შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 გარდამავალი წამი (ნაწილი მეხუთე)


18-04-2015, 09:20
ავტორი დინა
ნანახია 2 107

***
როგორი სისწრაფითაც მოედო ქალაქს გადრანის ჩამოსვლას შესახებ
ისე სწრაფად გავრცელდა მისი წასვლის ამბავიც
რა ვიგრძენი
... ისეც აღარ როგორც პირველად
მივეჩვიე
ანდა მან მიმაჩვია

***
ბათუმიდან ისე რუჯიც ჩამოვედი
დაჩი დამცინოდა ექვსის მერე აღარ ჩანხარო
მაგათ მეტი რა უნდოდათ ოღონდ რამე სახუმარო ენახეთ მერე მთელი თვე ყოფნიდათ
29ში იყო ქორწილი
ვღელავდი მაგრამ არა ისე როგორც წამომედგინა
ისეთი ლამაზი ვიყავი ვახომ დაცვა ხომ არ გამოგაყოლოვო ეჭვის თავლით შემომხედა
მაგრამ ისეთი დავუბრიალე თვალები ხმა აღარ ამოუღია
ნუციკო ისეთი ლამაზი იყო ფერიას გავდა
ყველა ჩემს ნაცნობ-გადრანს მოეყარა თავი
მხოლოდ ერთს ვერ ვხედავდი
ჩემთვის მნიშვნელოვანს
მალევე გამოჩნდა
არ დამინახავს
ვიგრძენი
არა ვერ მიხვდით... არანაირი გულის აფანცქალებები და ჩხვლეტები არ მქონია მარცხნივ
ხალხის ჩურჩულმა და ჩემკენ მომართულმა უამრავმა თვალმა მიმახვედრა...
მერე ისიც გამოჩნდა...
ჯინსი ეცვა,ცისფერი პერანგი და ხელში აწ უკვე გადაკიდებული კოსტუმი თუმცა მანტოს უფrო გავდა სიგრძით
მოკლედ ვიდზე იყო როგორც ყოვეთვის და სუსტი სქესის წამომადგენლებს ”თვალებს თხრიდა ”
ნუციკოს გვერდით ვიჯექი როცა ჩვენკენ წამოვიდა მალულად ვაპარებდი თვალს აქეთ მომავალს,ნუციკო რომ დაინახა საბა წამოხტა და მაგრად ჩაეკონა,მერე კარგადაც გამოლანძღა დაგვიანებისთვის მაგრამ დეიდაშვილის სიყვარულმა სძლია და მაგრად ჩაეხუტა...
მეც მერგო წილი ჩახუტება...
მერე ჩემკენაც წამოვიდა ,გამიღიმა
ჩამეხუტა ,კომპლიმენტიც დავიმსახურე <<რა ლამაზიხარო>> საფეთქელთან მაკოცა და დატოვა სუფრა
ესეც ჩვენი შეხვედრა...რიგით მერამდენე სათვალავი ამერია,იმდენჯერ წავიდა და ჩამოვიდა...
ქორწილი დიდი პომპეზურობით მიმდინარეობდა...
პატარძლის ყვავილების თაიგული მე მერგო წილად საიდან მოხვდა ჩემ ხელებში ახლაც კი ვერ ვხვდები სულ არ ვიდექი იმ წრეში
უეჭველი გადანის გაჩალიჩებული იყო ნუციკომ რასაც ქვია მესროლა თაიგული,ინსტიქტურად საბას გავხედე რომელიც მიღიმოდა და ჩემი მზერის შემჩნევისას თვალი ჩამიკრა...
დალევა მინდოდა მაგრამ ვერ ვბედავდი მეშინოდა სისულელები არ მეკეტებინა,
მაგრამ ხელი მაინც გამექცა ჭიქისკენ ერთს მეორე მოჰყვა მეორეს მესამე
მეც კარგად გამოვთვერი
ფეხზე რომ ავდექი თავბრუ დამეხვა,მაგრამ არ შევიმჩნიე.გიოსკენ და სტასისკენ გავემართე,ისიც კარგად იყვნენ შეზარხოშებული,ვიცეკვე ავიღეთ რესტორანი
ჩემი ადგილისკენ ვბრუნდებოდი სიძის მეჯვარემ რომ გამაჩერა წამო ვიცეკვოთო,მეც გავყევი.ისეთი ნელი მუსიკა ჩაირთო ლამის გუკას მხარზე ხვრინვა ამოვუშვი...გუკა დამცინოდა ამდენი რამ დაგალევინაო
ბოლოს ძლივს მივაღწიე ჩემს მაგიდანმდე ცოტახანი დავჯექი და თვალები დავხუჭე ნაცნობმა სურნელმა რომ მომიღიტინა ცხვირში გამეღიმა თვალები ოდნავ გავახილე და საბა რომ დავინახე ჩემ გვერძე უფრო ფართოდ გავხენი ბაგე...
ხელი გადამხვია და ჩამეხუტა
უკვე ორი იყო დაწყებული ხალხი მიმოდიოდა მე ისევ საბას ხელზე მედო თავი,სენტიმენტები მომაწვა,მენატრებოდა ის ოთხი თვე არც ისე მშვიდი მაგრამ სიყვარულით სავსე მენატრებოდა გადრანის ლურჯი თვალები მენატრებოდა მისი ჩახუტება
პირველი ჩხუბი გამახსენდა და გამეღიმა...
მას ავხედე რომელი თმაზე ხელს მისვმდა და ახლაც ცდილობდა ჩემი ”კოსის” ჩამოშლას,თმები ჩემს მხრებს რომ დაეფინა მერე მომაქცია ყურადღება,დებილებით ვუღიმოდით ერთმანეთს,იქნება მასაც ახსენდებოდა რამე ”ჩვენზე”
გადრანმა მიმიყვანა სახლშნი ნახევრად მძინარე სადარბაზოსტან შემაღვიძა და კარებამდეც მიმაცილა...
საფეთქელთან კოცნით დამემშვიდობა და წავიდა
ზოგჯერ სიტყვები ზედმეტი...ჟესტები სიყვარულის გამოხატვის ყველაზე დიდი საშუალებაა...
***
”ოჯახობა” მილანში გავუშვი მივლინებით
დედაჩემი ეიფორიაში იყო ისე უხაროდა 25 წლის თავი გვისრულდებაო
ასეთ საჩუქარს ვერც ვინატრებდიო
ალბათ არ ელოდა ვახოსგან...
ვახოს ფული აქვს მაგრამ სურპრიზებში ”უჭირს” ცოტა...
აი ასე წავიდნენ და დაგვტოვეს მარტო
გასვლისას შემოგვძახეს იმედია სახლს არ გადაწვავთო...
დაჩიც წავიდა...
დაჩიმ ბიჭებს ავყრი წყნეთშიო(ვიცოდი მაგის ბიჭები,აყრიდნენ ბოზებს და ერთი კვირა გადაბმულ ლოთობას მიჰყობდნენ ხელს) სანამ ვახო ჩამოვა ყველაფერს მივალაგებო დამამშვიდა...
არ ჩავერიე გავუშვი...
მომდევნო საღამოს თეტრში უნდა წავსულიყავი
წინა ღამეს კი გათენაბა მომიწია
ფილმებს ვუყურებდი
60-იანი წლების იყო
მარლონ ბრანდო თამაშობდა
ვერ მოვწყვიტე თვალი ეკრანის
გამთენიისას ჩამეძინა...
შესაბამისადაც დილით მაღვიძარას 10 ზარზე გამეღვიძა
ერთი მოყუდებით დავლიე ყავადა და სახლიდან გავვარდი
ჯერ ”სამსახურში”
<<ვახოს გაჩალიჩებული იყო ეს ადგილი იმის გამო რომ წელის გამოტოვებას ვაპირებდი სულ უსაქმოდ რომ არ ვყოფილიყავი თავისი კომპანაში მომისაჯა 2 საათით ჯდომა.თუმცა უმადურიც ვერ ვიქნებოდი,ალბათ საქართველოში (არამარტო )ერთადერთი ვიქნებოდი ვისაც არაფრისკეთებაში ამხელა თანხას უხდიდნენ>>
8სრულდებოდა გამოკვაბზული რომ ვესტუმრე მარჯანიშვილის თეატრს,სტასი აიყვანეს მსახიობად მაჯანიშვილის თეტრში,მისი იქ მუშაობის პირველი ”ანაზღაურებადი” სპექტაკლი იყო
აბა როგორ გამოტოვებდი
საგრიმიოროში შევაჭერი და სტასიკუნა ვნახე საოცრად აფორიაქებული
ბევრი დავცინე და გამოვედი
მეც მეგობარი მერქვა
მაგრამ რა მექნა არ მეხერხება ეს გამხნევებები...
სპექტაკლმა უმაგრესად ჩაიარა
აღსანიშნად ბარში მივედით ,ბევრი არ დამილევია სულ ორი ჭიქა და მალევე წამოვედი
სტასი კი დავტოვე ახალ კოლეგებთან ერთად
სახლში მშვიდობით მივედი
კარებს ვაღებდი ლექსომ რომ დამირეკა ყავა გამიკეთე და 10 წუთში მანდ ვარო
სინათლე ავანთე,ქურთუკი გავიხადე და…
ჩემმა კივილმა მისაღებში დაკიდებული ჭაღი შეარყია.
შიშისგან ჩავიკეცე!
ჩემს საკუთარ დივანზე წამოკოტრიალებული გადრანი რომ დავინახე თვალები შუბლზე ამივიდა
ასე მშვიდად წამოკოტრიალებულიყო და სიგარეტს ეწეოდა
-ავადმყოფი ხარ ?!სერიოზული სახით დავუსვი კითხვა
-ავადმყოფი მე!-სერიოზულად განმიცხადა
-მეგონა რომ გაიზრდებოდი...ღმერთო როგორ გაკლია -ხელში გასაღები მეჭირა და ვესროლე.
-სროლებს არ ვართ -ხელები მაღლა ასწია დანებების ნიშნად...
-სროლები კი არა ვერ ხარ შენ ?გაკვირვებული ვუყურებდი ჯერ კიდევ აგონიაში ვიყავი
ჩემს დივანზე გადრანი სიგარეტით ხელში
-ისე ოპერის მომღერლობა დაგმშვენდებოდა ისეთ ხმაზე შეჰკივლე მიკვირს ვენერა როგორ არ შემოვარდა აქამდე-სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო რომ ზარის ხმა გაისმა
ვენერა იყო...
ისეთი ისტერიული სიცილი აუტყდა,რომ მეგონა, გაიგუდებოდა...
მეც გამეცინა გადრანზე არა მის სიტყვებზე
ვენერა მშვიდობით გავაცილე
საბას მივუბრუნდი
არ მეჩვენებიდა,
არც დამსიზმრებია
ორი ნაბიჯი გადავდგი და სკამს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი.
-ანუშკი...
-რატო მოხვედი
-მომენატრე-სერიოზულად ამომხედა
-მერე ვისაც მოვენატრები ყველა რომ მომადგეს...-არ დამამთავრებინა
-მე ყველა არ ვარ ანუშკი!-ეს მისი ხმა არ იყო
ზარის ხმამ განმუხტა სიტუაცია...
ლექსო მოვიდა..
მისი გაოცებული სახე უნდა გენახათ ჩვენ რომ დაგვინახა ერთად
მე რა გადრანი, რაღაც არასასიამოვნოდ შეხედა მერე გადრანმა რაღაც ანიშნა,მე ვერ გავიგე ...
ლექსო მომიტრიალდა
-ყავა რას შვება ანუკ?-ახლა უკვე გაღიმებულმა გადმომხედა
-გზაში უნდა ყოფილიყო მაგრამ ზოგიერთებმა უკან გააბრუნეს-გადრანზე ვანიშნე
-ხოდა მიდი ახლა მიცუნცულდი და გააკეთე ყავა,საბუშ ხო დალევ
-კი უშაქროს -მე გადმომხედა და თვალი ჩამიკრა
10 წუთში უკვე მაგიდაზე დავალგე გამზადებული ყავის ფინჯნები
-თქვენის ნებართვით დაგტოვებთ,ლექსო კარები ჩაკეტე რომ წახვალთ ...
დემონსტრაციულად დავტოვე მისაღები და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი...


***
იმის და გამო რომ უკვე სექტემბრის შუა რიცხვები იყო აბა თბილისში რა უნდა მეკეთებინა
ავბარგდი და კოჯორში ვახოს ”ქოხში” წავბარგდი
სახლი დიდი ხანი ჰქონდა დაკეტილი მაგრამ შემდეგ მისი გასათხოვარი პიცოლა ჩაასახლა...
ლერაჩკა სამოც წელს მიტანებული ”დამა” ქალი იყო და მშვენივრად გამოიყურებოდა მისი ასაკის მიუხედავად...
ორი მვიდი დღე გავატარე
მეგონა მტელი კვირა ასე გაგძელდებოდა მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა ხოლმე
ესეც სწორედ ის შემთხვევა აღმოჩნდა
უკვე თორმეტი ხდებოდა ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა
ნომერი რომ დავინახე გულმა წამებში მილიონი დარტყმა განახორციელა
რამოდენიმე წამი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად
ვუპასუხე...
-ანუკ რას შვები?
-მცივ-მცხელა-სრულიად სერიოზულად ვუპასუხე-შენ?
-გცივა თუ გცხელა?დაბნეულმა მიპასუხა
-პლედით მცეხლა უპლედოდ მცივა,საშენო ამინდია,გაგისწორდებოდა-სიტყვის დამთავრება იყო და ენას კბილი დავაჭირა ,ვინანე ასე უცბათ გაშინაურება
მართალია როჟების კერვა არც თავიდან დამიწყია მაგრმ გაბრაზებული ვიყავი,დიდი ამბავი ცოტახანი ეხვეწნა
21 საუკუნის ”დედაც ვატირე”
გოგო ვარ მე...ხოდა მეხვეწოს...
-კაი, მაშინ გარეთ ვარ და გამოდი – მიპასუხა
-მეღადავები?-ხმა შემცვალა
-ნწ-ისეთი დამაჯერებელი იყო მისი ხმა შეპასუხება ვერ გავბედე
-ვერა,გვიანი თან...-ღმერთო ეს ბიჭი არასდროს მამთავრებინებდა წინადადებას
-რა იყო მოგიტაცებენ?
-თუნდაც-თავდაჯერებულობის პიკი მქონდა
-ლერაჩკას სძინავს უეჭველი ვიცი დაბოლებებს არ ვართ ხუთ წუთში გარეთ იყავი თორე ავიღე კოჯორი...
-შანსი არაა
-ანუკ ვიწყებ
სიგნალის ხმა მოსწვდა ჩემს ყურებს რომელსაც მალვე მუსიკებიც შეუერთდა
-მხოლოდ 15 წუთი გაქვს
-მთელი დარჩენილი ცხოვრება მაქვს მე! გამოდი
თმააბურძგნული კეტებისა და დიდი მაისურის ამარა (მუხლამდე მწვდებოდა ) გავედი გარეთ
მანქანაზე იყო მიყუდებული...
სიგარეტს ეწეოდა
ალბათ
პარლამენტს...
მეც მომინდა
ჩემს დანახვაზე ყურებამდე გაიკრიჭა
მოვიდა და თმა გამისწორა
ღიმილი არ შორდებოდა
ალბათ იმიტომ რომ როგორიც დამტოვა ისეთი დავხვდი...
რომ მორჩა ჩემი ”ვარცხნილობის” გაკეტებას პირველმა მე დავარღვიე დუმილი
-აქ რა გინდა?
- მეც მიხარია შენი დანახვა – თავი გამოიშტერა
- რატომ მოხვედი? – კითხვა შევცვალე მე
-ვარცხნილობის გასაკეთებლად-სერიოზულად განაცხადე თავი მიმატრილაბინა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ჩემს ”ვარცხნილობას”
-ხო დაამთავრე ახლა წადი
-ასე ადვილია არაა შენი დამტოვება-გაიღიმა
მე არ მეღიმებოდა
კანკალი ამივარდა
სუნთქვა შემეკვრა და მივხვდი, როგორ მეტკინა მარცხნივ...
-ადრე არ გაგჭირვებია,ახლა მითუმეტეს...წადი...
გამოვტრიალდი...
შემაბრუნა
ხელს არ მიშვებდა
თვალებში მიყურებდა,თითქოს რაღაცას ელოდა ,ბოლოს გაიღიმა არამქვეყნიურად
მარჯვენა ხელი მოიქცია ორივე ხელით და უსახელო თითზე თვალის დახამხამებაში ბეჭედი გამიკეთა.
-მთელი ცხოვრება ანუშკი ,მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ან შენთან ან იქ საიდანაც აღარ ბუნდებიან
ახლაღა დავინახე როგორ გაიელვა ქამარში ჩარჭობილმა იარაღმა
ცრემლები წამომივიდა
ჩემს უბედობას დავტიროდი
რაღა მე შემიყვარდა გიჟი!
უარი მეთქვა გავწირავდი თანხმობა ?
თანხმობა ძალადობის ქვეშ
გამაცია
-არასოდეს.არასოდეს აღარ დამემუქრო შენი სიცოცხლით
გულზე ხელებს ვურტყავდი და ბოლო ხმაზე ვბღაოდი...
ისტერიკა დამემართა
ის კი იდგა და იღიმოდა
ძლივს მოვიკრიბე ძალა რომ ერთი სიტყვა მეთქვა
- წადი!
- არ წავალ! მაშინაც რომ წავედი, სისულელე გავაკეთე.
-დამანებე თავი! – ტირილს მოვუმატე
- გამორიცხულია..
- ვერ გაპატიე, რომ წახვედი.
-მაპატიებ ოდესმე ხო მაინც მაპატიებ,გიყვარვარ დღესაც ისევ ისე როგორც მაშინ
-ღმერთო რა ნაგლი ხარ -ხელებში ჩარგული თავი ავწიე -კიდე ჩემს გრძნობებზე რომ ლაპარაკობ აღარ მიყვარხარ! გადრანი აღარ! ეგ სამი წლის წინ იყო...
-ჩემს იქით ხო იცი რო გზა არ გაქვს
-მაქვს...სხვა მიყვარს ,დამაცადე ბედნიერი ვიყო
ჩემს სიტყვებზე გადიხარხარა
-ისევ ისეთი სულელი ხარ ანუშკი გაეცინა მაგრად ჩამიკრა გულში ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად და სახლში გამომიშვა
ბოლოს მომაძახა ისე როგორც სამი წლის წინ
-შენზე მაგრად თუ ვინმე მიყვარდეს მე ვიყო არასწორი ...
გამეცინა
ჩემს წინ ხო საბა გადრანი იდგა ,რომელზეც მთელი სამი წელი ვოცნებობდი...
სიყვარულის სიტყვები რომ გაიგონო მას მოახლოების საშუალებაც უნდა მისცე,თუმცა როცა გვიახლოვდება გვაშინებს და უკან ვიხევთ ის ხო ჩვენ ნებასა და საქციელს არ ემორჩილება
ცხოვრების უდიდესი ნაწილი სიყვარულია -დანარჩენი ერთფეროვნება...მხოლოდ და მხოლოდ რუტინა ,ყოვედღიური რუტინა...


***
ისევ ერთად
ისევ მე და ის...
თუმცა ეს რამდენხნიანი იყო არ ვიცოდი
ყოველთვის მეშინოდა ბედნიერების
ის ხომ სამუდამოდ არ გძელდება
მე კი იმდენად ეგოისტი ვარ მიჭირს იმის გაშვება რაც ასე მიყვარს
მის გარეში კი ერთხელ უკვე მოვკვდი
ალბათ მის კიდევ ერთხელ წასვლას ვეღარ გადავიტანდი

***
თუმცა არ წასულა
ნეტავ წასულიყო...
ნაკლებ ცუდი მოხდებოდა

***
ჩვენგან უნებლიედ ხდება რომ ბედისწერის გვჯერა
და მართლაც არსებობს ნეტა
ვინ წერს ანდა შეგვძლია ჩვენ მისი მართვა
მე რომ შემძლებოდა...
ღმერთო რომ შემძლებოდა ყველაფერს შევცვლიდი
ნეტა მექნებოდა ძალა გადრანი წამეშალა და შემდეგ რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე

***
რომ არა 27 აპრილი...
გარეთ თბილოდა ძალიან სასიამოვნო სასეირნო ამინდი იყო აი ისეთი სიარული,რომ არასდროს არ მოგბეზრდებოდა
გარეთ ვიყავი იოსებიძეზე ავდიოდი საშინენელი დაჯახების ხმა რომ გავიგე
იმ ადგილისკენ წავედი უფრო სწორეად გავიქეცი საიდანაც ხმა მოდიოდა
სანახაობამ შემძრა
ორი მანქანა ერთმანეთზე იყო ალეწილი
არც სანომრე მარკები და ვერც მანქანის მოდელები, საერთოდ ვერაფრის გარჩევა ვერ მოვახერხე სასწრაფოც მალე მოვიდა
აუარება ხალხი ირეოდა გარშემო,უკვე გამობრუნებას ვაპირებდი შავი მანქანამ რომ მიიქცია ჩემი ყურადღება.მძღოლის მხარეს იჯდა ბიჭი რომელის ხელი მოჩანდა,ხელზე კი ზუსტად ისეთივე საათი ეკეთა რომელიც...
ჩემი ფიქრების შემეშინდა ვერ გავიაზრე უბრალოდ არ შემეძლო
ვერ წარმოვიდგენდი
უბრალოდ ცოცხლად დავიმარხებოდა
მანქანისკენ გავიქეცი პოლიციამ არ გამიშვა
სასწრაფო რომ მოვიდა გადრანი დავინახე მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი ოფიცერს მოვატყუე ცოლი ვართქო და გამიშვა...
მისი ხელი მქონდა ჩაბღაუჭებული
ვერ ვუშვებდი
მეგონა ხელს თუ გავუშვებდი სამუდამოდ დამტოვებდა
ჩემი ტვინი ვერ ახერხებდა გადახარშვას,ფიქრის უნარს ვკარგავდი
მხოლოდ მის სათითაო ამოსუნთქვას ვისმენდი,ჯერ კიდევ ჩემთან იყო...


***
რამედენიმე დღე იყო გასული
მისი მდგომარეობა მძიმე იყო
გონზე არ მოჰყავდათ ტკივილებს ვერ გაუძლებსო...
უამრავი ადამიანი იყო მის გარშემო
დედამისი ნანი ყველაზე მეტად განიცდიდა...ანდა როგორ არ განცდიდა მისი ერთადერთი შვილი იყო საბა...
ნანიმ რომ დამინახა მოვიდა და გულში ჩამიკრა ,
ატირდა ვერ ვაწყნარებდი
აღარ შემეძლო იქ გაჩერება გამოვედი
და იქვე ეკლესიაში შევედი
ხატის წინ მუხლმოყრილი დავდექი და ვგრძნობდი ჩემს ცრემლებს არ შემეძლო მეთხოვა მისი გადრჩენა იმიტომ რომ ვიცოდი რომ აუცილებლად გადრაჩებოდა მწამდა მისი ჩვენი სიყვარულის
ის ასე ვერ დამტოვებდა სამუდამოდ
სასწაულები ხო აუცილებლად ხდება თუ ვინატრებთ
გადრანი ჩემთვის მოვლენილი სასწაული იყო და არ მივცემდი დანებები უფლებას
მის პალატაში შეგვიშვეს
ჯერ ნანი შევიდა
მერე მეც მომცეს ნება რომ შევსულიყავი
გადრანის დანახვაზე ტირილი მომინდა
ფეხაკრებით მივედი მასთან
თავი გულზე დავადე და ხელი ჩავკიდე....
ვიგრძენი როგორ აუჩქარდა პულსი
ვგრძნობდი რომ ისიც მგრძნობდა
მისი გულისცემაც ისეთი ჩემეული იყო...
მხოლოდ ჩემი...

მჯერა,უბრალოდ მჯერა რომ ის აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან,მთელი ცხოვრება მის უძირო ლურჯ თვალებს ვუყურებ,გვეყოლებ ძალიან ბევრი შვილი და დიდი რუდუნებით ავიტან მის სვანურ გაჭედვებასაც...მჯერა ბედნიერი დასასრულის...რომელიც ჩვენს ისტოიას ექნება ...კიდევ ძალიან ბევრი ბედნიერი დღის მჯერა რომელიც გვექნება და სიყვარულის ,რომელიც მარადიულად იარსებეს ჩვენში...
და ბოლოს
სიყვარული ხომ რწმენის გამოვლინებაა...



დასასრული
2015წ.


ე.ი. ჩემი სიახლე წაიშალა რაღაცა დავარღვიე :დ და მომიტევეთ ,ეს სულ ბოლო თავია.იმედია მოგეწონებათ... ფბზე თუ სუვილი გექნებათ დამამატეთ დი ნა-თი ვარ,რაც შეეხება დასასრულ თქვენთვის მომინდია...მე პირადად ძალიან გამიჭირდა დამთავრება...ხო არ მინდოდა ვყოფილიყავი ბანალური მაგრამ მგონი მაინც ვერ ავცდი.რაც შეეხება წინა ისტორიას ისიც წერის პროცესშია და აუცილებლად დავასრულებთ (ეს ნიუსი :დ იმათთვის ვინც კითხულობდა ) მადლობა მადლობა მადლობა თქვენ...



№1  offline წევრი Tako_Latibashvili

Auu ra sayvarlobaa iyoo ^^
Ragacnairad gamatbo
Ise kide ro gaagrdzelo ara?
Velodebi axal motxrobas
oqro xar ^^
warmatebbi ^^^


p.s meored vkitxulob ukve :dd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent