შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (7-8 თავი)


21-04-2016, 13:33
ავტორი murachashvili
ნანახია 4 868

მეშვიდე თავი
- არ ვიცი, რამდენად მომისმენ ან ბოლომდე მომისმენ თუ არა, უბრალოდ მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყო გულახდილი. სიმართლე გითხრა ის რომ ქეთის შვილი ჰყავდა არ გამკვირვებია, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ გათხოვდა და ბედნიერად ცხოვრობდა მოსიყვარულე ქმართან ერთად. არ ვიცი იცი თუ არა, პროფესიით ექიმი ვარ, ქირურგი... უკანასკნელად დედაშენი თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში ექიმთან ვიზიტისას ვნახე, თითქმის შვიდ თვემდე ორსული, სწორედ მაშინ მითხრა, რომ გათხოვდა. აზრადაც არ გამივლია, რომ მომატყუა. უბრალოდ არ მეგონა, მიუხედავად ამხელა წყენისა შენს არსებობას თუ დამიმალავდა.
საკუთარი გვარი როცა მითხარი მაშინ დავეჭვდი, რაღაცამ გამკრა, თუმცა მაინც ვერ დაგაკავშირე ქეთისთან. დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარ შვილს არ მისცემდა საშუალებას ჩემთან და ჩემს ოჯახთან რაიმე საერთო ჰქონოდა, მით უმეტეს ნინიკოსთან ასე ემეგობრა.
წეღან როცა აღნიშნე, რომ ჯაბა კაიშაურის შვილიშვილი ხარ, კინაღამ მოვკვდი. პირველივე კითხვა რაც თავში მომივიდა ის იყო, რატომ იყავი დედის გვარზე? ჩემი ხმის გაგონებისას მისი რეაქციით თითქმის დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი ხარ. მაინც გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად საკუთარი ეჭვი ნინიკოსთან გადამემოწმებინა და ვიდრე ქეთისთან საუბრობდი ვკითხე, იცნობდა თუ არა მამაშენს.
სასაცილოდ არ ეყო ჩემი სიტყვები: - მამამისს თვითონაც არ იცნობს, ქეთი გათხოვილი არ ყოფილა და ბავშვიც საკუთარ გვარზე ჰყავსო...
ჩემი კითხვიდან გამომდინარე, ან იქნებ ჩემი რეაქციიდანაც, სავარაუდოდ ნინიკო მიხვდა ვინც ხარ, ვთხოვე გაჩუმებულიყო, იქამდე მაინც ვიდრე ამის გამხელას თავად არ მოისურვებდი. იმედია თხოვნას შემისრულებს.
- საბოლოოდ დავიბენი, დარწმუნებული ხართ, რომ თამარი ვერაფერს მიხვდა? თუ ჩემი ვინაობა არ გითქვამს ასე თბილად რატომ მეფერებოდა? -გაოცება ვერ დავმალე.
- თამარისთვის მისი უახლოესი მეგობრის ქალიშვილი ხარ, განა ეს საკმარისი მიზეზი არაა?! - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა მან.
- ქალბატონ ნინასთვისაც მხოლოდ ქეთის შვილი ვარ? იმდენჯერ გამიმეორა ჩვენი ყოფილხარო... - ჩემსდაუნებურად თითქოს მეწყინა, საკუთარი განწყობა მეთქვითონვე მეუცხოვა, ვერ მივხვდი ასე ძალიან რატომ მსურდა სცოდნოდა მისი შვილიშვილი რომ ვიყავი.
- ნინას თემა უფრო მტკივნეული და რთულად ასახსნელია, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით, დედაშენს თამარისგან არ არჩევდა... ზუსტ მიზეზს რატომ გაწყვიტა ქეთიმ ჩვენთან ურთიერთობა ვერავინ იგებდა, სიმართლე მხოლოდ ოთხმა ვიცოდით, მე, ჩემმა ძმამ, ქეთიმ და კობამ, კობა ის მამაკაცია გვერდით რომ მეჯდა. არ ვიცი, იქნებ ქეთიმ უთხრა კიდევაც ჯაბას სიმართლე, რატომღაც არამგონია გაემხილა. ისევ დედაშენმა დაგვინდო, დარწმუნებული ვარ, პაპაშენს სიმართლე რომ სცოდნოდა, შვილის შეურაწყოფას არ გვაპატიებდა...
- შეურაწყოფაში რას გულისხმობ?! - ხმა გამებზარა, იმის გაფიქრებაზეც კი რომ შესაძლებელია დედა ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო და ვერ გაემხილა.
ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე გაეცინა: - არასწორად გამიგე, გთხოვ, ვიდრე ყველაფერს არ მოგიყვები, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებ. მესმის, ალბათ ჩვენგან სხვაგვარ რეაქციას ელოდი, თუმცა... მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ თამარი ყოველთვის ეჭვობდა ქეთას მიმართ ჩემი გრძნობების შესახებ, მე ეს არასოდეს დამიდასტურებია. ჩვენი დაშორება ჩემი გაუბედაობის ბრალი იყო, დედაშენი ჩემივე სისულელით დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი ქეთი გათხოვდა, მაინც თავს ვირწმუნებდი, რომ ჩვენი სიყვარული უკვალოდ ვერ ჩაივლიდა, ხომ არ ვიცოდი შენი არსებობა, მაინც ველოდი, რომ ადღე თუ გვიან რაღაც ქეთისთან ისევ დამაკავშირებდა, ის ვიღაც თუ შვილი იქნებოდა თანაც ასეთი ლამაზი, არ მეგონა. - თბილად გამომხედა - თუ გინდა გამკიცხე, შემიძულე, მაგრამ გთხოვ, ბოლომდე მათქმევინე. მაპატიე, თუ შენი გამოჩენით გახარებულმა ხმამაღლა, სახალხოდ ვერ ვიყვირე რომ ჩემი შვილი ხარ. გრძნობების გამოხატვას მოვერიდე, სხვაგვარად არ შემიძლია. გიყურებდი და მეშინოდა, რომ როცა ჩვენს ისტორიას მოისმენდი, არ მაპატიებდი, შენც დედაშენის მსგავსად წახვიდოდი და ჩემი დანახვაც აღარ მოგინდებოდა.
- ზედმეტად მკაცრად ხომ არ აკრიტიკებთ საკუთარ თავს?! მე მხოლოდ მამის გაცნობა მსურდა, მეტი არაფერი, თქვენს განსჯას ნამდვილად არ ვაპირებ...
ჩემი ნათქვამი აშკარად ესიამოვნა: - იმედია, ამ სიტყვებს შემდეგაც მეტყვი... სუფრაზე მსხდომნი ალბათ მიხვდნენ რაღაც არაადეკვატური რომ ხდებოდა, თამარიც დაეჭვდა ტელეფონმე მოსაუბრეს რომ გამოგყევი, სავარაოდოდ არც მაპატიებს ამის დამალვას, თუმცა უკვე მნიშვნელობა აღარც აქვს. სიყვარულს ვერ მოგთხოვ, ამის არც უფლებაც მაქვს და არც ამბიცია, მე ისიც მეყოფა, თუ მამად მიმიღებ, შენი ახლოს გაცნობის საშუალებას მომცემ და ჩემს ოჯახს ეცოდინება შენი არსებობა. ალბათ ფიქრობ, ერთი დღეც არაა რაც გავიცანი და უკვე პირობებსაც მიყენებსო, ოცნება მაინც ხომ შემიძლია?! - თითქოს საკუთარ თავს დასცინაო, მწარედ გაეცინა მას - ძნელია აღიარო საკუთარი სისუსტე, ვიჯექი და ვფიქრობდი, საბოლოოდ ასე გადავწყვიტე, მირჩევნია ჩემგან გაიგო, თვალებში გიყურო და ისე მოვისმინო, რომ ჩემისთანა მამა არაფერში გჭირდება.
მისმა წუწუნმა აშკარად გამაღიზიანა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს განგებ ცდილობდა საკუთარი თავის უარყოფითად წარმოჩენას: - ძალიან გთხოვთ, ჩემს ნაცვლად გადაწყვეტილებას თქვენ ნუ იღებთ! მზად ვარ მოგისმინოთ, დასკვნებს კი ჩემით გამოვიტან!.
- კარგი იყოს შენებურად... - უხალისოდ დამეთანხმა ის - როგორც უკვე აღვნიშნე, ის რაც ჩემსა და ქეთის შორის მოხდა, რეალურად სულ რამოდენიმე ადამიანმა თუ იცოდა. თამარი ალბათ ინტუიციით ხვდებოდა რასაც განვიცდიდი. დაშორების დღემდე ერთმანეთთანაც კი არ გვიღიარებია, ჩვენი გრძნობები. თავიდან ალბათ მტრებს უფრო ვგავდით, შემდეგ ნელ-ნელა ერთმანეთს შევეჩვიეთ და ჩვენი მუდმივი ღრენა მეგობრებაში გადაიზარდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ ურთიერთობას მეგობრობას ვუწოდებდით.
ვერც კი მივხვდი ვისგან და როდის გაიჟღერა ნახევრად ხუმრობითი ტონით, რომ მე და ქეთი კარგი წყვილი ვიქნებოდით... დღემდე მახსოვს ის უარყოფითი ემოცია, რაც მაშინ განვიცადე. მთელი მონდომებით ვამტკიცებდი, რომ არ მომწონდა, თუმცა ჩემი მაინც არ სჯეროდათ, რაც უფრო უარვყოფდი მის სიყვარულს, ჭორი უფრო და უფრო ვრცელდებოდა და მყარდებოდა.
დღემდე მახსოვს, აგრესია, რომელიც კობასა და მამუკას, ჩემი ძმის მიმართ გამოვხატე, როცა პირდაპირ მომახალეს, რატომ არ გვითხარი, თუ ქეთი გიყვარდაო...
- თქვენ ბიჭო სულელები ხომ არ ხართ? უბრალოდ კარგი გოგოა, მაგასთან რა უნდა მქონდეს, ბავშვია, თავში უქრის, 10 წლით პატარა...
ეხლა მეცინება საკუთარი რეაქციის გახსენებაზე, მაშინ კი პანიკაში ჩავვარდი, ისე დამაფრთხო იმის შეგნებამ, რომ შეიძლება მართლა მყვარებოდა, საკუთარ თავს ჯიუტად ვუმეორებდი, რომ ჩემი ქცევა არასწორად გაიგეს, რომ ყველაფერი ჭორიკანა და ცნობისმოყვარე ხალხის მოგონილი და მოჩიჩქნილი იყო, მათ ხომ საქმე არაფერი ჰქონდათ და ჩვენი მეგობრობისთვის სხვა სახელის დარქმევა სურდათ. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ამ დაუფიქრებელ წინადადებას რა ფატალური შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ამ სიტყვებმა მთელი ჩემი მომავალი შეცვალა. მეშინოდა, რომ ჩემი გრძნობების გამხელის შემთხვევაში ქეთი შემიძულებდა. თურმე მწარედ ვცდებოდი.

მერვე თავი
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვები, დასკვნების გამოტანა კი შენთვის მიმინდვია.
ჩვენი გვარი გოგოჭურები წარმოშობით ხევსურეთიდან, სოფელ გუდანიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესი, გარკვეულ წილად ეგზოტიკური კუთხეა და მკაცრი ბუნებითა და კოშკებით დღემდე იზიდავს ტურისტებს, იქ ცხოვრება მაინც ძალიან ჭირდა. მამა მეტყევე იყო, დედა დიასახლისი, ჰქონდათ საკმაოდ ძლიერი მეურნეობა, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს რათქმა უნდა მეცხოველეობა წარმოადგენდა, თუმცა ერთი პატარა პრობლემა მაინც ჰქონდათ.
რამოდენიმე წარუმატებელი ორსულობის შემდეგ, როგორც იქნა გავჩნდი მე. კარგა ხანს ჩვენი პატარა ოჯახის ერთად-ერთი მემკვიდრე მხოლოდ მე ვიყავი, თუმცა ამას სულაც არ ვაპროტესტებდი, პირიქით მანებივრებდნენ, ყველა თავს მევლებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქონების პატრონები არ ვიყავით, ოჯახში ეს არავის ადარდებდა, ერთად-ერთი პრობლემა გვქონდა, ჩემს მშობლებს მეორე ბავშვიც უნდოდათ, დედა რამოდენიმეჯერ დარჩა ორსულად, თუმცა ნაყოფის შენარჩუნებას ისევ ვერ ახერხებდა. თითოეული ბავშვის დაკარგვა, ოჯახში დიდ ტრაგედიად ითვლებოდა. როგორც იქნა ათი წლის შემდეგ ეს ოცნებაც აისრულეს, ერთის ნაცვლად ორნი, ტყუპები თამარი და მამუკა შეგვეძინა.
ჩვენი პატარა ოჯახი საკმაოდ გოგოჭურების დიდი ოჯახის ნაწილიც გახლდათ. ერთ დიდ ეზში ერთად ვცხოვრობდით ყველა. ზუსტი მიზეზი დღემდე არც ვიცი, რატომ გადაწყდა ცალკე კომლად გამოყოფა, უბრალოდ ერთ დღეს ოჯახურ სადილზე მამამ ყველას გამოუცხადა, რომ ფშავში გადავდიოდით საცხოვრებლად. დღემდე მახსოვს ბებიაჩემის გაოცებული და გაბრაზებული სახე. აშკარად ეწყინა მამაჩემი ნათქვამი, მისი სურვილი ლამის ოჯახის ღალატად ჩათვალა. თუმცა მამა ჯიუტად მაინც მის პოზიციას იცავდა, აღარც მშობლების განაწყენებას მოერიდა და ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.
დღემდე ვერ გამიგია ზუსტი მიზეზი, რატომ გადმოვსახლდით ხევსურეთიდან, რამდენჯერაც ვიკითხე, მოკლედ მომოჭრეს: - სივიწროვე იყო და ასე სჯობდაო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვი რომ ჩვენი ჩამოსახლების დროს ჩვენ ბავშვები, მე ცამეტი წლის, ხოლო ჩემი და-ძმა სამი წლისანი ვიყავით. ფაქტიურად ცარიელ ადგილზე, თითქმის შუაგულ ტყეში დავსახლდით, ფაქტიურად იმ მხარეში ჩვენი ოჯახი იყო პირველი ვისაც სამოსახლოდ ნაკვეთი გამოუყვეს. მინიმუმ ნახევარი საათი მაინც უნდა გევლო ფეხით უახლოეს მეზობელ სოფლამდე რომ მისულიყავი, ადრეც აღვნიშნე, რომ მამა მეტყევე იყო და კარგი სახელით სარგებლობდა, მხარში დაუდგნენ მეგობრები, რამოდენიმე თვეში წამოჭიმა ორსართულიანი სახლი, გამოიყვანა წყალი, გაზაფხულზე ეზოში ჩაყარა ხეხილიც.
ნელ-ნელა, ეტაპ-ეტაპ ქმნიდა ახალ ბუდეს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი აშენებული და გადახურული იყო, საცხოვრებლად მოწყობილი ჯერჯერობით მხოლოდ ორი ოთახი და სამზარეულო გვქონდა, რომელსაც სასადილო ოთახადაც ვიყენებდით, დანარჩენ ოთახებსაც ნელ-ნელა საკუთარი ხელით აკეთებდა. პატარებს დიდად არ გასჭირვებიათ ახალ ადგილთან ადაპტირება, აი ჩემთვის კი საკმაოდ რთული გადასატანი გამოდგა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. სკოლამდე მისვლას თითქმის ერთ საათს ვანდომებდი, ზამთარში მთებიდან დამშეული ნადირი შედარებით ქვემოთ, ბარისკენ იწევდა, სკოლამდე ფეხით სიარული მიჭირდა და სიმართლე გითხრა მეშინოდა კიდევაც, ყველგან მშიერი ხახა დაფჩენილი მგელი მელანდებოდა.
მენატრებოდა ხევსურეთი და იქ დარჩენილი ოჯახის წევრები და მეგობრები. სკოლიდან დამითხოვდნენ თუ არა მაშინვე ხევსურეთში მივდიოდი.
ჩვენი ჩასახლებიდან ერთი წლის შემდეგ გამოჩნდნენ ახალი მოსახლეებიც, ეს კობას ოჯახი გახლდათ, თითქმის ერთი ასაკის სამი ძმის ჩვენს მეზობლად გამოჩენა ჩემთვის დღესასწაული იყო. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა (კობა ჩემზე ხუთი წლით დიდი იყო) ყველაზე კარგად ჩვენ შევეწყვეთ ერთმანეთს და მალე განუყრელ მეგობრებადაც ვიქეცით.
რამოდენიმე თვეში მამაჩემისგან კიდევ ერთი ახალი ამბავიც გავიგეთ, ჩვენს მეზობლად კაიშაურების ოჯახი უნდა დასახლებულიყო. გულისფანცქალით ველოდით ბავშვები მომავალ მეზობლებს. სამოსახლოდ მიწის ფართი მალევე გამოუყვეს, ჩამოვიდნენ მუშები, რომლებმაც მონიშნულ ნაკვეთს საკმაოდ მყარი გალავანიც შემოავლეს და ეს იყო და ეს. კაიშაურები თვალითაც არ გვინახავს. მხოლოდ ეზოს დაერქვა სახელი - „კაიშაურთ ნაკვეთი“, რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ოჯახი მხოლოდ ვირტუალურად არსებობდა ჩვენს სოფელში.
მე უკვე თექსმეტი წლის ვიყავი, სკოლა დავამთავრე, საკმაოდ წარმატებულად სამედიცინოზე ჩავაბარე, ოჯახმა მიქირავა ერთი პატარა ოთახი და საცხოვრებლადაც თბილისში გადმოვედი. როგორც ამბობდნენ ფიზიკურად ურიგოდ არ გამოვიყურებოდი, ბებიისგან იმდენად მქონდა შთაგონებული, რომ საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი ვიყავი, საბოლოოდ ეს მართლაც დავიჯერე, საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა მქონდა, საკმაოდ ამპარტავან ადამიანად ჩამოვყალიბდი, თავი ყოვლისშემძლედ წარმომედგინა, შესაბამისად ჩემს შესაფერისად ქვეყნად არავინ მეგულებოდა. მშვენივრად მოვირგე თბილისური იმიჯი, გავიჩინე მეგობრები და დავივიწყე ვირტუალური მეზობლებიც.



№1  offline წევრი aneta

ვითომ ორი თავია და ერთი ამბის მოყოლა ვერ დაასრულა კაცმა. ძალიან პატარა თავებს დებ angry

 


№2  offline წევრი Gerko

აუ რა პატარა იყოოო

 


№3 სტუმარი ani

aneta
ვითომ ორი თავია და ერთი ამბის მოყოლა ვერ დაასრულა კაცმა. ძალიან პატარა თავებს დებ angry

ზუსტად ეგრეა.. გეტანხმები angry angry

აუ პატარა თავებია რა რა არის ეს angry მალე დადე და ცოტა დიდები რა recourse

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ისტორია ლევანიზე და ქეთიზეაო და ერთ თავში როგორ უნდა დაესრულებინა ყველაფრის მოყოლა?! ოღონდ, აი მერვე თავი იყო გაწელილი არა, გადატყლარჭული. ამ დეტალების თქმა რამდენიმე წინადადებითაც შეიძლებოდა, მაშინ როდესაც ისტორიაში სხვა რამეა მთავარი. მე ასე მგონია. რა ვიცი. ლევანი ისე ამ თავში შედარებით ნორმალური იყო. ეს გოგო კიდევ მგონი სიტუაციას ჯერ საერთოდ ვერ აანალიზებს და მაგიტომაც აქვს ასეთი "ქვა" რეაქციები:)

 


№5 სტუმარი მიკა

რა ვერ გამიგია,იცი,ბრაზილიური სერიალივით შუაზე რატო წყვეტ ვითომდა საინტერესო მომენტზე?;დ ინტრიგა შემოგაქვს თუ რა?

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მარტო ლევანიზე და ქეყიზეა ეს ისტორია?! what

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ანი ანი
მარტო ლევანიზე და ქეყიზეა ეს ისტორია?! what


კი, წინა თავის კომენტარებში აღნიშნა უკვე ეს ავტორმა. ამ ორზეა მხოლოდ ეს ისტორია.

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aneta
ვითომ ორი თავია და ერთი ამბის მოყოლა ვერ დაასრულა კაცმა. ძალიან პატარა თავებს დებ angry

Gerko
აუ რა პატარა იყოოო

ani
aneta
ვითომ ორი თავია და ერთი ამბის მოყოლა ვერ დაასრულა კაცმა. ძალიან პატარა თავებს დებ angry

ზუსტად ეგრეა.. გეტანხმები angry angry

აუ პატარა თავებია რა რა არის ეს angry მალე დადე და ცოტა დიდები რა recourse
ძალიან მიხარია ჩემს ისტორიას რომ კითხულობთ, თუმცა ცოტა არ იყოს ვფიქრობ დასრულება გეჩქარებათ. პატარ-პატარა თავების დადებით ვცილობ მომაბეზრებელი არ გავხდე. ეს ისტორია წესით ქეთიზე და ლევანზე უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში მე ასე მაქვს ჩაიქრებული. თუ თქვენ განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ სიამნებით მოგისმენთ. იქნებ უკეტესი ისტორია გამოიდეს. ❤️

grafo
ისტორია ლევანიზე და ქეთიზეაო და ერთ თავში როგორ უნდა დაესრულებინა ყველაფრის მოყოლა?! ოღონდ, აი მერვე თავი იყო გაწელილი არა, გადატყლარჭული. ამ დეტალების თქმა რამდენიმე წინადადებითაც შეიძლებოდა, მაშინ როდესაც ისტორიაში სხვა რამეა მთავარი. მე ასე მგონია. რა ვიცი. ლევანი ისე ამ თავში შედარებით ნორმალური იყო. ეს გოგო კიდევ მგონი სიტუაციას ჯერ საერთოდ ვერ აანალიზებს და მაგიტომაც აქვს ასეთი "ქვა" რეაქციები:)
მოგესლმები, ისეთი შთაბეჭილბა დამრჩა ითქოს ჩემს კომენტრებს მხოლოდ შენ კითხულობ. ❤️ქვა რეაქციები ზოგჯერ ამართლებს. ჩემს პრაქტიკაში ხშირად მქონია, როგორც კი საკუთარი პოზიცია დამიფიქსირებია და იტორიის შეფასება დამიწყია, რესპოდენტი ჩუმდება და თხრობას წყვეტს. ამიტომაც მგონია მარიამმა გულგილობა ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს და შეფასება, როცა ქეთის პოზიციასაც მოისმენს მაშინ უნდა გააკეთოს.

მიკა
რა ვერ გამიგია,იცი,ბრაზილიური სერიალივით შუაზე რატო წყვეტ ვითომდა საინტერესო მომენტზე?;დ ინტრიგა შემოგაქვს თუ რა?


მიკა
რა ვერ გამიგია,იცი,ბრაზილიური სერიალივით შუაზე რატო წყვეტ ვითომდა საინტერესო მომენტზე?;დ ინტრიგა შემოგაქვს თუ რა?

ეს ინტიგაა? რადგან ეს კითხვა დასვი მე მგონი ამ მეთოდმა გაამართლა

 


№9  offline წევრი aneta

ისტორიის დასრულებას არ ვჩქარობ, მხოლოდ იმას ვერ ვიგებ რატომ გინდათ აუცილებლად 30-40 თავამდე გაწელოთ. ეგ უფრო მოსაბეზრებელია, აქამდე რაც დადეთ თავისუფლად შეიძლებოდა 1 ნაწილად გაერთიანება. მესმის კომენტარები გიხარიათ,მაგრამ ამ ვითომ ინტრიგებით პირადად ჩემში უარყოფით დამოკიდებულებას უფრო იწვევთ ისტორიისადმი. წარმატებები...

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

კი,კომენტარები ჩემი სუსტი წერტილია:))). მე პირადად ავტორს სულ იმაზე ვეწუწუნები თავის მოვეზრებამდე, რომ მის ისტორიებს ინტრიგა და მარილიანობა აკლია. ხოდა, თუ ამ ისტორიაში ინტრიგას ხედავთ და თან ამ დროს წყდება თხრობა, სხვა რა უნდა ქნას ავტორმა, რომ ახალი თავი უფრო მოლოდინ-ინტერესით წაიკითხოს მკითხველმა?! ყველაფერი გამიგია მაგრამ, ასეთ დროს როგორ წყვეტ თხრობასო მსგავსი საყვედური არა:)))). ნამდვილად არ ეტყობა ავტორს კომენტარებისგან აცუნდრუკებული იყოს, როგორც ხდება ხოლმე.

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aneta
ისტორიის დასრულებას არ ვჩქარობ, მხოლოდ იმას ვერ ვიგებ რატომ გინდათ აუცილებლად 30-40 თავამდე გაწელოთ. ეგ უფრო მოსაბეზრებელია, აქამდე რაც დადეთ თავისუფლად შეიძლებოდა 1 ნაწილად გაერთიანება. მესმის კომენტარები გიხარიათ,მაგრამ ამ ვითომ ინტრიგებით პირადად ჩემში უარყოფით დამოკიდებულებას უფრო იწვევთ ისტორიისადმი. წარმატებები...


ძალიან დასანანია თუ ამ ისტორიამ გაწელილის შთაბეჭდილება მოახდინა, თქვენიოც მშვენივრად მესმის, ნაწილ-ნაწილ ისტორიის კითხვას ყოველთვის დასრულებულის ნახვა სჯობს. მე პირადად ასეც ვიქცევი. ამ საიტზე ძალიან ბევრი ავტორის წერის სტილი მომწონს, თუმცა საკუთარ კომენტარებში ხშირად აღმინიშნავს, რომ ნებისყოფა არ მყოფნის ყოველ დღე ახალ - ახალ თავს ველოდო, (იმედია ამას ავტორები მაპატიებენ fellow ), თუმცა ამით სულაც არ მსურს იმის თქმა, რომ თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. თქვენი გადასაწყეტია ისტორიის პატარა ფრაგმენტებს ყოველ დღე წაიკითხავთ, თუ კვირაში ერთხელ. რაც შეეხება კომენტარებზე დახარბებას და მკითხველის აზრის გაგებას, მხოლოდ უმადურ ადამიანს არ გაუხარდება უცხო ადამიანისგან სასიამოვნო სიტყვების მოსმენა, ვაღიარებ ნამდვილად პატარა ბავშვივით მიხარია, თუ ჩემი ნაწერი ვინმეს მოწონს. თუმცა მე პირადად არც ის მწყინს, თუ შენიშვნას მომწერენ, პირიქით მიხარია. წინა თავებში ერთ-ერთმა მკითხველმა მიმითითა კიდევაც "გოგოჭურების" გვარის წარმომავლობა შეცდომით მთიულეთიდან რომ დავწერე wink ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღებით წაიკითხა. მესიამოვნა და გამიხარდა, მე თუ ისტორიას ხელახლა არ გადავიკითხავდი ამ შეცდომას ალბათ კარგახანს ვერ შევნიშნავდი
შინაურები, ადამიანები რომლებსაც უყვარხართ, ხშირად ბრმავდებიან და კრიტიკის უნარს კარგავენ, ამ საიტზე ჩემი ნაწერების გამოქვეყნება ამიტომაც დავიწყე, მინდოდა უცნობების აზრი მომესმინა. წერა ჩემთვის ჰობია. საშუალება მძიმე დატვირთული დღის შემდეგ მოვდუნდე და სიამოვნება მივიღო. ცხოვრებაში არც ექსტრემი მაკლია და არც ტონუსში ყოფნა. საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მერწმუნე აპლოდისმენტებს სრულიად სხვაგან ველი და საბედნიეროდ ვიღებ კიდევაც. აქვე დავძენ, ამ ისტორიას გულითაც რომ მოვინდომო, არ ჰყავს იმდენი პერსონაჟი, რომ ორმოც თავიანი გამოვიდეს.

grafo
კი,კომენტარები ჩემი სუსტი წერტილია:))). მე პირადად ავტორს სულ იმაზე ვეწუწუნები თავის მოვეზრებამდე, რომ მის ისტორიებს ინტრიგა და მარილიანობა აკლია. ხოდა, თუ ამ ისტორიაში ინტრიგას ხედავთ და თან ამ დროს წყდება თხრობა, სხვა რა უნდა ქნას ავტორმა, რომ ახალი თავი უფრო მოლოდინ-ინტერესით წაიკითხოს მკითხველმა?! ყველაფერი გამიგია მაგრამ, ასეთ დროს როგორ წყვეტ თხრობასო მსგავსი საყვედური არა:)))). ნამდვილად არ ეტყობა ავტორს კომენტარებისგან აცუნდრუკებული იყოს, როგორც ხდება ხოლმე.

რომ არ დაგეთანხმო რთულია, კომენტარები აშკარად ჩემი სუსტი წერტილიცაა wink ანეტასთან მიწერილ პასუხში იმდენი ვიმსჯელე, თუ რატომ მიხარია თქვენი შენიშვნები, რომ აღარ გავმეორდები, მადლობა ასე კარგად რომ გესმის ჩემი request love

 


№12  offline წევრი aneta

ჩემი კომენტარი რატომღაც ძალიან კრიტიკულად მიიღე არადა ასე არ მინდოდა. მომწონს შენი წერის სტილი,მე მხოლოდ თავების სიმცირეს ვუჩივი. აღარ მინდა ხოლმე ახალი თავის გახსნა, 3-4 აბზაცია იქნება და ჩემთვის ძალიან ცოტააა. გავითვალისწინებ შენს რჩევას და დასრულებულს წავიკითხავ

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aneta
ჩემი კომენტარი რატომღაც ძალიან კრიტიკულად მიიღე არადა ასე არ მინდოდა. მომწონს შენი წერის სტილი,მე მხოლოდ თავების სიმცირეს ვუჩივი. აღარ მინდა ხოლმე ახალი თავის გახსნა, 3-4 აბზაცია იქნება და ჩემთვის ძალიან ცოტააა. გავითვალისწინებ შენს რჩევას და დასრულებულს წავიკითხავ


არ იფიქრო თითქოს შენი სიტყვები მეწყინა, ალბათ ზედმეტი ახსნა გამომივიდა, მაქსიმალურად ვეცადე უფრო დიდი თავი დამედო, იმედია დანაშაულს გამოვისყიდი wink პირიქით, მეც ის მიხარია რაც უფრო მეტი წაიკითხავთ.. love

 


№14  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Levans uyure shen ra kaci yofiaa

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aanamaria
Levans uyure shen ra kaci yofiaa


მგონი მთლად უჟმური არ უნდა იყოს smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent