შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი VIII)


29-07-2016, 09:07
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 920

გაბრიელი და თიკაც გავინახე. გზა ფეხით გავაგრძელეთ, დათომ და თიკამ გზაშივე გამონახეს საერთო ენა. გაბრიელის სახლი ახლოს იყო, მალე მივედით, მართალია რომ კორპუსში ცხოვრობდა, თუმცა სახლი იმაზე დიდი აღმოჩნდა შიგნიდან ვიდრე მე მეგონა. სახლში, როგორც კი შევედით თიკამ აიტეხა "მშია, მშიაო". კარები შუახნის ქალმა გაგვიღო, თავიდან გაბრიელის დედა მეგონა, თუმცა შემდეგ გავიგე რომ თიკას ძიძა ყოფილა. ბავშვები ოთახებში დარბოდნენ. ჩანთა იქვე დივანზე დავდე და ოთახს თვალი მოვავლე.
-წამოდი, სახლს დაგათვალიერებინებ!-გავიგე გაბრიელის ხმა, მეც ცნობისმოყვარე სახით, უკან გავყევი. მთელი სახლი მომატარა, გემოვნებით იყო მოწყობილი, ლამაზი ინტერიერი ჰქონდა, თითოეული ოთახი სხვებისგან გამოირჩეოდა, თუმცა ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად, იმ ოთახმა მიიქცია სადაც სხვადასხვა მუსიკალური საკრავები ეწყო, ოთახის შუაში კი დიდი შავი როიალი იდგა. ჩუმად მივუახლოვდი როიალს და კლავიშებს თითი დაგავუსვი, ყოველთვის მინდოდა მასზე დაკვრა მცოდნოდა, თუმცა სულ რაღაც მაბრკოლებდა, ბოლოს კი როცა უკვე მტკიცედ გვქონდა მისი შეძენა იდეაში, სახლი დავკარგეთ და ჩემი მშობლებიც იტალიაში გაემგზავრნენ.
-როიალზე დაკვრა იცი?-გაოცებულმა ვკითხე.
-კი, პატარა რომ ვიყავი დედა მასწავლიდა, თვითონ მუსიკოსი იყო...-მითხრა და თავი დაბლა დახარა.
-იყო?-ვერ მოვითმინე და კითხვა დავუსვი. თავიდან ჩუმად იდგა, მერე ნელი ნაბიჯით ისიც მოუახლოვდა როიალს და საუბარი დაიწყო.
-13 წლის რომ ვიყავი, დედა და ძმა გარდამეცვალა. ავაარიით.-მითხრა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ღმერთო... გაბრიელ, ძალიან ვწუხვარ-ის ჩემგან ზურგით იდგა ფანჯარას უყურებდა, ხელი ავწიე მინდოდა მხარზე შევხებოდი, თანაგრძნობის ნიშნად თუმცა მაინც თავი შევიკავე. უხერხული სიჩუმის გამო თემის შეცვლა ვცადე:
-გაბრიელ...
-რა?
-მაჩვენებ როგორ უკრავ?
-ჯერ არა... მაგის დროც მოვა-მითხრა და გამიღიმა. ოთახიდან გავედით და სასტუმრო ოთახში გავედით, დიდი ტელევიზორის გვერდით უზარმაზარი დინამიკები, ხოლო დაბლა კომოდზე X-Box One იდო.
-ეს X-Box-ია?-ვკითხე და გაბრიელს შევხედე.
-კი... გინდა ვითამაშოთ?
-კი-ვუთხარი და თვალი გავაყოლე. ჯოისტიკები გამოიღო და დანადგარს შეუერთა.
-კარგი ოღონდ რამეზე ვითამაშოთ-მითხრა და ეშმაკურად შემომხედა. ამ დროს ოთახში თიკა შემოვარდა.
-აუ... მე მშია-თქვა და ისე შემომხედა თითქოს მისი "ძმა" მე ვყოფილივაყი. გაბრიელი X Box-ის ჩართვით იყო გართული და თიკასთვის ხმა არ გაუცია.
-წადი და შენს ძიძას უთხარი, კაი?-რაც მომაფიქრდა ის ვუთხარი.
-არა, თიკა არ უთხრა მარინას, საჭმელი მალე იქნება და დაგიძახებთ-თქვა გაბრიელმა. თიკაც ისევ საკუთარ ოთახში შევიდა.-მოდი პიცის გაკეთებაზე გავნაძლევდეთ. თუ წააგებ შენ გააკეთებ თუ მე წავაგებ მარინა.
-არა, მე ეგრე არ მაწყობს, თუ შენ წააგებ მაშინ შენ გააკეთებ.
-მე არ ვიცი პიცის გაკეთება-მითხრა და ფართოდ გამიღიმა
-არაუშავს გასწავლი, უბრალოდ ყველაფერს შენ გააკებ, შევთანხმდით?
-კარგი შევთანხმდით.
დივანზე მოვკალათდით და თამაში დავიწყეთ. რბოლებს გვამაშობდით.
-აუ... გაბრიელ, ნუ თაღლითობ, ეგრე არ შეიძლება! შენ რუკები კარგად იცი და მოკლეთი დაგიხარ. სრული გზით იარე-გაბრაზებულმა ვუთხარი.
-არ ვთაღლითობ, როცა წესები აგიხსენი მაშინ გასაგებად გითხარი რომ მოკლე გზითაც შეგეძლო სარგებლობა-მითხრა და გადაიხარხარა.
-ეგრე ხო... კარგი, მაინც მოგიგებ.-ვუთხარი და ნიტროს ღილაკს მივაწექი. ისეთი სისწრაფე განავითარა "ჩემმა მანქანამ" რომ მალევე დავეწიე და დავეჯახე. ფინიშის ხაზიც პირველმა მე გადავკვეთე.-მოოოოვვვიიიგეეეეეეე!!!-შევყვირე და კმაყოფილი სახით შევხედე გაკვირვებულ და შეწუხებულ გაბრიელს.
-რანაირად გაიმარჯვე? ჯერ შორს იყავი.
-ნიტროზე რამე გსმენია?-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.-ადე, ადე ბავშვებს შიათ, პიცა გააკეთე.-ვუთხარი და გადავიხარხარე.
ქალბატონ მარინას ვთხოვეთ საჭირო პროდუქტები მაგიდაზე დაეწყო. ისიც ასე მოიქცა:
-შვილო, გაბრიელ, ეს გოგო შენი კლასელია?-მაშინ კითხა როცა მე მოშორებით ვიდექი და მობილურში ანას ვწერდი, ალბათ არ უნდოდა მე რომ გამეგო და ცოტა ჩუმად კითხა. გაბრიელმა რა უთხრა ის ნამდვილად ვერ გავიგე, ან უპასუხა კი რამე?
-------------------------------------------------------------------------
ახლა ეს ცომი გააპრტყელე და ზემოდან ტომატი წაუსვი. ხო, ეხა ესენი ზემოდან დააწყვე, არა ეგრე არა... მასე ფორმას შეუცვლი... ნელა, ხო მასე.
-ვაიმე, ეკა დავიტანჯე ამდენი რამ რათ უნდა?-მითხრა უკმაყოფილოდ და ამოტრიალებული მაჯა შუბლზე მიიდო.-ამას ვერ ვჭრი!
-რა ყველაფერზე პრიბლემას ქმნი? რა უნდა ეხა ამის დაჭრას?-ვუთხარი და დანა გამოვართვი.-აი, ასე... ეხა გაიმეორე.
როგორც იქნა პიცა ღუმელში შევდეთ. რომ გაკეთდა დავჭერით და მივირთვით. 5-ივეს ძალიან მოგვეწონა. ბავშვებმა მალევე დაასრულეს და ისევ სათამაშოდ გავიდნენ. რომ დავამთავრეთ წასასვლელად საათს დავხედე უკვე 6 ხდებოდა ჩანთა ავიღე.
-გაბრიელ, უკვე გვიანია უნდა წავიდე... წავიდეთ.-ვუთხარი და იმ ოთახისკენ გავემართე სადაც ბავშვები თამაშობდნენ. და რაც იქ მოვისმინე იმ დიალოგმა გული დამიწვა:
-მერე რა რომ დედა არ გყავს? მე ხომ მყავს დედა, ოღონდ ჩემი დედიკო იტალიაშია და რომ ჩამოვა, მერე ორივეს დედა გახდება, შემიძლია გაგინაწილო-ვიცანი დათოს ხმა.
-მართლა?-გახარებული ხმით უთხრა თიკა.-იცი, მამიკო და გაბიელი მეუბნბიან რომ ჩემი დედიკო მაღლა ცაშია და ღამე მიყურებს ხოლმე, ოღონდ ისე რომ მე არ გამეღვიძოს.-სენი დედიკო, ღამე ზღაპარს გიყვება ხომლე?
-კი, და რომ ჩამოვა მერე ორივეს მოგვიყვება.
----------------------------------------------------------------------------------
-მოგეწონა შენი ახალი მეგობარი?-ვკითხე დათოს.
-კი, კიდევ წავიდეთ კარგი მერე მგათთნ.-ამაზეარაფერი მიპასუხია, უბრალოდ გამეცინა. ღამე მობილურის ხმამ გამაღვიძა, რომ გავხედე საათს 11 საათი იყო. მობილური ავიღე და უცხო ნომერს დავხედე, შემდეგ სენსორს თითი გავისვი და ვუპასუხე:
-გისმენთ...
-ეკა, ორი წუთით დაბლა ჩამოდი, საქმე მაქვს!
-შენ ხომ არ გააფრინე, ამ შუაღამეს დაბლა რა მინდა, მითუეტეს შენთან ერთად?
-გითხარი საქმე მაქვს- თქო, მე ხომ არ ამოვალ?
-აუ, ბექა მეძინება, თუ რამე მასეთი მნიშვნელოვანია შეგიძლია აქაც მითხრა-ვუთხარი და დავამთქნარე.
-მობილურში სათქმელი არაა, პირადად მინდა შენი ნახვა
-კაი, აბა ჰე... მე ვიძინებ. შენი სისულელეების თავი ნამდვილად არ მაქვს-ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე.


--------------------------------------
ესეც ახალი თავი, შემიფასეთ. გუშინ არ ვიცი რატომ მაგრამ საიტზე ვერ ვდებდი, მგონი რაღაც შეფერხება იყო. მადლობა წინასწარ <3



№1  offline წევრი ნიკო დანგაძე

წარმატებები <3

 


№2  offline წევრი რიტა

აუუ რა კაი იყო მაგრამ პატარაა. აუუ გაზარდე თავები რაა. ამ ისტორიის კითხვის დროს ღიმილი არ მშორგება სახიდან. აუუ ისევ ინტრიგა რისი თქმა უნდოდა გაბრიელს?? მალე დადე რაა არ დააგვიანო. წარმატებები ჩემო კარგო.

 


№3  offline წევრი ნეპტუნიელი

რიტა
აუუ რა კაი იყო მაგრამ პატარაა. აუუ გაზარდე თავები რაა. ამ ისტორიის კითხვის დროს ღიმილი არ მშორგება სახიდან. აუუ ისევ ინტრიგა რისი თქმა უნდოდა გაბრიელს?? მალე დადე რაა არ დააგვიანო. წარმატებები ჩემო კარგო.

მეც სახიდან ღიმიალი არ მშორდება, როცა შენს კომენტარს ვკითხულობ, ძალიან მიყვარხარ, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, ჩემო თბილო <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი -venus-

ძალიან პატარააა გაგეგრძელებინაა არ გვყოფნის და მერე კიდევ ლოდინით მოვეზრდებათ კითხვა და მკითხველს დაკარგავ მიუხედავად იმისა რომ კარგი ისტორიაა. გაითვალისწინეე. წარმატებები :*

 


№5 სტუმარი ana

meshvide tavii sadaaa???

 


№6  offline წევრი ნეპტუნიელი

ana
meshvide tavii sadaaa???

დიდი ბოდიშს გიხდით გამომრჩენია ახლა დავდებ მეშვიდე თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent