შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები სიკვდილისგან – დასასრული


30-04-2016, 18:29
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 639

შავთმიანს ისევ გაეღიმა. ისეთი რაღაცეები უნდა გაეკეთებინა, რაც უკვე უხერხულში აგდებდა. ერთხანს კი გაიფიქრა, არაფერსაც არ გავაკეთებო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს უსამართლობა იქნებოდა, უსამართლობა კი ეზიზღებოდა. საბოლოოდ, იქვე გადაწყვიტა, რომ სეითს უნდა დამორჩილებოდა. ხელი შუბლზე მიიდო, თითქოს სახეს მალავდა, რაც, სხეულის ენის მიხედვით სირცხვილის გამოვლინებად ითვლება. ბოლოს კი, როცა ორი ღერი სიგარეტი მოწია, სახლში წავიდა. ეძინებოდა. სახლში მისულმა კი მაღვიძარა დილის ცხრა საათზე დააყენა, რაც შემდგომში ინანა.
ახლაგაღვიძებული შავთმიანი, მაღვიძარას უყვიროდა:
– ჩაიჯვდი შენს დედას შევეცი! – მერე კი, გამოფხიზლების ჟამს, თავის ამ სიტყვებზე გვარიანად იცინა. მერეღა გაახსენბდა, რომ იატაკზე უნდა დაწოლილიყო და ტანშიშველი, ასეც მოიქცა; იატაკზე გაწვა და სიგარეტი მოწია, რის შემდეგაც აზიდვების კეთება დაიწყო. ყოველი აზიდვის შემდეგ მთელ ხმაზე ყვიროდა:
– ღმერთო რა იდიოტი ვარ... – და თავის თავს თვითონვე დასცინოდა. ხო, ამან გაართო და წაართვა უმზეო დილაა... საშინელი დილა. ათი აზიდვის შემდეგ შავთმიანმა ყავა მოიმზადა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. შემდეგი დავალებებისთვის ემზადებოდა. „ღმერთო ჩემო, მართლა იდიოტი ვარ.“ – გაიფიქრა მან და სახიდან ღიმილი ამჯერადაც ვერ მოიშორა.
ტელეფონი აიღო, პოლიციის ნომერი აკრიფა და ანერვიულებული, დივანზე ჩამოჯდა. პოლიცია მალევე მივიდა, ასე ოთხ–ხუთ წუთში. კარებზე მსუბუქად დააკაკუნეს
– გამარჯობათ. მობრძანდით ბატონებო. – შავთმიანმა თავაზიანად შემოიპატიჟა ორი, არც ისე სიმფათიური პოლიციელები. იარაღები შეისწორეს და დივანზე ჩამოჯდნენ.
– აბა, ქალბატონო, რა მოხდა?
შავთმიანმა სრული სერიოზულობით დაიწყო:
– თქვენ ერთი ვიღაც უნდა დააპატიმროთ! არ გაინტერესებთ რას აშავებს?
– ცხადია გვაინტერესებს. აქ სხვა მიზეზით არ მოვსულვართ. – მიუგო ერთ–ერთმა პოლიციელმა და თავი მაღლა აღმართა, რამაც მისი სიამაყის გრძნობა გამოავლინა.
– ის ... ოჰ, ბოდიშით თქვენთან...
– არაფერია. განაგრძეთ.
– მოკლედ, ის ყოველდღიურად მაწამებს.
– გაწამებთ? წამების კი არაფერი გეტყობათ და... უფრო დაწვრილებით მოგიყევით.
– მაწამებს–მეთქი გეუბნებით და გინდ დაიჯერეთ გინდ არა. მაწამებს და თან როგორ... ოღონდ ჩემს სხეულს არ ეხება.
– აბა როგორ გაწამებთ?!
– სასტიკად.
– ქალბატონო, უფრო გასაგებად მოგვიყევით ყველაფერი.
– ის , უფრო ხშირად ღამე მსტუმრობს ხოლმე და სულს მიწვალებს.
– არა, არა, ვერაფერი გავიგეთ. – პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს. – როგორ გამოიყურება ეგ მაინც გვითხარით.
– შავია.
– შავკანიან?!
– არა, კანი საერთოდ არ აქვს.
– თქვენ ფხიზელი ბრძანდებით? – იკითხა მეორე, შედარებით ჩაფსკვნილ პოლიციელმა.
– რა თქმა უნდა კი.
– რა ქვია იმას, ვინც გაწამებთ?
– დეპრესია. – სრული სერიოზულობით მიუგო შავთმიანმა.
– დეპრესია?! გვეხუმრებით, არა? ქალბატონო, თქვენ იცით, რომ თქვენი ეს საქციელი კანონით ისჯება? გეკადრებათ?
– არა, როგორ გეკადრებათ, მე არ ვიტყუები.
პოლიციელები წამოდგნენ და ერთმანეთს გადაჩურჩულეს, ეს ქალი გიჟია, ამჯერად ვაპატიოთო და წავიდნენ, წასვლამდე კი გოგონა მკაცრად გააფრთხილეს, რომ იგივე აღარ გაემეორებინა.
შუა დღე იყო, როცა შავთმიანი ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ქალაქის ცენტრში გავიდა. თან სეირნობაც უნდოდა, მაგრამ ერთ საშინელებას ვერ უმკლავდებოდა, – ძალიან, ძალიან ცხელოდა. უმრავლესობა ოფლის სუნად ყარდა. ქუჩაში ყველა დაბოღმილი იყო, რადგან სამსახურისთვის თავი ვერავის დაეღწია. ყველაზე ძალიან უნდოდა მთაში, ან ზღვაზე. ალბათ შუბლშეკრულები სხვა არაფერზე ფიქრობდნენ. სწორად ამიტომ ითქმოდა მათზე – ბრბო. ზოგმა ისიც კი არ იცოდა საით მიდიოდა. უბრალოდ მიდიოდნენ და მორჩა. ერთმანეთიც კი აღიზიანებდათ. მოკლედ, ხალხს მხოლოდ ფული და სიგრილე სურდათ. შავთმიანი, ასე ვთქვათ ყოველივე ამის ცენტრში იდგა. შუა გზაზე გაჩერებული, საგულდაგულოდ არჩევდა ადამიანებს. საბოლოოდ მისი მთელი ყურადღება, ერთ სიმფათიურ ბიჭს დაეთმო, რომელიც ყველასავით ცუდ ხასიათზე იყო. შავთმიანმა მისკენ ხელი გაიშვირა და მთელ ხმაზე იყვირა, დაიჭირეთ, ფული მომპარაო. თავიდან ყველა გაშეშდა და დაიბნა, განსაკუთრებით კი ბრალდებული. რამდენიმე კაცმა ბიჭისკენ მიიწიეს, რომ არსად გაქცეულიყო.
– რა? მე? მე... მე... მე არაფერი მომიპარავს. – ძლივს ამოღეღმა ბიჭმა.
– როგორ არა, შენ! დაიჭირეთ! არ გაუშვათ! – წამოიძახა შავთმიანმა. ბიჭი უფრო მეტად დაიბნა და განრისხებულ ხალხს რომ გადახედა, ერთი ამოიოხრა, მე არაო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ერთი–ორი კაცი კი გაეკიდა, მაგრამ ვერ დაეწიეს. შავთმიანი სიცილს ძლივს იკავებდა. ის რამდენიმე წამში ადგილიდან გაქრა.
ვინაიდან და რადგანაც შავთმიანს სურდა ყველაფერი მალე დამთავრებულიყო, ქალაქის ცენტრში, უახლოეს მეტროში ჩავიდა. გაიფიქრა: „რამდენი ხანია მეტროში აღარ ვყოფილვარ... – შავთმიანს მეტროები მართლაც ძალიან მოსწონდა. იმ ხანს იქაურმა სიგრილემ შვება მოგვარა. ესკალატორზე ჩამოჯდა და ისევ ისე, უწინდელივით ანერვიულდა; ლამის ცახცახებდა, მაგრამ თავს სიგრილით იმშვიდებდა. სამაგიეროდ აქ გრილა მაინცო. ბოლოს კი თავს მაინც ვერაფერი მოუხერხა.
მის წინ ვაგონი გაჩერდა და შიგნით შევიდა. იყვირა:
– ვაგონში ბომბია! – და ავის მომასწავლებელმა სიჩუმემ დაისადგურა. წარმოუდგენელია, მაგრამ ვაგონი ხუთ წამში დაიცალა. შავთმიანმა მარტო იმგზავრა და ეს ძალიან მოეწონა. ვაგონში მისტიურობა სუფევდა. რელსები წიოდა. მატარებელი მიწისქვეშეთში ელვის სისწრაფიდ მიჰქროდა. ყოველივე ამის გამო, შავთმიანი თავს კომფორტულად გრძნობდა... უფრო სწორად, კომფორტულად კი არა, საუკეთესოდ. დაცარიელებული ვაგონით არასდროს უმგზავრია და ეს, სეითის დამსახურება იყო. ამის გამო მას გულში მადლობაც კი გადაუხადა.
საღამო ხანს შავთმიანმა არ დააყოვნა: ფანჯრიდან გადაიხედა და მთელ ხმაზე იყვირა:
– მე ბედნიერი ვარ! – ერთ–ორ მეზობელმა რაღაც კი შესძახეს, მაგრამ გოგონამ ვერაფერი გაიგო. ფანჯრის ქვეშ ჩაიმუხლა და ისტერიკული სიცილი დაიწყო. მთელი ხუთი წუთი იცინოდა. ღმერთო ჩემო, რა იდიოტი ვარო. შემდეგ კალამი და ფურცელი მოიმარჯვა და სეითისთვის წერილი კვლავ დაწერა:
„სეით, ყველაფერი გავაკეთე. მართალია, ვიხალისე და კარგ ხასიათზე დავდექი, მაგრამ სიმართლე გითხრა უფრო მეტს მოველოდი. ხო, დღეს ბავშვივით გავერთე და ჩემი გულისამრევი ცხოვრება ცოტა ხნით გადამავიწყდა, რამაც უდავოდ შვება მომგვარა, თითქოსდა მოვისვენე. მგონი შენ მე ისევე მჭირდები, როგორც მე შენ. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და კარგი რჩევა–დარიგებები მივცეთ. გავიმართლა, რომ ერთმანეთი გავიცანით. შევეცდები, რომ დაგეხმარო.
ახლა როგორ ხარ ძალიან მაინტერესებს. ნეტავი ისევ შეგიპყრო საზიზღარმა მელანქოლიამ? იმედი მაქვს კარგად ხარ. იმედი მაქვს ამ წამს, მეგობრებთან ერთად ზიღარ და რაიმე საინტერესო თემას განიხილავ, მაგალითად თეოლოგიას. მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი იმედები გამართლდეს. სიმართლეს გეტყვი: ახლა შენ კედელს ხარ მიშტერებული. ისევ მარტოდმარტო ხარ და იმედიანად ელოდები ჩემს წერილს. (სწორედ ამის გამო, ძალიან მინდა, რომ ანგელოზი ვიყო.) ზიღარ და შენი სულიერი სამყაროს ნარღვევიდან ნაღვლიანი თვალებით მიშტერებიხარ შიზოფრენიას. ღიზიანდები, რომ უსასრულო სამყაროში სახლობ. ჩემის აზრით, ამჯერად რომელიმე დამთრგუნველ მუსიკას უსმენ. ხო, ასე მგონია შენ თავში ქაოსია, ქაოსი, რომელიც თვითონ გავს ნაღვლიან, ღრმა მუსიკას. დდა ყოველივე ამის ფონზე, სახლი ჩაბნელებული გაქვს, მაგრამ ამის არ გეშინია, რადგან უკვე დიდი ბიჭი ხარ. ხომ ასეა, არა? შესაძლოა ენით აუღწერლადაც ითრგუნები... ან იქნებ თვითმკვლელობაზე ფიქრობ? ან, მე რა ვიცი, იქნებ ცოცხალიც აღარ ხარ? მაგრამ ასე რომ იყოს, ძალიან არ მინდა, ვინაიდან შენ ჩემი იმედი ხარ. ბავშვობაში ქრისტესი მჯეროდა, ახლა კი შენი. ხომ შეეცდები, რომ წუმპედან ამომათრიო, არა? ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ კითხვის პასუხია – კი. ხოდა როცა იქნება გავბედნიერდებით.
წინა წერილში ძალიან მომეწონა შენი წინასწარმეტყველება. იმედი მაქვს ოდესმე მართლაც წავალ ჰიპივით. შენც იგივეს გისურვებ, ჩემო მეგობარო.“
შავთმიანი.

შავთმიანმა წერილი იმ დღესვე მოათავსა თავის ადგილას: არაკომფორტული სკამის ფეხის ქვეშ და რამდენიმე დღე მოწყენილობაში და დეპრესიაში გაატარა.

სეითი ითი შემდეგ წერილში წერდა:
„ის დღეები, როცა სავარაუდოდ წერილს წერდი, მართლაც საშინელი იყო. რაღაც საშინელება მჭირს, რასაც ენა ვერაფრით ამბობს. არა, არ გამიჩენია მეგობრები. ისევ მარტოდმარტო ვარ. მეშინია, მაგრამ რისი, არ ვიცი. არ მინდა ის სიბნელე, რომელიც ჩემს გარშემო სუფევს. დაღლილი ვარ. ძლიერ გადავიღალე. არ დამიჯერებია შენთვის და ისევ ვკითხულობ ტერენტი გრანელის ლექსებს, რადგან მხოლოდ მასში ვხედავ ჩემს თავს. მასავით მინდა, რომ ღმერთმა ქრისტე მანახოს, ან სხვა პლანეტაზე გამომაღვიძოს. დიახ, თვითმკვლელობაზეც ვფიქრობ, მხოლოდ ესღამიელავს თავში. დაუდგრომელი სურვილი მაქვს, რომ ჩემმა გულმა შეწყვიტოს ძლიერი ბიძგებით ფეთქვა და სამარადისოდ დავიძინო. მინდა იმ სიზმარში გადავეშვა, სადაც ყველაფერი კარგადაა; სადაც ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას. მინდა გავსხივოსნდე. (აი ახლაც, ტერენტი გრანელს ვპარავ სიტყვებს.) მინდა გავიგონო შორეული ხმები: ყოველი პლანეტის ბრუნვის ხმა. მინდა სამარადისოდ მივაშტერდე ირმის ნახტომს. მხოლოდ ოცნებები არ მიმირბიან... არც სიგიჟე. მაგრამ, სად ვარ ახლა და რას ვაკეთებ? ჩემს ცაზე გამუდმებით შავი ღრუბელია. ასე და ამგვარად, სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ კოსმოსურ სხეულებს. ცაზე ვეღარც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ვლანდავ. არადა, იცი როგორ მომენატრა მაღალი შენობების სახურავზე გაწოლა და იქიდან ღამის ცის ყურება? ძალიან. ძალიან მენატრება სიცოცხლე. ღმერთო ჩემო, ლამისაა გული გამისკდეს. კარგი, ვრცელი წერილით აღარ შეგაწყენ თავს, საქმეზე გადავალ:
კარგი რაღაც მოვიფიქრე. მოდი ლაშქრობაზე წავიდეთ მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება მე არ შემიძლია. შენ წადი და თან წაიღე ჩემი წერილი, რომელიც ამ სკამის მეორე ფეხის ქვეშ მოვათავსე. მხოლოდ ასე თუ დავეკონტაკტებით ერთმანეთს. ეს შემოთავაზება არ არის, ეს დავალებაა. ხვალ წადი ლაშქრობაზე, და სადმე ლამაზ ადგილას ჩემი წერილი გახსენი. ხვალამდე!
სეითი ითი.

შავთმიანმა თავის სალაშქრო აღჭურვილობას შეხედა თუ არა, გაიფიქრა, რომ ეს არც ისეთი ცუდი იდეა იყო. კი, სეითმა მართლაც რომ შთააგონა. ხოდა იმ ტბაზე გადაწყვიტა წასვლა, სადაც ერთ დროს ექსკურსიაზე იყო.
დილით უკვე მზად იყო. მოკლე ჯინსის შორტი, სალაშქრო ბათინკები და ამოღებული მაისური ეცვა. ქალაქგარეთ სულ რაღაც საათ– საათნახევარში იყო. სამანქანო გზას გაცდა. ფეხით ოციოდე კილომეტრიღა რჩებოდა გასავლელი. ულამაზეს ხეობას გადიოდა, სადაც უამრავი მონასტერი იდგა. შავთმიანი რამდენიმე ბერს გამოელაპარაკა კიდეც, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი.
ძალიან ცხელოდა. ირგვლივ საუცხოო სიჩუმე გამეფებულიყო. შავთმიანს თავისი ნაბიჯების ხმაც კი სასიამოვნოდ ესმოდა. უეცარი ჟრუანტელი იგრძნო, როცა გარშემო ტყე შეათვალიერა. თითქოსდა გასხივოსნდა. მიაბიჯებდა ძალიან ნელა, რათა სიამოვნება გაეხანგრძლივებინა. ეწეოდა ცოტას. ყველაზე მეტად კი მის გვერდზე აბობოქრებული მდინარე და ხეებში შეჭრილი მზის სხივები მოსწონდა. ცდილობდა ეარა ჩრდილში. სახიდან ღიმილს არ იშორებდა. მართლაცდა გადაავიწყდა ყოველგვარი საშინელება. ცოტა გადაღლილიყო, მაგრამ ეს საერთოდ არ აწუხებდა. ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა ტბის პირას, რომ სეითთან, ასე ვთქვათ ესაუბრა. ხო, სამწუხარო ის იყო, რომ შავთმიანი ვერ გაუზიარებდა განცდილ გრძნობებს სეითს. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მოისვენასავით. ხოდა ასე იყო... ყველაფერი კარგად.
ტბასთან რამდენიმე საათში მოხვდა. ტბის წინ გაშეშდა და იმ მშვენიერების დანახვისთანავე ატირდა. მთელი გულით ტიროდა და ტბას უყურებდა. გარშემო ყველგან ტყეები იყო. სიჩუმეს მხოლოდ შავთმიანის მძიმე სუნთქვა არღვევდა. ტირილს რომ მორჩა, სიგარეტი მოწია, შემდეგ კი კარავი გაშალა და მთელი სალაშქრო აღჭურვილობა შიგნით მოათავსა. შუა დღის მიწურულს კოცონი დაანთო, მანამდე კი ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგლის“ წაკითხვით იყო დაკავებული. კოცონს წინ მიუჯდა და რამდენიმე წუთი სიჩუმით ტკბებოდა, მერე კი სეითის წერილის კითხვას შეუდგა:
„დარწმუნებული ვარ ლამაზ ადგილზე ხარ, სადაც სიჩუმე სუფევს. წარმოდგენილიც კი მყავხარ მიწაზე როგორ ზიხარ და როგორ ყურადღებით კითხულობ ჩემს წერილს. ძალიან საყვარელი ხარ. ახლა ალბათ იღიმი კიდეც. ხო, ასე ჯობია, უნდა გაიღიმო. მგონი ჩვენ პირველი ადამიანები ვართ, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ, მაგრამ მაინც მეგობრობენ. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. და უფრო მაგარი ის არის, რომ შენ ვიღაც უცხო ტიპის სურვილი შეასრულე და ახლა ზიხარ სადღაც მშვენიერებაში, მე კი ისევ იმ სახლში ვარ, რომელიც უიმედობით ყარს. არადა უეჭველად ვიცი, შენთან ერთად რომ ვიყო, გავბედნიერდებოდი. მართლაც რომ საინტერესო თემებს შევეხებოდით. დაღამებისას მიწაზე წამოწოლილები, ირმის ნახტომის მშვენერებით დავტკბებოდით. მოვუსმენდით ჩემთვის მონატრებულ ჩიტების ჭიკჭიკს დდა სიჩუმის გამაგიჟებელ ხმაუს. დიდი ხნით დავტკბებოდით მდუმარების სიღრმით და თუ ეს მოგვბეზრდებოდა,გიჟებივით ყვირილს დავიწყებდით და ვირბენდით. ჩვენვე შევქმნიდით რაღაც გიჟურ მუსიკას და გავიხარებდით. ჩვენ ორნი ვიქნებოდით საყოველთაოდ მარტოები და ეს სიმარტოვე ამჯერად არ იქნებოდა საშინელი. ღმერთის კი მოინდომებდა ჩვენს დატოვებას და ის ცოტა ხანი არსებობას შეწყვეტდა.
შენ მანდ ხარ, მე აქ, და ისევ ისე, ნაღვლიანი ვფიქრდები თვითმკვლელობაზე. ვერ გადამიწყვეტია თავი რით მოვიკლა. ვფიქრდები, გაზი ხომ არ მოვუშვა და ხომ არ დავიძინო–მეთქი. ამ შემთხვევაში ელექტრონულ ემბიენტს ჩავრთავდი და ლოგნზე წამოწოლილი, ჭერს შევხედავდი, სადაც ლამაზად დაიხატებოდა გოლგოთას მთა. რამდენიმე საათში მოვკვდებოდი. დადგებოდა დღე ჩემი დაკრძავლის, სადაც ჩემი სხეული ისევ მარტოდმარტო იქნებოდა. კუბოში ჩაწოლილი, მკვდარიც კი ავტირდებოდი. მხოლოდ მე თუ დავიტირებდი ჩემს თავს, სხვა, არავინ. ჩემი სული იგრძნობდა ჭეშმარიტ გასხივოსნებას და გარდავიქმნებოდი ყოვლისშემძლე ღმერთად. ქრისტესთან საუკუნო საუბრის შემდეგ, დავბრუნდებოდი დედამიწაზე, ყველაზე დიდი უდაბნოს ცენტრში და დარჩენილი დრო, ქვიშაზე წამოწოლილი, კოსმოს შევხედავდი, რა თქმა უნდა ანგელოზების გალობის თანმხლებით, რომელიც აუცილებლად მეგონებოდა ემბიენტი. უდაბნოში, სადაც მე ვიქნებოდი, იქ გათენაბა ფერს შეიცვლიდა, აღარ იარსებებდა. ქვიშაზე, მხოლოდ მთვარის მკრთალ სინათლეს შეეძლებოდა ელვარება. მე ვიქნებოდი ენერგია. მე ვიქნებოდი თვით ილუზია.
ახლა კი, დატკბი იმ ხედით, რომელიც შენს წინ იშლება.“
სეითი ითი.

გასაკვირია და... სასწაული მოხდა: შავთმიანს სეითი თავდავიწყებით შეუყვარდა. შავთმიანი თითქოსდა გათმა. უბედურებამ დააკავშირა სეითთან. მთელი ღამე ტიროდა და ირმის ნახტომს უყურებდა. წარმოიდგინა, ვითომ სეითი მის გვერდით იყო. სეითისთვის შავთმიანმა წერილი იმ ღამესვე დაწერა:
„ღმერთო ჩემო, სეით... არ იდარდო. ყველაფერი კარგად იქნება ეს ფრაზა რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს. შენ გათბები... მზეს დაელოდე.
აღარ მსურს შენთან წერილებით კონტაკტი. ვფიქრობ ერთმანეთი აუცილებლად უნდა ვნახოთ. მოდი ერთ ღამეს შევხვდეთ და ყველა თბილისის ქუჩა მოვინახულოთ. ფსიქოპატებივით ვიაროთ ლუდებით ხელში. შემდეგ, თუ მოგინდება, შუაღამეს, ავიდეთ რომელიმე მაღალი შენობის სახურავზე და იქიდან ვუყუროთ ირმის ნახტომს. ჩვენ შეგიძლია ერთმანეთი გავაბედნიეროდ, ოღონდ არა წერილებით. ასე მხოლოდ და მხოლოდ გრძნობების გაზიარება შეგვეძლება. ვფიქრობ, ჩვენ ფიზიკური სიახლოვე ისევე გვჭირდება, როგორც სულიერი. ვიცი, დამთანმხდები ნახვაზე“
შავთმიანი.

შავთმიანს მალევე ჩაეძინა, და ასევე მალევე გაეღვიძა ზუსტად დილის ექვს საათზე. გაღვიძებისთანავე ერთი ღერი სიგარეტი მოწია. კარვიდან გასულს უფრო შესანიშნავი ხედი დახვდა, ვიდრე წინა დღეს. ალბათ ეს იმიტომ, რომ უკვე შეყვარებული იყო. ხოდა, წარმოუდგენელი არაფერი მომხდარა, უბრალოდ მზე დაინახა. „მზე ლამაზია“ – გაიფიქრა და რამდენიმე წუთი ჩიტების ჭიკჭიკს უსმინა. აღჭურვილობა ჩანთაში მოათავსა და გზას გაუდგა. ჩქარობდა. მალე უნდოდა, რომ წერილი სკამის ქვეშ დაეტოვებინა. თუმცა ლამაზ ადგილებში ნაბიჯების სიჩქარეს მაინც ანელებდა, რომ სიამოვნება გაეხანგრძლივებინა. მოკლედ, თუ შავთმიანის სიჩქარეს არ გავითვალისწინებთ, გზაში ყველაფერი უწინდელივით იყო.
ქალაქში ჩავიდა თუ არა, შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალა და მთაწმინდისკენ წავიდა. თითქოს სიხარულით დაფრინავდა. ძნელი წარმოსადგენია და ერთი–ორ მეზობელს ღიმილითაც კი მიესალმა. როცა მთაწმინდაზე სკამს მიუახლოვდა, ჩამოჯდა და სულიმოითქვა. ერთი ღერი სიგარეტი მოწია და სივრცის ხმაურის მოსმენა დაიწყო. შემდეგ აღმოაჩინა, თურმე სეითს ახალი წერილი დაუტოვებია. სიხარულით აიღო და კითხვას შეუდგა:
„შავთმიანო, გავსხივოსნდი. ჩემი ხელით დავამზადე სახრჩობელა და დარწმუნებული ვარ ახლა მასზე ვკიდივარ. მანამდე კი, სანამ მოვკვდებოდი, მე შევიგრძენი რაღაც არაამქვეყნიური და მეორედ გავგიჟდი. ჩემში ქრისტე ვიგრძენი და ბავშვივით ავტირდი. ახლაც ბედნიერების ცრემლებით სველდება ეს წერილი. მე ვგრძნობ... მე ვგრძნობ არაამქვეყნიურს... გეფიცები, ეს ასეა. როგორ მინდა კიდევ ვიცოცხლო. დიდი სიამოვნებით გავატარებდი დროს შენთან ერთად ამ უცნაურ პლანეტაზე. ო, ნეტავი იმას გრძნობდე, რასაც მე... არ ვიცი... არეული ვარ. მოკლედ, გეუბნებოდი ახლა მკვდარი ვარ–მეთქი და ეს ასეცაა. აბა გამოიცანი სად ვარ ახლა? უდაბნოში. აქაურობა ძალიან ლამაზია. ღმერთო ჩემო, ნეტავი იმას ხედავდე, რასაც მე. იცი რისი გემო აქვს აქაურ ცას? ვანილის. ო, მთვარე კიდე როგორ ბრჭყინავს. აქ ულევი სიგარეტია. ხოდა, ჭეშმარიტად ბედნიერი ვარ. რამდენიმე საუკუნე უკვე ვესაუბრე ქრისტეს. იცი რა კარგი ღმერთია? საუკეთესო საუკეთესოთა შორის? ასე მითხრა ახლა უკვე შენ ხარ ღმერთიო და აქ წამოვედი, უდაბნოში, სადაც დრო უბრალოდ არ არსებობს. აქ აღარ ტრიალებს უიმედობის მყრალი სუნი. მე ენერგია ვარ. მე თვით ილუზია ვარ.
ახლა კი, სიმართლის თქმის დრო დადგა:
შენ არ არსებობ. როგორ ჟღერს, არა? მაგრამ რას ვიზამთ, ეს ასეა. მე შენ გამოგიგონე რათა ვინმესთვის გამეზიარებინა ჩემი გრძნობები. დიახ, გიჟი ვარ და ეს შევძელი... ღმერთობა შევძელი. მაპატიე, რომ ასეთი ცხოვრება გარგუნე. გახსოვს, ერთხელ უკვე გთხოვე პატიება, როცა ქუჩაში გადაგეყარე და გითხარი ღმერთი ვარ–მეთქი. შენ ჩემი ყველაზე საოცარი გამოგონება ხარ. შენ თვით „ლაკრიმოსა“ ხარ.
ახლა კი, უდაბნოში გელოდები, საიდანაც საუკეთესოდ მოჩანს ირმის ნახტომი.
შავთმიანმა ბოლო ღერი მოწია და მთაწმინდიდა უყურა, თუ როგორ ქრებოდა მის გარშემო სამყარო.


შექსპირის თქმით... თუმცა, ჯანდაბაშიც წასულა შექსპირი! ჩემივე ენით შევეცდები, რომ მაქსიმალურად მოკლედ აგიხსნათ, რა არის სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარული, – კაცს დაეუფლება ეს თუ კაცს, – არის გრძნობა, ორ ადამიანს შორის, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება ვიზუალური თუ სოციალური მდგომარეობა. ასევე სიყვარული არ მოითხოვს რელიგიურ აღმსარებლობას თუ წარმომავლობას. მაგრამ, ყველაზე აღმატებული მოვლენათა შორის არის ის, რომ სიყვარული მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ სულიერ სიახლოვეს. ასე და ამგვარად, თუ ორ ადამიანს შორის გაჩნდება თითქმისდა ეს აუღწერელი გრძნობა, დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება მათ ადგილმდებარეობას, ვინაიდან სულებს შესწევთ ძალა, რომ ეტრფოდნენ ერთმანეთს, ყველგან და ყოველთვის, თუნდ მთვარის ელვარების ქვეშ. ასევე სიყვარული იძულებულებს გვხდის, რომ არ გავგიჟდეთ და ვიკეტებით ამ ესეოდენ მშვენიერ დედამიწაზე, საიდანაც გარკვევით მოჩანს ირმის ნახტომი და სხვა, მრავალი კოსმიური სხეული. არამც და არამც, არავითარ შემთხვევაში გავგიჟდებით სიყვარულისას, რადგან ეს არის ჟამი, ამ არც ისე სასიამოვნო სამყაროს გაფერადების. მხოლოდ სიყვარულისას ვიღიმით ნამდვილი ღიმილით. არაფერია ამაზე მშვენიერი. და თუ შენ არ იცი, როგორ გამოიყურება შენი სიყვარული, ესეიგი ჭეშმარიტად გასხივოსნებული ხარ. თუმცაღა, დავამატებდი: ის გრძნობა, რა გრძნობაც ეუფლება ორ ადამიანს მხოლოდ ვიზუალური მდგომარეობის გამო, ეს ასე ვთქვათ, ჭეშმარიტი, წმინდათაწმინდა სიყვარულის წაბილწვაა. ასე და ამრიგად, მგონი შექსპირსაც ვაჯობე, ვინაიდან ჩემს სიყვარულს სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ სულიერი კავშირი და სხვა არაფერი. ორი ადამიანის სულიერი სამყაროს გაერთიანება, მეტად ქაოსური, კოსმიური და ამავდროულად ჰარმონიული მოვლენაა, ამას კი, ნებისმიერი საიდუმლოს ამოხსნა შეუძლია, მაგალითად: გალაქტიკები ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ არ ეჯახება, რომ სიყვარული არსებობს.



№1  offline წევრი მოლურჯო

კარგი ბიჭი ხარ ბექა
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline მოდერი Amalthea

ბექა...
სასწაული ხარ.
ეს მოთხრობაც რაღაც არაამქვეყნიურია.
ვერ ვიტყვი რა მომეწონა ამ მოთხრობაში, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია მომეწონა, თან ძალიან.
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№3 სტუმარი Bla

O smurpo chemo..me datvis tanavarsklavedi miyvars caze da kidev chemi zodiaqos planeta iupiteri..loxishvilo dejavius grdznoba kitxvisas ar miqreboda albad es sityvebi shens sxva nashromebshic minaxavs..egeti tvalebit nu kitxulob da tuchebi egre upro patara gichans..ar gagegimos loxishvilo..ai egre..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent