შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XVII)


13-08-2016, 12:23
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 678

-კატერინა-
გზაში სამივე ჩუმად ვსხედვართ, ანდაც რაზე უნდა ვისაუბროთ, ბექასთან? მაგრამ სიჩუმეს ბოლოს ბექა არღვევს.
-და მაინც ამ სიშორეზე რისთვის მივდივართ?
-მაგას ვერ გეტყვით...-ეუბნება ანა.
-კი მაგრამ მე მიმყავხართ და ხომ უნდა ვიცოდე რატომ მივდივართ!-ახლა მე შემომხედა ბექამ.
-საქმეს ვიძიებთ და ხელჩასაჭიდი უნდა ვიპოვოთ.-ვეუბნები და ისევ საქარე მინას ვადებ თავს. ბექა კი ჯერ წარბაწეული მიყურებს, მერე სიცილს იწყებს და მეუბნება:
-საქმეს იძიებ არა ის... რომელი შერლოკ ჰოლმსი ან ნენსი დრიუ შენ მყავხარ.-და კარგად ხარხარებს. ბოლოს როგოც იქნა შეწყვიტა სიცილი და როცა ჩემი ანა ანას სერიოზული სახეები დაინახა ისეც ცალი წარბი აწია:
-რა მართლა? რა საქმეა? საიმფორმაციოში გამოაცხადეს?
-არ ვიცი.
-რანაირად არ იცი? აბა საიდან გაიგე?
-ეგ საიდუმლოა.-ვეუბნები და ვიკრიჭები.
-მაგარია ეხლა საიდუმლოებიც გაგვიჩნდა-ამბობს უკმაყოფილოდ და შესახვევში უხვევს.-ის მაინც მითხარი რას იძიებ?ვინმე მოკლეს? გაქურდეს?
-ეგ ზუსტად არ ვიცი. 5 წლის წინ მოხდა, დანაშაული.
-ააა, გასაგები. იმდენი ინფორმაცია გაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით რომ გამოძიება არ გაგიჭირდებათ!-მეუბნება და ისევ იცინის.
დანიშნულ ადგილზე მანქანას აჩერებს, მე წინ ვიჯექი, ანა უკან. ღვედის მოხსნა გამიჭირდა, მგონი გაიჭედა. ბექა მანქანიდან გადავიდა, მას მოუარა და მანქანის კარები გამიღო. მეც როგორც იქნა ღვედი შევიხსენი და მანქანიდან გადმოვედი. მადლიერების ნიშნად მკრთალად გავუღიმე, მერე ანას შევხედე.
"ოჰ, ჯელტმენიც ყოფილა ბიჭი"-გავიფიქრე და თავი გავაქნიე. ანაც იმავეს ფიქრობდა, გამომეტყველებაზე შევნიშნე. ტყისკენ წავედი, თუმცა შიგ არ შევსულვარ. ტრასაზე დავიწყე უაზროდ სიარული. რთულია 5 წლის წინად ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. ანამ ბლოკნოტი ამოიღო და რაღაცეების ჩაწერა დაიწყო. ბექა უბრალოდ მანქანაზე იყო მიყუდებული და ინტერესით გვაკვირდებოდა. ასე სიარულით, რომ დავიღალე ერთ ხესთან მივედი და ჩამოვჯექი, ზურგით კი ხეს მივეყუდე. თვალები მაგრად დავხუჭე და ჩუმად წარმოვთქვი სიტყვები.
"მარტო ვერ შევძლებ, ეს ხომ 5 წლის წინ მოხდა! დამეხმარე, დამეხმარე..."-თვალები გავახილე და ჩემს წინ სულ სხვა სურათი გაიშალა. ისევ ის ვერცხლისფერი ჯიპი დავინახე, როგორც მაშინ სიზმარში. შესაბამისი სიჩქარით მიდიოდა. მერე ვხედავ მეორე,საპირისპირო მხრიდან როგორ მოქრის ერთი მანქანა, შავი ჯიპი. მგონია, რომ ეს ესაა ერთმანეთს შეასკდებიან, ერთი წამით თვალებს ცჭუტავ, თუმცა ასე სულაც არ ხდება. ვერცხლისფერი მანქანა მოულოდნელობისგან ჯერ მარცხნივ უხვევს, შემდეგ მარჯვნივ. შავ ჯიპს იცილებს და ბოლოს იმ ხეს ასკდება, ახლა მე რომ ვარ ზურგით მიყუდებული. შეშინებული ფეხზე ვდგები და იმ მანქანასთან მივდივარ. გაბრიელის დედას და მის ძმას ვხედავ, ორივენი სულ სისხლში არიან. ხელს მათკენ ვიწვდი, თუმცა ვერ ვეხები. თითქოს ფონოგრამა იყოსო. შავი ჯიპი ჩერდება, იქიდან 2 კაცი გადმოდის და აქეთ მოიწევს, ზუსტად ჩემს გვერდით დგებიან და გვამებს დაყურებენ. მერე ერთ-ერთი მობილურს იღებს ნომერს კრიფავს და მხოლოდ ოთხ სიტყვას ამბობს.
"ის აქ არ არის" ტრიალდებიან და ისევ მანქანაში ტავსდებია. მე აქეთ-იქით ვიყურები. და იმ ხის მოპირდაპირე მარეს, ლამპიონს ვხედავ, რომელზეც სათვალთვალო კამერაა დამაგრებული. შედარებით პატარა ზომისაა. მერე შექანებას ვგრძნობ და საკუთარი სახელიც მესმის. ბურუსიდან ანას ხმას გამოვყავარ.
-ეკა, ეკა რა მოხდა?
-რაა?-ვმა მესმოდა, თუმცა რასაც მეკითხებოდა ის არა.
-რა მოგივიდა, ამდენი გეძახე და ხმა არ გამეცი ძალიან შეგვეშინდა.
-მე ვიცი დავინახე, ყველაფერი დავინახე-გახარებულმა შევძახე და ანას ჩავეხუტე, მერე კი გამახსენდა, რომ ბექაც აქ იყო და აღარაფერი ვთქვი.
-რა დაინახე?-საუბარში ბექაც ჩაერთო.
-მე... მე...-თავისდაძვრენას ვცდილობდი.-აი იქ კამერა ვიდეოთვალია? იმით შეიძლება დავამტკიცოთ რაც აქ მოხდა,-ვეუბნები ანას და თვალებგაბრწყინებული ვუყურებ.
-მართალიხარ, ამაში ბიძაჩემი დაგვეხმარება- მეუბნება მცირეოდენი ფიქრის შემდეგ, ანას ბიძა პოლიციელია. მაშინ ისღა დაგვრჩენია ჩანაწერი ვიპოვოთ და პოლიციას ვუჩვენოთ.
-გაბრიელი-
ღმერთო, რა სისულელე გავაკეთე! როგორ ავყევი, ნიკას! აი, ახლა კი ღმერთი იმისთვის მსჯის რომ მინდოდა გული სხვისთვის მეტკინა, საბოლოოდ კი ისევ მე ავღმოვჩნდი გულნატკენი. ეკას ნახვამ ისე გამახარა, მივხვდი როგორ მომნატრებოდა. ვიფიქრე, რომ ყველაფერს ავუხსნიდა და მერე თვითონ გადაწყვეტდა მოუნდებოდა თუ არა ჩემთან ყოფნა, მაგრამ მისი აცრემლებული თვალები, რომ დავინახე თავზარი დამეცა. ხო, დავინახე მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ისინი ჩემგან დაემალა. ამასთან ერთად ისიც მითხრა, რომ შევძულდი. მაგარია... ჯერ არც კი შევყვარებივარ და უკვე დასანახად ვერ მიტანს! ალბათ, მთელი საუკუნეც რომ ვეცადე მას მაინც ვერ შემოვირიგებ, თუმცა ცდა ხომ ბედის მონახევრეა?! სიმართლე, გითხრათ ვერც კი მივხვდი როდის შემიყვარდა! მართლა ვერ მივხვდი... ვიფიქრე უბრალოდ მისით გავერთობოდი და გავივლიდი. ხოდა... ზუსტად ამ ფიქრებისთვის დამსაჯა ღმერთმა! ღირსიც ვარ!



№1  offline წევრი რიტა

უმაგრესი ხარ მაგრამ ისე სწრაფად ჩავამთავრე ეს თავი აზრზეც ვერ მოვედი აუუ კიდე მინდაა. შეეცადე გაზარდო თავები რაა ძალიან პატარა იყო და როდის მოახერხებ ახალი თავის დადებას ??

სიტვაცია ნელნელა პიკს აღწევს. ინტრიგა ინტრიგა და ისევ ინტრიგა. მალე დადე რაა სულმოუთქმენლად გელოდები...^^ წარმატებები ჩემო შოკოლატო. <3

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

რიტა
უმაგრესი ხარ მაგრამ ისე სწრაფად ჩავამთავრე ეს თავი აზრზეც ვერ მოვედი აუუ კიდე მინდაა. შეეცადე გაზარდო თავები რაა ძალიან პატარა იყო და როდის მოახერხებ ახალი თავის დადებას ??

სიტვაცია ნელნელა პიკს აღწევს. ინტრიგა ინტრიგა და ისევ ინტრიგა. მალე დადე რაა სულმოუთქმენლად გელოდები...^^ წარმატებები ჩემო შოკოლატო. <3

Verc ki warmogidgenia ramxela siamovnebaa sheni komentaris wakitxva. Shemdegi tavi xval iqneba chemo tkbilo <3

 


№3 სტუმარი ^_^

auuu dzalian kargiaa !! Male dade shemdegi tavi

 


№4 სტუმარი hipo

uuff rogiri kargi iyo ar gvyofnis :D

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent