შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუტას ამოფარებული სექსუალური ჯიჰადი (მეოთხე თავი)


27-08-2015, 05:43
ნანახია 2 248

მეოთხე თავი - ამბავი შუაზე გაყოფილი ნამცხვრის შესახებ... და ვიზიტი ,,დლინის საოცრებათა მაღაზიაში"

ერაყი, სადღაც ჯურღმულში, 2015 წლის მარტი

ჩემი გაჩენიდან სამ წელიწადში სამირასაც შეეძინა ქალიშვილი. შვილს კადისა დაარქვა. იმ დღიდან ზეჰრა და სამირა დაუძინებელ მტრებად გადაქიცნენ. ორივე ფულიან სასიძოს და ელიტარულ ოჯახს ეძებდა. კადიშას გრძელი, ხშირი, შავი წამწამები და იგივე ფერის ტალღოვანი თმა ჰქონდა. პატარაობაში ლამაზი იყო, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო დამშვენდა. დედაჩემი შურით ივსებოდა და მასთან ურთიერთობას კატეგორიულად მიშლიდა.

ჩემს დაბადების დღეს პომპეზურად არასდროს არ ავღნიშნავდით, მაგრამ მაინც სულმოუთქმელად ველოდი. გაღვიძებისთანავე ჩემს ძმას ვხედავდი, ხელში დჰეინი ეჭირა და სიყვარულით მიღიმოდა. ჩვენს ოჯახს უჭირდა და ტკბილეული ჩვენთვის ნამდვილად ფუფუნება იყო. სპეციალურად ჩემი საჩუქრის საყიდლად ჯამარი ხან პურს აცხობდა, ხან ტვირთს ეზიდებოდა, ძალიან ცოტას უხდიდნენ. დჰეინს ბედნიერების გემო ჰქონდა. მჯეროდა, რომ ვინც მას ხშრად ჭამდა დიდხანს იცოცხლებდა. ვოცნებობდი ფული მქონოდა და ჯამარი ტკბილეულით მეც გამენებივრებინა.
-მოკბიჩე, გთხოვ... - ვეხვეწებოდი ჩემს ძმას.
-არ მიდა. შენთვის რომ ვყიდულობდი იქვე ვჭამე.
-მატყუებ...
-რატომ მტკენ გულს, გგონია მატყუარა ვარ?
-ერთი ლუკმა მაინც...
-არ მინდა-მეთქი, დაიკო...
ისე გამოდიოდა რომ მთელ ნაჭერს მე ვჭამდი. ჯამარი კი მიყურებდა და სიხარული არ შორდებოდა სახიდან. მის გამომეტყველებას რომ ვიხსენებ ახლაც მეტირება...
თერთმეტი წლის რომ გავხდი ნამცხვრით ხელში სახლის უკან გავცუნცულდი და ჩრდილში მოვკალათდი. დჰეინს ჯერ ვუყურე, შემდეგ თვალები დავხუჭე და მისი შეუცვლელი არომატი შევისუნთქე. მუცელში პეპლები დაფრინავდნენ, უნებურად მეღიმებოდა, პირი ნერწყვით მევსებოდა. უეცრად მზერა ვიგრძენი. ეზოს თვალი მოვავლე და მორყეულ, ალაგ-ალაგ ჩამონგრეულ ღობესთან კადისა დავინახე. თავი ოდნავ ჩაექინდრა, მორიდებულად მიყურებდა და ტუჩებს ილოკავდა. ნამცხვარს დავხედე, მერე მზერა კვლავ მეზობლის გოგოსკენ გადავიტანე და წამოვდექი.
-გამარჯობა. - მივესალმე და ცალი ხელით მტვრიანი კაბა დავიფერთხე. - კადისა გქვია, არა?
-კი. და შენ...
-ფარჰანა.
-შენი სახელი მომწონს.
-მეც, იმიტომ რომ ჩემმა ძმამ დამარქვა.
ღობეს მივუახლოვდი. მე და კადისა ერთმანეთის პირისპირ ვიდექით.
-დაბადების დღე მაქვს.
-გილოცავ. ალაჰი იყოს შენი მფარველი.
-ამ ნამცხვარს ,,დჰეინი“ ჰქვია. - ხელი მისკენ გავწიე და ნუგბარი უკეთესად დავანახე.
-გემრიელად გამოიყურება.
-გავიყოთ? - ვკითხე და პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავტეხე.
იმ მომენტში არაჩვეულებრივი აღმოჩენა გავაკეთე: საჭმელი (ნუგბარი) განსაკუთრებით გემრიელია როცა მას სხვასთან ერთად შეექცევი. ნამცხვრის გაყოფით დაიწყო ჩემი და კადისას მეგობრობა.
-რატომღაც დედა შენთან ლაპარაკს მიშლის... - გულისწყდომით წარმოთქვა ჩემმა მეზობელმა და გატკბილული თითები გაილოკა.
-დედაჩვენებს ერთმანეთი არ მოსწონთ.
-ძალიან ცუდია... იქნებ მათაც ჭამონ ერთად დჰეინი და შერიგდნენ?
-მომავალ დაბადების დღეზე ვცდი...
(სამწუხაროდ, ასეთი დაბადების დღე არ დადგა...)
-დედაჩვენები სულ მართლები მარტო იმიტომ ვერ იქნებიან, რომ უფროსები არიან... - წაიბუზღუნა კადისამ. მის ბუზღუნში იმაზე დიდი ჭეშმარიტების მარცვალი იდო, ვიდრე თავად წარმოედგინა... მტყუან-მართალი ასაკის მიხედვით არ განირჩევა.
-დჰეინის გამოგონების ისტორია გაინტერესებს?- ღობესთან ჩავჯექი.
-ძალიან!- კადისა სმენად იქცა.
-დჰეინი სპეციალურად სულთანის ოჯახისთვის შექმნეს. ერთხელ მცხობელს ქალიშვილი ავად გაუხდა და სიკვდილის წინ ბოლო სურვილი აუსრულა. ნუგბარის დაგემოვნების შემდეგ გოგონას სასიცოცხლო ძალები დაუბრუნდა! წარმოგიდგენია?!
-დაუჯერებელია! - აღტაცებისგან თვალები გაფართოებოდა.
-დღეგრძელობისთვის დჰეინი უნდა ვჭამოთ! სწორედ ამიტომ ჯამარი ყოველ დაბადების დღეზე ამ ნამცხვრით მიმასპინძლდება. - თავმომწონედ გავიბადრე. ეს ამბავი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ მასზე იმდენად ხშირად ვფიქროდი, რომ ბოლოს თავადაც დავიჯერე.
- მე კი არასდროს მაძლევენ დაბადების დღეზე საჩუქარს... - კადისას ქუთუთოებზე დარდმა გადაურბინა და ცხვირი ჩამოუშვა.
-არ მოიწყინო. გპირდები, მე გაჩუქებ! - ჩემი სიტყვები დამაჯერებლად ჟღერდა.

* * *
ფალუჯაში ერთ ვაჭარს ხმა გაუვარდა. ქალაქ-ქალაქ დადიოდა და უნიკალურ ნივთებს აგროვებდა. ამბობდნენ, რომ მისი კარავი სავსე იყო: ანტიკვარიატით, უცხოური სამოსით, ძვირადღირებული ჭურჭლით, სპარსული ხალიჩებით, ორნამენტებიანი თავსაბურავებით, ძვირფასეულობით, ლამაზი ბიჟუტერიით, სუვენირებითა და მოჯადოებული ნივთებით. გადამყიდველს დლინი ერქვა. არავინ იცოდა ეს მისი ნამდვილი სახელი იყო თუ არა... აღნაგობაც მისტიკური ჰქონდა. პირველ რიგში ყურადღებას იქცევდა მისი დიდი, კეხიანი ცხვირი... კარგად თუ დააკვირდებოდით აღმოაჩნედით რომ მისი თაფლისფერი თვალები იდუმალებით იყო დაბურული. დლინის წამწამებიდან სიმახინჯითა და სილამაზით, სიბინძურითა და უმანკოებით, თავად ცხოვრება გიმზერდა. მომენტალურად გნუსხავდა... სუნთქვა გეკვროდა და უჰაერობისგან გაბრუებული ტვინი ვაჭრის უჩინარ აურას ემორჩილებოდა. სწორედ ქარიზმიტა და შარმით ყიდიდა საქონელს. ადამიანები მზად იყვნენ გაეყიდათ შინაური ცხოველები ან ფრინველები, აღებული ფული კი მის მოძრავ მაღაზიაში ორჭოფობის გარეშე დაეხარჯათ. დლინი ორ ღამეს არასდროს ერთსა და იმავე ადგილას, ამიტომ დაზომბირებული ხალხი მთელი ფალუჯის მასშტაბით დაეძებდა მას.
ერთ მშვენიერ დღეს (ახლა ვხვდები, რომ მშვენიერი იყო, თორემ მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ პირველად შევხვდი ღმერთს.) დედაჩემმა ხელი ჩამკიდა და ქალაქის გარეუბანში წამიყვანა. ღია ხორცისფერ, ალაგ-ალაგ დაკერებულ კარავთან გრძელი რიგი იდგა. ხალხი ერთმანეთს ცბიერი მზერით ათვალიერებდა. ყველა ცდილობდა გამოეცნო სხვას სახლში რა მიჰქონდა, შფოთავდნენ ვინმეს უკეთესი ფარდაგი ან დოქი ხომ არ შეხვდა, რომელიმემ ვაჭრისგან გამდიდრების საიდუმლო ხომ არ გაიგო?
დლინი ორგანიზებული ქალი იყო. კარავში ერთად მხოლოდ ორ ადამიანს უშვებდა. კარვის ახლოს სამი უზარმაზარი ძაღლი ჰყავდა დაბმული. სამივეს ბოროტი გამომეტყველება ჰქონდა, უმიზეზოდ იღრინებოდნენ, თუმცა ადგილიდან არ ძროდნენ პატრონის ბრძანების გარეშე. ცხოველების ზომასთან შედარებით თოკი შეუმჩნეველი რჩებოდა. ჩვენ წინ მდგარი ქალების ლაპარაკს ყური დავუგდე:
-გუშინ ღამევაჭარს ვიღაც ბიჭი დასხმია თავს... - დაიწყო ერთმა.
-უი. რა უნდოდა? - შეიცხადა მეორემ.
-მის დახლზე ცხონებული დედამისის საგვარეულო ბეჭედი დაუნახავს. ქურდობაში ცილი დასწამა და ბეჭდის დაბრუნება მოსთხოვა.
-ვინე ჩაერია?
-ხომ იცი, არეულ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენა მარტივია, დიდი ალბათობით პასუხს არავინ მოგთხოვს. იმ ბიჭს დლინისთვის ყელიც რომ გამოეჭრა კაცი შვილი არ ჩაერეოდა...
-ამ სამაყროში ცხოვრება უფრო და უფრო საშიში ხდება! ნეტავ, ყველა ნივთი მოპარულია?
მინდოდა უცნობი დეიდების საუბარში ჩავრეულიყავი: ,,თუ ეჭვობთ რომ მოპარულია, რას დგახრათ ამსიგრძე რიგში, რატომ აცდენთ დროს და ხარჯავთ ქმრების ფულს?“ პირი გავაღე, მაგრამ დედაჩემმა შენიშნა და სულის გამწარებამდე მიპწკინა.
-როგორ დამთავრდა მათი უთანხმოება?
-დლინმა ძაღლები მიუქსია... ბიჭი დაკბინეს, კინაღამ შეუჭამიათ. თითი და ყური დაუკარგავს.
როგორც იქნა, ზეჰრას შესვლის ჯერიც მოვიდა. დედას მთელი სხეულიდან ცნობისმოყვარეობა იღვრებდა. ფარდისმაგვარი კარი ბიჭმა გადასწია.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ,,დლინის საოცრებათა მაღაზიაში.“ - წინადადების ბოლოს პირი არაბუნებრივად გააღო და სიმინდის ტაროს მსგავსი კბილები გამოაჩინა. ალბათ გაიღიმა. მისი დანახვისას მივხვდი, რომ ღიმილი შეიძლება გაცვდეს...
საოცარი სურათი გადამეშალა თვალწინ. კარვის არც ერთი კუთხე-კუნჭული არ იყო თავისუფალი. მაღაზიის მეპატრონე და ლაქცია ძლივს ეტეოდნენ შიგნით. კედლებზე უხვად ეკიდა ცრუ თილისმები, რომლებიც მფარველობას მპირდებოდნენ, წითელ-ყვითელ გულიანი ამულეტები მდუმარების ენაზე თავიანთ ისტორიას მიყვებოდნენ, დრაკონისთავანი ფრანები ჩემთან ერთად გაფრენასა და ღრუბლებთან მიახლოვებაზე ოცნებობდნენ, სიზმრებისმჭერები ბორტ სულებს აფრთხობდნენ და საზარელ ფიქრებს დევნიდნენ ჩემი გონებიდან, ხელნაკეთი ნივთები გაცოცხლებას ცდილობდნენ - მეჩვენებოდა რომ მოძრაობდნენ ან ერთმანეთს ეტმასნებოდნენ - , უცნაური ფორმისა და ზომის ჭიქები სასმელის გარეშე მათრობდნენ, სხვადასხვაგვარად მოხატული ლამპარები ჯინის არსებობას მაჯერებდნენ, ცხოველების ტყავების თვალიერებისას ძრწოლვას ვგრძნობდი, მათ სიახლოვეს სიკვდილის მძაფრი სუნი ტრიალებდა, ერთ კუთხეში მუსიკალური ინსტრუმენტები შევნიშნე, ბევრი მათგანი ცხოვრებაში პირველად ვნახე, ზურმუხტითა და ამეთვისტოებით მოჭედილი სარკეები ყველაზე უშნო ქალსაც საოცრად ლამაზად გამოაჩენდნენ, ფირუზისგან ნაკეთი სავარცხლის თმაზე ჩამოსმა მომინდა, ერთმანეთში ირეოდა ლალისთვლება საყურეები, ბრილიანტებით დახუნძლული ბეჭდები, სპარსული ხალიჩები, აქვამარინის თეფშები, ბროლის ჭიქები, მოზაიკები, პატარა ჭაღები.... თავბრუ დამეხვა... ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი.მეგონა ალიბაბას განძით სავსე მთაში მოვხდი.
-გასათხოვარი ქალიშვილი მყავს. ვცდილობ მზითვი შევუგროვო.- დედამ ჯიბეები ამოიტრიალა, ერთი დინარიც არ ჩაიტოვა.
დლინმა იფიქრა...იფიქრა... ოთახს თვალი მოავლო და წამოიძახა:
-ვიცი! ვიცი! საფირონის ყელსაბამი და ბრასლეტები. გაინტერესებთ?
-თუ ამ თანხაში ჩავეტევით...
-უფრო ძვირად ვყიდი, მაგრამ გამონაკლისის დაშვება შემიძლია...
ვაჭრის ლაქიამ მომცრო ზომის, ოქროთი მოჭედილი სკივრი გახსნა და ულამაზესი ძვირფასეულობა ამოიღო.
-ერთადერთი მაქვს... - სიამაყით წელში გასწორდა დლინი.
-ასეთ ძვირფასეულობას ეს ერთი ქალი, როგორ უვლის? - გავიფიქრე. დავეჭვდი მის გაქურდვას როგორ ვერ ახერხებდნენ.. ალბათ ძლიერი ზურგი ჰყავდა... მფარველს კი საგულდაგულოდ მალავდა.
-მშვენიერია... მომწონს... - დედას სახე უბრწყინავდა. დლინმა შენაძენი მუქ პარკში გაგვიხვია და გვირჩია, რომ სამოსში დაგვემალა.
- გაჭირვების დასაძლევი მანტრა ხომ არ გაქვთ?
-არა, ძვირფასო, ყველა გავყიდე. დაგაგვიანდა...
-რა გაეწყობა. - ამოიოხრა ზეჰრამ. -ნახვამდის. წავედით, ფარჰანა.
გასასვლელისკენ მივდიოდი, როდესაც თვალი უცნობმა ფიგურამ მომჭრა. გავჩერდი და დავაკვირდი. სადა ოქროსფერი იყო, ზედ რაღაც მცენარე ჰქონდა შემოხვეული.
-ეს რა არის?
-ეს ლერწამშემოვლებული ჯვარია.
-ჯვარი?
-ქრისტიანების სიმბოლო...
ქრისტიანები ვინ არიან-მეთქი, მინდოდა მეკითხა, მაგრამ ზეჰრამ შენიშნა უკან რომ არ მივყვებოდი და შემომაკითხა.
-ნუ აცდენ ქალბატონ დლინს. წამოდი!
-ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. - ვაჭარს დავემშვიდობე და კარავიდან გავედი. რიგს რომ ჩავუარეთ სამირა და კადისა შევნიშნე. მეგობარს თავის ოდნავი დაკვრითა და ღიმილით მივესალმე.
მეორე დღეს დედაჩემი ბაზარში წავიდა თუ არა კადისას დავუძახე.
-რა ქენით? რა შეიძინეთ? - დავინტერესდი. ერთი სული მქონდა ჩემი მზითვიც მენახებინა.
-მზითვი... თქვენ?
-ჩვენც.
-გამოიტან?
-ახლავე... შენ?
-მეც.
-დედა არ გეჩხუბება?
-მეზობელთანაა და ნახევარი საათი არ დაბრუნდება.
ვიცოდი ზეჰრა თავისი ერთადერი სკივრის გასაღებს სადაც მალავდა, ამიტომ ბოქლომი ადვილად გავხსენი და ქვეშაგებიდან საფირონის ყელსაბამი ამოვაძრე. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კადისას კისერზეც ზუსტად იგივენაირი სამკაული დავინახე. ოდნავაც არ მწყენია, პირიქით გამიხარდა რომ ერთნაირი მზითვი გვქონდა. მივხვდი რომ, დლინმა ზეჰრაც მოატყუა და სამირაც.
-ადამიანები უფრო ხშირად ტყუილს ამბობენ, ვიდრე სიმართლეს... - ჩავილაპარაკე.
-ძალიან გიხდება! - გულწრფელად მითხრა მეგობარმა.
-შენც! პრინცესებს ვგავართ. - გადავიკისკისე.
ცოტა ხანს ვითამაშეთ, წარმოვიდგინეთ რომ უზარმაზარ, კომფორტულ სასახლეში ვცხოვრობდით, მოსამსახურეები გვემსაუხრებოდნენ, წამდაუწუმ გვეკითხებოდნენ რისი ჭამა ან დალევა გვსურდა, პრინცები ჩვენი გულისთვის ერთმანეთს დუელში იწვევდნენ. ჩვენი სასხლის ირგვლივ ულამაზესი მდელო და ტყე გადაჭიმულიყო. მდელოში ფეხშიშველები, გრძელი კაბების ფრიალით დავრბოდით და უმშვენიერეს ყვავილებს ვაგროვებდით. მარადმწვანე ბალახი ოდნავ სიოზე კი ტალღასავით ღელავდა.
დაახლოებით თხუთმეტი ან ოცი წუთი ვითამაშეთ და სახლებში შევბრუნდით. მზითვი თავის ადგილას დავაბრუნე. დედა ვერაფერს მიხვდა და ცემასაც გადავურჩი.
მომდევნო დილას ჩემმა ძმამ მითხრა, რომ კადისა მეძებდა. ჩვენი შეხვედრების ადგილას იდგა და ცხარე ცრემლებით ტიროდა. ჯამარს ვთხოვე დედა გაერთო, რომ მეზობელთან ერთად არ დავენახე. მეგობრისკენ შეშინებული გავიქეცი.
-რა მოხდა? რა გატირებს? - ძლივს ვკითხე, გული ყელში მებჯინებოდა.
-გუშინ ყელსაბამით ეზოდან გავედი...
-რატომ? ხომ შევთანხმდით რომ სამალავში ჩააბრუნებდი?
-მეზობლის ბიჭი შემოვარდა,დედაშენი გეძახის, გამაფრთხილა მალე თუ არ მიხვალ ცემაში გაგბერავსო... შემეშინდა, ძვირფასეულობის მოხსნა დამავიწყდა და თანატოლს დავედევნე.
-მერე?
-ვიღაც კაცი არსაიდან გამოხტა, მომვარდა, სამკაული ჩამომგლიჯა და გაიქცა. გავეკიდე... რას დავეწეოდი? მაინც მივსდევდი... უცბად ფეხი ქვას წამოვკარი და დავეცი.
-რამე იტკინე?
-მუხლიდან სისხლი წამომივიდა.- კადისამ ფეხზე ხელი გადაისვა.
-სუფთა წყლით ჩამოიბანე?
-კი.
ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს.
-სალიმა დეიდამ გაიგო?
-ჯერ არა. - კადისამ ტირილს უმატა. - მაგრამ როცა გაიგებს, აუცილებლად მომკლავს!
-ყველაფერი კარგად იქნება... ცოტა მოგცხებს...
-არა, შენ არ გესმის... მართლა მომკლავს! - დამფრთხალი ზლუქუნებდა. - მამაჩემის საათი დაუკითხავად გაყიდა, რომ მზითვი შეეძინა. ახლა აღარც საათია... აღარც მზითვი... დედა თუ არა, მამა დაგვხოცავს ორივეს! დასამშვიდობებლად მოვედი.- სლუკუნებდა, მის სიტყვებს ძლივს ვარჩევდი.
-გგონია, ვინმეს შენი მოკვლის უფლებას მივცემ?
-შენ რა შეგიძლია? ჩემსავით, ერთი პატარა გოგო ხარ...
-პატარა ვარ, მაგრამ მთელი გულით სიყვარული შემიძლია! - მეგობარს ცრემლები მოვწმინდე და ვთხოვე აქვე დამლოდებოდა. ჯამართან მივირბინე.
-დედა სახლიდან უნდა გაიტყუო...
-რაშია საქმე?
-ვერ გეტყვი.
-გინდა ბრმად დაგეხმარო? - ხელები გადაიჯვარედინა. ეს იდეა აშკარად არ მოეწონა. კოპებიც შეყარა.
-გთხოვ...
-იქნებ ბავშვური გამოუცდელობის გამო სისულელეს ჩადიხარ... არ უნდა შეგაჩერო?
-ადამიანის დახმარება თუ სისულელეა და... აღარ ვიცი სწორი რა არის, ძმაო...
-დაფიქრდი სანამ ნაბიჯს გადადგამ... მერე სანანებელი არ გაგვიხდეს. - მიყვარდა როცა მრავლობითში ლაპარაკობდა. ვიცოდ რომ პასუხსიმგებლობის სიმძიმის წინაშე მარტო არ დამტოვებდა.
ქურდობისთვის, ყურანის მიხედვით, ხელს მომაჭრიდნენ. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ საკუთარი მზითვის დაუკითხავად აღება ქურდობა არ არის. შავ ნაჭერში გახვეული ყელსაბამი ღობესთან მივიტანე. მიმოვიხედე, დავრწმუნდი რომ სიალხოვეს არავინ იყო და კადისას გავუწოდე.
-ეს რა არის?
-ის, რაც გადაგარჩენს...
- შენს მზითვს მაძლევ?! - მეგობარი ჩანაფიქრს უცბად მიმხვდა.
-ჩუმად!
-არ შემიძლია, ვერ ავიღებ...
-ნუ ღელავ, ჩემი ძმა ახალს მიყიდის, სანამ დედაჩემი გაიგებს რომ ეგ გაქრა...

