან უფრო სწორად კუჭის ზემოთ... რაღაც პატარა კვანძის მსგავსი შეიკრა და წამიერად გადამიკეტა სასუნთქი გზები. ერთი წერტილიდან, ჯერ მთელ მუცელში, მერე კი მთელ სხეულში გავრცელდა სუნტქვისშემკრავი მეტასტაზები. სასიამოვნო იყო, ნამდვილად. ლაზარეს ქცევა ჰგავდა, რაღაც... ამოუცნობს და თან, ძალიან ნაცნობს. ერთდროულად სასიამოვნოც იყო და გამაღზიანებელიც, რადგან ყველა კითხვაზე და კითხვეის უმეტესობაზე, პასუხები არ მქონდა, მე კი ძალიან მჭირდებოდა ისინი... ნიშნად იმისა, რომ მის მიერ შემწვარ ხინკალს „ასე საშინელი გემო არ ჰქონდა“, გადმოვიღე და გემრიელად შევექეცი. მართლაც რომ ძალიან კარგი იყო, მით უმეტეს, რომ მთელი დღე არაფერი მეჭამა და ძალიანაც მომშივნოდა. -ასე ადრე რატომ დაბრუნდი? - მკითხა დადეშელმა, ჭამას რომ მოვრჩით. -ძიძას ეძებენ და გასაუბრებაზე მივდივარ. -აჰა, გასაგებია, მაშინ ჯერ შენი თავი დავლოცოთ, სამსახურის გარეშე და მერე სამსახურიანადაც. - სიცილით წამოდგა ფეხზე, კარადიდან „ქინძმარაული“-ს ბოთლი გადმოიღო და ორივესთვის დაასხა. მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, მაგრამ თან თავს ვიკავებდი დალევისგან, ბავშვის გამო. -მაშ ასე, ჩემო ჯუნა, გაგიმარჯოს და წარმატებებს გისურვებ! - მოკლე სადღეგრძელოთი შემოიფარგლა ლაზარე და რამდენიმე ყლუპი ღვინო მოსვა. - ახლა სამადლობელი უნდა მოიხადო, არ გამოვა ეგრე. - ძალით მომაჩეჩა ღვინიანი ჭიქა ხელში. -დადეშელო, შენ თუ ასე ძალიან გინდოდა, რომ სამსახური არ მეშოვნა, გეთქვა თავიდანვე. გაკვირვებულმა შემომხედა, ალბათ ეგონა, რომ სერიოზულად ვეუნებოდი, მაგრამ მერე სიცილი ვეღარ შევიკავე და თვითონაც ამყვა. -ბევრს ხომ არ გაძალებ, არა? ერთი ჭიქა გონებას გახსნის, სხვა არაფერი. -კარგი, მაშინ, მადლობა დალოცვისთვის და შენც გაგიმარჯოს. ორი ყლუპი სულ დავლიე და ისე დავიჯღანე, გამიკვირდა მეორე წუთში კიდევ იქ რომ დავინახე ლაზარე. სუფრის ალაგებაში მომეხმარა. მე ჭურჭელს ვრეცხავდი, ის კი ამშრალებდა და ინახავდა. კურიოზებს იხსენებდა თავისი ბავშვობიდან და სიცილით მგუდავდა. საათს რომ შევხედე და მივხვდი, თუ არ ვიჩქარებდი, გვერდზე ჩამივლიდა სამსახურის ქონის პერსპექტივა, თავქუდმოგლეჯილი გავვარდი ოთახში და წამებში გამოვიცვალე. თმები ნოტიო მქონდა, მაგრამ არც გაშრობის დრო იყო. ოთახიდან რომ გავედი, დადეშელი კარებთან დამხვდა ატუზული, ჩაცმა მოესწრო და მეც უნდა წამოგყვეო - გაიძახოდა. მერე შეამჩნია, სველი თმა რომ მქონდა. მისაღებში დამსვა დივანზე, აი ისე, პატარა ბავშვს რომ რაღას ვერ შეაგნებინებ და ძალით გააკეთებინებ, თვითონ სააბაზანოდან თმის საშრობი მომიტანა და თვითონ გამიშრო. საერთოდ, ყოველთვის მიყვარდა, როდესაც თმაზე მეფერებოდნენ. დედაჩემთან მივიდოდი თუ არა, იცოდა რა ძალიან მომწონდა თმაზე შეხება და სულ მეფერებოდა.. დედაჩემიც და მამაჩემიც და ახლა, როდესაც ამდენი ხანი არავის გაუკეთებია ეს, ტკივილამდე მესიამოვნა... ერთად დავტოვეთ სახლი. მარიამთან მისულს, ქუჩაში მელოდებოდა, სანამ მე გასაუბრებაზე ვიყავი. წარმოშობიდან დაწყებული, ბოლო წამამდე დამთავრებული, თითქმის ყველაფერი გამომკითხა მარიამის დედამთილმა, ანუ იმ პატარა ბიჭის ბებიამ, ვისთვისაც ძიძას იცნობდნენ. რომ მკითხეს, თუ რატომ გადავწყვუტე ძიძობა და რაში მჭირდებოდა ეს ფული, ან როგორ გავაპიარედი საკუთარ თავს, რომ მე ავეყვანე, ვუთხარი, რომ მე თვითონაც ბავშვს ველოდებოდი, მის უზრუნველსაყოფად და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მჭირდებოდა ეს ფული. მხოლოდ თავი დამიქნია წამოსვლის წინ. არაფერი უთქვამს სხვა, ბოლოს მარიამმა მითხრა, ყველაზე მეტად შენ მოეწონე, ჩემს წუნია დედამთილს და ხვალ თუ არავინ მოვიდა შენზე უკეთესი, დიდი ალბათობით შენ დაგიქირავებთ ძიძადო. ძალიან საყვარელი ბავშვი ჰყავდათ. თოკოს ეძახდნენ. თვითონაც მოვეწონე და მეც მალევე შემიყვარდა უკვე. დიდი ალბათობით, დაგიკავშირდებით ამ დღეებშიო. ცამდე გახარებული გამოვედი მათი სახლიდან. თავი ვერ შიევიკავე და დადეშელს ჩავეხუტე. გაეცინა მას და თვითონაც მომხვია ხელები. -რაო, აგიყვანეს? -ჯერ არა, მაგრამ დიდი შანსი მაქვს. -ძალიან კარგი! ხოდა აღსანიშნავად კინოში წავიდეთ! ________________ შეიძლება მოთხრობის წერა შევწყვიტო-მეთქი და გამოჩნდით :დდ ველოდები შეფასებას, მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ ამ თავის, დიდი არაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.