შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსი და სხვა წამლები (3)


28-08-2015, 13:02
ავტორი ^paradise^
ნანახია 6 471

- სამზარეულოში ნახევრად შიშველი რას აკეთებ?,-ზურგს უკან მწველი მზერა და ნაცნობი ბოხი ბარიტონი გავიგონე.. უყოყმანოთ შემოვტრიალდი,თავის ტკივილისგან გაბრუებულს საერთოდ დამავიწყდა ხელის მკერდზე აფარება.. ერეკლეს თვალებში ჭინკები აუთამაშდა,ერთხანს უყურა თვალებგაფართოებული ჩემს მკერდს,მერე კი „ვითომც არაფერი“ შეტრიალდა სამზარეულოში. სიმართლე გითხრათ,მეგონა თავს ვერ შეიკავებდა და ამჯერად მაინც არ იტყოდა ჩემზე უარს,თუმცა ასე მამაკაცი პირველად იქცევა ჩემი დანახვისას.. ამიტომ გონება მოვიკრიბე და სამზარეულოში შევყევი.
- მოინცვი,გაცივდები,-სკამზე დაგდებული მისი პერანგი გამომიწოდა და ყავის გაკეთებას მოუნდა.
- არ მინდა,მცხელა,-მეც სითამამე გამოვიჩინე,მაცივარი გამოვაღე და იქიდან შოკოლადის მუსი გამოვიღე,მერე კი დახლზე ჩამოვჯექი და ჭამა დავიწყე.. ის კი არ მიყურებდა,ცდილობდა ყველანაირად თვალი აერიდებინა და „ისეთი არაფერი გაქ“ ასეთი სახით შემოეხედა..
- დღეს რა გეგმები გვაქ?,-ინტერესით ვიკითხე და შოკოლადის მუსი გავსინჯე,-მმმ გემრიელია,-ერეკლე საერთოდ ხმას არ მცემდა.. ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა,მაგრამ ჯერ მე არ მიცნობს.. მინდა ვაღიარო რომ მამაკაცი მართალი იყო,ტანზე ამბურძგლა,იმიტომ რომ სიცივე ვიგრძენი.. ერეკლე სკამზე დაჯდა და ყავა მოსვა.
- დღეს ბუნებაში მივდივართ,-ყველანაირად ცდილობდა არ შემოეხედა,თუმცა არ გამოუვიდა,-ძალიან გთხოვ მიიფარეე რამე,თუ მაინდამაინც ნერვებზე თამაშობ?,-წარბები კუშტად შეკრა და თვალებში მომაშტერდა.. შოკოლადის მუსი გვერდით გადავდე და დახლიდან ჩამოვხტი. მის უკან დავდექი და მხრებზე ხელები მოვუჭირე,თან ნელა დავიხარე და ყურში ვუჩურჩულე:“ შენ ხომ მე არ გინდივარ? რა მნიშვნელობააქ“ თავმომწონედ ჩავილაპარაკე და ოთახიდან გასვლა გადავწყვიტე,მაგრამ უცებ მკლავში მომიჭირა და ერთი ხელის მოძრაობით მის მუხლებზე ავღმონდი.
- ვინ გითხრა,რომ არ მინდიხარ?,- უკვე ვნებამორეული ხმით კისერში კოცნის კვალი დამიტოვა და ხელებით სავსე მკერდს „წაეთამაშა“.. მისი თითოეული შეხება რაღაც საოცრად მსიამოვნებდა,თუმცა მაინც არ „გავტყდი“ და ხელებიდან დავუსხლტი.
- ტკბილი წამალი ბოლოში შემოვიტოვოთ,-კისრისტეხვით ავედი მეორე სართულზე თან გულიანად ვიცინოდი.. დარჩა ასე ხახამშრალი ვნებამორეული ერეკლე.. უარესად გავამწარებ!! ჩემთვის ჩავილაპარაკე და ოთახში აბაზანის მისაღებად შევედი. ცხელი წლის ქვეშ დგომას საოცარი ეფექტი აქვს,დიდხანს ვინებივრე წყალში,მერე კი პირსახოცშემოხვეული გამოვედი და ჩაცმა გადავწყვიტე.. ერეკლე ტელევიზორს უყურებდა და მისი პირის წკლაპუნი მეორე სართულზეც კი მესმოდა..
- უფრო ხმამაღლა ვერ ჭამ?,-დოინჯი შემოვირტყი და მის წინ გავიჭიმე.
- კი,უბრალოდ მეთქი არ შევაწუხო-თქო,-ენა გამომიყო და ბურბუშელით პირი გამოიტენა, ტელევიზორზე ხმამაღლა აწკაპუნება.. უკმაყოფილოდ გავიქნიე თავი და მის გვერდით დავჯექი,თან ფეხები გემრიელად გავჭიმე და ბატიბუტი წავართვი.
- არ გინდა შენ,უკვე ორი საათია ჭამ,-ენა გამოვუყავი და გემრიელად შევჭამე.. მაგრამ ერეკლე ჩემზე ჯიუტი აღმოჩნდა და ბატიბუტი წამართვა,გვერდით დაიდო და ჭამა დაიწყო.. თან ყურადღებას ტელევიზორს არ აშორებდა..
- ეეეე,ჩემიააა,-პატარა ბავშვივით დავბერე ტუჩები და ბატიბუტისკენ დავიხარე,მაგრამ ეს არ უნდა გამეკეთებინა.. ერთი ხელის მოსმით დივანზე დამაწვინა და ჩემს ზემოთ მომექცა.
- ეს იყო ჩემთვის განკუთვნილი ბატიბუტი,აბრძანდი და შეიწვი,-ამ სიტყვების გაგონებაზე სიცილი ამიტყდა,რადგან პატარა ბავშვივით ლაპრაკობდაა.. მისი მოშორება ვცადე,მაგრამ უშედეგოდ,მერე კი ერთ მარტივ ხერხს მივმართე (ღუტუნს). ჯერ ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე,რაზეც ეკალმა დააყარა,თუმცა მერე იმხელაზე ახტა,მიმიქარას შეშინებული კატა..
- ვაიმეეე,ლიზააა მორჩი,-თვალებიდან ცრემლები სანამ არ ვადენინე არ მოვეშვი.. მერე იმან დაიწყო ღუტუნი,მაგრამ რა ცუდია მე რომ რეაქცია არ მაქვს,რაზეც გაგიჟდა და ყველაფერი ქნა რომ გავეწამებინე.. ბოლოს დაღლილები დივანზე მივესვენეთ და ფილმის ყურება გავაგრძელეთ. ერეკლეს გვერდით ისე კარგად ვგრძნობდი თავს.. დაცული,რაღაც მშვიდად და ლაღად..
- ადე გოგო,ადეე წავედით,-ფილმი დამთავრდა თუ არა მალევე წამოხტა და საჯდომზე მომცხო.. პატარა ბავშვივით კისერზე შემოვახტი და მეორე სართულისკენ დაიძრა „ჩემი ვირი“..
- ღოოროო,მძიმე ხარ,-მე კიდევ ჩემი თავი ბუმბულივით მეგონა.. სიცილ-ხარხარით ოთახში „შემაგდო“ ის კიდე თავის ოთახში შეიკეტა.
- მზად ხარ?,-ოთახის კარზე დააკაკუნა და ჩემს პასუხს დაელოდა.
მალევე მოწყდა მანაქანა „ჩვენს“ სახლს..
- სად მივდივართ? სად მითხარი რა,-ავცანცარდი,თუმცა მან მხოლოდ თბილად გამიღიმა და გზას გახედა.. ერთი ნახევარი საათი ვიწუუნე,მაგრამ მალევე მანქანა ტყეში შეიყვანა და იქვე გააჩერა.
- მიტაცებ?,-სიცილი ვერ შევიკავე და მანქანიდან გადმოვედი.მოჩხრიალე ჩანჩქერის ხმა ,ლამაზი ბუნება და ჩემს წინ დიდი კლდე..
- მოგწონს?,-ზურგზე მისი მკვრივი ხელები ვიგრძენი,რომლებიც წელამდე ჩააცოცა და ყურში ჩამჩურჩულა..
- ძალიან,-არასდროს მინახავს ასეთი ბუნება. ვიგრძენი უზომო ბედნიერება და კიდევ თავისუფლება,თუმცა მაინც გამახსენდა ერეკლესთან გატარებული დღეები,რომლებიც წარსულს ჩავაბარე.. გამახსენდა ყველაფერი.. ახლა უნდა გადამეწყეტა,ისევ ერეკლეზე ფიქრები ,თუ ცხოვრების გაგრძელება.. ყველაფრის თავიდან დაწყება?!
- ღვინოც მოვიტანე,-ერეკლეს უკვე გაშლილი ჰქონდა ბალახზე პლედი,ზემოდან ორი ჭიქა და სასმელი იდო..
- ამას რატომ აკეთებ?,-გაკვირვებული ვიდექი ერთადგილას და ვუყურებდი,როგორ ცდილობდა ესიამოვნებინა.
- რასს ?,-ღვინის ბოთლი გახსნა და ინტერესით გამომხედა.
- რატომ ცდილობ ჩემს დახმარებას?,-წამოვჯექი ერეკლეს გვერდით და თვალებში ჩავხედე.
- იმიტომ რომ მომწონხარ,შენ არ მოგწონვარ?,-ხელით წინ გადმოყრილი თმები გამისწორა და გამიღიმა.
- მეც მომწონხარ,-მესიამოვნა,განა რა უნდა გესიამოვნოს ადამიანს უცხოსგან? მაგრამ საქმეც ამაში იყო,ერეკლე უცხო არ იყო ჩემთვის,მეგონა საუკუნე ვიცნობდი.. ჩემს პასუხზე გაეღიმა და ღვინო მოსვა.
- გასინჯე,მოგეწონება,-მეც დავემორჩილე და ტკბილი წითელი სითხე გემრიელად მოვსვი.
- მართლა გემრიელია,-კმაყოფილმა თვალები დავხუჭე და ბალახზე გავიშოტე. ღვინო მართლაც საუცხოო იყო.. ჩემი ფრიალა კაბა ხელით გავისწორე და ღრმად ამოვისუნთქე.
- ეს ბოლო „წამალია“?,-გამეცინა და თავი წამოვყავი.
- შენ თავს უკეთ გრძნობ?,-წარბი აათამაშა და ჩემს გვერდით დაწვა.
- კი,ძალიან კარგად ვგრძნობ თავს,-მართლაც მიშველა ერეკლემ..ალბათ ის რომ არა ღრმა დეპრესიაში ჩავვარდებოდი,სახლიდან არ გამოვიდოდი თვეები და ყველაზე საცოდავი და მიტოვებული ადამიანის ტიტულს ავიღებდი.
- მაშინ ეს ბოლოს წინა წამალია,-ეშმაკურად გამიღიმა და წამის მეასედში ჩემს ზემოთ მომექცა..
- რას შვები?,-მხოლოდ ამის თქმა დამაცადა და ქვედა ტუჩი ვნებიანად დამიკოცნა.. მისი გახშირებული სუნთქვა და ვნებამორეული ხმა მეც გადმომედო..ნელა მაგრამ მომთხოვნად მკოცნიდა. ყოველ შეხებაზე მუცელში პეპლები დაფრინავდნენ.. კაბის შესაკრავი მალევე შეხსნა...მისი ტუჩების გემო ისეთი სხვანაირი და სასიამოვნო იყო..ვერ ვტკბებოდი,თუმცა უნდა გავჩერდეთ.. ასე არ შეიძლება,ოთხი დღის გაცნობილთან მოქცევა..
- ერეკლე,გთხოვ..,-ძლივს ამოვიღე ხმა..
- ლიზაა,-უკმაყოფილოდ მოწყდა ჩემს სხეულს და გვერდით დაჯდა.
პ.ს აუ აუ აუუუ ბავშვეებოო დიდი ბოდიში იმედები გაგიცრუეთ გუშინ ,მაგრამ დღეს ხომ მარიამობაა და რარაც საქმეები მქონდა.. გილოცავთ ისე მარიამობას <3 დაა ადმინის სტატუსით ვისარგებლებ და თუ დღეს სახლში მალე მოვედი აუცილებლად ორ მსუყე,გემრიელ,ვნებიან თავს დავწერ <3<3 ძალიან მიყვარხართ



№1  offline მოდერი sopiko

ძალიანგთხოვ დადედღეს. უმაგრესია :!

 


№2  offline მოდერი ანკა

როგორ გამახარებ დღეს კიდევ თუ დადებ ვერ წარმოიდგენ! მიყვარხარ ჩემო კუსკუსაა და აბა გელოდები ახალი თავით! ბოლო წამალი დაგვრჩაა wink love

 


№3  offline მოდერი ჯია

შენც გილოცავ მარიამობას! love

გამაგიჟებს ეს ლიზა რა.. მთელი დილა ტრუსებით დატანტალებდა ბიჭის წინ და ახლა გაახსენდა, რომ 4 დღის გაცნობილი ყავს wink wink
მომწონს ეს გადარეული წყვილი და იმედი მაქვს მხოლოდ ვნება არ აკავშირებთ და ჟინის დაკმაყოფილების შემდეგ ყველაფერი არ დამთავრდება request

შენზე კი ვგიჟდები მე!

 


№4  offline მოდერი ^paradise^

sopiko
ძალიანგთხოვ დადედღეს. უმაგრესია :!

ესეიიგიი უკვე 245 სიტყვა დავწერე,ამიტომ დღეს რომელზე მოვალ არ ვიცი,კიდევ დავამატებ ორ მაგდენს და დავდებ,ვეცდები მაგრამ პირობას ვერ დავდებ wink თან ნასვამი ვარ,ცოტა მაბარბაცებს და არ ვიცი როგორი გამოვაააა wink
ანკა
როგორ გამახარებ დღეს კიდევ თუ დადებ ვერ წარმოიდგენ! მიყვარხარ ჩემო კუსკუსაა და აბა გელოდები ახალი თავით! ბოლო წამალი დაგვრჩაა wink love

კუსკუსსსსსსსსსს wink ბოლო წამალიიიიი დაგვრჩაააა,როგორ ნელა ვითარდება ეს მოვლენები მეც ნერვები მეშლებაა,მაგრამ ასე ჩავიფიქრე wink დღეს თუ მოვასწარი დავდეეებ wink
ჯია
შენც გილოცავ მარიამობას! love

გამაგიჟებს ეს ლიზა რა.. მთელი დილა ტრუსებით დატანტალებდა ბიჭის წინ და ახლა გაახსენდა, რომ 4 დღის გაცნობილი ყავს wink wink
მომწონს ეს გადარეული წყვილი და იმედი მაქვს მხოლოდ ვნება არ აკავშირებთ და ჟინის დაკმაყოფილების შემდეგ ყველაფერი არ დამთავრდება request

შენზე კი ვგიჟდები მე!

მე შენზეე ვგიჟდებიი ჯიაა wink დღეს სმის დღე მაქ,ქეიფის რამე რუმე,ხოდა აი თუ მალე მოვედი ალბათ გიჟურ ტავს ავტვირთავ,მიყვარხარ ძალიან <3

 


№5  offline წევრი ninee

umagresiaaa :-* male dadee

 


№6  offline მოდერი ^paradise^

ninee
umagresiaaa :-* male dadee

აიიი ვწერ ახლააა და დავდეეეებ wink love

 


№7  offline წევრი martha

Agar dadeb? ;(

 


№8 სტუმარი რამაზი

სექსი გინდა კაი

სექსი გინდა კაი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent