შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუტას ამოფარებული სექსუალური ჯიჰადი (მეექვსე თავი)


2-09-2015, 02:45
ნანახია 2 313

მეექვსე თავი - ალაჰი შეგვინდობს!

ერაყი, სადღაც ჯურღმულში, 2015 წლის მარტი
ნაინაირი კერძებით გადატვრთულ სუფრასთან მჯდარ ადამიანს შეუძლია დაიწუწუნოს, რომ რომელიმე სოუსი ზედმეტად მარილიანი ან ცხარეა, ბოსტნეული საჭიროზე მეტად მოხრაკული ან უმი. ამავე მაგიდაზე ვიღაც ოფიციანტს წყალს მხოლოდ იმიტომ გამოაცვლევინებს, რომ ჭიქის დიზაინი არ მოსწონს. რა უაზროდ მეწვრილმანეა ხალხი... ჭიქის ფორმა გემოს არ უცვლის წყალს.ზოგისთვის გადამლაშებული ან სრულიად უმარილო საჭმელიც სანატრელია.
ჩემი ძმა თევზაობას ცდილობდა. ჩვენსავით მთელი ფალუჯა ტიგროსის იმედად იყო. დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა მივახლოებოდით მდინარის ნაპირს ხალხით იყო გადაპენტილი. მე და ჯამარს დიდხანს გვიწევდა ფეხით სიარული, რომ უკაცრიელ ადგილას რამე დაგვეჭირა. თევზები დაბლა ჩამოცურვას ვერ ახერხებდნენ, ფალუჯელები მათ ზემოთვე იჭერდნენ, ამიტომ ხანდახან ხახამშრალი ვბრუნდებოდით თავშესაფარში. იშვიათად გვიმათლებდა ან მაღლა, სათავისკენ მივიწევდით. ვცდილობდით შეუმჩნევლად ავპარულიყავით რომ არავინ შეგვცილებოდა მონაპოვარში. თევზს უმად ვჭამდით. დედას გრძელ გზაზე სიარულისთვის ენერგია არ ჰყოფნიდა. თავის დაცვასაც ვერ მოახერხებდა მშიერი ხალხი თავს რომ დასხმოდა, ამიტომ სულ მასთან მიგვეჩქარებოდა. (შადი ჩემს ძმას მუდამ ზურგზე ჰყავდა მიკრული.) დედას ცოცხალს რომ დავინახავდით ყოველ ჯერზე მხრებიდან უშველებელი ლოდი გვეხსნებოდა.
არ ვიცი ტიგროსმა ჯარისკაცების, მეამბოხეების და ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების რჩენა ვერ მოახერხა თუ ალაჰი ან ბუნება გაგვიწყრა, მაგრამ თევზის რაოდენობამ მოკლე დროში საგრძნობლად იკლო. რამდენიმე დღე ისეც გადიოდა, რომ აღარაფერი ჩამოჰქონდა დინებას. ბაყაყებზე გადავედით. მიწასაც ვთხრიდი, ჭიებს ვაგროვებდი. ჯამარი, როგორც ყველა სხვა კაცი, ძაღლებსა და კატებს დაზდევდა, მალე ფალუჯას განსაკუთრებით დაზარალებულ უბნებში ძაღლების ყეფა და კატების კნავლი აღარ ისმოდა. ყველა ერთმანეთს დაერია. ვინმეს თუ გაუმართლებდა და ჩიტს მოინადირებდა პირამდე მიტანას ვერ ასწრებდა სხვა ისე აცლიდა ან აგლეჯდა. ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი იტყოდა, რომ მთელი ქალაქი შეიშალა... მაგრამ აღარავინ აზროვნებდა, მათ მხოლოდ ინსტინქტები მართავდა.
ერთ ღამეს შიმშილმა გამაღვიძა. ვიცოდი რომ ჯამარს ჩანთაში გამხმარი პური ედო. მხოლოდ ღმერთმა იცოდა სად და როგორ იშოვა... ძალიან მინდოდა ცოტა მომეტეხა და მეჭამა, მაგრამ თავი შევიკავე, წამოვდექი და ფიქრების მოსაშორებლად გასეირნება გადავწყვიტე.
დილას, როცა ხალხი საშოვარზე გაიკრიფებოდა, თავშესაფარში ზურგის ქარი უბერავდა. ვიცოდი, რომ თუ გვირაბს გავყვებოდი სადღაც ამოვყოფდი თავს... მაინტერესებდა რა იყო მეორე მხარეს... სიკვდილი? ამ ქარის მიუხედავად ღამით, როცა ჩვენს დროებით სახლში ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ რჩებოდა, ჩახუთულობა იყო, სუნთქვა ჭირდა.
ზოგ ქვეყანაში ვერც კი მიხვდები, რომ ღამეა, მათ ან ბუნება აჯილდოებთ ,,თეთრი ღამეებით“ ან ქუჩები ლამპიონებითაა განათებული. ფალუჯაში ნამდვილ ღამესთან შეხვედრა შეგიძლიათ. აქ ღამე ამოსუნთქვასაც ჰგავს... ოღონდ ჩვენს ქალაქს ასთმა სჭირს. არასდროს იცი როდის დაემართება შეტევა, ერთხელ შეიძლება დაიხრჩოს კიდეც. ფალუჯას ღამე მტაცებლის ნადირობამდე გარინდვას მაგონებდა. ისეთი სევდიანი მთვარე ანათებდა, მეგონა თვალს თუ დიდხანს გავუშტრებდი ატირდებოდა და დამასველებდა. ბუნებას არ სწყურია სისხლი.... ბუნებას გვამებით დამძიმებული მიწა სტკივა... სისხლით გავსებული ფილტვებით სუნთქვა უჭირს...
ცას თვალი მოვაშორე, მიმოვიხდე. გადაჭრილ ხესთან ორი ფიგურა დავინახე. ვერ მივხვდი რას აკეთებდნენ ან ვინ იყვნენ. ფეხაკრეფით მივუახლოვდი და ნანახმა შემძრა... დედა ჩაკუზულიყო და კუჭში გადიოდა, შვილი კი განავალს ჭამდა. გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, მეგონა თავს ვერ შევიკავებდი და იქვე ამოვანთხევდი კუჭისწვენს. გავიქეცი... ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, მაგრამ თვალებიდან არ მშორდებოდა ის საზიზღარი ეპიზოდი. ცრემლები მომაწვა. ბევრი არ მიფიქრია ჩანთიდან ისე ამოვიღე ჩვენი პური და უცნობ დედა-შვილს დაველოდე. თავშესაფარში შემობრუნდნენ თუ არა მივუახლოვდი და საკვები გავუწოდე:
-დამალეთ და ბავშვს აჭამეთ... თქვეც ჭამეთ...
უცნობი გაოცებული მიყურებდა... მთვარე ცალ თვალს უნათებდა... გამიხარდა, რომ სახე დაფარული ჰქონდა და ხვალ მის ამოცნობას ვერ მოვახერხებდი. ბავშვს სპეციალურად ვარიდებდი მზერას. სწრაფად მოვბრუნდი და დედას გვერდით მივუწექი. არ ვიცოდი სწორად მოვიქეცი თუ არა... სიღრმიდან რაღაც ხმა მკარნახობდა, რომ ამ სიკეთეს მალევე ვინანებდი, მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი უხეში წიხლით აჩუმებდა მას.
დილას პური მოიძიეს. ჩემს ძმას საყვედური არ უთქვამს, ზეჰრას კი ვერაფრით დავაჯერე, რომ ცომეული არ მომიპარავს და არ შემიჭამია.
-ეს რა გაგზარდე, ქურდი, ეგოისტი, ღორი! მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ! მრცხვენია რომ ჩემი შვილი ხარ.- თავიდან ამ სიტყვების მოსმენა მაცოფებდა, ცეცხლს მიკიდებდა, მაგრამ მერე შევეჩვიე, ერთ ყურში შევუშვებდი და მეორედან გამოვუშვებდი... ეტყობა ადამიანი ყველაფერს ეგუება.
საშინელმა საცხოვრებელმა პირობებმა ჩვენთან ერთად მაცხოვრებლებიდან ბევრი დაასნეულა და დახოცა. რაღაც ჭირიც გავრცელდა. იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა. შადისაც ნელ-ნელა დაეკარგა სიცოცხლის ყველა ნიშანწყალი, გაძვალტყდავდა, გაყვითლდა, ხშირად ხურდა, ტემპერატურა მაღლა უწევდა, ტანზე დააყარა. ვიცოდით, რომ სულ მალე ბავშვი მოკვდებოდა, მაგრამ ერთმანეთს ამაზე არ ვესაუბრებოდით. თითქოს მე და ჯამარს იმედი გვქონდა, რომ ჩვენი დუმილით (გამოუთქმელი შიშითა და საშინელი წინასწარმეტყველებით) შადის სიცოცხლეს გავუხანგრძლივებდით. ჯამარი ყოველ ღამით საათში ერთხელ იღვიძებდა და შადის სუნთქვას უსმენდა.
ერთ ავბედით დღეს მზის ამოვლამდე შევიღვიძე. ჩემს ძმას კომფრტულად რომ დაეძინა შადი ხელებიდან ამოვაცალე და გარეთ გავედი. ბავშვის გაღვიძება ვცადე, ჯერ მოვეფერე, მერე სახელს ვეძახდი... თვალი რომ არ გაახილა დავაკვირდი და მივხვდი... შადი აღარ იყო...
-,,ლა ილააჰა ილა ალაჰ.“ - წარმოვთქვი... ამ სიტყვებს შადისთვის სამოთხის კარი უნდა გაეღო, თუმცა კი... ეს ლოცვა-მუდარა თავად უნდა ეთქვა... სრულ ლოცვას თუ ვერ წაიკითხავდა ერთი წინადადება მაინც უნდა მოესწრო. შადის სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო. მივხვდი რომ რამდენიმე წუთის წინ ჯამარს, - მის უპირველეს გულშემატკივარს, უფროს ძმას, მამას (ყველაფერი შეიძლებოდ გვეწოდებინა), - ხელებში ჩააკვდა... ჩავიკეცე...მკლავები მითრთოდა ამიტომ მიწაზე დავაწვინე. ავქვითინდი, პირზე ხელებს ვიფარებდი რომ არავის გაეგო, თორემ წესის დარღვევისთვის თავის გადაპარსვით დავისჯებოდი... მტკივნეულია, როცა უსალკაროდ რჩები, ამგრამ უფრო ღრმა ჭრილობას გიტოვებს ახლობელი ადამიანის დაკარგვა... ცრემლები შეუჩერებლად მდიოდა... რა ირონიულია ჩვენი ჩვეულებები.... ყველაზე რთულ მომენტშიც კი თავშეკავებისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებსიკენ მოგვიწოდებს... რა დროს ხალხის აზრი და ტრადიციაა, როცა ოჯახისწვერი გიკვდება... როგორ შეიძლება მოზომო ხმის ტემბრი, დაითვალო ჩამოცვენილი ცრემლები, როცა მთელი სული და ხორცის ყოველი სანტიმეტრი გაუყუჩებლად გტკივა?!
შადის წყვეტ-წყვეტით ლამაზ სიტყვებს ვეუბნებოდი და ხოტბას ვასხამდი. (ალბათ მის სულს ესმოდა ჩემი...) ჩვენთან მიღებულია, რომ მომაკვდავს ან გარდაცვლილს მოწიწებით, პატივისცემით, სითბოთი და სიყვარულით უნდა ელპაარაკო... მუსლიმანებს გვჯერა, რომ ამ დროს ანგელოზები ჩვენს ყველა წინადადებას აბოლოებენ სიტყვით ,,ამინ!“
ვინ იცის როგორი გოგო გაიზრდებოდა შადი... ალბათ რა კარგი პიროვნება და რა ლამაზი ქალი დააკლდა დედამიწას... ჩემი ტრაური სამ დღეში უნდა დამთავრებულიყო... სამი დღე ყელზე თოკის მოჭრას უტოლდება... ვერ ვხვდებოდი ასეთ მცირე დროში შადისთვის ცრემლები როგორ უნდა დაგვლეოდა... განსაკუთრებით ჯამარს. მხოლოდ ქმარი შეგიძლია დაიტირო ოთხიდან ათ დღემდე... პროტესტის გრძნობა გამიჩნდა (ტრადიციებისადმი პროტესტის გამოთქმის გამბედაობა და უნარი დიდი ხანია მოკლეს მუსლიმან ქალებში!), მაგრამ შიგნეულის ტკივილმა კრუნჩხვებში ჩამაგდო. არ ვიცოდი ავად ვიყავი, შიმშილს და ბინძურ კვებას ვეღარ ვუძლებდი თუ სულიერი ტკივილი სხეულს მიღრღნიდა... შადის მივუწექი და გონება დავკარგე.
თვალები, რომ გავახილე თავშესაფარში ვიწექი.
-ყველანი სიკვდილის შვილები ვართ... -გავიგონე დედას ნათქვამი. არ ვიცი საკუთარი თავი შეამზადა თუ ჩემ გასაგონად თქვა.
-ჯამარი სად არის? - მხოლოდ ჯამარსა და ბავშვზე ფიქრი შემეძლო და არა ცხოვრებისეულ ფილოსოფიასა და გარდაუვალ დასასრულზე.
-ცხედარს კრემაციისთვის ამზადებს...
-მე რა დამემართა?
-არ ვიცი. შენმა ძმამ უგონო მდგომარეობაში გიპოვა შადის სხეულთან ერთად.
წამოვდექი. თავს სუსტად ვგრძნობდი, ყრუ ტკივილი მუცელში წრეს მარტყამდა, შედეგ კიკიდურებისკენ მიიწევდა.
-მინდა დავეხმარო.
-დაეტიე აქ. - მიბრძანა ზეჰრამ. მის მდგომარეობაშიც კი შეეძლო მკაცრი ყოფილიყო. უყვარდა როცა სიტუაციას აკონტროლებდა.
-კაცს მხოლოდ კაცის დაბანა შეუძლია...
-ფარჰანა, შენ გავიწდება, რომ შადი ბავშვი იყო... ბავშვის ან ცოლის შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება.
მაინც გავედი ძმის საძებნელად... ჯამარს თავშესაფრიდან საკმაოდ შორს ფიცარზე ზურგით დაესვენებინა შადი. მკერდსა და ვაგიაზე პატარა ნაჭრები ეფარა.
-ჯამარ, დასახმარებლად მოვედი... - ვთქვი და ხელიდან სველი პირსახოცი გამოვართვი. ჩემს ძმას ტირილით თვალები დასიებოდა. არაფრისმთქმელი მზერა ჰქონდა. შადის ინტიმური ადგილები გავუსუფთავე, შემდეგ ხელ-ფეხი და ტანის დარჩენილი ნაწილები. თმა ჯამარმა დაბანა. წესის მიხედვით, ასე გავიმეორეთ სამჯერ... მხოლოდ საპნისა და ბოლო ჯერზე სურნელოვანი საშუალების წყალში გარევა ვერ მოვახერხეთ.
-ფარჰანა, მინდა მარტო ვიყო როცა დავწვავ... - მითხრა როცა ცხედარი კრემაციისთვის გავამზადეთ.
-დარწმუნებული ხარ? მეც მსურს შადი გავაცილო...
-ილოცე შადისთვის, ეს საუკეთესო გაცილება იქნება.- ჯამარს ხმაც კი შეცვლოდა.


***
ჯამარი ორი დღით დაიკარგა. არ ვიცოდით სად იყო, რას აკეთებდა. მეშინოდა ტყვედ ხომ არ ჩავარდა, შემთხვევით ან განზრახ ხომ არ მოკლეს ან თავად ხომ არ დაუშავა თავს რამე... ავწონ-დავწონე და მიხვდი, რომ ჩემი ძმა ოჯახს არ მიატოვებდა, მამაჩემზე გაცილებით უფრო ერთგული და პასუხისმგებლობით სავსე იყო. დედას შადის გარდაცვალების ამბავი არ სწყენია, პირიქით, თვლიდა რომ ოჯახს ზედმეტი მჭამელი მოაკლდა. (არ მესმოდა როგორ შეეძლო ამ ქალს ადამიანების ასე დაკომპლექტება. ) თავის მოსაზრებას ჩემთან არც მალავდა, მაგრამ ვაჟის დაბრუნების შემდეგ შადისთან დაკავშირებით ერთხელაც არ ამოუღია ხმა.
ჩემი ძმა შინ ხორცითა და ფულით დაბრუნდა. ვგრძნობდი, რომ არ სურდა გვეკითხა საიდან იშოვა ფული. ძალიან აფორიაქებული ვიყავი. ინტუიცია მკარნახობდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. ამ ხორცს ბაყაყისგან, ჩიტისგან, თევზისგან, ძაღლისა და კატისგან განსხვავებული გემო ჰქონდა. ჩავთვალე რომ ღორის, ძროხის ან თხის იყო. ყურანი გვიკრძალავს ნებისმიერი სახის ხორცის ჭამას. უკიდურესი გაჭრვების პერიოდამდე ხორცი არ მიჭამია... შეიძლება ღრმა ბავშვობაში გამასინჯეს, მაგრამ არ მახსოვდა. ჯამარის მოტანილ, გაურკვეველ ხორცს დედა რთულად ინელებდა, მაგრამ აშკარად უკეთესდებოდა მისი მდგომარეობა. ხორცის დამთავრების შემდეგ ფულის ხარჯვა დავიწყეთ. ჯამარს ხშირას მოსდიოდა კომფლიქტი სხვა ფალუჯელებთან, ყველა გვკბენდა და გვეჩხუბებოდა... სულ მალე აშკარა გახდა, რომ თავშესაფრიდან უნდა წავსულიყავით.
როცა ყველას ეძინა ფეხაკრებით ავდექით და გამოვიპარეთ. გზაში შადი ვერ მოვიშორე გონებიდან.
-ჯამარ, ვიცი ამ თემაზე საუბარი ტკივილს გაყენებს, მაგრამ... მინდა იმ ადგილას მიმიყვანო სადაც ჩადის ფერფლი მოაბნიე... ასე უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს.
-რას ქვია მშვიდად იგრძნობ თავს?! ისე რატომ ღელავ? რამეშ ეჭვი გეპარება? - შემიღრინა უეცრად. ჩემკენ არ გამოუხედავს. ძალიან დაძაბული იყო.
-ეჭვი რაში უნდა მეპარებოდეს? - გულწრფელად გავიკვირვე. - იქნებ სინდისმა ნაკლებად შემაწუხოს, რომ არც კი გავაცილე... მინდოდა ერთად დავსწრებოდით კრემაციას... მართალია, შადი ისე ძლიერ არ მიყვარდა როგორც შენ, მაგრამ შენს მერე მე ვყავი გულშემატკივარი... მე ვუვლიდი მას! ჩემთვის ძვირფასი იყო!
-ახლა სენტიმენტალურობის დრო არ არის! - მომიჭრა და მიმახვედრა, რომ დიალოგი დასრულდა.
-ფარჰანა, დაანებე ძმას თავი, ხომ ხედავ ცუდ ხასიათზეა. რას შეუჩდი! - მისაყვედურა დედამ და ჩვენშორის ჩადგა.
-ასე რომ გიტლიკინებს ენას შენი ბრალია, ჯამარ. შენ გაათავხედე! სადმე გინახავს ქალი ასე უსავსავებდეს ენას მამაკაცს?
ვერ მივხვდი ზეჰრა ცეცხლზე ნავთს რატომ ასხამდა. ალბათ ვერც აცნობიერებდა, უბრალოდ ცდილობდა ვაჟისთვის დაენახვებინა შენს მხარეს ვარო და მისი გული მოეგო.
დაღამდა. ღია ცის ქვეშ მოგვიწია ძილი. თავს იმაზე თავისფულად და კარგად ვგრძნობდი ვიდრე თავშესაფარში. ისეთი განცდა მქონდა, რომ თითქოს ვარსკვლავები ჩემთვის ციმციმებდნენ, ცდილობდნენ კარგ ხასიათზე დავეყენებინე და იმედი მოეცათ ჩემთვის.
-ერთ არაბულ ზღაპარში გოგონას დედა გარდაეცვალა და ვარსკვლავად გადაიქცა... მოდი, რომელიმე ვარსკვლავს შადი დავარქვათ... - ჯამარს არ ეძინა. მთელი ღამის გათენებას და ყარაულობას აპირებდა.
-ჯანდაბა! დაიძინე რა, ფარჰანა, არ გწყინდება ამდენი ლაყბობა?! - მიყვირა. შევცბი, გავხედე და ვერ ვიცანი. იგივე ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ მაინც სრულიად სხვა ადამიანი იყო. სულიერი ცვლილებები სხეულზეც აისახება. დავრწმუნდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიმალავდა.
-მოშარდვა მინდა. გამომყევი. - ეჭვისთვალით შევათვალიერე ძმა და წამოვდექი.
-რა წესია კაცის გასაგონად მოფსმა? დედა გაგყვეს. - თავიდან მომშორა.
-ვერ ხედავ, რომ დედას სძინავს?! - დოინჯი შემოვირტყი. - გინდა აქვე გამეპაროს და შარდის სუნში გაათენო? დარწმუნებული ვარ შენ უფრო შეწუხდები ვიდრე მე...
-გააღვიძე!
-ხომ იცი, რომ იჩხუბებს?!
-და გგონია მე არ ვიჩხუბებ?! - კბილებს ერთმანეთზე აჭერდა, ყბა ეკვეთებოდა. - მართალია, ზეჰრა, ჩემი გატუტუცებული ხარ, შენ მოგიყვან ჭკუაზე!
-და რას მიზამ? დამარტყამ? რით იქნები მუსტაფაზე უკეთესო?
ფეხზე წამოიჭრა, მკლავში ძლიერად ჩამავლო ხელი და ლამის ფრენა-ფრენით მიმიყვანა გასაცოდავებულ ბუჩქთან.
-მტკივა! დამილურჯდება! გამიშვი! რა მხეცივით იქცევი! ვეღარ გცნობ, ჯამარ! - ავწკმუტუნდი და ცრემლები წამომივიდა. ჩემი ძმა თითქოს სახეში მიყურებდა, მაგრამ სინამდვილეში თვალს არ მისწორებდა. თითები არ მოუშორებია, ამიტომ მთელი ძალით ვუკბინე. იმ წამს თითქოს შეფხიზლდა, რეფლექსურად მომიშორა და მეც გავნთავისუფლდი.
-ფული საიდან გაქვს?! - მივახალე პირდაპირ.
-ვინ მოგცა უფლება მასეთი შეკითხვები დამისვა? ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ყოფ!
-აჰა... ახლა გახდა შენი საქმე?
-მოშარდვა ხომ გინდოდა? ხოდა მოფსი. - ზურგი მაქცია.
კაბა ჩავიწიე და ჩავიცუცქე. რა უხერხულია ჩხრიალის ხმა...
-დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მოხდა... - თავდაჯერებული ვიყავი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ძმის ალაპარაკება.
-ჩემგან ელოდები, რომ საპირისპიროში დაგარწმუნებ? ჩავიხვევ: არა, არაფერი მომხდარა-მეთქი? ფარჰანა, თვალები გაახილე და გაიზარდე! ერაყში ბავშვების ადგილი არ არის! ბავშვს კი არა ქალს უჭირს გადარჩენა! ფალუჯაში ყოველთვის რაღაც ხდება! ამ ქალაქში პატიოსანი გზით არც ფული იშოვება და არც საჭმელ-სასმელი! ფულს კეთილშობილების სუნი არ ასდის!
კაბა ჩამოვიწიე და ჩემკენ მოვაბრუნე.
-და ამას მეუბნება კაცი, რომელიც ჩემთვის მისაბაძი მაგალითია? ვინმე მოკალი?!
-არა.
-აბა, რა ჩაიდინე ისეთი, რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ?
ხელი ჩამკიდა და დედასკენ წამათრია. ვცადე შემეჩერებინა, მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო, ამიტომ სასწრაფოდ მიწაზე დავჯექი.
-გგონია, ტომარასავით ვერ წაგათრევ? ან ხელში ვერ აგიყვან და მხარზე ვერ შემოგიგდებ?
-კაცის კვლაზე უარესი არსებობს რამე?! ქალის გაუპატიურებით ფულს ვერ იშოვიდი...
-ნუ ჩამაცივდი! რატომ გადაგყავარ ჭკუიდან?!
-ჭკუიდან მე კი არა ცოდვას გადაყავხარ! თქვი და გულზე მოგეშვება.
-არა, ფარჰანა! თუ ვიტყვი გულზე კი არ მომეშვება, გული უფრო დამიმძმდება... შენ დაგკარგავ.
შემეშინდა. წარმოდგენაც არ მქონდა რა ჩაიდინა ჩემმა ძმამ... შეიძლებოდა, რომ ჯანაჰში ( *სამოთხე*) ვეღარასდროს მოხვედრილიყო?
-მე... მე დაგეხმარები, რომ საკუთარ თავს შეუნდო...
-უბრალოდ გაჩუმდი!
-მე მინდა, რომ ჩემი ძმა დამიბრუნო... შადის სიკვდილის შემდეგ უცხო ხარ!
-ის ჯამარი აღარასდროს დაბრუნება! არსებობს ზოლი, რომელსაც გადაკვეთავ და უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს! უცხო ვარ, მაგრამ დედა სიკვდილს გადავარჩინე... უცხო ვარ, მაგრამ ოჯახს ვიცავ... უცხო ვარ და შენ გპატრონობ! რა არ გაკმაყოფილებს?!
-შენს თვალებში სულის იმ სისპეტაკეს ვეღარ ვხედავ... არა, საერთოდ შენს თვალებს ვერ ვხედავ! დამანახე თუნდაც შეცვლილი...
წამოვდექი და თავი ისე გავასწორებინე, რომ ჩვენი მზერები გადაკვეთილიყო. ჯამარის თვალებში შადისთან ერთად რაღაც სხვაც მომკვდარიყო... არ ვიცოდი რა იყო ეს... მაგრამ აბსტრაქტული გვამი მისივე სხეულში იხრწნებოდა.
-ჯამარ... - მხოლოდ მისი სახელის თქმა მოვახერხე. ჩემი ძმა ატირდა. მომეხვია. ძლიერად მიკრავდა გულში. მერე უეცრად ხელი მიშვა და გაქიცა. დავედევნე. ვეძახდი და ვთხოვდი დაბრუნებულიყო. სულ მალე თვალსაწიერიდან დამეკარგა. სადღაც ჩაიმალა. იქამდე ვეძებე სანამ ფეხებში ძალა არ გამომეცალა. თავბრუ დამეხვა. ოთხზე დავდექი და წინ წავღოღდი. ისიც კი არ ვიცოდი გეზი დედაჩემისკენ მქონდა აღებული თუ დაკარგვა მემუქრებოდა.
-ძალიან დაღლილი ვარ... მეძინება... - ვთქვი ჩემთვის. ცოტას წავუძინებ და მერე განვაგრძონ გზას...- ჩავიბუტბუტე.
-სულელი ბავშვი ხარ. - ჯამარი იყო...
მისი სუნთქვა და ჩემი გულის ძგერის ხმა ჯერ ახლოდან, მერე კი შორიდან მესმოდა...


***
-ფარჰანა, შადის ცხედარი არ დავწვი... მისი ორგანოები ამოვჭრი და გავყიდე. ხორცი თქვენ გაჭამეთ... - ყურში ძალიან ნაცნობი ხმა ჩამესმა... ვერ გავარჩიე ცხადი იყო თუ სიზმარი. თვალები თითქოს თან ღია მქონდა, თან დახუჭული...
-ვიცი საშინელი ადამიანი ვარ... - მივხვდი, რომ ჩემი ძმის აღსარებას ვისმენდი... ღამის ყინვას მკაფიოდ ვგრძნობდი... ჯამარმა თავშალზე ხელი გადამისვა. მეღვიძა!
- როგორც კი გაგათხოვებ ვეცდები ჩემი დანაშაული გამოვისყიდო... პატრონი გეყოლება და უფრო იმედიანად ვიქნები... ახლა ვერ დაგტოვებ ამ ბოროტ სამაყროში... შენ ხომ ასეთი სუსტი და დაუცველი ხარ... ჯერ კიდევ სულით სუფთა! ყველანაირი ტკივილისთვის მზად ვარ, ოღონდ ალაჰმა შენი გაუბედურებითა და დატანჯვით არ დამსაჯოს... - ჩემი ძმა ტიროდა.
-,,ალაჰმა მკვდარი ხორცის ჭამა აგიკრძალათ, მათ შორის ღორის... მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ არის, წესების დარღვევას გაპატიებთ.“ - მუჰამედ შუამავალის სიტყვები ჩაილაპარაკა დედამ. - ალაჰი შეგვინდობს... - ეს იყო ბოლო სიტყვები რაც გავიგონე... მერე მთელი სამყარო დამუნჯდა.

***
ვიცი, ცოდვებისთვის ვისჯები... ქრისტეს შენდობას არ ვთხოვ... საკუთარი დანაშაულისთვის უნდა მომეზღოს... მხოლოდ იმას ვემუდარები, მომცეს ძალა რომ ამ ყველაფერს გავუძლო.

ავტორი: დამიანე ნითანელი

გამარჯობათ, ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. მადლობა მოთმინებისთვის. ასევე უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. როგორც შეგამზადეთ... თავი მძიმე წასაკითხი იყო. თუმცა სულაც არ გამიჯერებია სექსუალი სცენებით. სხვათაშორის ცოტა გამიკვირდა ჩემს წინა კომენტარზე თქვენი რეაქცია. რატომ ასოცირდება სიმძიმე გაუპატიურებასთან?

მოუთმენლად ველოდები თქვენ მიერ სიტუაციისა და პერსონაჟების საქციელების შეფასებას.

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ!



№1  offline მოდერი nicol

იმდენი ხანი ველიდე ამ თავს, რომ წინა თავების გადაკითხვაც მოვასწარი... მე მგონი ასე უკეთესიც იყო, თითქმის ყველა დეტალი თავიდან გავიაზრე.
რაც შეეხება ამ თავს... ძალიან მძიმე წასაკითხი იყო... ველოდებოდი ყველაფერს, ამის გარდა... შეუძლებელია ასეთი რამის აღსაქმელად რიდისმე მზად ვიყო... ხელები მიკანკალებს და ცრემლები მომდის... რამდენჯერმე კითხვაც შევწყვიტე გონზე მისასვლელად... არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი, თუნდაც მცირედით რეალობას უახლოვდება... არ მინდა დავიჯერო, რომ ცხოვრება შეიძლება ასეთი სასტიკი იყოს...
მაპატიე, ახლა ამაზე მეტს ვერ ვწერ... ცოტა მოგვიანებით როცა შევძლებ აზრების მოკრებას უფრო კარგად განვიხილავ....

პატივისცემით ნიკოლი.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline წევრი irinka123

ძალიან მძიმე წასაკითხი იყო.გეფიცები ვიტირე, იმიტომ რომ ისე კარგად წერ მეგონა მე გადამხდა ეს ყველაფერი.
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...

 


№3  offline მოდერი ლილიანა

ვიცოდი,ვიცოდი,როგორც კი წავიკითხე როგორ სთხოვდა ფარჰანას მარტო გავუკეთებ კრემაციასო მაშინვე გყლმა მიგრძნო.მართლაც მძიმე წადაკითხი იყო,მგონი ამ ფაქტის და იმ დედა_ შვილის გამო დღეს საჭმელი ვეღარ ვჭამო.
ვგულშემატკივრობ ორივე დაძმას,ეს ზეჰრა ქვეწარმავალია რა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4 სტუმარი სხვანაირი დედამიწელი

მგონი გულმა მიგრძნო რომ სწორედ ასე მოხდებოდა..
ძალიან დავმძიმდი..ეს ყოველგვარ ნორმის ფარგლებს სცდება..
მე ალბათ სიკვდილს ვამჯობინებდი ასეთ "კვებას"..
ძალიან კარგად გაქვს ემოციები გადმოცემული,.
იმედია აღარ დააგვიანებ ხოლმე..

 


№5 სტუმარი nene

gmerto chemo...
wakitxvamde vifiqre,ra unda iyos gamosavali rom cocxali gadarche da shimshilit ar daixoco,qveyanashi sadac sachmeli ar arsebobs metqi.
gulshi sazarelma pasuxma gamielva...
gamaxseda ramdenime omi,roca rusebi ukrainelebs sxva gzas ar utpvebdnen,garda imisa rom ertmanetis xorci echamat.
me vici,ojaxshi pataridan iwyebdnen da bolos dids chamdnen...
shemdzra am fiqreba,mivxvdi rrom es gardauvalic iyo.
dzmis saqcieli gamikvirda yvelanairad.
erts girchev,rac ar unda moxdes,sufta sulic personaji ar gaaboroto,an codva ar chaadenino.
mwerlis yvelaze sashineli tvisebaa,rom mkitxvels mashin vazizgebt adamians roca yvelaze metad uyvardebat...
velodebodi dedis sikvdils (rom ar ddagimalo,borotad ar chamtvalot magram kargi iqneba tu moklav) da shemrcha shadis sikvdili.
me ar mesmis,rogori sazarelic ar unda iyos mdgomareoba,dedam shvils ganavali rrogor unda achamos...
gmerto,sashinelebaa.
kitxvis periodshi,mteli sxeulit vkankalebdi da kbilebs ertmanets vacherdi.
enit augwereli sisastike...
movlenebis ganvitarebas velodebi,vici ragac iseti moxdeba,rac sabolood gagvanadgurebs...

siyvarulit,fsiqo.13

 


№6  offline მოდერი malena

საკუთარ უძლურებას რომ გაისიგრძესიგანებ ადამიანი ყველაზე საზიზღარი მომენტია ალბათ. ნამდვილად არსებობს გამოუვალი მდგომარეობები. შადის სხეულის ათვისება არ იყო გამოსავალი. დედა-შვილის ეპიზოდის კითხვისას, გამეხარდა ნაჭამი რომ არ გახლდით, ჰმ, ასეთი რამეები რეალურად ხდება, ყოველდღიურად, მე კი... მე ის ვარ, მეწვრილმანე, ზემოთ რომ ახსენე შენ. :)
ფარჰანამაც უნდა დაკარგოს ადამიანურობა?
ძალიან, ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები.
აჰ, არ მიტირია... სიბრაზე ვიგრძენი, ხანდახან რა გულისამრევია ეს სამყარო...

 


№7  offline ადმინი შამანი

ინტერესით ვკვდები ისე მინდა წავიკითხო ახლა და ამ წუთას,მაგრამ კომანტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ წაკითხული ძალიან უნდა განვიცადო და ვინერვიულო,ამას კიდე ჩემი გული ვეღარ გაუძლებს recourse რამოდენიმე თავის შემდეგ მეც შემოგიერთდებით <3
წარმატებები ავტორო ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8 სტუმარი Nino

ამ საიტზე მარტო ამ ისტორიის გამო შემოვდივარ.ველოდებით შემდდეგთავს:)))

 


№9  offline მოდერი nicol

უნდა ვაღიარო, არასწორ დროს წავიკითხე ეს თავი... დღეს მძიმე დღე მქონდა... მიუხედავად ამისა მაინც ვერ მოვითმინე, წავიკითხე და აი შედეგიც.. ძალიან განვიცადე... შეიძლება ითქვას ზედმეტადაც...
მაშინ როცა მკითხველამდე ასე ზუსტად მოგაქვს ემოცია, არც კი მინდა იმის წარმოდგენა შენ რა შეიძლება იგრძნო წერის დროს... იმ დროს როცა ასეთი სიუჟეტის წერის იდეა იბადება...
არც კი მინდა იმის წარმოდგენა, რა იგრძნო იმ დროს ჯამარმა, როცა ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ჩემი აზრით ტკივილი როცა აუტანელი ხდება, მას უბრალოდ ვეღარ გრძნობ... გრძნობებს თიშავ... ალბათ ჯამარმაც ასე მიიღო ეს გადაწყვეტილება, გრძნობების გარეშე, მარტო გონების კარნახით... სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება? ამაზე პასუხი არ მაქვს... იმიტომ რომ ადვილია ადამიანის საქციელზე იმსჯელო, მაშინ როცა გემრიელად მოკალათებული ხარ სახლში და იმის მეათასედ პრობლემასაც არ წაწყდომიხარ ცხოვრებაში, რასაც ის... დედა-შვილის მონაკვეთზე არც გულისრევის შეგრძნება მქონია და არც ის გამხსენებია ნაჭამი ვიყავი თუ არა... ფაქტმა შემძრა ბოლომდე...
ეს ერთადერთი თავია, რომლის მეორედ გადაკითხვასაც ვერ შევძლებ... თავიდანვე რომ მცოდნოდა რამდენად მძიმე იქნებოდა მაინც წავიკითხავდი, მაგრამ მეორედ გადაკითხვისთვის ძალა არ მეყოფა...
დამიანე შენზე რა უნდა ვთქვა... საუკეთესო ხარ... მიუხედავად განცდილისა, მაინც სულმოუთელად დაველოდები შემდეგ თავს... იმიტომ რომ ღირს ლოდინად... მე მაგალითად ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა...

პატივისცემით ნიკოლი
--------------------
თინა ნიკოლ

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

წავიკითხე ყველა თავი, მართლა წავიკითხე და არა სკუპ-სკუპიტ როგორც მჩვევია. რა წარმოდგენაც მქონდა წაკითხვამდე ნაწარმოებზე გამიმართლდა. მიხარია,რომ სანამ გავეცნობოდი შორიდანვე ამ ნაწერს "ისტორია"-ს კი არა ნაწარმოებს ვუწოდებდი. პერსონაჟების განხილვა, რას როგორ აღწერ, ამაზე ჩემი მხრიდან ხმის ამოღება სისულელე მგონია. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ გეტყობა ისეთ თემას შეეჭიდე, რაც იცი და გააზრებული გაქვს. არც ერთ მოვლენას არ გავუკვირვებივარ, მე და შენ გვქონდა ამაზე მიმოწერა და რასაც აღწერ საშინელებაა, მაგრამ არა წარმოუდგენელი. დედა-შვილის ეპიზოდის აღწერისასაც არაფერი დამმართვნია, რადგან პატარა ასაკში მაქვს მოსმენილი უფრო საშინელებები ახლობლისგან, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. მოუთმენლად არ ველოდები მომდევნო თავს, რადგან ამ ნაწარმოებში ჩემთვის ის ინტრიგა არ დევს, რაც ამ საიტს სჩვევია და ესეც დიდი პლიუსია შენი წერის სტილის.

 


მეგობრებო, ვარ ავად. მოგვიანებით ყველა კომენტარზე გიპასუხებთ და ახალ თავსაც დავდებ. მადლობა მოთმინებისთვის.

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვარსკვლავები - ასეთი მძიმეა რომანი და ყოველ თავში რაღაც ნათელი და გამაღიმებელი მაიც არის ))

ძალიან მიყვარს ჯამარის პერსონაჟი, მაგრამ მის საქციელს ვერაფრით გავამართლებ. მესმის, არ უნდოდა და და დედა შიმშილით დახოცილიყვნენ, მესმის, რომ მხოლოდ მათ კეთილდღეობაზე ფიქრობს, მაგრამ ეს არ იყო გამოსავალი. თუმცა, მიუხედავად ამისა ამ ბიჭს ვერ შევიძულებ. მაინტერესებს, რას გააკეთებს ფარჰანა. ზეჰრაზე არაფერი მაქვს სათქმელი.

გამოჯანმრთელებას გისურვებ ))

 


№13  offline მოდერი ლილიანა

ახლა მიმდოდა დამეწერა რატომ არ გრძრლდებათქო,მაგრამ ავად ყოფილხარ,ჯამრთელობას გისურვებ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№14  offline წევრი nini :)

მართალია მძიმე წასაკითხი იყო მაგრამ ძლიერი ისტორიააა, მასეც ვიფიქრე ხორცი შადის იქნებოდა მომეწონა მალე დადე შემდეგი თავი მაინტერესებს რა მოხდება

 


№15  offline ახალბედა მწერალი MariamG

როდის დადებ შემდეგს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent