პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეთორმეტე]
XII. კიდევ ერთი ღამე ‘გამანადგურებელთან’ ერთად. ამჯერად თავისუფლად გავიღვიძე და ავდექი. კიდევ ერთხელ გამითენდა ადრე. საშინლად დამძიმებული ვიყავი და პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. წყალი ხომ ყოველთვის ერთადერთი იყო, რომელსაც გამოვყავდი ჰიპნოზის მდგომარეობიდან. გამიგრძელდა წყლის ქვეშ სიამოვნება. სააბაზანოს კარზე რომ დააკაკუნეს, მოულოდნელობის ეფექტი იმდენად დიდი შეიქმნა, რომ შიშისგან ავხტი, კინაღამ ფეხი გამიცურდა და დავეცი. – ლილი, არ გამოდიხარ? – იყო კითხვა კოკასმიერი. – ვაპირებდი, მაგრამ არ გამოვალ! – გავძახე გაჯავრებით და გულში ათასნაირი კრულვა გავუგზავნე. – კარებს შემოვამტვრევ იცოდე, – დამემუქრა და სახელურს კიდევ ერთხელ დაეჯაჯგურა. – ღმერთო, კოკა, დამასვენე! – გამოდი რა, მეჩქარება... – მოუთმენლობა გამოაჩინა ჟორჟოლიანმა კიდევ ერთხელ. – გამოვალ, მაცადე და გულს ნუ მიხეთქავ, – ვუთხარი, თმა გავიწურე და წყალი დავკეტე. ტანი შევიმშრალე, სველ თმაზე პირსაწმენდი შემოვიხვიე და ხალათი შემოვიცვი. საყვარელი დათუნია ფეხსაცმელები ჩავიცვი და გამოვედი. – შებრძანდით, ბატონო კოკა, – გავუღიმე და გრაციოზული მოძრაობით ვანიშნე, შესულიყო. – მადლობა ღმერთს! – თქვა და შევიდა. – საუზმე შევუკვეთე და ყურადღებით იყავი კარზე, – გამაფრთხილა და აბაზანის კარი დაკეტა. მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოში შევედი. წყალი უკვე აედუღებინა კოკას. ყავა ფინჯანში ჩავყარე და ცხელი წყალი დავასხი. ის იყო უნდა ამეღო ფინჯანი, რომ ზარზე დარეკეს. ამოვიხვნეშე და კარის გასაღებად ფრუტუნით გავიარე დერეფანი. რა საშინელი დილა გამითენდა! კარი ისე გავაღე, რომ არც გამიხედავს. ქალი იდგა, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, ქართველის იერი არ ჰქონდა და არც მომხიბლავად იღიმოდა. რა თქმა უნდა, არც საჭმელი ეკავა. – შემიძლია რამით დაგეხმაროთ? – ვუთხარი შეცბუნებულმა. მისმა შესახედაობამ ცოტა შემაშინა. თვალები არაადამიანურად უელავდა და ამ ელვაში დიად ბოროტებას ვხედავდი. დიადსა და წარმოუდგენელს. – დამეხმარო? – აგდებით გაიმეორა და ირონიულად გაიღიმა. – ბოზებს დახმარებას არ ვთხოვ, – მომიჭრა მოკლედ. წარბები უნებურად ავზიდე ზემოთ და გაკვირვებული მივაჩერდი უცნობს. ამერიკელს ჰგავდა თავიდან ბოლომდე და ამის გაფიქრებაზე, უსიამოვნო ჟრუანტელმა მომიცვა. სწრაფად დავწვდი კარის სახელურს და დაკეტვა ვცადე, თუმცა ჩემკენ მოაწვა კარს და სიძლიერით მაჯობა. – როგორ გაბედე! – მიღრიალა. ჯერ სახის მთელი მარჯვენა ნაწილის წვა ვიგრძენი, მერე შუბლის უსაშინლესი ტკივილი და მეგონა გულმა ფეთქვა შეწყვიტა. ბოლოჯერღა ჩავისუნთქე და სიშავემ შთამინთქა. ცხვირში უსიამოვნო სურნელმა მომიღიტინა და გამომაღვიძა. თეთრი კედლები, ხელზე მოერთებული წვეთოვანი და აპარატის გამაბრუებელი წიკწიკი. გული შემეკუმშა, რომ გავიხსენე რა მოხდა. თავის შემოტრიალება ვცადე, თუმცა სუნთქვა გამიჭირდა და მთელს სხეულში ისეთი წვა ვიგრძენი, ენით აღუწერელი. ლამის ორად მოვიკეცე და ჭურვივით გავსკდი, თუმცა ვერ გავინძერი და ტკივილიც მალე ჩაცხრა. ავისმომასწავლებლად გაჰკიოდა აპარატი. ოთახში ექთანი შემოვიდა, შემომხედა და დაბნეული გაიქცა უკან. რამდენჯერმე ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე და გავახილე. სახეზე ცხელმა, მლაშე სითხემ დაიწყო დენა. ექიმები შემოვარდნენ. – წნევა ეცემა! – იყო ქალის ყვირილი, რომელიც ექოსავით გაგრძელდა გონებაში. წამწამები დამიმძიმდნენ და თითქოს მაგნიტებმა ერთმანეთი მიიზიდესო, მალე ისევ ჩამობნელდა. წყალში ვიძირებოდი. შეშინებულმა გავახილე თვალები და პირი შევხსენი, თუმცა მართლაც წყალში ვიყავი და სანამ ბოლომდე ამომევსებოდა ფილტვები წყლით, დავხურე პირი. რამდენიმე წამი ვერ გავიაზრე, რა უნდა გამეკეთებინა. მერე გადარჩენის ინსტიქტმა ვიბრაციული სიგნალი გაუშვა მთელ სხეულში და ჩემი ხელებიც ამოძრავდნენ. მივდიოდი ფსკერიდან ზემოთ, წყლის ზედაპირისკენ, რომელსაც მზის სხივები ეცემოდნენ და მრავლად ტყდებოდნენ. წყალში ვიყავი, თუმცა მცხელოდა. ღმერთო, არაფრით სრულდებოდა წყალი და მე ვერაფრით ვეგებებოდი ჰაერს, რა საკვირველია. ფილტვები მიცარიელდებოდა საჭირო ჟანგბადით, წყალი კი უნებურად მეყლაპებოდა. შუბლზე თმა მეკრობოდა და თვალებში ჩამდიოდა. ვიბრძოდი, თუმცა ზედაპირს ვერაფრით ვუახლოვდებოდი. უფრო ძლიერად მოვუსვი ხელები, კიდევ უფრო ძლიერად და ამოვყვინთე. დავიწყე არითმიული სუნთქვა და დროდადრო ხველება. არაფერი სჯობს ჰაერს, თითქოს ყველაზე არამყარს და ამ დროს ყველაზე მყარს. მაგრამ, ჯანდაბა! თითქოს საფიქრელი დამელეოდეს, შუა ზღვაში აღმოვჩნდი. „ნუთუ ამსიღრმედან ამოვცურე?“ – დავსვი კითხვა და დაბლა დავიხედე, თითქოს ვეძებდი ფსკერს, სადაც რამდენიმე საუკუნედ გაწელილი წამის წინ ვიყავი. დავიხედე და წყლის ტანჯვა გაქრა, მიწაზე ვიდექი. ფხვიერი მიწა ნელ–ნელა იწყებდა ჩემს ჩათრევას. კივილი დავაპირე, ყელზე უხილავი ძალა შემომეკრო და სიჩუმესთან ერთად, უჰაერობა მაიძულა. ხველება ამივარდა, მიწას შევებრძოლე, თუმცა უფრო და უფრო მითრევდა. სულ მალე დამფარა. მერე უამრავი ჰაერი ჩავისუნთქე, ფილტვები გამომევსო და იმხელა თავისუფლება ვიგრძენი, გაოცებულმა გავახილე თვალები. დავიკივლე. კიდევ უფრო მეტად ამევსო ჟანგბადით ფილტვები. განუზომელი სიმაღლიდან ვეშვებოდი მიწისკენ უსწრაფესად. მიწა არა, ცეცხლი უფრო იყო. თვალები დავხუჭე და თავს კივილის უფლება მივეცი მაშინ, როცა ცეცხლი მთელს სხეულს მოედო. ვიწვებოდი, მთელი კანი მეწვოდა, მაგრამ ვგრძნობდი, მხოლოდ გარეგანი ტკივილი მახრჩობდა. მერე მარჯვნივ უეცარი გახედვისას თვალი მოვკარი ნაცნობ სახეს. ცეცხლში გავიყინე. როი მიღიმოდა. – როი, მიშველე! – დავიკივლე და ვეცადე გამოძრავებას, მაგრამ უარესად ამეწვა სხეული. – როი, გთხოვ! – ვაგრძელებდი ყვირილს. ის კი მიღიმოდა. მე არ ვიცოდი, როგორი იყო ეს. რა იმალებოდა მომხიბვლელი ღიმილის უკან. პირველად ვხედავდი მას ასეთ ანთებულს. მისი თვალები ცეცხლს კი არ ირეკლავდნენ, არამედ აფრქვევდნენ და მე ამ ცეცხლში ვიწვოდი ზუსტად. და მაშინ, როცა უკვე გულისწასვლამდე მეწვოდა კანი, დამიძახეს. ჩემთვის იმდენად წმინდა იყო ეს ხმა, ეს ტონი და ტკივილი იოგებს ამოყოლებულ ხმაში, რომ ცეცხლს წყლად და სხეულს მალამოდ მოედო. – სიკვდილის დრო... – ჩამესმა. თვალები გავახილე. ოფლში ვცურავდი, თავზე უიმედო სახით მედგნენ ექიმები და გაოცებული მომშტერებოდნენ გაღვიძებულს. ხელზე კი კოკა მეხებოდა და ბედნიერად იცინოდა, თან ტიროდა. მინდოდა მეკითხა რა მოხდა, მაგრამ მეორე ჯოჯოხეთი იყო ჩემი ხმის ამოღება. სიმივით დამჭიმვოდა სხეული, თითქოს ახლახანს გამომიწვანეს ყინულიდანო, არადა, ცეცხლში ვიწვოდი რამდენიმე წამის წინ. ნუთუ გარდავიცვალე? – მინდოდა კითხვა, მაგრამ პასუხი ისედაც ნათელი იყო. გარდაცვალებამდე ერთი წამი მაკლდა და წავიდოდი კიდეც, რომ არა კოკა. აღარც კი ვიცი, ამ კაცს უნდა ვუმადლოდე? ცხოვრებაში არაფერი მტკენია იმაზე მეტად, ვიდრე იმის გაგება, რომ მომავლის იმედი აღარ არსებობდა. ის, რისთვისაც აქამდე მოვედი, გაქრა, ჩემს უყურადღებობას შეეწირა. დედისთვის არაფერია იმაზე რთული, ვიდრე გაგება იმის, რომ დედა აღარაა, ვეღარ იქნება. არ ვიცი, რამდენის ატანის ძალა გამაჩნდა, არ ვიცი, აქამდე როგორ მოვედი, რამ მასულდგმულა. მინდოდა კანი შემომეხია და ჩემი მახინჯი სული ყველას წინაშე გამეშიშვლებინა. მინდოდა სხვებისთვის ზიანი მიმეყენებინა, რადგან მათ მომაყენეს მე უდიდესი ზიანი. მათ მე მომკლეს და ხელახლა მომცეს შანსი დაბადების. რა შეიძლება ყოფილიყო ამაზე უარესი? როცა ყველაფერი გაქვს, უცებ არაფერი გრჩება და შემდეგ ისევ ყველაფერი გიბრუნდება და მერე თავიდან მიდიხარ წრეზე. არაფერია იმაზე რთული, ციკლის ფაზებით გადაიტანო ის, რაც უკვე გადაგიტანია, ის, რაც უკვე გტკენია. ახლა შენ უნდა გაძლიერდე; ახლა უნდა გახდე ის, ვისითაც ბედნიერი იქნებოდა შვილი, რომ ეარსება. თუმცა არ შეგწევს ძალა, შენ ერთი ციდა ხარ, რომელსაც ჭიანჭველაც კი გადაუვლის და ვერაფერს ეტყვი. თვითმკვლელობა, როგორც გამოსავალი. არ დაისახო მიზანი და გადარჩები. ეს არაბუნებრივად უნდა მოხდეს... ჩემს პალატაში სიარული რომ შეწყდა, გარეთ უკვე კარგად მოეკიდებინა ფეხი ღამეს. მესამე დღე იყო და იმაზე უკეთ კი არ ვგრძნობდი თავს, ვიდრე პირველ დღეს, პირიქით. რაც დრო გადიოდა, ტკივილი დაუძლეველი ხდებოდა. მორფინს მოვითხოვდი მეტ დოზას, მაგრამ საგანგაშო არაფერი მჭირდა, რომ დაეკმაყოფილებინათ ჩემი სურვილი. სიამოვნებით ავდგებოდი, შიშველი ფეხებით გავივლიდი ნაცნობ დერეფანს, რომლის ბოლოს, მარჯვენა შესახვევში მოვიპარავდი მორფინს და გავიპარებოდი. უმტკივნეულოდ... იქნებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვყოფილიყავი ცამდე ბედნიერი?! დედაც კი აღარ ათენებდა ჩემთან, ვინ მყავდა ხელის შემშლელი? მხოლოდ დაცვა და მორიგე ექიმები, რომლებსაც მკვდრებივით ეძინათ ყოველ ღამე. ცოტა ხანი კიდევ დავიცდიდი და ავითრთოლებდი სხეულს. შემდეგ კი გავიღიმებდი და ასე ღიმილით შევცურავდი უკუნით სიბნელეში. ჩავვარდებოდი ცეცხლში, რომელსაც უკვე აღარასდროს ექნებოდა დასასრული, თუმც მხოლოდ ასე მოვიპოვებდი სიმშვიდეს... მხოლოდ ასე. სრულ დაღამებამდე წუთები დავითვალე. თორმეტს რომ გადასცდა სავარაუდო ისარი, წვეთოვანის ნემსი ხელიდან გამოვიძრე და წამოვდექი. თავბრუ დამესხა და თვალებში დამიბნელდა, თუმცა წვეთოვანის ჯოხს დავეყრდენი და წონასწორობა შევინარჩუნე. ფეხებში ძალა საბოლოოდ რომ ვიგრძენი, გავსწორდი და ჩუმად გავიხედე დერეფანში. მესამე სართულზე სულიერი არ მოიძებნებოდა. ჩუმად მივიხურე კარი და დერეფნის ბოლოსკენ ფეხაკრეფით წავედი. თავზე ნათურები ბჟუტავდნენ, თუმც საკმარისად მინათებდნენ გზას. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი იყო, ჩემდასაბედნიეროდ, ყველა კარი გასაღებით იკეტებოდა და იღებოდა. თმაზე შერჩენილი წვეტიანი სამაგრი მოვიძრე და კარს დავუწყე გამოცდილებით ჩხიკინი. მცირე ხანს გამიგრძელდა ‘ტანჯვა’ და ბოლოს გაიღო. დიდი განყოფილებების რიგს ჩავუყევი. თვალებში საგნები მიორდებოდა, მაგრამ მორფინის შეკვრის გარჩევა ადვილად შემეძლო. ასაკმა ეს იცის, ბევრ ცოდნას იღებ, გსურს თუ არა და გჭირდება თუ არა. ბოლოს მივაგენი. ნემსი და სითხე ერთად დამხვდნენ. გამიხარდა. საკმარისზე მეტი დოზა ავიღე და განყოფილების ბოლოში, კედელთან ჩავიმუხლე. სანამ ამას გავაკეთებდი, უნდა დავფიქრებულიყავი. ყველაფრისთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რომ გავიმარჯვე. თუმცა ვიცოდი, რომ ეს ყველაზე დიდი ტყუილი იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე მითქვამს. ჩემს ცხოვრებას გონების თვალი გასავავლე და ცრემლები უნებურად ჩამომგორდნენ სახეზე. ჩემი სისუსტე ვერ ავიტანე, უარესად მეტკინა. აკანკალებულ ხელებში ჩავმალე გაყინული სახე და უარესი ქვითინი ამივარდა. გვერდით ვიღაც რომ მომიჯდა, იმ წამს ვიგრძენი, რამდენიმე წამში კი გავიაზრე, რომ ეს ვიღაც კოკა იყო. თავისმა სპეციფიურმა, მუდამ თანმსდევმა სასიამოვნო სურნელმა მომიღიტინა ცხვირში. – რაც ხდება, ასე უნდა მოხდეს. არ გაქვს უფლება წინ აღუდგე, – მითხრა დაბალ ხმაზე და დაბლა დაგდებული ნემსი და წამალი თავისკენ წაიღო, დავინახე. – ჩემი სიკვდილიც მოსახდენია, – შევხედე გაბოროტებული თვალებით. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის თვალებში იმხელა სევდა დავინახე, მეტკინა. – შენი სიკვდილი ის არის, რაც არც შენ გსურს და არც განგებას, – ცრემლებისგან დასველებული თმა უკან გადამიწია და ცხელი ხელი სახეზე ჩამომისვა. – როგორ ხარ ასეთი კარგი მსახიობი? როგორ უმკლავდები? – ხმა მითრთოდა, ძლივს ვლაპარაკობდი მისუსტებული ხმით. – პოლიტიკოსის საქმეა ეგ... გახსოვს, შენც პოლიტიკოსი იყავი ერთ დროს?! – გამიღიმა სევდნარევი ღიმილით. გამეცინა მეც. – მომეცი წამალი, ამას ადრე თუ გვიან, მაინც გავაკეთებ, – ვუთხარი რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. გული მტკიოდა, მეკუმშებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს რაღაც უკან მახევინებდა, თან ყველაზე მეტად არ მინდოდა უკან დახევა. – არა, არ გააკეთებ, – თავი გააქნია და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. – ნება მომეცი, დაგეხმარო. – ვერ დამეხმარები, – მწარედ გამეცინა მე. – შემომიშვი, – მთხოვა. – ვერ დამეხმარები! – გავუმეორე მკაცრი ტონით. – ვცადოთ, განა ცდა ბედის მონახევრე არაა? – ნუ თამაშობ, – დავმშვიდდი მცირედ. – არ ვთამაშობ, – თავი გაიქნია. – პოლიტიკა შენი თანმსდევია... მე დავმარცხდი. გამიშვი! – ლილი, ვიცი, როგორ გტკივა. მეც დავკარგე საყვარელი ადამიანი და ვიცი, რა გრძნობაცაა, მაგრამ სიკვდილი და მითუმეტეს თვითმკვლელობა ვერ მოგანიჭებს თავისუფლებას. ისევ შენ თავში უნდა იპოვო ხსნა, სხვა ყველაფერი სიცრუეა, სხვაგან ყველგან მკაცრი პოლიტიკაა, გარდა შენი თავისა და არსებისა. არიან ადამიანები, რომელთა სიტყვები შენზე უდიდეს გავლენას ახდენს. გინდა თუ არა, იმედი გეძლევა. იმედი იმის, რომ სადღაც რაღაც ჯერ კიდევ ბჟუტავს შენთვის. მკრთალი ნათელი ჯერ კიდევ არსებობს სადღაც. ვიღაც ჯერაც ღელავს შენზე. და შენ თუ გაუშვი და დათმე, ისინი ვერ დაგთმობენ. და ხო, როგორც შენ გიჭირს, ისე უჭირთ მათაც. ასე გაუჭირდებათ და ვინ იცის, იქნებ ვიღაც შენს სიკვდილს შეეწიროს. შენ კი ეს უდიდეს გალიაში მოგაქცევს. გალიაში, რომელსაც ვეღარ მოარგებ ვერც ერთ გასახებს. გალიაში, რომელსაც ბნელი ვაკუუმი აკრავს. მიეცი შენ თავს თავისუფალი არჩევანი, მაგრამ არ აიძულო ლილიტს გაგწიროს. არაფერია იმაზე მძიმე, ვიდრე საკუთარ ტყვეობაში ყოფნა. არაფერია იმაზე მძიმე, ვიდრე იმის გაწირვა, ვინც რაღაცას წარმოადგენს შენთვის. მორჩა საკუთარი თავის მოტყუება იმ აზრით, რომ სიკვდილი რამის მკურნალია... მორჩა! კიდევ ბოდიში დაგვიანებისთვის. არ ვიცი რა არის ეს. ამისთვისაც ბოდიში. დამაინც, გააგრძელებთ თუ არა, მიყვარხართ მე თქვენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.