* * *
რთული დღეები დაგვიდგა... როგორც ყოველთვის, მამა სამუსაოთ სხვა ქალაქში წავიდა, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. ერთ თვეში ფული გამოგველია... დღეში ერთხელ პურის ჭამას ვახერხებდით. ჯამარმა მუსტაფას საძებნელად წასვლა გადაწყვიტა. დედას არ შეუჩერებია.
-არ წახვიდე, გთხოვ... - მე და ჩემი ძმა ეზოდან ორ-სამ მეტრში ერთმანეთის პირისპირ ვიდექით.
-ხომ უნდა გავიგო მამაჩვენი ცოცხალია თუ მკვდარი?
-ქვეყანაში არეულობაა... ხიფათს არ გადაეყარო...
-იქნებ გაიტაცეს... ან დაჭრილია, სადმე აგდია და დახმარებას ელოდება? ფარჰანა, ეგოისტურად ნუ მსჯელობ! ასეთი არ მომწონხარ!
შემრცვხა და ძმას თვალი ავარიდე.
-ერაყში სიტუაცია დიდხანს არ გამოსწორდება, ამის გამო გულზეხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები!
-ვერ გადავიტან შენ დაკარგვას.
-არაფრის გადატანა არ მოგიწევს. ჩამოვალ და ძალიან მაგარ საჩუქარს გაგიკეთებ!
-მთავარია დაბრუნდე, საჩუქარი არ მჭირდება...
-მამასთან ერთად დავბრუნდები ან ფულს მოვიტან, რომ გაჭამოთ...
-მიყვარხარ.
-მეც! - შუბლზე მაკოცა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და გაიქცა. იქამდე ვუყურებდი, სანამ ჰორიზონტიდან არ გაქრა. ორ დღეში პურისფქვილის მარაგიც ამოგვეწურა... ჩემი ფიქრები სულ ჯამარის სიალხოვეს დაფრინავდა. დედას სკივრი არ გაუხსნია. ალბათ ერჩია ფირუზის ყელსაბამით მომკვდარიყო ვიდრე მის გარეშე ეცოცხლა...
დავსუსტდი და უმეტესად ვიწექი. დედას შეეშინდა და მომთხოვა დღეში ორჯერ მზეს დავნახებოდი. ერთ საღამოს კადისამ მომკრა თვალი.
-ავად ხარ, ფარჰანა? - ჩურჩულით დამიძახა.
-არ ვიცი... - ძლივს ვუპასუხე.
-გშია?
-მგონი.
-შეგიძლია დაღამებამდე მოითმინო?
-ალბათ კი...
-ღამე ღობეზე გადმოვძვრები და ჩემი ხელით გაჭმევ.
დაპირება შეასრულა. ჩემი ძმის დაბრუნებამდე კადისა ყოველ ღამე მაკითხავდა და თავისი მთელი დღის ულუფის ნახევარს მინაწილებდა. ძალიან მადლიერი ვიყავი. დედა ლოგინად ჩავარდა, მე კი ვერაფერს ვშველიდი. ისიც კი ვიფიქრე რომ სიკვდილი უნდოდა და განზრახ იქცეოდა ასე...

ავტორი: დამიანე ნითანელი
--------
ძალიან დიდი თავი ხომ არ გამომივიდა?



№1  offline წევრი cassie

აუ ძალიან მომწონს... განსხვავებულია და საინტერესოდ წასაკითხიი

 


№2  offline მოდერი ლილიანა

კიდევ რომ ყოფილიყო ატ მეყოფოდა.

არ ვიცი როგორ გაიგებ ან შენ ან სხვა მკითხველი მაგტამ ამ საიტისათვის ზედმეტად კარგია ეს.ძალიან კარგია,სულში მწვდება,არაფერი მეზედმეტება.მართლა შენ წერ თუ თარგმნი?
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


ნეტა სულ ასეთი დიდი თავები დადო ))) კარგი იქნება.. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. ალაგ ალაგ ინტრიგნულ გადახვევებს ვხედავ :)

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

ძაალიან სერიოზული რამეა!

 


№5  offline წევრი nini :)

ძაან მაგარრია ძაან მომწონს თან განსხვავებული მაგრამ ცოტა მძიმე წასაკითხი

 


№6  offline წევრი t i k o

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ამ ისტორიის დასაწყისი ძალიან ძალიან მომეწონა. <3 მინდოდა მაშინ დამეკომენტარებია როცა კითხვას დავასრულებდი მაგრამ ვერ მოვითმინე... სით მეწერება... მომენტებს რაც შეეხება ისე კარგად გაქვს აღწერილი რომ ძალიან დიდ სითბოს მანიჭებს კითხვa თან განსხვავებულია წარმატებები. ძალიან ნიჭიერი ხარ! :* :* ველი შემდეგ თავს

 


№7  offline წევრი irinka123

მაგარი ისტორია და ავტორიც ძალიან ნიჭიერია კიდევ კარგი რომ წავიკითხე...

 


№8  offline წევრი Qesho

ძალიაააააან კარგია. გელოდებით მთელი ოჯახი :დდ <3

 


№9  offline მოდერი მარრიამი

უფრო დიდიც რომ ყოფილიყო სამვნებით წვიკითხავდი.. ძალიან კარგია

 


№10 სტუმარი Nino

მსგავსი მგონი არაფერი წამიკითხავს.საუკეთესოა! ველოდებით შემდეგ თავს.

 


№11 სტუმარი elene

feisbuqze rogor dagimato damiane?
kitxvebi maqvs shentan da aq ver gavarchev.
istorias rac sheexeba,seriozuli motxrobaa,am saitistvis "sheuferebeli" (kargi gagebit). saiti ar imsaxurebs am motxrobas.

 


elene
feisbuqze rogor dagimato damiane?
kitxvebi maqvs shentan da aq ver gavarchev.
istorias rac sheexeba,seriozuli motxrobaa,am saitistvis "sheuferebeli" (kargi gagebit). saiti ar imsaxurebs am motxrobas.


გამარჯობა, ელენე. საძიებო ველში ქართული შრიფტით აკრიფე ,,დამიანე ნითანელი" და ამოგიგდებს. შეგიძლია მომწერო, როცა მოვახერხებ მოგწერ. საინტერესოა რისი განხილვა გინდა.

Nino
მსგავსი მგონი არაფერი წამიკითხავს.საუკეთესოა! ველოდებით შემდეგ თავს.

დიდი იმედი მაქვს დიდხანს დაგრჩება(თ) ,,მუტას ამოფარებული სექსუალური ჯიჰადი" გონებაში და კითხვის დასრულების მერეც გაგახსენდება(თ) ხოლმე.

მარრიამი
უფრო დიდიც რომ ყოფილიყო სამვნებით წვიკითხავდი.. ძალიან კარგია

მაშინ, აწი სხვა თავების წერისას აღარ შევიზღუდები.

Qesho
ძალიაააააან კარგია. გელოდებით მთელი ოჯახი :დდ <3

მთელი ოჯახი კითხულობთ? რა სასიამოვნოა. მადლობა ყურადღებისთვის.

irinka123
მაგარი ისტორია და ავტორიც ძალიან ნიჭიერია კიდევ კარგი რომ წავიკითხე...

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. პასუხადვიტყოდი: კიდევ, კარგი რომ დავწერე.

t i k o
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ამ ისტორიის დასაწყისი ძალიან ძალიან მომეწონა. <3 მინდოდა მაშინ დამეკომენტარებია როცა კითხვას დავასრულებდი მაგრამ ვერ მოვითმინე... სით მეწერება... მომენტებს რაც შეეხება ისე კარგად გაქვს აღწერილი რომ ძალიან დიდ სითბოს მანიჭებს კითხვa თან განსხვავებულია წარმატებები. ძალიან ნიჭიერი ხარ! :* :* ველი შემდეგ თავს

მადლობა, რომ მაფასებ...
მადლობა, რომ ბოლომდე ვერ მოითმინე და ახლა დაწერე კომენტარი...
მადლობა, რომ პირველი თავიდანვე დაინტერესდი ნაწარმოებით...
მინდა უფრო გაგათბო...
მალე მოგართმევ შემდეგ თავს.

nini :)
ძაან მაგარრია ძაან მომწონს თან განსხვავებული მაგრამ ცოტა მძიმე წასაკითხი

დასაწერადაცფ მძიმეა... მიწევს ყველლაფერი წარმოვიდგინო და ისე ავღწერო თითქოს იქ ვარ... თითოეული პერსონაჟის აგილას ვდგები... მათსავით მტკივა, მიხარია, მწყინს, ვბედნიერდები, განვიცდი, მეშინია..

ფორთოხალი
ძაალიან სერიოზული რამეა!

ასეთ კომპლიმენტს საიტის მწერლისგან ვიღებ, მგონი მართლა არამიშავს... belay request

სხვანაირი დედამიწელი
ნეტა სულ ასეთი დიდი თავები დადო ))) კარგი იქნება.. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. ალაგ ალაგ ინტრიგნულ გადახვევებს ვხედავ :)

შენი სახელი ძალიან მომწონწ, ჩემო თანადედამიწელო.
ვერ დაგპირდები, რომ სულ ასეთი ნოყიერი თავებით გაგანებივრებ.
მოუთმენლად ველოდები შენს მომდევნო კომენტარს.

ლილიანა
კიდევ რომ ყოფილიყო ატ მეყოფოდა.

არ ვიცი როგორ გაიგებ ან შენ ან სხვა მკითხველი მაგტამ ამ საიტისათვის ზედმეტად კარგია ეს.ძალიან კარგია,სულში მწვდება,არაფერი მეზედმეტება.მართლა შენ წერ თუ თარგმნი?

მართლა მე ვწერ. იმის მიუხედავად რომ ორი თაგრმნის კონკურსი მაქვს მოგებული.
სწორედ იმიტომ ვერ ვდებ დღეში ორ თავს, რომ ერთი თავის დაწერას დიდი დრო მჯიაქვს. მე ჯერ ფურცელზე ვმუშაობ, მერე გადამაქვს კომპიუტერში. ფურცელს უფრო ვგრეძნობ, ვიდრე კლავიატურას და ვორდის ფაილს. რომ შემეძლოის ფურცელზე დაწერილს წაგაკითხებდი.

cassie
აუ ძალიან მომწონს... განსხვავებულია და საინტერესოდ წასაკითხიი

მე შენ მომწონხარ იმიტომ, რომ შენი ცხოვრებიდან ათ წუთს მჩუქნი.

 


№13  offline წევრი TIME

wavikitxe da momewona.warmatebebs gisurveb tuki apireb am saitze darchenas♥

 


№14  offline მოდერი ლილიანა

ბლოგი გაქვს? თუ არა იფიქრე,ერთგული მკითხველი ვიქნები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent