შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (14)


29-08-2015, 09:13
ნანახია 2 935

-არა, მეხუმრებით, ხომ? - ნერვიულად ჩაიცინა დეამ და შესამჩნევად აკანკალებული ხელები სახეზე ჩამოისვა. - რას ჰქვია მე ამ სულიერზე დავქორწინდი სულ ცოტა ხნის წინ? - ძალით გარიმებულმა მოავლო მზერა ოთახში მსხდომთ.
მხოლოდ თარაში იყო სერიოზული სახით, დანარჩენები ჩუმად იცინოდნენ. სალომე, რომელიც თემურის საცოლედ ასაღებდა თავს - უკვე წასულიყო.
-ამიხსნის ვინმე რა ჯანდაბა ხდება? - ხელები გაშალა და გაცხარებულმა წამოიყვირა.
ჯაყელმა კიდევ უფრო შეკრა შუბლი. სხვებისგან განსხვავებით, მას სულაც არ ეცინებოდა.
-უკვე მერამდენე აგიხსნა, ძვირფასო, რომ შენ და თარაში უკვე ცოლ-ქმარი ხართ? ცოლ-ქმა-რი! - სიცილით დაუმარცვლა თამთამ.
თარაშის მსგავსად, არც მას ეცინებოდა. არ მიაჩნდა ღიმილის მიზეზადაც კი ის ფაქტი, რომ მოატყუეს და ახლა ციღაცის ცოლის სტატუსით უნდა ესარგებლა. რა თქმა უნდა, თარაში მისთცის „ვიღაც“ არ იყო, მაგრამ ამით არ იცვლებოდა უმთავრესი რამ, რომ ის მოარტყუეს! მო-ატ-ყუ-ეს!!!
ამოიხვნეშა. ვერ იჯერებდა. ან როგორ უნდა დაეჯერებინა, წარმოდგენაც რომ არა გაქვს და სულ რაღაც 2-3 წამში, თავისუფალი ცხოვრება იცვლება ახლით, სახელად „ცოლ-ქმრობა“.
ჯაყელის სახლში შეკრებილიყვნენ. ძალიან უნდოდა დეას განმარტოვება და ყოველუვე ამაზე დაფიქრება, მაგრამ არც სახლში მიესვლებოდა ასეთ მდგომარეობაში და არც თარაშის ასე მიტოვება იქნებოდა სწორი საქციელი.
ბევრი რამ ჰქონდა გასარკვევი. აუცილებლად უნდა დაეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა.
რაღაც მელოდიის ღიღინით გადაკვეთა მისაღები ოთახი და ფანარასთან მივიდა. თურმე წინასწარ დაუგეგმავთ ყველაფერი, თანაც ჯერ კიდევ მაშინ, ზაფხულში, 1 თვეზე მეტით ადრე.
შესაფერის დროს ველოდითო. ჰმ, სასაცილოა პირდაპირ!
თავი გაიგიჟა ქორწინების სახლიდან გამოსულმა და არაფრის დიდებით არ წაყვა მეგობრებს წინასწარ დაჯავშნილ რესტორანში.
მხოლოდ ღრმა ბავშვობაში თუ უოცნებია ასეთი და ასეთი ქორწილი მინდაო, თორემ მერე ნაკლებად. ვერ გრძნობდა იმედგაცრუებას, რადგან არასდროს წარმოედგინა როგორ სიტუაციაში თხოვდნენ ხელს, როგორი ქორწილი ქნებოდათ, ეცმეოდა თუ არა თეთრი, საპატარძლო კაბა...
იმედგაცრუებას არა, მაგრამ წყენას გრძნობდა, წყენას და ბრაზს.
არ მოელოდა უბრალოდ მსგავს რამეს.
თვალი გაეშტერებინა ფანჯრიდან გადაშლილი ხედისთვის. ლამაზი იყო ოქტომბრის 13 რიცხვი, შაბათი დღ სიყვითლითა და ფოთოლცვენით სავსე.
არ წვიმდა. მხოლოდ ქარი ქროდა.
„ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის...
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...“
გალაკრიონის ლექსი გაახსენდა. ჩაეცინა. ცხობვრება დასცინოდა აშკარად. ვითომ რა მოხდა ისეთი, ერთი შეხედვით, მაგრამ ჯავახიასთვის მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას.
არ გაუგია, როგორ გაიკრიფნენ სახლიდან მისი და თარაშის მეგობრები.
ისევ ფოთოლცვენას უყურებდა. უნდოდა ეფიქრა რამეზე, მაგრამ თითქოს ყველაფრის უნარი წართმეული ჰქონდა.
გადიოდა წამები. წუთები.
ბინდდებოდა.
გონება მოგონებებმა დაიკავეს. თვალწინ თითქოს რეალური სურათი დაუდგა: სამზარეულოს კარადაზე შემოსკუპებულ ჯავახიას რომ თარაში იხუტებს და ეუბნება მინიმუმ ასე უნდა იწყებოდეს ყოველი დილაო...
მაინც როგორი იქნებოდა მათი ოჯახური, თუ ცოლ-ქმრული თანაცხოვრება?!
ჟრუანტელმა დაუარა, რომ წარმოიდგინა თავიანთი შვილი. ალბათ მამასავით შავი თვალები ექნებოდა, შავი თმა, ლამაზი ნაკვთები...
ფიქრებში წასული ჯაყელის შეხებამ შეაშინა და შეჰკივლა. დაბღვერილი სახით გახედა თავის გვერდით ნდგომ მამაკაცს. სითბო ჩაეღვარა გულში, დიდი სიამოვნებითაც გაიღიმებდა მის გამომეტყველებაზე, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბრაზობდა და მაინც!
-დეა...
-რა გნებავს? - ცალწარბაწეულმა გვერდულად შეხედა.
-ასე ძალიან... ნუ ბრაზობ. - ჯერ თავზე გადაისვა ხელი, მერე კი გულზე დაიკრიფა.
-დამცინით, ხომ? ასეა არა? - ბრაზისგან თვალები აუელვარდა ჯავახიას. მძიმედ და გახშირებულად სუნთქავდა ორივე.
თარაშს აღარაფერი უთქვამს. ერთხანს მდუმარედ უყურებდა დეას პროფილს. არ უნდოდა ასე გამოსულიყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ გოგონას ასე მოქცევა გააბრაზებდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს მეტისმეტი იყო. თუმცა როგორ...
-შენ იცოდი? რამდენი ხნის წინ დაგეგმეთ? - კარგა ხნიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოთქვა დეამ.
-არაფერი ვიცოდი...
-ტყუი! - წინადადება გააწყვეტინა გაბრაზებულმა. - როგორ შეიძლება არაფერი გცოდნოდა?
-როგორ და აი ასე, როგორც მე არ ვიცოდი! - მოთმინებას კარგავდა მამაკაციც. ოდნავ აუწია ხმის ტონს.
დასაწყნარებლად თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.
არაფრით აღარ უნდა დაეშვა კიდევ ერთი შეცდომა. უნდა აეტანა ჯავახიას გამოხტომები.
უნდა გაეძლო.
-შენი საქმეა, რამდენად დამიჯერებ, ან არ დამიჯერებ, მაგრამ სიმართლეს კი გეუბნები.
დაეჭვებული მზერა შეავლო კაცს. უნდოდა დაეჯერებინა, მაგრამ ვერ უჯერებდა. წარმოუდგენლად მიაჩნდა ასეთი რამ. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, მაშინ თავის მეგობრებზე კიდევ უფრო უნდა გაბრაზეულიყო, რადგან არც ერთმა იცოდა და არც მეორემ, ისე დაქორწინდნენ.
არაფერი იყო ამაში სახუმარო, დეას აზრით.
თავი ვერ შეიკავა. ფართოდ გაეღიმა ჯავახიას კუშტად შკრულ წარბებზე თარაშს, მის მომუჭულ ხელებსა და ბრაზისგან ოდნავ შესამნევად აკანკალებულ სხეულზე.
„ჩემი პატარა ქალი.“ - ღიმილით დაუდგა დეას უკან და ხელები მოხვია.
ჯავახია შეცბა. ერთხანს წინააღმდეგობას უწევდა, ფიქრში უშლიდა ხელს მამაკაცის სიახლოვე, მაგრამ რომ ვერ მოიშორა - დანებდა. მეტიც, კომფორტულად მიეყრდნო მამაკაცის სხეულს და ხელები რომ არ იცოდა სად წაეღო, მის მუცელთან შეკრულ თარაშის ხელებს შემოხვია.
-მინდა დაგიჯერო, მაგრამ... - ტუჩი მოიკვნიტა, უნდოდა ჯაყელის სახე დაენახა ამ დროს.
-თუ დამაცდი ახსნას... - ჩაეცინა თარაშს. - კარგი იქნება.
-მიდი აბა, გისმენ! - გაგულისებულმა წამოიძახა.
-როგორც უკვე გითხარი, თავიდან არაფერი ვიცოდი. მერე ხომ თქვეს, ეს ჩვენ აგვისტოში მოვიფიქრეთო. დავეჭვდი მას შემდეგ, რაც თემურმა ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა ცოლი მომყავსო. აქამდე თუ არასდროს არაფერი უთქვამს ამის შესახებ ჩემთან, ახლა რამ წამოუარა-მეთქი, ვფიქრობდი. მართალია, შემეძლო ჩემი ეჭვები გამექარწ***ბინა, მაგრამ არაფერი მომიმოქმედებია. ცერემონიაზე კი ხელს რომ ვაწერდი, მხოლოდ მაშინ დავაკვირდი. აღარაფერი მითქვამს, უბრალოდ ხელი მოვაწერე და ეგ იყო. აი, შენ რომ დაკვირვებული ყოფილიყავი. - გაეღიმა. ტუჩები ფრთხილად შეახო ჯავახიას თმებს და მისი სურნელი შეიყნოსა. - შენ რომ დაკვირვებული ყოფილიყავი, ახლა ასე არ იქნებოდა და შენთვის არასასურველ ქორწინებასაც თავიდან აიცილებდი.
მკვეთრად შეირხა გოგონას სხეული მის მკლავებში. ეტყობოდა, თავის გათავისუფლებას ლამობდა. ხელი გაუშვა. გააფთრებული მზერა სტყორცნა მამაკაცს და სიბრაზის პიკზე მყოფმა გადაკვეთა ოთახი.
გასასვლელთან ნაბიჯი შეანელა. ღრმად ჩაისუნთქა. ეგონა თავი გაუსკდებოდა ამდენი ფიქრისგან. გაგულისებულმა გამოაღო კარები და სახლის უკან, პატარა ბაღში გავიდა.
სიმყუდროვე და იზოლირება ესაჭიროებოდა. თუნდაც რამდენიმე წუთი.
ძალიან უნდოდა პანიკებისა და აყალ-მაყალის გარეშე მიეღო ის ფაქტი, რომ ის უკვე გათხოვილი გოგოა (?!), შეგუებოდა ამ ბედს და ა.შ. და ა.შ., მით უმეტეს, რომ ეს ქორინება, როგორც თარაშმა თქვა, სულაც არ იყო მისთვის არასასურველი!
-არასასურველს გაჩვენებ მე შენ კარგად! ჯერ იყო და ჩემს დაუკითხავად გამათხოვეს, ახლა კიდევ არასასურველი ქორწინებაო! სულ გააფრინა ამ ხალხმა! - გაბრაზებული ცოფებს ყრიდა და ვეღარც აანალიზებდა, რომ ხმამაღლა „ფიქრობდა“, ზედმეტად ხმამაღლაც კი.
ბინდდებოდა.
***
სწრაფი ნაბიჯით გავიდა ჯაყელი სახლიდან. ეზო მოათვალიერა, დეა არსად ჩანდა. გზაზე გაიხედა, არც იქ იყო მისი ნაკვალევი. ისევ სახლში დაბრუნდა, ფრთხილად გადასწია ფარდა და ბაღი მოათვალიერა. ხის ძირში ჩამომჯდარიყო სიცივისგან აკანკალებული ჯავახია, თვალები დაეხუჭა და ძლიერად ჩაებღუჯა ჯაკეტის ბოლოები.
უნდოდა სახლში შემოეყვანა, ან რამე თბილი გაეტანა, რომ გამთბარიყო, მაგრამ გადაიფიქრა. დეას განმარტოვება უნდოდა, ამაში კი ხელს არ შეუშლიდა.
***

განიხილავდა ვარიანტებს...
ძნელი ასახსნელი იქნებოდა ისეთი მშობლებისთვის, მას რომ ჰყავს, ეს სიტუაცია. როგორ, მისულიყო და ეთქვა მათთვის, რომ იცით რა, მე გავთხოვდი ?!...
არა, არა, ეს ყველაზე საშინელი ქმედება იქნებოდა!
ბინდდებოდა.
უბრალოდ არ იყო მზად სხვა ცხოვრებისთვის. მერე რა, რომ თარაში უყვარდა?! სიყვარული და ოჯახის შექმნა არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ვერ იტანდა, როდესაც გაუცნობიერებლად ქორწინდებოდნენ ახალგზარდები და მერე იმაზე წუწუნებდნენ, თუ რა რთულია, თუ როგორ დაიღალნენ.
ვერ იტანდა, როცა მშობლები შვილებს აყვედრიდნენ მერე, რომ მათ შეწირეს თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლები, რომ თავიანთი თავებისთვის ვეღარ მიეხედათ, რადგან შვილს ხან რა სჭირდებოდა, ხან - რა.
ვერ იტანდა ცხოვრებაზე დაბოღმილ მშობლებს...
და არ უნდოდა თვითონაც ასე ყოფილიყო როდესმე. არ აქვს მნიშვნელობა, ღრმა სიბერეში , თუ მალევე...
რაც უფრო ემატებოდა დეას ასაკი, მით უფრო იაზრებდა ხოლმე , თუ რას ნიშნავს გერქვას „ცოლი“ და „დედა“, რაოდენ დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა ეს.
შვილის გაზრდა მხოლოდ ის ხომ არაა, ჯერ რომ გააჩინო, ასვა, აჭამო, ჩააცვა და დანარჩენი ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს გადააბარო, თუ როდის გაიზრდება ბავშვი?!
არა, ნამდვილად არ იყო მზად, არც ცოლობისთვის და მით უმეტეს, არც დედობისთვის.
სიყვარულით კი უყვარდა. უფრო მეტადაც კი, ვიდრე წინა საღამოს, ან გუშინწინ დილას.

***
-მაინცდამაინც ყინულის ლოლოს უნდა დაემსგავსო, სახლში რომ შემოხვიდე? - წარბშეკრული დასჩერებოდა მიწაზე მჯდარ გოგონას თარაში.
-აღარაფერი მიკლია. - აკანკალებულმა ჩაიცინა და ფეხზე წამოდგომას შეეცადა, თუმცა ისე ძალიან ჰქონდა სიცივე ვალ-რბილში გამჯდარი, რომ ხელ-ფეხს ვერ იმორჩილებდა.
ჯაყელი მიეშველა. მამაკაცის დახმარებით ძლივს მიაღწია სამზარეულობმდე, სადაც ცხელი ჩაი ელოდა, ძვლებს რომ გაუთბობდა.
სახლში შესვლისთანავე იგრძნო მისმა ცხვირმა სითბოს სუნი. სურვილის მიუხედავად, მისი გონება წოველ წამს თარაშისა და მისი ოჯახური თანაცხოვრების დღეებთან აკავსირებდა.
არ უნდოდა, მაგრამ წარმოედგინებოდა, როგორ უმზარებდა საჭმელს ჯაყელს, ან პირიქით, როგორც ამ შემთხვევაში, როგორ ამზადებდა თარაში დეასთვის ჩაის, ყავას, თუ სხვა საკვებს.
ჟრუანტელმა დაუარა მთელ ტანში, თუმცა დაზუსტებით ვერ გაეგო რისგან იყო ეს გამოწვეული: თავისი ფიქრებისგან თუ გაყინული სხეულის სითბოსი მოხვედრისგან.
პირველი ყლუპი რომ მოსვა, ეგონა არასდროს მოვკვდებიო...
უხმოდ შესვა მთელი ფინჯანი ჩაი. ამ ხნის განმავლობაში კი სულ გრძნობდა მამაკაცის მზერას.
გაორებულიყო მისი გონება და სხეული. ერთ ნაწილს წასვლა უნდოდა, მეორეს კი დარჩენა...
-იქნებ მიგეყოლებინა რამე? - ღიმილით შეახსენა თარაშმა, მხოლოდ ჩაი რომ არ უნდა დაელია.
ისე გააქნია თავი უარყოფის ნიშნად, პატარა ბავშვებმა რომ იციან ხოლმე, კარაქიანი პურის შეთავაზების დროს.
ნელი ნაბიჯით გავიდა მისაღებში და შუა ოთახში გაშეშდა. თვალი მოავლო ირგვლივ ყველაფერს. ამოუხსნელი განცდა დაეუფლა. გულის აჩუყების მსგავსი...
დივანზე დადებულ ქურთუკს დასწვდა და ჩაიცვა.
-მიდიხარ? - უკნიდან მამაკაცის ხმა შემოესმა.
-მივდივარ. - მცდელობსი მიუხედავად სულაც არ იყო მისი ხმა მტკიცე.
ეტირებოდა..
ერთი სული ჰქონდა გარეთ როდის გავიდოდა, დაგუებული ცრემლებისთვის რომ გასაქანი მიეცა.
-დეა!
კარებთან მისული ჯაყელის ხმამ შეაჩერა.
დიდი ძალისხმევის შედეგად შებრუნდა მისკენ.
-ეს.. ეს ბეჭედი.. მათ დაუტოვებიათ. ქორწინება და მსგავსი. - ნერვიულად ჩაიცინა კაცმა. - უბრალოდ გქონდეს... სამახსოვროდ.
ხელი გააშლევინა ჯავახიას და ხელისგულზე ოქროს რგოლი დაუდო.

ქუჩაში უმისამართოდ მიმავალ ჯავახიას ახსენდებოდა სექტემბრის უკანასკნელი დღე და თარაშის სიტყვები, რომ:
„მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს“.

ისევ ორი ნივთი ჰქონდა თარაშის მოსაგონებლად, ოღონდ ამჯერად ერთმანეთისგნ განსხვავებულები: მარცხენა ხელის არათითზე წამოკვეტებული ბეჭედი და ოცნების მჭერი.

უბრალოდ მზად არ იყო...
ეს იყო და ეს.

_________________
უუუუდიდეს ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის და მომცრო თავისთვის, მაგრამ ბოდიში რას შველისო არა?!



№1  offline წევრი Unnamed

აუ.. რაა!!! გაბრაზებული ვარ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ვუაიმე რამაგარი იყოო ^^ ღირსი იყო თარაში დეა რომ წავიდა, რაღაც არმჯერა თარაშმა რომ ეს არიცოდა, ნუ ძაან მაგარი იყოო და ძაან მომეწონა, ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე ^^ ძაან მაგარიხარ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent