შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტფილისური სიყვარული (სრულად)


2-01-2016, 23:57
ავტორი ერკე
ნანახია 5 920

ძველი თბილისი, მდინარის რაკრაკი ყოველთვის სასიამოვნო და მუსიკალურია, სადაც თითოეული ბგერა, რაღაც არომატულს და საოცარს გამოანათებს. მტკვრის ერთ დაჩუხჩუხებას, იქვე პატარა დუქანთან მჯდარ მეარღნის მიერ სასიამოვნო და ტკბილ ხმებად აჟღერებული არღნის უამესი ხმა მოჰყვებოდა. ეს ტკბილი ჰანგები მოსწონდა ილიას, ყოველთვის მჟღერი და სასიამოვნო, მტკვრის აბობოქრებული დინება, რომ ცხენების ფლოქვების თქარა-თქურს შეერწყმებოდა, იქვე მემაწვნეს ჩამოტარებული ქილები ერთმანეთს შეაკრიალდებოდა, მალე კი არღანის იმხანად ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო, ეშხიანი მუსიკა ჩაეღვრებოდა, გულს რომ უფორიაქებდა და მთლიანად ისე შეელეწებოდა, როგორც მტკვარი და რიონი ხვდებოდნენ ერთმანეთს ხელის ქნევითა და მისალმების უტყვი მინიშნებით.
უკვე მერამდენედ ჩაიარა იმ დუქნის წინ, უკვე მერამდენედ მიაყურადა ამ საოცარ მუსიკას, რომელიც მზის ბუღში, დაერწმუნებოდა, რომ ფერებსაც კი აბრიალებდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, დუქნის ორფრთიანი კარი შეაღო და შიგნით შევიდა. აღრიანცელებული საზოგადოება მაშინვე ერთ წერტილს, ახლად შემოსულს მიაჩერდა და წუთიერი სიჩუმე ჩამოწვა. სიჩუმე მარცხენა მაგიდასთან მჯდარმა მამაკაცმა დაარღვია.
-ილიას გაუმარჯოს! იმდენს მუშაობ უკვე საკუთარ თავს აღარ ჰგავხარ. როგორ ბრძანდებით? - ულვაშში ჩაეღიმა ილიას და ნაცნობ სახეს გახედა.
-ეჰ... ვცოცხლობ აკაკი, ჯერ ვცოცხლობ.
-როგორ მიდის საქმეები რედაქციაში? - ისევ დაადევნა სიტყვები, მაგრამ ვითომ არც გაუგიაო, უხმოდ გაიარა და პირდაპირ დახლს გადაეყუდა.
-გვრიტო... - სასიამოვნო აღნაგობისა და შესახედაობის ქალს დაუძახა ილიამ. - ლუდი ჩამომისხი. - მას შემდეგღა დააყოლა, როცა გოგონამ გამოხედა და გაუღიმა. ილიამ ქუდი მოიხადა და წინ დაიდო. თვითონ სკამზე ჩამოჯდა, კარგად გასუფთავებული და გაპრიალებული, თუმცა სიძველისგან გაცრეცილი, მზის სხივებისგან გახუნებული, ფერდაკარგული, ღია ყავისფერი პალტო, ერთ დროს რომ უფრო მკვეთრი ფერის იყო, ფრთხილად გაიხადა და მის მახლობლად ერთ-ერთ თავისუფალ შვერილზე, საკიდის ფუნქციას, რომ ასრულებდა, ჩამოჰკიდა. იგრძნო, გამოყოლებული და დამკვირვებელი უამრავი წყვილი თვალისგან, როგორ აეწვა ზურგი და უკან გაიხედა. ამასობაში კი გოგონამ წინ კათხით ლუდი დაუდგა, რომელიც მაშინვე ხელში მოიქცია და პირისკენ გააქანა.
-ილიას შემოევლოს ჩემი თავი. - გაიჟღერა ახლა სხვა მხრიდან, მოგუდულმა ხმამ.
-ვაჟა, შე ბებერო, შენ ხარ? როგორ ხარ? - ჩაეღიმა მამაკაცს და ისევ მიიტანა პირთან ლუდით სავსე კათხა. ყელი გაისველა და დახლზე დადგა. მაშინვე წამოდგა ადგილიდან ვაჟად წოდებული და ილიასკენ გაემართა. ილიას ვინ არ იცნობდა, ის უფრო გაუკვირდებოდა მოქეიფეების ყურადღება, რომ ვერ მიექცია. ყოველთვის დინჯად, მძიმე ნაბიჯებით მოსიარულე, სერიოზული გამომეტყველებით, რომ აკვირდებოდა ქალაქს, ხალხს, ეზოებს, ცხენებს, ყოველ ბგერას იჭერდა მისი გამახვილებული სმენა და მუსიკას აწყობდა. თუმცა მუსიკოსი ნაკლებად იყო, ის უფრო იმ დიადი და პატივსაცემი ხალხის წრიდან იყო, თითებზე დასათვლელი რომ იყო და ქალაქში, ერთადერთ რედაქციას განაგებდა.
-რაღა როგორა ვარ, ჩემო ილია. მგონი ვკვდები და ეგაა...
-რატომ, რა მოხდა? - ჰკითხა ძლივს გასაგონი ხმით, როცა უკვე მის გვერდით მოკალათებულიყო. - ხომ მშვიდობაა? კნეინა რას შვრება, არის კარგად? - დააყარა კითხვები და მის სანდომიან, საოცრად ბავშვურ მზერას შეავლო თვალი.
-ეგ სასიკვტილე, კი კარგად არის და თავის საქმეს, ტრადიციისამებრ აკეთებს. მოგეხსენება ნერვებზეც მიკაკუნებს, მაგრამ სხვა რამეშია საქმე ჩემო ილია. ჩემი დრო წავიდა.
-რას ამბობ? - უკვე გაფითრებული აკვირდებოდა და პასუხს გულმოდგინედ ელოდა. კიდევ გადაუძახა მოზრდილი ყლუპებით სასმელი ილიამ.
-ვეღარაფერს ვწერ. გახსოვს რა მითხარი? ერთადერთი ჩემი იმედი იყავი, მეც სერიოზულად დავიწყე ლექსების ჯღაბვნა, მაგრამ რამდენი ვეცადე, რამდენი ვიყიალე აქეთ-იქით, ჩემს საყვარელ ტფილისსაც მოვუარე, მაგრამ არაფერი.. არ გამომდის. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მგონია, რომ ტყუილად მელოდით ამდენი ხანი, ვერაფერი გამოდის და გაზეთშიც დასაბეჭდად ვერაფერს მოგიტანთ.
-იცი, ვაჟა, მე ის მახსოვს, პირველი ლექსები რომ მოიტანე, როგორი გულწრფელი ღიმილი გქონდა აკერებული სახეზე, მაგრამ მაინც შესამჩნევად ნერვიულობდი. შევნიშნე, ვიგრძენი ეს, მაგრამ სანერვიულო ნამდვილად არაფერი გქონდა ვაჟიკო. მაშინვე დავბეჭდე, შემდეგ ისევ გამოჩნდი, მაგრამ ახლა უკვე ნოველა მოგქონდა. კითხვისას ვფიქრობდი, რომ გზა უნდა გამეხსნა შენი ნიჭისთვის, უნდა დაგხმარებოდი, რადგანაც შენში ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი ვაჟა, შენ კი ჩამომდგარხარ აქ და სახე ჩამოგტირის. - მხრებზე მოხვია ხელი და თავისკენ მისწია, მეგობრულად. - შენ ბუმბერაზი ნიჭის პატრონი ხარ, ვაჟა. ყველა შენზე ილაპარაკებს. ყველას ეყვარები, იგრძნობენ შენი გულის ტკივილს, შენ სათქმელს. გამოუშვი, გამოუშვი ბოლომდე რასაც გრძნობ, შენი სულის ღრიალს მოუსმინე, მოუსმინე და კარგად გაარჩევ ბგერებს... ასოებს... სიტყვებს, მერე უკვე ფრაზებსაც. იცოდე, ჩემო ვაჟა, პოეზია სულის მდგომარეობაა, პოეზია შიგნიდან უნდა მოდიოდეს და მას აქ, - დუქანს მოატარა ხელი. - ვერ იპოვი.
-ძალიან დიდი მადლობა, ილია. კარგი ადამიანი ხარ, ანგელოზი ხარ, ანგელოზი!
-ჩემნაირი ანგელოზია, აი, ის მეარღნეც, რომელიც გარეთ დგას, იმ პაპანაქება სიცხეში და არღანს ატრიალებს. იმას კი ვერავინ ამჩნევს. - ხელი ჩაიქნია და დახლისკენ მიტრიალდა, ისე რომ ვაჟა გვერდიდან უყურებდა ილიას. - ხვალ გელოდები ხვალ... - კარში გასვლამდე დაადევნა სიტყვები ვაჟას, ისიც გამოემშვიდობა და გაუჩინარდა. სიცილ-ხარხარი არ წყდებოდა, სწორედ რომ შეუფერებელი ადგილი იყო აქ ფიქრისთვის, მაგრამ განტვირთვისთვის და სამუშაოს ცოტა ხნით თავიდან ამოგდებისთვის - შესანიშნავი.
მთელი საათი სვამდა ილია, კათხას კათხაზე ცლიდა და პერიოდულად ესალმებოდა შემოსულ, ნაცნობ თუ უცნობ მამაკაცებს, რომელიც თავის დახრით აჯილდოებდნენ. სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ფიქრის საშუალება არ ეძლეოდა, სწორედ დამღლელი ფიქრისგან განთავისუფლებისთვის.
ბოლოც მოსვა, გოგონას წრფელი ღიმილი სტყორცნა, ანგარიში გაასწორა და ისე, რომ შეზარხოშებულ და შემთვრალ მამაკაცებს მისი წასვლა აღარ გაუგიათ, დუქნიდან გავიდა.
ასე მიაბიჯებდა, მძიმე ნაბიჯებით, სასმელისგან დამძიმებულიც და ძლივს, სასიამოვნოდ ეღვრებოდა სითბო სხეულში. გონება ებინდებოდა, ფიქრები უკუაგდო და ტკივილი, საქართველოს ბედზე მსჯელობა და გამოსავლის პოვნა შეწყვიტა. ის მხოლოდ უსასრულობაში გადაეშვა, სადაც ტკივილიც და ტანჯვაც ერთი იყო, სადაც ფიქრი აკრძალული იყო, სადაც ყველაფერი კარგად იყო, ან მას ეგონა, რომ კარგად იყო, უბრალოდ ფიქრები ეწმინდებოდა, როგორც ცა იწმინდებოდა ღრუბლებისგან.
ხშირად მის ბედს უჩიოდნენ, ხშირად კი იმით უჭედავდნენ ტვინს, რატომ აქამდე ცოლი არ მოგყავსო, დიდო ილია რას ელოდებიო, მაგრამ მისი ულვაშქვეშა ჩაღიმება ყველაფერს ხდიდა ნათელს. მისი პრობლემებით დახუნძლული ტვინი, ცოლზე ფიქრს ვერ ახერხებდა, ზუსტად იცოდა, რომ ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდა მას, მაგრამ სამუშაოსაც მოაკლდებოდა, ორად გაიხლიჩებოდა, ვეღარ იაზროვნებდა ისე უკეთ, როგორც უნდა ეფიქრა და ეწერა, ყოველშემთხვევაში მის ტკივილებს ვეღარ გადმოსცემდა ასე გულმოდგინებითა და საკუთარი სურვილით. სოლოლაკის ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა და მტკვრის ჩუხჩუხი ისევ მკაფიოდ ესმოდა. უყვარდა მისი ამღერებული დინება, უყვარდა პატარა ტალღებად წარმოქმნილი ხვეულები, დინებასთან ერთად ბუნებრივ ჰანგებად რომ ისმოდა, უკვირდებოდა, ყველაფერს აკვირდებოდა და მასში პოეზიას გრძნობდა. გრძნობდა, რომ მტკვარი იყო, პირველი პოეტი პოეტთა შორის და ასეც უწოდა... პოეზიის მეფე.

დილით უკვე რედაქციაში გახლდათ ილია. გუშინდელი ღამის შემდეგ უფრო გაუჭირდა თავის აწევა, მაგრამ პრინციპის კაცი იყო. სამუშაო ჰქონდა და აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადგილზე. დროზე ადრე მიდიოდა, გახსნიდა რკინის თეთრ კარს, ჭრიალით შეაღებდა და მაშინვე შეიგრძნობდა ნაცნობ ატმოსფეროს, ფურცლების საოცარ სურნელს, რომელიც ასე აგიჟებდა. მოიხდიდა ქუდს, პალტოსაც საკიდზე დაკიდებდა და მაშინვე თავის კაბინეტს მიაშურებდა. ერთი საათის შემდეგ, ქალბატონი მარგარიტა მოდიოდა, ის ყველა დანარჩენს აგვარებდა, რასაც ვერ ართმევდა თავს ილია, მაგრამ მის გარეშე ჟურნალში არაფერი იბეჭდებოდა. მარგარიტას კი დანარჩენიც მოჰყვებოდნენ, ასე რომ ილიას ერთი საათი მაინც ჰქონდა მარტოობისთვის, ერთი საათი სრულ სიჩუმეში მუშაობისთვის, ამ დროს როგორც ყოველთვის, ან ჩანახატებს აკეთებდა, ან პატარ-პატარა მოთხრობების წერით იყო დაკავებული, თუმცა მისთვის მთავარი მაინც საქმე იყო. დიდ შრომას მოითხოვდა, შეიძლება სხვას ეფიქრა, მხოლოდ კითხულობს მეტს ხომ არაფერს აკეთებსო, მაგრამ მისთვის კითხვა თავად ხელოვნება იყო. მისთვის ეს კითხვა იყო, მთლიანი საქმე, გარდა ამისა კი შეხვედრები, პოეტ-მწერლებთან, საღამოების ორგანიზება, იმაზე ზრუნვა, ჟურნალი გაყიდულიყო, საბუთებზე ხელის მოწერა, მათი გადაკითხვა და გადარჩევა, რაც დროს და ენერგიას მოითხოვდა. იმდენად იღლებოდა სახლში ფეხებს ძლივს მიათრევდა, მაგრამ როცა ესეც კი არ შეეძლო, იქვე რჩებოდა, თავის კაბინეტში მდგარ ტახტზე წამოგორდებოდა, თავის პალტოს გადაიფარებდა, გადასაფარებლის ფუნქციას, რომ ასრულებდა და იძინებდა.
რა ცოლზე და სიყვარულზე იყო ლაპარაკი, ასეთი გრაფიკის მქონე კაცისთვის. მიუხედავად ამისა, ლარისა მაინც ყოველდღე ახსენებდა. ამის გამო სახლში მისვლაც კი არ სურდა, რა სიყვარული, სამუშაო იყო მისი ცოლიც, სიყვარულიც, პირველი ქალიც, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო და თუ საჭირო გახდებოდა სამსახურით ისუნთქებდა.
ახლაც, ოთახში მძიმედ დააბიჯებს, ცალი ხელი თავზე აქვს წავლებული, ტკივილები წამოუვლის და გრძნობს ამ საოცარ სითავისუფლეს, გრძნობს ამ ტკივილის როლსაც თავის ცხოვრებაში, რომელიც ყველანაირ ტკივილს ჩრდილავდა. ის იყო მისი ცხოვრების წამალიც, ის იყო მისი განტვირთვის საშუალებაც, მთელი თავით, რომ გადაეშვებოდა სიმთვრალის მორევში. მეორე ხელში ფურცლები, პერიოდულად ამ ფურცლებს მაგიდაზე აწყობს და იქვე დადგმული დოქიდან ღვინოს ისხამს, მერე კი ჩიბუხსაც აბოლებს და ფურცლებს ხელახლა ჩაჰკირკიტებს. ოთახში საოცარ სიჩუმეს, გარედან შემომავალი ხალხთა გადაძახილ-გადმოძახილი არღვევს და შორიდან, თუმცა მკვეთრად რომ მოაქვს ქარს ყარაჩოღლების ერთ ხმაში შესრულებული სიმღერა, სიტყვების გარჩევა კი ცოტა ჭირს, მაგრამ მათ ხმას შორიდანაც კი ცნობს.
-რა ბუღი დაგიყენებიათ, ბატონო ილია! - შემოიჭრა მოფუსფუსე ქალი მის კაბინეტში და გაუღიმა. ილიამ თითი ასწია, გვერდი ბოლომდე ჩაიკითხა და მხოლოდ მაშინღა ახედა გაღიმებულ და ფანჯარასთან მიჭრილ მარგარიტას. - ფანჯარა მაინც გაგეღოთ. - გაუცინა, მის დაბღვერილ სახეს რომ გადააწყდა. ამ სიცილში იყო, რაღაც სასიამოვნო, მისი ქერა თმები დალალებად ჩამოჰყროდა, ფეხის წვერებზე იწეოდა, რომ სახელურს მისწვდომოდა და გაეღო, უმალ წამოხტა ილია სავარძლიდან, ქალთან მიიჭრა და მის ზურგს ოდნავ შეეხო, საოცარი მუხტი იგრძნო, თითქოს დენმა დაარტყაო, მაგრამ ვერ გაეგო რატომ. ადრეც შეხებია, ადრეც შეუხედავს მისთვის, მაგრამ ახლა, მისკენ შემოტრიალებული ისე უღიმოდა, თითქოს მთელ ბრწყინვალებას ამ ღიმილში აქსოვდა. მისი ცისფერი თვალები კი, იმდენად ატყვევებდა, თვალის მოწყვეტა უჭირდა. პირველად ახლა შენიშნა მისი სილამაზე, ახლა დააკვირდა სავსე მკერდს, რომელიც კაბიდანაც კი გამომწვევად უმზერდა. ილიამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ქალს მოშორდა. ვერ გეტყვით, გულზე მოეშვაო, ძალიან მოეწონა მასთან ასეთი უცნაური სიახლოვე და მზადება იმ გრძნობისა, რომელიც თითქმის არ გააჩნდა, ან თვითონ ფიქრობდა, რომ არ გააჩნდა.
„არა, ეს არარეალურია... მაინცდამაინც ახლა რატომ?“ - გაიფიქრა, ხმამაღლა კი სხვა სიტყვები თქვა. - რა ლამაზი ხარ დღეს ძვირფასო მარგო. - თვითონაც გაიკრიჭა.
-ილია? - გაუკვირდა ქალს. - ეს ნამდვილად შენ ხარ? - გაეცინა და მის გადახარხარებაში მკერდის თახთახი მოეწონა, რომელსაც თვალს ვერ აშორებდა ილია, მაგრამ მაინც ბოლოს გვერდით მიიხედა და ფურცლებს ჩააჩერდა.
-ჰო. - მორცხვად გაკრთა მისი ხმა, იმედოვნებდა სირცხვილისგან არ გაწითლდა, თვალი კი მისი ფურცლებისთვის არ მოუშორებია, მანამ სანამ ოთახი არ დატოვა მარგარიტამ.
დაიწყო კითხვა, მაგრამ ამას აღარ ერქვა კითხვა. ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. მოხდა და ამას ვერც კი აკავებდა, ამ გრძნობას ახლოს არ უშვებდა, თუმცა მაინც შემოუვარდა. რატომ ეს ქალი? რატომ მაინცდამაინც ის და არა ვინმე გამვლელი ქუჩაში? არა! თავიდან უნდა ამოეგდო და კითხვა განეგრძო. მოახერხა კიდეც. გასაკვირია, თუმცა მოახერხა და თავის საქმეში ჩაფლული, ის გრძნობა სულ დაავიწყდა, უცხო გრძნობა, რამაც შეაშფოთა. თან მით უფრო იმან, რომ გათხოვილ ქალზე მოუვიდა თვალი, უფრო უწყრებოდა საკუთარ თავს და გონებაში კიცხავდა. სანამ კარზე ისევ არ დააკაკუნებდნენ, მანამდე პირნათლად ასრულებდა თავის სამუშაოს. გული შეუქანდა, არ უნდოდა ახლა ისევ მარგო შემოსულიყო, თავის თავს ვერ ცნობდა, რა ემართებოდა, მაგრამ რაღაცამ გაუელვა თავში. ძალიან ნელა აწია თავი და შემოსვლის ნებართვა გასცა. ვაჟა იყო.
-გამარჯობა ვაჟა. აბა დღეს რა მომიტანე? - გადადო თავისი ფურცლები გვერდით და ვაჟას შეაჩერდა ხელებში.
-მერჩივნა პირადად მოვსულიყავი, ვიდრე სხვისთვის გამომეტანებინა ეს ჩემი განძი. - ჩაიხითხითა.
-შენ ისე ნუ უყურებ ამას. ნამდვილად განძია, შენი სულის განძი, რომელსაც მკითხველს უზიარებ. აი, მე კი შუამავალი ვარ, ხიდი შენსა და მკითხველს შორის, რომელიც ძალზე მყარად დგას და თავისუფლად გატარებს კიდეც. აბა მაჩვენე? - ხელი გაუწოდა და ვაჟამაც ფურცლები შეაჩეჩა, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს კოცონზე დაწვას უპირებდნენ და ფრთხილად ჩამოჯდა, განაჩენის გამოსატანად, მაგიდის მეორე მხარეს გამოწეულ სკამზე.
-შესანიშნავია... შესანიშნავია.. - პერიოდულად წამოიძახებდა და ფურცლებს გვერდზე დებდა. - შეუდარებელია. არა... ასეთი კარგი რითმა, თან როგორი რიტმით მიდის, თითქოს მატარებელი გადის სადგურიდან ჩაქ-ჩაქით, შენ კი ყველანაირ საზღვრებს ცდები, ჩემო ვაჟა. ასე არ შეიძლება, ცოტა ჩვენც დაგვიტოვე რაიმე სათქმელი. - მაგიდაზე ხელი დაჰკრა და გულიანად გაიცინა. სიმღერები კი ჯერ კიდევ არ წყდებოდა, რომლებიც გარედან ღია ფანჯარაში, უფრო შემოიჭრებოდა და მთელ ოთახს ავსებდა სასიამოვნოდ. უყვარდა ილიას მათი მოსმენა, უყვარდა მტკვრის პირას თასებით ზეაღმართული ყარაჩოღლების სიმღერებით ტკბობა და მტკვარს როგორც არ უნდა მოენდომებინა, ვერ შორდებოდა. აქ იყო მისი სამოსახლო, აქ იყო მისი რედაქციაც და ყველაფერი, რაც სჭირდებოდა ახლო ჰქონდა. სიცოცხლის ხალისს უსაზრდოებდა, რაღაც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა ამ მოჩუხჩუხე მდინარეზე მოჩურჩულე და მოქეიფე შავ ჩოხებში გამოწყობილ მამაკაცებს, თავზე სამკუთხა ქუდით. ყოველთვის სიამოვნებდა, სიგიჟემდე უყვარდა მათი ბოხი, მაგრამ მაინც ტკბილი ხმის მოსმენა, ერთხმად კი ეს საოცარი იყო. იქვე დუქნიდან გამოსული ღრიანცელიც კი არ ესმოდა, როცა მთლიანად მუსიკაში ეშვებოდა. - საოცრება ხარ ვაჟა, საოცრება! შენი ლექსები თრობას იწვევს ჩემში, შინაგან ეიფორიას და ისეთ სილაღეს, თითქოს მუსიკას ვუსმენდე და აი, ამ ჰანგებთან ერთად, - ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა. - ყველაზე მეტად მომწონს შენი ლექსების კითხვა, თითქოს უხდება კიდეცო.
-და საბოლოოდ? - მორცხვად ჩაეკითხა ვაჟა.
-რა საბოლოოდ? - ვერ მიუხვდა ილია. წამოდგა და მაგიდას მეორე მხრიდან მიუდგა. ვაჟასთან ძალიან ახლოს, პირდაპირ თვალებში ეჭრებოდა და შიშნარევ მღვრიე თვალებს უფრო მეტად უმღვრევდა. - აჰ... - გაეცინა შემდეგ. - რას ნერვიულობ, ერთი ეგ გამაგებინა! დიქტატორი ხომ არ ვარ?! დავბეჭდავ! - მისმა მკაფიოდ და უნებართვოდ გადმოსროლილმა სიტყვამ შეატორტმანა ვაჟა, მოულოდნელი იყო და სასიამოვნოც. ყველაზე სასიამოვნო იყო, როცა წერილები მკითხველისგან მისდიოდა და უქებდნენ მის კალამს. უქებდნენ შემოქმედებას, ამაზე სასიამოვნო მისთვის ცოლის ჩახუტება და მასთან ალერსიც კი არ იყო... აღიარა ერთხელ ილიასთან, მაგრამ მაშინვე დააფიცა, ხმა არსად გაიღოო.
-არ აღვნიშნოთ? - გამომცდელად შეხედა ილიამ ვაჟას და უხერხული დუმილი დაარღვია. - საქმეს ყოველთვის მოევლება, აი შენნაირი ნიჭიერი კაცის აღმოჩენა კი ხშირი ამბავი არ უნდა იყოს. თავი აქ დატოვე, დანარჩენი წამოიღე.. - იხუმრა ილიამ და ამაზე მარგარიტაც კი ახარხარდა, მისკენ გააპარა თვალი, საშინლად უნდოდა ხელი დაევლო, თან წაეყვანა, იქ სადაც სულ მარტო იქნებოდნენ და მთელი დღე მისთვის ეძღვნა ლექსები.
უკვე საღამოვდებოდა ქუჩაში, რომ გამოვიდნენ და ნაცნობ სამიკიტნოს მიაშურეს. ახლა, ლუდის მაგივრად, ღვინო მოითხოვა ილიამ და ერთ-ერთი კუპესკენ წავიდნენ, რომ ვაჟამ შეაჩერა, აქვე დავსხდეთო და კარებთან ახლოს მდგარ მაგიდაზე ანიშნა. რა უნდა ექნა, მის ნებას დაჰყვა და ისიც ჩამოჯდა. ხალხი ცოტა იყო, თუმცა აქა-იქ უკვე სიმთვრალეში წასულები ისევ და ისევ ითხოვდნენ სასმელს, რომლებიც ადგომას და წასვლას არც კი ფიქრობდნენ.
-ეს ნიკო არ არის? - სანამ ღვინოს მოიტანდნენ ვაჟას ჩაეკითხა ილია.
-ჰო... ჩვენი მხატვარი. - გაიკრიჭა და ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე.
-პატრონს ვერ იცნობს, ალბათ ისეთი მთვრალია. ნიკო... ნიკო... - გასძახა და ხელი დაუქნია ყმაწვილს, რომელიც იჯდა და ხატავდა. დაძახებაზე ერთი მოიხედა, მაშინვე წამოიჭრა და ბარბაცითა და ნელი, მოზომილი ნაბიჯებით, თითქოს ეშინია უფსკრულში არ გადაიჩეხოსო, ისე გაუყვა მათი მაგიდისკენ გზას.
-გამარჯობა ნიკო.
-გაგიმარჯოთ ბიძია. - ამაზე ჩაიხითხითა ილიამ და ვაჟას გადახედა აწურული თვალებით.
-ილია მქვია ნიკო. და გთხოვ, შენც ასე მომმართო. არანაირი ბიძია და ბაბუა. - მის ნათქვამზე კიდევ უფრო გაეცინა და ნიკოც გაახალისა. ნიკო არც ისე პატარა იყო ილიაზე, მაგრამ არ იყო ხალხთან ურთიერთობას მიჩვეული, უფრო მარტო იჯდა და თავისთვის ხატავდა. ხან სამიკიტნოში ქეიფის ყურება ამშვიდებდა და მაშინ მოეძალებოდა ხატვის სურვილი, ხან თეატრის წინ მდგარი გოგონას ფაშფაშა კაბის დანახვისას, როგორც უწინ, თეთრი, ლამაზი კაბა, რომ ეცვა და ხელში ბუშტი ეჭირა, ქარში რომ ფრიალებდა. საოცრება იყო, პირდაპირ მოსტაცა თვალი მისმა სილამაზემ, დიდხანსაც დაამახსოვრდა მისი მშვენება, რომელიც შემდეგ ფურცელზე გადაიტანა.
-კარგი, ილია. - უხერხულად მაინც შეიშმუშნა.
-ახლა მისმინე ნიკო. რას ხატავ? - გაუღიმა ბიჭს და ნახატს დახედა. საოცრად ეცნო, მისი გამოყვანილი სხეული, მისი დღევანდელი კაბა, ეცნო მისი ლურჯი თვალები. მარგარიტა! ამის დანახვაზე უბრალოდ გაეღიმა, შეაქო ბიჭი და ვაჟას გადახედა. - მინდა ერთი ჩემთვისაც დახატო. შენი გვარი?
-ფიროსმანაშვილი. - მოკლედ მოუჭრა.
-ოჰ, საოცარია. დაბრძანდი ფიროსმან, დაბრძანდი. - თვალი ჩაუკრა და სკამისკენ მიანიშნა. - ერთი ჩვენი მხატვრისთვისაც წამოიღეთ.
-მე არაყს ვსვამ. - მაშინვე გააწყვეტინა ილიას.
-მაშინ იყოს არაყი. - მიუტრიალდა ქალს და არაყი შეუკვეთა. მალევე კი ღვინოსთან ერთად მაგიდაზე არყის ბოთლი და ჭიქებიც ედგათ. - ამ ნახატს როდის დაასრულებ? ძალიან მომწონს.
-დამთავრებულია.
-ვყიდულობ. რამდენი მოგართვათ? - როცა ფულზე მიდგა საქმე ხმა ვერ ამოიღო ბიჭმა. ხელი კისერზე მოიკიდა და ნახატი მაგიდაზე დადო. ყველაფერს სიტყვებს ვერ დააბრალებდა, უბრალოდ ენანებოდა ეს ნახატი გასაყიდად, თუმცა არც ენანებოდა. ვერ გაიგო რა მოსდიოდა, რატომ ექაჩებოდა მაინც თავისკენ მის ნამუშევარს.
-არ მინდა ფული. ერთი ჭიქა არაყი კიდევ. - უხერხულად გაუღიმა მისივე სიტყვებზე. არადა როგორ არ სჭირდებოდა ფული, უბრალოდ მის წინ მჯდარ მამაკაცს ვერ გაუბედა, არ უყვარდა ფულის გამორთმევა, მაგრამ კი ჰქონდა ოცნებები, მისი ოცნება მომავლისკენ იყო მიქანებული. იმ მომავლისკენ, როცა მისი ნახატები რამედ ეღირებოდა, თუმცა ხშირად ამას ვერც კი დაუშვებდა, იმდენად ღარიბულად უწევდა ცხოვრება, კიბის ქვეშ.
ერთი საათის შემდეგ, ნაცნობ უბანს მიუყვებოდა ილია. აქ გაიზარდა, აქ დაკაცდა, აქ დაიწყო სამუშაო, ეს ადგილი მისთვის ბევრს ნიშნავდა, აქ იცნობდა ყველა, გარდა ფიროსმანისა... ჰმ... ეს ფიროსმანი რატომღა დაუძახა. იმხელა გვარი ჰქონდა, მხოლოდ ფიროსმანი შერჩა მის ნაცნობ და ტკივილნარევ გამომეტყველებას, მის ფაქიზ ფიქრებს. ფიროსმანი, რაღაც უეცრად წამოსროლილი გვარის, ბოლომდე არ დამთავრების შედეგი იყო, რასაც სახლისკენ მავალ გზაზე ეფიქრებოდა.
მყისიერად, რაღაც მოძრაობა შენიშნა. ულამაზესი ქალი იყო მარგარიტა. ულამაზესი და ამას ახლა ხვდებოდა, მაგრამ ეს ტკივილი, უფრო ნაცნობი იყო, იმისა რომ მიუწვდომელი იყო, არ შეეძლო შეხებოდა, არ შეეძლო უბრალოდ დამტკბარიყო და ტკივილებს უფრო სასმელი უმძაფრებდა. ეს კი ის ტკივილი არ იყო, რომელიც მუდამ ეწვეოდა ხოლმე, ეს ტკივილი პირდაპირ გულში სწვდებოდა.
ვიღაც, უცნობმა ქალბატონმა აგურით მოპირკეთებული გზა გადმოჭრა და ილიასკენ წამოვიდა. ნელ-ნელა უახლოვდებოდა და მის სურნელსაც კი გრძნობდა, რომელიც პირდაპირ ცხვირში უღიტინებდა. ყვავილის არომატი ჰქონდა, ვარდების სურნელი. მიუახლოვდა და იქვე გაჩერდა. რაღაცას აკვირდებოდა, მაგრამ მალევე განაგრძო მისკენ გზა. გვერდი აუარა ილიას, მაგრამ მაინც შეავლო თვალი. არა, ეს მარგარიტა არ იყო, მაგრამ მთლიანად გაუქრა მისი სახე, მთლიანად გაუქრა ის ვნება მისდამი, როცა შავთმიან, ენით აღუწერელი სილამაზის გოგონას გვერდი გაჰკრა და წამით მოსინჯა მისი მზერა, მთლიანად რომ ჩაიძირა მის ცოცხლად სულიერ ვნებაში, მის მხიარულ გამომეტყველებაში, იმ ღიმილში, რომელმაც თავი დააკარგვინა და ისედაც მთვრალი უარესად დაათრო.
-უკაცრავად. უკაცრავად გოგონა. - გასძახა, როცა დაინახა დავარდნოდა პირადი ნივთი. ამოუცნობ ღიმილს შეეკედლა, გაიქცა, მაგრამ ვეღარ დაეწია. ის უკვე ტრამვაიში იჯდა, რომელიც სიბნელეში ნელა, მაგრამ მთლიანად ჩაიკარგა.
იგრძნო, თან რა იგრძნო. დღევანდელ დღეს სასწაულები ხდებოდა, ჯერ იყო და მარგო, ახლა ეს უცნობი გოგონა. სიმთვრალეს დააბრალდა, ეჰ ვბერდებიო, მაგრამ არ უნდოდა ამის აღიარება. ჯერ რა დროს სიბერეაო შეუძახა საკუთარ თავს და დაღონებული გაუყვა ისევ მტკვრის ჰანგების თანხლებით მოძრავ სიჩუმეში ბილიკს. უნდა ეპოვნა, აუცილებლად უნდა ეპოვნა და გეგმებსაც კი ალაგებდა გონებაში. ხელში ნახატი და პატარა უბის წიგნაკი ეჭირა, რომელიც გოგონას დავარდნია, მაგრამ გახსნა არც უფიქრია.
როგორც იქნა ილიას ცხოვრებაშიც შემოიჭრა გოგონა, რომელმაც მისი გული დაიკავა და მთლიანად ჩაეშვა იმ ციურ გრძნობაში, რომელიც ღვთისგან ნაბოძებ, სიმწირით დამტკბობ და ნაოცნებარ სიჩუმეშიც კი გაისმის ყველაზე მაღალ ხმაზე. მას მთელი ღამე ტანჯვა და მასზე ფიქრებში უძილობის შემოტევა ელოდა, რომელმაც მთლიანად აურია მისი ცხოვრება, უკვე გრძნობდა რომ აურია...
-ის... ის... ანგელოზია! - ჩაილაპარაკა და მისი ხმაც აწრიალებული მდინარის, უცნაურად დატრიალებულმა ბობოქარმა ხმაურმა შთანთქა.
დილის სასიამოვნო სიჩუმე, რომელიც ისეთ სიმყუდროვეს იწვევდა, შეგეძლო ტკბილად დაგეძინა და ხელი არავის შეეშალა შენთვის, უეცრად კარის ჟღარუნა ხმამ დაარღვია. სახლში ექოდ გაისმა მისი კაკუნა ხმა და ილიას ძილის საშუალებას არ აძლევდა. იგრძნო როგორ შეულაწუნეს სახეში, მაგრამ სახლში მარტო ცხოვრობდა და ეს ცივი ლაწანიც მისი მოჩვენების ბრალი იყო. ჯერ იფიქრა სახლს მინგრევენო და თვითონ ისე ეძინებოდა ამაზეც თანახმა იყო. სულ არ ადარდებდა ნანგრევები რომ ჩაიტანდა და სახლთან ერთად დაიმარხებოდა, სულ შთაინთქმებოდა მისი არსებობაც. დაეჭვდა კიდეც, თუმცა თავი არ აუწევია, სივრცეში უსიამოვნოდ იჭრებოდა მთელი ეს გამაყრუებელი ხმაური, რომელიც დილის აგონიას უფრთხობდა მწერალს და რედაქტორს. აგიჟებდა პირდაპირ და თავში უკაკუნებდა. მისმა გონებამ ისიც კი დაუშვა, რომ კარზე კი არა მის გონებას ამტვრევდნენ ლაწანით და ამის გაფიქრებაზე ტანში შეაცია. ცოტა ხანს კიდევ შეიცადა, თუმცა არც მტვრევის თუ უცნაური ჟღარუნის ხმები არ შეწყვეტილა, რამაც აიძულა ფეხზე წამოჭრილიყო და უსიამოვნოდ შემოეცვა ხალათი, მოსაჭერებით მაგრად მოეკრა და თვალების ფშვნეტით გაიხედა ძველი ხის საათისკენ, რომელზეც შემომჯდარი ჩიტი თავს აქეთ-იქით აქნევდა და ელოდა, როდის დადგებოდა მისი ყვირილის დრო. მალე შვიდი შესრულდებოდა. უადგილოდ ეყარა ილიას ტანსაცმელი და ავეჯსაც მტვერი დასდებოდა, რომელიც ჰაერში იშლებოდა და დაფარფატებდა.
არა. მას არ სიამოვნებდა დილით, რომ აღვიძებდნენ ასე ადრე, მითუმეტეს ახლა, როცა გუშინდელი ღამის შემდეგ ისედაც ცოტა ეძინა. სულ იმ ანგელოზზე ფიქრობდა და მის გამოხედვას ნატრობდა, ნეტავ ჩემკენ მოეხედა, ისე მოქცეულიყო როგორც ყველაო, თუმცა სწორედ ის მოეწონა მასში, რომ სხვებს არ ჰგავდა. მან ყურადღებაც არ მიაქცია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იცნო კიდეც, მას ხომ მთელი თბილისი იცნობდა იმ დროს, მასთან გამოლაპარაკებაზე კი არავინ ამბობდა უარს, გოგონამ კი ისე ჩაუარა, როგორც უცნობს, როგორც არარაობას, რამაც პირდაპირ გააგიჟა ილია.
თვალი მოავლო მის არეულ ოთახს, ჩარჩოში ჩასმულ სურათს, რომელიც იმდენად დამტვერილი იყო, რომ ბუნდოვნად ჩანდა იქიდან მომზირალი ულვაშა ილია, კმაყოფილად რომ იმზირებოდა, თითქოს თვალებსაც აბრიალებდა ოდნავ, მაგრამ კმაყოფილება უჩუმრად მალავდა, ნიღბავდა მის მოუსვენარ წრიალს. თავისი ოთახი დატოვა და სტუმრების ოთახში, იატაკი ფეხშიშველმა გადაიარა, რომელიც მის ნაბიჯებს ჭრიალით ხვდებოდა და მტვრის ბოჭკოები ცვიოდა ზევით. ზრიალებდა ყავისფერ თაროებში შელაგებული ძველი ჭურჭელი, ჭიქები და ხის სკამებიც ხტუნავდა მისი იატაკის ჭრიალზე და მისი ფეხის ნაბიჯების თანხლებით.
ნელა გადაჭრა ოთახი და იგრძნო, როგორ ასტკივდა თავი. თავზე ხელწავლებულმა გააღო კარი და სახე გაეყინა. მის წინ გრძელთმიანი, ულამაზესი, წინა ღამის სიზმარი იწონებდა თავს. გაოცდა, შერცხვა კიდეც, როცა გოგონამ მზერა ქვევით ჩააცოცა და გაწითლებულმა გადაიკისკისა. ილიაც გაწითლდა, განა არ გაწითლდა. რას იფიქრებდა ანგელოზი, როცა ასეთ ფორმაში დაინახავდა ქალაქში ყველაზე ცნობილი ჟურნალის რედაქტორს? სახე აუჭარხლდა და კარის უკან შეიმალა. მხოლოდ თავი გამოყო, მზერა გოგონას გაუშტერა, ის ისევ ქვევით იყურებოდა, მაგრამ სიწითლე ოდნავ გადაუვიდა და თავის ჩანთას ხელებში ნერვიულად ათამაშებდა.
-არ შემომიშვებ ილია? - თავი არ აუწევია ისე წარმოთქვა სიტყვები გოგონამ.
-შემოდი... შემ.. შემოდი.. - ენა დაება კაცს და გოგონა შემოატარა. ისე იყო, თითქოს სულ შიშველს უყურებდა ილიას, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ხალათის მიღმა ხედავდა გოგონა. მისი მზერა კი რაღაცნაირად აბნევდა, სულს უწვავდა, ისე ჯადოსნურად მოქმედებდა, თავი სიზმარში ეგონა. „დაწყნარდი ილია, დაწყნარდი. ნუ გაფითრდები, მხოლოდ სიზმარია, მალე გაიღვიძებ.. არ გაგიჟებულხარ.“ სიმორცხვე სადღაც დაკარგვოდა ქალს, თითქოს კარებში სიწითლე მხოლოდ ნიღაბი იყო, ზღურბლზე შემობიჯებისას კი ყველაფერი კართანვე დატოვა და მის წინ წარსდგა ნამდვილი, დახვეწილი მანერებისა და საოცარი სილამაზის პატრონი ქალბატონი. უკვე აგიჟებდა ილიას, მისი შეხება სწადდა, რა უშლიდა ხელს? ის უკვე მის სახლში იყო და ისე აბნევდა, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს. - თქვენ... თქვენ რა გქვიათ? - ძლივს ჩაეკითხა.
-თქვენ? ნუთუ მოხუც ქალს ვგავარ? - შეჭმუხნა შუბლი. ილიამ კარის ჩაკეტვა ახლაღა მოიფიქრა და გოგონას მიუახლოვდა. - ლეილა. ილიას ჰგავს არა?
-არა, რას ამბობთ.... ამბობ. - შეასწორა. - ისეთი ლამაზი ხარ, რომ...
გოგონამ ისევ გადაიკისკისა.
-ილია. - ზარივით წკრიალა ხმამ მისი სახელი, რომ წარმოსთქვა ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-ახლავე გამოგიტან უბის წიგნაკს, რომელიც ავიღე და კარგადაც შევინახე.
-ეგ მხოლოდ საბაბი იყო აქ მოსახვედრად. - მხიარულად წაიწია ილიასკენ და პირდაპირ ბაგეზე წაეტანა ანერვიულებულ და თითქმის დამდნარ ილიას, თან ისე მამაკაცი აზრზეც ვერ მოვიდა. მხოლოდ გაფიქრება შეძლო, რას მიშვრება ეს გოგო ან როგორო და მის მკლავებში უსუსურად მოექცა. თვითონაც შემოხვია მკლავები და ვნებიანად დაუწყო კოცნა მის ბაგეებს, არ უნდოდა მოშორებოდა და უფრო მეტად იკრავდა გულში. მერე ხელი დაბლა ჩააცურა, გოგონას წითელი კაბის შიგნით შეჰყო ხელები და საჯდომზე მოფერება დაუწყო. ტუჩები ბაგეებს მოაცილა, გოგონამ კი სუსტად წამოიკნავლა სიამოვნებისგან და საყვედურიც ერია ამ ხმაში, თუმცა ილიამ კოცნა არ შეწყვიტა და ახლა ყელზე გადაინაცვლა. სიმხურვალე იგრძნო, შეიგრძნო მთლიანად გოგონა და ნელი სვლით თავის ოთახში აღმოჩნდნენ. ილიას დაავიწყდა სირცხვილი და არეულ ოთახში შეიყვანა, საწოლზე სათუთად დააგდო ქალი და ზემოდან მოექცა.
მაშინვე მის სხეულს დაუწყო სინჯვა ილიამ. ლეილა უკვე სიამოვნების ზღვარზე იყო და თავს უკან სწევდა. ლეილას სხეულზე დააცოცებდა ხელებს ილია, უყვარდა, უფრო მეტიც, უკვე გიჟდებოდა ამ გოგოზე და სიცოცხლის მომძლავრებული ქშენა იგრძნო, სიყვარულით დაიმუხტა მისი არსება და სითბო უსაშველოდ ეღვრებოდა, მთლიანად ავსებდა მის თევზივით ცივ სხეულს, სისხლმაც უფრო სწრაფად იწყო დინება ორგანიზმში.
მსუბუქად მოაშორა ლეილას ტანსაცმელი და მის წინ ულამაზესი, უნატიფესი სხეული გაწვა, ისე მონდომებით ელოდა, როდის იმოქმედებდა მამაკაცი, რომ ილიაც აზარტში შევიდა და ტუჩები მკერდისკენ წაიღო, უშველებელი მრგვალი მკერდისკენ, რომელიც საოცრად აღაგზნებდა. მთელი სხეული დაუკოცნა ლეილას, მთელ სხეულზე ეფერებოდა და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს სამოთხეში ყოფილიყოს. ლეილას დაუფლების წყურვილი კი უფრო უმძაფრდებოდა, რაზეც გიჟივით, მაგრამ მაინც საოცრად ნაზად მოქმედებდა. არ უნდოდა სიამოვნება ჩაეშხამებინა მისთვისაც და ლეილასთვისაც, ამიტომ მის აქოშინებულ სურვილს ყველაფრისთვის სწრაფად მიეღწია, ცვლიდა ნაზი და ნელი მოძრაობები, რომელიც უფრო ვნებას ურევდა და სულს უმღვრევდა.
ოთახში იმ ჭაობისფერ დილას, რომელიც ასე სასიამოვნოდ დაიწყო, მხოლოდ მანდილოსანის მოკრძალებული სიამოვნების კვნესა არღვევდა სიჩუმეს და ახლახანს გაღვიძებული მთელი ქალაქის გახმაურებული ბრდღვინვა. შორს რამდენიმე ხმაში შეჭრილი ტკბილი მუხამბაზი ატკბობდა ნარიყალას, ვნებაში გადაშვებული სანაქებო მწერალი კი ყურებამდე იღიმოდა და ულამაზეს სხეულს გაგიჟებით იხუტებდა.

სამიკიტნო, სადაც ილია ატარებდა ხშირად დროს, დღესდღეობით ასე გამოიყურებასამიკიტნო, სადაც ილია ატარებდა ხშირად დროს, დღესდღეობით ასე გამოიყურება

სამიკიტნო, სადაც ილია ატარებდა დროს, ასე გამოიყურება დღეს.
ტფილისური სიყვარული (სრულად)

ილიას საცხოვრებელი ვერ გადაურჩა დროს.
ტფილისური სიყვარული (სრულად)

მტკვარი კი ისევ სალამს აძლევს რიონს, ისევ ღრიალებს და მწირი ჰანგებით ავსებს ძველ თბილისს, ყარაჩოღლების სიმღერების გარეშე.
ტფილისური სიყვარული (სრულად)


დიდი მადლობა ყველას, რომ ხართ ჩემთან!
მიყვარხართ და ველი შეფასებას...



№1  offline წევრი მოლურჯო

ერკე როგორ მომეწონა
ძალიან ძალიან კარგი იყო ♥
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი Natalii

Super!am istoriaze imdeni vilaparake wina nawilebshi rom ubralod agar ganvmeordebi da getyvi rom dzalian momwons sheni weris stili da velodebi axals

 


№3  offline წევრი lesia

ძალიან მომეწონა . მომწონს შენი წერის სტილი , საკმაოდ რთული დასაწერი იყო ეს მოთხრობა ეტყობა , რთულია გადმოსცე სხვა ეპოქა . შენ კი ძალიან ,ძალიან კარგად მოიიტანე ყველა დეტალი ჩემთან . ყოჩაღ ! love

 


№4  offline წევრი ROLIKA

Hey <3 <3 dzaalian magari iiyoo <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

სასწაული იყო... ისევ მინდა რომ წავიკითხო... ისევ ჩავიკარგო ძველ დროში... სურვილი გამიჩნდა მეც იქ ვყოფილიყავი... ცალი თვალით მენახა ილია აკაკი ვაჟა... ფიროსმანის ნახევრად დასვრილი ხელებიი... საღებავით დასვრილი.... მივხვდი როგორი რთულია წერო წარსულ დროში და თან მისი ნაწილი არ იყო... ეს ყველაფერი ნაწილი მაინც ნანახი არ გქონდეს

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

სევდიანი გიჟი
ერკე როგორ მომეწონა
ძალიან ძალიან კარგი იყო ♥

დიდი მადლობა ბეკეკუნა love
Natalii
Super!am istoriaze imdeni vilaparake wina nawilebshi rom ubralod agar ganvmeordebi da getyvi rom dzalian momwons sheni weris stili da velodebi axals

ვეცდები ახალი მალე შემოგთავაზოთ... როცა კი მოვიცლი love დიდი მადლობა, რომ დროს მითმობდი და კითხულობდი.
არ იყო ადვილი საქმე ჩემი ატანა wink
lesia
ძალიან მომეწონა . მომწონს შენი წერის სტილი , საკმაოდ რთული დასაწერი იყო ეს მოთხრობა ეტყობა , რთულია გადმოსცე სხვა ეპოქა . შენ კი ძალიან ,ძალიან კარგად მოიიტანე ყველა დეტალი ჩემთან . ყოჩაღ ! love

რთული იყო, მაგრამ ერთხელ რომ წავიდა თავისით მერე ვეღარ გავჩერდი და შემომეწერა და შემომეწერააა love
ROLIKA
Hey <3 <3 dzaalian magari iiyoo <3

მადლობა თაკო <3 <3 love მიყვარხარ
terooo
სასწაული იყო... ისევ მინდა რომ წავიკითხო... ისევ ჩავიკარგო ძველ დროში... სურვილი გამიჩნდა მეც იქ ვყოფილიყავი... ცალი თვალით მენახა ილია აკაკი ვაჟა... ფიროსმანის ნახევრად დასვრილი ხელებიი... საღებავით დასვრილი.... მივხვდი როგორი რთულია წერო წარსულ დროში და თან მისი ნაწილი არ იყო... ეს ყველაფერი ნაწილი მაინც ნანახი არ გქონდეს

რთული იყო, მაგრამ წერის დროს იცი როგორ ვხედავდი კადრებს წარსულიდან? ამ პროცესს თუ ამ მოვლენას ვერაფერს დავარქმევ და ვერც აღვწერ... რაღაცნაირი იყო ეს ყოველივე... ვხედავდი ფიროსმანს, ილიას, აკაკის, იქაურ გაცრეცილ ხის დუქნებს და ყველაფერს.. მტკვრის ხმაც კი ჩამესმოდა და იქაური არღანის მელოდიაც <3
საოცრება იყო. იქ მოგზაურობაზე ახლაც არ ვიტყოდი უარს... ფაქტობრივად წარსულში ვიმოგზაურე <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი enana

Au ra rakargi iyoo. Da yochag shen rom warsuli gaacocxlee, taan rogor gemrielad mihyevi, odnav ar acelilxar stils. Piriqit, ufro da ufro migyavs mkitxveli warsulis sigrmeshi, mashin, roca tviton bevrad gansxvavebul epoqas ekutvni. Tan karga xania, simartle vtqva, agar gavkarebivar chveni diadi mwerlebis shemoqmedebas da vigrdzeni tu rogor momnatrebia iis dzvelii stiilii. Yochag.. Aqve shobas gilocav... :)

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

enana
Au ra rakargi iyoo. Da yochag shen rom warsuli gaacocxlee, taan rogor gemrielad mihyevi, odnav ar acelilxar stils. Piriqit, ufro da ufro migyavs mkitxveli warsulis sigrmeshi, mashin, roca tviton bevrad gansxvavebul epoqas ekutvni. Tan karga xania, simartle vtqva, agar gavkarebivar chveni diadi mwerlebis shemoqmedebas da vigrdzeni tu rogor momnatrebia iis dzvelii stiilii. Yochag.. Aqve shobas gilocav... :)

დიდი დიდი მადლობა love ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის.. მეც გილოცავ შობას :)
ძალიან მიხარია, რომ ძველ ეპოქაში გადაგისროლეთ... ეს თუ მოვახერხე აი ყველაზე მაგრად ეს მიხარია <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9 სტუმარი nina

ერკე თვით საოცრება ხარ შენ!ძალიან მომწონს შენი წერის სტილი,ყველაფერი,საოცრად მსიამოვნებს,როცა შენს ნაწერს ვკითხულობ!ძალიან "სერიაზულად" წერ და ძალიან მომწონს! წარმატებებს გისურვებ! love love love

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

nina
ერკე თვით საოცრება ხარ შენ!ძალიან მომწონს შენი წერის სტილი,ყველაფერი,საოცრად მსიამოვნებს,როცა შენს ნაწერს ვკითხულობ!ძალიან "სერიაზულად" წერ და ძალიან მომწონს! წარმატებებს გისურვებ! love love love

დიდი დიდი დიდი მადლობააა love ასე რომ ვთქვათ ნამდვილად სერიოზულად ვფიქრობ მე ჩემ საქმეზე და სერიოზულად ვეკიდები... მწერლობა მინდა და არ მინდა საქმეს არასერიოზულად მივუდგე ხოლმე ^^
მადლობთ რომ კითხულობთ.
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11 სტუმარი nina

ერკე
nina
ერკე თვით საოცრება ხარ შენ!ძალიან მომწონს შენი წერის სტილი,ყველაფერი,საოცრად მსიამოვნებს,როცა შენს ნაწერს ვკითხულობ!ძალიან "სერიაზულად" წერ და ძალიან მომწონს! წარმატებებს გისურვებ! love love love

დიდი დიდი დიდი მადლობააა love ასე რომ ვთქვათ ნამდვილად სერიოზულად ვფიქრობ მე ჩემ საქმეზე და სერიოზულად ვეკიდები... მწერლობა მინდა და არ მინდა საქმეს არასერიოზულად მივუდგე ხოლმე ^^
მადლობთ რომ კითხულობთ.
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ love



კარგია თუ სერიოზულად ფიქრობ ამაზე.იმედია,ახლო მომავალში შენი წიგნები დაიბეჭდება,მე კი შენი ერთგული მკითხველი ვიქნები! ჩემი აზრით,დიდი მომავალი გელოდება! წარმატებები! <3 <3 <3

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

nina
ერკე
nina
ერკე თვით საოცრება ხარ შენ!ძალიან მომწონს შენი წერის სტილი,ყველაფერი,საოცრად მსიამოვნებს,როცა შენს ნაწერს ვკითხულობ!ძალიან "სერიაზულად" წერ და ძალიან მომწონს! წარმატებებს გისურვებ! love love love

დიდი დიდი დიდი მადლობააა love ასე რომ ვთქვათ ნამდვილად სერიოზულად ვფიქრობ მე ჩემ საქმეზე და სერიოზულად ვეკიდები... მწერლობა მინდა და არ მინდა საქმეს არასერიოზულად მივუდგე ხოლმე ^^
მადლობთ რომ კითხულობთ.
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ love



კარგია თუ სერიოზულად ფიქრობ ამაზე.იმედია,ახლო მომავალში შენი წიგნები დაიბეჭდება,მე კი შენი ერთგული მკითხველი ვიქნები! ჩემი აზრით,დიდი მომავალი გელოდება! წარმატებები! <3 <3 <3

დიდი მადლობა საყვარელო love ახლო მომავალში არ ვიცი... მაგრამ დაიბეჭდება აუცილებლად <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13 სტუმარი nina

ერკე
nina
ერკე
nina
ერკე თვით საოცრება ხარ შენ!ძალიან მომწონს შენი წერის სტილი,ყველაფერი,საოცრად მსიამოვნებს,როცა შენს ნაწერს ვკითხულობ!ძალიან "სერიაზულად" წერ და ძალიან მომწონს! წარმატებებს გისურვებ! love love love

დიდი დიდი დიდი მადლობააა love ასე რომ ვთქვათ ნამდვილად სერიოზულად ვფიქრობ მე ჩემ საქმეზე და სერიოზულად ვეკიდები... მწერლობა მინდა და არ მინდა საქმეს არასერიოზულად მივუდგე ხოლმე ^^
მადლობთ რომ კითხულობთ.
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ love



კარგია თუ სერიოზულად ფიქრობ ამაზე.იმედია,ახლო მომავალში შენი წიგნები დაიბეჭდება,მე კი შენი ერთგული მკითხველი ვიქნები! ჩემი აზრით,დიდი მომავალი გელოდება! წარმატებები! <3 <3 <3

დიდი მადლობა საყვარელო love ახლო მომავალში არ ვიცი... მაგრამ დაიბეჭდება აუცილებლად <3



მიხარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent